ჩუმი ვნება {თავი 3}
08.01.2018, 21:57
-გუშინ ბერიძეებთან ვიყავი. 
-სად იყავი? -გაოცებულმა ჰკითხა და სავარძელში მოკალათდა. 
-იმ გოგოსთან, რომ დავეჯახე.
-ხომ შევთანხმდით რომ მათთან არ მიხვიდოდი? თანაც მალე  ვბრუნდებით თბილისში. -თქვა და ცხელი ყავა მოსვა. 
-მე ჯერ არ მოვდივარ. 
-ონისე, აუცილებლად მოდიხარ. -მშვიდი სახე ჰქონდა, ყავის ფინჯანზე კი ძლიერი ხელები ისე მაგრად მოეჭირა, კიდევ ოდნავი ზეწოლა და სახელური შემოეფშვნებოდა.
-არა მაქს, აქ ვარ საჭირო. 
-კარგად იცი, რომ თინას ვერ დაეხმარბი. 
-ყველა მდგომარებიდან შეიძლება გამოსვლა. 
-ამ პრობლემას ვერ გადაჭრი. 
-მთავარი შედეგი არ არის, მთავარი შედეგისთვის ბრძოლაა. 
-ნუ მეჭერვმეტყველები.
-შევძლებ მის დახმარებას.
-რითი? 
-რწმენით მაქს, რწმენით.
-რწმენა გადაგვარჩენს. -მოჩვენებითი ღიმილი გადაეფინა სახეზე.
-დიახ.
-და ამას ის ამბობს ვინც უიმედოდაა და სხეულს დილიდან სასმლით იჟღინთავს? 
-ამას ის ამბობს, ვინც არასდროს ნებდება. -ძმას თვალი ჩაუკრა და დაცარიელებული სასმლის ჭიქა მაგიდაზე დადო. 

****
რაც გონს მოვიდა, მას შემდეგ ცრემლები მისი თანამგზავრი გახდა. ანდა როგორ შეეძლო ჩვეულებრივად შეხვედროდა ამ ფაქტს...  მის ირგვლივ რაც იყო ვერაფერს იხსენებდა. არც ოთახი, არც მოხუცები, არც ის გოგონები ახსოვდა დაჟინებით რომ უწერდნენ წერილებს წარსულის გასახსენებლად. ერთადერთი ვინც ახსოვდა იყო მისი მშობლები.  პატარა ჩარჩოში გამოსახული ორი ახალგაზრდა წყვილის ფოტო. მართალია მათთან გატარებულ ვერცერთ დღეს ვერ იხსენებდა, თუმცა ეს სახეები... ისინი მეხსიერებაში დარჩა. 
ჯერ კიდევ არჰქონდა სათანადო ძალა, მიუხედავად იმისა რომ ფეხზე თაბაშირი მოხსნეს და ჩალურჯებებიც გაქრა, მაინც არ შეეძლო სხეული ისე ემართა რომ თითოეულ ნაბიჯზე დაღლა არ ეგრძნო. 
საერთოდ არ უნდოდა ოთახიდან გასვლა, მისი ნება რომ ყოფილიყო სულ იმ პაწაწინა ოთახში დარჩებოდა, მაგრამ არ შეეძლო. მართალია მოხუცებს ვერ ცნობდა, მაგრამ აზროვნების უნარი არ ჰქონდა დაკარგული და კარგად ხვდებოდა რამდენად ატკენდა ამ საბრალო ხალხს გულს  მისი ოთახში გამომწყვდევით.

მისაღებ ოთახში გასულს, ეკო და თამარი დახვდა. გოგონებს ხელში თაბახის ფურცლები ეჭირათ.თინა მიხვდა რომ ეს მასთან საკონტაქტოთ სჭირდებოდათ. იგრძნო როგორ დაუარა სხეულში მწუხარების ტალღამ და მისუსტებულს ნაკუწებად გცეული ძალაც ერთმეოდა.
მათთან ახლოს მივიდა და ხელის აწევით მიესალმა, გოგონებმაც იგივე გაიმეორეს. 
როცა მზერა ფარატინა ფურცლებზე გადაიტანა, ეკომ ყველა მიაწოდა. 
ლამაზი ასოებით ეწერა დიდი ტექსტი. 
სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და კითხვა დაიწყო. 
-დილამშვიდობისა თინა, ვიცი არაფერი გახსოვს და რაც არ უნდა მოგიყვეთ მაინც ვერ გაგვიხსენებ, თუმცა მინდა გჯეროდეს ჩვენი. ჩვენ შენი დები ვართ, მართალია სისხლით არა, მაგრამ სულით ერთნი ვართ.  მე და თამარს გვინდა რომ თავიდან გაგეცნოთ. რადგან ძველის გახსენება შეუძლებელია, თავიდან დავიწყოთ მეგობრობა. 
როგორც კი წერილის კითხვა ჩაამთავრა, თვალებზე ცრემლებ მომდგარს ლოყებზე გადმოეღვენთა მლაშე სითხე. 
თითებით  სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და ღიმილიანი სახით ახედა გოგონებს. 
როგორ უნდოდა გაეხსენებინა ვინები იყვნენ, ის მოგონებები გახსენებოდა რასაც უყვებოდნენ...
წერილში აღნიშნულზე თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გოგონებს და ხელით კალამზე ანიშნა რომ მიეცათ. 
გახარებულმა თამარმა  კალამი მიაწოდა.
-ვერ გიხსენებთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ კარგი ადამიანები ხართ და სიამოვნებით ვიმეგობრებ თქვენთან.-ფურცელი გადასცა გოგონებს.
ხვდებოდა რა უაზრო იყო საკონტაქტოდ ეს გზა და ამაზე ისე ეშლებოდა ნერვები, რომ სიბრაზისგან თავის ტკივილს გრძნობდა. 
გოგონებმა გიგლაზე მისწერეს, უთხრეს რომ ის მათი საუკეთესო მეგობარი იყო. 
-და იმ ლურჯთვალება ბიჭზე რას მეტყვით? 
-ვინ ლურჯთვალება? -თინას ნაწერი რომ წაიკითხა, გაკვირვებულმა თამარმა ჰკითხა ეკოს. 
-ონისეზე ამბობს ალბათ, ნაგავი ბიჭი.
-ეკო, იქნებ მართლა მისი შეყვარებულია?
-თინა არ დაგვიმალავდა!
-ო, იქნებ აპირებდა თქმას და ვერ მოასწრო.გახსოვს შენს დაბადებისდღეზე, მაშინ ხო გვითხრა თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელიო.
-და ნეტა ეგ უნდა ეთქვა? 
-ალბათ. 
ერთმანეთთან მოსაუბრე გოგონებს თვალებდაცქვეტილი უყურებდა თინა, ცდილობდა ტუჩების მოძრაობით გაერკვია რას ამბობდნენ, თუმცა ვერ ახერხებდა.
-იმ ბიჭს ონისე ჰქვია, ამბობს რომ შენი შეყვარებულია. მის შესახებ ჩვენთვის არაფერი გითქვამს, არ ვიცნობთ მას. -მიწერა ეკომ და ბოლოში გაკვირვების ასაღნიშნად ჩაფიქრებული სმაილი მიუხატა. 
-ჩვენთან იყო, ისეთი ბრაზით მიყურებდა, მეგონა წიხლქვეშ გამიგდებდა.  -კიდევ კარგი სრული დაქვეითება არ ჰქონდა მეხსიერების და წერამაინც ახსოვდა, თორემ ესეც რომ დავიწყებოდა  კატასტროფა იქნებოდა. 
-რატო? 
-არ ვიცი, გიგლა მოვიდა. ერთმანეთთან იჩხუბეს და ლურჯთვალება წავიდა. 

გაუაზრებლად იხსენიებდა ლურჯთვალებად. მართლაც, მისი თვალები ისეთი ლურჯი და ისეთი ლამაზი იყო, რომ სიამოვნებთ უცქერდა დიდხანს... 
როცა გამოიჭირა საკუთარი თავი ფიქრებში, დაიბნა.  ალბათ მაშინაც ამ თვალების გამო შეუყვარდა. მაგრამ თუ გოგონას შეყვარებული იყო რატომ უყურებდა წარბშეკრული, ცივი და უკმაყოფილო მზერით.  ფაქტი იყო მისმა მზერამ თინა შეაშინა.
ძველ თინას თუ უყვარდა მკაცრი და წარბშეკრული ონისე, ახალს საერთოდ არ მოსწონდა. მეტიც, აფრთხობდა...

გოგონებმა კიდევ დიდხანს წერეს.თინა ვერ იხსენებდა ვერაფერს  წარსულზე და როცა უყვებოდნენ, გაუხსენებლობის გამო ღიზიანდებოდა, ამიტომ თხოვა გოგონებს სხვა თემას შეხებოდნენ. 
ხატია ბებია ბაღში იყო ჩასული, დილით მწვანილები გაემარგლა, სანამ მზე კარგად დააჭერდეს მოვასწრო იქნებო. 
როცა სამივე გოგო ერთად დაინახა ბედნიერებით აივსო. მალე მოიწესრიგა თავი და ახლად მოკრეფილი დაშაქრული მარწყვი მიართვა მათ. ეკოს ყავა უყვარდა ძალიან, დაღლილ ხატიას დააძალა, დამჯდარიყო და დაესვენა. თვითონ კი სამზარეულოში თამართან ერთად შევიდა და ცივი ყავის მომზადება დაიწყო.
მარტოდ დარჩენილი ბებია და შვილიშვილი უხერხულად ისხდნენ. ხატია თვალებში ცრემლჩამდგარი უყურებდა თინას და მისი შემხედვარე იწვოდა მწუხარებისგან. 
-რა ვუყო ახლა ჩემს გოგოს, რაფერ და  ვუმკურნალო? -ჰკითხა გოგონებს როცა ყავით დაბრუნდნენ. 
-ექიმმა ჯერ დაველოდოთ მის მდგომარეობასო, უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ ყოველი ცვლილება. 
-მერე? მერე საიდან მევტან ფულს? მერე რას ვუშველით.  ბანკიდან გამოტანილი ფული სულ წამლებში წევდა. მაგ ფულის გამოსატანად მთელი მიწები ჩავდეთ ბანკში, რამე აღარ მაქ, რომ გავყიდო და ვუმკურნალო. 
-ჩვენ დაგეხმარებით, მაგაზე არ ინერვიულო ბებო. 
-ეკო, შენ რაფერ და დემეხმარო, მამაშენი ძლივს ნახულობს საჭმლის ფარას. 
-ვიზამთ ბებო რამეს. -ეკოს მხარი დაუჭირა თამარმა.
-ეჰ, ბაღნებო. ასე ადვილი არაა ეს დასაწვავი ფარის შოვნა. -სალფეთქი აიღო ხატიამ და თვალებიდან ურცხვად გადმოგორებული ცრემლები მოიწმინდა. 
თინას არაფერი ესმოდა, თუმცა ხვდებოდა რომ ეს მოხუცი მისგამო ტიროდა. სხეული აუთრთოლდა, იგრძნო ნერვიულობისგან პულსაცია როგორ ემატებოდა და თანდათან სუნთქვა უჭირდა. 
ჰაერი ძალიან ჭირდებოდა. 
სწრაფად დადო ყავის ჭიქა მაგიდაზე და გარეთ გავიდა. 
ყვავილებით გალამაზებულ ეზოში ისეთი სასიამოვნო სურნელი იდგა, რომ შეუძლებელი იყო შეზღუდული სუნთქვა არ აღდგენოდა. დიდ მუხის ხეზე ჩამოკიდებულ ჰამაკში დაჯდა. ცრემლებით სავსე თვალებით პატარა ხის სახლს უყურებდა. რა უცხო იყო ეს ყველაფერი მისთვის... ამ დამწუხრებული ხალხის ყურება უფრო მეტად თრგუნავდა და იძაბებოდა.  აღარ შეეძლო ასე გაძლება, ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა სურდა. უნდოდა სამი დაკარგული ფუნქცია აღდგენოდა, თანაც  სასწრაფოდ. 

***********
მომდევო დღეს გასულ დღისგან არაფრით განსვავდებოდა. ისევ უცვლელი მდგომარეობა და ამის გამო დაწყებული დეპრესია, რომლის ბოლოც სავარაუდოდ არ არსებობდა. 
ახალ გაღვიძებული საწოლში კარგად იზმორებდა, როცა წვრილი ფეხები იატაკზე დადო და წამოჯდომა დააპირა, მხოლოდ მაშინ დაინახა სურათის ჩარჩო ძირს დავარდნილი რომლის სტექლოც მთლიანად დაფშვნილი იყო. თავისდა უნებურად თვალები აუცრემლიანდა და გულში ტკივილის შეგრძნება განუახლდა.
არ ახსოვდა რა დროს გადმოუვარდა, რა დროს მიკრა ხელი, ან იქნებ საწოლს რომ ალაგებდა ღამით დასაწოლად მაგ დროს გადმოვარდა. ვინ იცის... მას ხომ არ ესმოდა და ვერც გაიგებდა როდის იმსხვერპლა მშობლების ფოტო. 
ნამსხვრევები აალაგა, ოთახი მოაწესრიგა და პირველ სართულზე ჩავიდა. 
მისაღებ ოთახში ბებია-ბაბუასთან ერთად, უცნობი მამაკაცი დაინახა.
წვერმოშვებული, მაღალი, გასულ ღამინდელ სტუმარივით ბრგე და მწვანე თვალების მქონე. უკვირდა უცნობის ხილვა,  თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია, ამჟამად მისთვის უცნობი, სინამდვილე შეიძლება კარგად ნაცნობიც ყოფილიყო... მორიდებით გაუღიმა სტუმარს, ხელი ჩამოართვა და  სააბაზანოსკენ წავიდა. 
დარჩენილიყო და რა ექნა? გაიგებდა რას ლაპარაკობდნენ? თუ ნეტა თვითონ დაიწყებდა საუბარს. ფიქრობდა რომ მისი იქ ყოფნით უხერხულ მდგომარეობას შეუქმნიდა სტუმარს და ამიტომ გაცლა ამჯობინა, თანაც საღეზე ცივი წყლის შესხმა არ აწყენდა. 
სააბაზანოში შესულმა, ნიჟარასთან მდგომი მამაკაცი დაინახა, უხერხულობისგან გაწითლდა, თითქოს შიშველი დაენახა. მაშინვე უკან გამობრუნებას აპირებდა, თუმცა კარისკენ მობრუნებულმა იგრძნო მკლავზე ძლიერი თითების შეხება და მაშინვე უკან მიბრუნდა.  როცა ნაცნობი სახე დაინახა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ნუთუ მას შემდეგ რაც მოხდა კიდევ გაბედა მოსვლა? 
-გავდივარ, შეგიძლია დარჩე.-თქვა და შეკრული წარბები გახსნა. თინა ვერ ხვდებოდა მის სიტყვებს, თუმცა როცა მამაკაცმა სააბაზანო დატოვა, უკან არ გაჰყოლია.

***********
დივანზე იჯდა და თვალებ დაკვესებული უყურებდა ბებია-ბაბუას. რომლებიც რიგ-რიგობით საუბრობდნენ თინასთვის ორ უცნობ ყმაწვილთან. გიორგის ზოგჯერ გაოცება გადაუვლიდა სახეზე და წარბშეკრულს ეტყობოდა მისთვის მნიშვნელოვან თემაზე რომ საუბრობდნენ. მალი-მალ ხატია და გიორგი ერთდროულად გადმოხედავდნენ თინას, შემდეგ ისევ აგრძელებდნენ საუბარს. თინას ისეთი შეგრძნება დარჩა, თითქოს მისი ბედი წყდებოდა.
ალტერეგრო არ ღალატობდა, მართალს ჩასძახდა ხმა. 
მოხუცებს ძმები თინაზე ესაუბრებოდნენ. თინას ბედზე, გოგონას მომავალზე. 
-ბატონო გიორგი, მე მიყვარს თქვენი შვილიშვილი და გაძლევთ პირობას, რომ ის ბედნიერი იქნება ჩემთან ერთად. -ონისე მტკიცე ტემბრით ამბობდა თითოეულ სიტყვას, ყოველი ბგერა თავისი დატვირთვით იმდენად რთულად სათქმელი იყო, იმდენად ბევრი რამის მთქმელი, რომ ნელა და ხაზგასმით საუბრობდა. საუბრის პარალელურად კი იაზრებდა რამხელა ტვირთს იდგამდა ზურგზე და რამხელა  სიმძიმის ტარება მოუწევდა მთელი ცხოვრება. 
აჭარელ მოხუცებს თავიდანვე შეამჩნია რა ადათის პატრონებიც იყვნენ და ასე მარტივად არ ჩააბარებდნენ მათ ერთადერთ შვილიშვილს. როგორია ზარდო თინასნაირი გოგონა და შემდეგ ნაავარიები, სიცოცხლე გამწარებული, ბედნიერება დაკარგული ვიღაც უცნობ მამაკაცს მიაბარო. 
სიყვარული ყველაფრის წამალია, ხსნა და ბედნიერებისკენ მიმავალი უტყუარი გზა. 
მოხუცებსაც სწორედ ამის სწამდათ (ამას კარგად ხვდებოდა ონისე) და სწორედ ამიტომ ამ გზით მიჰყავდა დიალოგი. 
-მე აღარ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება, მინდა ერთად ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ. ჩვენ შევძლებთ ეს მძიმე ეტაპი გავიაროთ და ჯანმრთელობა აღვიდგინოთ. მართალია ჯერ ოპერაცია მისთვის არ შეიძლება, თუმცა ოპერაციის წინა კურსები აუცილებლად უნდა გაიაროს, მინდა მომცეთ უფლება რომ ჩემს სიყვარულზე ვიზრუნო. -ბოლო სიტყვებო ხაზგასმით თქვა, პარალელურად კი თინას უყურებდა რმელიც მხრებში გამართული, წარბშეკრული, მზერას არ აშორებდა მას. 
-ჩვენი თინა გვითხოვდებს. გიორგი ცოლის თითებს, თავის თითებს ადებდა და ნაღვლით სავსე უყურებდა. 
-ოდესმე ხომ უნდა წასულიყო ჩვენგან? აბა შინაბერა ხომ არ დარჩება? თან ასეთ კაი ბაღანას მიყავს ცოლად და ვარს რავა ვეტყვით. ხომ მოუვლი შვილო?
-ცივ ნიავს არ მივაკარებ. -ონისე ყურებამდე გაბადრული ამბობდა  და ცდილობდა მაქსიმეს გაოცებული მზერა დაეიგნორებინა. 
-მაშინ მოგვიბარებია ჩვენი თინა შენთვის შვილო. 
როცა მოხუცებთან საუბარი დასრულდა, თინამ და  ხატიამ სუფრა გაშალეს. გიორგიმ არიქა, სიძე მყავს და როგორ შეილება არ დავალევინოო. 
ხატიას მთელი საათები გლოვად ჰქონდა გადაქცეული " ნეტავ ჩემი შვილი მოსწრებოდა მისი შვილის გაბედნიერებასო"
თინას ხელში ტელეფონი ეჭირა, გალერეაში შესული ფოტოებს ათვალიერებდა. ეჭვი არ ასვენებდა. ეს ლურჯთვალება თუ მართლა მისი შეყვარებული იყო, რატომ არ არსებობდა ფოტო? ტელეფონზე ესემესი უცხო ნომრიდანა მოვიდა რომელიც გოგონას"თხოვდა" გარეთ გასულიყო. დაბნეულმა თინამ როცა მზერა ტელეფონიდან ონისეზე გადაიტანა, მისმა მზერამ და თვალებით მინიშნებებმა, მიახვედრა რომ ის იყო. 
ადგა მაგიდიდან და გარეთ გავიდა, იმ იმედით რომ მამაკაცი გაჰყვებოდა.
არ შემცდარა, ონისე უკან მიჰყვა.
გარეთ გასულები გვერდი-გვერდ იდგნენ, ონისე სვლას არ აჩერებდა, იმ ხისკენ მიდიოდა რომელზეც საქანელა ეკიდა. 
******
 
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1176 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ახლა დატოვა ინტრიგა და იმტვრიე ანა თავი რაზე გაიყვანა ან შეაკოწიწე მოთმინების უნარი და იცადე შემდეგ თავამდე. მომწონს ეს მოთხრობა ძალიან ♡♡
avatar
0 Spam
2
უფრო და უფრო მეტად ვგიჟდები ონისეზე! იღბლიანია თინა smile
avatar