ჩუმი ვნება {თავი 4}
11.01.2018, 16:59
******
-მე ვერ გიხსენებ. -ონისემ როცა თინას ნაწერი წაიკითხა, უცვლელი ცივი მზერით დახედა ჰამაკში მოკალათებულ გოგონას. ნაზ სახის ნაკვთებს კარგად დააკვირდა, როცა თხელი ცხვირის, ნაზი კანის და პატარა კონტურის თვალებით შესწავლა დაასრულა, მზერა თაფლისფერ თვალებზე გადაიტანა, რომელიც მზის შუქზე უჩვეულოთ ათინათინობდა. არ უნდოდა გოგონას მოტყუება, ეს სულაც არ ანიჭებდა სიამოვნებას, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ გამოიჭირა საკუთარი თავი იმაში, რომ  ალტერნატიული საშუალება უბრალოდ არ არსებობდა. ხშირად ხდება ის რაც კანონზომიერებას არ ექვემდებარება. არ გვეკითხება ვართ თუ არა ამისთვის მზად, უბრალოდ ხდება და მორჩა. უნდა დავემორჩილოთ იმ ძალს, რომელიც ცუნამივით ბობოქრობს. ცოტახნით უნდა მოვუხაროთ ქედი, ვაჩვენოთ რომ ვემორჩილებით, შემდეგ კი ექსტრავაგანტული გზით მისი მოშორება და სრულფასოვნად სუნთქვა შევძლოთ. 
-სამაგიეროდ მე მახსოვხარ და ვერასდროს წაგშლი მეხსიერებიდან. -ტექსტური შეტყობინება დაუწერა და მობილური მიაწოდა. 
-მოხუცებს რაზე ელაპარაკებოდით? 
-შენი ხელი ვთხოვე. 
ესემესის წაკითხვის შემდეგ, თვალებ დაკვესებულმა გაუსწორა მამაკაცს მზერა. უყურებდა ლურჯ თვალებს, რომლის სიცივე და არაფრისმთქმელი სიმუქე არწმუნებდა იმაში, რომ ონისე არ ხუმრობდა. რომ ის რაც თქვა სიმართლე იყო.
-მე ვერ გამოგყვები ცოლად. მაპატიე, მაგრამ არც კი მახსოვხარ. 
-და ეს მოხუცები? ისინი გახსოვს? -დაიბნა, არ იცოდა მამაკაცის კითხვაზე რა ეპასუხა. 
 ხევსური დარწმუნდა რომ მის კითხვაზე გოგონას პასუხი ისედაც ნათელი იყო. 
-ისინი დარდობენ შენზე, არ შეუძლიათ დაგეხმარონ. 
-შენ შეძლებ? 
-ყველაფერს გავაკეთებ რომ შესაძლებელი გახდეს.
-ვეჩვევი ასე ცხოვრებას, ნუ მომცემ ფუჭ იმედებს.
-ნუთუ არ გინდა ისევ შეძლო სიმღერა? 
-მე ისიც კი არ მახსოვს როდის ვმღეროდი. 
-ახალშობილივით გინდა იყო მთელი ცხოვრება და გამოემშვიდობო წარსულს რომელიც სავსეა მოგონებებით? 
-განა ეს ვინმეს უნდა?
-ხოდა რომ არ გინდა მაგიტომ უნდა გამომყვე. 
-მხოლოდ ამიტომ? -გაოცდა თინა. ონისეს სიტყვები სულაც არ ჰგავდა შეყვარებული კაცის საუბარს, ის თითქოს სხვა რამეს სთავაზობდა.
-არა მარტო... სიყვარული უპირველეს ყოვლისა. -გაიღიმა მეტი დამაჯერებლობისთვის. მაღლა აღმართული ხელი გოგონას კარგად მოვლილ, საოცრად რბილ და სწორ თმებზე დაუსვა. მისი სიფაფუკე ონისეს ისე მოსწონდა რომ სურდა თითოეულ ღერს კიდევ ხშირად შეხებოდა. მოსწონდა თმები და ამას თინას მის ცხოვრებაში გამოჩენისას მიხვდა. ლილეს დროს თმებს არასდროს აქცევდა ყურადღებას. თანაც ქალს ხვეული თმა ჰქონდა და ბუჩქივით მორგებულ თმაში თითებით სრიალი არასდროს მოსწონებია.
მეტი აღარ მიუწერია, თინას ამაზე ფიქრი და ყველაფრის აწონ-დაწონვა სჭირდებოდა.
საქანელიდან ადგა და დაუმშვიდობებლად წავიდა სახლისკენ, თავის ოთახში შესასვლელად. 

****
ბერიძეების ოჯახს როგორც კი დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩაჯდნენ მაქსიმემ შეკრული წარბებით და სიბრაზე მორეული სახით შეხედა ძმას. იმდენად გაბრაზებული იყო რომ მოწოლილი ენერგეტიკისგან სახეზე ფერი შეცვლოდა. 
-ხვდები რას აკეთებ?
-კი.
-ვერა, ვერხვდები! 
-თუ იცი პასუხი რას მეკითხები? -ჩაეღიმა ონისეს.
-რატო ტო, რატო აკეთებ მაგას? 
-შემეშვი მაქს, არ ვარ ხასიათზე.
-შენზე თუ არა, ლილეზე მაინც იფიქრე.
-ეგ ქალი აღარ მიხსენო. -ზიზღით გამოსცრა კბილებშუა. 
-უყვარხარ ლილეს.
-ეგ თემა არ არის შენი განსახილველი და მოვრჩეთ ლაპარაკს. 
-კაი, ლილეს თუ არა თინას რაღას ერჩი? არ გეყო რაც დამართე? 
-გააჩერე მანქანა! -დაიღრიალა, ცივი მრისხანებით. შეკრული წარბებიდან ჯიქურ უყურებდა ძმას, ლურჯ თვალებში ცუნამი ბობოქრობდა, წალეკვას უქადდა ყოველივეს. 
მაქსიმეს მანქანა არ გაუჩერებია, საუბარი კი შეწყვიტა.
-ეს დედა მოტ*ნუი ნუთი ასეთი რთულია რომ გამიგო? -ოდნავადაც არ შეუცვლია ხმის ტემბრი. ისევ მაღალ ხმაზე გრგვინავდა.
-თავსწირავ მისთვის! ამის შემდეგ როგორ გაგიგო.
-საჭიროა მაქს, საჭირო! ახლა ასე ყოფნას მირჩევნია მთელი ცხოვრება მასთან ვიყო და მისი კეთილდღეობითვის ვიზრუნო, თუნდაც არაფერი გამოვიდეს, თუნდაც ყველაფერი შეუძლებელი იყოს.
-იყოს კი არა, ასე არის! 
-ჩემს მდგომარეობას თუ არ იზიარებ, ნურც ეცდები ჩარევას. არც კი გაბედო რამის თქმა. 
-შენ ში* ხომ არ გაქვს? თქმა რომ მდომებოდა იქ რა გამაჩერებდა? -უფროსმა ჩოხელმაც აუწია ტონს. 
-უბრალოდ გაგაფრთხილე.
-მასე სხვა ს*რები გააფრთხილე, ეგ მე არ მჭირდება და უნდა იცოდე. 
-კარგი, მორჩი ღრიალს. 
-არც შენი ღრიალია კარგი მოსასმენი. -დაწეული ხმის ტემბრით უპასუხა და წარბშეკრულმა შეხედა მტრული მზერით.
-არადა მეგონა სასიამოვნო იყო. -თვალებ დაწვრილებულმა გაუსწორა მზერა.
მაქსიმემ სახეზე ღიმილ მორეულმა გააქნია თავი და ხელი ონისეს წამოარტყა თავზე, რის საპასუხოდაც მუჯლუგუნი მიიღო მკლავზე.
ამის გამო ორთაბრძოლას გაუმართავდა მაქსიმე საჭესთან რომ არ მჯდარიყო.

*****

დილით ეკო და თამარი ესტუმრა. დიდი თხოვნის შემდეგ ზღვაზე წასვლაზე დაიყოლიეს თინა.  გარდერობში ძალიან ბევრი საცურაო კოსტუმი ჰქონდა, ბედნიერებისგან ალბათ მეცხრე ცაზე ავიდოდა რომ გახსენებოდა ერთი მაინც როდის იყიდა. თუნდაც ის შავი, ზედმეტად ღრმა რომაა და ახლა მკერდზე ირგებს. ბუნებით შავგვრემანს დამატებული რუჯი შოკოლადის ფერს აძლევდა. მისი გამხდარი სხეული და სავსე მკერდი მართლაც რომ შოკალადივით სასურველი იყო საწინააღმდეგო სქესისთვის. დიდი საჯდომიც კარგად დაყენებული ჰქონდა, რაც იმაზე მოწმობდა რომ თინა ფიტნესით იყო დაკავებული. ამ კითხვამ მხოლოდ მაშინ შეაწუხა როცა მხოლოდ საცურაო კოსტუმით დადგა სარკის წინ. ოთახში მყოფ გოგოებს ესემეს შეტყობინება დაუწერა და მათკენ გაიშვირა.  პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ეკომ ისიც დაამატა რომ კვირაში ორჯერ სამივე დადიოდნენ ფიტნესში და არასდროს გამოუტოვებიათ ვარჯიშის დღე. ეს სუსტ და მკვრივ სხეულზეც ნათლად ეტყობოდათ სამივეს.
****
როგორც ბოლო დროს ჩვეოდა, დილა ახლაც სასმლით დაიწყო.  ყოველთვის ასე არ ყოფილა, დალევის მოყვარული არასდროს ყოფილა. მაგრამ ახლა, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში უჭირდა სევდას არ აჰყოლოდა. მისი სული თითქოს დაღდასმული იყო. ლილეს განშორდბა არ ეყო, მხრებზე თინა შეაწვა. რა თქმა უნდა ამაში მხოლოდ ამ გოგო არ ადანაშაულებდა, თვითონაც ხვდებოდა რა არაკაცულად მოიქცა გამოშტერებამდე მთვრალი საჭეს რომ მიუჯდა. რომ შეეძლოს დროის უკან დაბრუნება ავარიის დღეს დააბრუნებდა ან უკეთეს შემთხვევაში რუსეთში დარჩებოდა და ის წყეული დღე როცა ლილე გაიცნო მის ცხოვრებაში არ იარსებებდა.  და რა უყო ამ ქალმა, თითქოს მოაჯადოვა. ვნებებით აავსო, გააღიზიანა, ცეცხლივით შეენთო და მერე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დაამსხვრია.
 ონისე ადამიანებში იშვიათად ცდებოდა, უფრო სწორად ლილე მის ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო როცა შეცდა. თავიდან ქალი მოსწონდა, მასთან ურთიერთობა სიახლეებით და ვნებებით იყო სავსე, მაგრამ მერე... მერე მიხვდა რომ ლილე მხოლოდ მასთან არ იყო ვნებიანი, შეეძლო რამდენიმე მამაკაცთან ერთდროულად ჰქონოდა ურთიერთობა. სხვებთან ეკეკლუცა, ლამაზი თვალები დაეწვრილებინა და სექსუალური მზერით დაეტყვევებინა. სწორედ ეს ვერ აიტანა, სწორედ ამან გააგიჟა და ისე რომ არაფრის ახნა უცდია ყველაფერი დაასრულა. არ იყო ონისე ეგოისტი, მაგრამ არც ალტრუისტი ყოფილა არასდროს.  ის საზოგადოებრივი ტიპი იყო და ვერ აიტანდა გვერდით იმ ქალს, რომელიც მხოლოდ მისი არ იქნებოდა. 
ლილეზე ფიქრმა შორს წაიყვანა, მალე მოეგო გონს და სანამ სასმლის მეორე ჭიქა გაიტყუებდა მაქსიმეს ზარს უპასუხა.
-დავითმა დამირეკა, თბილისში უნდა დავბრუნდეთ.
-ჯერ არა. -ისე მშვიდად უპასუხა თითქოს დავითის სურვილი მისთვის არაფერს ნიშნავდა.
-თუ თინას ვერ ტოვებ, წამოიყვანე. უკვე ხომ ითხოვე მისი ხელი. 
-ჯერ არ არის მაგის დრო.
-აბა როდის? -მაქსიმე მაღალი ხმის ტემბრით საუბრობდა, რამაც უმცროსი ჩოხელი გააღიზიანა. 
-გუშინ ვუთხარი რომ ჩემი ცოლი უნდა გახდეს. ჯერ დრო სჭირდება რომ გაიაზროს. ასე უცებ ვერ წავიყვან, არ მინდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვახდინო. -გამოკვეთილად წარმოთქვა თითოეული ბგერა, მის ხმაში ცხადად იკითხებოდა ბრაზი, თითქოს ამბობდა რომ ამის ახსნა მისთვის არ უნდა დასჭირვებოდა.
-საქმე სერიოზულად რომ არ იყოს დავითი არ დამირეკავდა. -იგივე ტემბრით უპასუხა მაქსმა, თითქოს ისიც ამბობდა რომ ამის ახსნა არ უნდა დასჭირვებოდა.
-მე დაველაპარაკები.
-როგორც გინდა. -ტელეფონი გაუთიშა.
-ბრაზიანი მაქსიმე. -თავისთვის ამოილუღლუღა და სავარძლიდან ადგა.
სასტუმრო როგორც კი დატოვა თინას სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. 
მიუხედავად იმისა, რომ თქვა დავითს დაელაპარაკებოდა, სინამდვილეში თვითონაც ხვდებოდა რომ ამას ვერ შეძლებდა. მოხუცი ზედმეტად პრინციპული იყო და ძმიშვილებს მათ  ნებაზე მოქმედების უფლებას არ მისცემდა.
ბერიძეების სახლში მისულს, კარი ხატიამ გაუღო.
-როგორ ხარ შვილო? -თბილად მიესალმა მოხუცი.
-მადლობა კარგად, თქვენ როგორ ხართ. 
-კარგად. თინა ზღვაზე წავიდა გოგონებთან ერთად. -კითხვამდე მიხვდა მოხუცი რისთვისაც იყო მამაკაცი მისული.
-ზღვაზე? -ცალი წარბი მაღლა აზიდა. მთელი ნახევარი საათი იმისთვის მოდიოდა რომ თინა სახლში არ დახვედროდა, გაღიზიანდა, თუმცა კვლავინდებური მზერა ჰქონდა.
-ბებო, გოგონების ნომერი გაქვს, რომ დავურეკო?
-კი შვილო, ახლავე მოვიტან ჩემს ტელეფონს. 
როგორც კი ხატიას ტელეფონიდან ნომერი ამოიწერა, სახლი დატოვა და მანქანაში მყოფმა ეკოს დაურეკა.
საბედნიეროდ ზარს მალევე უპასუხა გოგონამ.
-გისმენთ.
-ონისე ვარ, თინა შენთან ერთადაა?
-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? -ცინიკურად ჩასძახა. ონისეს არაფერი უთქვამს, მის კითხვაზე პასუხს დაელოდა. -კი, ზღვაზე ვართ.
-ზუსტი მისამართი მომწერე.
-რატო?
-შენიაზრით რაში შეიძლება გამოვიყენო? -გოგონას უადგილო კითხვები ნერვებს უშლიდა.
-კარგი, მაგრამ შენი შხამი სადაც ხარ იქ დატოვე. -უკმეხად მიუგო და ტელეფონი გაუთიშა. 

****

როგორც კი ზღვირს სურნელი იგრძნო სასიამოვნო შეგრძნებებით აივსო, შავი, თეთრ კოპლებიანი თხელი კაბა გადაიძრო და ზღვაში შევიდა. უცნაური იყო, თუმცა ძალიან უნდოდა გაეცურა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ცურვა თუ იცოდა, მაინც გარისკა. ხელებით ტალღებს შეერკინა, სხეული წყალში გაანავარდა და გრძელი ფეხების ქნევით რამდენიმე წუთში შესამჩნევად გაშორდა ნაპირს. მთელი ტანის მოძრაობა დინების საწინააღმდეგოდ სასიამოვნოდ ღლიდა. თითქოს უარყოფითი ენერგეტიკისგან ათავისუფლებდა, რაც უფრო სწრაფად იწყებდა ცურვას, მით უფრო თავისუფლდებოდა.  ბუიოკიდან კარგად მოშორებით იყო გასული ცურვა რომ შეწყვიტა და პირაღმა გაწვა მოლივლივე წყალში.  მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა, ცაზე აქა-იქ მიმოფანტულიყო თეთრი ღრუბლები, ზღვა ოდნავ ღელავდა და მის ზედაპირზე მოლივლივე თინა რეალობის შეგრძნებით ტკბებოდა. თავი ნახევრად წყალში ჰქონდა და გრძნობდა  ზღვის ძალას. მას ხმაც ჰქონდა, თუმცა საუბედუროდ არ ესმოდა, არ შეეძლო ზღვის ხმა მოესმინა... ამ წამს იმითაც კმაყოფილი იყო რასაც შეიგრძნობდა. ბედნიერი იყო გოგოებს რომ დაუჯერა და ზღვაზე გამოყვა. 
წამით  ონისეს ზმანება წარმოუდგა. მისი შეკრული წარბები, ცივი მზერა, არაფრის მთქმელი ლურჯი თვალები. თითქმის ამ ცის ფერი იყო, თუმცა არა. ის უფრო მუქი იყო და მეტად გამოკვეთილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაბრაზებული იყო. გაახსენდა მისი გიგლასთან ჩხუბი, როგორ აინტერესებდა რის გამო იჩხუბეს... რა უთანხმოება ჰქონდათ. 
მოულოდნელად ხელზე სხვა ხელის შეხება იგრძნო, აუცილებლად იკივლებდა ხმის ამოღება რომ შეძლებოდა. თვალებ დაჭყეტილმა გაიხედა და ლურჯთვალება რომ დაინახა, გაოცებულს სხეული დაეჭიმა და იგრძნო წყლის ზედაპირზე წონასწორობის შენარჩუნება როგორ უჭირდა. ზამბარასავით დაჭიმული სხეული აუფართხალდა და წყლის სიღრმისკენ დაიწყო სვლა, მამაკაცის ძლიერ მკლავებს რომ არ აეყვანა სხეული ალბათ პირში წყალ დაგუბებული გოგონა სიცოცხლეს დახრჩობით დაასრულებდა. რა თქმა უნდა ეს ონისეს ბრალი იქნებოდა! მან თინას სხეული ზევით ასწია და სხეულზე მიკრა. გოგონას სველი თმები  სახეზე დაეფინა და ცალი თვალით ხედავდა მამაკაცის სახესთან რა ახლოს იყო. მოულოდნელად ხელი მკერდთან დაადო და სუნთქვა გახშირებულმა მზერა გაუსწორა.

-ცურვა თუ არ იცოდი რას გამოდიოდი ასე შორს. -უკმაყოფილო ხმით გამოსცრა კბილებშუა და წარბებ შეკრულმა დახედა გოგონას. 
თინას ჯერ კიდევ შეშინებული სახე ჰქონდა, თითქოს ახლა ერკვეოდა მომხდარში. პატარა თვალებიდან დამფრთხალი იყურებოდა, სქელი ბაგეები გაეხსნა ღრმა სუნთქვისთვის.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1829 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
სად არის შემდეგი თავი? რამდენი ხანია ვიცდი და ტყუილად. ის მაინც გვითხარი აგრძელებ თუ არა?
avatar
0 Spam
2
მეც ველოდები....
avatar