"დესპოტი" ქმარი ( 1,2,3,4,5 ) თავი
18.09.2017, 16:18
[size=22]დესპოტი ქმარი

წარსული
ძალიან უბრალო და ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, მამა მასწავლებელი იყო, დედა დიასახლისი და მე და ჩემი და-ძმების აღზრდა განათლებაზე ზრუნავდა, ბავშვობიდან მესმოდა რომ ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვისწავლე ჩამი თავის დაფასება და როგორც დღეს მაშინაც მიმაჩნდა რომ არაფრით გამორჩეული ვიყავი, ცემი წუთური თმა, სქელი ტუჩები და ნუშისებრი მწვანე თვალები ისე ატყვევებდა ხალხს წლები შემომნატროდდენ არც თუ ისე ურიგო მამაკაცები. ბავშვობა ძალიან ჩვეულებრივი და არფრით გამორჩეული მქონდა სკოლა, სახლი იყო ჩემი ყოველდღიურობა, ვინაიდან და რადგანაც ჩემს ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა არ გვქონდა იმის შესაძლებლობა რომ ცეკვაზე და მუსიკაზე გვევლო მე და ჩემის და-ძმებს. სულ ოთხნი ვიყავი 3 და და 1 ძმა.
ძალიან მიყვარდა კითხვა და და 11 წელი ფრიადზე ვისწავლე. 17 წლის გამოცდების სამზადიში გადასული მამა თავის კოლეგასთან მიმიყვანა დამატებითი მეცადინეობისთვის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მამზადებდა ქალბატონი თამარი. ჩემი ქართულის პედაგოგი იქვე ქალაქის ცენტრში 5 სართულიან კორპუსში ბოლო სართულზე ცხოვრობდა და ჩემს ყოველდღიურ სკოლა-სახლს დაემატა პედაგოგი სახელად თამარი. და სწორედ იქ გავიცანი მისი მეზობელი გიორგი, ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და მე როგორც უფროს ადამიანს მოწიწებით ვექცეოდი, ჩვენი შეხვედრები მხოლოდ სალმით შემოიფარგლებოდა ის 27 წლის იყო და ერთ ერთ სამტავრობო უწყებაში არც თუ ისე პატარა თანამდებობაზე მუშობდა, დღის ბოლოს როცა ის სავარაუდოთ სამსახურიდან ბრუნდებოდა მე მაშინ ვტოვებდი მასწავლებელს და სადღაც სადარბაზოში გვიწევდა შეხვედრა, გიორგი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი იყო მაღალი შავი თმითა და შავი თვალებით მარცხენა მხარეს თვალთან ცოტა დაბლა 3 სანტიმეტრიანი შრამით. ალბათ სამსახურიდან გამომდინარე სულ ყოველთვის პერანგით და შარვალ კოსტუმით გამოწყობილი დადიოდა. მოკლედ ყველაფერი ქონდა რომ თითქმის ყველა ქალი მისი ყურმჭრილი მონა გამხდარიყო თუ ის მოინდომებდა.
ერთ დღეს ნოემბერი იყო ძლიერი წვიმის გამო მომიწია სადარბაზოში ლოდინი თუ როდის გადაიღებდა წვიმა, გიორგიც როგორც ყოველთვის ამ დროს დაბრუნდა სამსახურიდან, მომესალმა, მომიკითხა და შემომთავაზა რომ წვიმის გადაღებას მასთან დავლოდებოდი. მე იმ ბავშვებივით აღზრდილს რომ უფროსს მოწეწებით უნდა მოვექცე და წინააღმდეგიბა არ გავუწიო აზრად არ მომსვლია რომ რაიმე საფრთხის მომტანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის 27 წლის მამაკაცთან სახლში მარტო ყოფნა და შევყევი. მას ქონდა რაღაც ისეთი აი ჰიპნოზს რომ გიკეთებს, გველივით შემომეხვია და ისე ჩამსისინებდა ყურში, აზრზე ვერ მოვედი როგორ აღმოვჩნდი მის საწოლში. რომ გითხრათ რაიმე მაიძულა ან მეუხეშათქო მოგატყუებთ. ისე მეხებოდა, ისეთი ნაზი და თბილი იყო ბურანში წასულს აზრადაც არ მომსვლია შემეჩერებინა, არ მახსოვს რაიმე სიამოვნება მივიღე თუ არა მაგრამ რომ არაფერი მტკენი და ძალიან ფაქიზი იყო ჩემს მიმართებაში ეგ მახსოვს. და აი ასე არმოვჩნდი კაცის ცოლი რომელსაც არ ვიცნობდო. რამოდენიმე დღეში მან ხელი თხოვა ჩემს მშობლებს და აღუთქვა რომ მე აუცილებლად ვისწავლიდი რაც ასრულა კიდეც და რომ ცივ ნიავს არ მომაკარებდა, მე გაბრუებული ისე დავდიოდი აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს, მამა წინააღმდეგობა ვერ გაუწია რადგან ის ორგანოს მუშაკი იყო და მამა ცოტა მშიშარა კაცი იყო და შეეშინდა მისი.. ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც წესი და რიგი იყო, გონზე მაშინ მოვედი როცა საკურთხეველთან მის მზერას მოვკარი თვალი. მზერა მტაცებლის რომელსაც ხელში ყავდა ჩაგდებული სასურველი ნადავლი, მაგრამ უკვე ვერაფერს შევცვლიდი. დედა და მამა უზომოდ ბედნიერები რადგან მათი შვილი კარგ ბედში ჩავარდა როგორც იტყოდენ ხოლმე. და აი ასე აღმოვჩნდი კაცის გვერდში რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, არაფერი არ ვიცოდი მასზე. ქორწილიდან უკვე მის ახალ ბინაში წავედით. უფრო დიდში და კეთილმოწყობილში, მქონდა ყველაფერი. მანქანა , კარგი სახლი, და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაც მაკლდა და მე კი ვერ ვხვდებოდი რატომ მიჭერდა მარწუხები გულზე და რატომ მიჭირდა სუნთქვა როცა ის სახლში ბრუნდებოდა. განა რამეს მიშავებდა ან რამეს მაიძულებდა. სექსიც კი კარგი ქვქონდა რადგან მისი შეხების დროს განცდილ იმპულსებს ჩემდა უნებურად უშვებდა ტვინი და სიამოვნების ბურანში გადავყავდი.
მთელი დღეები არაფრის კეთება არ მიწევდა. ჩვენი ტანსაცმელი მიქონდათ და მოწესრიგებული მოქონდათ, სახლს დამსმარე ქალი ალაგებდა, მხოლოდ ვახშმის გაკეთება მევალებოდა რაც დიდი პროტესტის შემდეგ მივაღწიე რომ უსაქმურობით და მარტოობით არ შევშლილიყავი, ჩემი ქმრის უემოციო სახეზე ვერ ვატყობდი სიამოვნედა თუ არა ჩემი მომზადებული კერძები, მაგრამ კი მიირთმევდა.. და შემდეგ თავის სამუშაო კაბინეტში უჩინარდებოდა გვიან ღამემდე.
მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო უნივერსიტეტებში უგამოცდოთ ჩაბარება თუ „ პატრონი „ გყავდა და ასე მეც ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში. დილით მომაკითხავდა მძღოლი მიმიყვანდა და ლექციების ჩემდეგ მოვყავდი სახლში ისე გავიდა 5 წელი თითქმის არც ვიცნობდი არც ერთ კურსელს და საერთოდაც არ მყავდა მეგობრები. ჩემს გარშემო მხოლოდ ჩემი ქმარი ტრიალებდა და იშვიათად ჩვენი მშობლები. შვილი არ გყავდა არ დავრჩენილვარ ფეხძიმედ არც განვიცდიდი სიმართლე გითხრათ და ისიც არ მატარებდა ექიმებში, არ ვიცი ალბათ ჩემი გაყოფა ვინმესთან თუნდაც საკუთარ შვილთან არ უნდოდა, მისი უნდა ვყოფილიყავი და მისით უნდა ვყოფილიყავი მოცული.
უნივერსიტეტის მე-5 კურს ვხურავდი პრაქტიკებზე რომ ამიყვანის რექპუბლიკურში სადაც ყოველ მესამე დღეს მორიგეობაც მიწევდა რასაც ჩემი ქმარი აღფრთოვანებით სულაც არ შეხვდა და ამდენი წლის მერე პირველად ამოვიღე ხმა და რაღაც გავაპროტესტე, ძალიან კი გაუკვირდა ჩემის წინააღმდეგობას არ ელოდა მაგრამ პირველად დასთმო რაღაც მანაც.. მართლა ძლიან გამიკვირდა მაგრამ იმით გახარებულმა რომ ჩემს საოცნებო პროფესიამდე სულ ცოტაღა დამრჩა ყურადღება აღარ მივაქციე.
2008 წლის აგვისტო იდგა მე ისევ პრაქტიკებზე დავდიოდი მიუხედავად იმისა რომ სწავლა შეწყვეტილი იყო უნივერსიტეტში, ზღვზე მე ვერ წავიდოდი და მთაში დასასვენებლად და ასე მაინც გავირთობდი თავს. და აი ერთ საღამოს დაიწყო ის ავად სახსენებელი ომი. როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემი ქმარი ორგანოს თანამშრომელი იყოდა 2008-ში უკვე შშს-ში დიდი თანამდებობა ეკავა. მახსოვსა სახლში რომ შემოვიდა პირველად ვნახე ჩემს ქმარს პიჯაკი არ ეცვა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, რაღაც ცხვანაირი თვალებით მიყურებდა ახლოს დადგა ჩემთან და 15 წუთი თვალმოუშორებლად მიყურა, მერე ერთი მაკოცა შუბლზე და წავიდა ომში... წავიდა და არ ვიცი ვიგრძენი კი რამე? გაუცნობიერებლად ვიჯექი ტელევიზორთან 5 დღე 24 საათი და არ ვიცი რას ველოდი, მიუხედავად იმისა რომ თითქმის მთელი ქალაქი დაიცალა, ვისაც საშვალება ქონდა ქვეყანაც კი დატოვა, აზრად არ მომსვლია მისი თანამშრომლის შემოათავაზებაზე რომ ბანკიდათ მთელი თანხა გამეტანა და წავსულიყავი ამერიკაში.. არ გავაკეთე.. ვიჯექი ველოდი, ველოდი და ასე ველი უკვე 9 წელია და 9 წლის მანძილზე ზუსტად ვიცი რომ დაბრუნდება არ მომკვდარა და აუცილებლად მოვა და ჩემდაგასაკვირად აღმოვაჩინე რომ ჩემი ქმარი შემიყვარდა და ის გულზე მოჭერაც და უჰაერობის შეგრძნებაც მისი სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩემში გაჩენილი მოზღავავებული ემოციის ბრალი იყო და ჩემი „ დესპოტი“ ქმარი თავდავიწყებთ მიყვარს და ამდენი წლის მერეც ვერ შევძელი მისი დავიწყება.
2017 წელი 7 მარტი
ჩემი ყოველდღიური რუტინა სამსახური და სახლია. როგორც მაშინ ბავშვობაში „სახლი და სკოლა“ ამ ხნის განმავლობაში შევიძინე ერთი საუკეთესო მეგობარი თათო მერკვილაძე ის ჩვენ კლინიკაში ერთ-ერთი საუკეთესო პედიატრია. ბავშვების ექიმი თვითონაც ბავშვობაში დარჩენილი უკვე დიდი გოგოა და საოცარი ადამიანია. და ეს გოგო თავისი სისპეტაკით მიხალისებს ჩემს ყოველდღიურობას.
დილით ისევ მარტო გავიღვიძე, თვალის გახელისთანავე ვხედავ სპილოსძვლისფერ ჭერს და არა მის თვალებს. ავდექი და აბაზენაში მოვწესრიგდი ყავა დავლიე და დავტოვე ჩემი სამყოფელი მანქანასთან არ ვიყავი მისული ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა:
• გისმენთ
• ქალბატონო სასწრაფოდ გადაუდებელი ოპერაცია, მამაკაცი შემოიყვანეს 40 წლამდე სასწრაფოდ ესაჭიროება ქირურგიული გადაუდებელი ოპერაცია.
• გამოვდივარ 15 წუთში მანდ ვიქნები, მანამდე საოპერაციო მომაზედათ და პაციანტი გაამზადეთ ოპერაციისთვის, ანამნეზი მაგიდაზე დამხვდეს
• დიახ ქალბატონო

რესპუბლიკურში 9 წუთში მივედი საბედნიეროდ გზაზე საცობი არ იყო, გამიკვირდა ცოტა არ იყოს სავადმყოფოს მიმღებში მობლიზებული იყო შშს-ს დაცვის სამსახური და გაძლიერებულად იცავდნენ შენობას. კაბინეტში შესული სწრაფად გავემზადე ანამნეზი წავიკითხე, მამაკაცი 40 წლის და საკმაოდ მძიმე სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები ქონდა არ ეწერა მამაკაცის სახელი და გვარი რამაც ცოტა დამაბნია მაგრამ მაინც შევუდექი ჩემს საქმეს და საოპერაციოსკენ დავიძერი. საოპეარციოში შესულს კი მაგიდაზე დამხვდა კაცი რომელსაც ამდენი წელია ველი და ის მე უნდა გადამერჩინა.

მე თაია ვარ ჯაფარიძე ქირურგი 31 წლის.

თავი 2

თეთრი ნისლი ტრიალებს ჩემს გარშემო. ყელში მიჭერს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, ვგრძნობ როგორ მეფარება შუბლი ცივი ოფლით და შინაგანი კანკალი მიტანს. თითების ბალიშებით ვეხები. მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს გონს მოვყავარ, თითები თავისით დასრიელებე ოდნავ ჭაღარა შეპარულ თმებში, ვეხები მის შრამს, შემდეგ ცხვირს, ვპოულობ მის დიდ და აბურდულ წვერში მის თბილ ტუჩებს....
• თაია...
• გონს ჩემი ასისტენტის ხმას მოვყავარ, მომენტალურად ქრება თეთრი ნისლი ჩემს გარშემო, ვწყნარდები და ახლა ზუსტად ვიცი რომ შეუძლებელი უნდა შევძლო, მისის სითბო ისევ უნდა შევიგრძნო.
• თაია.. დროა დავიწყოთ, ყოველი წუთი ძვირფასია.
და შემდეგი 4 საათი და 20 წუთი თითქოს ამოვჭერი ჩემი ცხოვრებიდან, გამოვრთე ყველა ემოცია და დაპროგრამებულ რობოტად ვიქეცი.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ვზივარ ჩემს კაბინეტში და ერთ წერტილს მივშტერებიბვარ, ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა რა იქნება ახლა. რა უნდა ვქნათ 9 წლის შემდეგ, ან როგორია ის? იქნებ და შეიცვალა უფრო გაცივდა, ან პირიქით... მინდა ჩემს დახატულ სამყაროში მარტო მე და ის ვიყოთ, თუნდაც ისევ ისეთი ოღონდ იყოს, იმდენად მინდა მეხებოდეს, მისგან გამოგზავნილ იმპულსებს ჩემთვის სასიცოცხო მნიშვნელობა აქვს.
ბეჭებზე მეხება ორი წვრილი ხელი და ღიმილი მიპობს სახეს, ჩემი გოგო მოვიდა რომ გამამხნეოს, თმებში მონოტონურად მეფერება :
• თაია როგორ ხარ, მითხარი რამე. თქვი რას გრძნობ ეცადე ემოცია გადმოცე და განთავისუფლდე. მას ახლა ძალიან ჭირდები ყველანაირად ჭირდები როგორც ცოლი, როგორც ექიმი და თუნდაც როგორც ქალი.
• მინდა ეს 9 წელი არ იყოს, ეს შეუძლებელია ხო? მაგრამ იქნებ რომ არა ეს წლები ვერც ვერასდროს მივმხვდარიყავი რამდენად შეუცვლელი და ძვირფასია ჩემთვის.
• არ ვიცი თაი, არ ვიცი! ვერ გეტყვი რა იქნება მომავალში მაგრამ, მჯერა რომ ადამიანია თავისი ბედის მწერალი და თქვენ ერთად შეგიძლიათ ბედნიერები იყოთ.
საუბარს გვაწყვეტინებს კაბინეტში შემოსული მამაკაცი რომელიც თავისი ვიზულით ძალიან გავს ვიღაცას მაგრამ ამ წუთს ვერაფრით ვიხსენებ ვის.
• გამარჯობათ! შეიძლება ქალბატონ თაიას მარტო გავესაუბრო?
• დიახ რა თქმა უნდა.
თათა დგება და უკანმოუხედავად ტოვებს კაბინეტს, მამაკაცი პიჯაკის ერთ ღილს იხსნის და ჩემს წინ სავარძელში ჯდება. გამჭოლი მზერით მაკვირდება და წამიერი პაუზის შემდეგ იწყებს საუბარს
• ქალბატონო თაია, მე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახლავართი ირაკლი კორინთელი, ალბათ გაინეტერესებს რატომ გაუკეთეთ მამაკაცს ოპერაცია სულ ცოტახნის წინ. რომელიც 9 წლის წინ თქვენს თვალ წინ დავკრძალეთ სამხედრო პატივით? დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარეობას და მოკლედ ვეცდები გაგარკვიოთ სიტუაციაში. გიორგი გარადა იმისა რომ მუშობდა ჩვენს სამინისტროში და ერთ ერთი დეპარტამენტი ებერა, ასევე იყო შშს-ს გასაიდუმლოებული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაური და დღემდე ასეა და მაშინ ცხინვალში შესვლისას იქ განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე ბიჭები იქ დარჩნენ, აუცილებელი იყო მათ იქ ოჯახები შეექმნათ და ადგილობრივები გამხდარიყვნენ . ამიტომ მისი წასვლის დღეს საიდუმლოთ მოხდა თქვენი განქორწინება, ისე რომ თქვენ ეს არ გაგიგიათ და გიორგიმ იქ შექმნა ოჯახი. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა მისი ოსი ეროვნების მეღლე და 7 წლის გოგონა გარეთ ელოდებიან მათი ოჯახის უფროსის გამოჯანმრთელებას. 9 წელი თქვენ ოფიციალურ ქორწინებაში აღარ იმყოფებით და ქონება რომელსაც ფლობთ სინამდვილეში თქვენ სულაც არ გეკუთვნით. არ ვიცი თავად ბატონი გიორგი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე მაგრამ ის დღეიდან ქალაქში უნდა დარჩეს თავისი ოჯახით რადგან ის მის ქვეყანას ახლა აქ ჭირდება. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას და მის გამოჯანმრთელებამდე დაცალოთ ბინა. მადლობას მოგახსენებთ რომ დამითმეთ დრო. კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო თაია.
ღამის 3 საათზე ალბათ დაუღალავი ძებნის შემდეგ მიპოვა თათომ ქალაქის ბოლოში ერთე-ერთ პარკში და მასთან წამომიყვანა სახლში. არ ვიცი როგორ გამოვიარე ფეხით ამხელა გზა მაგრამ ფაქტია იქ აღმოვჩნდი როგორც თათომ მომიყვა, როცა საავადმყოფოს კალიდორში დამინახა ისეთი სახე გქონდა თითქოს მოჩვენება დაინახე, შენი თვალები ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
რა მოხდა თაია, რა გითხრა იმ კაცმა ასეთი რომ ამდენი წლის მერე პირველად გხედავ ასე წყობიდან გამოსულს და განადგურებულს. იმის ნაცვლად რომ ბედნიერებით ბრწყინავდე, შენი საყვარელი კაცი კარგადა და მალე შენთან იქნება შენ თითქოს რამოდენიმე საათში გაქრი თაი.. დაპატარავდი.. რა გჭირს ადამიანო ამოიღე ხმა დამიყვირა თათომ, ალბათ პირველად ცხოვრებაში გამოვიდა წყობიდან და ისიც მე მიყვირა.
• რა გითხრა.. რა? რომ ჩემი ქმარი ჩემი ქმარია არაა? რომ მას ცოლი და შვილი ყავს? რა... რა... რა გითხრათ რა.. და ჩემს წინ დადებული ვისკის ჭიქა ბზრაილით გავუქანე იქვე მდგარ ვიტრინას და მტვრევისგან განცდილმა სიამოვნებამ ისე დამიბინდა გონება რომ რამოდენიმე წუთში ჩემს გარშემო ყველაფერი ნაომარ ველს გავდა ყველა შუშის და ბროლის ნივთ , რაც კი იმ ოთახში იყო დავლეწე და ახლა არაქათგამოცლილი ვაგდივარ ოთახის შუაგულში და ჩემი სიგიჟის მშვიდად მოცქერალ ჩემს საუკეთესო დაქალს ვუყურებ თვალებში.
• ყველაფერი გაგინადგურე და შენ მაინც მშვიდათ როგორ ხარ? ვეკითხები და თან ირონიულად ვიცი, განა მას დავცინი? არა საკუთარ თავს დავცინი
• შენ თუ დაგამშვიდებს შეგიძლია ეს სახლიც კი დაანგრიო და შემდეგ სხვა ადგილზე ააშენო ოღონდა გამოუშვი ეგ ემოცაი გარეთ, ვერ ხედავ რომ გკლავვს და განადგურებს?
• დუმილი, ისევ დუმილი. ისედაც არასდროს არ ვყოფილვარ დიდი მოსაუბრე მაგრამ ახლა ისე არ მინადა მოვყვე ის ყველაფერი რაც იმ კორინთელის მყრალი პირიდან მოვისმინე, ისე არ მინდა რომ სიკვდილი მირჩევნია. თათო მაპატიე რა ნუ მკითხავ ნურაფერს უბრალოდ ცოტა მაცალე, ვერ შეგპირდები რომ რამე დალაგდება მაგრამ იქნებ დავწყნარდე ცოტა.
• ნება შენია როგორც გინდა. მეუბნება ცოტა განაწყენებული ჩემი გოგო.
მეორე დღიდან დავიწყე მზადება. ვიპოვე პატარა კეთილმოწყობილი ბინა ლისზე, გავედი შვებულებაში, ჩემი მცირე დანაზოგოთ მოვიწყვე მყუდრო გარემო და ახლა ვზივარ აივანზე, მარტო, მოლოდინიც კი არ მაქვს რომ ვინმე მოვა, პირველად გავივლე გონებაში რომ შეიძლებოდა შვილი მყოლადა, მისი შვილი და მისაგან რამე ან ვინმე მაინც დამრჩენოდა. მარტო ვარ არავინ მყავს ჩემს და ძმებთან თავიდანვე ვერ ავაწყვე ურთიერთობა, დედა და მამა 3 წლის წინ დაიღუონენ თითმის ერთდროულად, ჩემს და-ძმებს ყოველთვის ჩემს ფულზე ეჭირათ თვალი, ვეცადე მათთვის თავი არ დამეზოგა და კარგი განათლება მიეღოთ მაგრამ არ გამოვიდა ისე როგორც მინდოდა ჩემი და სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა და მალევე გაშორდა ქმარს, ვერ ვეწყობით ერთმანეთსო და ეცადა ჩემთან გადმოსულიყო საცხოვრებლად , მაგრამ უარით გავისტუმრე რადგან მეგონა რომ თუ იმ ჰაერს სადაც ჩემი ქმრის სურნელი ჯერ კიდევ იდგა სხვა ვინმეც ჩაისუნთქავდა მალე გამოილეოდა. რა საასცილო ვარ არა? ჩემი მეორე და არ გათხოვდა , არც სწავლით მოუკლია თავი მამის სიკვდილის შემდეგ თამამად წარგვიდგინა მეგობარი მამაკაცი და დღემდე ავად თუ კარგად ერთად არიან, ყოველ შემთხვევაში თვითონ კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ჩემმა ძმამ სკოლა დაამთავრა თუა არა , მაშინ გიორგი ჯერ კიდევ აქ იყო, მისი მეშვეობით მოახერხა და აგერ უკვე 11 წელია ესპანეთში ცხოვრეობს, არ ვიცი რას საქმიანობს მაგრამ იქ ქართველი გოგონა გაიცნო ისიც სამუშოდ წასული და ახალა 9 წლის მარაიმი ყავთ, ნახევრად ქართულ-ესპანურად მოლაპარაკე მარიამი საოცარი გოგოა და ძალიან მიყვარ მაგრამ რატომღაც არასდროს გამჩენის სურვილი მათათან წავსულიყავი, თითქოსდა არაფერი მიშლიდა ხელს არც ფინანსურად და არც ისე მაგრამ მაინც არ მელეოდა მიზეზი ჩემი ძმის შემოთავაზებებზე უარი მეთქვა. აი ახლა დავფიქრდი ხო არ წავიდე იქნებ ცოტა გულიც გადავაყოლო. შვებულებაში ვარ, ცოტა თანხა კიდევ დამრჩა. ტელეფონს ვიღებ და თათოს ვურეკავ:
• რას იტყვი ესპანეთში გასეირნებაზე?
• შენ???... ესპანეთში გინდა წასვლა?
• ხო რა არის რო? არ შეიძლება?
• არა კი შეიძლება მაგრამ.. ძალიან მაშინებ თაია, დანაღმული ველივით ხარ, თითქოს მშვიდათ, მაგრამ ერთი მიზეზიც და აფეთქდები და მეშინია ეგ აფეთქება დამღუპველი არ აღმოჩნდეს.
• მორჩი ახლა ფსიგოლოგობას და საბუთების გამზადებას შეუდეგი ორივესთვის მე ვერ ვაზროვნებ და არც მაქვს მისი თავი.
• არის შეფ! და ვგრძნობ როგორ მეკრიჭება ტელეფონში ჩემი ცელქი გოგო.

ტელეფონს ვთიშავ, ვდგები და სამზარეულოში ვინაცვლებ, ყავის აპარატს ვრთავ და ლეპტოპზე პირველივე სიმღერას ვრთავს. Lady Gaga - Million Reasons ჟღერს, მილიონი მიზეზი? არ ერთიც მეყოფა რომ გამოვცოცხლდე მაგრამ არც ერთი მიზაზე არ მაქვს და რა ჯანდაბას ვაკეთებ ამ სამყაროში? რა არის ჩემი ამ ქვეყნად მოვლინების მიზეზი ? არ ვიცი აღარეფერი არ ვიცი..... ყავას ვსამ ისე რო გემო და შეგრძნება იმისი რომ გამომაცოცხლებს ან ენერგიას დამიბრუნებს არა და არ მოდის, რა ვაკეთო? დასაძინებლად ვწვები, აღმოვაჩინე რომ ჩემი საძინებლის ჭერი ისევ სპილოსძვლისფერია და ისევ ვერ ვხედავ მის შავ თვალებს.
4 დღე დამჭირდა საბუთების მოსაწესრიგებლად და აი მე და ქალბატონი უკვე აეროპორტში ტრაპთან ვდგავართ, ემოცია რომ ქვეყანას ვტოვებ და ესპანეთში მივდივარ ნულამდეა დაყვანილი, სამაგიეროდ თათო ცქმუტავს და ერთი წამით არ ჩერდება.
ბოინგში ასვლისთანავე ძილის წამალს ვსვალ და ისე ეშვება თვითმფრინავი არაფერი გამიგია. თათო გამალებით მანჯღრევს რომ გონზე მომიყვანოს.
აეროპორტში ჩემი ძმა და პატარა ქალბატონი მხვდებიან, ემოცი რომელიც 11 წლის უნახავი ძმის ნახვის დროს განვიცადე ძნელია გადმოვცე, რომ მეგონა რომ არ მენატრებოდა თურმე საოცრად მაკლდა და 15 წუთი მის კისერში თავჩარგული ვტკბებოდი ასე ნაცნობი სურნელით, რაღაცით თითქოს მეგონა წამით რომ მამასაც კი ვეხუტებოდი მასთან ერთად. ბედნიერება როცა ხედავ შენს წინ თითქმის ორმეტრიანი კაცი დგას რომელიც შენი სისხლი დახორცია. მხედველობის არე მარიამის გამბაზებულმა გამოხედვამ დაიპყრო, ბრაზობს რომ არ მივაქციე ყურადღება პრინცესას. მარიამი რაღაცით მგავს ჩემსავით წითური და საოცრად თეთრი კანი აქვს, თავლები ალბათ დედის გამოყვა ზღვასავით ლურჯი. ძალია ლამაზია, არ მინდა მისმა სილამაზემ ჩამსავით დაღუპოს.
მალიორკაზე მივდივართ, მთელი გზა მარიამი ჩემზეა მოწებებული და მეც რაღაც ჯერ არ განცდილი გრძნობა მაქვს რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა. ჩემი ძმა ოჯახით მალიორკაზე, სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს და თავისი პატარა ბიზნესი აქვს. ჩვენც უახლოესი 2 კვირა ამ არაჩვეულებრივ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარებთ. ჩემი რძალი სალი შესანიშნავი პიროვნება, გულთბილი მიღებისა და მოკითხვის შემდეგ ოთახებში დაგვაბინავა. ძილი ვერ შევძელი მაგრამ ვეცადე გონება გამეთიშა და ცოტა ხანი დამესვენა მაგრამ ვერ ეგ მოვახერხე , ჩემი ფანჯრიდან არაჩვეულებრივი ხედია ოკენის, ღამით აქაურობა შესანიშნავი იქნება. ახლა უამრავი ადამიანი და ჩემთვის უჩვეულო გარემოა. მე ხომ მარად ვეძებ მატოობას და სიწყნარეს.
საღამო მშვიდათ ოჯახურ გარემოში გავატარეთ, მარიამმა და თათამ მოასწრეს და პლიაჟიც დალაშქრეს, მე ღამე ვაპირებ ვესტუმრო სანაპიროს, არ ვიცი რატომ მიზიდსავს ასე ღამის ოკენე. ჩემი რძალს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ჩემი გაღიმებაც კი შეძლო და როგორც თათო ამბობს დიდი წინ გადადგმული ნაბიჟია ჩემი მხრიდან. ვივახშმეთ, მარიამი და ჩემი ძმა კომპიუტერულ თამაშებს ჩაუსხდნენ, სალი და მხიარული გოგო თათო რაღაცაზე გულიანათ იცინიან. სადღაც 11 საათია და მე ნელი ნაბიჯებით მივუყვები სანაპიროს. საოცრად მსიამოვნებს ცხელი ქვიშა ფეხებზე და უცებ როგორ აგრილებს ჩემს ტერფებს ოკენის ტალრები. 1 საათი ალბათ ასე ვიბოდაილე და დაღლილმა იქვე სანამპიროზე ჩამოვჯექი. უამრავი ვარსკვლავია ცაზე, ბავშვობა გამახსენდა ვარსკვლავებს რომ ვითვლიდი ხოლმე და დედა მიშლიდა მეჭეჭები გამოგივაო, მეჭეჭების რა მოგახსენოთ მაგრამ მუცელზე ერთმანეთის მიყოლებით მაქვს რამოდენიმე ხალი და მთლიანობაში ნამგალა მთვაეს მოგაგონებთ. ძალიან მიყვარდა როცა გიო კოცნით გაუყვებოდა ჩემს ხალებს... და ისევ ის კაცი.. კაცი რომელიც არც კი ვიცი არის კი მიწიერი თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია?
ზურგს მიწვავს სითბო რომელსაც ვიღაც ჩახუტებით განვიცდი, მომენტალურად ვფხიზლდები და ვცდილობ გავარკვიო ვინა? თითქოს ნაცნობია მაგრამ... მისკენ ვერ ვბრუნდები მუცელზე მოხვეული ძლიერი ხელი არ მაძლევს საშუალებას. ერთი ხელით ჩემი წელამდე თმა მარცხენა მხარეს გადააქვს და ყელს მიშიშვლებს, მერე სარაფანის ბრეტელს მიწევს და მკოცნის, საოცარი შეგრძნება.. რაც ძლიან დიდი ხანია არ განმიცდია. არ ვიცი ვინა მაგრამ არ მეშინია. თითქოს სიზმარში ვარ. არარიალური რამ ხდება ჩემს გარშემო მისკენ მაბრუნებს. სახეზე ვერ ვხედავ ბნელა, ხელით ვცდილობ შევიგრძნო მისი სახის ნაკვთები მაგრამ არ მაძლევს უფლებას, ჩემს ხელებს უკან ერთი ხელით მიკავებს და ქვიშზაზე მაწვენს, ზემოდან დამყურებს მთვარის შუქზე ჩემს სახეს და სხეულს კარგად ხედავს, მე კი მის სახეს ვერ ვარჩევს, ვხედავ მის განიერი ბეჭებს და გრუზა თმას, მისი სხეულის კონტურებს ვარჩევ თითქოს ნაცნობია.. მაგრამ ფიქრის საშუალებას არ მაძლევს ისე ეხება ჩემს ტუჩებს, ეხაბა და თავი ისე 17 წლის მგონია, რაღაც არნახული სიამოვნების ბურანში მახვევს, მისი ხელი რომელიც ჩემი ფეხიდან მოსრიელებს, ერთი ხელის მოსმით მიხსნის ბიკინს თოკს და ჩემი სარაფანის თასმასაც მარტივად ხსნის, მე მთელი ჩემი სიმშვენიერით ვარ მის წინაში, ისევ მიყურებს, თითქოს მიმახსოვრებს. და შემდეგ უამრავი სიამოვნების იმპულსი, და საკუთარი თვალით დანახული სულ სხა სამყარო, სამყარო სადაც მე და უცნობი ვართ ჩვენი ვნებებით, თუ ცოდვებით.
მზის სხივები მჭრიან თვალს. თვალს ვახელ ალბათ ძლიან ადრიანი დილაა რადგან ადამიანის ჭაჭანებაც არა. ვცდილობ აღვიდგინო მომხდარი ცხადი იყო თუ სიზმარი მაგრამ ჩემი ტანსაცმელი ისევ ჩემს ტანს ამშვენებს და მე ვფიქრობ უცნობი ჩემი სიზმრიდან გადმოსული ვნებიანი მამაკაცი იყო, ზედმეტად ცხადი იყო ჩემი სიზმარი იმისთვის რომ დავიჯერო მისი არარსებობა მაგრამ ალბათ ჩემს ქვეცნობიერს ასე სურს და მერც დარწმუნებული იმაში რომ არც არეფერი მომხდარა რიალურად სახლიში ვბრუნდები.


თავი 3
ჩემი მეგობარი, მხირული და საყვრელი ქალბატონი თათა იმ კატეგორიის ქალბატონებს მიეკუთვნება ვისთვისაც თავისუფალი სექსუალური ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს. მისთვის მთავარია პარტნიორთან თავს კარგად გრძნობდეს. ამბობს რომ თუ ოდესმე მართლა ვინმე ესტუმრება მის კეთილ გულს მისი ერთგული იქნება. მანამდე კი რად უნდა მოვიკლო მსგავსი მიწიერი პატარ-პატარა სიამოვნებებიო! საოცრად ლამაზია, სტუდენტობის პერიოდში ხშირად აწუხებდნენ სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლები მაგრამ მტკიცე უარით გაისტუმრა ისინი, მისთვის იმ დროს პრიორიტეტი კარგი განათლების მიღება იყო, და ამბიცია ქონდა საუკეთესო პედიატრი გამოსულიყო და თავის მერცხლებისთვის, როგორც თვითონ თავის პატარა პაციენტებს უწოდებს ემკურნალა. გამოიღო კიდეც მისმა შრომამ შედეგი და ერთ ერთი საუკეთესო და მაღალანაზღაურებადი ექიმია. ხო და ეს მოუსვენარი ქალბატონი ღამის ცხოვრების დიდი მოტრფიალე გახლავთ და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ, ხმელთაშუა ზღვის ამ საოცარ სანაპიროზე ვართ შანს ხელიდან არ უშვებს რომ აქაური ღამის კლუბები დალაშქროს და ესპანელ ბიჭებს გაეპრანჭოს და არ იღლება ყოველ დღე ჩემთან ხვეწნით რომ მეც გავყვე ერთხელ და ვნახო თუ რა მაგარია იქაურობა. უკვე ერთი კვირა მე ჩემს „სიზმარზე“ ვფიქრობ, რა თქმა უნდა ეს თათასთვის არ მომიყოლია. განა ვუმალავ უბრალოდ არ მინდა ჩემი უსაფუძვლო ეჭვები გარს მოვახვიო და იფიქროს რომ ისედაც სიგიჟის ზღვარზე მყოფი მისი დაქალი საბოლოოდ გაგიჟდა.
ერთი კვირა უკვე მალიორკაზე ვართ ყოველ ღამე ერთიდა იგივე დროს გავდივარ სანაპიროზე, თავს ვარწმუნებ რომ სასეირნოდ, მაგრამ როდემდე მოვიტყუო თავი. მას ველოდები ჩემს უცნოს მაგრამ ის უკვალოდ გაქრა და მე დღითიდღე ვრწმუნდები რომ ეს ჩემი ვნებიანი თავგადასავალი მართლაც სიზმარი იყო. საღამოს კვლავ თათას შემოტევები იწყება:
- აუ თაი ამ ერთხელ წამო რა, აი მარტო ერთხელ და თუ რამე არ მოგეწონება პირობას გაძლევ რომ წამოვალთ.
- არ დაიღალე ყოველდღე ერთი და იგივეთი?
- არა არ დავიღალე... მინდა წამოხვიდე, ცოტა დალიო, იცეკვო და გაერთო. როდემდე აპირებ იმ კაცს მისტიროდე?
- იც?.............. კარგი ხო კარგი, წამოვალ.
თათა გაოცებული მიყურებს და არ ჯერა რომ მე დამითანხმა. წამიერი პაუზის მერე მისი კივილი ალბათ ქალაქის ბოლოშიც ისმის და ჩემსკენ მოექანება ეს ქაჯი რომ ჩამეხუტოს, ჩამეხიტა და მგონი ნეკნებიც დამიმტვრია ისეთი ინერციით მივენარცხეთ კედელს.
კლუბში შესვლისას პირველი რაც არ მომწონს ხმაურია. მე როგორც სიწყნარის მოყვარულს, საშინლად მაღიზაინებს ეს ყველაფერი. თათა ვიღაც ბიჭებისკენ მიიწევს, ალბათ მოასწრო ამ ერთ კვირაში მათი მოხიბლვა... მე იქვე ბართან ვჯდები და ინგლისურად ვთხოვ ბარმენს რომ რაიმე მსუბუქი კოქტეილი მომიმზადოს. ვწრუპოვ კოქტეილს, ის მცირედი ალკოჰოლიც კი საკმარისია ჩემთვის რომ ხმაურს შევეგუო, კიდევ ვითხოვ კოქტეილს ამ ჯერად ცოტა უფრო მაგარს, ვსვამ და არ ვიცი რა მჭირს ძალიან მინდა ვიცეკვო, ხალხში ვერევი, ისიც კი არ ვიცი როგორ ვიცეკვო. მე არასდროს, არასდროს არ მიცეკვია. სანამ მე და გიორგი ერთად ვიყავით არასდროს მოვხვედრილვართ მსგავს სიტუაციაში და შემდეგი წლები ჩემი აწ მკვდრეთით აღმდგარი ქმრის გლოვით და ლოდინით დაკავებული სად მეცალა მსგავსი რამეებისთვის. ამ დროს ჩემი ძვირფასი ქმარი თავის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთობოდა. ნეტა მასთან როგორია? ახლა რატომღაც ეს კითხვა ამომიტივტივდა გონებაში. ნეტა მასთანაც ისეთივე ცივი და უგულოა?..... წელზე ძლიერი ხელი მეხვევა და ზურქით მასზე მაკრავს, მეორე ხელით ჩემს მარჯვენა ხელის თითებს ეთამაშება. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ მას ავყვე, სინქრონში თითქოს ცეკვის მაგვარი მოძრაობა გამოგვდის. თითებს თავს ანებებს და უზურგო კაბის ერთი გვერდიდან ჩემს მუცელზს ეხება და და რაღაც ფიგურებს ხაზავს თითის ბალიშებით. რკალის ფორმის ფიგურებს ხაზავს.. სინამდვილეში ჩემს ხალებს აკავშირებს ერთმანეთთან და ნამგალა მთვარე გამოდის ისე როგორც გიო გაუყვებოდა კოცნით. გონზე მოვდივარ და მისკენ მინდა მივიხედო. არ მაძლევს საშუალებას, მარწუხივით მოხვეული ხელი იჭიმება და უფრო მიჭერს. ხელი მუცლიდან ქვემოთ მიცოცსვ და ჩემი ბიკინის სათავეს ცდება, ფეხებში ძალა მეცლება და ერთი ხელით მის მკლავს ვეჭიდები და მეორე ხელით მის თავს რომელიც ჩემს კისერშია მოთვასებული და თბილი ტუჩემით ხან არტერიაზე და ხანაც ყურთან მკოცნის. ტუჩებს ისე ვაჭერ რომ ჩემი სიამოვნებისგან წამოსული კვნესა არ აღმომხდეს სისხლის გემოსაც კი ვგრძნობ. თუმცა ირგვლივ ისეთი ხმაურია ეჭბვი მეპარება ვინმეს ყურამდე მისწვდეს ჩემი კვნესა, ტუჩებს თავს ვანებებ და და ბოლომდე ვიხსნები, მინდა მაქსიმამალურად ვგრძნობდე მას. რაღაცნაირად ვახერხებ და სწრაფად მის მოდუნებულ ხელებში ვტრიალდები მაგრამ არ იბნება და იმ წამს ჩემის ტუჩებს იპატრონებს, ტუჩებს ალკოყოლის, სიგარეტის და მენთოლის გემო აქვს და ერთად საოცრად მეგემრიელება, უკანსვლით ნელ ნელა სადღაც დერეფანში ვხვდებით სადაც არავინა და მუსიკაც იმდენად ვერ აღწესვს, ისე რომ უკვე შემიძლია მისი გახშირებული სუნთქვის მოსმენა, ჩემი ტუჩებით დაკავებული მილიმეტრითაც არ მშორდება, ცალი ხელით ჩემს ისედას მოკლე კაბას ზემოთ წესვს, კისერთან თასმას ხსნის ჩემი კაბა მთლიანად წელზეა დახვეული. ტუჩებიდან ყელზე ინაცვლებს, შემდეგ მკერდზე და მე უკვე აღარ ვცდილობ სიამოვნებით გამოწვეული ამოძახილები დავახშო. ჩემს ფეხებს წელზე იხვევს საჯდომზე მაგრად მიჭერს და ჩემი ბიკინის გაუხდელად ახერხებს ჩემში შემოვიდეს. ჩემი უცნობი ის შეუდარებელია, ღმერთკაცი. შეუძლებელია გადმოცე ემოცია ეს არალეარურია. წამიერად საიდანრაც შემოჭრილი სინათლე საშულებას მაძლევს მისი თვალები დავინახო, საიცრად ნაცნობი თვალები, არა ეს შეუძლებელია. შეუძლებელია მე სექსი ჩემს ყოფილ ქმართან მაქვს .... არა ... რატომ ხდება ასეთი არარიალური ამბები ჩემს თავს? ჩემი წამიერი გათიშვითიშვით სარგებლობს, მოხერხებულად მისწორებს კაბას, თასმას მიკრავს, მოწტვეტით მკოცნის და ჩაბნელებულ დერეფანში უჩინარდება...
გაშტერებული, დაბნეული და მისით მოცული, სადაც გავიხედავ ყველგან მისთვალებს ვხედავ, დაუჯერებელია მაგრამ 2 ორჯერ სექსი მქონდა ჩემს ყოფილ ქმართან, გასაიდუმლებულ ვითარებაში და რატომ დამიმალა მისი ვნაობა? რაუნდა აქ.. მე გამომყვა? და თუ ჩემთან უდოდა რატომ მომიშორა ასე თავიდან? და საერთოდ რა ხდება ჩემს თავს...
ერთი კვირა ისე გავიდა სახლიდან არც გავსულვარ. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ რომ მეთქვა რა მჭირდა, თავი დამანებეს. ერთი სული მაქვს როდის ჩავალ თბილისში.. აქ უკვე სული მეხუთება, მინდა მალე გავიდე სამსახურში და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენათ მაინც ვიცხოვრო თუ საკუთარს ვერაფერს ვუხერხებ. სიგიჟის ზღვარზე ვარ, ხშირად ვფიქრობ იქნებ რომელიმე რიალითი შოუს წევრი ვარ და არ ვიცი? და იქნებ დამთავრდეს ეს უნიჭო შოუ ჩემს გარშემო და მეც მეღირსოს მშვიდი ცხოვრება. უემოციოდ დავემშვიდობე ჩემებს, მთელი გზა ხმა არ გამიცია თათასთის, თვითმფრინავში ასვლისთანავე დავლიე ძილის წამალი და კვლავ რამოდენიმესაათიან ბურანში გავეხვიე.
თბილისში შაბათს დავბრუნდით. ორშაბათს უკვე სამსახურში ვიყავი, შვებულებაში გავუშვი ჩემი ასისტენტი და დავრჩი მარტო. მინდოდა მარტო მემუშავა, ისე დავღლილიყავი რომ გვიან ღამით ჩემს თავთან მარტო დარჩენილს არ მქონოდა ფიქრის თავი და მალე გავთიშულიყავი. მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი და აქტიურად დავიწყე ძილის წამლების მიღება. მე როგორც ექიმმა ვიცოდი რომ გადაჭარბებული დოზა საზიანო იქნებოდა მაგრამ ყველაზე ნაკლება ახლა ჩემი ჯანმრთელობა მადარდებდა. ასე გავატარე 2 კვირა. შემდეგ თათაც დაბრუნდა სამსახურში და უკვე ძალიან მაღიზაინებდა მისი ყოველდღიური ჩიჩინი. ვცდილობდი არსად გადავყროდი და ოთახშიც არ გავჩერებულიყავი დითხანს რო იქ არ მოვეხელთებინე, ასე ნელ-ნელა გაუცხოვებაც დაგვეწყო, მაგრამ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი რომელმაც მგონი ეს ალქაჯი მოათვინიერა. როგორც შემდეგ გავარკვიე ესპანეთიდან ჩამოსულს შვებულების 2 კვირა ბახმაროში გაუტარებია ( რატომ მოუნდა სიმშვიდეში ყოფნა?) და იქ გაიცნო გიგო და მისმა გულგრილმა დამოკიდებულებამ თათას მიმართ ინტერესი გაუმწვავა ქალმატონს და აქამდე მიჩვეულს რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს, იქეთ გაუხდა ვიღაც მოსახელთებელი. იმას შემდეგში მოგიყვებით, ან იქნებ თვითონაც მოგიყვნენ რა სასწაულები ჩაატარა ამ არსებამ რომ გიგოს გული განეგმირა. მაგრამ ფაქტია რომ ჩემი დაქალი რადიკალურად შეიცვალა და სამსახურსა და სახლს შორის გაჭიმა გზა და საღამოებს კი მხოლოდ გიგოს გარემოცვაში ატერებს.
ცოტა დავმშვიდდი, თითქოს ძილიც მომიწესრიგდა მაგრამ ახლა დღეც მეძინება და ცოტა მოუხერხებელი გახდა ჩემთვის. სულ გაბრუებული და დაპროგრამებული დავდივარ. აი ახლაც საღამოს ცხრა საათია, მარკეტში შევიარე და ქათამი ვიყიდე. ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ, თან ძალიან მშია. სახლში ავედი ქათამი გავრეცხე და ღუმელში შევდე შესაბამისი ტემპერატურა და დრო ჩავურთე და სააბაზანოში შევედი. ბანაობსი დროს მომეჩვენა რომ მგონი ცოტა მოვიმატე. არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ სარკეში რომ ვიხედები ძალიან მომწონს ჩემი სხეული, ხელი ჩემი ხალებისკენ გამექცა მეც მასსავით ფიგურების დახაზვა დავიწყე. 1 ხალი მეორეს დავუკავშირე, შემდეგ მესამეს და ასე გაუტავებლად სანამ ნამგალა მვარე არ გამოვცახე. შემდეგ ზემოთ ამოვუყევიდა მკერდის ღარის გავლით ლავიწის ძვლებს მივეფერე, შემდეგ ყელის და ბოლოს ტუჩების გარშემო ცერა თითით წრიული მოძრაობით ტუჩის კონტური მოვხაზე. ისე მინდა მეხებოდეს....... ტუ...ტუ... ღუმელის წრიპინს გამოვყავარ ტრანსიდან, ხალათს მჭიდროთ ვიხვევ სხეულზე და სამზარეულოში გავდივარ. თითქმის ნახევარ ქათამს მივირთმევ და კმაყოფილი ყავთ ხელში აივანზე გავდივარ. მაგრამ უკანვე შემოვდივარ ყავას ნიჟარაში ვღვრი და დასაძინებლად მივდივარ.
დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს:
- გისმენთ
- იცით მაინც რომელი საათია? სამსახურში რატომ არ ხართ ქალბატონო თაია?
- გველნაკბენივით ვფრინდები ფეხზე და საავადმყოფოს მენეჯერს ფეხზე დამდგარი ვესაუბრები ტელეფონზე თითქოს მიყურებდეს. უკაცრავად ბატონო დიმიტრი, მაპატიეთ არ ვიცი რა დამემართა. ახლავე მანდ გავჩნდები.
- როგორც კი მობრძანდებით ჩემს კაბინეტში შემობრძანდით ქალბატონო თაია.
- დიახ ბატონო დიმიტრი.
ტელეფონს ვთიშავ და ეკრანს გაშტერებული ვუყურებ. 10:56 წუთი. რამ დამაძინა ამდენ ხანს. გიჟივით ვიწყებ მოწესრიგებას, რამე უკუღმა რომ მეცვას არ გამიკვირდება ტელეფონს და გასაღებს ვიღებ და კი არ მივდივარ მივფრინავ, მანქანას გიჟივით ვქოქავ და ისი-ისა უნდა გავიდე ტრასაზე რომ ეზოში დიდი შავი ჩაბურულმინებიანი სამი მანქანა შემოდის და გზას მიჭრის. ჯერ მათ ვატარებ და მერე მე გავდივარ 15 წუთში უკვე დირექტორის კარებზე გაკრულ აბრის გადაკითხვასაც ვასწრებ დიმიტრი თაბაგარი. და გიჟივით შევდივარ მის კაბინეტში.
- დიდი ბოდიში ბატონო დიმიტრი. აი არ ვიცი რა დამემართა. მეორედ არ განმეორდება მაპატიეთ რა.... დიმიტრი კოპებშეკრული მიყურებს და ცოტა ხნის მერე ისეთი ხარხარი უვარდება მეც კი შისისგან ჰაერში ვხტები.
- კარგი რა თაი.. მართლა დაიჯერე რომ მე შენ გაგიბრაზდი? შენზე ცუდათ მოქმედებს დასვენება, მანამდე უფრო კარგი გოგო იყავი. შვებულებიდან უფრო გადაღლილი დაბრუნდი. აღარ გაგიშვებ მომავალში. დგება და ჩემსკენ მოიწევს, გულში მიკრავს. ის ჩემი ლექტორი იყო და აქ სწორედ მან წამომიყვანა. მისთვის შეუცვლელი კოლეგა ვარ.
- შეშინებული და ცოტა მწყრალი თვალებთ ქვემოდან შევცქერი დიმიტრი ექიმს. ის თავზე მკოცნის და მსუბუქი ბოძგით ოთახიდან მიშვებს და თვალს მიკრავს.
ოთახში შესული არ ვარ ქარბორბალასავით შემოჰქრის ჩემთან თათო:
- გაიგე რა მოხდა?
- არა, რა მოხდა?
- შენ საერთოდ ტელევიზორს ან რაიმე საინფორმაციო წყაროს თუ ეცნობი?
- არა თათო და არც მაინტერესებს, თუ მეტყვი დიდათ დამავალებ.
- ღირსი კი ხარ რომ არ გითხრა...
- თუ ამბობ თქვია.. თუ არა ცოტა დრო მაქვს და დავიძინო მინდა.
- კარგი ჰო! შენი ქმარი...
- მე ქმარი არ მყავს ქალბარონო თამარა... ვეუბნები გაბრაზებული....
- ყოფილი ქმარი, უკაცრავად ბატონო.. შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა და უკვე 3 დღეა მის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ტრიალებს. მაგრამ რა მიკვირს იცი მის შესახებ გავრცელებულ მოკლე ბიოგრაფიაში არსად ფიგურირებს მისი ახლანდელი მეუღლე და შვილი. მის ბიოგრაფიაში წერია არ არის დაოჯახებული.
- და მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს? რაში მაინტერესებს იმ გაურკვეველ არსებას ყავს თუ არა ცოლი?
- კიდევ ერთი დეტალი. გაგიკვირდება და შენს ძვირფას ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ბინა ლისზე და არ გამიკვირდება ეგ მინისტრი ახლა შენი მეზობელი იყოს. ჩაიცინა თათამ და ასე გაშტერებული დამტოვა ჩემს კაბინეტში.
და რა გამოდის რომ გიორგი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო, ესპანეთშიც ჩემთან ერთდა იყო და საერთოდ.... ვარეფერი გავიგე.. თვალებში ვარდისფერერი ნისლი მაწვება, ყურები მიგუბდება შემდეგ შუილის მაგვარი ხმები ჩამესმის, ვარდისფერი ნისლი შავდება და მერე არაფერი მახსოვს. გონს პალატაში მოვდივარ ხელში კათეტერთ, თავზე დიმიტრი ექიმი და თათა მადგანან.. და გაკვირვებული თვალებით მიყურებენ:
- რა მოხდა? ვეკითხები სუსტი ხმით რატომ ვარ აქ?
- იცი გონება დაკარგე თაი. მეუბნება თათა
- უნდა ავდგე, ბევრი საქმე მაქვს.
- არა მოიცა ჯერ რაღაც უნდა გითხრათ! და ერთმანეთს გადახედეს.
- თაია იცი რაღაცის თქმას ვცდილობთ მაგრამ არ ვიცით როგორ გითხრათ.
- რა ხდება? როგორც არის ისე მითხარით..
- თაია შენ ფეხმძიმედ ხარ უკვე 6 კვირის..........

თავი 4
30 წლის შემდეგა ამბობენ რომ ქალს ვეღარ მოატუებ, რადგან უკვე ზუსტად იცის რა და როგორ უნდა. არ ვიცი ეს თეორემა მართალია თუ არა მაგრამ მე რომ ზუსტად მივხვდი რა მინდა მომავალში ეგ უკვე კარგად ვიცი. თათას სიტყვებმა „ თაი ფეხმძიმეთ ხარ, უკვე 6 კვირის“ ჩემი ცხოვრება კალაპოტში ჩასვა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ მომავალში. ჩემი პატარა აუცილებლად გაჩნდება. ის იქნება ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი. მისით უნდა ვიცხოვრო და უსარგებლო ფიქრები და წარსულის მოგონებები ძველ ცხოვრებას გავატანო. არ ვიცი გამომივა კი? მაგრამ ცდას არ დავაკლებ.
და ვიწყებ ზრუნვას ჩემს პატარას ჯანმრთელობაზე. ჩავაბარე ყველა ანალიზი და ახლა წუთი-წუთზე ველოდები პასუხებს რის შემდეგაც ულტრაბგერით გამოკვლევაზე წავალთ მე და თათა. ქალბატონი პედიატრს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უახლოესი 8 თვე ჩემს გარშემო იტრიალოს. კატეგორიულად გამაფრთხილა რომ ჩემთან გადმოდის საცხოვრებლად და არანაირი სულელური მიზეზი არ მიშველის რომ მისგან დავიხსნა თავი. სიმართლე გითხრათ არც გავჯიუჯებულვარ აღარ მინდა მარტო ვიყო. იმდენად დიდი ხანია ჩემზე არავინ ზრუნავს მეც მინდა გამოვცადო თუ როგორია როცა ვინმე გიფრთხილდება.
აჰა ტაიფუნი სახელად თამარა უახლოვდება ჩემს კაბინეტს, მოქოთქოთებს და 50 მეტრშიც მისი ხმა ისმის. თვალებდახუჭული ველი როდის შემოგლიჯავს კარებს და აი ისიც უკვე ჩემს წინ სავარძელში უცნაურ პოზაში ზის, არც ფეხის მორთხმა რომ არ ქვია და არ ვიცი რა ჰქვია საერთოდ. დამავიწყდა მეთქვა ეს ქალბატონი ამ ბოლო დროს იოგითაა გატაცებული. სადღაც ხომ უნდა დახარჯოს მოზრვავებული ენერგია, კლუბებში ეგ ვეღარ დადის და მთლიანად გიგოზეა გადართული.
- ქალბატონო ექიმო აქ თქვენი ანალიზის პასუხებია. აფრალებს თეთრი ფერის კონვერტს.
- მერე რაო რა წერია მანდ ქალბატონო პედიატრო? არც მე ვაკლებ ირონიას..
- რაო და ქალბატონ მომავალ დედას ყველაფერი კარგად აქვს. და საერთოდაც კარგი გოგოაო.. მაგრამ არ უნდა რომ თქვას ეგ არსება ვისია მუცელში რომ ზისო?
- ეს არსება არა, ბავშვია და ჩემია! !! ჩემია მარტო ჩემი...
- მარტო თაია ბავშვი არ ჩაისახებოდა.. თუ რაიმე სამედიცინო ჩარევით არ მოახერხებდი რაშიდაც ღრმად ვარ დარწმუნებული. ასე რომ მაგ ბავშვს ყავს მამა და ან მიმხელ ან მე ჩემი გზებით ვეცდები გავარკვიო ეგ ამბავი.
- მაინც როგორ? თავალებ დაწვრილებული ვუყურებ ჩემს დაქალს.
- აი როგორ და ახლა დავრეკავ გიგოსთან მას და აწ უკვე ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი ჯიბუტს საერთო ნაცნობები ყავთ, ხო და რაღაცნაირად მოვახერხებ და მასთან მიღებაზე ჩავეწერები. მერე ერთი კარგად გამოვიპრანჭები. ეჭვი მეპარება მიცნობდეს მაგრამ ის აუცილებლად ეცოფინება ვინ ვარ რადგან ამდენი წელი შენს გარშემო ვტრიალებ და ეგ მაგას გამოუძიებელი არ დარჩებოდა. ხო და შევალ ამ მინისტრის კაბინეტში, ცოტას გავეპრანჭები ხო იცი მაგის გარეშე არ შემიძლია, დავჯდები მის წინ სავარჩელში. ის ყავას შემომთავაზებს და მეც დავთანხმდები, მერე 2ყავას შეუკვეთავს მის დიდმკერდა ან დიდტრაკა მდივანს. ჩვენ დაველოდებით ყავის მოტანა, მანამდე მე მის ლამაზი თვალებით დავტკბები, ნუ ახლა სხვა რაღაცეებიც კარგი აქვს მაგრამ ჩემთვის ეგ აღარ შეიძლება.. ხიხიაა. ხო და გაიღება კარები შემოვა ჩვენი სექსუალური მდივანი და მოგვიტანს 2 ყავას. ხო და ყავის ფინჯანს ხელში რომ აიღებს მაშინ დავსვამ საკაცობრიო მნიშვნელობის კითხვას. ბატონო მინისტრო თქვენი ყოფილი ცოლი ბავშვსე ელოდება და ხომ არ იცით მამა ვინა? ხო და სავარაუდოთ ის ყავა გადაცდება, პერანგიც დაესვრება და ხველებით შეიძლება კიდევაც მოიგუდოს. ახია მაგაზე.. ხო კარგი ნუ მიყურებ შეშინებული თვალებით არ დაიხრჩობა გადარჩება...
- გიორგიმ არ უნდა გაიგოს ბავშვის შესახებ. დამდუღრულივით ვხტები სკამიდან.
- რაღას დამადგმევინე ამხელა სცენარი თუ მაინც მეუბნებოდი?
- და მოცელილივით დავეცი საცარძელში. ამ საზიზღარმა გოგომ მაინც ყველაფერი დამაფრქვევინა
- არ მაინტერესებს თქვანი ვნებიანი თავგადასავლები. მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ. როგორ აპირებ დაუმალო კაცს შენი ორსულობა რომელიც სადღაც შენს კორპუსში, შენს მეზობლად ცხოვრობს. არც ის გამიკვირდება რომ კარის მეზობელიც იყოს.
- მაგაზე არ მიფიქრია. არ ვიცი ვიზამ რამეს. ჯერ მუცელი არ დამეტყობა და მერე არ ვიცი მოვიფიქრებ რამეს. ახლა მაგაზე ვერ ვფიქრობ. მარტო პატარაზე მეფიქრება.. მივაყარე უცებ და.....აი ის საიდან იცი გიორგის როგორი მდივანი ყავს?
- ვაიმე ცუდათ ვარ! შენ მარტო ეგ გაიგე? და სიცილით ძირს ხოხავს თათა..
- კაი ხო.. სულ არ მაინტერესებს.. და გაბუტული მივემართები ეხოს გასაკეტებლად.
ლალიკო ჩვენი ეხოსკოპისტია. შესანიშნავი ბუნჩულა და საყვარელი ქალბატონია. ტავისი ფუმფულა ხელებით მუცელზე გელს მისვამს და იწყებს ჩემი პატარას დათვალიერებას.
- თაი ჯერ ძალიან პატარაა 6 კვირის. ამ დროისთვის ნორმალურად ვითარდება. კარგი კვება და გენოკოლოგის ყველა მითითების შესრულება, ეგაა შენი მოვალეობა ახალა და ყველაფერი კარგად იქნება.
- გულის ცემა?
- ახლავე მოგასმენინებ.
- და ოთახში ჩემი პატარას სიცოცხლის დამადასტურებელი ხმები ისმის. ყველაფერს რომ მირჩევნია და შეუძლებელს რომ შევძლებ რომ მისმა გულმა დაუსრულებლად იფეთქოს. ჩემი და მისი შვილი, ნეტა როგორი იქნებოდა მისი ემოცია ხლა აქ რომ იყოს? მისი თვალებით დანახული ემოცია ყველაზე მეტად მჭირდება. მიუხედავა ამდენი ტკივილისა, 31 წლის მანძილზე არც ერთი ბედნიერი დღისა მინდა ეს კაცი ჩემი იყოს და რა ვქნა? ჩუმათ ვიშორებ ცრემლს და მუცელს ვისუფთავებს. ლალიკოს ვემშვიდობებით და კალიდორში გამოვდივართ. ნელი ნაბიჯებით მივიყვებით დერეფანს არც ერთი ხმას არ ვიღებს.... და უცებ:
- თათა რას იტყვი დიდი შოკოლადის ნაყინზე? ბევრი თხილით და ნატეხი შოკოლადებით?
- იყოს ნება შენი. იღიმის თათა. როგორცე ჩვენი დედოფალი ინებებს ისე იქნება ყველაფერი ჩემო მშვენიერო ბროწეულის ყვავილო.
- ეს ბროწეულის ყვავილი რაღა? მეცინება
- ალისფერი თმები, მწვანე თვალები, საოცარი ფორმები, თეთრი კანი და ამ მშვენიერებას რა ვუწოდო თუ არა ბროწეულის ყვავილი? ბროწეულივით რომ უნდა აფეთქდე და გაიფურჩქნო სწორედ ისეთი ხარ!
- მორჩი მჭერმეტყველებას და წავედით.
კაბინეტში შევიარე, თეთრი ხალათი საკიდზე დავკიდე, სამოსი შევისწორე ტელეფონი ავიღე და ლიფტისკენ გავემართე სადაც თათა მელოდა. შენი მანქანით წავიდეთ ხო? ახლა ტაქსის გამოძახება არ ღირს. მე მანქანა აღარ მყავს რაც გიორგის ბინა დავტოვე იქვე ჩავაბარე მანქანის გასაღებისც და ბინის შეძენის შემდეგ მანქანის შეძენა ვეღარ მოვახერხე. სავარაუდოთ მე და ჩემი პატარა უმანქანოოთ ვერ შევძლებთ. მომიწევს ავანსის აღება და ავტოს შეძენა.
სანაყინეში უამრავი ხალხი ირეოდა. ამ ბოლო დროს მაქვს განცდა რომ ყველა მე მაკვირდება, არ ვიცი ალბათ ფეხმძიმობამ უფრო ემოციური გამხადა. ნაყინი მგონი ნორმაზე მეტის მომივიდა, ძალიან მეგემრიელა. მაგრამ რაღაც ცუდი შეგრძნება დამიტოვა.
- თათ წავიდეთ რა რაღაც ვერ ვარ..
- ხომ არაფერი გტკივა? დაფეთებული მეკითხება თათა..
- არა.. უბრალოდ რაღაც... აუ არ ვიცი რა მჭირს სახლში წავალ და დავიძინებ.
- შენ ხო არ დაგავიწყდა მე სად ვცხოვრობ?
- არააააა.. სახლში წავალთ! და მე დავიძინებ შენ გიგო დაპატიჟე თუ გინდა... ოღონდ! ჭკვიანად.. თითს დემონსტრაციულად მაღლა ვწევ.
- არის შეფ! ვიყოთ ჭკვიანად და შენი დივანი არ შევიწიროთ.
- ნუ მაიმუნობ ამხელა ქალი როდის უნდა დაჭკვიანდე?
- არასდროს არ დავჭკვიანდები, ყოველთვის ასეთი გადარეული ვიქნები ჩემო ფუმფულააა
- არ ვარ მე ფუმფულა..
- ხარ თან ისეთი გემრიელი... უჰ.. კამფეტ!
- რა გეშველება შენ.. დავიღუპე. ამბობენ ბავშვი რომ ინძრევა ვისაც დაინახავ იმას ემგვანებაო და შენ თუ 8 თვე 24 საათი ჩემს გვერდში იტრიალებ, რა გამოდის შენ უნდა დაგემგნოს? არა... არ მინდაა!!
- პრეტენზია არ მაქვს, მამამისმა იტრიალოს მე სულ გავქრები..
- ნუ მაჭერ მაზოლზე წიხლს თამარა..
ამ კამათში სახლამდეც მივაღწიეთ, მე აქ ჩამოვალ შენ დააყენე მანქანა და შესასვლელთან დაგელოდები. ეზოში ისევ ის სამი დიდი შავი ჯიპი დგას ჩაბურული მინებით, მანქანებთან 2 შეიარაღებული დაცვა დგას, 2 სადარბაზოს შესასვლელს იცავ, ნეტა რა ხდება? ნელი ნაბიჯებით მივიწევს კორპუსისკენ, თათაც გამოჩნდა, სადარბაზოში უნდა შევიდე და ტექსტი მომზადებული მაქვს რომ დაცვამ თუ არ გამატარა მოვახსენო რომ მეც აქ ვცხოვრეო და ნუ არღვევენ ცემს უფლებებს და ასე შემდეგ. უცებ ერთ ერთი მათგანი კარებს მიღებს და მომმართავს „მობრძანდით ქალბატონო თაია“ მე გაშტერებულს: რა იცის ამან მე ვინ ვარ? თათა ლიფტში მიკრავს თავს. 1.2.3.4.5. და უკვე ჩემს სართულზე ვარ. და ერთი დაცვა ჩემი ბინის მოპორდაპირე კარებს იცავს. თათს გადავხედე, მან წარბი ამიწია და მხრები აიჩეჩა და კარებში შემატარა.
ნეტა ვინა ჩვენი მეზობელი? ვეკითხები თათას
- არ ვიცი თაი, დაბნეული მპასუხობს ჩემი მეგობარი.
- ალბათ ვინმე მაფიოზა, ბაბულიკა ტიპია, დიდ ოქროს ჯაჭვით კისერზე და ღიპიანი. აბა რა უბედურება ამდენი დაცვა? ან ამ კორპუსში რას ცხოვრობს ამდენი ფული თუ აქვს რა უნდა ამ სოროში? წავიდეს რა სადმე დიდ ვილაში იცხოვროს.. უჰ როგორ მაღიზიანებს ასეთი შტერი როჟები!
- თათა დუმს და ჩაფიქრებულია და უცებს.... თაი!!! არ გიფიქრია რომ იქ ის ცხოვრობს. და ხელს მეზობელი ბინისკენ იშვერს.
- ვი ის? ვერ ვხვდები მე
- ის!!! რა გჭირს?
- მაგას სახელი არ აქვს ? ის უამრავი ადამიანი შეიძლება იყოს...
- გიორგი ადამიანო რა გჭირე? შენ ორსულად ხარ თუ ტვინი გამოგირეცხეს?
- არაააა... რა გიორგი გადაირიე .. მკვდრის ფერ მედება მე!
- რატო ვითომ? კაცი მინისტრია, ყავს დაცვა, ემსახურება სახელმწიფო მანქანა. და ცხოვრობს ლისზე..
- ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. არაააა არ მინდა მაგაზე ფიქრია.. არ შემიძლია წავედი მე ვიბანავე... მანდ! ბინისკენ ვიშვერ ხელს ვიღაც წაშავო ტიპი ცხოვრობს ბევრი ფულით და დიდი ღიპით და არავითარი გიორგი... გაიგე რა გიორგი.. რა უნდა მაგას აქ.. არააააა...
- როგორც გინდა! შენ ეგრე იფიქრე და ერთ დღეს რომ შემოგივლის აქ შენი მინისტრი მეზობელი მერე ნახე შენ.. იკრიჭება თათა და საძინებელში უჩინარდება.
2 კვირა მშვიდ გარემოში გავატარე. დავდივარ სამსახურში. დილით თათა სტაფილოს, ბროწეულის და სხვადასხვა ხილის წვენით დამდევს ოთახიდან ოთახში რასაც დიდი პროტესტის მერე ვსვამ. კვებით კარგად ვიკვებები . თითქმის ყველაფერ მივირთმევ მარტო საშინლად ვერ ვიტან შოკოლადს და ფორთოხალს.. გახსენებაზეც კი გული მერევა.. ჯერ ისეთი ძლიერი ტოქსიკოზი არ მაწუხებს. არც ღამე მეღვიძება რაიმეს სურვილებით. ჭკვიანად ვიქცევით მე და ჩემი ბაჭია! დღემდე ვერ გავარკვიე ვინაა ჩემი მეზობელი. ან რა დროს მიდის ან რა დროს მოდის, ვერც ერთხელ მოვკარი თვალი. 8 კვირის გავხდი ეხოზეც ვიყავი ისევ ყველაფერი ნორმის ფარგლებში აქვს პატატუნას და მეც. ცოტა კიდევ მოვიმატე და აიმიტომ მედა თათა საშოპინგოთაც ვიყავით უფრო თავისუფალი ტანსაცმელი შევიძინე. მაწუხებს ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და შარვლები. დაცვის ბიჭები ისევ ღიმილიანი სახეებით მხვდებიან და ქალბატონი თაიათი მომმართავენ. კიდევაც შემომთავაზეს თუ რამ მინდოდეს არ მომერიდოს და ნებისმიერ დროს ვთხოვო..
საღამოს თათა და გიგო სავახშმოდ გავუშვი. მე ჩემი ლამაზი კაბა-ხალათი ჩავიცვი, ისეთი თავისუფალი და ლამაზი რომ შეიძლებოდეს სამსახურშიც ჩავიცმევდი.. ძალიან კომფორტულია არსად არ მაჭერს და თავისუფლად დასრიალებს კანზე. რაღაც სამზარეულოში ფუსფუსის ხასიათზე ვარ. მთელი სახლი თავაბნელე. მარტო სამზარეულოს განათება დავტოვე, ჩავრთე მუსიკა და შევუდექი საქმეს. მაცივრიდან ბოსტნეული გამოვიღე. სალათას მოვამზადებ .. აბა ამ დროს სხვა რა ვჭამო? თან ყველაფერს ვჭრი წვრილ კუბებად და თან მუსიკის ჰანგებს ვყვები.სრული ნეტარებააა, მარტო სახლში , მშვიდათ ბაკეთო ის რაც გინდა. კარების საკეტის ხმა მესმის, თათა არ დაბრუნდებოდა 15 წუთის წინ წავიდა, გასაღებით აღებს ვირაც კარს და ისევ გასაღებითვე კეტავს. მე შიშით მთელი ძალით ვაფრინდები დანას. კალიდორიდან პირდაპირ სამზარეულოში შემოდის მიახლოვდება ჩემს გვერდზე ჩერდება და რომ მგონია რომ რამე უნად დამიშაოს, უცებ სტაფილოს ერთ ნაჭერს იღებს და გემრიელად აკრატუნებს. სწრაფად დანიანადვე ვბრუნდები და თვალები შუბლზე ამდის ჩემს მისაღებში, ჩემი ყოფილი ქმარი მშვიდი ნაბიჯებით დაბრძანდება. გასაღებს მაგიდაზე აგდებს, მერე პიჯაკს იხდის და სკამზე კიდებს, ჰალსტუხს ერთი ხელის მოსმით იცილებს და იქვე აგდებს მერე მაჯაზე საღილეებს იხსნის პერანგის მკლავებს იკეცავს. საკელოს ზედა ორ ღილს იხსნის. ტელეფონს ჯიბიდან იღებს და გასაღების გვერდზე დებს და იქვე სავარძელში ჯდება და მე მიყურებს. ვმუნჯდები ეს კაცი სამსახურიდან დაბრუნებულ ჩვეულებრივ ქმარს გავს, რომელიც თითქოს და არსად წასულა და ეს წლების არსად იყო დაკარგული. ასე არხეინად ზის და მაკვირდება. ხელის ტკივილს მოვყავარ გონს, სიმწრით დანას ისეთი ძლით ვაჭერ ხელს რომ თითები სულ გამილურჯდა, სწრაფდ ვუშვებ ხელს დანას და ლითონი ჟრიალით ეხელქება კერემიკის იატაკს, არანაირი ემოცია მის სახეზე, ქანდაკებასავით უტყვი სახით მიყურებს, მზერას ტანზე მავლებს, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ვგრძნობ მის მზერას და საოცრად მსიამოვნებს. თვალებში ვუყურებს ერთმანეთს არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, სამყარო გაჩერდა, ასეთი არ მინახავს. ოდნავ ჭაღარა შეპარვია, დაბალ წვერს ატარებს, შრამიც ისევე ამშვენებს, მომაკვდინებლად სიმპატიურია და მეც ჩემს გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებს. ამ კაცთან უძლური ვარ. არც თავმოყვარეობა მახსოვს და არც ის ვინ ვარ. მის ხელში მარიონეტივით ვარ, მთლანად მასზე ვარ მინდობილი. ოთახში გამეფებულს დაძაბულ გარემოს, მისი ხმა აპობს:
- გამარჯობათ ქალბატონო თაია! მისი ხმაც კი უემოციოა მაგრამ ცოტა სიბრაზე შეპარულ ნოტებს მაინც ვიჭერ.
- დუმილი....
- ხმას არ მცემთ?
- აქ რა გინდა? როგორც იქნა ამოვიდგი ენა?
- მე? იოცებს ის
- ხო თქვენ.. აპა მე აქ ვცხოვრობ! ცოტა სითამამე მემატება.
- ხო? აი მე ერთი ამბის სათქმელად გავისარჯე ამხელა გზეზე. ირონიული უხდება ტონი!
- მითხარით და გთხოვთ დატოვოთ ჩემი სახლი. მე თქვენ არ გიცნობთ.
- ხო? არ მიცნობ? საინტერესოა. კორგი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დგება და ჩემსკენ მოემართება, მისი შესაჩერებლად გაშვერილ ხელზე მაჯაში მაგრად მავლებს ხელს და მთელი ძლით მიჭერს ხელს, ისე რომ სიმწრით ცრემლები მცვივდება, მისკენ მქაჩავს და მასზე აკრულს ზემოდან დამცქერის. საშინლად განრისხებულია ბოროტად უელავს თავალები:
- როდის უნდა გეთქვა რომ შვილს ველოდები? ცრის კბილებში.
- მეტკინა, ამოვიკნავლე საცოდავად?
- როდის უნდა გეთქვა? კბილებს ერთმანეთს აჭერს და მთელი ძალით ახლა წელზე მიჭერ ხელს?
- არასდროს! ვუკივი მე! და ბოლოს რასაც ვხედავ მისი გაცოფებული თვალებია და მერე მის ტუჩებს ვგრძნობ ჩემსაზე და საერთოდ მავიწყდება ვინ ვარ!
კატეგორია: რომანი | დაამატა: elebabi
ნანახია: 1583 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.5/4
სულ კომენტარები: 0
avatar