ერთისთვის ერთი? (თავი 9)
08.05.2017, 15:24
ტელეფონის ზარმა გააღვიძა თეო, საშინლად დაღლილმა და უძინარმა ძლივს ასწია თავი და უპასუხა. ისეთი ხმა მიიღო, თითქოს უკვე ეღვიძა. ლაპარაკს მორჩა თუ არა მაშინვე ძილი და დასვენება, ფეხზე წამოხტა პიჟამოთი პირდაპი მისაღები ოთახისკენ გაიქცა, სადაც დედამისი ტელევიზორს უყურებდა. შეშინებულმა ქალმა შვილს გამოხედა, რომელიც სიხარულისგან ხტოდა და ცეკვავდა. როგორ ენატრებოდა შვილის ასეთ კარგ ხასიათზე დანახვა.
-რა ხდება, თეკო?
-რა ხდება და...-დედას გვერდით მიუჯდა ხელები შემოხვია და მაგრად აკოცა ლოყაზე-იცი ვინ დამირეკა? მარიამმა და ქორწილში დამპატიჟა. ძალიან გვიყვარხარო და ნიკოლოზის ხათრით არაო, ჩვენ გვინდა რომ აქ იყოო.
-ვინაა მარიამი?
-ვინაა და იმ შტერი ბიჭის-თვალები გაუბრწყინდა- ბიძაშვილის საცოლეა
-მიდიხარ მერე?-გაოცდა დედა
-დე, მივდივარ აბა რას ვაკეთებ?- ისე უნდა გავიპრანჭო, ინანოს ეს ვინ დავტოვე, რა დებილი ვარო. თან, ყველაზე კარგი ისაა რომ ქორწილი თბილისში კი არა, ზღვაზე, ბათუმში აქვთ!
-გაგიჟდი, თეო?-სერიოზული სახე მიიღო ეკამ- რას ბოდავ,? რა ქორწილი, რა მარიამი და რა გაპრანჭვა? არ გაბედო და მანდ არ წახვიდე!
-რატომ ვითომ?-ვერ მიხვდა
-თავმოყვარეობა სულ დაკარგე? შეიგნე სხვა ქალთანაა, დაგამცირა და შეურაცხყოფა მოგაყენა. რა გინდა მაგის ბიძაშვილის ქორწილში? მითუმეტეს ბათუმში. ამხელა მანძილი უნდა გაირო მის სანახავად?
-აუ, დედა! -დივანს ზურგით მიეყრდნო.-დაიბნეულია და დადებილებულია, შენც ხომ იცი, როგორი ადამიანია ნიკოლოზი. ეცოდება ის ქალი! მინდა დავარწმუნო, რომ საკუთარი თავის მსხვერპლის გაღება არ ღირს, ზუსტად ვიცი, ძალიან უნდა ჩემი ნახვა. შენ ხომ არ გინახავს რა თვალებით მიყურებდა, რომ გამოვექეცი. ვუყვარვარ, მაგრამ ახლა ვერ ხვდება მაგას, ხოდა შევაგნებინებ და დავიბრუნებ!
-რამდენი ხანი გავიდა რაც დაშორდით, თეო?
-ნახევარ წელზე მეტია...-მოიწყინა
-და რამდენჯერ შეგეხმიანა მაგის მერე?
-არ იცი, რომ არ შემხმიანებია?-გაღიზიანდა
-ხოდა ეგ რას ნიშნავს? იმას რომ არც უყვარხარ და არც ენატრები. ვისაც უყვარხარ ის ვერ გაძლებს ამდენი ხანი უშენოდ!
-ეგრე მეც არ შევეხმიანე და ანუ არ მიყვარს?
-არა, არ გიყვარს უკვე აკვიატებად გაქვს!
-საერთოდ აღარ მინდა შენთან ლაპარაკი მაგ თემაზე, იმასაც თუ ვერ ხვდები მე რომ ნიკოლოზი მიყვარს რა უნდა გითხრა? იცი, რომ გულს მტკენს ამ სიტყვებით?-წიკვინებდა, ფეხზე ადგა და თავის ოთახში გავიდა
-არ გაბედო და არ წახვიდე!
-მაგასაც ვნახავთ თუ არ წავალ!-გამოსძახა და კარები მიიჯახუნა
ვისაც რა უნდა ეთქვა, თეოსთვის უკვე სულერთი იყო. გადაწყვეტილება მტკიცედ ჰქონდა მიღებული და არავითარ შემთვევაში არ შეცვლიდა, სულ რომ მოეკლათ ბათუმში მაინც წავიდოდა. მთელს თბილისში ყველაზე ლამაზ და გამომწვევ კაბას იყიდდა, გამოიპრანჭებოდა და იმ ქორწილში ყოფილ საქმროს გონს მოიყვანდა. მით უკეთესი თუ ის ქალი იქ იქნება, შეგვადაროს და უფრო კარგად დანახავს რომელიც ჯობსო, იფიქრა, მაგრამ ამის გონებაში გავლებაზეც კი, საშინელი შიში იპყრობდა. მასთან ერთად თუ ნახავდა, ალბათ, მოკვდებოდა. რამდენჯერ ქუჩაში გოგოსთან ერთად მოსეირნე უცხო ბიჭი ნიკოლოზისთვის მიუმსგავსებია და პანიკაში ჩავარდნილა იმის მგაცნობიერებამდე, რომ შეეშალა. ახლა კი, პირისპირ უნდა ენახა მასთან ხელჩაკიდებული, როგორ უღიმის, როგორ ელაპარაკება... პულსის ცემა გაუხშირდა... ამ მსხვერპლეზეც წავიდოდა, ყველაფერს აიტანდა. მისი სიყვარული ახლა გადარჩენას საჭიროებდა. შუა გზაზე ვერ მიატოვებდა. მიხვდა საშინლად ენატრებოდა, მართლაც, ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკრავს თვალი მისთვის. ყოველდღე ათვალიერებდა მის ფოტოებს, სოციალურ ქსელში მის ყველა აქტივობას უთვალთვალებდა. საბედნიეროდ იქ, იმ ქალის არსებობაც კი არ ჩანდა. ეს კიდევ ერთხელ არწმუნებდა, რომ მას გულის სიღრმეში სცხვენოდა ამ ურთიერთობის. სახე გაებადრა, ბედნიერებისგან ანათებდა. ისევ საწოლში ჩახტა, გაღიმებულს ჩაეძინა.
ლილიმ სასტიკი უარი განუცხადა ნიკოლოზს მამამისის ბიძაშვილის შვილის ქორწილში გაყოლაზე. შენი ოჯახის წევრები გაღიზიანდებიან და არ მინდა ვინმესთვის ამ დღის ჩაშხამებაო. ჯობს მარტო წახვიდე და გაერთო, მე ჩემს საქმეებს მივხედავო, ისე უთხრა, ბიჭი მიხვდა, არანაირ ხვეწნა-მუდარას აზრი არ ჰქონდა. თვითონაც არ წავიდოდა მაგრამ, ირაკლიმ ის მეჯვარედ დიდი ხნის წინ აირჩია და ახლა უარის თქმა უზრდელობა იქნებოდა. მარჯვენა ხელზე მოტეხილი თითები ჯერ კიდევ აწუხებდა და საჭესთან ჯდომა უჭირდა, ამიტომაც ბათუმში დედ-მამასთან და უმცროს დასთან ერთად წავიდა, მამის მანქანით, რომელმაც თვითონვე შესთავაზა ჩვენ წაგიყვანთო. იმ დღეს ქუჩაში გათიშული რომ იპოვეს და საავადმყოფოში მიიყვანეს, სწორედ დათოს უთხრეს შვილის ასეთი მდგომარეობის შესახებ, რომელმაც საშინლად ინანა თავისი საქციელი. მართალია, სიტყვიერად ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ აშკარად აგრძნობინებდა ამას და აღარც უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბსა და გინებას. თითქოს საკამათო თემა სამუდამოდ დაიხურა მათ სახლში და ყველა სამარისებურ სიჩუმეს ინარჩუნებდა. მათთან ერთად ლაპარაკი არ უნდოდა ამიტომაც ლილის მესიჯებს სწერდა და მთელი გზა ტელეფონის ეკრანს უღიმოდა, კატო კი დრო და დრო თითს უქნევდა, შე გაიძვერაო. ბავშობა გაახსენდა, როგორ მიდიდიოდნენ მთელი ოჯახი ერთად ზღვაზე, მაშინ ალექსიც მათთან ერთად იყო, რომელიც იმ ინციდენტის შემდეგ აღარ უნახავს.

თეომ კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, ძალიან მოეწონა თავისი ხვეული თმა, წითელი ტუჩსაცხი, ჩახატული თვალები და მოტკეცილი მუქი კრემისფერი მოკლე კაბა, რომელიც მკერდზე ღრმად ჰქონდა ამოჭრილი. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები უფრო მაღალსა და გამხდარს აჩენდა. კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი ანარეკლი და გაეღიმა. აუცილებლად მოვეწონებიო. დილიდან კარგ ხასიათზე იყო, მარიამმა უთხრა ნიკოლოზის შეყვარებული არ იქნება ქორწილშიო. ძალიან გაუხარდა, ხომ ვამბობდი ეუხერხულება ხალხში მისი გამოჩენაო. მთელი არსებით გრძნობდა, ეს დღე მათ ცხოვრებაში დიდ გარდატეხას მოახდენდა. ჯვრისწერასა და ფოტოსესიაზე არ წასულა, პირდაპირ რესტორანში მივიდა, ცოტათი დაგვიანებული, რომ მისი გამოჩენა უფრო ეფექტური ყოფილიყო. კიბეებზე ასვლისას გული აუჩქარდა, სახელურს ჩეჭიდა. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა, ღრმად სუნთქავდა და სახეზე მოდებულ ალმურს გრძნობდა. ვერავინ ვერაფერს მიხვდებაო, დაიმშვიდა თავი და დარბაზში ამაყად შეაბიჯა. მაშინვე ნიკოლოზი დაინახა, სიგარეტს ეწეოდა და გვერდით მჯდომ ირაკლის ელაპარაკებოდა, იცინოდნენ. როგორ ენატრებოდა მისი ხმა, მისი სიცილი, მასთან საუბარი. მერე რამდენი დაუგროვდა სათქმელი... იმ სუფრასთან დაჯდა, სადაც სიძე-პატარძლის მეგობრები ისხდნენ, მათ უმრავლესობას იცნობდა. საქორწილო, ყვავილებითა და სანთლებით გაფორმებულ, ულამაზეს მაგიდასთან მისმა ნახვამ საშინელი ტკივილი მოჰგავრა. ასე ხომ, თვითონ უნდა ყოფილიყვნენ. სიხარულისგან გაბრწყინებული, იმ ულამაზესი და ფრიალა საპატარძლო კაბით... წარმოიდგინა როგორ ისხდებოდნენ ერთად. სულ ცოტაც და მისი ამდენი წლის ოცნება ხდებოდა, მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. რამდენი ღამე გაუთენებია ამ დღის დაგეგმვაში, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბიჭს არც კი უყვარდა... რა ახლოს იყო და დაკარგა. ცრემლები მოერია, ატირდებოდა, მასთან ძველი ნაცნობი იოანე რომ არ მისულიყო.
-თეკო, რა ლამაზი ხარ! როგორ გამიხარდა შენი ნახვა!-ჩაეხუტა და გადაკოცნა გოგო, რომელიც ცოტათი გაოცებული უყურებდა
-მადლობა, იო.
-რას შვრები, როგორ ხარ?-თვალებში შესციცინებდა ბიჭი-შენ აქ საიდან?
-კარგად ვარ. შენ? ვმეგობრობ ნეფე-დედოფალთან-მოიტყუა არ უნდოდა ახლა ამხელა დრამის ახსნა ამ არც ისე კარგად ნაცნობი ბიჭისთვის, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მას შემდეგ პირველად ხედავდა
-მართლა? მარიამი კი, ჩემი თანამშრომელია. გამიხარდა შენი ნახვა და შევხვდებით აქ არ ვართ ორივე?- აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ულამაზეს თეოს ათვალიერებდა.
ესღა მაკლიაო, გაიფიქრა და თავის ადგილს დაუბრუნდა. საქმროსკენ გაიხედა თუ დამინახაო, რომელიც მისკენ არც კი იყურებოდა. კარგი იქნებოდა ცოტას თუ იეჭვიანებსო, გვიან მიხვდა და მიზნად დაისახა თუ გეგმა №1 არ იმუშავებს, მაშინ გავაბრაზებ და ამაში იოანეს გამოვიყენებო. მისკენ გაიხედა და გაუღიმა. ცოტა ხანში ახლად დაქორწინებულულებისკენ წავიდა მისალოცად. კისკისით მივიდა მათთან, მარიამს უთხრა ძალიან გიხდება კაბაო, ლამაზი პატარძალი ხარო. ბოლოს ნიკოლოზთან მივიდა, რომელიც ვიღაცას მესიჯს სწერდა. თეოს დანახვაზე გამოიხედა და გაუღიმა, ფეხზე წამოდგა.
-როგორ ხარ, თეკო?- ლოყა-ლოყაზე მიადო
-კარგად ვარ ძალიან. შენ როგორ ხარ?-მუხლები ეკვეთებოდა, წაქცევამდე ძალიან ცოტა ჰქონდა დარჩენილი
-მეც კარგად!
-უიმე, ხელზე რა გჭირს?-ახლა შენიშნა თაბაშირი
-არაფერი, მოვიტეხე. წავიქეცი.
სხვა ვერაფერი მოიფიქრა, სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. ბიჭს ხელიდან ერთი წამითაც არ გაუშვია ტელეფონი. მიხვდა, მისია რთულად შესასრულებელი იყო. მაგრამ მის გამო არანაირი დაბროკოლებას არ შეუშინდებოდა. გამომწვევი მოძრაობით გაიარა დარბაზი, იმაში დარწმუნებულმა რომ ნიკოლოზი თვალს გააყოლებდა. სკამზე დაჯდომისას უკან მიიხედა, ისევ ეკრანს უღიმოდა. გული შეეკუმშა, არაფერი შეიმჩნია და ერთი მოსმით გამოცალა თეთრი ნახევარად-მშრალი ღვინიანი ჭიქა. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე და ბოლოს ვეღარც ითვლიდა იმდენი. ხალხი წამოიშალა, ცეკვა დაიწყეს, მაგიდასთან მარტო დარჩენილი ზეთისხილს ჭამდა, მკლავში იოანეს ხელი იგრძნო. აბა ახლა, დროზე ადექი და გამომყევიო, კურკა თეფშზე დააგდო და კუნტრუშით გაეკიდა ბიჭს მოედნისკენ. ღვინომ და ემოციებმა საშინლად დაათრო, ყველაფერი დატრიალდა. მთავარი გამოწვევა ახლა იწყებოდა, ვერაფრით დანებდებოდა. ბოლო ძალები მოიკრიბა და ცეკვა დაიწყო. ძალიან მიმზიდველი და სექსუალური მოძრაობებით იწონებდა თავს. წამდაუწუმ ამოწმებდა თუ მიყურებსო, მაგრამ ამაოდ. ირაკლიმ ცოლი მათი პირველი ცეკვის შესასრულებლად გაიწვია. პიტერ გაბრიელის The book of love-ის ჰანგებით აივსო დარბაზი. ეს ულამაზესი და რომანტიკული სიმღერა მომნუსხველ გარემოს ქმნიდა. გოგოს აწყლიანებული თვალები ბედნიერებისგან უნათებდა, ქმართან მიხუტებული, ალბათ, ფიქრობდა, რომ ქვეყნად ყველაფერი ღირდა ამ წამად... მათი შემხედვაზე თეო კი, აცნობიერებდა რომ ვერასდროს დათმობდა თავის სიყვარულს. აუცილებლად აპატიებდა და ისევ ერთად იქნებოდნენ. იოანემ გამოაფხიზლა, ჰაერზე გავიდეთ და მოვწიოთო. ცოტა ხნის წინ შენიშნა ისიც ქვევით ჩავიდა, აუცილებლად გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას, იქნებ გამოლაპარაკებიდა კიდეც. ნიკოლოზი ფანჯარასთან დივანზე იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ამის დანახვაზე ხელოვნურად აკისკისდა და გვერდით მდგომ ბიჭს მიეკრა, გარეთ გავიდნენ.
-როდის აპირებ შენ წასვლას?-ჰკითხა იოანემ და სიაგრეტზე მოუკიდა
-ხვალ დილით. შენ?
-მე, ალბათ, ამაღამ ხვალ დილით სამსახურში უნდა ვიყო.- გოგოს თვალს ვერ აშორებდა, რომელიც წყნარად ეწეოდა-სად რჩები?
-სასტუმროში აქვე.
-თეკო, ძალიან ლამაზი რომ ხარ უკვე გითხარი ხომ?
-კი, მითხარი და მადლობა!
-თბილისში დაგირეკავ და ვნახოთ ხოლმე ერთმანეთი რა- შეეხვეწა ბიჭი
-კარგი-გაუღიმა, ამ დროს იოანე მისკენ დაიხარა და ტუჩებში აკოცა, ნიკოლოზისკენ გაიხედა იქნებ ახლა მაინც მხედავსო, ის მართლაც, მათკენ იყურებოდა, მაგრამ საუბარს აგრძელებდა. თვალები დახუჭა და მიეხუტა, მანაც ხელები წელზე შემოხვია. მის გარდა არასდროს არავისთვის უკოცნია. არც კი შეხებია, ის იყო მისთვის პირველი და ერთადერთი. ახლაც ამას ფიქრობდა, გული აუჩუყდა, თავი გაითავისუფლა და ცრემლები წასკდა. ბიჭი დაიბრა, რა მოხდა, რამე გაწყენინეო, ამშვიდებდა ატირებულს. ფეხის ნაბიჯების ხმამ გონს მოიყვანა
-აქ რა ხდება?-ჩაესმა ნაცნობი ხმა, სული მოითქვა, იქნებ ეს მსხვერპლი ღირდაო. მის წინ მდგომ ყოფილ საქმროს ახედა, დაწითლებული თვალებით
-არაფერი, ჩვენ მოვგვარდებით-უხეშად მოუჭრა იოანემ
-თეო- გოგოს მიმართა-წამოხვალ ზემოთ?
თავი დაუქნია და უხმოდ გაჰყვა. გაშეშებული იოანე ვერაფრით ხვდებოდა რა ხდებოდა. გეკიდა და გოგოს მკლავში ჩაავლო, უკან მოახედა. ნიკოლოზმა ხელი გააშვებინა. "არ შეეხოო" შეუღრინა და კიბეებს თეოსთან ერთად აუყვა. ჩაბნელებულ დარბაზში უკვე დიჯეი უკრავდა, ახალგაზრდები ერთობოდნენ, ხოლო უფროსების უმეტესი ნაწილი დაშლილიყო. ცარიელ მაგიდასთან შესასვლელშივე დასვა აქვითინებული გოგო და წყალი დაუსხა. დამშვიდდი, მოსვიო. თეომ როგორც იქნა სული მოითქვა.
-რა მოხდა გაწყენინა რამე?-ჰკითხა ბოლოს და თავისი პიჯაკი მოაფარა
-არა, ნიკ, არა. ჩემი ბრალია ყველაფერი. მაპატიე, გეხვეწები-ისევ კანკალებდა
-რა უნდა გაპატიო რაა შენი ბრალი? ამიხსენი-მის მოპირდაპირე მხარეს სკამზე იჯდა, თვალებში უყურებდა
-შენ რომ დაგკარგე-ისევ აუწყლიანდა თვალები, ხელები მუხლებზე დაადო, მიუახლოვდა-მიყვარხარ, ნიკ, არ შემიძლია უშენოდ. ეს სპექტაკლიც შენს გასამწარებლად დავდგი
-რას ლაპარაკობ ხვდები მაინც?-გაბრაზდა ნიკოლოზი და ალკოჰოლის მკვეთრი სუნი იგრძნო
-მე ვიცი, რომ შენც გიყვარვარ-ქვედა ტუჩი უთრთოდა-იმიტომ მოხვედი წეღან იქ
-არა, თეო, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და არ დავუშვებ ვინმემ გული გატკინოს, მაგრამ არ მიყვარხარ. ხომ ვილაპარაკეთ ამაზე? გთხოვ, ნუ ტირი, დაწყნარდი.
-და ის?-განაჩენის მოლოდინში გაიყუჩა
-მთვრალი ხარ, წაგიყვან აქედან, დაიძინე.
-არ მინდა. მითხარი ის გიყვარს?
-წამოდი-ფეხზე ააყენა და წელზე შემოხვია ხელი. ისიც დაემორჩილა, ლასლასით გაჰყვა. ირაკლის მანქანის გასაღები გამოართვა და იმ სასტუმრომდე მიიყვანა, სადაც გოგო დაბინავებულიყო. ძლივს მიიყვანა კარებამდე, უკვე გათიშულ მდგომარეობაში მყოფი. საწოლზე დაწვინა, გასვლას აპირებდა ისევ მისი ხმა შემოესმა. არ დამტოვო, ცუდად ვარო. სევდიანად ამოიხვნეშა და მასთან დაბრუნდა. კუთხეში ჩამოჯდა. რით გიშველო, თეკო, რით? სასოწარკვეთილი ხმით ეკითხებოდა, ფრთხილად გახადა ფეხსაცმელები და საბანი დააფარა, სულ გაფითრებულს. დიდი ხანი იჯდა მის თავთან ჩაბნელებულ ოთახში, მას კი ეძინა. დანაშაულის საშინელი გრძნობა გულს უჭამდა, იცოდა ამ საცოდავი გოგოს თავს, რაც ხდებოდა მისი ბრალი იყო. ადრე სადღაც წაეკითხა, ყველაზე დიდი ბოროტებაა ადამიანს ის იმედი მისცე, რომელსაც გაუცრუებო. მათი შერიგების სცენა გაახსენდა. იქნებ ასე რომ არ მომხდარიყო ახლა ბევრად უკეთესად ყოფილიყო თეო, დაივიწყებდა და ცხოვრებას გააგრძელებდა მან კი, უკან დააბრუნა. სინდისი სტანჯავდა, მისი ქვითინი თვალებიდან არ ამოსდიდიოდა. ასე როგორ მოვექეციო, საკუთარ თავს ვერ პატიობდა. რამდენი საათის შემდეგ გამოფხიზლდა თეო. მაშინვე სკამზე მოკუნტული ნიკოლოზი შეამჩნია.
-გღვიძავს?-დაბალ ხმაზე დაუძახა
-კი-არ განძრეულა ისე უპასუხა
-მადლობა, რომ დარჩი
-არაფრის!
-მითხარი რომ გიყვარს, ნიკ, გთხოვ. მჭირდება ამის ცოდნა, შენგან უნდა მოვისმინო. გამათავისუფლე შენგან რა. ისე არ მჯერა- ბალშში თავჩარგული უხმოდ ტიროდა, სიბნელეში ვერც ნიკოლოზი ხედავდა თუ როგორ იმშრალებდა ცრემლებს. მხოლოდ მისი გაბზარული, სულის ტკივილით აღსავსე, ხმა ესმოდა-ჩემს თავს ვატყუებ, გესმის? ვატყუებ რომ გეცოდება და არ გიყვარს, თავს ვირწმუნებ და ვიიმედებ დავიბრუნებ და შევაგნებინებ, რომ ის კი არა, მე ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ ეს ხომ ასე არაა? დამეხმარე, გემუდარები, ჩვენი სიყვარულის ხათრით მიშველე, ნიკ...
-კი, თეკო, მიყვარს. დედას გეფიცები, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს!-თქვა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, მასთან მივიდა და სველი თმა სახიდან გადაუწია, შუბლზე აკოცა და მისგან წავიდა -ბედნიერი იყავი რა.
-შენც!-ჩაიჩურჩულა, როდესაც კარის გახურვის ხმა გაიგო და ჩაბნელებულ ოთახში სრულიად მარტო დარჩა.
***
მეორე დღეს თბილისში უნდა წამოსულიყო ნიკოლოზის ოჯახი, მაგრამ თინას დაჟინებული მოთხოვნით ყველანი დათოს მშობლების სანახავად წავიდნენ იმერეთში. დედისა და ბებიის წყენინება არ უნდოდა, ამიტომაც თვითონაც გაყვა, მიუხედავად იმისა რომ გული უკან, სახლში, მიუწევდა და ლილი საშინლად ენატრებოდა. დილით ადრე გავიდნენ, ღამე თეთრად ჰქონდა გათენებული და მთელი გზა თვალები ეხუჭებოდა. ალექსის შვილებიც მათთან ერთად იყვნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ საყვარელ ბიძას, ეთამაშებოდნენ და თავზე ახტებოდნენ. მათი მამა კი, ქორწილში ცივად მიესალმა არაფერი უთქვამს. თამუნას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში, არა უშავსო არც ჩემი ქმარი იყო უდანაშაულოო, დაამშვიდა იმან.
-ნიკუშ, შენი შეყვარებული სადაა?- მგზავრობისას მოულოდნელად იკითხა სალომემ. დათოსა და თინას სახეები შეეცვალათ, სამარისებური სუჩუმე გამეფთდა. არც ნიკოლოზს უნდოდა ისევ ამ თემის განხილვა
-თბილისშია-დაბალ ხმაზე უპასუხა და ფანჯრიდან გაიხედა
-რატომ არ წამოიყვანე?-ისევ აგრძელებდა ბავშვი
-არ ეცალა, მუშაობს
-თქვენი ქორწილი როდის უნდა იყოს?
-მე ისეთი კაბა უნდა ჩავიცვა გუშინ, დედოფალს რომ ეცვა-წამოიყვირა ტასომ
-ეგეთს როგორ ჩაიცვამ პატარძალი ხარ?-უმცროს დას მიუბრუნდა სალომე-ფუშფუშა და ლამაზი კაბა ლილიმ უნდა ჩაიცვას
-აუ, ნიკუშ, უთხარი, რომ მეც ეგეთი მინდა. გთხოვ და არ ეწყინება. კაი?-წუწუნებდა პატარა გოგო
-კაი, ვეტყვი- დაძაბულობისგან, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. არ იცოდა როგორ გადაეტანა სხვა რამეზე საუბარი. ყველა საშინელ ხასიათზე დადგა, მხოლოდ კატოს ეღიმებოდა და ძმას თანაგრძნობით სავსე თვალებით უყურებდა. ბოლოს მოიფიქრა და პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში, ლაპარაკი დაიწყო თავისი სკოლის დამთავრების ამბებსა და ბოლო ზარზე, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა ჰქონოდა. როგორც იქნა ამოისუნთქა და დას თვალი ჩაუკრა, მადლიერების ნიშნად.
ეზოში დახვდნენ სტუმრებს მოხუცი ცოლ-ქმარი. სიხარულით ბრწყინავდნენ, აღარ იცოდნენ რომელ მათგანს ჩახუტებოდნენ. თინას მადლობებს უხდიდნენ, შენ რომ არა ესენი არ ჩამოვდოდნენო. თამარა ბებომ თავისი ხელით გამოცხო ხაჭაპურები და მჭადი, ბედნიერებისგან მოზღვავებულ ენერგიას ფუსფუსში ხარჯავდა. უცებ გააწყვო იმერული სუფრა, რომელსაც სახლის სუფთა ღვინო ამშვენებდა. მალე მეზობლები და ნათესავები მოვიდნენ და იქაურობა ხალხით აივსო. ჟრიამულისა და სადღეგრძელოების ხმა ისმოდა. სულ სხვანაირად გრძნობდა თავს ნიკოლოზი. ეგონა ისევ ძველი დრო იყო და ზაფხულის არდადეგებზე ბებოსთან და ბაბუსთან რჩებოდა, გახალისდა, წინა ღამის უსიმოავნო მოგონებები ცოტა ხნით დაივიწყა. ეზოში გამოვიდა და ჰამაკში ჩაეშვა. მაისის თბილი სიო ჰქროდა, მზე ნელ-ნელა ჩადიოდა, ბალახებისა და გაზაფხულის, მისი ბავშვობის სუნი იდგა. რამდენჯერ ამძვრალა ამ ხეზე, რომლის ქვეშაც ახლა ასე სიმშვიდეს პოულობდა. რამდენჯერ წაქცეულა და გადაუტყავებია ფეხი, რამდენჯერ უჩხუბია უფროს ძმასთან და ერთმანეთი ტალახში უგორავებიათ. ათასი რამ გაახსენდა. იფიქრა ლილის მოვუყვები აქაურ ამბებსო და მასთან დარეკა, მან კი უთხრა რომ ცოტათი გაცივდა და დაძინებას აპირებდა. მოგვიანებით მე თვითონ შეგეხმიანებიო. მოუსვნებრობამ შეიპყრო, გული ეტკინა, როცა წარმოიდგინა ავადმყოფი და უპატრონოდ დატოვებული. ხალისი სულ გაუქრა. წავიდოდა, მაგრამ მამამისთან ერთად იყო ჩამოსული, მას კი, ვერ სთხოვდა მშობლები დატოვე და იმასთან წამიყვანე, ვინც გეზიზღებაო. საგონებელში ჩავარდა, იქეთ-აქეთ დადიოდა გამოსავალს ვერსად პოულობდა.
-აქ რას აკეთებ?- მოესმა უცებ ნიკო ბაბუს ხმა
-არაფერს, ბაბუ, ვეწევი და ვფიქრობ-კიბის საფეხურზე ჩამოჯდა
-მოწყენილი მეჩვენები, რამე ხომ არ მოხდა?
-ხო, რაღაცა ვერ ვარ ხასიათზე. გამივლის
-მამაშენი ხომ არ გაბრაზებს? მითხარი და ავახევ ყურებს მაგ ვირიშვილს-სიცილი დაიწყო ნიკომ
-არა, მე ვაბრაზებ ხომ იცი?-ნაღვლიანად გაიღიმა
-ვიცი, ბაბუ, ვიცი და მინდოდა შენთან ამაზე ლაპარაკი. ვინაა ასეთი ასე რომ შეგაყვარა თავი?
-კარგი გოგოა ბაბუ, ყველაზე კარგია, ვინც ოდესმე მინახავს
-რახან შეგიყვარდა ესე იგი ასეც იქნება. მჯერა მე შენი და ნუ უსმენ მაგათ.
-მადლობა
-იჩხუბეთ რამეზე თუ რას ჩამოგიყრია ყურები?
-არა, ავადაა და მეცოდება მარტო.- სევდიანად თქვა, მაგრამ უცებ გონება გაუნათდა, მიხვდა, როგორც იქნა იპოვა ვიღაც ვინც გაუგებდა და დაეხმარებოდა- შენი მანქანა მათხოვე და ხვალ თუ არა ზეგ უკან დაგიბრუნებ.
-კაცო, იმ ჯართით როგორ წახვალ ამხელა გზაზე?-გაოცება ვერ დამალა მოხუცმა-და ეს მოტეხილი ხელი. არა, ბაბუ ვერ ვიზამ მაგას.
-და მაგ ჯართით არ მასწავლე ტარება?-გამხიარულებული ფეხზე წამოხტა-მიდი მათხოვე და უკან რომ ჩამოვალ ჩემს გოგოსაც ჩამოგიყვან გაგაცნობ, ოღონდ თამარას შენ შეაპარე.
-გაგიჟდი, ბიჭო?-უარის თქმა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. ეს თავნება არსება, მისი საყვარელი და გამორჩეული შვილიშვილი იყო. შენს სახელს ვარქმევთო რომ უთხრეს, მთელი ღამე არ უძინია სიხარულისგან. პირველად ჩვილი ნახა, ცრემლები მოერია და კინაღამ იტირა, მისი პატარა ხელი აიღო ნაზად აკოცა, მანაც მთელი ძალით მოუჭირა თითზე, გული გაუთბა, ისე შეუყვარდა ეგონა გული გასუკდებოდა, ვერ გაუძლებდა ამდენს. მუდამ ცელქი და მოუსვენარი, ისე ართობდა მასთან თამაშისას თვითონაც ბავშვი ეგონა თავი. მისთვის ნიკოლოზით იწყებოდა და მთავრდებოდა ცხოვრება, რაც უნდა დაეშავებინა მისით ყოველთვის იამაყებდა. გამალებით იცავდა და მასზე აუგის თქმას არავის პატიობდა. თავი გაიქნია, მაგრამ გაეღიმა.- კარგი, წაიყვანე. ოღონდ ფრთხილად იყავი ბაბუ, არ დამღუპო!
-ყველაზე ჯიგარი ხარ, ნიკო, შენს თავს გეფიცები. მამაჩემი მგონი არაა შენი შვილი- ცუღლუტობის ხასიათზე მოვიდა ბიჭი.
ოთახში შეირბინა გასაღების ასაღებად, დედას ყურში ჩასჩურჩულა მივდივარ და დაგირეკავ გზიდან არ ინერვიულო ჩემზეო. ბებოს მოხუც გამხდარ ხელებზე აკოცა, მალე გნახავო და ძველისძველ, საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანაში ჩახტა. თბილისისკენ აიღო გეზი.

სიცხისა და სურდოსაგან დასუსტებული ლილი საწოლში იწვა. აკანკალებდა და ვერაფრით თბებოდა, ყელი ისე სტკიოდა, ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავდა. ირას მოატყუა კარგად ვარო და გამოსვლის უფლება არ მისცა, ბავშვებს გაუფრთხილდა. მთელი დღე გათიშულს ეძინა, ვერ ფხიზლდებოდა. ნიკოლოზის ზარები არ ჩერდებოდა, რამდენჯერმე გაუთიშა, მაგრამ იმდენჯერ დარეკა შეეშინდა რამე ხომ არ ხდებაო. ძლივს უპასუხა, ჩახლეჩილი ხმით
-როგორ ხარ, ლილ? სად იყავი?
-მეძინა.-ისე ახველებდა, ეგონა დაიხრჩობოდა
-ცუდად ხარ ისევ?
-არა, უკეთ ვარ. რას შვრები შენ?
-არაფერს, სოფელში ვარ და ხვალ ჩამოვალ. აუ როგორ მინდა შენთან ლილ, რა მაგრად ჩაგეხუტებოდი ახლა.
-რომ იცოდე რას ვგავარ, მაგას არ იტყოდი-გაეცინა
-გამორიცხულია, ხომ იცი?
-დაწითლებული ცხვირითა და თვალებით, ჩაფუთნული და შვიდასი საბნის ქვეშ, არც ისე კარგად გამოვიყურები, დამიჯერე
-საბნის ქვეშო, რომ თქვი იქამდე და შემდეგ არაფერი აღარ გამიგია-ახარხარდა
-რა დებილი ხარ, ხვდები? წავედი ახლა გავაგრძელებ ძილს და ჭკვიანად იყავი. გკოცნი
ტელეფონი გათიშა და ბედნიერებისგან გაეღიმა, უკვირდა როგორ შეეძლო მისი ნებისმიერ სიტუაციაში კარგ ხასიათზე დაყენება. ბალიშში ჩაეფხო და თვალები დახუჭა. ყველაფერი სტკიოდა. ადგომის თავიც არ ჰქონდა, ჩაი ან რამე წამალი დაელია იქნებ ეშველა. ხმაური გაიგო, ისე შეეშინდა, სულ დაავიწყდა ცუდად ყოფნა ფეხზე წამოხტა და გარეთ გავიდა. სადაც ნიკოლოზი უკვე კარებს კეტავდა.
-შენ აქ რა გინდა?-გაოცებული უყურებდა
-შენს მოსავლელად ჩამოვედი.-მისკენ წამოვიდა და ჩაეხუტა-მართლა რას გავხარ, გოგო! წამოდი უნდა გამოგაჯანმრთელო-გააჯავრა და ხელში აიყვანილი საძინებელში გაიყვანა, უკან საწოლში დააბრუნა.
-გაგიჟდი? რითი ჩამოხვედი?
-ბაბუაჩემის მანქანით
-მარტო?-იკივლა, როცა ბიჭი უკვე საბანს უკეცავდა, არ შეგცივდესო. ისეთი სერიოზული სახით აკეთებდა ამ ყველაფერს თითქოს მთელი ცხოვრება მედდად მუშაობდა და ეს მისი საქმე იყო.
-ხო, რა ვერ ჩამოვიდოდი?
-მერე ხელი?
-ხელს არაუშავს, მარცხენაც ხომ მაქვს- სიცილი დაიწყო, მწვანე ქაღალდის პარკიდან წამლების მთელი დასტა ამოალაგა- აბა, ახლა რა ვიღონოთ? ტემპერატურა რამდენი გვაქვს, ქალბატონო?- ექიმობამანას როლში შევიდა. შუბლზე აკოცა, სიცხისგან იწვოდა.
სამზარეულოში გავიდა, ჩაიდანი დაადგა. ჭიქა წყალი მიუტანა და აბები დაალევინა. მის გვერდით წამოწვა. უყურებდა ჩაძინებულ ლილის, რომელსაც ვერაფერმა ვერ უშველა და მისი თერმომეტრი ისევ 39-სა და რამდენი ხაზს აჩვენებდა. დაღონებული უყურებდა, როგორი ლამაზი იყო ამ თბილ პიჟამოში, დასიებული და გაწითლებული სახით. რამხელა სიხარული მოჰქონდა მის გვერდით ყოფნას, თუნდაც ასე, ჩუმად და უძრავად. მზად იყო მთელი ცხოვრება ესმინა მისი სუნთქავისთვის. მისი სიყვარული იმხელა ძალას მატებდა ეგონა შეუძლებელი არაფერი იყო. ამ სიმშვიდეს ვერასდროს ვერაფერი დაურღვევდა, რაც უნდა მომხდარიყო ის მის გვერდით იქნებოდა. ნელ-ნელა თვითონაც ეხუჭებოდა თვალები, თავი ბალიშზე დადო და ის-ის იყო საშინლად დაქანცული თვითონაც უნდა გათიშულიყო განწირულმა ყვირილმა გამოაფხიზლა. "არ წახვიდე, ლევან, გთხოვ არ წახვიდე" ბოდავდა გოგო.
კატეგორია: რომანი | დაამატა: mariammariam1
ნანახია: 1259 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
3o bb კარგი იყო ძალიან.ყოჩაღ როგორ არ მინდოდა თეოსთან რაიმე შეცდომის დაშვება.რაღაცატო ლილის ვუთანაგრძნობ.
avatar