ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი4)
15.09.2018, 16:45
ღვთაება ირლანდიიდან
ნაწილი 4
"იმედი"

1831 წელის 24 მაისი.კოლინ მაკნამარის ხალხმა,შეიპყრო ფილიპ ნელსონი. ხოლო ფილიპის ოჯახმა მოასწრო,გაყოლოდა მატარებელს,რომელიც მათ უსაფრთხო ადგილაზე გადაიყვანდა.
კოლინმა ფილიპს,სთხოვა ეთქვა თუ სად იმალებოდა კელი ედვარდი თავის ხალხთან ერთად.თუკი ფილიპე გასცემდა მათ ადგილ სამყოფელს, სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა და გაანთავისუფლებდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე დღისით გამთენიისას,კორკის ცენტრში, სხვა დანარჩენ ტყვეებთან ერთად სიკვდილით დასჯიდნენ.
ქალაქის ცენტრიდან არც თუ ისე შორს,მდებარეობდა კორკის საქალაქო პატარა ციხე.უწინ თითქმის ცარიელი შენობა,გაევსოთ უდანაშაულო ხალხით.საკნებიდან კვნესის და ტანჯვის ხმები გამოდიოდა.ირგვლივ ნესტის სუნი ტრიალებდა. ისეთი სინესტე იყო გარშემო,რომ კედლები ტიროდნენ.დიდიხნით ციხეში ცხოვრებას, პატიმრები სიკვდილს ამჯობინებდნენ, რადგან იმდენად მტანჯველი იყო ყოველი დღე ციხეში, უმძიმეს პირობებში ,რომ სწრაფ სიკვდილსაც კი ნატრობდნენ ხოლმე.
კოლინმა ფილიპეს ციხეზე გადაყვანა და ყურადღების მიქცევა,მის მარჯვენა ხელს,მეთიუ გალახერს დაავალა.სწორედ მეთიუ გახლდათ ის წითელ მუნდირიანი პიროვნება,რომელმაც შეიპყრო რკინიგზის სადგურზე ფილიპე.შეხედულად სასიამნო შესახედი,ორმოც წლამდე მამაკაცი , მაგრამ ძაღლივით ერთგული კოლინისა. ხო და სწორედ კოლინის ბრძანებით მიყავს მეთიუს დატყვეებული ფილიპე კორკი ციხეში. ციხის ეზოში შევიდნენ თუ არა,ჯარისკაცებს უბრძანა,რომ ერთი საკანი ცალკე გაენთავისუფლებინათ ფილიპესთვის.რათქმაუნდა მისი ბრძანება მაშინათვე შეასრულეს ჯარისკაცებმა და ერთ-ერთი საკნიდან სადაც რამოდენიმე პატიმარი ყავდათ,სხვა საკნებში გადაანაწილეს.სხვანაირად ცარიელა ადგილი არ მოიძებნებოდა ციხეში.ხელებ შეკრული ფილიპეს ამოსდო იღლიაში მკლავი მეთიუმ და თავად მიაცილა საკნამდე.
-მინდა,რომ ხელი არავინ შეგიშალოს ამაღამ,ფიქრში.შენს ოჯახზე იფიქრე, არა მგონაი,რომ გინდოდეს შენი ქალიშვილის ობლად დატოვება.-საკანში შეყვანამდე,რჩევა გაუზიარა მეთიუმ,შემდეგ ხელები შეუხსნა და გრძელ გისოსებიან,სველ,აყროლებულ საკანში შეაგდო.
ფილიპემ ხელის მაჯებზე შვება იგრძნო.კანი გადამძვრალიყო,მაჯებიდან უხეში ხელბორკილებისგან.მეთიუმ გისოსებიანი კარები გადაკეტა და კიდევ ერთხელ მიაძახა ფილიპეს,რომ კარგად დაფიქრებულიყო.ფილიპე კი შესცქეროდა მამაკაცს,რომელიც მის გადმობირებას ცდილობდა,მაგრამ ხმის ამოღებას არ აპირებდა.შეიძლება ითქვას,რომ მისი ფიქრები სადღაც შორს ოჯახის ირგვლივ ფრინავდა.შესცქეროდა მეთიუს,რომელიც მისთვის რჩევებს იძლეოდა,მაგრამ მას არაფერი ესმოდა,მხოლოდ ტუჩების მოძრაობას აკვირდებოდა და ფიქრობდა ქეითზე,მის ერთადერთ სიყვარულზე და ქალიშვილზე,ულამაზეს ანისეზე.
მეთიუმ,თვალებში ჩახედა ფილიპს და დაინახა,რომ იქ სიცარიელე იყო.მიხვდა, მას არავინ უსმენდა.შეწყვიტა თუ არა საუბარი.გადაკეტილი ბოქლომი ხელით შეამოწმა და დატოვა ციხის დერეფანი.ციხის დერეფნის გასასვლელში მდგომ დაცვას კი დაავალა,რომ მისთვის ყურადღება მიექციათ და თუ რაიმეს თქმას ისურვებდა,მაშინათვე ეუწყებინათ.
დაახლოებით ერთი საათი,გისოსებზე ხელებ ჩაკიდული იდგა ფილიპე და დერეფნის ბოლოს შესცქეროდა.როგორც ქანდაკება არ ექანებოდა.თითქოს გაყინულიყო,უიმედობას მიცემული,ფიქრების მორევში ჩაფლულიყო. უეცრად მისი საკნის სარკმელიდან,რომელიც ეზოს გადაჰყურებდა,მტრედი შემოფრინდა.თავიდან ფილიპემ ვერაფერი ვერ შენიშნა,სანამ მტრედმა ნისკარტით კედელზე ბაკუნი არ დაიწყო.ფილიპეც როგორც იქნა გამოფხიზლდა და სარკმელისკენ შემოტრიალდა სადაც მტრედი მჯდარიყო და კედელზე მცოცავ ტარაკნებსა თუ ჭიანჭველებს მიირთმევდა.ფილიპემ დაინახა,რომ მტრედს ფეხზე რაღაც მოყვითლო ფერის დახვეული ფურცელი ქონდა მიბმული.მაშინათვე,ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა .მტრედიც თამამად აგრძელებდა მწერების ჭამას.ნელი ნაბიჯებით, სიფრთხილით,ფილიპემ შეძლო ფრინველის ხელში აყვანა და ფეხზე მიბმული ფურცელი მოხსნა.შემდეგ მტრედი უკან სარკმელზე დასვა.თავად კი წერილის კითხვას შეუდგა.
-ბატონო ფილიპ გთხოვთ გამაგრდეთ.ხვალ დილით,როდესაც თქვენს გადაყვანას დააპირებენ შევეცდებით დაგიხსნათ.მინდა,რომ ენდოთ მეეტლეს,რომელიც თქვენს გადასაყვანათ მოვა დილიანად.გააკეთეთ ყველაფერი რასაც ის გეტყვით.თქვენი მეგობარი კელი ედვარდი.
ფილიპს წერილის წაკითხვაზე თვალები აენთო და აქეთ-იქეთ გაიხედა,ხომ არავინ იდგა ახლო მახლოს.სიფრთხილის მიზნით ფურცელი პირში იტაკა და გადაყლაპა.შემდეგ მტრედი ხელახლა ასწია და თავზე აკოცა-როგორც ჩანს ღმერთს არ მივუტოვებივარ-თავისთვის ჩაილაპარაკა,შემდეგ მტრედი სარკმელის გარეთ გასწია ხელებით,რომელიც მაშინათვე გაფრინდა.თავად კი მუხლებში მოიკეცა და ლოცვა დაიწყო.როგორც ადრე გითხარით,იგი მორწმუნე კათოლიკე გახლდათ.ლოცვის დროს დერეფნიდან ხმაური შემოესმა.
-იქ შეათრიეთ.გაიგოს თუ როგორი ციხე აუშენებია.ჰა ჰა ჰა ...-ზიზღით გაცინებული ადამიანის ხარხარის ხმა ისმოდა ირგვლივ.რამოდენიმე წამში კი დერეფნიდან გამოჩნდა ორი სამხედრო,რომლებიც საწყალ ნახევრად შიშველ,გაძვალტყავებულ მოხუცს მოათრევდნენ.ეტყობოდა,რომ სიარული თავად უკვე აღარ შეეძლო და წამოწევით,ფორთხიალით მიიტანეს, ფილიპეს საკანამდე.
-სტუმარი მოგიყვანეთ-ირონიული სიცილით მიაძახა ერთ-ერთმა სამხედრომ და თან საკანის,გისოსებიანი კარები გააღო.მეოერომ კი,რომელიც მოხუცებულს იჭერდა,ღია კარებში შეაგდო,თითქმის სულ დალეული, მამაკაცი.
ფილიპემ მაშინათვე,მამაკაცს თავი წამოუწია და ფეხებზე დაიყრდნო. შემდეგ,ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, იქვე მდგარ,თასში სადაც წყალი ესხა დაასველა და მამაკაცს ტუჩებზე დააწურა.რამოდენიმეჯერ გაიმეორა ერთი და იგივე რის შემდეგაც,როგორც იქნა მოხუცი გონს მოვიდა.იმდენად ნაწამები იყო,რომ ერთი ადგილი არ ექნებოდა,მთელი.ყველგან სილურჯე ეტყობოდა,თანაც ისეთი სუსტი იყო,რომ ფურცელივით ლანდი გასდიოდა. აშკარა იყო,კვებით რომ არ კვებავდნენ.შესცქეროდა ფილიპს,რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.უნდოდა მადლობა გადაეხადა,მაგრამ იმდენად სუსტად გრძნობდა თავს,რომ ვერ ახერხებდა ხმის ამოღებასაც, დაახლოებით ოცდაათი წუთი,წამოწოლილ მდგომარეობაში,თავ დაყრდნობილი ფილიპეს ფეხებზე ისვენებდა.რათქმაუნდა თუკი ცივი ქვის ფილებზე წოლას დასვენებას დავარქმევთ.შემდეგ,როგორც იქნა შეძლო,წამოწევა და ფილიპეს გვერდით ჩამოჯდა.ფილიპემ თავაზიანად შესთავაზა,რომ კიდევ წოლილიყო ცოტახნით.რაზეც უარი განაცხადა და მადლობა გადაუხადა.
-დიდა მადლობელი ვარ,რომ დამეხმარეთ გონზე მოსვლაში.მეგონა უკვე დავტოვებდი ამ ცოდვით სავსე სამყაროს.
-ასე ნუ ლაპარაკობთ.ყველაფერს თავისი დრო აქვს.როგორც ჩანს ჯერ თქვენი დრო არ მოსულა.-ფილიპე ცდილობდა დაემშვიდებინა და იმედი მიეცა მოხუცებულისთვის.
-კეთილი ადამიანი ბრძანდებით.საწყენია,რომ ეხლა ჩემს გვერდით ზიხართ.-მოხუცებულმა ხელით თასიდან წყალი ამოიღო და სახე დაისველა.შემდეგ კვლავ ფილიპეს გადახედა.-მე ედმუნდ ბოილი გახლავათ-გაიშვირა ხელი,ფილიპესკენ.
-ფილიპ ნელსონ-გაცნობის თანახმად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.-უკაცრავად,რომ გეკითხებით,მაგრამ საიდანღაც მეცნობით.-თავზე ხელი გადაისვა და რამოდენიმე წმში თავადვე უპასუხა თავის თავს-თქვენ ხომ კორკის გრაფი ბრძანდებით.
-უკვეე თვეებია რაც გრაფის წოდება ჩამომერთვა-ცოტათი გაეღიმა კიდეც მოხუცებულს.-როდესაც მდიდრულად ვცხოვრობდი ვერ ვხვდებოდი,თუ როგორ ვტკენდი ახლობლებს გულებს,ჩემი დაუნახაობით და ქედმაღლობით. შეიძლება ითქვას,რომ ღმერთმა დამსაჯა.-დაღონებული ხმით ამოილაპარაკა.
-არ მეგონა თუ გრაფებსაც დაერეოდნენ.-ფილიპე ფეხზე წამოდგა და სარკმელთან დადგა.
-გრაფებს გააჩნიათ.თუ კელი ედვარდის,თავისუფალი მოძრაობის, დაფინანსებაში და დახმარებაში გედება ბრალი,რა თქმა უნდა არ დაგინდობენ.-სიმწრით გაეცინა მოხუცს.
-გასაკვირია,ამ დგომარეობაში მხნეობას,რომ არ იტეხავთ.რაზე იცინიხართ?-ჩაეკითხა ფილიპე.
-ისე რა ბედის ირონიაა არა? როდესაც შენივე აშენებულ ციხეში გალპობენ.-ღიმილით შეეკითხა ედმუნდიც.
-ნამდვილად.ცხოვრება მოულოდნელი საჩუქრებითაა სავსე.არავინ იცის ვის როგორი საჩუქარი ამოუვა.-კვლავ ძველებურად განაგრძობდა სარკმელიდან, ნახევრად დაბნელებული ზეცის ყურებას.
-ბავშვები თუ გყავთ,ბატონო ფილიპ?-შეეკითხა ედმუნდი
-ერთი,ღვთაება მყავს,რომელიც უკვე დედამისთან და ბებიასთან ერთად,ჩემგან შორს უსაფრთხო ადგილას უნდა იყოს.-თვალები აუცრემლიანდა ანისეს გახსენებაზე.
-დარწმუნებული ვარ კვლავ შეძლებთ თქვენი ოჯახის ნახვას-მოხუცებულის, სიტყვებზე,შეწყვიტა სარკმელიდან ცქერა და კვლავ მის გვერდით ჩამოჯდა.-თქვენ თუ გყავთ ბატონო ედმუნდ შვილები?
-მყავდა ოდეზღაც,ასევე ულამაზესი ქალიშვილი.ეხლა კი მიწაში წევს.-ფილიპესავით,ცრემლები მოადგა ედმუნდის თვალებსაც.
-ძალიან ვწუხვარ.-ისედაც დაღონებული ფილიპე კიდევ უფრო,მოიღუშა.
-არაუშავს.-განაგრძო ედმუნდმა-რამდენჯერ მინატრია მოვმკვდარიყავი. ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ,გამუდმებით თავის მოკვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ თურმე რა ძნელი ყოფილა.ტყუილად ამბობენ ხოლმე,რომ თავს სუსტები იკლავენო.ძალიან ძნელი ყოფილა.-მოხუცებულმა ედმუნდმა თავი დახარა და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა.
-ვწუხვარ,არ ვიცი თქვენს ქალიშვილს რა შეემთხვა,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ ბევრი ტანჯვა გაქვთ გადატანილი.თქვენს თვალებში ვხედავ,რომ რაღაცა გულის სიღრმეში გახრჩობთ.როგორც მეგობარი გთხოვთ,რომ თავი ხელში აიყვანოთ.-ფილიპე ცდილობდა ედმუნდის დაწყნარებას
-ჩემთვის სიკვდილი თავისუფლების ტოლფასია.ხვალე გამთენიისას, წამათრევენ და სიკვდილით დამსჯიან.ამაზე არც ვფიქრობ.შეგუებულივა, მაგრამ თქვენისთანა კაცის დაღუპვა დიდი დანაკარგი იქნება.მართლაც რა უსამართლოა ეს ცხოვრება.
-ხვალ გაქცევას ვაპირებ.თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ.თუ კი ერთ ეტ₾ლში მოგვათავსებენ,აუცილებლად გავიქცევით.მთავარია არ დაგვაცალკევონ ეტლამდე.-გაამხნევა ფილიპემ.
-მართლაც,რომ კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით-კვლავ ცრემლებს იწმინდავს, ედმუნდი.-ჩემზე ნუ ინაღვლებთ,თანაც არც გადაადგილება შემიძლია წესივრად.აღარც სახლში მელოდება ვინმე.შენ კი მთელი ცხოვრება წინ გაქვს.ოჯახი გიცდის.ქალიშვილს გაუფრთხილდი.-გადიოდა წუთები და საათები.შეუსვენებლად საუბრობდნენ ერთმანეთში,ედმუნდი და ფილიპე. ედმუნდმა,ქალიშვილის დრამატული სიყვარულის ისტორიაც უამბო.უამბო თუ როგორ დაუშალა უბრალო გლეხთან ურთიერთობა,თუ როგორ დააშორა ისინი ერთმანეთს,როგორც დააჭერინა გლეხი ბიჭი და როგორ გააგზავნა ქალიშვილი მონასტერში,სადაც უიმედობას მიცემულმა ქალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ფილიპე კი იჯდა განაბული და უსმენდა მოხუცებულს,რომელსაც ცოდვების სინანულის გრძნობები ტანჯავდნენ.
ამასობაში,ისე მალე გაფრინდა დრო რომ ვერც კი შეამჩნიეს,როგორ დაღამდა.ირგვლივ ჩამობნელდა.მცველებმა დერეფნებში ლამფები აანთეს. ნაწამები და ნატანჯი ედმუნდი,როგორც იქნა დაიღალა საუბრით და გადაწყვიტა დაესვენა უკანასკნელად ცხოვრებაში.ფილიპეს ბოდიში მოუხადა და იქვე კუთხეში მოიღუჩა.ფილიპემ კოსტუმის ზედა გაიძრო და მოხუცებლს ტანზე გადააფარა.მართალია სრულიად არ გაათბობდა,მაგრამ სულ არაფერს ჯობდა,თანაც საწყალს,მხოლოდ დაგლეჯილი ქვედა ბოლო შემორჩენოდა ტანზე.
თავად ფილიპე კი,როგორც ჩანს არ აპირებდა დაძინებას,უფრო სწორედ ვერ ახერხებდა ძილს.იყურებოდა სარკმლისკენ და ელოდებოდა,დღის შუქის ნათებას,რომელიც მისთვის საბედისწერო გახდებოდა.ლოცულობდა,რომ ყველაფერი კელი ედვარდის ჩანაფიქრის,სასიკეთოდ დამთავრებულიყო. თავში უამრავი აზრი დატრიალებდა.უამრავმა გეგმამ გაუელვა.ფიქრობდა გამოეცნო თუ რა გეგმა ექნებოდა,ჩაფიქრებული კელის მის დასახსნელად. ფიქრებში და ვარაუდებში,გათენდა კიდეც.დერეფანში,ორ სამხედროსთან ერთად გამოჩნდა მეთიუ.მიუახლოვდა თუ არა საკანშ მაშინათვე შეეკითხა ფილპეს.
-ჰა რა გადაწყვიტე?აქედან სახლში წახვალ თუ სახრჩობელაზე გაგაქანოთ?
-სახრჩობელაზე-სერიოზული,ხმით და გამომეტყველებით,მიუგო ფილიპმა.
-ეხლავე გააღეთ და ეტლში ჩასვით,ესეც და ის აყროლებული გრაფიც-ჩაიროხროხა მეთიუმ.მის ხმაზე,წამებში დაფაცურდნენ მცველები და კარები გააღეს.საკეტის ხმაზე მოხუცებულ ედმუნდსაც გამოეღვიძა.უნდოდა ფეხზე წამომდგარიყო,მაგრამ იმდენად შეუძლოდ გრძნობდა თავს,რომ ვერ ახერხებდა წამოდგომას.ფილიპემ შენიშნა თუ არა,ეკვეთა ხელებში.ოდნავ წამოწია და მხარზე დაიყრდნო.
მცველებმა კარები გააღეს თუ არა,უბრძანეს დერეფანს გაყოლოდნენ,გასასვლელისკენ,ხოლო შემდეგ ეტლში ჩამსხდაიყვნენ. ფილიპემაც უსიტყვოდ,მათ ბრძანებაზე დაიძრა,თან მოხუცებულს მიათრევდა,უკან კი მეთიუ,ორ მცველთან ერთად მიჰყვებოდნენ.სულ მალე დერეფანს გასცდნენ და გასასვლელსაც მიადგნენ.გავიდნენ თუ არა გარეთ, ეტლისკენ დაიძრნენ,რომელიც ციხის ეზოში იდგა.ეტლთან მისულები შეჩერდნენ.მეთიუმ მეეტლეს შესძახა გაეხსნა ეტლის საკეტი.მეეტლეც ბრძანებაზე ჩამოხტა და კარები გახსნა.მცველებმა მაშინათვე მიეხმარნენ,ფილიპეს,რომელიც მარტო ვერ ახერხებდა მოხუცებულის ეტლში აყვანას და უხეშად წამოაწევინეს და შიგნით შეაგდეს,შემდეგ მცველები თავიანთ ცხნებს შემოახტნენ და ეტლის წინ დაცვად დადგნენ,ხოლო მეეტლემ კარების კლიტე გადაკეტა,მეთიუს თვალდასწრებით,რომელმაც შემდგომ თავად შეამოწმა, ჩაკეტილ იყო თუ არა.როგორც კი დარწმუნდა,რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით იყო უბრძანა მეეტლეს, კორკის ცენტრისკენ დაძრულიყო,ხოლო მცველებს უბრძანა,რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და მიეცილებინათ ბოლომდე, აუგუსტინეს მოედნამდე,სადაც სხვა დანარჩენებთან ერთად დასჯიდნენ სიკვდილით.სამხედროებიც ბრძანებას დაეთანხმენენ და ეტლთან ერთად ნელა დაიძრნენ.
-იმედია,იცი როგორ უნდა გაიქცე ამ რკინის ეტლიდან,თორემ მოედანზე კბილებამდე ასობით შეიარაღებული ბრიტანელები იდგებიან.-იკითხა ედმუნდმა.
-რაღა დაგიმალო და წარმოდგენაც არ მაქვს.მხოლოდ ერთი ვიცი,რომ მეეტლეს ნიშანს უნდა დაველოდო.ის კელი ედვარდის მეგობარია.-უპასუხა,ფილიპემ,რომელიც სულმოუთქმელად ელოდებოდა,მომენტს და შანს თავის დასახწევად.
სულ მალე ეტლი გასცდა კორკის ციხეს და შანდონის ცენტრალულ ქუჩაზე ამოყო თავი.იმისათვის,რომ აუგუსტინის მოედნამდე მისულიყვნენ საჭირო იყო შანდონის ქუჩის,გაყოლოდნენ ბოლომდე სადაც შეხვდებოდათ, ხიდი,რომელიც მდინარე ლიზე გადადის.ლი არის მდინარე,რომელიც ქალაქ კორკს,ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს.როგორც კი ხიდს გადავიდოდნენ,თავს ამოყოფდნენ ენ მეინის ქუჩაზე,რომელიც მათ,აუგუსტინის მოედნამდე მიიყვანდათ.
როგორც კი მდინარე ლის ხიდს მიადგნენ,მეეტლემ ცხენები გააჩერა და ეტლიდან ჩამოძვრა.ცხენზე ამხედრებული მცველები მაშინათვე მივარდნენ მასთნ.
-რატომ გავჩერდით?-კითხა,მცველმა,რომელიც ხშირად დასცინოდა ციხეში, ედმუნდს.
-როგორც ჩანს ეტლს,მარჯვენა წინა თვალი დაუზიანდა და თუ არ შევცვალეთ, გზაში მოგვიძვრება.-სრული სერიოზულობით უპასუხა მეეტლემ.
-დრო არ გვაქვს,გახსენი ეტლის კარები და უთხარი,რომ გადმოეთრიონ ეტლიდან.გზას ფეხით განაგრძობენ-მეეტლესაც სწორედ ეგ უნდოდა. ბრძანებაზე მაშინათვე მივარდა ეტლის კარებთან.გააღო თუ არა წამებში შარვლის ქამარში ჩამაგრებული,ორი დამბაჩა ამოიღო,რომლებსაც ზევიდან გადაცმული გრძელი კაპიშონის მოსასხამი უფარავდა.დამბაჩით,რომელიც მარჯვენა ხელში ეპყრო,მოულოდნელად მასთან ახლოს მგდგომ მცველს ესროლა,რომელიც უგონოდ დაეცა,ხოლო მეორე მცველი,რომელიც ეტლს წინიდან ედგა,ხმის გაგონებაზე, ჩამოხტა ცხენიდან და ეტლზე ჩაბმულ ცხენებს ამოეფა.მეეტლესთვის,რომელიც ეტლის უკან იდგა შეუძლებელი იყო,ცხენებს ამოფარებული მცველის მიზანში ამოღება.მანამ სანამ ცდილობდა, მიზანში ამოეღო, ფილიპეს გასაგონად დაიყვირა.
-როგორც კი ორი გასროლის ხმას გაიგებ,ეტლიდან გადახტი და ლოვერ ჯონის ჩიხისკენ გაიქეცით,იქ ცხენი გელოდება,შემდეგ შენ იცი სადაც უნდა წახვიდე.-ამასობაში მცველმა,რომელიც ასევე ცდილობდა მიზანში ამოეღო მეეტლე,გაისროლა,თავისი ერთადერთი ტყვია,რომელიც მეეტლეს მხარში ხვდება.მეეტლე,ტკივილისგან ხელიდან დამბაჩა უვარდება. მცველსაც თვალიდან არ გამოპარვია და ქარქაშიდან ხმალი იშიშვლა.მაშინ როდესაც უკვე მიახლოებული იყო მეეტლესთან,რომელიც ძირში დავარდნილი ცდილობდა დამბაჩას მიწვდომოდა,ეტლიდან ფილიპე გადმოხტება და მცველს ძლიერად მუშტს სახეში უთაქებს.დარტყმისგან გაოგნებული მცველი წაბორძიკდება,მაგრამ მალევე გამოფხიზლდება,გაცხარებული ეხლა უკვე ფილიპეს მიმართულებით გაიხედება და ხმალს მოუქნევს,რომელსაც წინ მოხუცი ედმუნდი გადაუდგება.ამასობაში მეეტლე ახერხებს,დამბაჩამდე მიფოფხვას,მცველის მიზანში ამოღებას და სასიკვდილო ჭრილობის მიყენებას.ფილიპემ უგონოდ დავარდნილ ედმუნდს გადმოაბრუნებს,რომელიც პირუკუღმა დავარდნილიყო მიწაზე.
-როგორც იქნა,ჩემს ქალიშვილს ვიხილავ-ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები,რის შემდეგაც სულს დალევს.ფილიპე წამიერად მიაშტერდება მოხუცს,რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა.შემდეგ ხელის,თითებით ღია თვალებს დაახუჭინებს და ფეხზე წამოდგება.მცველების ცხენები,სროლის ხმაზე დაფრთხვალიყვნენ.ფილიპს ისღა დარჩენოდა,ლოვერ ჯონის ჩიხამდე მიეხწია სადაც ცხენი ელოდებოდა.ძირს დავარდნილი მეეტლე წამოაყენა,მხარზე დაიყრდნო და ჩქარი ნაბიჯებით ჩიხისკენ გაემართნენ.
-ბრიტანელების კიდევ ერთი უფრო დიდი ჯგუფი მცველებისა,ენ მეინის ქუჩის ბოლოში გვიცდიდნენ.დარწმუნებული ვარ სროლის ხმა ნახევრად ცარიელ ქალაქში უკეთ ისმის.ალბათ უკვე აქეთ მოემართებიან უნდა ვიჩქაროთ.-ძლივს ამოილაპარაკა,მეეტლემ,რომელსაც მომენტებში ტკივილისგან ენა ებმეოდა.
-აი უკვე ცხენს ვხედავ ცოტაც გაუძელი.-შეყვირა ფილიპემ.მეეტლე კი მთელი ძალით ცდილობდა არ წაქცეულიყო.ეყრდნობოდა,ფილიპეს და თან ცდილობდა,ჩიხის ბოლოსკენ გაეხედა,მაგრამ თვალებს ბინდი გადაკროდა.მივიდნენ თუ არა ცხენამდე ფილიპემ მეეტლე წამოწია და ცხენზე შემოსვა,შემდეგ თავადაც შემოახტა.
-ეჰეე-ხმა მაღლა შემოჰყვირა ფილიპემ და ცხენმაც მაშინათვე სწრაფად გაქუსლა.-ცოტაც გაუძელი მეგობარო,სულ მალე სამშვიდობოს ვიქნებით.-ცდილობდა მეეტლესთან ესაუბრა,რათა გონება არ დაეკარგა და თან უკან იხედებოდა,იმის იმედით,რომ არავინ აედევნებოდათ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 346 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
ნუ დაიშურებთ კრიტიკას )) აზრები გამიზიარეთ cry
avatar
1 Spam
2
მომწონს ძალიან და გაგრძელებას ველოდები, უბრალოდ მინდა მოქმედებები ცოტა უფრო სწრაფად განვითარდეს <3
avatar
1 Spam
3
მეც მომწონს, ისტორიული რომანია, მაგრამ ციტა გაწელილია მოქმედებები, ჩემი აზრით.
ველოდები გაგრძელებას hands
avatar
1 Spam
4
ძალიიან მაგარი იყო ველოდები ახალ თავს
წარმატებები შენ :*
avatar