ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი5)
03.11.2018, 00:30
ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი4)
შინ დაბრუნება

მამა არტური იდგა მონასტრის,ეზოში შესასვლელ ბილიკზე და სულმოუთქმელად ელოდებოდა ფილიპეს გამოჩენას.ერთი სული ქონდა,ეხილა მისი აღზრდილი, ვაჟკაცი.სხეული უცახცახებდა,ხოლო სუნთქვა უფრო გახშირებოდა.გულის ცემაც ყურებში ბარაბნებზე დაკრული საბრძოლო მელოდიასავით ჩაესმოდა,მანამ სანამ,ბილიკის ბოლოში ჰორიზონტზე არ გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული ფილიპე.მის დანახვაზე, მამა არტურმა შეყვირა სხვა ბერების გასაგონად,გაეხსნათ ჭიშკარი. რამოდენიმე წუთში,როგორც იქნა ფილიპემ მიახწია მონასტრამდე.ეზოში შესვლის თანავე ჩამოხტა ცხენიდან და დაიწყო ყვირილი.
-დამეხმარეთ,მეეტლე დაჭრილია.-წამებში მონასტრის,ეზოში მდგარი შენობიდან გამოცვივდებიან შავ ანაფორებში ჩაცმული ბერები და მეეტლეს ცხენიდან ჩამოიყვანენ,შემდეგ კი სატრაპეზო შენობაში გააქანებენ სადაც,ჭრილობის დამუშავებას და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, იბრძვიან.
ძალ-ღონე გამოცლილი ფილიპე რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმას მოახერხებს და იქვე ჩაიკეცება.ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონზე, თავს გადამხდარი უბედურების შემდეგ.უეცრად იღლიაში ხელს მამა არტური გაუყრის და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარება.ფილიპეს მისი ამღზრდელის დანახვაზე თვალებიდან ცრემლები წასწყდება და ერთმანეთს გულში ჩაიკრავენ.მოხუცებული მამა არტურის,თვალებსაც მოსწოლოდა სევდა,მონატრებით გამოწვეული. ისე ძლიერად და თბილად ჩახუტებოდნენ ერთმანეთს,რომ ირგვლივ ეზოში შეკრებილი,სხვა ბერებსაც თვალები ამღვრეოდათ. თითქოს ისინი რაღაც ღვთიური სასწაულის მოწმენი გამხდარიყვნენ.
-ნეტავ იცოდე,როგორ გამიხარდა შენი ნახვა-მამა არტურმა როგორც იქნა შეძლო ხმის ამოღება.
-მეც მიხარი,შენი ნახვა მამა.-აკანკალებული ხმით გამოეხმაურა ფილიპეც.რის შემდეგაც ეზოს შუა გულში მდგომი მუხის ხის წინ ჩამოჯდნენ.-ოჯახი მყავს გადასარჩენი,ჩემი აყვანა რკინიგზის სადგურიდან შეძლეს,ალბად ჩემი ოჯახის მარშრუტის გაგებასაც მოახერხებდნენ.აუცილებლად უნდა მოვძებნო ისინი.-შეშინებული ხმით მიმართა არტურს.
-ნუ გეშინი შვილო.პაუერ ხიგინსმა გვითხრა თუ საით გააგზავნე შენი ოჯახი და უკვე ყველაფერი კარგად არის.კელი ედვარდი თავის მეამბოხეებთან ერთად გაეშურა ორი დღის წინ გოლუეში შენი ოჯახის დასახვედრად.მათ საფრთხე არ ემუქრებათ.ალბად მალე უკვე ვუდლონდში იქნებიან.შენც მალე იხილავ შენს ულამაზეს ანისესაც.
-ოხ ეგ პაუერი,მისი ნდობა არ შეიძლება.სწორედ მან უთხრა კოლინის მონებს თუ ვინც ვიყავი.-გაბრაზებულმა ფილიპემ შესჩივლა.
-შენს თავზე ბატონობის უფლებას ნუ მისცემ სიბრაზეს.მას სვა გზა არ ქონდა თანაც,შენთვის განზრახ ბოროტების ჩადენა,რომ სდომებოდა, შენს ოჯახთან ერთად კორკის ციხეში იჯდებოდი.-შეეცადა დაეწყნარებინა ფილიპე.ამასობაში სანამ ფილიპე და არტური საუბრობდნენ ერთმანეთში, სატრაპეზოდან გამოდის სისხლში ამოთხვრილი მამაო,რომელიც მეეტლეს გადასარჩენად იბრძოდა.-მამა არტურ,ყველაფერი გავაკეთე მისი სიცოცხლის შესანარჩნებლად.ეხლა ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ მისთვის.ყველაფერი მისი სხეულის სიძლიერეზეა დამოკიდებული.
-საწყალი მეეტლე,ჩემს გამო სიკვდილს ებრძვის-დაღონებული ხმით ჩაილაპარაკა ფილიპემ.
-თავს ნუ დაიტანჯავ.ყველაფერი კარგად იქნება.ხვალიდან დიდი გზის გავლა მოგიწევს.ეხლა სჯობს ვივახშმოთ და გამოიძინო. ძალები უნდა აღიდგინო.
1831 წლის 26 მაისის დილაც გათენდა.მზე მცხუნვარედ დანათებდა,კორკის მონასტერს სადაც ფილიპე იმყოფებოდა.მამა არტურმა დილიანად გაამზადა ორ ცხენზე შებმული ოთხ თვალა,რომელიც ღვინით იყო დატვირთული,ხოლო ფილიპეს საძინებელ ოთახში მსახური გააგზავნა გასაღვიძებლად და თანს ბერის სამოსელი გაატანა,რათა გამოეცვალა და დამსგავსებოდა ერთერთ მათგანს.ფილიპეს ისე ღრმად ჩასძინებოდა,რომ რამოდენიმე წუთი მოანდომა მსახურმა მის გაღვიძებას,მაგრამ როგორც იქნა გაიღვიძა და ბერის სამოსელიც მოირგო,შემდეგ კი მონასტრის ეზოში გამოვიდა სადაც მუხის ხის ჩრდილში ლამაზად გაშლილი,პატარა კოხტა სუფრა დაახვედრეს.
-არ ღირდა შეწუხება,მამა არტურ-მორიდებული ხმით,უთხრა ფილიპემ.
-დიდიხნის უნახავი შვილისთვის შეწუხება მუდამ,დიდი სიამოვნება იქნება ჩემთვის,თანაც არც ვწუხდები.მოდი ჩემს გვერდით დაჯექი.-ღიმილით უპასუხა მამა არტურმაც,რის შემდეგაც მაგიდას მიუსხდნენ,ლოცვა წაიკითხეს,გადაუხადეს ღმერთს მადლობა,ფილიპეს დახსნისთვის და დღევანდელი დღისთვის,რის შემდგომაც,საკვები მიირთვეს.
-შვილო ფილიპე,ცხენები და ეტლი მზად არის,შენი გამგზავრებისთვის. დროა შენს ოჯახს შეუერთდე.შენთან ერთად ჩემი,საუკეთესო მსახური წამოვა,მას მორისი ქვია.აქედან ქალაქ ლიმერკამდე ბრიტანელები აკონტროლებენ საზღვრებს.სწორედ ლიმერკამდე მისვლაში დაგეხმარება, მორისი.თუ კი გზად შესამოწმებლად,ბრიტანელები გაგაჩერებენ,ეტყვით,რომ ლიმერკის ქალაქში გრაფი კარლოსთვის გადაგაქვთ ფრანგული ღვინო.თან ამ საბუთს გაიყოლებთ და ეჭვიც არავის შეეპარება,თქვენში.-ხელი,რომლითაც გრაფი კარლოს,მიერ დამოწმებულ საბუთს იჭერდა, გაუწოდა ფილიპს,ფილიპემაც საბუთი გამოართვა და ტყავის ხელჩანთაში ჩაიდო.
-მადლობა ყველაფრისთვის,მამა არტურ.თქვენი სიკეთე ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება.იმედი მაქვს,რომ კიდევ შევხვდებით.-გულში ერთმანეთი კვლავ ძლიერად ჩაიკრეს,რის შემდეგაც ფილიპე ეტლზე შემოჯდა მორისთთან ერთად და გზას გაუყვნენ ჩრდილოეთით.იმისათვის, რომ ქალაქ ლიმერკამდე მიეხწიათ საჭირო იყო ჩრდილოეთ მიმართულებით ევლოთ.მათ გზად მოუწევდათ ბლარნის,მალლოუს და ჩარლევილის მიწებზე მდებარე,ბრიტანელების მიერ,გაკეთებული საკონტროლო პუნქტების გავლა.სწორედ გრაფი კარლოს მიერ ხელმოწერილი საბუთი იყო,საშვი და იმედი ფილიპესთვის,ქალაქამდე მისახწევად.
მონასტრის დატოვებიდან სულ რაღაც სამ საათში ფილიპე და მორისი, ბლარნის საზღვარს მიუახლოვდნენ.მანამ სანამ სასაზღვრო პუნქტთან მივიდოდნენ,მორისმა ფილიპე დაარიგა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო,იმ შემთხვევაში,თუ კი ბრიტანელები შეკითხვების დასმას დაიუწყებდნენ. რამოდენიმე წუთში სასაზღვრო პუნქტთან ამოყეს თავი,სადაც გზაზე ბრიტანელების ჯარი იდგა და ამოწმებდა თითოეულ მგზავრს,რომელსაც რაიმე გადაჰქონდა ანდაც უბრალოდ მგზავრებს,რომლებიც ჩრდილოეთით მიემართებოდნენ.ისინი ჩხრიკავდნენ ეტლებს და მგზავრებს.ეძებდნენ, რაიმე ისეთ,რაც აჯანყებულების პროპაგანდას მიეკუთვნებოდა. მაგალითად:ჟურნალებს,რომელსაც კელი ედვარდის,მხარდამჭერი სტამბები ბეჭდავდნენ,ხალხის გამოსაფხიზლებლად და ასაბუნტებლად. ასევე დანაშაულად ითვლებოდა ირლანდიის დროშის ფლობაც. ბრიტანელები თვლიდნენ,რომ ირლანდია ინგლისის და ბრიტანეთის ნაწილი იყო და ითხოვდნენ,რომ მათ ჰქონოდათ,გაერთიანებული დიდი ბრიტანეთის,დროშები.
-შეჩერდით და ეტლიდან ჩამოდით-დაიყვირა ერთ-ერთმა წითელ მუნდირიანმა,რომელიც ფილიპეს ეტლს წინ გადაუდგა.მორისმაც,მაშინავე ცხენები შეაჩერა და ეტლიდან ჩამოხტნენ.
-მე მორისი გახლავართ,ეს კი მარტინ ბეილონი გახლავთ.ჩვენ ქალაქ კორკის მონასტრის მსახურები ვართ.
-ესეიგი მყრალი კათოლიკეები ყოფილხართ-ზიზღით ჩაილაპარაკა ბრიტანელმა მესაზღვრემ,რომელიც ეტლს მისშტერებოდა.-ამ ოთხთვალათი რა გადაგაქვთ?
-ეს ფრანგული,ღვინოა1801 წელს აღებული მოსავლიდან.გრაფ კარლოსთვის მიგვაქვს ქალაქ ლიმერიკში.-უპასუხა მორისმა და ტყავის ხელჩანთიდან ამოიღო საბუთი.მესაზღვრემ,გულდასმით წაიკითხა საბუთი და მიხვდა,რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში იყო ჩასმული,თან დანარჩენ სამხედროებს უბრძანა გაეჩხრიკათ ოთხთვალა.გულისყურით ჩხრეკდნენ სამხედროები,მაგრამ სავსე ბოცების და ნაჭერში გახვეული საგზლის მეტი ვერაფერი იპოვნეს.ცოტა არ იყოს და ბრიტანელი მესაზღვრის სახეს სიბრაზე გადაჰკროდა.აშკარა იყო,რომ იმედი გაუცრულდა.ეტყობოდა,რომ არც თუ ისე ეხატებოდა კათოლიკეები გულზე.
-როგორც ჩანს ყველაფერი წესრიგში გაქვთ-და საბუთი უკან მორისს დაუბრუნა.
-რათქმაუნდა ჩემო ბატონო.ჩვენ ბრიტანეთის მეფის ერთგულნი გახლავართ-თავის დახრით,სრული სერიოზული გამომეტყველებით თქვა მორისმა.
-და შენი მეგობარი,ისიც ერთგულია მეფისა? ხმას რატომ არ იღებს საერთოდ?
-ისიც ერთგულია ბრიტანეთის,უბრალოდ დუმილის ფიცი აქვს დადებული ღმერთთან.
-მართლა?-ეშმაკური ღიმილით იკითხა მესაზღვრემ.ფილიპს მზერა გაუსწორა და ახლოს მიუახლოვდა.-შენი მეგობარი მართალს ამბობს?მართალია,რომ ფიცი გაქვს დადებული?-შეეკითხა ფილიპს, რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-თუკი ასეა იცოდე,რომ დედაშენი ძუკნაა,ჩვენ კი ბრიტანელებს გვიყვარს ირლანდიელი ძუკნა ქალები.-ზიზღით მიუგო მესაზღვრემ ფილპს.ფილიპს წარბები შეეკრა,ფიქრობდა გასწორებოდა,საზიზღარ ბრიტანელს, მაგრამ გაახსენდა ოჯახი,რომელიც მას უცდიდა ვუდლონში და შეძლო თავი შეეკავებინა. თავშეკავებულობით,განრისხებულმა მესაზღვრემ მუცელში ძლიერად დაარტყა ფილიპეს და დაიყვირა-თქვენი აყროლებული სახე არ დავინახო.დღეს შეგიძლიათ გზა განაგრძოთ.-ტკივილისგან ჩაკეცილი ფილიპე წამოაყენა მორისმა და მიეხმარა ოთხთვალაზე შესაჯდომად. შესხდნენ თუ არა მაშინათვე გზა განაგრძეს ჩრდილოეთ მიმართულებით.
-ეს ეშმაკის ნაშიერები.არ მეგონა თავის შეკავებას თუ შევძლებდი.-ფილიპემ ძლივს ამოილაპარაკა.
-მეც მეგონა,რომ ერთს გემრიელად უთავაზებდი.-ჩაეცინა მორისს.-მაგრამ კარგია,რომ თავის შეკავება მოახერხე.ეხლა მთავარია ლიმერიკამდე მივახწიოთ.კიდევ ორი საკონტროლო პუნქტის გავლა მოგვიწევს.წინ დიდი გზა გვაქვს.დღეს ბერნფორტამდე უნდა მივახწიოთ.იქ სადმე გავჩერდებით დილამდე.ცხენებიც დაისვენებენ და გზას ხვალ დილიანად განვაგრძობთ.-ფილიპე იჯდა და დუმდა.ყურიდან ბრიტანელი მესაზღვრეს სიტყვები არ ამოსდიოდა.სახე უწინდებურად მოღუშოდა.მორისიც ყველაფერს ამჩნევდა და ცდილობდა,გაეხალისებინა მეგობარი.
საღამოს თერთმეტი საათი იქნებოდა,როდესაც პატარა სოფელ ლიმერიკს მიადგნენ.სოფლის ცენტრში იდგა დიდი სახლი,რომელიც სასტუმროდ გადაეკეთებინათ.სწორედ ამ სასტუმროში გადაწყვეტენ ერთი ღამით გაჩერებას ფილიპე და მორისი.სახლს ირგვლივ უზარმაზარი ეზო გააჩნდა,სადაც ცალკე აშენებული იყო პატარა ბარი,ლუდის და საკვების მისართმევად და ასევე საჯინიბო ცხენების გამოსაკვებად.
-ფილიპე შენ ცხენები ჩახსენი ორთვალას,მე კიდევ ბარში შევალ,ოთახს ვიქირავებ და ვთხოვ,რომ ცხენებს მიგვიხედონ დილამდე.ერთ-ერთ მათგანს ნალი გასძვრა ფეხიდან შევამჩნიე.
-კარგი,ჩემი ხელჩანთა შენ გქონდეს თან.მამა არტურმა,თანხა გამომატანა სამგზავროდ და ჩვენი საბუთიც შიგნით დევს,მოუფრთხილდი.-ფილიპემ მოიხსნა მხარზე გადაკიდული ხელჩანთა და მორის მიაწოდა,თავად კი ცხენების ჩახსნას შეუდგა.მორისმაც დრო არ დაკარგა.მაშინათვე ბარში შევიდა.ბარი პატარა და მყუდრო იყო.არც თუ ისე დიდი ადგილი იყო შიგნით,მაგრამ საკვების და ლუდის მისართმევად საკმარისად მყურდრო გახლდათ.კარებში შესვლის თანავე,ანაფორაში გამოწყობილ მორის,ბარში მყოფი სტუმრები და თავად ბარმენიც ერთ დროულად მიაშტერდნენ. ნამდვილად იშვიათად თუ შეხვდებოდით იმ დროს ბარში ანაფორია ადამიანს.
-რითი შემიძლია დაგეხმაროთ,ბატონო?-შეეკითხა ბარმენი,მორისს.
-ოთახი მჭირდება ორი ადამიანისთვის,ასევე ცხენები მყავს გამოსაკვები და ერთ-ერთ მათგანზე ახალი ნალის მიჭედებაც მჭირდება.
-გასაგებია ბატონო.ეხლავე მიხედავენ თქვენს ცხენებს.ამის გარდა რაიმეს ხომ არ მიირთმევთ?გვაქვს საფირმო კერძი.საქონლის კანჭი,მცხარე წიწაკით და შავი გაუფილტრავი ლუდით.-ამაყად შესთავაზა ბარმენმა,რომელსაც ეტყობოდა,რომ სახლის მეპატრონე იყო და თავად ემსახურებოდა ბარსაც. პატარა საოჯახო სასტუმროებში,იმისათვის,რომ თანხა დაეზოგად უწინ ცდილობდნენ თავად მომსახურათ სტუმრებისთვის და საქმეს ოჯახის წევრები ინაწილებდნენ.
-დიდი მადლობა.ჩვენ ჩვენი საკვები გვაქვს დღეისთვის,აი შავ გაუფილტრავ ლუდს კი დიდი სიამოვნებით გავსინჯავდით.-ბარმენსაც ხმა აღარ ამოუღია და უსიტყვოდ დაიწყო ლუდის ჩამოსხმა კათხებში.თავად მორისი კი ბართან ახლოს მდგომ მაგიდას მიუჯდა.რამოდენიმე წუთში ფილიპეც შემოდის ბარში საგზლით ხელში და მორისს მიუჯდება.
-როგორც ჩანს კარგი მომსახურეობა აქვთ ამ სასტუმროში.-ღიმილით დაიწყო საუბარი ფილიპემ-ცხენები ჯერ ბოლომდე არ ჩამეხსნა,მაშინათვე მომვარდა ახალგაზრდა ჭაბუკი.კილი ქვია თუ არ ვცდები და ცხენები წამებში საჯინიბოში გააქანა.თქვა,რომ ის მოუვლიდა ჩვენს ცხენებს.ხო კიდევ ვუთხარი რომ ნალი გამოეცვალა ცხენებისთვის.
-იმედი მაქვს ლუდიც ისეთივე კარგი ექნებათ,როგორიც მომსახურეობა.-ჩაიცინა მორისმა.
-ესეც თქვენი ლუდი-ბარმენმა კათხები მაგიდაზე დაულაგა-მე ანტუან სტუარდი გახლავათ.ამ სასტუმროს მფლობელი.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ერთ ხმად უპასუხა ფილიპემ და მორისმა.
-თქვენი საძინებელი ოთახი მეორე სართულზე მდებარეობს.შესასვლელ კარებზე რიცხვს,რვიანს შეამჩნევთ.-ანტუანმა დაამთავრა თუ არა საუბარი,ჯიბიდან გასარები ამოიღო და მაგიდაზე დაუდო სტუმრებს. მამა არტურის მიერ გამოტანებული საგზალი მიირთვეს და ლუდიც გემრიელად დააყოლეს.მორის ისე მოეწონა ერთი კათხა კიდევ შეუკვეთა.ცოტახანი კიდევ იჯდნენ და საუბრობდნენ.ხოლო მეორე კათხა ლუდის შემდეგ ძილიც მოერიათ და დასაძინებლად ოთახისკენ გაეშურნენ.სანამ საძინებელში შევიდოდნენ სადარბაზოში,კილი შეეჩეხათ.ფილიპემ მას სთხოვა,რომ დილით გამთენიისას გაეღვიძებინა ისი.ალბად ეშინოდა,რომ არ ჩასძინებოდათ,რადგან ძალზედ გადაღლილები იყვნენ და თან ლუდმაც ცოტა შეათრო კიდეც.
27 მაისი დილაც გათენდა.ეზოში მამლის მაღალი ჩხავილის ხმა ისმოდა. დილის შვიდი საათი იქნებოდა,ფილიპე ყივილის ხმამ, გააღვიძა. სახლის ფანჯრებიდან,მზის თბილი სხივები ეცემოდნენ ირგვლივ.ფილიპემ თვალებზე ხელი მოისვა და მორის ხელით შექანება დაუწყო,თან ეუბნებოდა,რომ გაღვიძების დრო იყო.რამოდენიმე შექანების შემდეგ, როგორც იქნა მორისიც იღვიძებს.
-მე დაბლა ჩავალ,ბარში.ანტუანს ვთხოვ, საგზალი გაგვიმზადოს.-თქვა ფილიპემ.
-მოიცა ჩანთას მოგცემ.-მორისმა ირგვლივ მიიხედ მოიხედა,და ჩანთა ვერსად ვერ იპოვნა.-კი მაგრამ ჩანთა ხომ მე მომეცი წუხელ საღამოს.
-კი შენ მოგეცი,დავიღუპეთ თუ დავკარგეთ.-ფილიპეც შეშინდა და საწოლის ქვეშ შეიხედა,შემდეგ საწოლის ლეიბები ამოატრიალა,უჯრებში შეამოწმა და ვერსად ვერ ნახულობდნენ.-მგონი მართლა დავიღუპეთ,წამო დაბლა ჩავიდეთ იქნებ იქ დაგვრჩა-შესჩივლა ფილიპემ რა დროსაც კარებზე კაკუნის ხმა შემოისმა.მორისმა მაშინათვე წამოხტა და კარები გააღო.მის წინ კილი იდგა,ხელჩანთით.
-დილა მშვიდობისა ბერებო-გაეღიმა კილს-ეს თქვენი ხელჩანთაა,წუხელ საღამოს,როგორც ჩანს ლუდმა იმოქმედა და ჩანთა ბარში დაგრჩათ.ალბად სხვაგან რომ ყოფილიყავით,ჩანთას ვერასდროს ნახავდით,მაგრამ სტუარდების ოჯახში,პატიოსან ხალხს არაფერი დაეკარგებათ-და ჩანთა მორისს მიაწოდა.
-ძალიან კეთილი ხალხი ბრძანდებით სტუარდების ოჯახი.ჩათვალე,რომ შენი სიკეთით,ორი ადამიანის სიცოცხლე იხსენი.ღმერთი სიკეთეს არ დაგივიწყებთ და არც ჩვენ.-გადაუხადა მადლობა კილს და თან გასამჯელოც ორჯერ მეტი დაუტოვა.
-დიდი მადლობა გასამსჯელოსთვის .თქვენი ცხენები მზად არიან.ნალები დავაჭედე,როგორც მიბრძანეთ.მამაჩემმა საგზალიც გაგიმზადათ, შეგიძლიათ გზა განაგრძოთ და კიდევ აუცილებლად გვეწვიეთ.-კილიმ დაასრულა თუ არა საუბარი,საჩუქრით გახარებულმა გაიქცა,ცხენების ოთხ თვალაში შესაბმელად.
-წარმოგიდგენია ყველაფერი თავის ადგილას იყო ხელჩანთაში,თანხას არაფერი ეკლდა.მართლაც,რომ იშვიათია,ამ გაჭირვების პერიოდში ესეთი კეთილი ადამიაების ხილვა.გაგვიმართლა.-თავისთვის ლაპარაკობდა მორისი და თან ლოგინს ასწორებდა.სულ მალე დაბლა ეზოში ჩავიდნენ,კილის და ანტუანს დაემშვიდობნენ,კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა და გზას დაადგნენ.
უკვე ბინდებოდა,როდესაც ქალაქ მალლოუს მიადგნენ,სადაც მეორე საკონტროლო პუნქტი უნდა ყოფილიყო,მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ბრიტანელების ჯარს დაეტოვებინა ქალაქი.რათქმაუნდა ცნობის მოყვარეობამ სძლია ფილიპს და მორის და მაცხოვრებელ ხალხს ჰკითხეს თუ სად წავიდნენ ჯარისკაცები.როგორც ხალხი ამბობდა, ბრიტანელები ჩრდილოეთით ქალაქ ლიმერიკიში დაძრულან.დადიოდა ჭორები,რომ თავად კოლინ მაკნამარი უნდა ჩასულიყო ქალაქის გასაკონტროლებლად.როგორც ჩანს,ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქების აღებას აპირებენ,სადაც ჯერ კიდევ არ ქონდათ ფესვები გადგმული.ამ იმფორმაციის გაგებაზე ფილიპე შეშფოთდა,რადგან მისი ოჯახი სწორედ ჩრდილოეთით მდებარეობდა.ფიქრობდა,რომ კოლინმა იცოდა თუ სად იმყოფებოდა მისი ოჯახი,კელი ედვარდთან ერთად.მორისი აწყნარებდა ფილიპს,ცდილობდა,რომ დაემშვიდებინა და ანუგეშებდა,რომ ყველაფერი კარგად,იქნებოდა.ერთი დღის სავალიღა ქონდათ ცხენით დარჩენილი ქალაქ ლიმერიკამდე მისახწევად.უკვე რამოდენიმე საათის დაბინდებული იყო როდესაც მესამე საკონტროლო პუნქტს მიუახლოვდნენ. მორისმა,ცხენები გააჩერა და ფილიპს სთხოვა კარვები გაეშალა,ხოლო საზღვარს გამთენიისას გადაკვეთავდნენ.უკვე ცხენებსაც აღარ ქონდათ ძალა გზის გაგრძელებისა.ასე,რომ გარისკვა არ ღირდა რადგან შესაძლებელი იყო რომელიმე ცხენი დაეკარგათ.ფილიპემაც უსიტყვოდ დაუჯერა და ჩარლევილის საზღვართან ახლოს მინდორზე დაბანაკდნენ.
-არ მჯერა,რომ მალე ჩემს ოჯახს ვიხილავ-თქვა ფილიპმა,რომელიც კარავის წინ,კოცონის დანთებას ცდილობდა.
-აუცილებლად იხილავ.ამის პირობას მე გაძლევ-მორისმაც,ანუგეშა და თან ხის ნაფოტებს ამტვრევდა.
-იმედი მაქვს.ჩემი ლამაზ თვალება ანისეს ჩახუტებას,კვლავ შევძლებ. ჩემი ღვთაება,ღმერთისგან ბოძებული.-ფილიპე მიშტერებოდა დანთებულ პატარა კოცონს,თითქოს ცეცხლში,ქეითს და სოფიას ხედავდა,ხოლო მათ გარშემო,ცელქად მორბენალ ანისეს,გახარებულს და მომღიმარს.
29 მაისის მზე,წინა დღესთან შედარებით,კიდევ უფრო გამთბარიყო.კარავის წინ დანთებული,კოცონი ჩამქრალიყო და ნაზად,იკლაკნებოდა თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ნაკვერჩხალიდან კვამლი.პირველი მორის გაღვიძებოდა,კარვიდან გამოვიდა თუ არა კოცონზს მიწა დააყარა,შემდეგ კი ფილიპეს გააღვიძა.რამოდენიმე წუთში უკვე კარავიც აკეცეს და ოთხ თვალაზე შეაგდეს,ჩახსნილი ცხენები ხელ ახლა ჩააბეს და ჩარლევილის მიმართულებით დაიძრნენ.ერთი საათის სავალიღა იყო დარჩენილი ბოლო პუნქტამდე.ხოლო ქალაქ ლიმერიკამდე დაბინდებამდე მიახწევდნენ.
გზად,ძველი სახლები იდგა.ეტყობოდა,რომ არც თუ ისე შეძლებული ხალხი ცხოვრობდა ჩარლევილის სოფელში.მორისმა შემთხვევით ერთ ერთ სახლის ეზოშ კედელზ შენიშნა გამოკრული განცხადება,რომელზედაც გამოსახული იყო ფილიპე.როგორც ჩანს,კოლინ მაკნამარმა მართლაც იცოდა,თუ სად იმყოფებოდა ფილიპეს ოჯახი და იმასაც კარგად ხვდებოდა,რომ ფილიპეც სწორედ მათთან წავიდოდა.ამიტომაც ყველგან მისი სურათები გაეკროთ.
-ფილიპ,როგორც ჩანს,მარტო ანაფორა არ გიშველის.-თქვა მორისმა და თან კედელზე გაკრულ სურათს მიშტერებოდა.თავიდან ფილიპე ვერ ხვდებოდა თუ რას გულისხმობდა მორისი.
-რას გულისხმობ?-შეეკითხა ფილიპემ.
-შენგან მარჯვნივ გაიხედე,როგორც ჩანს შენი თავისთვის სერიოზული პრიზი დააწესეს.-მორისის სიტყვებზე ფილიპეცშეტრიალდა და თავის სურათს მიაშტერდა.
-ეხლა რა ვქნათ,საზღვარს ვე გადავალთ,მათ ჩემი სურათი აქვთ.დამინახავენ თუ არა მაშინათვე შეგვიპყრობენ.-შეიცხადია ფილიპემ.ცოტა არ იყოს და აფორიაქდა კიდეც.
-ნუ გეშინია ერთი იდეა მაქვს-მორისმა ცხენები გზიდან გადაიყვანა და საზღვართან ახლოს მდინარის პირას გაჩერდა.-ეხლა ერთ-ერთი ბოჭკიდან ღვინოს გადავასხამთ და შიგნით შენ ჩაძვრები.როგორც კი საზღვარს გადავკვეთ,გავხსნი და ამოგიყვან.ფილიპესაც აზრი მოეწონა,თანაც სხვა გამოსავალი არც ქონდა.რადგან სხვა გზა არ არსებოდა საზღვრის გადასალახად.ყველგან წითელ მუნდირიანები იდგნენ.ეტლიდან გადმოიღეს ბოჭკა და მდინარეში გადააქციეს,შემდეგ კი სხვა ბოჭკების შუაში მოათავსეს.ფილიპეც შიგნით ჩაძვრა და მორისმა თავი დაახურა. ნახევარი საათი იქნებოდა გასული,საზღვარს მიადგნენ.რათქმაუნდა არც ეს საზღვარი იყო გამონაკლისი და აქაც წითელ მუდირიანმა ბრიტანელმა გააჩერა ეტლი.
-რა გადაგაქვთ და საით მიემართებით?-იკითხა ჯარისკაცმა.
-ჩვენ ღვინო გადაგვაქვს,გრაფი კარლოსთვის,ქალაქ ლიმერიკში.-უპასუხა მორისმა და თან ხლჩანთიდან უწინდებურად ამოიღო საბუთი,გრაფის ხელმოწერით და სამხედროს გადასცა.ჯარისკაცმაც ყურადღებით წაიკითხა.
-როგორც ჩანს მართლაც გრაფისთვის გადაგაქვთ.-თავისთვის ჩაიბუტბუტა-ჩამობრძანდი ეტლიდან და ბოჭკებს თავი ახადეთ,მაინტერესებს მართლა ღვინო გადაგაქვთ თუ არა.
-შეგიძლიათ შეამოწმოთ,მაგრამ ვშიშობ, ღვინოს თუ თავს ავხდით,ქალაქ ლიმერიკამდე ჩასვლამდე აძმარდება და გემოს შეიცვლის.
-ეგ ჩემი პრობლემა არ არის.ეხლავე ახადეთ თავები ბოჭკებს.-გასცა ბრძანება მესაზღვრემ და სხვა ჯარისკაცები ოთხ თვალასკენ დაიძრნენ,სადაც იყოუკვე უნდა ამძვრალიყვნენ რა დროსაც მორისმა ეშმაკურად ტყუილი შეთხზა.
-გავიგე კოლინ მაკნამარი სტუმრობს გრაფ კარლოს,ლიმერიკში.ალბად არ ესიამოვნება თუ გაიგებს,რომ თქვენს გამე გაფუჭდა 1801 წელს ჩამოსხმული უნიკალური ღვინო.-თითქოს და სულაც არ ნერვიულობდა მორისი,სახეზე სრული სიმშვიდე ეტყობოდა.არც მესაზღვრეს გამოპარვია მისი სერიოზული გამოხედვა,თითქოს და გულწრფელად,ნერვიულობდა ღვინოს გამო.
-შეჩერდით!!! -უბრძანა მესაზღვრემ სამხედროებს.-გზა გახსენით. როგორც ჩანს დღეს შენი დღეა,აყროლებულო კათოლიკევ-მიაძახა მორის.მორისსაც არ შეუმჩნევია,თითქოს და სულაც არ გაუგია მისი,სიტყვები და ცხენს მათრახი შემოკრა.როგორც კი რამოდენიმე კილომერით გასცდნენ საზღვარს, მაშინათვე ახადა ბოჭკას თავი სადაც ფილიპე იჯდა.
-როგორც ჩანს ღმერთს,მართლაც ძალიან უყვარხარ.-სიცილით უთხრა მორიმა და თან ბოჭკიდან ამოძრომაში დაეხმარა.
-ჰა ჰა ჰა. ეხლა მეცინება მაგრა,მეგონა მოვკვდებოდი,ძაღლივით ამ ბოჭკაში-ჩაიხარხარა ფილიპემაც.
გახარებულები ხელახლა შემოუსხდნენ ეტლს და ლომერიკის მიმართულებით დაიძრნენ.უკვე ყველაზე რთული გზა გავლილი ქონდათ. გზაში ერთმანეთზე ხალისობდნენ და ეხუმრებოდნენ.ფილიპე აქებდა, მსახიობური ნიჭით დაგაჯილდოვა ღმერთმაო დასცინოდა მორისს.მორისი კი ხუმრობით ეუბნებოდა.-შიშისგან ისე აგაკანკალა,რომ მეგონა ოთხ თვალა აცეკვდებოდა.-ასე სიცილით და ხარხარით მივიდნენ დაბინდებამდე ლომერიკამდე.ქალაქშ შესვლისას მორისმა სთხოვა ფილიპეს თავზე კაპიშონი წამოეფარა,რადგან მისი სურათებით, აეჭრელებინათ ქალაქი.
-ეხლა რას ვაპირებთ.ვუდლონამდე,როგორ უნდა მივახწიო აქედან?-იკითხა ფილიპემ.
-ჩემი გზა ამ ქალაქში მთავდება.თანაც ეს ღვინო მართლაც გრაფს უნდა გადავცე.-ოდნავ გაეღიმა-რაც შეგეხება შენ.მდინარე ლოხ-დერგთან,ნავი გველოდება.ეს ნავი მიგიყვანს ბალლინასლოუს სოფელთან,ხოლო ამ სოფლიდან ეტლს დაიქირავებ და ვუდლონამდე მიხვალ.წესით ხვალ გამთენიისას უკვე შენს საყვარელ ოჯახთან უნდა იყო.
-საწყენია,რომ დღეს ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ.-მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა ფილიპემ.
ქალაქიდან სამხრეთი,მდინარის ნაპირას მდებარე,ნავსადგომიდან გადიოდა,სათევზაო ნავი,რომელსაც ფული გადაუხადა მორისმა.ფილიპეს ხელჩანთა გადასცა და დაემშვიდობა.
-შენი სახით,ძმა შევიძინე.-თქვა მორისმა და ჯიბიდა პატარა ლამაზი,ხელნაკეთი სამაჯური ამოიღო.-ოდეზღაც ჩემს ქალიშვილს ეკუთნოდა,მაგრამ ამ ომმა ისიც წამართვა.მინდა,რომ ჩემგან პატარა ანისეს გადასცე საჩუქრად.-ფილიპემ მორისს სამაჯური გამოართვა და გადაეხვია დამშვიდობების წინ.
-მეც ძმა შევიძინე შენი სახით.აუცილებლად გადავცემ ანისეს საჩუქარს. ღმერთი იყოს შენი მფარველი და კიდევ შევხვდებით აუცილებლად.-ეს იყო ბოლო სიტყვები,რაც ერთმანეთს უთხრეს დამშვიდობების წინ.მორისი შემოაჯდა ოთხ თვალას და დაიძრა საგრაფო სასახლის მიმართულებით, ხოლო ფილიპე ჩაჯდა ნავში და მდინარეს გაუყვა.
30 მაისი.დილის ათი საათი იქნებოდა.ფილიპეს,ნავმა,როგორც იქნა ჩაახწია ბალლინასლოუს ნავსადგურამდე,სადაც ეტლი დაიქირავა ვუდლონის მიმართულებით.სულ რაღაც ორი საათი მოუწია ეტლით მგზავრობა და აი დადგა ის ნანატრი მომენტიც,როცა ფილიპე შეაბიჯებს სოფიას,ძველ კოხტა ეზოში,სადაც ულამაზესი ანისე დასდევდა პეპლის საჭერით პეპლებს. ანისემ შემთხვევით გაიხედა ეზოს შემოსასვლელის მიმართულებით და დაინახა,მონატრებული მამა.სიხარულისგან გაოცებულმა,ხელიდან გააგდო ჯოხი და ფილიპეს მიმართულებით გაიქცა და თან ყვიროდა.
-დედა,მამა მოვიდა... დედა,მამა დაბრუნდა...-ფილიპეს სიხარულის ცრემლები წასწყდა.რამოდენიმე დღის ტანჯვის შემდეგ,როგორც იქნა შეძლო შვილის ჩახუტება.ანისეს ყვირილზე სახლიდან მოხუცებული სოფია და მშვენიერი ქეითი გამოდის.ფილიპეს დანახვაზე ორივე დედაკაცს,სიხარულის ცრემლები მოადგებათ თვალს და პატარა ანისეს მსგავსათ ფილიპესკენ გაიქცევიან.
კატეგორია: რომანი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 213 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar