ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი6)
05.11.2018, 05:14
ღვთაება ირლანდიიდან
(ნაწილი6)
შემოთავაზება

როგორც იქნა,ნელსონების ოჯახი,უწინდებურად,გაერთიანდა,ფილიპეს დაბრუნებით. 30 მაისი, ანისესთვის, სოფიასთვის და ქეითისთვის, უბედნიერესი, თარიღად იქცა.უამრავი განსაცდელისა,ფილიპემ მაინც შეძლო,ოჯახში დაბრუნება.მიუხედავად ყველანაირი,სირთულისა,მან მაინც მოახერხა,დაბრუნებულიყო.
ვუდლონის,ძველ,მაგრამ მყუდრო და კოხტა სახლში გაიშალა, ფილიპესადმი დაბრუნების აღსანიშნავი სუფრა. სოფიამ მაშნათვე ყველას გააგებინა მისი დაბრუნება. დაბინდებისას უკვე,მაგიდა გაეშალათ და სტუმრად,ბლექების ოჯახი დაეპატიჟებინათ. ჯიმი ბლექი ალბად გახსოვთ,მანამ სანამ სოფია კორკში,ცხოვრობდა ქალიშვილთან სწორედ ჯიმი ბლექი უვლიდა მის სახლს.სოფიას საუკეთესო მეზობლები იყვნენ,როგორც ოჯახის წევრები ისე უყურებდნენ ერთმანეთს.-და აი როგორც უკვე გითხარით,დაბინდებისას,ქეითმა და სოფიამ პატარა, გემრიელი სუფრა გაშალეს.ერთი შეხედვით მაგიდას არაფერი აკლდა. გემრიელი კერძებით დაწყებული და დესერტით დამთავრებული.
სუფრის თავში ფილიპე დამჯდარიყო ხოლო მისგან მარჯვნივ ჯიმი,თავის მოხუცებულ მშობლებთან,ემანუელ და დორინთან ერთად.მარცხენივ მაგიდისგან კი ულამაზესი ანისე იჯდა რომელიც მამამის მისჩერებოდა. ხოლო რაც შეეხება ქეითს ის ანისეს გვერდით დაჯდა,სოფია კი აქეთ-იქეთ დადიოდა.სუფრას გადაავლებდა თვალს და თუ რამეს შენიშნავდა,რომ აკლდებოდა მაშინათვე სამზარეულოსკენ გარბოდა.
-აბა ჭიქები შევავსოთ-მხიარული ხმით შეყვირა,ფილიპემ.მის შეძახილზე, ჯიმიმ არ დააყოვნა და ჭიქების,შევსება დაიწყო,ვისკით.როგორც კი ყველა ჭიქა შეივსო,ფილიპემ სოფიას სთხოვა, დამჯდარიყო მაგიდასთან და სადღეგრძელოს წარმოსათქმელად,ფეხზე წამოდგა.
-მინდა,ერთი სადღეგრძელო ვთქვა.-გარშემო ყველანი გაისუსნენ და ფილიპეს მიაჩერდნენ.-კარს მტერი მოგვდგომია.ორი კვირის წინათ,ერთი უბრალო ლექტორი ვიყავი,კორკის უნივერსიტეტში,მაგრამ ცხოვრებამ ისეთი სურპრიზი მომიწყო,რომ დღეს,ჩემს საკუთარ ქვეყანაში,ძებნილი ვარ. ხუთი დღის წინ,მეგონა,რომ ყველაფერი დასრულდა.მეგონა,ჩემს ოჯახს ვეღარ ვიხილავდი,მაგრამ ღმერთმა არ გამწირა და დღეს,ჩემს ოჯახთან ვზივარ. ამ ჭიქით მინდა,მშვიდობის სადღეგრძელო ვთქვა. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ,მშვიდობამ დაისადგუროს,ჩემს ულამაზეს ირლანდიაში,ამ პატარა,დატანჯულ მხარეში. მოდით ყველამ ერთად ვთქვათ და ვუსურვოთ მშვიდობა,ჩვენს ქვეყანას.-მის სიტყვებზე ყველამ ერთად, ერთ ხმად შეყვირეს.-მშვიდობას გაუმარჯოს!!! - და სასმელი მიირთვეს.
-ჯიმი,მინდა,რომ განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ,შენ და შენს ოჯახს.თქვენ,რომ არ მიგეხედათ,ამ სახლისთვის,ალბად აქამდე უკვე ათჯერ გაძარცვული და აოხრებული იქნებოდა.-თავაზიანად გადაუხადა მადლობა ფილიპემ.
-ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი დახმარება.მედა ქეითი ბავშვების კარგი მეგობრები ვართ.თანაც ამის გარდა,დიდი ისტორია აკავშირებს ჩვენს წინაპრებს ერთმანეთთან,ასე,რომ არ ღირს მადლობის გადახდა. მორიდებულად, გამოელაპარაკა ჯიმი.
-მართალია.როგორ მახსოვს,როცა პატარები იყავნენ,ჯიმი და ქეითი.ქეითი სულ აწვალებდა და ნერვებს უშლიდა მას.ჯიმიც თავშეკავებული ბიჭი იყო, იცოდა,რომ გოგოს პატივის ცემით უნდა მოქცეოდა და ყველაფერზე თავალს ხუჭავდა ხოლმე.-საუბარში ჩაერთო სოფია.
-კი კი ძალიან ცუდი გოგო ვიყავი მახსოვს.-გაეცინა ქეითს.-თმას სულ ღერა ღერა ვაცლიდი,როგორ მახსოვს.-სიცილით იხსენებდა.
-ხო,თმების დაპუტვა კი მართლა გეხერხებოდა.ალბად მაგიტომაც გამცვივდა თმები ნაადრევად.-გადაიხარხარა ჯიმიმ.
-კიდევ კარგი,ეგეთ ქეითს არ ვიცნობდი,თორემ ალბად ცოლად არც მოვიყვანდი.-ღიმილით გაიხუმრა,ფილიპემ.
-ქეითი,ულამაზესი ბავშვი იყო მთელ ვუდლონში და მის გარეთ-ლაპარაკში ჩაერთო,ემანუელი ჯიმის დედა.-ასე,რომ მისი სილამაზის შემხედვარე,ცოლად აუცილებლად მოიყვანდი,რანაირი ცელქიც არ უნდა ყოფილიყო.-თქვა და ოდნავ გაეღიმა.
-დიახ მართალი ბრძანდებით,მისი სილამაზე პირველივე დანახვის თანავე შევნიშნე და მის შემდეგ,სულ თვალ წინ მიდგას,მაშინაც კი,როდესაც ჩემს გვერდით არ იმყოფება.-დაეთანხმა ფილიპე ემანუელს.-სწორედ ქეითის სიყვარულმა შემაძლებინა,გადამელახა ყველა განსაცდელი.
-ხო და რაკი მასეა,სიყვარულს გაუმარჯოს-ღიმილით წამოიყვირა ქეითმა და სასმისი მაგიდიდან წამოწია.
-სიყვარულს გაუმარჯოს .ნამდვილს და გულწრფელს-წამოიძახა ჯიმიმაც, ოდნავ სევდიანი ხმით.ეტყობოდა,რომ რაღაც ცუდი მოგონება გაახსენდა წარსულიდან.
ცოტახნით იჯდნენ და სასაცილო ისტორიებს იხსენებდნენ,წარსულიდან, ქეითის ბავშვობაზე.როგორც ჩანს,სილამაზის გარდა ცელქიც ყოფილა. სოფელშ ბიჭები გაწამებული ყავდა. თითო ღუჭა თმა ყველა თანა ტოლი ბიჭისთვის ექნებოდა,მოგლეჯილი.ფილიპე იჯდა და მიშტერებოდა,ანისეს, რომელიც,დიდი სიამოვნებით მიირთმევდა,ვაშლის ნამცხვარს. ისე საოცრად აცეცებდა,ულამაზეს თვალებს,რომ მისი შემხედვარე ფილიპეს, სახეზე სრული ბედნიერება დატყობოდა. რამოდენიმე დღის წინ ვერც კი წარმოედგინა,რომ კიდევ შეძლებდა ოჯახის ხილვას.როცა ირგვლი გაიხედავდა, მაგიდასთან მსხდომ ადამიანების დანახვაზე,ახსენდებოდა,ის ხალხი,რომლებმაც,მისი სიცოცხლე იხსნეს.
-სასიამოვნოა,ესეთ გაღიმებულებს,რომ გხედავთ,მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა,ერთი ადამიანის სადღეგრძელო,რომელმაც ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდ თავისი გაიღო.-კვლავ ფეხზე წამოდგა ფილიპე-მინდა გრაფი ედმუნდ ბოილის,ხსოვნის სადღეგრძელო წარმოვთქვა.
-ედმუნდ ბოილზე,კორკის გრაფზე ამბობ?-ჩაეჭრა საუბარში ჯიმი.
-კი სწორედ მასზე?-დაეთანხმა ფილიპე-იცნობდი მას?
-ვიცნობდი კი.-სიბრაზით,უპასუხა ჯიმიმ.-და კიდევ მის ქალიშვილს უკეთ ვიცნობდი.-უკვე მოწყენილი ხმით განაგრძო საუბარი.-არ ვიცი,თქვენ საიდან გაიცანით,მაგრამ მე კარგად მახსოვს,მასთან შეხვედრის,დღე. მახსოვს,თუ როგორ მიკრა თავი ციხეში, ხოლო ჩემი ერთადერთი, სიყვარული, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,მონასტერში გაგზავნა ჩემგან შორს.
-ეხლა ყველაფერი ცხადია-ხმა დაბალი ტონით წარმოსთქვა ფილიპემ-ესეიგი შენ გიყვარდა მისი ქალიშვილი.ბევრი რამ მიამბო,თქვენს სიყვარულზე, როდესაც ჩემს საკანში,ცოცხალ მკვდარი შემოიყვანეს.
-ესეიგი ღმერთმა მაინც დასაჯა,ცოდვებისთვის-თქვა ჯიმიმ.
-ვიცი,რომ შენს ტკივილს,ჩემი სიტყვები ვერ გააქარწყლებენ, მაგრამ მინდა, რომ იცოდე. ბოლოს იგი ყველაფერს, ნანობდა და თავის თავს ადანაშაულებდა,ქალიშვილის სიკვდილში. ის,რომ აქ იყოს დარწმუნებული ვარ,გულწრფელ პატიებას შეგთხოვდა. ჩემთვის განკუთვნილ ხმალს გადაუდგა წინ,ვფიქრობ,რომ იმსახურებს პატიებას,მაგრამ ეს უკვე შენი გადასაწყვეტია,მთავარია,რომ იცოდე,ედმუნდ ბოილის,სინანულის გრძნობა ნამდვილი იყო.-ფილიპემ დაამთავრა საუბარი თუ არა,ერთი ყლუბი შესვა და დაჯდა.
-ბატონო ფილიპ.რომ არ გიცნობდეთ,არ დავიჯერებდი,ედმუნდის სინანულს,მაგრამ თქვენს სიტყვებში ეჭვის შეტანა არ შემიძლია და რაკი ასეა,მაშინ მეც მიპატიებია ყველაფერი.დაე მშვიდათ განისვენოს.-ჯიმიმაც, ფილიპეს მსგავსად შესვა ერთი ყლუპი რა დროსაც,კარებზე გაისმა კაუკინის ხმა.
-ალბად კელი ედვარდია,მე შევატყობინე,შენი ჩამოსვლის შესახებ.-თქვა ქეითმა და კარების გასაღებად გაეშურა.რამოდენიმე წამში,ზალაში სადაც, მაგიდა იყო გაწყობილი,ქეითთან ერთად შემოდის,კელი.მის დანახვაზე ფილიპე ფეღზე წამოდგება და კელის მიუახლოვდება.
-მიხარია შენი ნახვა-კელი დაასწრებს ფილიპეს თქმას.
-მეც მიხარია,შენი ნახვა-ერთმანეთს გადაეხვევიან,როგორც ძმები,რის შემდეგაც ფილიპე,კელის სუფრასთან მიიპატიჟბს.-ქეით გთხოვ ანისე შენსკენ გადასვი,მინდა,რომ კელი ჩემს გვერდით ახლოს იჯდეს.ქეითიც ქმრის თხოვნას გაითვალისწინებს და ანისეს გადასვამს თავის მხარეს,ხოლო კელი კი ფილიპეს მიუჯდება გვერდით.
-ეს კელი ედვარდია,ჩემი და ირლანდიის მხსნელი.-სიამაყით წარმოსთქვა,ფილიპემ ყველას გასაგონად.ბლექებს,სოფიას და ქეითს გაეცინათ.
-ფილიპე ჩვენ მას უკვე კარგად ვიცნობთ.-ღიმილით თქვა სოფიამ.
-ძალიანაც კარგი,რაკი ასეა მაშინ მინდა,ყველას გასაგონდა მადლობა მოვუხადო,ჩემი ოჯახის პატრონობისთვის და ასევე ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის.-ხმამაღლა,ყველას გასაგონათ,თქვა ფილიპემ.
-მადლობის თქმა არაა საჭირო.მამაშენმა ირლანდიისთვის თავი შეწირა, ჩემი შენდამი დახმარება,ზღვაში წვეთია,მის საგმირო საქმეებთან შედარებით.ასე,რომ ჩემთვის დიდი პატივია,ისეთი ადამიანის დახმარება, როგორიც შენ ხარ,ჩემო მეგობარო.-თავაზიანად,თქვა კელიმ.
საღამო,ძალზედ მხიარული გამოდგა.სოფიას გამზადებული კერძები, ბლექების ოჯახმა შეაქო.განსაკუთრებით,ვაშლის ნამცხვარი მოეწონა ჯიმის და დედამის სთხოვდა,რეცეპტი გამოერთვა,სოფიასთვის.ხოლო ჯიმის მამას,ფილიპეს და კელის,უფრო სახლის სარდაბში,რამოდენიმე წლის დაძველებული ირლანდური ვისკი მოსწონდათ.გადიოდა წუთები და საათები.ამასობაში ულამაზეს ანისესაც ჩასძინებოდა ქეითის კალთაზე. ჯიმიმ შენიშნა,მამამისი,უკვე კარგად შემთვრალიყო ვისკის სმით და გადაწყვიტა,სახლში წასულიყვნენ.
-დიდებული საღამო გამოდგა.უკვე გვიანია,თქვენის ნებართვით,სახლში წავალთ.დიდი მადლობა დღევანდელი სასიამოვნო საღამოსთვის.-ჭიქით ხელში წარმოთქვა ჯიმიმ.ფილიპემაც წინააღმდეგობა არ გაუწია,მადლობას მადლობითვე უპასუხა და ბლექების ოჯახი კარებამდე გააცილა. ამასობაში,ქალებიც დაღლილიყვნენ,მოხუცებული სოფია,თავის ოთახში წასულიყო დასასვენებლად,ხოლო ქეითმა კი ანისე წაიყვანა, საძინებელში. მაგიდასთნ მხოლოდ ფილიპე და კელი დარჩნენ.
-ფილიპე მიხარია,რომ ცოცხალს გხედავ,კარგი იყო შენთან ერთად, ნამდვილი ვისკის გემოს გახსენება,მაგრამ უკვე გვიანია.ეხლა უნდა დაგტოვო. ხვალ კი თუ სურვილი გექნება,მესტუმრე.აქედან არც თუ ისე შორს,მდინარე ჩქარულასთან ვართ,ტყეში დაბანაკებულები.ცოტას კიდევ გავისაუბრებდით.-შესთავაზა კილიმ.ფილიპემაც უარი არ უთხრა და შეთანხმდნენ,მეორე დღისით შეხვედრაზე.კილი ფეხზე წამოდგა, ვისკისთვის და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხა,რის შემდეგაც დაემშვიდობა.
ვისკისგან მოდუნებული,ფილიპე,სტუმრის გაცილების,შემდეგ გაეშურა, თავისი საძინებელი ოთახისკენს,სადცა,ულამაზესი,ქეითი წამოწოლილიყო და წიგნს კითხულობდა.
-შენთვის არასდროს მითქვამს,რომ ეს ღამის პერანგი ძალიან გიხდება?-ღიმილით,შეეკითხა,ოთახში შესვლის თანავე,ქეითს,რომელი წიგნის კითხვაში,გართულიყო.
-არა არ გითქვამს,მაგრამ ვამჩნევდი,მაგიტომაც ჩავიცვი დღეს.-უპასუხა ქეითმა და წიგნი გვერძე გადადო.-მოდი ჩამოჯექი,ფეხსაცმლის გახდაში დაგეხმარები-ქეითი წამოდგა და ფილიპე საწოლზე ჩამოაჯინა თავად კი ფეხსაცმლის თასმების გახსნა დაიწყო.
-ტყვეობაში ჩავარდნილი,ვნატრულობდი კიდევ ერთხელ,მეხილა თქვენი თავი.რომ არა,შენ და ჩვენი პატარა პრინცესა,ალბად დღეს უკვე მკვდარი ვიქნებოდი.-ხმა დაბალი ტონით ჩაილაპარაკა,ფილიპემ
-ცუდზე ნუღარ იფიქრებ.მთავარია,რომ ჩვენთან ხარ.-ფეხსაცმელის გახდაში დაეხმარა თუ არა გვერდით მიუჯდა ფილიპეს და ცდილობდა ენუგეშებინა ქმარი.ფილიპე მიჩერებოდა,ქეითის ულამაზას თვალებს. თითქოს მათი სილამაზე ატყვევებდა მას.
-მინდა,გამოგიტყდე-გაიღიმა ფილიპემ.-როცა გიყურებ,ყოველ წამს,სულ უფრო და უფრო ძლიერ მიყვარდები.-ხელით,ქეითის სახეზე უხეშათ ჩამოშლილი თმები გადაწია და გრძელ,ლამაზ კისერზე,ნაზად აკოცა. ქეითის თვალებს,ბედნიერების ცრემლები მოსდგომოდა.ცრემლები სიყვარულისა,რომელიც იმ ღამით ფილიპესაც გაუზიარა.
გათენდა.ფილიპე,სახლის დერეფანში,სიცილ კისკისით მორბენალი,ანისეს ხმამ გააღვიძა,რომელიც ბებიას,სოფიას დამალობანას ეთამაშებოდა. ფილიპემ თვალები,მძიმეთ გაახილა,თან თავიც ოდნავ ტკიოდა. ეტყობოდა, რომ ნაბახუსევი აწუხებდა.ფიქრობდა ძილი გაეგრძელებინა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა,რომ კელი ყავდა სანახავი. ნელ ნელა დაიწყო წამოდგომა, ცდილობდა ქეითი არ გაეღვიძებინა.რამოდენიმე წამით,მძინარე ქეითს, აკვირდებოდა,რომელსაც დახუჭული თვალიების ქუთუთოები, ლამაზად უთამაშებდა,თითქოს რაღაცა კარგ სიზმარს ხედავდა.როგორც კი ცქერას მორჩა,წამოდგა ,თავისი ტანისამოსი ჩაიცვა,შემდეგ დაიხარა და ცოლს ნაზად ლოყაზე აკოცა.ქეითი ოდნავ შეირხა,თითქოს გაეღიმა კიდეც,მაგრამ არ გაღვიძებია.ფილიპემ საძინებელი ოთახი დატოვა და ეზოში გავიდა, სადაც ანისეს დაჭერობანას ეთამაშებოდა. მანამ სანამ თამაშობდნენ, სოფიამ,ჩაი აადუღა და ნამცხვართან ერთად ეზოში,გაუტანა ფილიპეს.
-ყველაფერი გემრიელი იყო სოფია.-ფილიპემ თავაზიანად გადაუხადა მადლობა.-ეხლა კელის სანახავად წასვლას ვაპირებ და ალბად შუაღამისას დავბრუნდები.ასე,რომ როგორც კი გაიღვიძებს,უთხარი ქეითს,არაფერზე ინერვიულოს.
-ყველაფერს გადავცემ შვილო.
-კარგი,მაშინ ამ პატარა მავნეს,თქვენ გიტოვებთ.-ფილიპემ გაიხუმრა და ანისე ხელებში აიტაცა.-იცოდე ბებიას დაუჯერე,მე მალე დავბრუნდები.-ანისე სათუთად ჩაიხუტა და ჩაკოცნა,შემდეგ კი ბებიას გადასცა, თავად კი ქუჩას გაუყვა,მდინარე ჩქარულას მიმართულებით.მდინარესთან მისვლის თანავე,ნაპირს,ჩრდილოეთ მიმართულებით,გაუყვა.გარშემო ხშირი ხეები ფარავდა სანაპიროს.შეუძლებელი იყო მიმხვდარიყავი,თუ რა ადგილას, უნდა შესულიყავი ტყეში,კილის ბანაკის მოსაძებნად.ფილიპე მიუხედავად იმისა,რომ არ იცოდა,თუ სად ქონდათ,კარვები გაშლილი კელის და მის ჯარს,მაინც მიყვებოდა ნაპირს.თითქმის ერთ საათიანი ძებნის,შემდეგ,უკვე სახლში დაბრუნებას ფიქრობდა,ფილიპე,რა დროსაც ხეებიდან,უცნაური ხმა მოესმა.თითქოს ბუ გუგუნებდა თავის ხმაზე,მაგრამ უნიჭოდ.ადვილი მისახვედრი იყო,რომ ადამიანი აჯავრებდა ბუს.
-შეჩერდი-გაისმა ფილიპეს მიმართულებით,უცხო ადამიანის ხმა.
-მე კელის მეგობარი ვარ,ფილიპე.მასთან შესახვედრად მოვედი.-შესძახა,მისგან მარჯვნივ ხეების მიმართულებით.იქითკენ საიდანაც ხმა გაიგონა.ფილიპეს სიტყვებზე,ერთ-ერთი ხიდან ჩამოძვრება,ახალგაზრდა ჭაბუკი,დაახლოებით ჩვიდმეტი თვრამეტი წლის ბიჭი.
-მე დევიდი გახლავათ.-მიუახლოვდა და თავაზაიანად გაეცნო ფილიპეს.
-მე კი ფილიპ ნელსონი-გაეღიმა,ახალგაზრდა ბიჭის დანახვაზე,მაშინათვე ვითომ და ბუს ხმა გაახსენდა.-ჩვენში დარჩეს და უკეთესი იქნებოდა კაჭკაჭს თუ მიბაძავდით,ალბად უკეთ გამოგივათ-ღიმილით,გაეხუმრა.
-მართალი,ხარ.ჩემგან კარგი მზვერავი არ გამოვა.-იდგა და თავის თავზე ეღიმებოდა დევიდს.-კელიმ გამაფრთხილა თქვენს,შესახებ.გელოდებოდით. უკან გამომყევით,აქედან არც თუ ისე შორს დავბანაკდით.-ბიჭი დაიძრა ტყის შუა გულისკენ,თან ფილიპეს ეუბნებოდა არ ჩამორჩენილიყო. ტყე არც თუ ისე გაუვალი იყო,მაგრამ შიგნით,ბევრი ჭაობიანი ადგილი შეგხვდებოდათ. მარტოდ მოსიარულე ადამიანისთვის,ვინც გზა არ იცის,შესაძლოა საბედისწეროც გამხდარიყო,,რადგან შიგნით,ბევრი მცოცავი მიწაა,ასევე ადვილი იყო კომპასის გარეშე დაკარგვაც.საითაც არ უნდა გაგეხედა ყველგან,ნაცნობ ხეს,ჭადარს ან მუხას დაინახავდი.
-დევიდ,ესე კარგად,როგორ დაიმახსოვრე გზა?-იკითხა ფილიპემ,რომელიც უკან მიყვებოდა.
-მამაჩემს ხშირად დავყავდი ამ ტყეებში სანადიროდ.ვუდლონში დავიბადე და გავიზარდე.თქვენც,რომ გეცხოვრათ ცხრამეტი წელი ჩვენს სოფელში,გზა აუცილებლად გეცოდინებოდათ ტყეშიც და ღრეშიც.
-ყველაფერი გასაგებია.შევეცდები დავიმახსოვრო.კიდევ ბევრი დაგვრჩა სასიარულო?-ჩაეკითხა,უკვე მუხლებამდე ატალახებულმა ფილიპემ.
-არა.აი უკვე მოვედით-უეცრად ტყე სრულდება და მათ წინ უზარმაზარი მინდორი იშლებას,სადაც ათობით კარავი იყო გაშლილი.
-ო ო ო კეთილი იყოს შენი მობრძანება,გელოდებოდი.-კელიმ ტყიდან გამოსული,ფილიპე მაშინათვე შენიშნა და ხელი გადახვია.-ესეც ჩვენი პატრიოტები-ხელი კარვებისკენ გაიშვირა,სადაც ასობით ადამიანი შეკრებილიყო.
-ძალიან მიხარია,იმედია არ დავაგვიანე მოსვლა,ცოტა არ იყოს,გზაც ამებნა .-ფილიპემაც გადახვია კელის მხარზე ხელი.
-იმედია,ისევ ბუს არ ბაძავდა დევიდი?-სიცილით იკითხა კელიმ და თან დევიდისკე გაიხედა.
-არა,მე კაჭკაჭის ხმა გავიგონე-ასევე სიცილით,უპასუხა დევიდის მაგივრად ფილიპემ.
-კაჭკაჭის?ეგ რაღაც ახალია.ნიჭიერი ბიჭია,კარგი მასწავლებელი სჭირდება უბრალოდ.-ერთი გულიანად კიდევ გაიცინეს.დევიდი კი იდგა მათ გვერდით და ოდნავ იღიმოდა.გულის სიღრმეში ალბად ბრაზობდა კიდეც მასზე,რომ ხუმრობდნენ.
-წამო ფილიპ,ჩემს კარავში შევიდეთ.იქ წყნარად ვისაუბრებთ.თან შოტლანდიური ლუდიც მივირთვათ.-კელიმ ფილიპე კარავში შეიპატიჟა ხოლო დევიდს კი სთხოვა ლუდი მოეტანა და თან მამამისისთვისაც დაეძახა.ასევე მინდა მოკლედ გითხრათ,რომ ეს არ იყო უბრალო, მოციცქნული კარავი,რომლის გადატანაც ზურგჩანთით არის შესაძლებელი. სამხედრო კარვები,განკუთვნილია,ათობით ადამიანისთვის.კარავში შესული ფილიპე და კელი პატარა დაბალი ხის სკამებზე დასხდნენ.
-მიხარია,რომ გვესტუმრე.გუშინ დამავიწყდა,მეკითხა.ჩემი კაცი როგორ დაგეხმარა,გაქცევაში?-ინტერესით,შეეკითხა კელი.
-მეეტლეზე ამბობ?
-კი მეეტლზე,მას ტომი ქვია,ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია.
-ესეიგი ტომი ქვია.-ხმადაბლა თავისთვის ჩაილაპარაკა ფილიპემ-მისი სახელის შენგან მესმის.დიდებული პიროვნებაა ტომი.მაშინ როდესაც ეტლიდან უნდა გავქცეულიყავით,ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა და ერთ-ერთმა ბრიტანელმა,მოახერხა მისი დაჭრა.
-ძალიან სამწუხაროა,მაგრამ როგორც,ჩანს მაინც მოახერხა დავალების შესრულება.-თქვა კელიმ დაღონებული ხმით.
-ნამდვილად ის,რომ არა ეხლა სახრჩობელაზე ვიქნებოდი ჩამოკიდული ყვავების საჯიჯგნად.როდესაც მონასტერი დავტოვე,ტომს ბერები აქცევდნენ ყურადღებას,ჭრილობა დაუმუშავეს და ციებცხელება აწუხებდა. ასე ამბობდნენ,რომ დანარჩენი მისი სხეულის გამძლეობაზე იყო დამოკიდებული.-ფილიპემ,უამბო დეტალურად,თუ როგო დაეხმარა მეეტლე და როგორ,შეძლეს ბრიტანელებზე გამკლავება.
-ვიმედოვნებ,რომ გამოძვრება,ამ სირთულიდან და ცოცხალი დაგვიბრუნდება. ახლა კი მინდა ჩვენს მომავალზე გესაუბრო.-კელი მომავალზე საუბრის დაწყებას აპირებდა რა დროსაც,კარავში შემოდის დევიდი,სავსე ღრმა თასით ხელში,რომელიც ლუდით ესხა.
-ესეც თქვენი ლუდი,მამაჩემიც მალე აქ იქნება.-თქვა დევიდმა და თან კათხებში,ლუდის დასხმა დაიწყო.მანამ სანამ ლუდს ჩამოასხამდა ყველა კათხაში,მამამისიც შემოვიდა კარავში.
-ეს დევიდის მამა ლუია,ჩემი საუკეთესო ასეულის მეთაური.-კელიმ გააცნო ერთმანეთს,ლუი და ფილიპე.
-რახან უკვე ლუიც ჩვენთან ერთადაა და გემრიელ ლუდს მივირთმევთ, შეგიძლია განაგრძო,რისი თქმაც გსურდა.-უთხრა ფილიპემ კელის.
-მართალი ხარ ფილიპე,მინდა,რომ შენ განსაკუთრებით ყურადღებთ მომისმინო.
-ყურადღებით გისმენ კელი.-გაეღიმა ფილიპეს.
-ყოველ დღიურად,ბრიტანელების,რეჟიმისგან გამწარებული ხალხი გვიერთდება.უფრო და უფრო ვძლიერდებით,მაგრამ იმისათვის,რომ კოლინ მაკნამარი და მისი არმია გავყაროთ ირლანდიიდან,მხოლოდ ხალხის რაოდენობა არ კმარა,რადგან ყველას კარგად მოგეხსენებათ,ტუ როგორი ვერაგი და ჭკვიანი მეთაურია იგი.
-კი,ნამდვილად.ნამდვილი გველია,რომელიც გესლავს,ხალხს და ნელ ნელა კლავს.-ჩაეჭრა საუბარში,ფილიპე.-დიდი სიამოვნებით გამოვასალმებდი სიცოცხლეს,მამაჩემის სიკვდილისთვის,რომ შემეძლოს.
-ჩვენი მიზანიც,სწორედ მისი დამარცხებაა-გააგრძელა საუბარი კელიმ-როგორც უკვე ვთქვი,უფრო და უფრო მეტნი ვხდებით,მაგრამ უბრალო მებრძოლების გარდა გვჭირდება,ჭკვიანი და განათლებული ხალხი, რომლებიც შეძლებენ ადეკვატური გადაწყვეტილებებს მიღებას,ბრძოლის ველზე.ჩემი ბიჭების უშიშარ ხასიათში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ,ზოგჯერ სიბრაზემ და დაუფიქრებლობამ შეიძლება ბრძოლა წაგაგებინოს.
-მართალია.სწორედ დაუფიქრებელმა და გაუაზრებელი სტრატეგიის შედეგით,დამარცხდნენ მცირე რიცხოვან ჯართან ჩვენი მეომრები,ქალაქ კარლოუს აღებისას.სიბრაზით დაბრმავებული მეთაურის,მაგივრად, ჭკვიანად მოაზროვნე რომ ყოფილიყო,უპრობლემოთ შევძლებდით ქალაქის აღებას.-გამოთქვა თავისი აზრი,ტომმა,რომელიც აშკარად ბრაზობდა, მარცხის გამო.
-ამიტომაც დაგიბარე ჩემთან.-კელიმ მზერა გაუსწორა ფილიპეს-მინდა,რომ გვერდით ამომიდგე და დამეხმარო,ირლანდიის ერთხელ და სამუდამოდ, განთავისუფლებაში.დროა მოვიშოროთ,ჭირი რომელიც წლებია სისხლს წოვს,ჩვენს ხალხს.
ფილიპე შეკრთა.მისთვის მოულოდნელი იყო,კელის შეთავაზება.-გულწრფელად ვამბობ,ღმერთია,მოწმე,რომ მეც შენს აზრზე,ვარ. მეც შენსავით მინდა,რომ ერთხელ და სამუდამოდ,გაიწმინდოს,ირლანდია მტრებისგან,მაგრამ შენ კარგად იცი,რომ ჩემს ზურგს უკან დგას,ოჯახი, რომელსაც მე ვჭირდები.
-ყველაფერი კარგად მესმის ფილიპე.-კელიმ ფილიპეს ხელი მხარზე დაადო და განაგრძო-.არ იფიქრო,რომ იმის გამო გიხსენი კოლინისგან,რომ ჩემს გვერდით დამეყენებინე.გიხსენი იმიტომ,რომ ვიცი ვინც იყო მამაშენი და ვიცი ვინ ხარ შენ.მამაშენი ყოველთვის სამაგალითო ადამიანი იქნება ჩვენთვის.მასაც შენსავით ყავდა ოჯახი,სწორედ ოჯახის გამო წავიდა ომში,იმისათვის,რომ შენთვის შეექმნა იმაზე უკეთესი მომავალი ვიდრე მას გააჩნდა.
-ალბად მართალი ხარ კელი-ფილიპე დაეთანხმა და ფეხზე წამოდგა.-სჯობს მე დაგტოვოთ.იცოდე ჩემი სახლის კარი ყოველთვი ღია იქნება შენთვის.
-იმედია არაფერი გწყენია ჩემგან-თქვა ღიმილით კელიმ და ფილიპესთან ერთად კარავიდან გავიდა.-წამოდი მე გაგაცილებ მდინარის ნაპირამდე თან ცოტას კიდევ გავისაუბრებთ.-ნელი ნაბიჯებით ფილიპე და კელი გაუყვნენ ტყეს,მდინარემდე მისასვლელად.
-რა თქმა უნდა არაფერი მწყენია შენგან,ჩემო მეგობარო.უბრალოდ,ჩემთვის ძნელია ოჯახის დატოვება,მას შემდეგ რაც,გადავიტანე.-განაგრძო საუბარი ფილიპემ.
-მე შენი კარგად მესმის ფილიპე.მაგრამ სახლში ჯდომით,ოჯახს ვერაფრით დაეხმარები.შენ პირადად გეძებს კოლინ მაკნამარი.ჩვენ თუ ბრძოლას წავაგებთ,ის აუცილებლად,მოვა თქვენამდეც.თუ ოჯახის დაცვა გინდა,ჯობს დამეხმარო,მის დამარცხებაში.სანამ კოლინი ცოცხალია მოსვენებას არ მოგცემს.
-კი,მაგაში გეთანხმები,ჩემი თავის სანაცვლოდ,პრიზია დაწესებული.
-არ ვიცი იცი,თუ არა,მაგრამ კოლინი სწორედ,შენს გამო ემზადება, ჩრდილოეთზე შესატევად.-რამოდენიმე წამით,შეჩერდა და ფილიპესკენ მიტრიალდა.-როგორც ჩანს ვერ ისვენებს.შენში მამაშენს ხედავს,მისი წარსულის დაუძინებელ მტერს.
ფილიპეც მიშტერებოდა,კელის და თან კოლინთან შეხვედრა ახსენდებოდა, თუ როგორი ზიზღი და სიბრაზეს ანთხევდა მისი თვალები,როდესაც მას ესაუბრებოდა.-მგონი მართალი ხარ.როდესაც მონასტრიდან ქალაქ ლიმერიკის მიმართულებით მივდიოდი,ჩარლევილლი უნდა გაგვევლო სადაც, ბრიტანელების არმია უნდა მდგარიყო,საზღვრის გზის საკონტროლოდ,მაგრამ არცეთი ბრიტანელი იქ არ დაგვხვედრია.შემდეგ მოსახლეობაში გავიკითხეთ თუ სად წავიდნენ,ბრიტანელები.ხალხმა ზუსტად არ იცოდა რის გამო დატოვეს იქაურობა,მაგრამ ერთი ნამდვილად იცოდნენ,რომ ყველა სამხედრო ლიმერიკის ქალაქში გამოუძახებიათ. როგორც ჩანს მართლაც,ჩრდილოეთით აპირებენ გალაშქრებას. თანაც ჩემი სურათებიც სანამ ქალაქ ლიმერიკს არ მივუახლობდით მანამდე არსად შემხვედრია,ანუ ისინი ფიქრობდნენ,რომ მე ჩრდილოეთით წავიდოდი და ვფიქრობ,რომ ისიც იციან თუ სად მყავს ოჯახი.
-მაგაზე არ ინერვიულო,მანამ სანამ მე და ჩემი ხალხი აქ ვართ,ის ვერ გაბედავს,შეტევაზე გადმოსვლას,მაგრამ მაქვს ინფორმაცია,რომ ინგლისიდან დამატებით,ჯარს აგზავნიან კოლინისთვის,რათა ჩვენი დამარცხება შეძლონ.სწორედ,მაგიტომ ვერ დავჯდებით და ვერ დაველოდებით,მათ გაძლიერებას.ყველაფერი დროის საკითხია.თუ უმოქმედოთ ვისხდებით ადრე თუ გვიან კოლინი მაინც შეძლებს,ჩვენს დამარცხებას.სწორედ მაგიტომ მჭირდები,მინდა,რომ დამეხმარო.უნდა მიხვდე,რომ ერთადერთი,რამ რაც შენს ოჯახს დაიცავს ეს კოლინის დამარცხებაა.ეხლა კი მომყევი.-კელიმ დაამთავრა თუ არა საუბარი მაშინათვე გზა განაგრძო და თან ფილიპეს,სთხოვდა არ ჩამორჩენილიყო, რადგან,თუ დაბნელდებოდა,ტყეში გზის გაკვლევა გართულდებოდა. ფილიპეც უსიტყვოდ მიყვებოდა მას.თან კელის შემოთავაზებაზე ფიქრობდა.აანალიზებდა,რა მოხდებოდა,თუ ამბოხებულები დამარცხდებოდნენ. მაშინ ხომ მართლაც უპრობლემოდ შეძლებდა კელი ვუდლონის და სხვა ქალაქების აღებასაც.რაც ყველაზე მთავარია,დაუცველი დარჩებოდა მისი ოჯახიც.როგორც კორკიში.უბრალოდ ამ ჯერად გასაქცევი უკვე აღარსსად ქონდა ფილიპეს.
-აი უკვე მდინარესთან ვართ.აქედან შენ თვითონაც მიხვალ, სახლამდე,მე კიდე უკან მივტრიალდები,სანამ დაბნელდება.შემპირდი,რომ იფიქრებ ჩემს წინადადებაზე.-თხოვნით მიმართა,კელიმ.ფილიპემ პირობა დადო,რომ დაფიქრდებოდა მის შემოთავაზებაზე და მდინარე ჩქარულას ნაპირს სამხრეთით დაუყვა,ხოლო კელი კი უკან ტყეში შეტრიალდა.
-თუ აზრს შეიცვლი იცი სადაც უნდა მომძებნო.კაჭკაჭი გხედავს იცოდე-ხუმრობით მიაძახა კელიმ და ტყეში გაუჩინარდა.ფილიპემ დაბინდებამდე, სახლში დაბრუნდა სადაც მას ულამაზესი ქეითი და უსაყვარლესი ანისე ელოდებოდა,რა თქმა უნდა უკეთილშობილეს სოფიასთან ერთად.

ავტორი ))
თქვენი აზრით,როგორ განვითარდება მოვლენები.რადგან მე უკვე ვიცი,თუ რაც გველოდება წინ )) კომენტარებს ნუ დაინანებთ
კატეგორია: რომანი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 203 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar