ღვთაება ირლანდიიდან (ნაწილი7)
27.11.2018, 02:43
ღვთაება ირლანდიდან
(ნაწილი 7)
გეგმა

1931 წლის 5 ივნისი.თითქმის ერთი კვირა გავიდა ფილიპეს და კელის შეხვედრიდან.ფილიპე ფიქრობდა კელის შემოთავაზებაზე,მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე ადვილი იყო მისთვის.ყოველ წამს,როცა კოლინს იხსენებდა,შურის ძიების წყურვილი იღვიძებდა მასში,მაგრამ ანისე და ქეითის დანახვაზე მაშინათვე მშვიდდებოდა.გარდა ამისა,ასევე ფიქრობდა და აანალიზებდა იმასაც,რომ თუ კი კელი დამარცხდებოდა,ამ ბრძოლაში, კოლინისთვის ძნელი აღარ იქნებოდა ფილიპემდე მიხწევა.სწორედ კელი იყო კოლინის შემაკავებელი ძალა,მაგრამ როგორც კელიმ თქვა,ინგლისიდა დამხმარე ჯარს ელოდება კოლინი,რის შემდეგაც უკვე შეძლებდა ჩრდილოეთით გალაშქრებას,რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კელის გამარჯვებას.
უკვე ღამდებოდა.ფილიპე თავის საძინებელში საწოლზე წამოწოლილიყო.ზემოთ ჭერზე ლამაზ ჭაღს მისშტერებოდა და ისევ ფიქრებს გაეტაცებინათ.ამასობაში ქეითიც შედის საძინებელში.-რაო რამდენი ბუზი დათვალე?-ღიმილით შეეკითხა ფილიპესს,რომელიც დუმდა და უწინდებურად განაგრძობდა ჭერში ყურებას.
-გამოფხიზლდი,ფილიპე.რამე ხომ არ გაწუხებს?-იკითხა ქეითმა და ფილიპეს გვერდით ჩამოუჯდა.
-რომ არ მოგატყუო,სინდისი მაწუხებს-თქვა ფილიპემ მოწყენილი ხმით და ქეითის მიმართულებით გადატრიალდა.
-ალბად,კელიმ რაღაც შემოქთავაზა,შენ კიდე უარი უთხარი ხო?-ქეითმა მზერა გაუსწორა და ხელი ნაზად თავზე გადაუსვა.
-მართალი ხარ.შემომთავაზა,რომ მათ რიგებში ჩავმდგარიყავი.
-როგორც ვხვდები,რაკი ჩემს გვერდით გხედავ.და თუ მართლაც ასეა,სწორად მოქცეულხარ.არ მინდა,რომ საფრთხე შეგექმნას.როგორც იქნა ერთად ვართ მთელი ოჯახი.-ქეითმა ოდნავ მოიწყინა და ფილიპეს მიუწვა გვერდით.
-არა ქეით უარი არ მითქვამს.უფრო სწორედ არც უარი ვუთხარი და არც თანხმობა მიმიცია.
-მაშინ რაღას უცდი,უთხარი უარი.
-სწორედ,რომ უარის თქმა არ შემიძლია.სინდისი მქეჯნის,მათი შემხედვარე. რამდენმა უნდა გასწიროს ჩვენს გამო საკუთარი სიცოცხლე,კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს და რამდენმა უნდა ჩააგდოს თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?
-რას ამბობ ფილიპ?შენც საფრთხეში ჩაიგდე თავი.შეგეძლო დაგესმინა,კელი როდესაც ტყვეობაში იყავი,მაგრამ ეს არ გააკეთე,ასე,რომ მხოლოდ მათ არ ჩაუგდიათ შენს გამო თავი საფრთხეში.ვიცი მე მათ არ ვამტყუნებ არაფერში და ისიც ვიცი,რომ კელი საოცრად,კეთილი ადამიანია,მაგრამ შენ არ ხარ ვალდებული წახვიდე ამ ომში.მინდა,რომ ჩემს გვერდით იყო.-შესცქეროდა,აცრემლიანებული თვალებით,ქეითი და ცდილობდა,ფილიპეს დარწმუნებას.
-ვიცი ქეით,რომ შენთვის მთავარია,ჩემი შენს გვერდით ყოფნა,მაგრამ არის ერთი რამ.-ფილიპემ ქეითს ხელები ჩასჭიდა და განაგრძო საუბარი-თუ კი კელი დამარცხდება,კოლინი ჩვენამდეც მოახწევს,თანაც გასაქცევიც არსად გვაქვს.ვიცი, რომ შემიძლია კელის დახმარება.ისედაც,რომც გავიქცეთ,სინდისი სიცოცხლის ბოლომდე დამტანჯავს,იმის გახსენებაზე,რომ გვერდით არ დავუდექი ჩემს ქვეყანას,მაშინ როცა მას ვჭირდებოდი.ასე,რომ დიდიხანი ვფიქრობდი და გადავწყვიტე,შევუერთდე კელის.როგორც კი კოლინს დავამარცხებთ,გპირდები იმ დღესვე თქვენთან დავბრუნდები.-ქეითი,უსმენდა ქმარს და თვალებიდან ცრემლები სდიოდა.რამოდენიმეჯერ შეეცადა ფილიპესთვის აზრის შეცვლას, მაგრამ,ბოლოს მიხვდა,რომ აზრი არ ქონდა მასთან საუბარს და გაბრაზებული მისგან ზურგის შექცევით გადაბრუნდა.ფილიპეს,გული უკვდებოდა,ქეითის მძიმე მდოგომარეობაში,მნახველს,მაგრამ მას უკვე მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი და აზრის შეცვლას არ აპირებდა.გაბრაზებულ ცოლს მიუცუცქდა,ხელები შემოხვია და მთლიანად მიიკრა.გათენებამდე არ გაუშვია ფილიპეს ქეითი,მჭიდროდ ჩახუტულები იწვნენ,ხოლო ქეითს კი წამიც არ უძინია,ცრემლები კი არ წყვეტდნენ მისი თვალებიდან დენას.
6 ივნისის დილაც გათენდა.ირგვლივ ბუნებამ გაიღვიძა და ბეღურების საამო გალობის ხმა ისმოდა.მზეც უწინდელზე უფრო ძლიერად და მცხუნვარედ ანათებდა,ფილიპეს ოთახში.როგორც ჩანს ფარდების გადაწევა დაავიწყდათ და პირდაპირ სახეზე აცხუნებდა,მძინარე ფილიპეს.მზისგან შეწუხებული, რამოდენიმე წუთი წრიალებდა,მაგრამ ბოლოს როგორც იქნა გამოეღვიძა. თვალები გაახილა თუ არა მაშინათვე გვერდით გაიხედა,მაგრამ ქეითი,როგორც ჩანს მასზე პირველი ამდგარიყო.ფილიპემ გუშინდელივით ჭაღს მიაშტერდა, რამოდენიმე წუთით.ფიქრობდა თუ როგორ,ძლიერ ტკენდა გულს თავისი გადაწყვეტილებით,ქეითს,მაგრამ სინდისი და პატრიოტიზმი მას არ აძლევდა ნებას აზრის შესსაცვლელად. რამოდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ,შეწყვიტა ჭერში ყურება და ძველ ტყავის ჩანთაში,ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა.
როგორც კი,ფილიპე მორჩა ტანსაცმლის ჩალაგებას,სამზარეულო ოთახისკენ გაეშურა,სადცა,ქეითი,სოფია და ანისე საუზმობდნენ.
-დილა მშვიდობისა-ხმამაღლა თქვა ფილიპემ და თან ანისეს თავზე აკოცა.
-დილა მშშვიდობისა-ანისე და სოფია ერთ ხმათ მიესალმნენ ფილიპეს,ხოლო ქეითი,დუმდა.თითქოს არც გაუგონია ფილიპეს ხმა.სოფია ფეხზე წამოდგა და ფილიპეს ჩაი დაუსხა,შემდეგ კი კვლავ გააგრძელა საუზმის მირთმევა.
ფილიპემ დალია თუ არა ჩაი,სოფიას აუხსნა,რომ წასვლას აპირებდა კელისთან, რაზეც სოფიას რეაქციაც,უარყოფითი იყო,მაგრამ ისიც ადვილად მიხვრდა,რომ ფილიპეს აზრს ვერავინ ვერ შეაცვლევინებდა და ყველანაირი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე,დალოცა.უსურვა,რომ შინ ცოცხალი დაბრუნებულიყო.ფილიპემ ანისე ხელში აიყვანა და უთხრა,რომ მალე დაბრუნდებოდა და თან შუბლზე აკოცა.
-მშვიდობით ქეით.როგორც კი კოლინს დავამარცხებთ დავბრუნდები გპირდები-უთხრა ფილიპემ და ხელჩანთა მხარზე შემოიგდო.როგორც ჩანს ქეითი არ აპირებდა ხმის გაცემას.იჯდა თავდახრილი და ტიროდა.მისი შემხედვარე, ფილიპესაც აემღვრა თვალები.რამოდენიმე წამით დაელოდა ცოლს, ეგონა,რომ წასვლის წინ მაინც,გასცემდა ხმას,მაგრამ კვლავინდებურად დუმილს აგრძელებდა ქეითი.დაღონებულმა ფილიპემ,ხელმეორედ ყველას გასაგონად თქვა-მომავალ შსეხვედრამდე-და სახლი დატოვა.ამღვრეული თვალებიდან,ოდნავ ცრემლიც წასწყდა,რომელსაც მაშინათვე იწმენდა.უკვე სახლის ეზო უნდა დაეტოვებინა რა დროსაც უკნიდან ქეითის ხმა მოესმა-ფილიპ,ფილიპ-განწირული ხმით ყვიროდა ქეითი,რომელიც სირბილით გაემართა,ქმრის მიმართულებით.ფილიპემ ხმის გაგონების თანავე შემოტრიალდა,შეამჩნია,რომ ქეითი მისკენ გარბოდა. გახარებულმა ხელჩანთაას ხელიდან გააგდო და ხელები გაშალა.ქეითი პატარა ბავშვივით,შეაფრინდა ქმარს და ძლიერად ჩაიხუტეს ერთმანეთი.
-მიყვარხარ და მინდა,რომ შინ ცოცხალმა დაბრუნდე-ტირილით,სთხოვა ფილიპეს.რაზეც ფილიპებ პირობა დადო,რომ შინ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ქეითმა ფილიპეს პირობაზე,ხელიდან ოქროს ულამაზესი ძეწკვი მოიხსნა და ქმარს ხელზე გაუკეთა.-ეს ძეწკვი შენ მაჩუქე,ექვსი წლის უკან,მინდა,რომ შემდეგი შეხვედრისას უკან დამიბრუნო-ქეითი,ხელმეორედ ჩაეხუტა ქმარს და აკოცა.ფილიპეს ისეთივე შეგრძნება ქონდა,როდესაც პირველად აკოცეს ერთმანეთს.ორივეს თვალებს სევდა დასტყობოდა,მაგრამ ფილიპე გულით ბედნიერი იყო.როგორც იქნა ქეითი,შეურიგდა მის გადაწყვეტილებას.როგორც იქნა შეძლეს ერთმანეთის დატოვება.
დაემშვიდობეს თუ არა ერთმანეთს,ფილიპემ დაავლო ხელი თავის ხელჩანთას და გზას გაუყვა,კელის ბანაკისკენ.დაღონებული მიუყვებოდა,მდინარე ჩქარულას, ნაპირს ჩრდილოეთით.ერთი წამითაც არ შეუწყვეტია,ქეითზე ფიქრი.მათი სიყვარული მართლაც,რომ არა ამ ქვეყნიური იყო.ფიქრების მორევში ჩაძირულ ფილიპე მიდიოდა და არ აკვირდებოდა თუ საით უნდა ჩაეხვია,რომ არა დევიდი, ჩასახვევს გასცდებოდა და კიდევ დიდიხნით ვერ მიაგნებდა კელის ბანაკს. დევიდმა შეამჩნია თუ არა ფილიპე,მაშინათვე მისკენ გაიქცა.
-ფილიპ აქეთ ვარ.-შესძახა და ფილიპეც,როგორც იქნა გამოფხიზლდა.
-ამჯერზე ბუს აღარ ბაძავ?-ფილიპემ შესძახა დევიდს და თან მისი მიმართულებით დაიძრა.
-არა,დაგინახე და გადავწყვიტე ბუსთვის არ მიმებაძა,თანაც ეხლა უკვე კაჭკაჭს ვბაძავ.-გაიხუმრა დევიდმა.ფილიპესაც,როგორც იქნა შეეცვალა დაღონებული სახე და გაეღიმა.დევიდმა ხელჩანთა გამოართვა ფილიპეს რის შემდეგაც ბანაკის მიმართულებით გაუყვნენ გზას.
-დევიდ,არ გიფიქრია,რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ საბრძოლველად?-შეეკითხა ფილიპე და თან გზად,წყლიან გუბეებზე გადახტომას ცდილობდა.
-არა არ მიფიქრია,მაგრამ როგორც კი დავფიქრდები შეგატყობინებ.-ღიმილით გასცა პასუხი დევიდმა-გზად კიდევ ორი დიდი მუხის ხე უნდა შეგვხვდეს,შემდეგ კი მინდორზე გავალთ სადაც ბანაკი გვაქვს გაშლილი,თუ დაიღალე შეგვიძლია გავჩერდეთ და დავისვენოთ.-იკითხა დევიდმა
-არა,არ დავღლილვარ,ტანაც მირჩევნია მალე მივიდეთ,კელიმდე,ერთი სული მაქვს, გავიგო მისი გეგმების შესახებ ყველაფერი.
-აი პირველი მუხის ხეც,გაიშვირა ხელი დევიდმა-კელიმ მოგვიყვა მამაშენის შესახებ,ვიცით,რომ კოლინმა მოკლა იგი.ალბად ყველაზე ძალიან შენ გწყურია მისი მოკვლა.-ინტერესით იკითხა დევიდმა.
-ჩემი აზრით,სხვა დანარჩენ ირლანდიელებსაც,არანაკლებ წყურიათ მისი განადგურება.კოლინმა მხოლოდ მე არ წამართვა ოჯახი.-ფილიპე შეჩერდა და დევიდს ჰკითხა-დევიდ კიდევ რა მოგიყვა კელიმ?
დევიდი შეჩერდა და მზერა გაუსწორა,ფილიპს-ისეთი არაფერი იმას თუ არ ჩავთვლით,რომ ერთი თვე კართოფილის თლა არ ამცდება,ბანაკში დაბრუნების შემდეგ.
-მეგონა,რომ მზვერავი იყავი,ეხლა მზარეულიც გახდი?-გაეცინა ფილიპეს
-შენი გაცილების შემდეგ,კელი დაბრუნდა თუ არა ბანაკში,მე და სხვა დანარჩენები დავნაძლევდით,შენზე.ანუ შემოგვიერთდებოდი თუ შინ დარჩენას გადაწყვეტდი. მე მეგონა,რომ შინ დარჩებოდი.ასე,რომ წავაგე-თქვა დევიდმა დაღონებული ხმით და გზა განაგრძო.უკან ფილიპე მიყვებოდა გულიანად იცინოდა.
-დევიდ.კელი რას ფიქრობდა?
-კელის,ეჭვი არასდროს შეპარვია შენში.ასე,რომ მან იცოდა,რომ ჩვენს რიგებში ჩადგებოდი.-ფილიპე უსმენდა დევიდს და სიცილს არ წყვეტდა. ამასობაში უკვე მეორე მუხასაც მიადგნენ და დაახლოებით ათ წუთში,როგორც იქნა მინდორზეც გავიდნენ,სადაც მათ კელი ელოდებოდა.ფილიპეს დანახვაზე ბანაკებიდან გამოცვივდა კელის,მეომრები და ფილიპეს სიხარულით ესალმებოდნენ.ზოგიც ესალმებოდა,მხიარული სიტყვებით და დაღონებული სახით.ფილიპეც ამჩნევდა და ეღიმებოდა,ხვდებოდა,რომ მათ არ ეგონათ,რომ დაბრუნდებოდა და სანაძლეო წაგებული ქონდათ.
ამასობაში,კელიც გამოვიდა კარვიდან და ფილიპეს მიესალმა-კეტილი იყოს შენი დაბრუნება ცვენს ოჯახში.-ფილიპემაც ხელი ჩამოართვა და ერთმანეთს გადაეხვნიენ.
-მიხარია,რომ თქვენს გვერდით ვარ.ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.-ყველას გასაგონათ წარმოსთქვა ფილიპემ,რის შემდეგაც კელიმ იგი თავის ბანაკში შეიპატიჟა.
-ვიცოდი,რომ დაბრუნდებოდი,რაზეც ძალიან გახარებული ვარ.რაკი ჩვენს გვერდით ხარ,ცოტა დაისვენე და ჩვენს მომავალ გეგმებზეც ვისაუბროთ.-კელიმ დევიდს სთხოვა,ვახშამი გაემზადებინათ,ფილიპესთვი და თან დააყოლა,რომ მზარეულს მიხმარებოდა,კართოფილის გათლაში.
ვახშამი ძალზედ გემრიელი გამოდგა ფილიპესტვის.რისთვისაც მზარეული შეაქო კიდეც.დაასრულა თუ არა ჭამა,კელის უტხრა,რომ მზად იყო გეგმებზე სასაუბროდ.კელიმაც არ დააყოვნა და თავის კარავში მოიწყვია დევიდის მამა, ლუი,ასევე,ასეული სხვა მეთაურებიც,ბორნი და ტონი.
-დევიდის მამას უკვე იცნობ-კიდევ ერთხელ მიესალმა,ლუი ფილიპს.შემდეგ კარავში შევიდნენ ბორნი და ტონი,რომლებიც,ასევე წარუდგინა ფილიპეს კილიმ.
-მინდა იცოდეთ,რომ ამიერიდან ფილიპე ჩვენი ოჯახის წევრია.ყველა დეტალი, რასაც განიხილავთ ჩემთან,უნდა განიხილებოდეს,მასთანაც და ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა მისი თხოვნაც და ბრძანებაც.ამიერიდან იგი ჩვენი შოტლანდიელი მოხალისეების მეთაური იქნება.ყველასთვის გასაგებია?-იკითხა კელიმ.რაზეც თანხმობა განაცხადეს,კარავში შეკრებილებმა.-რაკი ყველასთვის გასაგებია,მაშინ მინდა,რომ მომავალ გეგმებზე ვისაუბროთ-კელიმ სთხოვა,რომ კარავში მდგომ მაგიდაზე გაშლილ რუქასთან მისულიყვნენ, რათა, დაეგეგმათ, შემდგომი მოქმედებები,კოლინის წინააღმდეგ.ფილიპეც იდგა და დიდი ინტერესით, უსმენდა კელის და შესცქეროდა რუქას.
-როგორც ჩვენთვის ცნობილია-განაგრძო კელიმ-ბრიტანელების არმია აკონტროლებს დედაქალაქს,დუბლინს,საიდანაც ხდება იარაღით მომარაგება, კოლინის არმიის.
-ესეიგი,დუბლინი უნდა ავიღოთ და იარაღი ხელში ჩავიგდოთ-საუბარში ჩაეჭრა,დევიდი,რომელიც მაგიდიდან მოშორებით იდგა,მაგრამ ყურადღებით ისმენდა საუბარს.
-გაჩუმდი შენ სულელო.მაგ უაზრო ლაპარაკს ჯობია,მოგვისმინო და შენც ისწავლი რამეს-მიაძახა ხმამაღლა,მამამისმა ლუიმ და თან ბოდიში მოუხადა, შეკრებილ წევრებს მის საუბარში ჩაჭრის გამო.
-არაუშავს,ლუი-დააწყნა კელიმ და დევიდის თავისთან მოიხმო მაგიდასთან-დევიდ მოდი ჩვენს გვერდით და ყურადღებით მოგვისმინე,ხოლო ბოლოს უკვე დასკვნების გაკეთებაც შეგიძლია-დევიდი სიხარულით მივარდა მაგიდასთან და ფილიპეს გვერდით ამოუდგა-დევიდ,იმისათვის,რომ დედაქალაქი ავიღოთ,მეტი ხალხი გვჭირდება-განაგრძო კელიმ-მაგრამ,ხალხზე მეტად ეხლა იარაღი გვაკლია. მოხალისეები ყოველ დღე გვემატებიან და დარწმუნებული ვარ დუბლინშიც ბევრი მოხალისე გვეყოლება,მაგრამ მათთვის იარაღი უნდა ვიშოვნოთ დასაწყისისთვის
-ესეიგი საჭიროა,გავიგოთ თუ როდის,აპირებენ იარაღის გადატანას მატარებლით და თავს დავესხათ.-ჩაერთო საუბარში,ფილიპე.
-ჩვენი,ჯაშუშის ინფორმაციით,შემდეგი რეისი ერთ კვირაში აქვთ დაგეგმილი-თქვა ბორნიმ.
-თანაც,ისიც ცნობილია,რომ თუ კი შემდეგ,რეისს ვერ შევიპყრობთ,კოლინი გოლუვეის შეუტევს,რაც უფრო გავუადვილებს,ჩვენს ხელში აყვანას-დაამატა ტონიმ.
-მართალი ხართ-კელიმ განაგრძო საუბარი-ჩვენი,ჯაშუშების იმფორმაციას თუ დავეყრდნობით,შემდეგ რეისზე ყველაზე დიდი რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღები და ზარბაზნები უნდა გადაქონდეთ,თავისი ტყვია წამლით.თუკი შევძლებთ ხელში ჩაგდებას,გამარჯვებასთან ახლოს ვიქნებით და თუ ხელიდან გავუშვებთ დამარცხებამდე ერთი ნაბიჯი დაგვაშორებს. კოლინის შეტევას ვერ გადავურჩებით.
-ანუ,რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მატარებელი ხელში უნდა ჩავიგდოთ.-დაიწყო საუბარი ლუიმ-ჩვენი დაკვირვებით,ყოველი რეისი,ფორტლიშეს სადგურში ჩერდება.ხოლო შემდეგ კი გზას აგრძელებს ლიმერიკამდე.რაც შეეხება სადგურს, ბოლო ინფორმაციით,რომელიც ერთი კვირის უკან მოგვაწოდეს,ასამდე ბრიტანელი უნდა იცავდეს.
-თუ კი ასეა,მათი განიარაღება,არ გაგვიჭირდება-თქვა ტონიმ.
-მართალი ხარ ტონი-განაგრძო კელიმ-მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ კოლინი,სულელი,არ არის.ესეთი დიდი რაოდენობით,იარაღი ჯერ არ გადაუზიდიათ და მგონია,რომ დაცვა გაძლიერებული ეყოლებათ.თანაც თუ გაძლიერებულია,მე ვერ შევძლებ ოთხას კაცსზე მეტი ადამიანი გამოყოფას, მატარებლის ასაღებად,რადგან გოლუეის დასაცავად მჭირდება დანარჩენი ბიჭები. ვაი თუ,მატარებელი ცარიელაა და ცდილობს,ჩვენი ყურადღების გადატანას მასზე. რათა ჩვენი ძალის უმეტესი ნაწილი მის შესაპყრობად გადავიტანოთ,ის კი გოლუეის დაესხმება თავს.ასე,რომ როგორც ვთქვი,რისკზე ვერ წავალთ და მაქსიმუმ ოთხას კაცს მოუწევს მატარებლის აღება დანარჩენები კი გოლუეის დასაცავად იდგებიან.
-ყველაფერი გასაგებია-თქვა ფილიპემ და საუბარი განაგრძო-მე ვიცი ვინცაა კოლინი.მის თვალებში ამოვიკითხე ყველაფერი როცა შევხვდი.გველია და ეშმაკზე მატყუარაც.ჩემი აზრით,იარაღით მართლაც იქნება დატვირთული მატარებელი, რადგან მის თვალებში,ჩემდამი უდიდესი ზიზღი დავინახე.ჩემი გაქცევიდან მაშინათვე მოგვიახლოვდა რადგან იცოდა თუ სად ვიყავი.სიბრაზისგან დაბრმავებულს უეჭველად შეიარაღება სჭირდება დამატებით და მაშინვე შეგვიტევს.შეგვიტევს მანამ სანამ ინგლისი, თავის ჯარს გამოგზავნის.ასე,რომ მატარებელი უეჭველად უნდა შევიპყროთ და თუ ამას მოვახერხებთ იგი ვერ შეძლებს ქალაქ გოლუეზე თავ დასხმას.ინგლისელების დამატებითი ჯარის გარეშსე.ასე,რომ ფორტლიშეს სადგურში დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტი სამხედრო დაგვხვდება ვიდრე თქვენი იმფორმაციით ვიცით.
-შენ რას გვთავაზობ ფილიპე?-შეეკითხა კელი-როგორ შევიპყროთ მატარებელი ისე,რომ ფორტლიშეს სადგურის აღება არ დაგვჭირდეს.
-ეხლავე მოგახსენებთ ჩემს აზრს-ფილიპემ ყურადღებით დააკვირდა რუქას-სადგური რომც აგვეღო და წითელმუნდირიანებად გაგვესაღებინა თავი,მაინც დიდი რისკი იყო იმისა,რომ მატარებელი არ გაჩერებულიყო,რადგან მათ ძვირფასი ტვირთი გადააქვთ.-ფილიპემ ჩაისუნთქა და კელის გაუსწორა მზერა-მოკლედ ბევრი,რომ არ გავაგრძელოთ,ჩვენ მატარებელი ან სადგურ ფორტლიშემდე უნდა გავაჩეროთ ან უნდა გადავაგდოთ რელსიდან.
-ვფიქრობ მართალი ხარ-დაეთანხმა კელი-შეგვიძლია რელსები დავნაღმოთ და მატარებელი გადაბრუნდება,მაგრამ არის საფრთხე იმისა,რომ ცეცხლი გაჩნდეს და ამ შემთხვევაში,იარაღს ხელში ვერ ჩავიგდებთ.
-გარისკვად ღირს-ლაპარაკში ჩაერთო ლუი-სამაგიეროთ თუ იარაღი განადგურდება,ჩვენზე მეტად კოლინი დაზარალდება და ინგლისის არმიის შემოსვლამდე,ჩვენზე თავდასხმას ვერ შეძლებს.
-ლუი მართალია.უნდა გავრისკოთ.შესაძლებელია გადაბრუნების შემდეგ სულაც არ გაჩნდეს ხანძარი და რომც გაჩნდეს,სხვა გზა არ გვაქვს.-გამოთქვა თავისი აზრი ბორნიმ.
-შეგვიძლია,ისე გავაჩეროთ მატარებელი,რომ არც კი მოგვიწიოს მისი გადატრიალება.-თქვა ფილიპემ.ლუიმ,ტონიმ,ბორნიმ,დევიდმა და კელიმ გაოცებული ხმით ერთდროულად იკითხეს თუ როგორ იყო შესაძლებელი, მატარებლის გაჩერება, მისი ლიანდაგებიდან გადაგდების გარეშე. ფილიპემ, ყველას სთხოვა,რომ რუქას დაკვირვებოდნენ და თითი ახაბოს მთას მიუთითა.-აი აქ გავაჩერებთ მატარებელს.თუ ეს რუქა არ გვატყუებს,ახაბოს მთაში გვირაბი არ გადის და რუქაზე ნათლად ჩანს,რომ მატარებელს წრის დარტყმა მოუწევს მთაზე.ასე,რომ ვფიქრობ,რომ ამ მონაკვეთში,ყველაზე მკვეთრი მოსახვევია მარჯვნივ. თითქმის ორას ოთხმოცი გრადუსის წრის დარტყმა უწევს მატარებელს, რაც იმას ნიშნავს,რომ სიჩქარეს დააგდებს,ჩვენ კი შევძლებთ ცხენებით დავხვდეთ ყველაზე მკვეთრ მოსახვევთან და დავედევნოთ.თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა შევძლებთ,სამანქანო განყოფილებაზე გადასვლას და მემანქანეების ხელში ჩაგდებას.შემდეგ კი სადაც ჩვენ მოგვესურვება იქ გავაჩერებთ მატარებელს.
-იდეალური გეგმააა-წამოიყვირა,ტონიმ,რაზეც დანარჩენებმაც დაეტანხმნენ და მოუწონეს ფილიპს ჩანაფიქრი.
-მიხარია,რომ ჩვენს გვერდით ხარ ფილიპ.შენი გეგმა დაგვეხმარება,ზედმეტი სისხლის ღვრის გარეშე შევიპყროთ მატარებელი-კელიმ,რომელსაც სახეზე უსაზღვრო სიხარული ეტყობოდა შეაქო ფილიპე.
-მადლობთ,რომ მოგეწონათ ჩემი აზრი-განაგრძო ფილიპემ,რომელიც ცოტა არ იყოს და გაწითლდა კიდეც სახეზე ქებისგან-მაგრამ ეხლა მთავარია,ზუსტად და უშეცდომოთ მივყვეთ ჩვენს გეგმას.
-ფილიპე მართალია-თქვა კელიმ და ყველას გადახედა-ეხლა მტავარია,შეცდომა არ დავუშვათ.წყალი არ გაუვა იმას,რომ ფილიპეს გეგმა საუკეთესოა.ეხლა ისღა დაგვრჩენია,დავგეგმოთ თუ სად გავაჩერებთ მატარებელს.
-მატარებელი დერრიმორ ლოუერის სავალ გზას გადაკვეთავს.სწორედ იქ გავაჩერებთ მას,სადაც ჩვენ ეტლებით და ცხენებით დავხვდებით ტვირთის სწრაფად გადასაზიდავად.თანაც კოლინის ჯარი ჩვენგან მოშორებით იქნება და თავისუფლად შევძლებთ ქალაქ ატლონამდე მიტანას,შემდეგ კი გადავანაწილებთ სხვადასხვა წერტილებში-გამოთქვა თავისი აზრი ლუიმ.
-მართალი.ესეიგი მოვილაპარაკეთ-განაგრძო კელიმ-ფილიპე,მინდა,რომ გაეშურო ქალაქ ატლონში,სწორედ იქ გელოდება ორასამდე შოტლანდიელი მოხალისე.მინდა,რომ შენი გეგმის განხორციელებაში ისინი მოიხმარო,ასევე შენთან ერთად წამოვა ლუიც,დამატებით ასევე ორასი მეომრით,თან გაიყოლებთ დამატებით ცხენებს და ოთხთვალებს.მატარებელი ინფორმაციის თანახმად,ერთ კვირაში ანუ ცამეტ რიცხვში გამოდის დუბლინიდა.მინდა,რომ ცამეტში,დილიდან დერრიმორ ლოუერის გზაზე იდგეს ჩვენი ჯარი.დანარჩენი შენ უფრო კარგად იცი,თუ რამდენი კაცი დაგჭირდება მატარებლის ხელში ჩასადებად.
-ყველაფერი გასაგებია-დაეთანხმა ფილიპე-ყველაფერს ვ-ღონებ,რომ მატარებელმა არ მიახწიოს,კოლინამდე.
-რაკი ასეა,შეგვიძლია დღეს,ჩვენი გენიალური გეგმის სადღეგრძელოც შევსვათ.დევიდ,გაიქეცი და ვისკი მოგვიტანე,ფილიპეს შემომატება უნდა ავღნიშნოთ-კელიმ გააგზავნა დევიდი ვისკის მოსატანად.დაღამებამდე მიირთმევდნენ ვისკის.ყოველი სადღეგრძელო ფილიპეს ეძღვნებოდა, რომელიც სულგანაბული იჯდა და უსმენდა,ვაჟკაცებს,რომელთა გულები, სამშობლოს სიყვარულით იყო სავსე.უყურებდა დევიდს,ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა,მამამისისთვის ენახებინა,რომ უკვე დიდი ბიჭია,რომ მასაც შეუძლია იბრძოლოს და მოკვდეს თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ გარდა ამისა,ფილიპე განუწყვეტლივ ფიქრობდა თავის ოჯახზეც,რომელიც,მის დაბრუნებას ელის.
კატეგორია: რომანი | დაამატა: nikaberidze1995
ნანახია: 171 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar