გრავიტაციის 21
19.02.2018, 23:48
გამარჯობათ, დავიწყე წერა მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი და არც არასოდეს დამიწერია, ალბათ იმიტო გადავწყვიტე რომ ისეთი პერიოდი დამიდგა ცხოვრებაში როდესაც გამოსავალს ვერ პოულობ, ირგვლივ სრული ქაოსია და არიცი რა გააკეთო იკარგები უმისამართოდ, იკარგები იქ სადაც არიცი რა ხდება სრულ ქაოსში და არეულობაში...ამიტომ გადავწყვიტე დავწერო და მოვყვე ჩემი ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღე დილიდან...
დილა უკვე აღარც ვიცი რას ვეძახი დილას ან რას ქვია დილა რომელია მზე რომ ამოდის წესით ის უნდა იყოს და ადამიანს იმედებით უნდა ავსებდეს მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეგრე არარის ჩემთვის სულ დილაა იმიტომ რომ თითქმის აღარასდროს მძინავს და თუ მძინავს საშინლად დეპრესიული ფონი აქვეითებს ძილის უნარს ყოველშემთხვევაში ჩემს შემთხვევაში, ამიტომ ბევრს აღარ გავაგღძელებ და პირდაპირ მოყოლას დავიწყევბ დიდი ხანი არ ვყოფილვარ ოჯახთან ჩემი არყოფნის დროს მარტო ცხოვრების დროს ძალიან მინდოდა უკან დაბრუნება მენატრებოდა ის გარემო რომელშიც გავიზარდე და ფეხი ავიდგი მაგრამ ახლა ვხვდები რომ კი არ მენატრებოდა უბრალოდ ვერ გადავეჩვიე მარტო ყოფნას, მიმძიმდა დედისგან მამისგან და ძმისგან შორს ყოფნა მაგრამ ეხლა იმასაც ვგრძნობ რომ აქ აღარ მინდა მინდა გავიქცე სადმე შორს ვირბინო და ვიარო სანამ არ დავეცემი ან წყურვილისგან არ მოვკვდები უბრალოდ მინდა წავიდე მაგრამ მაფერხებს რაღაც რაღაცეები და ამის გამო ვერ მივდივარ მიყვარს ერთი გოგო რომელსაც არ ვუყვარვარ მაგრამ რაღაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებს ჩემს მიმართ ანუ მოკლედ რომ ითქვას ჩვენს ურთიერთობას არც სტატუსი აქვს და არც ბოლო უჩანს...
დილით გავიღვიძე ტელეფონს დავხედე 10:23 წუთია ზუსტად... მაშინვე სიგარეტს მოვუკიდე და ისევ იგივე განმეორდა რაც ჩემი ცხოვრების ყველა დღეს იყო ხოლმე... საშინელი ალკოჰოლის და ტამბაქოს სუნი ოთახში და ისევ არეული ფიქრები მილიონი აზრი ერთად მომდის თავში და არ ვიცი რა მოვუხერხო მინდა ავდგე და ვიყვირო მაგრამ ძალა არ მყოფნის დაღლილი ვარ არა და ეხლახანს გავიღვიდზე... ოთახში დედა შემოდის თბილი ღიიმილიანი სახით მიყურებს და მეუბნება რომ ავდგე და საქმეს მივხედო საქმეს რომელიც სინამდვილეში არ მაქვს?! ისევ ტელეფონითან ვარ შეტყობინებების შემოწმებას ვაგრძელებ და ტან ვფიქრობ დავურეკო თუ არა რუსუდანს ... არადა უნდა დავურეკო რადგან დავპირდი დილით გავაღვიძებდი... ამასობაში ვერც ვამჩნევ დრო როგორ მალე გადის და უკვე 11:00 ია ზუსტად არც ვურეკავ არავის და ყავის დალევას ვიწყებ ფიქრი გრძელდება დაუსრულებელი ფიქრი რომელიც უკვე ისე მტანჯავს რომ მეტი აგარ შემიძლია რომელსაც ვერ გავურბივარ ისევ იგივე მეორდება ისევ იგივე ისევ ეს დამპალი facebook ტელეფონის წკრიალი რომელსაც არასდროს ვპასუხობ...
ისე გეგმები მაქვს როგორც ყველა ჩემი ასაკის კაცს მაგრა აი განხორციელების თემას რაც შეეხება მაგ მხრივ ცოტა არც ბედი მწყალობს და არც გარემოებანი... დილით გეგმის მიხედვით ავდექი და სახლიდან გავედი სამსახურის მოსაძებნად ისევ რათქმაუნდა არასდროს არსად მიმუშავია და ეხლა მოვინდომე თან მაინც და მაინც რომ, ტქვას კაცმა არც წარსული მივარგა და არც დოსიე შ.ს.ს ში ამას რომ გავიფიქრებ სულ მეცინება და რატო არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ ვიმსახურებ სადაც ვარ და როგორც ვარ ... არიფიქროთ რომ სამსახურს იმიტომ ვეძებ მუშაობაზე ვგიჟდები ან უსაქმურობას ვერ ვიტან არა უბრალოდ ჩემი საყვარელი ადამიანის გამო რომელმაც ისე შემაყვარა მოკლე დროში თავი ფაქტიურად დავიკარგე იმიტომ ვეძებ სამსახურს რომ ვხვდები ნელ-ნელა ვკარგაც რაც ძალიან არ მინდა საკმაოდ მოტივირებული და მიზანდასახულია იმდენ რამეს ახერხებს ერთდროულად რომ ხანდახან ჩემი თავი იმბეცილი მგონია ამიტომ ვეძებ სამსახურს ზუსტად რომ არ დავკარგო მეც დავანახო საზოგადოების ღირსეულ წევრებს და უბრალოდ უკვდავ საზოგადოებას რომ მეც შემიძლია რაღაც მოგეხსენებათ როგორ ვერ იტანენ უსაქმურებს და როგორ ერიდებიან არ დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება აი ეს არ მინდა ზუსტად აი ამ ფიქრებით გართული თუ ამას გართობა ქვია ერთ-ერთ კომპანიას მივადექი რომელსაც გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროებოდა, მივედი და კარებთან გავჩერდი უცებ პესიმიზმის ტალღამ გამიტანა წამით მივბრუნდი წასვლას ვაპირებდი ხელი ჩავიქნიე და საბოლოოდ შევედი შევედი გაღიმებული ვითომ ყველაერი კარგად იყო ვითომ არაფერი არ მაწუხებდა რათქმაუნდა მე ტყუილების დიდოსტატს ვერავინ ვერაფერი შემატყო და ჩემ კითხვაზე ვაკანსიის თაობაზე ვარ და ვის გავესაუბრო მეთქი გოგონამ ზუსტად ანალოგიურად ყალბი ღიმილით მიპასუხა წამომყევი კაბინეტთან მიგაცილებ და დაელოდეო მეც გავყევი დიდი ლოდინი არ დამჭირვებია მალე დამიძავა ვიღაცის გულისამრევმა ხმამ კაბინეტში შევედი და დავინახე როგორ იჯდა კომპიუტერის მაგიდასთან ახალგაზრდა დაახლოებით 30 წლის წვერგაპარსული და სახემოტიტვლებული დიდთავა ბიჭი პირველ კითხვას მისვავს რატომ გინდა ჩვენთან მუშაობაო და მე ვპასუხობ იმიტომ რომ სამსახური მჭირდება მეთქი დანარჩენს აღარ გავაგღძელებ ყველამ იცის გასაუბრების სტანდარტული შემაწუხებელი და გულისამრევი შეკითხვები მოკლედ ბიჭმა რომელსაც გაირკვა რომ გოგა ერქვა დამშვიდობებისას ხელი ნაზად ჩამომართვა და დამპირდა რომ დამირეკავდა ოღონდ ტყუილი არ გამოუვიდა აშკარად დაეტყო რომ აქაც არავის ვჭირდებოდი გარეთ გამოვედი საშინელ ქარში აქეთ-იქით მივიხედ მოვიხედე და სიგარეტის გაღუნულ ღერს მოვუკიდე ... თან ცოტა ფიქრებისგან განთავისუფლებული ვიყავი და რაღაცნაირად ბედნიერი ისიც მიხაროდა რომ უარის ნიშნად დამპირდნენ დარეკვას და ისიც რომ მე ჩემი მაინც ვცადე გავუყევი ქუჩას და სახლისკენ წავედი ისევ ისეთი როგორიც ვიყავი შეუცვლელი ....
კარგი გავაგრძელოთ, ისევ სახლში ვარ მეტი სითამამისთვის მარტო ყოფნით ვისარგებლე ისევ გადავკარი რამოდენიმე გრამი ყავა და სიგარეტი მოვიმარაგე ვაგრძელებ წერას დილით ველაპარაკე დიდი ფიქრის და თავის მტვრევის შემდეგ იმ ერთადერთს რომლის გამოც ვწერ რომლის გამოც სამსახურს ვეძებ და რომლის გამოც ვსუნთქავ ზოგადა როგორც ყოველთვის და ყველამ მანაც ვერ გამიგო ჩვენი დიალოგი ისევ გაუცხოებით დამთავრდა და ტელეფონი გათიშა რატო ვაგრძელებ წერას ?! ალბათ იმედი მაქვს რომ ესეც გაივლის ისევ ბედს ვუჯერებ არადა სულ არ მჯერა ისეთი სისულელეების როგორიც ბედია და ბედისწერა ...
ცხოვრებაში შანსი ბევრია ცხოვრებაა უბრალოდ ერთი ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ ჩემთვის ბედნიერებაა რომ ცხოვრება ერთია და არა ბევრი....
ვფიქრობ ისევ რა ვქნა მივწერო? დავურეკო ?! ვერ ვხვდები რატომ მაგრამ მაინც ვფიქრობ...
ისეთი პერიოდიც მქონია ცხოვრებაში ხშირად ლოცვას მივცემივარ თავდავიწყებით ლოცვას ისე რომ ვერც გამიგია დრო როგორ გადიოდა ყველაფერი ღმერთისთვის მიმინდია და მინდა გითხრა ჩემო მკიტხველო რომ ეს ამართლებს მაგრამ დგება დრო როდესაც იღლები ყველაფრით იღლები თქვენ არ ყოფილხართ ესე? უბრალოდ ვხვდები რომ დავიკარგე სადღაც დავიკარგე მაგრამ არავის დახმარება არ მჭირდება მინდა რომ ყველა მომშორდეს და მარტო ყოფნა მაცადოს ამისთვის კი მაპატიეთ ჩემ ცხოვრებაში პოზიტიური დღეებიც არის ხოლმე და აუცილებლად გავაგრძელებ პოზიტივით
ერთ დილით როდესაც ისევ რათქმაუნდა გათენდა და იმედი არაფრის არ მქონდა ჩემდაგასაკვირად კარგ ხასიათზე გავიღვიძე... ყავა დავლიე და გამახსენდა რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანისთვის რაგაც უნდა მეჩუქებინა ისეთი რამ რაც ზუსტად ვიცოდი რომ გაახარებდა რა იყო ეს ?! ეს იყო წიგნი წავედი სასწრაფოდ წიგნების მაგაზიისკენ გავიქეცი ეს წიგნი ვიყიდე და სანახავად წავედი როგორც იქნა მივედი დანიშნულების ადგილამდე ისე გამახარა მისმა ნახვამ რომ ეს წიგნი სულ დამავიწყდა მაგრამ ამ დიდი დაბნეულობის და გაურკვევლობაში გადაშვების ფონზე ეს წიგნი მაინც ვაჩუქე... სიხარული არ გამოუხატავს რაღაც უაზრო კითხვა დასვა მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ გაუხარდა ... ბევრი ვილაპარაკეთ ბევრი ვიხუმრეთ როგორც იქნა გავიღიმე ამდენი დადზაბული ყოფნის შემდეგ ამ დღემ მოკლედ არაჩვეულებრივად ჩაიარა მეორე დღეს მთელი დღე სახლში გავატარე ისე რომ ფანჯრიდანაც კი არ გამიხედავს საშინელ ხასიათზე და მოწყენილმა რაღაც ახალი სიგიჟის ჩადენა მინდოდა როგორ აგიხსნათ ვამპირივით ვიყავი და ვეძებდი ახალ სიგიჟეს საღამოს დაახლოებით 23:45 წუთზე როგორც იქნა იდეა მომივიდა არვიცი რა იყო ეს რომეო ჩამისახლდა თუ რა მაგრამ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი გოგოსთან რომელიც ძალიან მიყვარს ისე რომ არც გამეფრთხილებინა არც დამერეკა არც მიმეწერა უბრალოდ სახლთან მივსულიყავი სახლში შემეღწია როგორმე და მენახა... მაშინვე ჩავიცვი მანქანაში ჩავჯექი და წავედი წავედი შორს წავედი სიგიჟის ჩასადენად უბრალოდ წავედი მეტი არაფერი არ ვიცოდი გზაში დაახლოებით ღამის 02:30 იყო თოვა დაიწყო ისე ლამაზად თოვდა მაგას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ და მე რაც უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი მის სახლს მით უფრო მიმატებდა ადრენალინის შეგრძნება გული ისე მქონდა აჩქარებული რომ მეგონა გასკდებოდა ამასობაში მივედი და სახლთან მანქანიდან გადმოვედი ძალიან ციოდა საშინლად ხელში ტელეფონი მეკავა და ხელი ისე გამეყინა რო ვეღარც ვგრძნობდი სახლს ერთხელ შემოვუარე და ფანჯრებს გადავავლე თვალი ... შუქი ბჟუტავდა და მეც დავაპირე გადაძრომა ცენტრალური ჭიშკრიდან ერთი ფაქტორიც იყო ძაღლი მიშლიდა ხელს და დაველოდე ამ ძაღლის შებრუნებას ისე ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე გავგუდავ და შევალ მეთქი მაგრამ მერე მივხვდი რომ ეწყინებოდა დაახლოებით 10 წუთში დავინახე რომ ის სახლიდან გამოვიდა ძაღლს მიუახლოვდა და ფერება დაუწყო მაშინ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და დავუძახე ბრთხილად და ჩურჩულით დავუძახე კი არა სისინს უფრო გავდა ჩემი ქმედება ... გარეთ გამოვიდა და ჩავეხუტე მაგრად ჩავეხუტე უბრალოდ ეს მინდოდა უბრალოდ მინდოდა ჩავხუტებოდი ძილის წინ მის თვალებში ჩამეხედა მშვიდად რომ დამეძინა ისეთი დაღლილი ვიყავი ისეთი გათიშული და მომენტალურად ამავსო ენერგიით სხვა გავხდი აღარაფერზე ვფიქრობდი საერთოდ არავისზე და აღარაფერზე ერთის გარდა ... ბევრჟერ ჩავეხუტე ბევრი ვაკოცე კითხვები დამისვა გაოცებულმა ვერ ხვდებოდა რას ვაკეთებდი ღამის სამ საათზე იქ მის სახლთან რატომ ვიყინებოდი ამასობაში ეს გოგოც გავინე და დამშვიდობებისას კიდევ ვაკოცე ერთხელ ჩავეხუტე თვითონაც ჩამეხუტა ალბათ იმიტომ რომ ციოდა ... და წამოვედი წამოვედი ბედნიერი წამოვედი გახარებული წამოვედი უდარდელი აღარაფერი აღარ მაშინებდა იმიტომ რო მე ის ვნახე ...
კატეგორია: რომანი | დაამატა: damwyebi666
ნანახია: 655 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar