გველის გესლი (თავი1)
24.02.2018, 17:27
ახალი წლის საღამო მობრძანდა თბილისის სუსხიან მთებთან. ნათელი ღამე იყო და ცაზე მთვარე მზესავით ბრწყინავდა. შრომისაგან დაქანცული ხალხი შინ ბრუნდებოდა, რომ 12 საათისთვის ახალი წლის მოსვლა აღენიშნა, საკითხავია მათ შორის განა ვინმე იყო ბედნიერი?
- გამარჯობათ პოლიციაა? - შესაზარი ხმა ჩაისმა ყურმილში.
- დიახ, რა გნებავთ? ვის ვესაუბრები? - ქალის წრიპინა ხმა მოისმა საპასუხოდ, რაზეც ხრინწიანმა ხმამ უპასუხა.
- გარეუბანში, ავჭალაში, უწერის ქუჩაზე N14 ში, მკვლელობა მოხდა, გთხოვთ დახმარება გამოგზავნოთ! - და ყურმილი მაშინვე გაითიშა.
ახალგაზრდამ ტელეფონი ძირს დააგდო და კარისკენ გაემართა, ამ უზარმაზარ ჭიშკარს დიდი ასოებით ეწერე N14.
- მეგობარო.... მასპინძელო... - თავისი ხრინწიანი ხმით რამდენჯერმე მოუწია ყმაწვილს დაძახება, შემდეგ კი ორ სართულიანი სახლიდან ფაჩუნი მოისმა, წინ მოხუცი კაცი გამოვიდა რომელმაც აივნიდან შეათვალიერა ყმაწვილი და რომ დარწმუნდა უსაფრთხოებაში სწორედ ამის შემდგომ გასცა პასუხი;
- რა გნებავთ?
- ესე ვერ გეტყვით, საიდუმლო საქმეა, რობერტმა გამომგზავნა! - მოხუცმა როცა გაიგო თავისი მეგობრის სახელი, საშიში ვეგარაფერი შენიშნა და კარიც გაუღო.
ბიჭი კოჭლობით მიჰყვა მოხუცს და ისინი პირველ სართულზე მისაღებში შევიდნენ. ჭაღართმიანი, დაუძლურებული კაცი სავარძელში ჩაეშვა, ბიჭს კი მის გვერდზე მგომი სკამისკენ მიუთითა და კითხვაც არ დააყოვნა:
- რა გნებავთ? რა ამბავია?
ახალგაზრდამ შეუმჩნევლად ხელი დანას მოკიდა, რომელსაც ზურგს უკან მალავდა და კითხვას კითხვითვე უპასუხა:
- თქვენ ტარიელი ბრძანდებით?
- დიახ.... გისმენთ! - უკვე მობეზრებული ტონით უპასუხა მოხუცმა.
ბიჭმა ეს არ შეიმჩნია და კვლავინდებურად მშვიდად განაგრძო:
- თქვენ ტარიელ ქურციკიძე ხართ?
- დიახ... - ჭაღარა კაცი უკვე მოთმინებას კარგავდა და აწრიალდა.
- ესეიგი თქვენ ხართ ის ძლევამოსილი, ამაყი და ცბიერი კაცი?
- კმარა ! - ფეხზე წამოიჭრა მოხუცი, მარცხენა ხელი უკან წაიღო მაგრამ მანამ იარაღს ხელს მოკიდებდა, ახალგაზრდას ძლიერი მუშტი ყბაში მოხვდა და მოხუცი ძირს გაიშხლართა. ყმაწვილი მაშინვე მივარდა, წამოაყენა და ისევ სავარძელში დააბრუნა, შემდგომ კი კვლავ განაგრძო:
- მე თაზო ვარ, თაზო ევგენიძე! - პაუზა გააკეთა და მთელი ინტერესით მოხუცს დაუწყო ჭვრეტა, აინტერესებდა გაეგო თუ რა გავლენას მოახდენდა მოხუცზე ეს სახელი და გვარი.
მოხუცი შეკრთა, თვალები ერთ ადგილას გაუშეშდა, გახევდა, ცოცხლის აღარაფერი ეტყობოდა - ამ ყველაფრის დამნახავ ყმაწვილს ცალყბად ჩაეღიმა და კვლავ განაგრძო:
- მე ვარ გიორგი ევგენიძის ვაჟი, რომელიც შურს იძიებს მამამისის გამო - აუღელვებლად განაგრძობდა თაზომ, რომელიც მეტოქეს პირდაპირ თვალებში უყურებდა და ცდილობდა მსხვერპლის სასოწარკვეთით დამტკბარიყო - გეგონა სახელისა და გვარის შეცვლა დაგიცავდა? გეგონა ასე მარტივად გაპატიებდნენ ისეთი კაცის სიკვდილს როგორიც მამაჩემი იყო? - გიჟივით გადაიხარხარა ახალგაზრდამ და დანა ხელში შეათამაშა - იცი... დანას ერთი უნიკალური თვისება აქვს - ყმაწვილი მიუახლოვდა მოხუცს, მის წინ დაიხარა და ყურში ჩარჩურჩულა - შეუძლია ნელა და ჯოჯოხეთური ტანჯვით მოუღოს ბოლო მეტოქეს.
ბებერ ძაღლს ამ სიტყვების გაგონებამ ღიმილი მოჰგვარა, რამაც ბიჭი შეაკრთო. ჭაღარა სიცილს ვეღარ იკავებდა და როცა ყმაწვილის სახეზე გაურკვევლობა ამოიკითხა უპასუხა:
- მეცოდები... - პირიდან სისხლი პირდაპირ სახეში შეაფურთხა- მამაშენს ამ შურისძიებით მაინც ვერ დააბრუნებ ! ის უნდა მომკვდარიყო, რადგან სუსტები ყოველთვის კვდებიან. - თაზოს გაყინულ სახეზე არანაირი ემოცია აღარ გამოსახულა, დანა კვლავ შეათამაშა და წყნარად უპასუხა:
- მართალიხარ.. სუსტები ყოველთვის კვდებიან - გაისმა პოლიციის სირენის ხმა, მანქანები უწერის ქუჩის N14-ს მოადგნენ -, ბიჭმა დანა შემართა და მოხუცს პირდაპირ გულში გაუყარა.
აი ყმაწვილს პოლიციის სირენა, როგორც ბეთჰოვენის სონეტა ისე ჩაესმის, სადღაც შორს სამართალმაც იზეიმა, კაშკაშა მთვარემ თავისი ნათელი მოჰფინა ოთახს, სადაც გულგანგმირული მოხუცი და სისხლში ამოთხრილი ბიჭი მშვიდად სხედან. ახალგაზრდა ფეხზე წამოდგა, შეტრიალდა და კარებისაკენ დაიძრა, იმ წამსვე ოთახში იარაღშესხმული პოლიციელები შემოცვივდნენ, თაზო მუხლებზე დაეშვა, თავი კი ზემოთ ჰქონდა აპყრობილი და მადლიერების ნიშნად შეუმჩნევლად იღიმებოდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: yirimeli
ნანახია: 670 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar