იმედი [20 დასასრული]
19.12.2017, 17:27
******
სამსახურიდან ადრე დაბრუნდა, სახლში მისვლამდე ნადეჟდას შეატყობინა რომ ის და პატარა მზად ყოფილიყვნენ. გარეთ გასვლას აპირებდნენ. პატარა სიხარულიძე გასართობად მიჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ სიამოვნებდა, იძულებული იყო მათთან ერთად ნიაც აეტანა. შვილი ხელში აიყვანა და ლიფტში შევიდა. ნადეჟდას საზაფხულო მწვანე კაბა ეცვა, სწორედ ისეთი ლაშას ძალიან რომ მოსწონდა, მისთვის ასე სასურველი ქალბატონი იმდენად ლამაზი იყო, რომ დღითი დღე უფრო მეტად იზიდავდა. ყველაზე მეტად ის მოსწონდა ნადეჟდაში, რომნიას უსიტყვოდ იტანდა, მასზე ოდნავადაც არ ეჭვიანობდა. მშვიდად უყურებდა როგორ ართობდა ანას და დამშვიდობების დროს სევდაც უცვლიდა სახეს. ასეთ პატარა ქალბატონს, ასეთი კეთილი გული იმაზე მომხიბვლელს ხდიდა ვიდრე მას წარმოედგინა. პატარა მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსეს, თვითონ კი წინ დაჯდნენ. ლაშას მანქანის მართვის პარალელურად სასურველი ქალის ხელი ეჭირა და ნაზად უსვამდა თითებს. 
ნიას გაუარეს, შემდეგ კი გასართობ ცენტრში წავიდნენ. ქალს სახეზე ფერი შეცვლილი ჰქონდა, თითქოს დღითიდღე იცრიცებოდა.  ის იმ ნაკვერჩხალს ჰგავდა, რომელიც სიმხურვალეს კარგავდა და გარდაუვალი იყო მისი ფერფლად გადაქცევა. 
სამ თვეზე  მეტი გავიდა რაც ნიას უფლება მისცა შვილთან ურთიერთობა ჰქონოდა. ანა ხვდებოდა ვინ იყო ნია მისთვის, თუმცა ამაში მთლიანად გარკვევა უჭირდა. განსაკუთრებით მაშინ იბნეოდა, როცა სახლში ნადეჟდასთან და მამასთან ერთად ბრუნდებოდა. ნია ყოველდღე უმეორებდარომ ის იყო მისი დედიკო, უკვე ოცნებად ჰქონდა გადაქცეული პატარას მისთვის დედა დაეძახა. ყოველ მცდელობაზე, ბავშვისთვის დედა ეთქმევინებინა,  ფლავდებოდა. ანა უკვე ძალიან ბევრ სიტყვას ამბობდა გამართულად, თუმცა დედა ერთხელაც არ უთქვამს. 

პატარა ანა წინ და უკან დარბოდა, სხვა ბავშვებთან ერთად შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, ბურთამდე უნდა მიერბინა და მისი აღების შემდეგ სწრაფად უნდა გამოქცეულიყო დედისკენ. ბავშვები  ასე დაარიგეს ჯამბაზების ფორმაში გამოწყობილმა გოგონებმა. 
ნია სხვა დედებთან ერთად დაჯდა და სიხარულით ელოდა როდის მივიდოდა ანამასთან. ნადეჟდა და ლაშა ოდნავ მოშორებით იდგნენ. ნადეჟდას სურვილით ლაშა იარაღის სროლას ასწავლიდა. 
ლაშა როცა დარწმუნდა რომ მას დამოუკიდებლად არაფერი გამოუვიდოდა, ქალის უკან დადგა და მის ხელებს საკუთარი ხელები დაადო. 
-ნუ ხარ დაძაბული. -ღიმილით უჩურჩულა ყურთან.
-ის ბუშტი ცუდად მოძრაობს, თუ გაჩერდება აუცილებლად მოვარტყამ.
-თითქმის შეუმჩნევლად ირხევა. -ძალიან ნელა დაუსვა ქალის ხელს თითები და მის თითებამდე მიღწეულმა ოდნავ მოუჭირა. მამაკაცის სიახლოვე ნადეჟდას აბნევდა, მისი შეხება კონცენტრაციას უკარგავდა. 
-რას აკეთებ.
-გეხმარები. -მეორე ხელი ქალის სხეულს დაუსვა და საჯდომთან შეაჩერა. -ნუ გაქვს გაშვერილი, გასწორდი. 
-ლაშა.
-ნაძიშკა, არასწორად დგახარ, ასე ერთსაც ვერ გახეთქავ. 
-დგომა რა შუაშია, მთავარია მიზანი სწორია.
მიუხედავად ქალის გაჯიუტებისა ჩაგდებული თეძი გაასწორებინა, იარაღი უფრო მოხერხებულად დააჭერინა ხელში, მერე კი უკან დაიხია. -ახლა კი ისროლე. 
ნადეჟდას გაეღიმა, ლაშას შეხედა. 
-რომ არ გამომივიდეს? -მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა, არ იყო დარწმუნებული რომ გამოუვიდოდა. 
-უბრალოდ ისროლე. -თავდაჯერებულმა უთხრა. გოგონა აღარ დაყოვნებულა გაისროლა. როგორც კი წითელი ბუშტი გასკდა, თვალებ დაკვესებულს უნდოდა სიხარულისგან ეკივლა, თუმცა დაასწრეს. მათგან შორს ისეთი კივილის ხმა გაისმა რომ დაადუმა, ადგილზე გაყინა. ხმაურიანად გააგდო იარაღი და ლაშას აედევნა, რომელიც ნიასკენ გარბოდა. ქალი ჩამუხლული იყო იატაკზე და გულში პატარა ანა ჩაეკრა. ტიროდა, მთელი სახე ცრემლებით ჰქონდა სავსე.
-ნია, რა ხდება? -შეშინებულმა მამაკაცმა ჰკითხა. 
-ლაშა, დედა დამიძახა. -ხმა გაბზარულმა ამოილუღლუღა, მერე კი ისევ აქვითინდა. -ბურთი რომ მოჰქონდა ჩემსკენ წაიქცა, მაშინვე მე შემომხედა და დედა დამიძახა. საშველად მიხმობდა. -ემოციებში მყოფი ხმა ათრთოლებული ისროდა სიტყვებს, ისეთი ბედნიერი იყო, თავს ისე კარგად გრძნობდა. ეგონა ამხელა ბედნიერებისგან გული გაუსკდებოდა. დღეს პირველად გრძნობდა დაკარგული ბედნიერების არსებობას.
მოსმენილით გაოგნებული ნადეჟდა ადგილზე მიიყინა, ნიას ბედნიერ სახეს რომ ხედავდა თვითონაც თვალები სიხარულის ცრემლებით აევსო. გულის ამაჩუყებელი იყო ერთმანეთზე გადაკონილი დედა-შვილის ნახვა. ქალს ასეთ ბედნიერს პირველად ხედავდა. გული წყდებოდა როცა იაზრებდა რომ მას ცხოვრების დღეები შეზღუდული ჰქონდა. 
-კარგი, დამშვიდდი. ბავშვს აშინებ. -მიუხედავათ იმისა რომქალის ბედნიერება ლაშასაც ესიამოვნა, მაინც გაიმკაცრა ხმადა ბავშვი გამოართვა. -სჯობს წავიდეთ.

****
გახარებული ნია სახლში მიიყვანეს, თვითონ კი მათ სახლისკენ წავიდნენ. 
სირბილით დაღლილ ანას მანქანაშივე ჩაეძინა, სახლში აყვანილი ბავშვი ლაშამ თავის  საწოლზე დააწვინა. 
ლაშას ოთახი დიდი ხანია აღარ იყო მხოლოდ მისი სარეცელს საყვარელ ნადეჟდასთან იყოფდა. 
მისაღებში დაბრუნებულს, სიმღერის ხმა მოესმა. ძიძას კლასიკური სიმღერა ჩაერთო, თვითონ კი სააბაზანოში იმყოფებოდა. კარი ღია ჰქონდა და გახდის პარალელურად მღეროდა. ლაშამ სიმღერა გამორთო, შემდგომ კი მაისურის ღილების გახსნით სააბაზანოსკენ წავიდა. იქ შესულს სრულიად შიშველი ქალბატონი დახვდა, როგორ მოსწონდა კისი სუსტი სხეული, სავსე მკერდი რომელიც თითქოს დაგემოვნებას იხვეწებოდა.

***
დილით ადრე გაისმა ტელეფონის ხმა, ლაშას ეძინა და ნადეჟდამ გადაწყვიტა ეპასუხა. როცა მის სხეულზე ახლართული ლაშა მოიშორა, ხელი კომოდამდე გაიწვდინა და ტელეფონი აიღო. ნიას ნომერი ფიქსირდებოდა, გაუკვირდა ასე ადრე რატომ რეკავდა. 
-გისმენ. -ახალ გაღვიძებულს ხმა მკაცრი ჰქონდა.
-ვის ვესაუბრები? -ტელეფონში მამაკაცის ხმა გაისმა. 
-ნადეჟდას. -გაკვირვებულმა წარმოთქვა სახელი. 
-მე ნია ნაკაშიძის ექიმი ვარ, იმ შემთხვევაში თუ რამე მოხდებოდა მითხრა ამ ნომერზე დამერეკა. 
-მშვიდობაა ექიმო? -შეშინებულმა იკითხა, საწოლზე წამოჯდა. 
-სამწუხაროდ ის გარდაიცვალა. 
მოსმენილით გაოგნებულმა ხმა ვეღარ ამოიღო. წამით ისე შეამცივნა რომ გააკანკალა, სხეულ ათრთოლებული გრძნობდა პულსის მატებას. ლაშა ოდნავ შეაქანა.
-ჰმ. -ლაშამ უკმაყოფილოდ ამოიზმუილა, არ უნდოდა გაღვიძებოდა. 
-ლაშა. -ნადეჟდას ხმა აუთრთოლდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა პირში. როცა მამაკაცმა  მისი შეშინებული ხმა გაიგონა, მაშინვე მოფხიზლდა. 
-რა მოხდა? -სწრაფად იკითხა და მის ფერდაკარგულ სახეს დააცქერდა. -რა გჭირს? რატის მოუვიდა რამე? -თვითონაც წამოჯდა საწოლზე.
-ნია, ნია აღარ არის. -როგორც კი თქვა თვალებიდან ცრემლები წასკდა.  მიუხედავად იმისა რომ ამ ქალის მიმართ ნადეჟდა არაფერს გრძნობდა, საერთოდ არაფერს, მაინც დაწყდა გული, იმდენად ეტკინა ამ ამბის გაგება რომ ხმამაღლა აქვითინდა. ლაშამ გულში ჩაიკრა სასურველი ქალბატონი და დამშვიდებისკენ მოუწოდა.

****
საძინებელ ოთახში ღამის ფარდები გადაწეული იყო, ყველა კუთხეში კაშკაშა მზის სხივები აღწევდა, თეთრ საწოლზე აბურდული ზეწარი, ნახევრად ძირს ეგდო. ნადეჟდა კი ნახევრად შიშველი იწვა. სხეულზე გრძელი თმები ეფინა და მშვიდი ძილით ეძინა. კარგს სიზმრებში გართულს, სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. ალბატ კიდევ დიდხან არ გაიღვიძებდა, ოთახში ფეხშიშველა გოგონა რომ არ შესულიყო. ხელში სადედოფლო ფატა ეჭირა. როცა ჯერ კიდევ მძინარი ნადეჟდა დაინახა, ლოგინზე ავიდა და მძინარე ქალის თმებში პატარა ხელები ახლართა. 
-რა დილა თენდება
სიმღერა მინდება
ფოთოლთა შრიალი , ფრინველთა ხმა
სიხარულს მპირდება.
გული მღერის, გული ხარობს,
..ბრუნავს დედამიწა,
უღრუბლო ცა, კრიალა ზღვა,
რა გინდა სხვაააა-სიმღერის დასასრულს ბოლო ბგერა ძალიან ხმამაღლა წარმოთქვა. მღეროდა და პარალელურად ქალის თმეფს ეფერებოდა. ნადეჟდა ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა ანას თავის ოთახში რომ იყო, როცა საწოლზე ავიდა, თუმცა აინტერესებდა პატარა წერტილი რას გააკეთებდა და ამიტომ განაბული თავს იმძინარებდა.  მისი ტლიკინა ბავშვური ხმით შესრულებული სიმღერა ისეთი კარგი მოსასმენი იყო, რომ თავი ვერ შეიკავა და გახარებულმა გაიცინა. 
-მატყუარა, ადექი თორემ დავიგვიანებთ და მამა გვეჩხუბება. -მომცინარ ნადეჟდას სახეზე შეახო ხელები და თვალები ძალით გაახელინა.
-ჩემო პატარა, რა კარგად მღერი. -სწრაფად ამოტრიალდა, ანას ხელები შემოხვია და გულში ჩაიკრა.
-მადლობა, დედიკუნა. -ალერსიანი ხმით თქვა და ხელები მაგრად მოუჭირა. 
ნადეჟდა ყოველ დედის დაძხებაზე მუცელში პეპლების ფარფატს გრძნობდა. გულში სასიამოვნო სითბო ეღვრებოდა და უზომოდ ბედნიერს თვალები უბრწყინავდა. 
ანამ პირველად დედა მაშინ დაუძახა, როცა ნია მიწას მიაბარეს. ნადეჟდას ბავშვი ხელში ეჭირა, სწორედ მაშინ შემოხვია ხელები და უჩურჩულა. 
მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ანა გაიზარდა, უკვე ყველაფერი ძალიან კარგად ესმოდა. იცოდა მისი ნამდვილი დედა ნია რომ იყო, მართალია მისთან დაკავშირებული მოგონებები დაავიწყდა, თუმცა სახე ჯერ კიდევ ახსოვდა. მის მახსოვრობაში ფოტოც ეხმარებოდა. 
საწოლიდან ერთად ადგნენ, სანამ ნადეჟდა ტანს ივლებდა, ანა თავის ფუშფუშელა კაბასთან იდგა თოჯინებთან ერთად და ელაპარაკებოდა. 
-დღეს დედიკო და მამიკო ეკლესიაში ჯვარს დაიწერენ. -ხელში დაჭერილი პატარა ბარბით დათვს ელაპარაკებოდა, მერე დათვთან გადავიდა და ხმა დაიბოხა. -ძალიან კარგია. მალე დაიკო და ძამიკო გეყოლება. -როცა თქვა ხმამაღლა გაიცინა და ისევ ბარბთან დაბრუნდა. -მართალია ძამიკოც არ მეწყინება მაგრამ მე დაიკო უფრო მინდა. -სიხარულით გაუმხილა დათუნიას საიდუმლო და როცა სააბაზანოს კარი გაიღო, მაშინვე თამაშს ანება თავი.
ერთად ჩაიცვეს თეთრი კაბები, ანამ პატარა ფატა თავისი ხელით გაუკეთა ნადეჟდას.  სადა, თეთრი კაბა ეცვა. მუხლამდე სიგრძის, წელში გამოყვანილი. ლამაზი სხეული კარგად იკვეთებოდა, განსაკუთრებულად, გამობურცული მუცელი ჩანდა. 
მალე კარზე ზარის ხმა გაისმა, კარი ანამ გააღო. 
-ბიძია. -გახარებული ხმით შესძახა. 
-ბიძიას სიცოცხლე როგორ გამოპრანჭულა. -სიფრიფანა გოგონა აიტაცა ხელში და დაატრიალა.  ნადეჟდა ოთახიდან როცა გავიდა, აკისკისებულ ანას და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ რატი დაინახა. 
-რატი, როგორ გიხდება.-კმაყოფილმა შესძახა. პირველად ხედავდა ძმას სოლიდურ ტანისამოსში. სახლში თუ იყო ტრუსით ხედავდა, ეზოში დაგლეჯილი შორტით, ან სასწაული უნდა მომხდარიყო, ან ზაფხული უნდა ყოფილიყო მაისურით რომ დაგენახა.
-ლაშას ძმაკაცების ბრალია, ვიცი ახლა ყველას ასე ეცმევა და არ მინდა შესამჩნევი გავხდე. 
-ა, ანუ მაგიტო ჩაიცვი. -წარბაწეულმა შეხედა.
-მთლად მაგიტომ არა, ჩემი ნაძიუშკას ჯვრისწერაზე შესაფერისად უნდა გამოვიყურებოდე მეთქი ვიფიქრე და ლაშას გარდერობიდან მოვიპარე. იმდენი აქვს ვიმედოვნებ ვერც შეამჩნევ. -ღიმილით დასვა ანა ხელიდან და ნადეჟდა გადაკოცნა. -ძალიან ლამაზად გამოიყურები. 
-დიდი მადლობა. -თითები დაუსვა ძმის წვერს. 
-ესეც რომ შეგესწორებინა...
-აპ, წვერს ნუ შევეხებით. -საჩვენბელი თითი მაღლა ასწია. 
-წავედით, მამიკო გველოდება. -საუბარში გართულ და-ძმას ხელი ჩაჰკიდა ანამ.
-წავედით. -ნადეჟდამ ღრმად ჩაისუნთქა და ბინიდან გავიდა. 
ეკლესიაში მისვლამდე თავის წარსულზე ფიქრობდა. რამდენი რამ გამოიარა, რა აღარ მოხდა მის ცხოვრებაში და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. ეს სამი წელი მისთვის სამ საუკუნედ გაგრძელდა, ყოველი დღე, ყოველი წამი, ლაშასთან ერთად დაუვიწყარი იყო. ამ ხნის განმავლობაში არასდროს უგრძვნია თავი საშუალოდ, ყოველთვის არსებობდა მისთვის სიტყვა "ძალიან".
ეკლესიასთან ელოდებოდა ყველა მისი საყვარელი ადამიანი, ლაშა შესასვლელთან იდგა. კიბეებზე ამავალი მისთვის საყვარელი სილუეტი დაინახა. თეთრ კაბაში გამოწყობილი, ორსული ულამაზესი იყო. ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი. იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა, სამი წლის წინ სრულიად დაკარგული ჰქონდა იმედი, ვერც კი წარმოიდგენდა სამი წლის შემდეგ ნადეჟდასთან ერთად იმედით სავსე თუ გააგრძელებდა ცხოვრებას. ანა თავისი პირადი ანგელოზი იყო, რომელსაც ორი ანგელოზი შეემატა. უზომოდ ბედნიერი იმედოვნებდა რომ კიდევ ბევრი ანგელოზი შეემატებოდა მის მომავალ ცხოვრებას, ნუ ყოველ შემთხვევაში ოთხი კიდევ.... 
ადამიანი მაშინ წვდება  მისი არსებობის მთავარ არსს, როცა პოულობს მას, ვინც უიმედოთ მყოფს იმედით ავსებს.

პ.ს დიდი მადლობა ჩემო საყვარელო მკითხველებო. იმედი მაქვს საინტერესო ისტორია გამოვიდა. 
დიდი ბოდიში ასეთი დაგვიანებული დასასრულისთვის.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 2162 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
როგორ ველოდებოდი ამ ისტორიის დასასრულს და ძალიან გამიხარდა ასე შუა გზაზე რომ არ დატოვე. ისეთივე საუკეთესოა ესეც, როგორც შენი სხვა დანარჩენი ისტორიები <3
avatar
0 Spam
4
დიდი მადლობა კარი <3
avatar
0 Spam
2
იმდენ ხანს ველოდე დასასრულს სიმართლე გითხრა აღარც მქონდა იმედი -:) ზოგადად მიყვარს შენი ისტორიები და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ, ძალიან სასიამოვნო და კარგად წასაკითხი ისტორია იყო <3
avatar
0 Spam
3
მიხარია რომ მოგეწონა. დიდი მადლობა <3
avatar
0 Spam
5
ძალიან მომეწონა, კარგი გოგო ხარ. მაბედნიერებს მე ასეთი ზღაპრები და რა გავაკეთო? biggrin biggrin :*
avatar
0 Spam
6
ყველა ისტორია ძალიან კარგია ძალიან მომეწონა
avatar