იმედი [თავი19]
18.12.2017, 12:50

ტყავის სავარძელში კომფორტულად მოთავსებული წუთიერი შესვენებით ტკბებოდა.

 თავი საზურგეზე ედო და ჭერისკენ მომზირალი გონებით სულ სხვაგან იყო.

თავის ბინაში, ნადეჟდასა და ანას გვერდით.

 ზუსტად ახლა წარმოიდგენდა როგორ ამზადებდა გოგონა პატარისთვის ფაფას. დღის ამ მონაკვეთში სწორედ ამით უნდა ყოფილიყო დაკავებული...

მიუხედავად იმისა რომ ერთი საათის წინ გამოვიდა სახლიდან, მაინც ძალიან უნდოდა დაბრუნება. დარწმუნებული იყო საღამომდე სამსახურში ვერ გაძლებდა. კიდევ კარგი დღეს ბევრი სამუშაო არ ჰქონდა და ჩვეულზე ადრე მისვლას შეძლებდა.

კარი გაიღო და ფიქრებში გადაშვებული მალევე მოვიდა გონს. მდივანს ელოდა რომელსაც სამუშაო მასალა უნდა მოეტანა. მდივნის მაგივრად სულ სხვა, უკვე კარგად მივიწყებული, არასასიამოვნო სილუეტი რომ დაინახა, თავისდაუნებურად მყესები დაეჭიმა. კბილები უკმაყოფილოდ გააღრჭიალა და შეკრული წარბებით დაკვირვებული მზერა მოავლო.

 -შენ აქ რას აკეთებ?

-გამარჯობა, ლაშა. -ქალმა ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ფართოდ გაიღიმა.

-აქ სალაპარაკოდ მოვედი.

-სალაპარაკო არაფერი გვაქვს.

-ცდები.-მტკიცე ხმით თქვა და მზერა ცარიელ სავარძელს მოავლო.

-შეიძლება დავჯდე?- ქალის კითხვაზე ლაშამ მაგიდაზე დაყრილი საბუთების შესწორებას თავი ანება და ისევ იგივე, ცივი მზერით შეხედა. ნათლად იგრძნობოდა მის მზერაში თუ რას გრძნობდა ამ ქალის მიმართ.

-აქ არ უნდა მოსულიყავი.-ბრაზით სავსემ გამოსცრა კბილებშუა.

-ანასთვის უნდა მოვსულიყავი. -სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და მოშიშვლებული გულმკერდი წინ გამოსწია. ნაზი სახე ათრთოლებული ჰქონდა, მწვანე თვალები კი ცრემლით სავსე. ქალის სახიდან წარმოთქმული ანს სახელი იმდენად ამაზრზენი იყო რომ რისხვა მორეულს სახეზე ზიზღი აღბეჭდვოდა. თითქოს ქალმა ლაშასთვის ასე სუფთა სახელს ჩირქი მოსცხო. ვერ იჯერებდა, ორი წლის შემდეგ მის წინ იჯდა ქალი, რომელსაც შვილი სძულდა, ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შეიზიზღა, ახლა კი მასზე სალაპარაკოდ, ყოველგვარი სინდისის გარეშე სურდა საუბარი. ამ ქალს სინდისი მართლაც არ გააჩნდა, სხვა შემთხვევაში აქ არ იქნებოდა.

-ნუ ცდილობ ზღვარს გადამიყვანო, ახლავე ადექი და გადი აქედან.

-დამშვიდდი, მე მხოლოდ ლაპარაკი მინდა, სხვა არაფერი.

-რა გინდა? რა? -საოცრად ბოხი ხმა, ისე შემზარავად გაისმა რომ ქალი შეაკრთო.

-ჩემი შვილის ნახვა.

-შენ შვილი არ გყავს! -მტკიცედ გამოსცრა კბილებშუა.

-ეს შენ გინდა რომ არ მყავდეს. -მამაკაცის რისხვის მიუხედავად აუღელვებელ ტემბრს ინარჩუნებდა.

-ცდები, ეს შენ გინდოდა.

-ლაშა. -საოცრად ნაზად წარმოთქვა მამკაცის სახელი, შემდეგ კი სავარძლიდან ადგა. რამდენიმე ნაბიჭი გადადგა მამაკაცისკენ, როგორც კი მიუახლოვდა სამუშაო მაგიდაზე დაჯდა და სვარძელში მოკალათებულ მამაკაცსს მხარზე ხელი დაადო.-ძალიან მინდა დავინახო, შევეხო, მისი სურნელი ვიგრძნო, მისი თვალები, სახე, მეტყველება, სიცილი. ყველაფერი მისი მინდა ვიცოდე. ბევრს არაფერს გთხოვ, უბრალოდ მინდა რომ ვნახო. -ხმა ოდნავ ათრთოლებული ჰქონდა, თვალები რომელიც ვნებისგან ელავდა, ცრემლით გაევსო. -ბევრს არ ვითხოვ შენგან.

-ეს იმაზე მეტია რისი მოთხოვნის უფლებაც გაქვს. როგორ იფიქრე რომ ანას ნახვის უფლებას მოგცემდი? -ზიზღით სავსემ გამოსცრა კბილებშუა და ქალის ხელს, რომელიც თავის მხარზე ჰქონდა მოკალათებული, მაგრად ჩაავლო თითები. გაუცნობიერებლად ისე მოუჭირა რომ ნიამ ტკივილისგან ამოიღმუვლა.

 -ასეთი არ იყავი. -ვერ იჯერებდა რომ ლაშა ასე ექცეოდა.

-როგორც ჩანს ერთმანეთს სათანადოდ არ ვიცნობდით.

-თუ ბავშვს არ მაჩვენებ...-ქალის სიტყვებზე სწრაფად წამოდგა სავარძლიდან.

 -მემუქრები? -ზიზღით სავსე ხმა შემაძრწუნებლად ისმოდა.

-დამშვიდდი. -ნიას შეეშინდა როცა მამაკაცის თვალებში რისხვა დაინახა, დაჭიმული ძარღვებიც სასიკეთოს არაფერს უქადდა. -აქ ცუდი განზრახვით არ მოვსულვარ, საშუალება მომეცი აგიხსნა.

-ისიც საკმარისია, რისი საშუალებაც მოგეცი. -უხეშად ჩაავლო მკლავში ხელი და კარამდე მიათრია. ქალი უშედეგოდ გაჰკიოდა რომ გაჩერებულიყო. მის ხმაზე, დერეფანში მყოფი გეგა გაჩერდა, როგორც კი ნიამ ოფისი დატოვა, მეგობრის კაბინეტში შევიდა.

-ვინ იყო? რა ხდება? -ლაშა ფანჯარასთან იდგა და თბილისს გადაჰყურებდა. ხელი შუბლზე ჰქონდა, როგორც ჩვეოდა გაურკვევლობაში მყოფს... ცოტახანს ჩუმად იყო, ადგილიდან არ იძვროდა, ჩაფიქრებულს თითქოს არ ახსოვდა გეგას იქ არსებობა. მოულოდნელად ლაპარაკი დაიწყო.

-ვერ ვიჯერებ, ამდენი ხნის შემდეგ მოდის და ანას ნახვას მთხოვს.

-ეს ნია იყო? -წარბაწეულმა შეხედა ლაშას. ხმაში იგრძნობოდა გაოცება.

 -მას არაფრის უფლება არ აქვს. -სიხარულიძე სავარძელში მოკალათდა და ათრთოლებული თითი მაგიდაზე დადო.

-საიდან მოეთრა, რა უნდა. მაგის დედა შ***

 -ძუკ*ა. -მრავალმნიშვნელოვნად თქვა მშვიდი ხმა ჰქონდა. თითქოს მართლაც ის ყოფილიყო მისი სახელი.

-გინდა მე დაველაპარაკო?

-არა, მოვაგვარებ.

****

პაწაწუნა სხეულს თეთრ ზედას არგებდა. უნდოდა ძალიან მარტივად გამოსვლოდა, თუმცა ანა გართობის ხასიათზე იყო და აკისკისებული ხელებს ქაოსურად იქნევდა.

-ლაო, გარეთ გასვლა გახარებს? -სახე გაბადრულმა დაუყვავა პატარას და ტუჩები ტიტლიკანა მუცელზე შეახო. ოდნავ ამობერილი მუცელი ისეთი ფაფუკი და სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი იყო, რომ ნადეჟდამ ცდუნებას ვერ გაუძლო და რამდენიმე წამის განმავლობაში კოცნას არ წყვეტდა. პატარას ეს უფრო ართობდა და ჩუმი ღიმილი ბავშვურ კისკისში გადადიოდა.
როცა ყველაფერი მოარგო, თავზე ბაფთა გაუკეთა მერე კი კალიასკაში ჩასვა და გასასვლელისკენ წაიყვანა.
კარი გამოკეტა და ის იყო ლიფტში უნდა შესულიყო, რომ  ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.

-სად ხარ? -ლაშამ მანამ ჰკითხა, სანამ რამეს იტყოდა.

-სასეირნოდ გავდივართ პარკში.

-არ გახვიდეთ, მოვდივარ და ერთად გავალთ.

-მოხდა რამე? -მამაკაცის შეცვლილი ხმა აშინებდა.

-მალე მოვალ. გააკეთე რაც გითხარი.-კატეგორიული ხმით უთხრა და ყურმილი დაკიდა. გაოცებული ნადეჟდა ადგილზე გაქვავდა, ლაშასგან მსგავს სიტყვებს არ ელოდა. როგორც ჩანდა რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა. გრძნობდა ამაზე ფიქრი მთელ სხეულში შიშის იმპულსებს როგორ გზავნიდა.
ბინაში დაბრუნდა. ანა სათამაშოებით სავსე ბადეში ჩასვა, თვითონ კი ნერვიულობისგან წინ და უკან სიარული დაიწყო.
როგორც კი კარზე ზარის ხმა გაისმა, მაშინვე მივიდა გასაღებად. ეგონა ლაშა იყო და მაშინვე კითხვის დასმა დააპირა, თუმცა მის მაგივრად მაღალი ქალის სხეული რომ დაინახა, ბგერები გაუწყდა.

-გამარჯობა ნადეჟდა. -ფართო ღიმილით მიესალმა ქალბატონი.

-ვიცნობთ ერთმანეთს?

-შენ არა, მე კი გიცნობ. -ძიძა აათვალიერ-ჩაათვალიერა მერე კი არც უკითხავს ისე გაიარა პატარა ჰოლი და მისაღებ ოთახში შევიდა. ბავშვის დანახვაზე წამით გაჩერდა, ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო. უნდოდა ეგრძნო რამე, უნდოდა ის ბედნიერი განცდა ჰქონოდა, რომლითაც დედები შვილის დანახვისას ივსებიან, თუმცა ამაოდ. პატარა გოგონა ინტერესით უყურებდა უცხო სტუმარს. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.

-აქ იმისთვის მოვედი რომ ვილაპარაკოთ, მინდოდა ამაზე ლაშასთან მესაუბრა, მაგრამ არ დამაცადა. -ნიამ ანას მზერა მოაშორა და ინტერესით მდგარ ნადეჟდას შეხედა.

-და რატომ ფიქრობ რომ მე მოგისმენ? -გაკვირვებულმა აათვალიერა ქალი და ინსტიქტურად ანასთან ახლოს დადგა. გრძნობდა ქალისგან წამოსულ უარყოფით აურას და უცნაური ინსტიქტებით ივსებოდა. ნია ძიძას თვალს არ აშორებდა, რატომღაც ამას არ ელოდა და უცნაურად გაჰკრა გულში უსამართლობის შეგრძნებამ. გრძნობდა მოწოლილი ემოციები გასაქანს რომ არ აძლევდა, უკან დახევის დრო აღარ იყო, ან ახლა იტყოდა ყველაფერს, ან სამუდამოდ დადუმდებოდა.

-იმიტომ რომ ქალი ხარ, თან არაჩვეულებრივი ადამიანი. ამას ვგრძნობ. -ისე ნაზად და სევდით სავსე ამბობდა, თითქოს სინდისი აწუხებდა, შინაგანი ამოძახილი დანაშაულის შეგრძნებით ავსებდა.

-ნამუსზე მაგდებ? -ნადეჟდას ცინიკურად ჩაეღიმა და დივანზე დაჯდომა დააპირა.

-მე კიბო მაქვს. -სრულიად მოულოდნელად ნიას დაბალი ხმა ისე შემაძრწუნებლად გაისმა სივრცეში რომ დიდ, უზარმაზარ, ყურების დამახშობელ ხმაურად გადაიქცა. ნადეჟდა მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და გაოცებული სახით შეხედა. მთელი არსებით სურდა ქალის თვალებში სიყალბე დაეჭირა, თუმცა მსგავსი ვერაფერი ამოიკითხა და ამან მწუხარებით აავსო. ქალმა როცა ძიძის გამომეტყველება დაიჭირა, იფიქრა რომ დაჯდომის უფლება ჰქონდა და არც კი უკითხავს ანას წინ ისე მოკალათდა. საუბარი მშვიდი ტემბრით დაიწყო, ისე რომ ფიგურებით გართულ პატარას თვალს არ აშორებდა.

-ჩემი ცხოვრება არც თუ ისე მარტივი იყო, მთელი ბავშვობა აკრძალვებით ვიზრდებოდი, ყველა იმის კეთებას მაიძულებდა რაც მათ სურდათ. სამაგალითო, ჭკვიანი და განათლებული უნდა ვყოფილიყავი. როგორ ეკადრებოდა ნიას ხმამაღალი სიცილი, როგორ შეჭამდა ნია ტკბილეულს, უდიდესი სირცხვილი იყო ნიასთვის გამოუძინებელი თვალებით ქუჩაში გასვლა. ყოველთვის ჩამესმოდა ის, რომ ქალის მთავარი იარაღი, სხეულია. თუ არ ხარ იდეალური, ვერასდროს იქნები სასურველი. ყოველთვის მეშინოდა გასუქების, არასდროს გამისინჯავს პიცა, სწრაფი კვების ობიექტები მხოლოდ ქონიანი მახინჯებისთვის არსებობდა. -გრძელ თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ანას ცრემლებ მორეული თვალებით უყურებდა. წამით დადუმდა, ყელში გაჩხერილი ბურთი საუბრის უნარს უკარგავდა. თავი დახარა ლოყაზე გადმოღვრილი ცრემლი რომ მოეწმინდა, მერე კი ისევ განაგრძო. -როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, შემეშინდა. მეგონა ჩემი ცხოვრება დასრულდა, გავხდებოდი ყველაზე არასასურველი ქალი და არასდროს აღარ აღმიქვამდა ლაშა ისეთად როგორადაც ადრე მთვლიდა. მეგონა აღარ ვეყვარებოდი.

-რა სისულელეა. -გაოცებულმა ნადეჟდამ თავი ვერ შეიკავა და უკმაყოფილოდ წამოიძახა.

-ახლა მეც ვხვდები მაგას. -ქალმა შეხედა. -ახლა ვხვდები როგორ დამაავადმყოფეს სილამაზეზე გაგიჟებულმა ოჯახმა.
ნადეჟდა ვერ ხვდებოდა რა ეთქვა, ჯერ კიდევ არ იყო გონს ნიას მონაყოლით. ვერ დაეჯერებინა, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი რამ ხშირად სმენოდა. იცოდა ბავშვის არასწორად გაზრდის მეთოდი როგორ ანგრევდა მათ ფსიქიკას, თუმცა ასეთ ძლიერ შედეგს ნათლად თუ დაინახავდა ვერწარმოიდგენდა.

-საერთოდ არ მოეძებნება გამართლება შენს ქცევებს, ეს ყველაზე არასწორი მიზეზია თავის მოსაკატუნებლად. როგორ შეიძლება დედას შვილი არ გინდოდეს. -ნადეჟდა იმდენად იყო ნიაზე გაბრაზებული, რომ თავს ვერ იკავებდა.

-არც კი ვცდილობ რომ გამამართლოთ, უბრალოდ ცოტა დრო მაქვს და ეს დრო მინდა შვილთან ერთად გავატარო.-ხმა გაბზარული საუბრობდა. ანასთან უფრო ახლოს მივიდა. ნელა ჩაიმუხლა მის წინ და ხელი გაიშვირა თავზე გადასასმელად, თუმცა ჰაერში გაუშეშდა. -არ შემიძლია შევეხო. ის ამ დროის განმავლობაში მეზიზღებოდა. და ამ ზიზღის გამო, საკუთარი თავისადმი სიძულვილი ასეთ სუფთა არსებასთან მიკარების საშუალებას არ მაძლევს. მარცხენა მკერდთან ისეთ სიმძიმეს ვგრძნობ, თითქოს მძიმე ლოდი მაწევს. ტკივილი მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს-ხმა უთრთოდა, ღია თვალებიდან კი ცრემლები სდიოდა. ნადეჟდამ ვერაფერი თქვა, ხვდებოდა ნიას ეს აღიარება რამდენად უჯდებოდა, ხვდებოდა როგორ იტანჯებოდა მომხდარის გამო და წამით შეეცოდა. ცოტახანს ჩუმად იყვნენ, დუმილი ისევ ნიამ დაარღვია. -მაპატიე. -დაბალ ხმაზე უთხრა შვილს. უდიდესი სიფრთხილით წარმოთქმული ბგერები ისეთი სუსტი იყო, რომ გზას აბნეული ჰაერში გაიფანტნენ.

ნიას პატარა ანას დაკვესებული თვალები სულს უფორიაქებდა, უცნაური იყო, რატომ აქამდე ვერ გრძნობდა ამას. წამით ამოძრავდა ფირი და კადრებივით გადაიშალა მოგონებები, განვლილი წლები. დაკარგული ბედნიერება. ბედნიერება, რომელსაც ვერც კი ხვდებოდა რომ სანატრელი გაუხდებოდა. სწრაფად ადგა, ჩანთას დაავლო ხელი. -ძალიან გთხოვ, ლაშას დაელაპარაკე. იქნებ დაარწმუნო რომ შვილის ნახვის უფლება მომცეს. -მავედრებელი თვალებით უცქერდა ნადეჟდას.

ძიძა გაშეშებული იდგა, უნდოდა რაღაც ეთქვა, თუმცა ამის ძალა არ ჰქონდა. ა შეეძლო ასე მარტივად მიეღო გადაწყვეტილება. ნია მიხვდა რა იყო ქალის დუმილის მიზეზი და აყარ დაყოვნებულა, ბინიდან გავიდა. ნადეჟდა როცა მიხვდა რა მოხდა, ნია უკვე ლიფტში იყო. ანა ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. ფიქრობდა პატარაზე. ნეტავ ახლა რა შეიძლებოდა მომხდარიყო...

კიდევ დიდხანს იქნებოდა ფიქრებში გართული, ლაშა რომ არ მისულიყო. ანას ამ დროს თავის ოთახში ტკბილად ეძინა. ნადეჟდა მამაკაცისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და მაშინვე გულზე მიეკრა. ლაშამ შემოხვია მკლავები და თავზე აკოცა.

-კარგია რომ სახლში ხართ. -გაუხარდა ნადეჟდამ რომ დაუჯერა.

-მეორედ აღარ მიყვირო, არც ტელეფონში და არც პირადად!- მამაკაცს მკაცრი მზერით ახედა.

-მაპატიე, ანერვიულებული ვიყავი. -მთელი არსებით გრძნობდა დანაშაულს და ეს მის თვალებშიც ნათლად იკითხებოდა.

 -შენი ნერვიულობის მიზეზი აქ იყო მოსული. ნადეჟდას სიტყვებზე ლაშას სახე გაუმკაცრდა. ძარღვები დაეჭიმა და სქელი წარბები უკმაყოფილოდ შეკრა. თვალებიდან შიშის მომგვრელი რისხვა გამოსჭვიოდა.

-ნია აქ იყო? -ინსტიქტურად შვილი ოთახისკენ გაიხედა. ნადეჟდა მიხვდა მამაკაცის ნერვიულობის მიზეზს.

-ანას სძინავს.

-რა გითხრა? ხომარ შეგაშინათ? -ნერწყვი მძიმედ გადააგორა, ხმა საოცრად შეცვლილი ჰქონდა.

-არა, უბრალოდ მელაპარაკა. მითხრა რომ შენ არ მოუსმინე და ჩემგან ითხოვდა შველას.

-რა შველას?

-კიბო აქვს. -საოცრად შეწუხებული ხმით უთხრა. ლაშამ გაოცებული სახით შეხედა. -კიდევ ის, რომ მისი ოჯახი იყო დამნაშავე იმაში, შვილი რომ არ სურდა.

-მისი ოჯახი არაფერ შუაშია!

-მათი ჩაგონებები სასურველ სხეულზე...-ქალს სიტყვა გაუწყდა როცა მამაკაცმა ხელი მაღლა აწია.

-საკმარისია, არაფრის მოსმენა არ მინდა.

-ლაშა.

-არ ინერვიულო. -ნადეჟდას თავზე ხელი დაუსვა, მის წინ უფრო ახლოს დადგა და შუბლზე აკოცა, მერე კი თავი უფრო მაღლა ააწევინა. ძიძას აღარაფერი უთქვამს, ხვდებოდა რომ მისი ჩარევა უადგილო იქნებოდა. სჯეროდა საყვარელი მამაკაცის, თვლიდა რომ ის ყველაფერს შეძლებდა. მართალია გულის სიღრმეში ძალიან ეშინოდა, მაგრამ თავს იმით იიმედებდა, რომ ნიას გამოჩენა შესაძლებელი იყო. ის ადრე თუ გვიან მაინც მოაკითხავდა შვილს. ამას ელოდა ნადეჟდა, თუმცა ასე მცირე დროში არა.

*****
საღამოს პატარა სასეირნოდ გაიყვანეს. მარტი იყო და ჯერ კიდევ ციოდა. ნადეჟდა ცდილობდა საყვარელი ადამიანის გამხიარულებას, თუმცა ლაშა თავით ბოლომდე ფიქრებში იყო გადაშვებული. ნიას ავადმყოფობაზე, მის დაბრუნებაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. ძიძა ხვდებოდა მამაკაცის მდგომარეობას, თუმცა მას ასეთს ვერ გუობდა. არ შეეძლო ასეთი დამძიმებულისთვის ეყურებინა.

-მიდი, გამიღიმე. -ლაშას წინ დადგა, სახეზე ორივე ხელი მოკიდა და ტუჩები გაუწელა. -გამიღიმე. -მოწყენილი ხმით თქვა და ტუჩები გაბუტვის ნიშნად წინ გამოსწია. ლაშას გაეღიმა, გოგონას წელს ხელი შემოხვია და თავის სხეულზე აიკრა.

-აი ასე. -კმაყოფილმა ძიძამ ხმამაღლა გაიცინა.
ლაშას არაფერი უთქვამს, თმაში ხელი შეუცურა და სასურველ ბაგეებს წაეტანა.

როცა საყვარელი ქალის ბაგეებს მოწყდა, ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.

-თედო რეკავს. -ტელეფონზე დახედვის შემდეგ გაკვირვებულმა თქვა. ნადეჟდამ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და კალიასკაში მჯდომი ანასკენ დაიხარა.

-ხო თედო.

-ბარბის ბავშვი ეყოლა. -გახარებულმა ჩასძახა.-პატარა ლეა დაიბადა.

-ლეა? -იმდენად გაუკვირდა ბავშვის სახელი, ვერც კი მოასწრო ახალი ამბით გახარება.

-ლეას ბიძა გავხდი. -აღშფოთებული აგრძელებდა. -ჯიშკარიანებთან მოდი, ბარბარესთან არავის გვიშვებენ დღეს, ბავშვიც მხოლოდ გეგამ ნახა. მათთან ავღნიშნავთ.

-კარგი, მოვდივარ. -ღიმილით უთხრა და ტელეფონი გათიშა.-გეგა გოგოს მამა გახდა. -გაკვირვებულ ნადეჟდას უთხრა.

***
ჯიშკარიანებთან შეიკრიბნენ. თომა და თათა საბერძნეთიდან დაბრუნებულიყვნენ. ნადეჟდა არ იცნობდა მათ, ლაშამ როგორც კი თომას გადაეხვია და მოლოცვა დაასრულა, ნადეჟდას მოკიდა ხელი და მამაკაცს წარუდგინა.

-ეს ნაძეშკაა. -რუსული აქცენტით საოცრად სასიამოვნოდ წარმოსთქვამდა ქალის სახელს.

-დაუსწრებლად ვიცნობ, ანას ძიძა ხო? -ღიმილით ჩამოართვა ძიძას ხელი და პასუხის მოსასმენად ლაშას შეხედა. ნადეჟდა დაიბნა, ადგილძე გაქვავებული ელოდებოდა ლაშა რას იტყოდა. გრძნობდა ირგანიზმი ტემპერატურის მატება ლოყებს როგორ უწითლებდა.

-მე და ნაძიშკა ერთად ვართ. -მამაკაცმა გამოკვეთილად წარმოთქვა მისი სახელი და სიამაყით სავსემ გაუღიმა თომას.

-ძალიან კარგი.

-მიხარია, მიხარია. -მათთან ახლოს მდგარმა გიორგიმ გაიგონა ლაშანს ნათქვამი და მოულოდნელად ჩაეჭრა. -პირველად რომ დაგინახეთ მაშინ მივხვდი ყველაფერს, მაგრამ ვაჟბატონმა ასაკით მასეთ პატარას როგორ შევხედავო. -ნიშნის მოგებით გადახედა ლაშას. მხარზე ხმაურიანად შემოჰკრა ხელი.

-წინასწარ ვერ განსაზღვრავ ცხოვრება რას გიმზადებს. -ღიმილით თქვა თომას გვერდით მდგარმა ქალმა და ნადეჟდას ხელი გაუწოდა. -მე თათა ვარ, გამიხარდა პირადად რომ გაგიცანი.

-მეც მიხარია. -ყურებამდე გაბადრულმა მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაშველა. ლაშას ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული. მის სიახლოვეს ახლა ყველაზე მეტად გრძნობდა და საოცრად ბედნიერი იყო.

ჯიშკარიანების ოჯახმა ლეას დაბადებასთან ერთად ნადეჟდას და ლაშას ერთად ყოფნაც აღინიშნა. ყველა გახარებული იყო მათი ერთად ყოფნით. თედოც კი ბედნიერი იღიმოდა და დროდადრო თავის რეპლიკებს ჩაურთავდა.
-ლამის ჩემს იდეალურობაში შემეპარა ეჭვი, თავიდან რატომ არ მითხარით ერთმანეთს თუ ეტრფოდით? -თვალებ დაწვრილებულმა შეხედა წყვილს და მოჩვენებითი სიბრაზით შეკრა წარბები.

-ისეთი სექსუალური ხარ, ეგ არც უნდა გეფიქრა. -ანუკიმ ირონიულად ჩაიცინა.

-აი თურმე ვისი იმედი ყოფილა ნაძიშკა. -გაახსენდა ის დღე, როცა ნადეჟდა პირველად დაინახა. მაშინ წამით იფიქრა რომ ეს გოგო მისი იმედი გახდებოდა, თუმცა თედო უიმედობას არც მაშინ უჩიდა.
***
ჯიშკარიანებთან დიდხანს აღარ დარჩენილან, ანა დაიღალა და სახლში წაიყვანეს.

სიხარულიძე სასურველ ქალთან ერთად იწვა საწოლში, მისი თავი მკერდზე ედო და სრიალა თმებში თითებით დათარეშობდა. მიუხედავად დატვირთული დღისა, ძილი არ ეკარებოდა, ნიაზე და მის დაავადებაზე ფიქრობდა. ლაშასთვის ძნელი მისახვედრი არ ყოფილა რის გამოც გამოჩნდა ის მის ცხოვრებაში. ანას ვერავის დაუთმობდა, ტვინში სისხლი ექცეოდა როცა იხსენებდა წარსულს. ორსულ ნიას, მის სიტყვებს. ბავშვის მიმართ მის განრისხებულ მზერას. არ უნდოდა ნია შეხებოდა, არ უნდოდა ანას ის კიდევ ერთხელ დაენახა, დარწმუნებული იყო რომ ქალი ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ნადეჟდას სიტყვები მოსვენებას უკარგავდა. ვერ ხვდებოდა რა მოემოქმედებინა, ერთადერთი რაშიც დარწმუნებული იყო, იყო ის რომ არასწორი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. ეს მარტო მას არ ეხებოდა...

****
დილით ადრე ადგა, ნადეჟდა უკვე გაღვიძებული იყო და მამაკაცისთვის ყავა მოედუღებინა. ანას ჯერ კიდევ ეძინა. დივანზე დასხდნენ.

-რას იზამ? -მიუხედავად ბევრი მცდელობისა, თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა პარალელურად კი ლაშას აბურძგნულ წარბებს შესწორება დაუწყო.

-უნდა დაველაპარაკო, მართლა თუ არის ავად.

-არამგონია ასეთი რამ მოეტყუებინა.

-არგამიკვირდება თუ გავიგებ რომ იტყუება.

ნადეჟდას აღარაფერი უთქვამს, ფეხები დივანზე აიკეცა და სასურველი მამაკაცის სხეულს დაადო თავი. როგორ მოსწონდა მისი სურნელი.

-შეიძლება ნია არ იმსახურებს, თუმცა ანა იმსახურებს დედასთან ერთად გაატაროს დრო. -რამდენიმე წუთიანი დუმილი დაარღვია. ნიკაპი მხარზე ჩამოადო და მის პროფილს დააკვირდა. როცა იგრძნო ლაშას სხეული როგორ დაიჭიმა, თითები მისი თითებისკენ წაიღო და ნაზად შეახო. -დღეში ორი საათი, ან თუგინდა ერთი იყოს. -მშვიდი ხმით საუბრობდა. წელში გასწორდა და მამაკაცს ოდნავ შორიდან შეხედა. -თუ შენ გინდა ყოველ შეხვედრაზე თან ვახლდეთ. -ბოლოს დაამატა და როგორც კი ლაშამ შეხედა, ალერსიანად გაუღიმა.

მამაკაცმა ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო. ხელი ქალის სხეულს შეუცურა და თავისი სხეულისკენ მიიზიდა. თვითონაც მთელი ღამე სწორედ ამაზე ფიქრობდა, ამ დასკვნამდე იყო მისული, თუმცა ნადეჟდას გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ უნდოდა. ქალის სახეს დააკვირდა, მისი ცისფერი თვალები ახლა ყველაზე ლამაზი ეჩვენა.

-იმედი მქონდა რომ ამას იტყოდი. -ალერსიანად დაუყვავა. -როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო?! მიმარტივებ ცხოვრებას და მას უფრო უკეთესს ხდი. -გრძნობებით სავსემ სიყვარულით გაჯერებული ალაპარაკდა. ქალის სახეზს თითები ჩამოატარა, მერე ნაზად გადაუსვა ბაგეზე და მოწყურებულმა გაიტყუა მხურვალე ამბორში.

*
ორ სასურველ ქალბატონს თბილი ალერსით დაემშვიდობა და წავიდა. ნიასთან მიდიოდა, მის ბინაში. უნდა დალაპარაკებოდა.
როცა მივიდა, კართან შეყოვნდა. კიდევ ერთხელ დაფიქრდა. გადაწყვეტილების სისწორეში არ იყო დარწმუნებული, თუმცა უკან დასახევი გზა ფაქტობრივად მოჭრილი ჰქონდა. ახლა რომ არაფერი მოემოქმედებინა, მერე მთელი ცხოვრება ინანებდა.
პირველივე ზარზე გაიღო კარი, მოხდენილად გამოწყობილ ქალბატონს ნაცნობი სახის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

-ლაშა.

-უნდა ვილაპარაკოთ.

-შემოდი.

-მარტო ხარ?

-რა თქმა უნდა, ვინ უნდა მყავდეს?!

მამაკაცს არაფერი უთქვამს, მძიმე ნაბიჯებით შევიდა ბინაში.

-რატომ არ მითხარი? -ჰკითხა როცა ქალი მის წინ მოთავსდა.

-ამის საშუალება არ მომეცი.

-როდის გაიგე?

-ერთი კვირის წინ.

-მხოლოდ ეს არის შენი გამოჩენის მიზეზი?-მიუხედავად თავშეკავებულობისა, ხმა მაინც ცინიკური ჰქონდა. -კიბოს უნდა გაეხსენებინა შენთვის ანას არსებობა?

-მე ის ყოველთვის მახსოვდა.

-რამდენი დაგრჩა? -ქალის სიტყვები უემოციოდ გაატარა, ხმა შეუვალი ჰქონდა.

-რამდენიმე თვე.

-რას ითხოვ ჩემგან?

-მინდა ანას ნახვის უფლება მქონდეს.

-მხოლოდ გარკვეული საათებით, იცოდე, ამასაც არ იმსახურებ. ზედმეტი რომ მოითხოვო, რომ მატყუებდე -ძარღვებ დაჭიმულს ხმა რისხვით სავსე ჰქონდა.

-გეფიცები.

-არ მინდა შენი ფიცი! -სიტყვა გააწყვეტინა. -უბრალოდ იცოდე, რომ მატყუებდე, რამდენიმე თვეში სულ სხვა მიზეზით, თუმცა მაინც მოგიწევს მიწასთან ჩახუტება! -მის ხმაში იმდენად დიდი ზიზღი იგრძნობოდა, რომ ნია შეკრთა. არ ელოდა მამაკაცისგან ამხელა სიძულვილს.

-საღამომდე გაგაგებინებ რა დროებში შეძლებ მის ნახვას. -სავარძლიდან ადგა და უკანმოუხედავად დატოვა ბინა.

 

კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1958 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar