იმედი [თავი 14]

12.06.2017, 02:11 | |
-მალადეც გოგონა, მხოლოდ შენ შეგიძლია შიშველ უფროსს შეუვარდე აბანოში და არც მეტი არც ნაკლები მოფსა. ჭკუას როდის ისწავლი.-გაშლილი ხელი იტკიცა შუბლზე როგორც კი მონოლოგი დაასრულა. ოთახში იყო და აღელვებული წინ და უკან დადიოდა. დარწმუნებული იყო მამაკაცს ვეღარ შეხედავდა. მისი ნება რომ ყოფილიყო ოთახიდან აღარ გავიდოდა და სამუდამოდ სირაქლემას პოზაში დარჩებოდა, თუმცა ახლად გაღვიძებული ანა ტიროდა და სხვა გზა არ ჰქონდა. მისაღებში გავიდა და პატარა ხელში აიყვანა. ანამ, როცა იგრძნო, რომ მარტო აღარ იყო მაშინვე დამშვიდდა. ისე საყვარლად გაბუტული მზერა ჰქონდა, რომ ნაძეჟდამ ვეღარ მოითმინა და პატარა წერტილი ჩაკოცნა. -წამოდი, გამოვიცვალოთ. ვნახოთ რა სიურპრიზები დამახვედრე.-ღიმილით უთხრა პატარას და მისი ოთახისკენ წაიყვანა. „სიურპრიზები“ მართლაც ბლომად იყო. როცა ბავშის მოწესრიგება დაასრულა, ინსტიქტურად კარისკენ გააპარა მზერა. კართან ლაშა იდგა, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და მზერა გოგონებისკენ მიპყრობილი. -აღფრთოვანებული ვარ შენით. -მოულოდნელად კომპლიმენტი უთხრა და სერიოზული სახით წავიდა მისკენ. -მადლობა, რომ ასე კარგად ზრუნავ ანაზე. -რას ამბობ, რისი მადლობა. ეს ჩემი მოვალეობაა, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. _იმდენად დაბნეული იყო, რომ გაუზარებლად ლაპარაკობდა. ლაშას გაეღიმა, შვილისკენ დაიხარა და ხელში აიყვანა. ნაცნობი მკლავებსი სითბოთი გახარებული პატარა იღიმოდა და მამას სახეზე ხელებს უსვამდა. -როგორ ჩაიარა დღემ? -კარგად, თუ არ ჩავთვლით ბოლო მოვლენას. _საწოლიდან ადგა და ინსტიქტურად შეიცურა თმაში ხელი. -ვხვდები, როგორ გარცხვენს ის, რაც მოხდა. ასეთი დაკომპლექსებული ნუ ქინები, მოეშვი. _გამამხნევებლად უთხრა და თვალი ჩაუკრა. ლაშას მზერა იმდენად თბილი და მხიარული იყო, რომ ნაძეჟდას დაბნეულობასაც აქარწყლებდა. -ისე, ჩვენში დარჩეს და მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. -ირონული სიცილით დაამატა. -კარგი რა, ლაშა. _თითქოს გაბუტულმა თქვა და როცა გაიაზრა ნათქვამი რა ძალიან შინაურულად გამოუვიდა, გაოცებულმა თვალები დააკვესა. კართან მისული გაჩერდა და მამა-შვილის მოხედა -ისე, ჩვენში დარჩეს და მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია. _გაიღიმა და სწრაფად გაიძურწა. ახლად გაღვიძებულ ანას, ჯიუტად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ძილი არ უნდოდა. მამასთან ერთად იჯდა დივანზე და თვალებდაკვესებული უყურებდა „გოჭი პეპას“. ნადეჟდა სამზარეულოში იყო და ყავას ადუღებდა. როგორც ლაშამ სთხოვა ერთი უშაქრო, მეორე კი თავისთვსი რძითა და ბევრი ტკბილით. მისაღებ ოთახში გასულმა ჭიქა ხელში მიაწოდა მამაკაცს ისე, რომ მისი სახისთვსი არ შეუხედავს. ჯერ კიდევ ეტყობოდა მომხდარის გამო სირცხვილის კვალი. -ნაძიშკა _მოულოდნელად დაუძახა ლაშამ რუსული აქცენტით. გოგონასთვსი ის ყველაზე საყვარელი მაშნ იყო, როცა მის სახელს ამბობდა. ისე უხდებოდა მამაკაცის ბაგეებს წარმოთქმული სახელი, რომ ნადეჟდა კმაყოფილი ირინდებოდა. ყავსი დალევა შეწყვიტა და ლაშას შეხედა. -ხო. -კიდევ დიდხანს უნდა მარიდებდე მზერას, თუ დაივიწყებ მომხდარს? -არა, არ გარიდებ მზერას. -ვითომ? _ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. -ნამდვილად. _დაბნეული ხმა რომ დაეფარა თანხმობის ნიშნად თავიც დაუქნია. ანას არა, მაგრამ ნადეჟდას ყავამაც არ უშველა და სავარძელში ჩათვლიმა. ლაშა ინსტიქტურად ფეხზე შეეხო და ოდნავ შეარხია. გოგონამ შეშინებულმა დააკვესა თვალები. -მიდი დაწექი კომფორტულად და ისე დაიძინე. -არა, არ მეძინება. _ამოიულუღლუღა, როცა მოთამაშე ანას გახედა. -ქალბატონო, ახლავე წადი და დაწექი. დილით ანას ფხიზელი ძიძა სჭირდება. _მოჩვენებით გაიმკაცრა ხმა გოგონა რომ დაეყოლიებინა -მერე ანა? -როცა მე სახლში ვარ მაშინ ანაზე ნუ ინერვიულებ. მე მივხდეავ მას. _ ხმაში სითბოსთან ერთად სიმკაცრეც იგრძნობოდა. შესაძლოა დიდხანს მოსწეოდა ნადეჟდასთან თანამშრომლობა და ამ დროის განმავლობაში არ აპირებდა ერთი და იგივე თემაზე ხშირად საუბრას. გოგონას უნდა სცოდნოდა როდის იყო ანაზე პასუხისმგებელი. -კარგი, წავალ მაშინ. ტკბილი ძილი. -შენც, უფალი შენკენ. _ ოთახისკენ მიმავალი სილუეტი მზერით გააცილა. როცა კარს ამოეფარა, მაშინ გადაიტანა მზერა ანაზე. **************** დილით ადრე გაეღვიძა, საწოლში სასიამოვნოდ გაიზმორა და სწრაფად წამოდგა. უცნაურად კარგ განწყობაზე იყო. სიხარულიძეებთან ყოფნა ძალიან მოსწონდა და ეს მის გახარებულ სახეზეც ნათლად ჩანდა. როგორც კი თავის მოწესრიგება დაასრულა ოთახიდან გავიდა. მისაღებ ოთახში არავინ იყო. სახლში უჩვეულო სიმშვიდე სუფევდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ანას ჯერ კიდევ ეძინა. პატარას ოთახისკენ წავიდა და როცა ოთახი ცარიელი დახვდა ძალიან გაუკვირდა. ჩუმი ნაბიჯით წვაიდა ლაშას ოთახისკენ. ერთხანს ფიქრობდა დაეკაკუნებინა თუ არა კარზე. არ უნდა შემთხვევით რომელიმე გაეღვიძებინა, ამიტომ ოთახში შევლა გადაიფიქრა. თავისდაუნებურად ისე დიდად დაამთქნარა, რომ ერთხანს იფიქრა პირი დაეზღვია, რომ არ გახეოდა. უკან გაბრუნდა და სამზარეულოში შევიდა ყავის მოსადუღებლად. ყავის დალევის პარალელურად თავისთვსი ბჭობდა მამაკცისთვსი საუზმე მოემზადებინა თუ არა. ბოლოს გაახსენდა ჯიშკარიანების სახლშ ალშას ვიზიტი საუზმობის დროს. მაშნ მამაკაცმა განაცხადა, რ ომ არ საუზმობდა, ამიტომ გადაიფიქრა და არჩევანი ყავაზე შეაჩერა. სწორედ მაშნ გამოვიდნენ სიხარულიძეები, როცა ნაძეჟდა ყავას ჭიქაში ასხამდა. ლაშამ ანა ზირს დასვა სადაც სპეციალურად მისთვის ეგო ხალიჩა და გვერდით ისეთი სათამაშოებიც ედო, რითაც თავის დაზიანების საშუალება არ ექნებოდა. -დილა მშვიდობისა. _სამზარეულოში შესულ მამაკაცს ღიმილით მიესალმა და ჩაის ფინჯანი გაუწოდა, გაკვირვებულმა ლაშამ გამოართვა. -ასე ადრე რატომ ადექი? _ჯერ კიდევ დილის რვა არ იყო საათი. -მე სულ ადრე ვდგები. _დაბნეულმა უპასუხა. -კითხვას ცუდად ნუ გაიგებ, უბრალოდ მე თერთმეტამდე არ გავდივარ სახლიდან და არ ხარ ვალდებული ასე ადრე ადგე. -გასაგებია. _გაუღიმა მამაკაცს. -მადლობა ყავისთვის. _გოგონას ღიმილიანმა სახემ მასაც ღიმილი მოჰგვარა. -გემრიელად მიირთვი. -დღეს კარგი ამინდია, თუ გინდათ სადმე გადით. -კარგი. -ხომ იცი, თუ რამე დაგჭირდება -გირეკავ. _სიცილით დაასრულა წინადადება. ნაძეჟდას ანა ხელში ჰყავდა და ისე დააცილა ლაშა სახლიდან. სახლში უმამაოდ დარჩენილ ანას, ნაძეჟდას გასაკვირად არ უტირია. მეტიც, პატარა წერტილს ემჩნეოდა განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო. როგორც აღმოჩნდა ეს დილა განსაკუთრებულად სასიამოვნო მხოლოდ ნაძეჟდასთვის არ ყოფილა. როგორც კი ისაუზმეს, ნაძეჟდამ ანას ნივთები ჩანთაში ჩაალაგა და იქვე ახლოს პარკში გავიდა პატარასთან ერთად. გასვლამდე ლანას დაურეკა. რაც დაბრუნდა გოგონა არ ჰყავდა ნანახი და ბევრი საჭორაო ჰქონდა დაგროვებული. როცა ნახა, ყველაფერი მოუყვა რისი მოყოლაც საჭიროდ ჩათვალა. -ასე არ გიცნობ მე. -როგორ ასე? -აი, უცნობი მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ძიძად აჰყავხარ. არ დათანხმდებოდა ამ შემოთავაზებას ის ნაძეჟდა მე რომ ვიცნობ. -რატო ვითო? ის ნაძიშკა ბუად აღიქვამდა ლაშას? _მეგობრის სიტყვებზე გაეღიმა. -ბუად აღიქვამდა თუ სექსს მოწყურებულ კაცად, არ დათანხმდებოდა და მორჩა. თუ ძიძა უნდა გამოცდილი ქალი აიყვანოსო იტყოდი დარწმუნებული ვარ. -კარგი, ლანა, ნუ გამხადე შტერი. -მოგწონს? -ვინ? -ვისზეც მელაპარაკები. -არ ვიცი. -ანუ მოგწონს. -ანუ არ ვიცი. -ნადე! -მართლა არ ვიცი. სასიამოვნოა მასთან ერთად ყოფნა, მაგრამ არ მივცემ საკუთარ თავს ტყუილ იმედებს, მითუმეტეს, რომ ამის მიზეზს ლაშა არ მაძლევს. -ამაზე მეტი რა მიზეზი გინდა? შვილი განდო, სახლში მიგიყვანა, კახეთი დაგათვალიერებინა. -კარგი, უაზრობ ახლა. -ხო კაი, ვიცი. ნუ მომაქცევ ყურადღებას. _უთხრა და გაუღიმა. -ისე კახეთში კარგი იყო. -ღიმილით გაიხსენა კახეთი და ლაშა. ლაშა და კახეთი.... სინამდვილეში ლანა სულაც არ თვლიდა რომ უაზრობდა. როგორც გაიგო ლაშასთვის ერთადერთი იყო ანა, თუ ის ნადეჟდას ანდო ეს იმას ნიშნავდა, რომ ენდობოდა, აფასებდა. ნდობა და დაფასებაც ხომ გრძნობაა. ამათ თუ სხვაც შემოემატებაა... საათის ისრები თორმეტის ნახევარს აჩვენებდა, სახლში კი ანა და ნადეჟდა იყვნენ მარტო. პატარას ეძინა, ნადეჟდას კი ფოტოაპარატიდან ფოტოები ნოუთბუქში გადაჰქონდა შესანახად. დიდი ხანი იყო, რაც ფოტოგრაფობა მოსწონდა. საკმაოდ კარგადაც იღებდა. ფოტოების თვალიერებისას ტერასაზე მამა-შვილზე გადაღებული ფოტო აღმოაჩინა. ანას ფუშფუშებიანი კაბა ეცვა და მომღიმარ მამას უღიმოდა. ეს ერთი ფოტო იმდენ სიხარულს იტევდა, რომ შეუძლებელი იყო თვალი აერიდებინა. ფოტო თავისუფალ ფაილში ჩააგდო და ნოუთბუქი გამორთო. საათს ისევ დახედა, პირველი დაწყებულიყო. მართალია ლაშამ გააფრთხილა, რომ დააგვიანდებოდა, თუმცა ამოდენა დაგვიანებას არ ელოდა. თავისდაუნებურად ანერვიულდა. რამდენჯერაც ხელში აიღო ტელეფონი დასარეკად, იმდენჯერვე უკან დააბრუნა. ბოლოს ვეღარ გაძლო და ის იყო უნდა დაერეკა, როცა კარის ხმა გაიგონა და რამდნეიმე წამში მისაღებ ოთახში ლაშა შემოვიდა გადაღლილი სახით და შეხსნილი მაისურის ღილებით. -არ გძინავს? _გაკვირვებულმა შეხედა გოგონას და პიჯაკი გაიხადა. -არა, არ მეძინებოდა. _სინამდვილეში თვალები თავისით ეხუჭებოდა. -შემდეგში როცა დავიგვიანებ არ დამელოდო. _ეცადა დაღლილობა არ შეემჩნია და გოგონას გაუღიმა. -ჩემი ციცქნა ხომ არ გაბრაზებდა? -არა, დღეს თითქმის საერთოდ არ უტირია. _კმაყოფილამ თქვა და ბავშისკენ დახირლ მამაკაცს მზერა გააყოლა. -შენ როგორ ხარ? _ანას პლედი შეუსწორა და ყურადღება ნაძეჟდაზე გადაიტანა. _ძაან ხომ არ დაგღალა? -არა, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? _აშკარად ხედავდა მამაკაცის დაღლილ სახეს. როგორც ჩანდა რთული სამუშაო უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში ასე გადაღლილი ხომ არ იქნებოდა. -კარგად ვარ. მიდი, დაიძინე შენ. ანას მე შევიყვან ოთახში. _გოგონას ახლა სულაც არ უნდოდა ძილი. როოგრც იქნა მამაკაცი მივიდა, მასთან ყოფნის საშუალება აქვს და ამ დ როს ძილი უნდა ადამიანს? -ტკბილი ძილი. თუ რამე დაგჭირდება დამიძახე. _ღიმილით დაემშვიდობა და ოთახისკენ წავიდა. საწოლზე დაემხო და ბალიში თავზე დიაფარა. რამდენიმე წამის წინ ლაშასთან გამართულ პატარა დიალოგზე ფიქრობდა. გრძნობდა სხეულში ტემპერატურის მატებას. ამაზე ფიქრიც კი ლოყებს უფარკლავდა. ეშინოდა ყველაზე მეტად იმის, რ ომ შეიძლება უომედო გრძნობები გაჩენოდა მამაკაცის მიომართ და ეს ძალიან დიდ ტკივილს მიაყენებდა. ^^^^^ პატარა გოგონას ლამაზ, ოქროსფერ კაბას აცვამდა რომლის ქვედა ტანი თეთრი კოპლებით იყო გაფორმებული და ოდნავ აფუშფუშებული. თმისამაგრი წინ, ოდნავ წამოზრდილ თმაზე გაუკეთა რომლის ღერები იმდენად მცირე იყო რომ თავისუფლად დაითვლებოდა. როგორც კი თეთრი ბაჩუჩები წამოაცვა კმაყოილმა გაუღიმა. დღეს პატარა ანა ბებიასთან უნდა მისულიყო, ქალთან რომელსაც ძალიან უყვარდა, თუმცა მიუხედავად ამისა არ ჰქონდა სურვილი ის ხშირად ენახა. ყოველ შემთხვევში ნადეჟდა თვლიდა რომ უყვარდა, როგორ შეიძლება შვილიშვილი არ გიყვარდეს. თანაც ამ ფაქტს ისიც უმყარებდა რომ პატარა ანას დაბადებისდღე იმ უზარმაზარ სახლში გადაუხადეს. უკვე ერთი თვე იყო რაც სიხარულიძეებთან ცხოვრობდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ანა და ნდეჟდა ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ ანა საერთოდ აღარ გრძნობდა თავს უცხო სხეულში და ტირილით არ ითხოვდა მამას. ლაშა დილით გადიოდა ღამით ბრუნდებოდა. ნადეჟდა და ის მხოლოდ ღამით საუბრობდნენ, მათი დიალოგი ერთ საათზე დიდხანს არ შემდგარა. ყოველთვის ანაზე საუბარით შემოიფარგლებოდნენ. ყველა წვრილმანსაც კი უღრმავდეოდა ლაშა და მადლიერებით სავსე თვალებით უყურებდა როცა კმაყოფილი ნადეჟდა აწვრილებით უყვებოდა ყოველივეს. ოთახიდან გამოდიოდა ანასთან ერთად კარის ხმა რომ გაისმა. ვიწრო ჰოლიდან მომავალ მამაკაცში ნადეჟდამ ლაშა რომ ამოიცნო დამშვიდდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მის გარდა სხვა არავინ არ შეიძლებოა ყოფილიყო, მაინც ღელავდა როცა კარის ხმა ესმოდა. "ან სწორედ იმიტომ ღელავდა რომ ლაშა იყო?" -კარგია მზად რომ ხართ.-ღიმილით მოავლო გოგონებს მზერა. უჩვეულოდ კმაყოფილი სახე ჰქონდა. როგორც ყოველთვის, მოსვლისთანავე ბავშვი გამოართვა ნადეჟდას და პატარა წერტილს ლოყები დაუკოცნა. -მოენატრე მამას. -მოკისკისე არსებას ცხვირზე მსუბუქად მოსდო ხელი და შემდეგ თითები თავზე გადაუსვა. თითქოს იგრძნო მამის ალერსიო, კმაყოფილი გაირინდა. ლაშამ მოულოდნელად მზერა შვილიდან ნადეჟდაზე გადაიტანა, რომელიც მათ წინ იდგა უძრავად და კმაყოფილ სახეზე მზერა დასთამაშებდა. როგორც ყოველთვის ზედმეტი არაფერი, მწვანე ნაზი მატერიისგან შეკერილი კაბა, თეთრი ბალეტკები და გშლილი წითელი თმა. მამაკაცი კმაყოფილებას ვერ მალავდა როცა ამ გოგოს სხეულზე საყვარელი ფერის კაბას ხედავდა. -მწვანე ფერი გიყვარს? -ვეღარ მოითმინა და ჰკითხა. ისეთი უჩვეულო ხმა ჰქონდა რომ ნდეჟდა დაიბნა, მისგან არ ელოდა ამ კითხვას. -ძალიან. -უთხრა და დაკომპლექსებულმა მარჯვენა ხელი კაბაზე დაისვა. -გიხდება. -მზერა მოარიდა და ანას ოთახისკენ წავიდა, საიდანაც საგულდაგულოდ ჩალაგებული ანას ჩანთა აიღო. ნადეჟდა კომპლიმენტით მოხიბლული ერთიანად შეხურდა. ჯერ კიდევ ათრობდა ლშას სურნელი რომელიც მის წინ აღარ იდგა.გაუაზრებლად გაშეშდა ერთ ადგილას და მაყურებლის ამპლუა მოირგო. სიხარულიძის ყოველ ნაბიჯს ადევნებდა თვალს. -კარს დაკეტავ ხო? -გასასვლეკისკენ მიმავალმა გამოხედა გოგონას. ცალი წარბი მაღლა აზიდ, რითიც ნადეჟდამ იგრძნო რომ სულელურად იდგა გაშეშებული. -კი, რა თქმა უნდა. -ამოილუღლუღა და მამა-შვილისკენ წავიდა. შუადღის მზე აცხუნებდა თბილისს, ქარის ნატამალი არ იყო, ხმაურიან ქუჩებში სიცხით შეწუხებულები დადიოდნენ. დღეს მართლაც ზედმეტად ცხელოდა თბილისში... მამამ შვილი მის სავარძელში მოათავსა, კარი საგულდაგულოდ მიუხურა და მერე მზერა ნადეჟდასკენ გააპარა, გოგონა მანქანის უკანა კარის გაღებას აპირებდა, როგორც ყოველთვის ანას გვერდით აპირებდა დაჯდომას, თუმცა ლაშას ხმამ შეაჩერა. -წინ დაჯექი. -მშვიდი, დამახასიათებელი ტემბრით თქვა, თითქოს ყოველდღიურ ფრაზას ამბობდა, შემდეგ კი მძღოლის სავარძელში მოკალათდა. ღია კარზე მიეყინა გოგონას ხელი, უჩვეულოდ უვლიდა ჟრუანტელი ლაშას ყოველ სიტყვაზე, აქამდე ფიქრობდა რომ ის ეიფორია დროებითი იყო და მალე გადაივლიდა, თუმცა როგორც ჩანდა ცდებოდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტ მღელვარებას იწვევდა ლაშას გვერდით ყოფნა. გარკვეული მიზეზების გამო წავედი. ახლა მოვედი. დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. მართლა ძალიან ვწუხვარ. იმედი მაქვს მოგეწონებათ. | |
ნანახია: 2114 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | |
სულ კომენტარები: 1 | |
| |