იმედი [თავი 15]
13.06.2017, 00:44
მანქანის უკანა კარი მიხურა, წინა გამოაღო და მამაკაცის გვერდით დაჯდა.
მაბქანაში გავრცელებული ლაშას სურნელი ცხვირს უწვავდა და სასიამოვნოთ ათრობდა.
უფროსი სახელაშვილების სახლამდე ისე მივიდნენ რომ ხმა არ ამოუღიათ, ანა ლაშას სავარძლის უკანა მხარეს დაყენებულ მონიტორს უყურებდა რომელზეც "გოჭი პეპა" იყო გამოსახული.
სახლის მთავარ შესასვლელთან ერთიანად გაბადრული ლია იდგა და სტუმრებს ხელებგაშლილი მიესალმა.
-როგორც იქნა, როგორ ხარ შვილო? -გადაეხვია ლაშას და სახეგაბადრულმა შეხედა.
-შენ როგორ ხარ? -გაუღიმა ქალს რითიც ანიშნა რომ კარგად იყო და ხელში დაჭერილ ანას კაბა შეუსწორა.
-ჩვენც კარგად ვართ. შემოდით.
ლაშამ შვილი ლიას გადასცა. გახარებული ბებია იხუტებდა ანას. ქალი უკვე იცნობდა ნადეჟდას და მისი დანახვა არ გაჰკვირვებია.
მისაღებში შესლებს, მრგვალი, დიდი მაგიდა გაშლილი დახვდათ, რომლის ირგვლივაც უცნობი საზოგადოება იჯდა. ამ წევრებიდან ნაცნობი მხოლოდ გოგა აღმოჩნდა. ლაშას ძმა, რომელმაც ჩანთა მოპარა.
-გამარჯობათ. -ლაშას წამით გაკვირვება გამოესახა სახეზე, თუმცა მაშინვე გაიღიმა და უჩვეულო უკმაყოფილება დაფარა.
-გახსოვს კატო, შენი კლასელი. -ლიამ პატარა ანა გოგას გადასცა და შვილი მაღალ, ქერა, გაზაგრულ და ძალიან ლამაზ კატოს წარუდგინა.
გოგონა ყურებამდე გაბადრული ადგა სკამიდან და როგორც კი მამაკაცთან ახლოს მივიდა, გადაეხვია.
-ლაშა, როგორ შეცვლილხარ. -გადაკოცნის შემდეგ, ალერსით ჩამოუტარა თლილი თითები სახეზე.
ნადეჟდა ადგილზე მიყინული იდგა და გაფართოებული თვალის გუგებით უყურებდა კატოს, რომელიც ლამის იყო ლაშას სხეულზე აკვროდა. იგრძნო როგორ დაუარა უსიამოვნო ტალღამ სხეულში. თვალის დახამხამებაში აორთქლდა დადებითი განწყობა რომელიც ამ ოჯახში შემოსვლის დროს ჰქონდა, უჭირდა შინაგანი განწყობა სახეზე არ აღბეჭდვოდა.
-შენც ძალიან შეცვლილხარ. -ნადეჟდას მოეჩვენა რომ ლაშას საუბრის დროს თვალები უბრწყინავდა. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს სხეულზე ეკლებს არჭობდნენ, განსაკუთრებით მუცლის არეში...
-ვიზრდებით და ვიცვლებით.
კატო ისე იყო თავისი სიტყვებით კმაყოფილი, თითქოს ბუნების ახალი კანონზომიერება აღმოეჩინა. გახარებულმა ლიამ, შვილს სხვა სტუმრებიც წარუდგინა.
ქალბატონი ცირა და ბატონი მალხაზი. როგორც აღმოჩნდა ისინი კატოს მშობლები იყვნენ.
-დავსხდეთ სანამ საჭმელი გაცივდება.-დიასახლისმა მზერით სუფრისკენ ანიშნა მოწვეულებს.
-ხო, მართალია დედაშენი. -სახეგაბადრულმა კატომ ლაშას მკლავს თავისი ხელი ჩასჭიდა და ნაბიჯი მაგიდისკენ გადადგა. ეგონა ლაშაც გაჰყვებოდა, თუმცა მამაკაცი ადგილიდან არ დაძრულა. მისმა ქმედებამ კატო გააკვირვა, ის მაშინვე გაჩერდა. სიხარულიძემ გოგონას ხელს თავისი დაადო და ძალიან ნელა, ზედმეტად თბილადაც კი მოიშორა, შემდეგ კი თავი ნადეჟდასკენ მიატრიალა. ძიძა ისევ იმ ადგილას იყო გაქვავებული ძეგლივით, თვალს ადევნებდა ყოველივეს მკაცრი და ოდნავ დაბნეული მზერით.
ლაშამ ხელი მისკენ გაიშვირა, მზერით ანიშნა რომ მასთან მისულიყო. მანაც არ დააყოვნა და დამძიმებული ფეხები, რომელიც ერთ ადგილას აქვავებდა ლაშასკენ გადადგა.
-გაიცანით, ნადეჟდა. -მასთან მისულ გოგონას წელზე ხელი შეუცურა.
ლაშას შეხებით დაბნეულ გოგონას მთელ სხეულში სიმხურვალემ დაუარა და ერთიანად შეხურდა, თითქოს იმდენმა ეკლებმა ცეცხლი ააგიზგიზეს. მამაკაცის სხეულიდან გადმოსული ენერგეტიკა მის სხეულში ბობოქრობდა.
-სასიამოვნოა, მე კატო ვარ. -კლასელი ისე იღიმოდა რომ ტუჩებს ერთმანეთს არ აშორებდა.
-ჩემთვისაც. -ნადეჟდამ თითქოს შეშინებული, ერთიანად დამორცხვილი ხმა ამოუშვა.
-კარგით, დავსხდეთ. -ლიამ წარბაწეული მზერა მოავლო ლაშას სხეულთან ძალიან ახლოს მყოფ ნადეჟდას.
ძიძა არ ჩქარობდა, ლაშას ქმედებას ელოდებოდა. მამაკაცმაც არ დააყოვნა და გოგონას ანიშნა სკამზე რომელიც გამოსწია. ის მაშინვე დაჰყვა მის ნებას და მაგიდასთან მოკალათდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. ლაშა რომ გვერდით მიუჯდა, ამან უფრო დაამძიმა აურა.
ვახშმობის პარალელურად საუბრობდნენ კატოს შესახებ, თუ რა წარმატებას მიაღწია სკოლის წარჩინებულმა მოსწავლემ და რამდენი მოგზაურობა მოასწრო 30 წლის განმავლობაში. ლაშა ძირითადად კმაყოფილებას გამოხატავდა, ემჩნეოდა საუბარში ჩარევა რომ არ სურდა. როცა ლიასთვისაც აშკარა გახდა შვილის პოზიცია, საუბრის ახალ ეტაპზე გადაყვანა გადაწყვიტა.
-ლაშა, ძვირფასო. კატო ახლა ჩამოვიდა, დიდხანს აპირებს აქ დარჩენას. -ფაქიზად ამბობდა ლია თითოეულ სიტყვას, მის ხმას ეტყობოდა, როგორ ეშინოდა გარდაუვალი რეაქციის. თუმცა რისკი სასიამოვნო გამბედაობა იყო მისთვის.
-მომბეზრდა ამდენი მოგზაურობა, დროა მუდმივ საცხოვრებელზე ვიფიქრო. ჩემი სამშობლო კი იდეალური არჩევანია. -შემდგარი, თავდაჯერებული გოგონას ხმაში საკუთარი თავის სიყვარული იგრძნობოდა.
-რას იტყვი შენთან რომ იმუშაოს?
-დედა, მე საკუთარ ოფისს როცა გავხსნი სიამოვნებით, ამჟამად ჯიშკარიანებთან ვარ. -ფართოდ გაიღიმა ლაშამ.
-ამაზე შალვას დაველაპარაკებოდი,თუმცა ვფიქრობ შენ უთხრა, თანაც შენი თანაშემწე უკვე წავიდა.
ლიას სიტყვებზე მომღიმარი სახე დაუსერიოზულდა მამაკაცს, ცალი წარბი აზიდა და ინტერესით დააკვირდა მას. შვილის ცხოვრებაში ისე არასდროს ჩარეულა ლია რომ სცოდნოდა ვინ ჰყავდა თანაშემწე, ან როდის წავიდა.
"აშკარად ლაშა გოგოს ამპლუაშია, ინიშნავენ. "ნადეჟდას გონებაში გაჰკრა უცნაურმა ფიქრებმა და თავის გაფიქრებულზე მწარედ ჩაეღიმა. გულწრფელად ეცოდებოდა ქალბატონი ლია.
-კარგი, დაველაპარაკები. -შეცვილი, სიცივე შეპარული ხმით თქვა. გრძნობდა დიდი სივრცეში გავრცელებული აურა ცუდი ენერგეტიკით როგორ ავსებდა. ირგვლივ ლიას ხრიკების სუნი იდგა და ლაშას ყნოსვის უნარს არ გამოჰპარვია.
-ძალიან კარგი. -ესიამოვნა ლიას შვილის სიტყვები.
-დიდი მადლობა. -სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა კატოს. -დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ, სახლს ხომ არ დამათვალიერებინებდი? -გაბრწყინებული თვალები ვნების მარცვლებით იყო სავსე.
ლაშა ჩუმად იყო, არაფერი უპასუხია. ის იყო თანხმობა უნდა განეცხადებინა, რომ ოჯახის დამხმარემ ატირებული ანა შემოიყვანა. ლაშა მაშინვე ადგა სუფრიდან და შვილისკენ წავიდა. გაუაზრებლად აჰყვა ნადეჟდაც.
-ვაჭმევდი და მოულოდნელად ატირდა, არ ვიცი რა სჭირს. -ქალს ხმა შეშინებული ჰქონდა. მამაკაცმა შვილი გამოართვა და გულზე მიიხუტა. პატარა ანა ტირილს არ წყვეტდა. ნადეჟდა მათთან ახლოს იდგა და ანას წელზე ხელს უსვამდა.
-ჩშუ, ყველაფერი კარგადაა. -უთხრა გოგონამ პატარას, როცა მან ცრემლიანი თვალები მიაბყრო. ნადეჟდას საუბარი ანას ამშვიდებდა და მალე გოგონამ ტირილი შეწყვიტა. ლაშა უყურებდა ნადეჟდას. ამჯერად მისი მზერა რადიკალურად განსხვავებული, ღრმა და იმედის მომცემი იყო. ლაშამ იგრძნო მისი სიახლოვე... ამ წამს გაიაზრა როგორ შემოპარულიყო ძიძა მასში და იმედით აივსო. იმ იმედით რომ მარტო არ იყო... ანა გრძნობდა ნაცნობ გარემოს, ნაცნობ სხეულებს, ნაცნობ სახეებს და მშვიდდებოდა. ძიძა პატარასთან ერთად, ერთიანად აფორიაქებულ მამასაც ამშვიდებდა. ვერც კი გრძნობდა იმდენად დიდი იყო მისი ზეგავლენა. ლაშაც ვერ გრძნობდა ამ წუთამდე.
ამ გარემომ, ამ სიტუაციამ, გულის არევამდე უსიამოვნო რეალობამ დაანახა ის სისუფთა, მშვიდი იმედი, რომელიც ადრე არ გააჩნდა.
-წავედით. -ფოლადივით მტკიცე და უჩვეულოდ თბილი ხმით თქვა.
ლაშას ხმის გაგონებაზე ნადეჟდამ ანადან მასზე გადაიტანა მზერა. ლურჯი თვალებიდან დაბნეული მზერა კრთებოდა. მამაკაცის სახეს როცა გაუსწორა მზერა, მიხვდა რომ ახლა მას ნამდვილად სურდა ამ ადგილს გაცლოდა. არც კი უცდია შეწინააღმდეგება, თუმცა აკვირვებდა ის.
-სად მიდიხართ? -ფეხზე წამოდგა ლია. -ანა ნადეჟდას მიეცი, ის გააჩერებს. შენ კი კატოს სახლი დაათვალიერებინე.
ვერ იჯერებდა, ეგონა ლიას სიტყვები მოესმა. როგორ შეეძლო ასეთი გამხდარიყო, ან რატომ? ნუთუ მისცა უფლება ასე მოქცეულიყო? არ ახსოვდა მომენტი ვინმესთვის ეგრძნობინებინა რომ შველა უნდოდა. პირად ურთიერთობას ვერ ართმევდა თავს და დედის დახმარება ჭირდებოდა. რეალურად რაც არ იყო რა უნდა ეგრძნობინებია.
-ჩემთვის ჩემი შვილია მნიშვნელოვანი. -ნაღვლიანი ხმით თქვა ისე რომ ლიას სახისთვის ცივი მზერა არ მოუშორებია. იგრძნო დედამ შვილისგან წამოსული სიცივე და აღარაფერი აღარ უთქვამს. -კარგად ბრძანდებოდეთ.
კატოს და მის ოჯახს ისე დაემშვიდობა რომ მათკენ არ მიუხედავს, მძიმე ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ.
ნადეჟდამ ანას ჩანთა სხარტად აიღო დივნიდან და მამა-შვილს უკან აედევნა.
მანქანაში ჩუმად ისხდნენ, ნადეჟდა უკან იჯდა ანასთან ერთად. ლაშა ჩვეულზე ნელა ატარებდა მანქანას. გოგონა ზოგჯერ აპარებდა სარკეში მზერას მამაკაცის სახის დასანახად. მას წარბები შეკრული ჰქონდა და ცივი მზერით უყურებდა გზას.
ძიძა ხვდებოდა რა მდგომარეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ის და გულწრფელად განიცდიდა. აწუხებდა ყველაფერი ის რისი მომსწრეც ამ სამ საათში გახდა.
ემოციებისგან დაცლა ჭირდებოდა, იმდენად იყო დაძაბული და გონება არეული რომ არ შეეძლო მანქანა ეტარებინა. როცა სარკიდან ჩაძინებული ანა დაინახა, მანქანა პარკინგზე გააჩერა და არაფერი უთქვამს ისე გადმოვიდა.
-რა ხდება? -თავისთვის, დაბალ ხმაზე იკითხა ნადეჟდამ. სინამდვილეში იცოდა რაც ხდებოდა, რა აწუხებდა ლაშას... თავისდა უნებურად გააღო მანქანის კარი და თვითონაც გადავიდა.
პარკში იყვნენ. თითქმის ცარიელი იყო ტერიტორია. ლაშა ძიძისგან ზურგშექცევით იდგა. ერთი ხელით დოინჯი შემოიერტყა, მეორეს კი თმებში იცურებდა. ასე იცოდა როცა რაღაც აწუხებდა, როცა ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. ჩახვეული კასეტასავით მხოლოდ იმ წამზე ფიქრობდა, როცა ნადეჟდას სახე დაინახა, მისი აღელვებული თვალები, რომელიც ანას დამშვიდების სურვილით იყო სავსე. პირველად დაინახა სხვა ადამიანში ანას მზრუვნელობით, მისი მდგომარეობით სავსე სურვილები. დაინახა და იგრძო რომ ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, ჯერ კიდევ არ იყო ცარიელი.
-თავი ასე დიდი ხანია არ მიგრძვნია. -გოგონასგან მოულოდნელად დაიწყო საუბარი, როცა მიხვდა რომ მის უკან იდგა. -მას შემდეგ რაც ანას დედა გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, ყველა იმედი, ყველა ოცნებები, ყველა გრძნობები ზღვარგადასულად მეჩვენებოდა. მეგონა რომ არასდროს იარსებებდა სხვა ქალი. არასდროს არსებობდა იმედი. -უცხო და მგზნებარე ხმა ჰქონდა. ნადეჟდასკენ მიტრიალდა. გოგონას ცისფერ თქვალებს მზერა გაუსწორა. -უცნაურია ცხოვრება. მეგონა დავბერდებოდი ისე, რომ ვერ ვიპოვიდი სიყვარულს. სიყვარულს რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, რომელიც მთელი ცხოვრება მაკლდა. თუმცა შენ... ამდენი წლის შემდეგ შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ის იმედის ნაპერწკალი გააჩინე, რომელიც მალე გაღვივდება. შენ ხარ ჩემი იმედი. -მოზღვავებული ემოციებისგან ტუჩები დააშორა ერთმანეთს ღიმილის ნიშნად და ბოლო სიტყვები მგზნებარე გრძნობით დაამატა: -ჩემი ნაძიშკა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1958 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar