იმედი [თავი 16]
13.06.2017, 17:16
ხშირად ვფიქრობ რომ რეალობა ოცნებებისგან განსხვავდება. არ არის ისეთი სასიამოვნო როგორც ჩვენ გვინდა იყოს, მაგრამ ეს ყველაზე არასწორი შეხედულებაა იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ. ის იმდენად ცვალებადია, იმდენად არაორდინალური, რომ გაოცებულს, გაკვირვებულს, აჟიტირებულს და ათრთოლებულს გვტოვებს. მისი ერთი ორდინალური ცვილება ისე გვაქვავებს რომ მეტყველების უნარს გვართმევს.
სწორედ ამ მდგომარეობაში იყო ნადეჟდა. დაუჯერებელი ფაქტის წინაშე იდგა. ბედნიერების ტალღა გაუაზრებლად შეასკდა მის მთელ არსებას და ზუსტად იმ იმედით აივსო რომელიც მასაც აკლდა. უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცს და მთელი არსებით ბედნიერდებოდა. სიყვარულის და ჯერ კიდევ ვერ გააზრებული რეალობის წამები გაუჩერებლად მირიკრიკინებდა.
ყველაზე დიდი ბედნიერება რეალობა და მისი ორდილანური მხარეა. სწორედ ამ ბედნიერების უშრეტ წყაროს დაწაფებულმა ნადეჟდამ, გაუაზრებლად შემოხვია მამაკაცის სხეულს მკლავები და მაგრად მიეხუტა მის სხეულს.
თვალებში ჩამდგარი სიხარულისგან გამოყოფილი სველი სითხე, ცრემლებად დაეღვარა ლოყებზე.
ყველაზე დიდ ოცნებაშიც კი დაუშვებელი იყო ეს ნეტარი წამები.
ძიძის რეაქციით დაბნეულმა და ამავე დროს გახარებულმა ლაშამ, ხელები ძლიერად შემოაჭდო და გაიღიმა. გულიდან წამოსული ბედნიერების ღიმილი მოეფინა მის დაძაბულ სახეს.
რამდენიმე წამი ასე იდგნენ, მერე ნადეჟდა მოშორდა სასურველ სხეულს და მის სახეს შეხედა.
-მას შემდეგ ვოცნებობ ამ წამზე, რაც გაგიცანი.
-რომ მცოდნოდა უფრო ადრე გეტყოდი. -გოგონას სიტყვებმა ღიმილი მოგვარა.
-ახლაც არ იყო გვიანი.
-კიდევ კარგი. -უფრო ფართოდ გაიღიმა და ხელი გადახვია.
-ნუ იცინი.
-არ ვიცინი.
-იცოდე არ დაგთანხმდები. -უსუსურმა მუქარამ გაიჟღერა და საჩვენებელი თითი მაღლა აღმართა.
-რაზე?
-შეყვარებულობაზე.
-მერე ვინ გითხრა რომ შენი შეყვარებულობა მინდა?-წარბი მაღლა აზიდა და სერიოზული სახით დახედა მასზე ოდნავ დაბალს.
-ანუ? -მამაკაცის სიტყვებმა დააბნია.
-ანუ არ ვართ შეყვარებულები.
-კარგი, არ ვიყოთ. -მხრები აიჩეჩა და გაბუტული სახით გააგრძელა მანქანისკენ გზა.
ლაშას ხმა არ ამოუღია, ეშმაკურად აციმციმებული თვალებით ნადეჟდასგან მზერა გზისკენ გადაიტანა.
*********
სახლში როგორც კი მივიდნენ, მიძინებული ანა მამამ მის ოთახში შეიყვანა, მერე კი სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად.
ნადეჟდა თავის ოთახში იყო და მოუხერხებელი მწვანე კაბა გაიხადა, შემდეგ კი საცვლების ამარა ჩამოჯდა საწოლზე. მის წინ მდგარ სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა და რამდენიმე წუთის წინ მომხდარზე ფიქრობდა.
-რა გჭირს გოგო? რა ვერ შეიკავე ემოციები? რად უნდოდა წამოყრანტალება რომ ლაშაზე ხარ გაგიჟებული და მისგანაც იგივეს ელოდი? ვერ ისწავლი შენ ჭკუას, ვერასდროს. მართლას გეუბნება შენი ძმა! მკაცრი მარტო სახე გაქვს, მთლიანად თოთო ხარ ტყლარწივით. -სარკეში არსებული სილუეტი გამოლანძღა და სწორედ ამის შემდეგ ჩაიცვა თავისუფალი ტანსაცმელი.
ოთახიდან გასულს, ლაშა დივანზე დახვდა ყავის ჭიქით ხელში. ჟურნალის მაგიდაზე კი მეორე ფინჯანი იდგა.
-რას აკეთებდი ამდენ ხანს? -წარბაწეულმა შეხედა გოგონას.
-ვიცვლიდი. -დაბნეულმა უპასუხა.
-ერთსაათიანი გამოცვლის გამო მოგიწევს ცივი ყავის დალევა. -მშვიდი, უცვლელი ხმით უთხრა და ყავა მოსვა.
-რა მკაცრი ხარ. -უკმაყოფილო წავიდა დივნისკენ. მამაკაცის გვერდით დაჯდა და ყავა აიღო დასალევად. -სულაც არ არის ცივი. -დაგემოვნების შემდეგ დაამატა.
-საერთოდ. -ჩაეღიმა.
-გემრიელია, მადლობა.
-იცი ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს?
-რა?
-ისე არ გვისაუბრია არასდროს რომ ერთხელ მაინც არ მოგეხადოს მადლობა.
-არ მეგონა რომ ეს გაღიზიანებდა.
-ნუთუ? -წარბაწეულმა შეხედა. მისმა მზერამ და ხმის ტემბრმა აიძულა გაეხსენებინა რამდენჯერ უთხრა მკაცრად რომ ყოველი სიტყვის ბოლოს მადლობა არ იყო საჭირო.
-კარგი, მახსოვს. -სიცილით თქვა და მის სახეს „დამშვიდებისკენ“ მოუწოდა.
დივანზე ისხდნენ და დიდ ეკრანზე საინტერესო ფილმს უყურებდნენ. ჯდომისგან უკომფორტობა რომ იგრძნო ლაშამ, დივანზე გაწვა, თავი კი ნადეჟდას კალთაში ჩადო. მამაკაცის ქმედებამ გოგონა გააკვირვა, ჰაერში აღმართული ხელები სად დაედო ვეღარ მიხვდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის წინ ძალიან მაგრად ეხუტებოდა და ამის სურვილი ახლაც ჰქონდა, მაინც გრძნობდა გარკვეულ შებოჭილობას.
სიხარულიძე ხვდებოდა მის დაძაბულობას და ეღიმებოდა. გოგონას ხელს თავისი ხელი მოკიდა და სხეულზე დაიდო, ისე რომ ტელევიზორის ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებინა.
-ხელებს ნუ იღლი. -მკაცრად გააფრთხილა რითიც მიახვედრა რომ დიდხანს არ უნდა ჰქონოდა ხელები ჰაერში გამოკიდული. მამაკაცის ხმა ირონიით იყო გაჟღენთილი.
-ძალიან სასაცილოა. -უკმაყოფილო ხმით ამოილუღლუღა.
-ძალიან. -დაეთანხმა ლაშა.

-რომ მცოდნოდა მორიდებულობა გაგიორმაგდებოდა სიტყვას არ დავძრავდი. -ფილმის დასასრულს თავი გოგონასკენ მიაბრუნა.
-არა, რასისულელეა. არ ვარ მორიდებული.
-მაშინ მაკოცე. -საოცრად მშვიდი ხმის ტემბრი ჰქონდა. მისმა სიტყვებმა დაძაბული გოგონა ააღელვა.
უყურებდა მამაკაცის ჭინკებ აცეკვებულ თვალებს და გული ორმაგი სიჩქარით იწყებდა ფეთქვას.
-არ მაკოცებ? -მოჩვენებითი წყენით ჰკითხა. გოგონამ მზერა მისი თვალებიდან სქელ ტუჩებზე გადაიტანა. რამდენიმე წამით ისევ უძრავად იყო. მოულოდნელად სიხარულიძეს ხელი იგრძნო თმაზე, მერე თითები ლოყაზე გადმოაცურა. სახის კონტორი თითის ნელი მოძრაობით მოხაზა, მისი შეხება არაამქვეყნიური სიამოვნებით ავსებდა ნადეჟდას, გრძნობდა როგორ ებინდებოდა კმაყოფილებისგან თვალები. როცა სახიდან მზერა ისევ თმაში გადაიტანა, თვალები დახუჭა. წამის მეასედში კი ტუჩებზე შეხება იგრძნო. ოდნავ ეხებოდა მამაკაცის ტუჩები, ნელა, აუჩქარებლად ატარებდა გოგონას ტუჩებზე თავის ბაგეებს. გრძნობდა ნადეჟდას აღტკინებულ სხეულს და ეს უდიდესი სიამოვნებით ავსებდა. არ ჩქარობდა, უნდოდა გოგონაში ის კეკლუცი ქალღმერთი აეღელვებინა, რომლის თავშეკავებულობის ძაფი უკვე პიკზე იყო მისული.
როცა ლაშამ გოგონას შემზადება, მასში ქალღმერთის გამოღვიძება დაასრულა, მის თმებს ოდნავ მოუჭირა თითები და მძლავრად დაეწაფა სასურველ ბაგეებს. მეტად მომთხოვნად უგემოვნებდა ორივე ბაგეს და მისი გემოთი ტკბებოდა. ერთიანად აღელვებული, გრძნობააშლილი და სხეულ ათრთოლებული ნადეჟდა მთლიანად მინდობილი იყო მამაკაცის ქმედებას და არაამქვეყნიური სიამოვნებით ტკბებოდა. გრძნობდა როგორ ეხორკლებოდა კანი და უფრო და უფრო როგორ ითხოვდა სხეული სხვა სხეულს.
მამაკაცმა ტუჩებით ყელში რომ გადაინაცვლა სიამოვნებისგან ვერ შეკავებული კვნეას აღმოხდა. თავი გადააკანტურა კომფორტულად რომ ეთარეშა მამაკაცს მის ყელში. ყელიდან მერე მკერდში და იქედან ზევით. როცა ბრიტელი მხრიდან მოსწყდა და შიშველ მკერდზე კბილები იგრძნო, უფრო დიდი ხმით ამოიკვნესა და თლილი თითები მამაკაცის თმებში შეაცურა. გოგონას ქმედებით კმაყოფილ ლაშას გაეღიმა. ტუჩებით მის ბაგეებზე გადაინაცვლა და მეტი ჟინით დაეწაფა. ხელი კი, რომლის მუჭშიც გოგონას შიშველი მკერდი ჰქონდა მოქცეული, ბარძაყზე გადაიტანა და იქედან დაბურთულ საჯდომზე აასრიალა.
ნეტარებით გაბრუებულმა ნადეჟდამ ვერც კი გაიაზრა ისე აღმოჩნდა დივანზე გართხმული, ვნება აშლილი მამაკაცი კი ზემოდამ მოქცეოდა და მაისურ შემოძარცვულ მის სხეულს აგემოვნებდა.
ვინ იცის რა შორს წაიყოლებდა მათი ალერსი და რა დიდი ნეტარებით დაასრულებდა დღეს, ოთახიდან ანას ტირილის ხმა რომ არ გაეგონათ.
-რა ცუდ დროს იცის ხოლმე. -ლაშას ხმაც კი ვნებით ჰქონდა გაჟღენთილი. სწრაფად მოსწყდა სასურველის სხეულს და საძინებლისკენ წავიდა.
ტუჩებ დაბუჟებული, ვნების ქარცეცხლში გახვეული, ერთიანად ახურებული გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა ჭერს. ჯერ კიდევ გრძნობდა მამაკაცის ტუჩების და ხელების კვალს სხეულზე. მთელი გონება ბილწი აზრებით ჰქონდა მოცული, სასწრაფოდ სჭირდებოდა მამაკაცის სხეულს გაეგრძელებინა სასიამოვნო საქმიანობა. ასეთ ახურებულს სხვა ვერაფერი ჩააცხრობდა.

პ.ს ვიცი ძალიან პატარაა, ხვალ დიდი იქნება.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1870 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
კარგი იყო ძალიან. 3o 3o bb 3o
avatar