იმედი [თავი 17]
16.06.2017, 00:47
მამაკაცს გააზრებული ჰქონდა რა შედეგამდე მიიყვანდა გრძნობების განცხადება. მთელი გონება ნადეჟდაზე ფიქრით იყო დაკავებული. მართალია მისგან შორს უნდოდა ყოფნა, თუმცა ეს მაშინ იყო როცა გააზრებული არ ჰქონდა რას გრძნობდა. ახლა ყველაფერი აწონ-დაწონა და მიხვდა რომ ნადეჟდა სწორედ ის ქალი იყო რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, მათში არსებული ქიმია ვნებების მოთოკვის საშუალებას არ აძლევდა.
არ იყო დიდი დრო რაც მას იცნობდა, თუმცა ეს მცირეც საკმარისი აღმოჩნდა მისთვის გული გაეხსნა. გრძნობდა რომ ნადეჟდასთან ურთიერთობისას ის ლაშა ხდებოდა რომელიც ადრე იყო. კეკლუცურ, მხიარულ და უდარდელ ხასიათს უბრუნდებოდა. ნადეჟდა მას ძალას აძლევდა და ეს უანგაროდ გაღებული იმედის დამსახურება იყო.
გამოღვიძებულს ანა საწოლში არ დახვდა. თავისდა უნებურად შეშინდა, ყოველთვის როცა იღვიძებდა შვილის სახეს ხედავდა, მისი იქ არ არსებობა კი მამის ინსტიქტებს ატრავმირებდა.
სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ოთახი დატოვა.
კმაყოფილების ღიმილი მოეფინა როცა პატარა ნადეჟდასთან ერთად დაინახა. გოგონა ხალიჩაზე იწვა, ბავშვის სხეული კი ფეხისგულებით ეჭირა და მის სხეულს მაღლა სწევდა. სიმაღლით კმაყოფილი ანა კისკისებდა და თვალებ გაბრწყინებული დაჰყურებდა ძიძას.
ნადეჟდაც მთელი სახით იღიმოდა. ღიმილის დროს სახის ნაკვთები იმდენად ეცვლებოდა, რომ რადიკალურად განსხვავდებოდა ცივი და გრუბი მიმიკების სახისგან. ნაზი და ძალიან ლამაზი იყო როცა ქათქათა კბილებს აჩენდა. მიუხედავად ასეთი ღიმილისა, ლაშას მისი ცივი მზერაც უზომოდ ხიბლავდა.
-კი, მესმის შენც რომ გინდა მამიკო, მაგრამ მეც უნდა გამიყო. -ელუღლუღებოდა ანას, როცა ლაშა მიუახლოვდა სწრაფად შეწყვიტა ლაპარაკი.
-ერთობით გოგონებო? -წარბაწეულმა შეხედა.
-დილა მშვიდობისა. -ნადეჟდამ ბავშვი ჩამოსვა ფეხებიდან და ხალიჩაზე წამოჯდა.
-დილა მშვიდობისა. -ბავშვისკენ წავიდა და ხელში აიყვანა. პატარს თხელი სახე როგორც კი დაუკოცნა, ისევ ძირს დააბრუნა და მზერა მისგან ნადეჟდაზე გადაიტანა.
-როგორ გეძინა? -ჰკითხა და გოგონას მოშიშვლებულ მკერდს დახედა.
-კარგად, შენ? -მიხვდა ზედა თამაშის დროს რომ გადმოწეოდა და ისე გაისწორა არც კი დაუხედავს.
-კარგად. -თვალი ჩაუკრა. -რაო ანამ, გაგიყოფო? -ირონიული ხმით უთხრა და ძლივსშეიკავა თავი რომ არ გასცინებოდა.
-კიო. -დამუშტული ხელი მიკრა მკერდზე იმის მისახვედრად რომ მისი ტონი არ მოსწონდა.
-არ გეტყობა ამ ამბით კმაყოფილება. -წარბი მაღლა აზიდა.
-შეიძლება -თვალები დააწვრილა და ისე გაიღიმა, რომ ტუჩები ერთმანეთისთვის არ დაუშორებია.
იატაკიდან ადგა და ანას მიყრილი სათამაშოების ლაგება დაიწყო.არ პატიობდა ვნებით ავსილი რომ მიატოვა დივანზე და უკან არ დაბრუნებულა.
-ანას გამოძინებული ძიძა სჭირდებოდა დღეს, ამიტომ არ დავბრუნდი. -მიუხვდა სიბრაზის მიზეზს და გადაწყვიტა აეხსნა.
-არც უნდა დაბრუნებულიყავი.
-აბა რატომ ბრაზობ? -დაეჭვებულმა შეხედა.
-მე? არა, რასისულელეა. -გაიოცა ისე თითქოს რაღაც სასწაულში დებდნენ ბრალს.
-ვითომ? -წარბი მაღლა აზიდა, მასთან ახლოს მივიდა.
-მართლა. -ხმა გაბზარულმა ამოილუღლუღა და მასთან ახლოს მდგომი მამაკაცის სურნელით აივსო ფილტვები.
-არგაბრაზებულხარ? -უფრო თავისთვის კითხულობდა ვიდრე ამაზე პასუხის მოსასმენად. ტონი დაბალი ჰქონდა, ჟღერადობა ვნებიანი. როცა გოგონას სხეულთან ძალიან ახლოს მივიდა, თითები ნიკაპზე მოსდო და მის ვარდისფერ ტუჩებს დახედა.
-არგავბრაზებულვარ. -როცა ამბობდა ლაშა მი ტუჩებს უყურებდა, ბაგეების ყოველი მოძრაობისას უნდოდა ისე დაწაფებოდა რომ ყველა ის სიამოვნება ეგრძო, რისი მიღებაც მისით შეიძლებოდა. გოგონა გრძნობდა მამაკაცის სურვილებს და კოცნის მოლოდინში თვალები მინაბა.
-ძალიან კარგი. -ნიკაპიდან თითი მოაშორა და კმაყოფილი მით უთხრა, მერე კი მოშორდა. ნადეჟდამ თვალები ჭყიტა და გაოცებულმა მზერა გააყოლა სააბაზანოსკენ მიმავალს.
-ოხ, სიხარულიძე! -ამოიგმინა ხელებ დამუშტულმა და სათამაშოების ჩალაგება გააგრძელა.
*****
სამსახურში წასასვლელად გამზადებულს ძიძა და პატარა წერტილი აცილებდა.
შვილს როგორც ყოველი წასვლისას, ახლაც დაუკოცნა ლოყები, ჯერ რომ ნადეჟდაზე მიდგა, ღიმილიანი სახით აათვალიერა.
-წარმატებული დღე. -უთხრა და სამზარეულოსკენ დააპირა წასვლა, არ უნდოდა მამაკაცს კიდევ გაებრაზებინა, თუმცა მან მომენტალურად მკლავში ხელი ჩაავლო და სწრაფად მიტრიალებული გოგონა სხეულზე აიკრა. სწრაფად შემოხვია წელზე ხელი, ერთი ხელი საჯდომისკენ ჩაუცურა, მეორე თავისკენ აუცურა და წამის მეასედში დაეწაფა სასურველ ტუჩებს. უკოცნიდა სწრაფად და ველურად. მომენტალურად ინაცვლებდა ზედა ტუჩიდან ქვედა ტუჩზე, მერე კი ორივეს ერთად. როცა სურვილი დაიკმაყოფილა, ამბორი დაასრულა. ნადეჟდა ტუჩებ გაბიჟებული, თვალებ დაკვესებული და ერთიანად ახურებული უყურებდა მამაკაცის ზღვისფერ თვალებს რომელიც ძალიან ღელავდა.
-ვფიქრობ მოსვლამდე მეყოფა. -კმაყოფილი ტონით თქვა, თითები გოგონას დუნდულს მოუჭირა. -ძალიან ხარ გამხდარი, ბევრი უნდა ჭამო. - თმაში შეცურებული ხელი გამოიღო და ცხვირზე დაკრა. -შენც წარმატებული დღე. -უთხრა და გასასვლელისკენ წავიდა.

******
ლაშას ასეთი ცვალებადი ქმედებები პირდაპირი მნიშვნელობით აგიჟებდა. გონებას უბინდავდა და იმ ბურუსში ტოვებდა, რომელიც მიწას აცილებდა.
-ანიჩკა, უცნაური მამიკო გყავს. -ბედნიერებისგან სახე გაბადრული მიუჯდა პატარას. პატარა წერტილი უღიმოდა.
სამზარეულოს დახლზე დადებული ტელეფონი აწკრიალდა, მაშინვე ადგა ასაღებად. ეკრანზე უცხო ნომერი იყო გამოსახული.
-გისმენ.
-ნადე, ნინა ვარ, შენი მეზობელი.
-გისმენ ნინა.
-რატი გუშინ მთვრალი მოვიდა, მთელს უბანს გვაგინებდა. დღეს მეზობლის ბიჭები აპირებენ მასთან ასვლას და იქნებ მოხვიდე, ჩხუბი აგვარიდო თავიდან. -ნინას ყოველ სიტყვაზე სახეზე ფერი ეცვლებოდა.
-მალობა ნანა რომ მითხარი, ახლავე დავურეკავ.
-არაფერს, რისი მადლობა. -ამოსძახა შეწუხებული ხმით და ყურმილი გათიშა. ნადეჟდამ ზარი მაშინვე ძმასთან განახორციელა. სამი ზარის მერე ყურმილში მისი ხმა გაისმა.
-ხო ჩემო პრინცესა?
-რატი, შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-შენთან ვარ და შენს საწოლში გვძინავს.
-გძინავთ? -მრავლობითი რიცხვი ყურთასმენას ცუდად მოხვდა, თანდათან სახის თითოეული ნერვი ეჭიმებოდა.
-ხო მაგრამ არ მკითხო ვინაა, არვიცი. -კმაყოფილი ტონი ჰქონდა.
-მისამართსმოგწერ და ახლავე მოდი, ეგ გოგო კი გააგდე მაქედან სანამ მოვსულვარ და ერთმანეთზე მიმიდნიხართ.
-რითი? -გაუკვირდა დის სიტყვები.
-დაგწვავთ და სპილენძივით გადაგადნობთ!
-ახლა რო შენსსახეს ვხედავდე, ისეთი გრუბი ხარ შემეშინდებოდა მაგრამ მხოლოდ ტყლარწივით მუქარები მესმის და მეცინება. -როგორც კი თქვა ხმამაღლა გადაიხარხარა.
-მოგწერ მისამართს და ხუთ წუთში აქ იყავი! -გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებშუა და გაუთიშა.

******
-არ უნდა დაჭკვიანდე შენ?
-ნუ ყვირი, ბავშვს შეაშინებ. -რატის ხელში ეჭირა პატარა და ხმაურიანი სათამაშოთი ართობდა. -მეზობლებს რატო აგინებდი?
-მაგათი დედა მოვ*ყანი მე! ეგ სი*ები. მათმა ჩათლა*მა შვილებმა მანქანა წითლად შემიღებეს. თან სადაც გასაკრასკი იყო იქ კი არა, ფანჯრები!
-რაა? -ნადეჟდას სერიოზული მზერა ღიმილით ეცვლებოდა.
-ხოდა ბარში რომ მივსულიყავი, თავი გარეთ მქონდა გამოწეული და ისე ვუყურებდი გზას.
-არდაგაჯარიმეს?
-კიდევ კარგი არ შემხვედრია პატრული.
რატის სასოწარკვეთილ ხმაზე ეცინებოდა.
როცა სიცილ ი მოამთავრა, სერიოზული სახით შეხედა.
-ვინ კახპასთან ერთად წამლავ ჩემს ოთახს?
-წამოსვლის დროს მითხრა ტატიანა მქვიაო.
-რატი, მოგკლავ!
-კაი რაიყო, რო მოხვალ დააუბორკებ შენებურად და მოგვარდება საქმეც. თუ რა თქმა უნდა, სულ არ გადმოცხოვრდი აქ.
-შესაძლებელია.
-რა? -სერიოზული სახით ჰკითხა.
-მე და ლაშა ერთად ვართ. ახლა ვიწყებთ ურთიერთობას.
-და ასე უნდა ვიგებდე ამ ამბავს?
-ერთ კვირაზე მეტია გირეკავ და არ მპასუხობ, მადლობა თქვი რომ საერთოდ იგებ! -გაბრაზებულმა შეუბღვირა.
*********
გვიან წყურვილის შეგრძნებამ გააღვიძა. მაშინვე წამოდგა საწოლიდან და ლასლასით გავიდა ოთახიდან. მისაღებ ოთახში გასულს სიბნელეში ლაშა დახვდა. თავიდან შეეშინდა, მერე კი გაუკვირდა. სამსახურიდან ჩვეულ დროზე ადრე დაბრუნდა და მალევე დაწვა ანასთთნ ერთად, ისე რომ ნადეჟდასთვის არაფერი უთქვამს, ახლა კი ისევ იმ ტანსაცმელში ხედავდა.
-ლაშა, რატომ ხარ აქ? -გაკვირვებულმა ჰკითხა.
-შენ რატომ გამოხვედი?
-წყალი მომინა.-მორიდებულად უთხრა მას შემდეგ რაც მამაკაცის მზერა თავის სხეულზე დაიჭირა. სწორედ ახლა შეძლო იმის გააზრება, რომ ძალიან გამომწვევად გამოიყურებოდა. ხმა აღარ ამოუღია, მიტრიალდა და ოთახისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-სად მიდიხარ? -ზურგსუკან მოესმა ლაშას შეცვლილი ხმა.
-ოთახში. -მობრუნდა და ოდნავი დაბნეუკლი ხმით უპასუხა.
-აბა წყალი გინდოდა? -წარბაწეულმა შეხედა.
-ხალათს მოვიცმევ და დავბრუნდები. -გულში ღმერთს მადლობას უხდიდა რომ მხოლოდ პატარა ნათურა ენთო და მისი აღაჟღაჟებული ლოყები არ ჩანდა.
ოთახში შესულმა თხელი ხალათი ჩაიცვა და უკან მალევე გამობრუნდა.
ლაშა ისევ დივანზე იჯდა, ჩუმად იყო და წინ სიცარიელეს უყურებდა. ნადეჟდამ ჩაუარა სამზარეულოში რომ გასულიყო. თავი კითხვითი ნიშნებით გამოეჭედა, რახდებოდა მამაკაცის თავს ვერ ხდებოდა. თუმცა რაც უნდა ყოფილიყო, ფაქტია კარგ არაფერს მოასწავებდა.
დიდი ჭიქით წყალი შეუსვენებლად გამოცალა. მისაღებ ოთაში დაბრუნებული ლაშასთან ახლოს გაჩერდა.
-ყველაფერი რიგზეა? -ვეღარ მოითმინა და ჰკითხა.
-მოდი, დაჯექი.-ლაშამ ხელი მის გვერდით თავისუფალ ადგილას დადო.
ნადეჟდა მივიდა და დაჯდა.
ირგვლივ ისეთი სიმშვიდე იყო... მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა ისმოდა.
-ეგრე ნუ აკეთებ. -მოულოდნელად გაისმა ლაშას ხმა, სიცარიელიდან მზერა ნადეჟდას ტუჩემზე გადაიტანა.
ქვედა ტუჩს იწვალებდა, ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა როცა ლაშას ჭინკებ ათამაშებულ თვალებს თავისი დამფრთხალი მზერა გაუსწორა. მაშინვე ანება თავი ბაგის წვალებას და ტუჩები მაგრად მოკუმა.
-ასე უკეთესია. -სხვანაირად კმაყოფილს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.-შენს ძმას რატი ჰქვია ხო?
-კი. -იგრძნო ხმა როგორ აუკანკალდა, სხეული აუთრთოლდა და თვალები გადაებინდა. რატი ახსენა, ესე იგი გაიგო ყველაფერი... გაიგო რომ გოგას ბალახით ამარაგებდა. ახლა ნამდვილად შეიძულებდა ლაშას ჭექა-ქუხილი აეტეხა.
-დღეს სამსახურში მომაკითხა.
-რატი იყო მოსული? -გაოცებულს პირი ღია დარჩა. ვერ იჯერებდა რომ რატიმ ეს გააკეთა. რა უნდოდა ლაშასთან.
-რატომ? -სწრაფად დაუსვა სასურველი კითხვა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-ყველაფერი მიამბო. -ჩვეულებრივზე მეტად მშვიდი ხმა ჰქონდა.
-ლაშა, მე. -ენას პირში ძლივს აბრუნებდა.
-რატომ არ მითხარი?
-არ შემეძლო, მე უბრალოდ ვერ შევძელი. თუმცა რატიმ დამპირდა რომ აღარ გაიმეორებდა, არც კი ვიცოდი გოგას თუ ამარაგებდა, შემთხვევით გავიგე. -აღელვებული ხმით მიაყარა მთელი წინადადება და შეშინებული თვალებით შეხედა, დივნის საზურგეზე მიწოლილ ლაშას. მამაკაცს სახის ყოველი ნაკვთი ეჭიმებოდა, ერთიანად იძაბებოდა. -ლაშა, მითხარი რამე... -მისი დუმილი აგიჟებდა.
-გააგრძელე. -ხმაში სიმკაცრე და ბრაზი ერეოდა.
-ისედაც იცი. -ეშინოდა, მოსალოდნელ ჭექაქუხილს ყოველ წამს ელოდა.
-არა, არვიცი.
-რატიმ ხომ მოგიყვა? -თვალე ბგაფართოებულმა დაბნეული ხმით იკითხა. ლაშა დივანზე გასწორდა, სახით ნადეჟდასკენ მიტრიალდა.
-მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რუსეთში დედაშენი გელოდება სწავლის გასაგრძელებლად.
ლაშას სიტყვებმა ერთიანად გააოცა. სხეული დაეძაბა და იგრძნო სხეულში უსიამოვნო შეგრძნებებმა როგორ იმატა.
-მეგონა ამის მოსაყოლად იყო რატი შენთან.
-როგორც ჩანს არ ყოფილა. რითი ამარაგებს გოგას? ან საიდან გაიცნო? -ლაშას თვალებში რისხვა ბობოქრობდა, თუმცა ხმის ტემბრის შენარჩუნება ჯერ კიდევ შეეძლო.
-არ ვიცი საიდან გაიცნო. რატის სოფელში ბალახი აქვს დარგული, ჩამოაქვს და მეგობრებთან ერთად ეწევა. როცა ლუკას ძიძა ვიყავი, მაშინ ქუჩაში ჩანთა მომპარეს. შენი ძმა და მისი მეგობრები იყვნენ. რატის ჩემს დაუკითხავად ჩანთაში ბალახი ჰქონდა ჩადებული და ეს ბიჭებმა იცოდნენ. როცა ანას დაბადებისდღეზე ვნახე გოგა, მერე მითხრა რომ შენი ძმა იყო. ველაპარაკე რატის და მას შემდეგ შეეშვა, ახლა არავის აღარ ამარაგებს.
გოგონას ბოლო სიტყვებზე ლაშს სიმწრის ღიმილმა გადაუარა.
-რა იცი? გირეკავს? გეუბნება რა დროს რას აკეთებს? როდის შეგეხმიანა ბოლოს?
-გუშინ. -ლაშას ცინიკური ხმა იმდენად არ მოსწონდა რომ ტკივილს გვრიდა. გრძნობდა თვალები ცრემლებით როგორ ევსებოდა.
ლაშას საუბარი აღარ გაუგრძელებია, მანქანის გასაღები აიღო და გასასვლელისკენ წავიდა.
-ლაშა.-უსუსური ხმით ამოილუღლუღა მისი სახელი. ცრემლები უკვე ლოყებზე დაღვრილიყვნენ.-გთხოვ, არ გინდა..
-რა არ მინდა?
-დაველაპარაკები მე და გავარკვევ ყველაფერს.
-არ ინერვიულო. -ხმა სრულიად სხვანაირი ჰქონდა, წყენით და იმედგაცრუებით გაჟღენთილი. -ჩემს ოთახში დაწექი, იქ არის ანა. -როგორც კი თქვა, ბინის კარი გააღო და წავიდა.
-ვერგიტან რატი, ვერ გიტან! -ნადეჟდამ ტკივილისგან გაბზარული ხმით ამოილუღლუღა და ტელეფონი აიღო.
რატის ნომერზე უშედეგოდ რეკავდა, ნომერი გამორთული იყო.
p.s შეიძლება ბევრი შეცდომები იყოს, მაპატიეთ. ისე მეძინება რომც გადავხედო ვერ მივაგნებ.
მადლობა რომ მკითხულობთ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 2420 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
3o ძალიან განვიცდი ლაშას სიცივეს ნუთუ ძმის გამო ნადეჟდას აზღვევინებს და თუნდაც საყვედურს ეტყვის ურთიერთობის გაფუჭებაზე რომ არაფერი ვთქვათ. 3o კარგი იყო ყველა განცდა თუ სითბო კარგად გაქვს გათვლილი 3o
avatar
0 Spam
2
გაგრძელება ვეღარ ვიპოვე, ანუ თავი 18 აღარ არსებობს?
avatar