იმედი [თავი 18]
17.12.2017, 20:54
ანასთან ერთად იწვა. უაზროდ მიშჩერებოდა ჭერს, ერთადერთი რაზეც ფიქრს ვერ წყვეტდა იყო ლაშა. მისი უკმაყოფილო სახე ახლაც თვალწინ ედგა.
არ იცოდა რას მოიმოქმედებდა, განრისხებული ლაშა არასდროს ენახა. მხოლოდ მსუბუქი ინციდენტები კახეთში... 
ახლა საქმე სულ სხვანაირად იყო.
ნადეჟდამ ძალიან კარგად იცოდა ლაშას დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი მათთან თანაცხორებას გაურბოდა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ უმცროსი ძმის ცხოვრებაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას არ გრძნობდა.
ძმის გამო ბევრი რამის გაკეთება შეეძლო და ეს ნადეჟდამ მაშინ მიხვდა, როცა სახლიდან გასვლის დროს მის სახეს დააკვირდა. ძარღვები დაჭიმული ჰქონდა, თვალებში  კი იდუმალი რისხვის კვალი აჩნდა.
ძიძას ეშინოდა გარდაუვალი საფრთხის. არ იცოდა რა მოემოქმედებინა. მართალია სრულად გრძნობდა ძმის დანაშაულს, ხვდებოდა რა უპასუხისმგებლოდ, თავხედურად  იქცეოდა, თუმცა ძმას ზურგს ვერ შეაქცევდა. ვერ შეაჩვენებდა არასწორ გზაზე დამდგარს, რადგან ნადეჟდასგან რატი ამას არ იმსახურებდა. მამაკაცისთვის ის ერთადერთი ბედნიერება იყო, ერთადერთი ქალი რომელიც არ ეზიზღებოდა. მხოლოდ მას თვლიდა ყურადღბის ღირსად. მხოლოდ ნადეჟდას შეეძლო მის ზრახვებზე უარი ეთქმევინებინა. 
    ძალიან პატარა იყო როცა მამამ დედასთარ ერთად უსახლკაროდ დატოვა. პატარა რატი დედის კალთას მიკრული მწარედ ილანძღებოდა. იმუქრებოდა და ამბობდა რომ მამა სძულდა, მაშინ ვერც კი იფიქრებდა სწორედ ისეთივე გრძობით რომ აივსებოდა დედის მიმართაც. დედის, რომელმაც ფეხქვეშ გათელა  შვილის სიამაყე, დედის რომელიც ყოველ ღამით სხვადასხვა კაცისგან იტანდა მწარე ხელს და როცა ეს ხელი სიბრაზისგან  თვალებ ანთებული შვილისკენ წავიდოდა, არაფერს აკეთბდა მის შესაჩერებლად. კატეგორიულად ეუბნებოდა პატარა რატის რომ ეს ყველაფერი აეტანა რადგან სხვა გზა არ იყო. თავს ვერაფრით უშველიდა. 
აქედან დაიწყო მისი ცხოვრება. სწორედ ამ დასაწყისის ბრალი იყო სულში ჩაბუდებულ სირცხვილს, იმედგაცრუებას, რისხვას და ტკივილს სხვა გზით რომ შველოდა. პატარა  რატი, როცა დიდი გახდა, დარწმუნდა რომ სულ ეს იყო ცხოვრება, სხვას ვერაფერს მიიღებდა და ამაში უნდა ეძია ბედნირება. მას შემდეგ ყველაფრის  მიმართ ნეგატურად განეწყო და იმ ხასიათით ინიღბებოდა, რომლის წყალობითაც არსებობდა.
ნადეჟდას არ შეეძლო ასე უმოქმედოდ გაჩერება. რაღაც უნდა ეღონა, რამენაირად რატიმდე უნდა მიეწვდინა ხმა. 
სწრაფად ადგა საწოლიდან, მისაღებ ოთახში გავდა და ტელეფონში სასურველი ნომერი მონახა.
-ალო, ნანა მინდოდა. 
-ნანა ვარ. რა ხდბა ნადე?
-ნანა, ბოდიში რომ ასეთ დროს გაწუხებ, რაღაც მინდა გთხოვო.
-გისმენ. 
-შეგიძლია ჩემთან გადახვიდე და რატი დამალაპარაკო? ტელეფონი აქვს გათიშული დ  ვერ დავუკავშირდი. ძალიან ვნრვიულობ მასზე.
-ნადე, გუშინ ხომ იცი...
-კი, ყველაფერი ვიცი და ბოდიშს გიხდით მის მაგივრად. ძალიან მჭირდები ახლა. -ხმა გაბზარული ძლივს ლუღლუღებდა. ათრთოლებული ხელი თავზე ედო და ოთახში წინდაუკან დადიოდა.
-კარგი. -უკმაყოფილოდ ამოიფურუტუნა. -რომ მივალ კართა დაგირეკავ. 
-მადლობა დიდი. 
გახარებულმა გათიშა ტელეფონი. 
-ღმერთო, ნეტა სახლში იყოს. -ხელის გულები ერთმანეთს დაადო და ჭერში აიხედა. 

რმდენიმე წუთში გაისმა ტელეფონში სასურველი ზარი.
-ნადე, მივედი მაგრამ კარს არავინ აღებს. 
-კარის გვერდით ქოთანია, იქ ტოვებს სათადარიგო გასაღებს, იქნებ ახლაც მანდ იყოს. 
-აქ არაფერია...-ნანას სიტყვებმა გული აუჩქარა. ნამდვილად არ იქნებოდა რატი სახლში. ალბათ ლაშაც ნახა და ვინ იცის რა ხდება. სხეული დაუმძიმდა და ფეხებში ძალა გამორთმეული დივანზე ჩაიკეცა.

**********
სხეული დაუთბა და თვალებზე შუქი მიეფინა. რბილი მატერია სიამოვნებით ავსებდა მის სხეულს და ერთიანად კმაყოფილი გაიზმორა. როგორც კი ხელები გაშალა იგრძნო მარჯვენათი ვიღაცას რომ მიერტყდა და მაშინვე ჭყიტა თვალები.
ლაშას მომღიმარე სახის დანახვაზე საწოლზე წამოჯდა, მამაკაცს თეთრი პერანი ეცვა და იდაყვით ბალიშს დაყრდნობოდა. სახეზე არავითარი ნაკაწრი არ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა რომ არ უჩხუბია, ან იჩხუბა და სუფთად გამოვიდა...
-დილა მშვიდობისა. -თბილი,  თუმცა ზომიერად მკაცრი და ხრინწიანი  ხმა ჰქონდა. 
-დილა მშვიდობისა. -ძილისგან გაბრუებული ხმით ამოილუღლუღა.. თანდათან იხსენებდა გასულ ღამეს. ზუსტად ახსოვდა რომ დივანთან გაითიშა და ამიტომ ინტერესით სავსემ  ჰკითხა. -აქ შენ  შემომიყვანე? 
-კი. -კიდევ ერთხელ გაიღიმა და თავსუფალი ხელით სახეზე ჩამოყრილი თმის ღერები თავის ადგილას გადაულაგა. 
-როდის მოხვედი?
-როგორც კი ძირს დაეცი. 
-ძირს დავეცი?
-აჰამ, იატაკზე იყავი გაშხლართული. 
-არა, დივანზე ვიჯექი. 
-ხალიჩა თუ დივნად აღიქვი, მაშინ კი. -მამაკაცს მხიარული ტონი ჰქონდა რაც ნაძეჟდაში უამრავ ეჭვს იწვევდა. ძირს რომ დაეცა უგონოდ ეს აღიმებდა თუ?
-რატი...-უნდოდა საუბარი გაეგრძელებინა, თუმცა მის სხეულზე ნახევრად გადმოწოლილი მამაკაცს სხეული ძალიან აბნევდა და მისი სურნელით გაბრუებულს საუბრის გაგრძელება არ შეეძლო. 
-რატი დღეს გვესტუმრება. -სახესთან ახლოს დასჩურჩულა და როგორც კი ქალის სხეულს ზემოდან მოექცა, თმაში ხელი შეუცურა. მერე კი სურვილით აღძრულმა ნაზ ალერსში გაიტყუა  სასურველი სხეული.
-ეს, ეს როგორ. -ჩურჩულით აღმოთქვა და როცა მამაკაცის ხელი თავის სხეულზე დასრიალდა, შეუკავებელი კვნესა აღმოხდა.
ლაშას საუბარი არ სურდა. ნაძეჟდას ბაგეები თავისაში მოიქცია და გოგონა დაადუმა.
*******
-არ მჯერა. -მოსმენილით გაოცებული იცინოდა. სახის ყოველი ნაკვთი უღიმოდა. ცისფერი თვალები ანათებდა და ნათელს ხდიდა იმ ბენიერებას, რომლითაც გოგონა იყო სავსე. -შენ ანა ჩემს გარდა ვინმეს ანდე?
-ჩემს ძმას. -გოგონას აჟიტირებას მშვიდად უპასუხა და ხახვის დაჭრა დაიწყო. 
-ძალიან კარგია. -კმაყოფილმა თქვა და ტაფა გაზზე დადგა. 
სიხარულიძე სტუმრებს ელოდა ამიტომ სურდა ძიძასთან  ერთად მისი საყვარელი კერძები მოემზადებინა. ძალიან  კარგად იცოდა გოგონას რა უყვარდა. ყველაზე კარგი ის იყო,  რომ ერთნაირი  გემოვნება ჰქონდათ და კერძების მომზადება ორივეს შეეძლოთ.  ის დრო რაც  ერთად იყვნენ ამაში დარწმუნდა და საწინააღმეგოც არაფერი ჰქონდათ. 
-კარი შენ უნდა გააღო. - ტუჩი კბბილებშუა მოიქცია და სხეულზე დაიხედა. მას შემდეგ რაც ვნებიანი ალესრი ჰქონდათ, მამაკაცმა თავისი მაისური გადააცვა გოგონას და ნება დართო მთელ სახლში ასე ევლო. საცვლებისგან გაშიშვლებული, მხოლოდ თეთრი მაისურით.
-პიცას მოიტანდნენ.-ნაფიქრი ხმამაღლა განაცხადა და კარის გასაღებად წავიდა. 
ლაშა როცა პიცით დაბრუნდა ნაძეჟდა დამშვიდდა. მისი ღელვის მიზეზი ის იყო, რომ ფიქრობდა ანა და გოგა დაბრუნდნენო,  საყვარელი მამაკაცის ძმას კი თითქმის შიშველი ვერ დაენახებოდა. 
ლაშამ პიცა თავისუფალ ადგილას დადო და თმააწეწილი გოგონას წინ დადგა. 
-ნუ იწვალებ ტუჩებს.  -ცერა თითით კბილებში მოქცეული ტუჩი გაუნთავისუფლა. -რას ერჩი? არგეცოდება? -ვნება მორეული ხმით ზედ ტუჩთან დასჩურჩულა.  ნადეჟდა სახეში მოფრქვეულ ჰაერმა ისე ააღელვა რომ გრძნობდა სხეულში სისხლი როგორ დაუდიოდა.
-ნწ. -კოცნის მოლოდინში გაიტრუნა. 
სიხარულიძემ არ დააყოვნა, ხელები მაისურის ქვვეშ შეუცოცა. მრგვალი საჯდომი ხელებში მოიქცია და ისე მაგრად მოუჭირა რომ გოგონას ტკივილისგან კვნესა აღმოხდა. შემდეგ კი გემრიელ ტუჩებს მომთხოვნდა  წაეთანა. მტკივნეულად უკოცნიდა  და როცა დაგემოვნებას მორჩა ქვედა ბაგეს კბილებით წვდა.  მოზომილად ჩაავლო. გაგიჟებულ გოგონას კვნესა აღარ ეყო და მამაკაციის შიშველი ზრუგი ფრჩხილებით ჩამოკაწრა. ლაშამ  ყრუ ტკივილი იგრძნო. საჯდომიდან ხელები მის წელზე აასრიალა, სასურველი სხეული უფრო უკეთ მოათავსა თავის სხეულზე და კიდევ  ერთხელ გაშმაგებით დაეძგერა.
როცა გული შეეკუმშა და ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, სწორედ მაშინ მოშორდა და გოგონას ყურთან, ვნებისგან გაბრუებული ხმით დასჩურჩულა. 
-სასიამოვნო საწვალებელია. -კმაყოფილს ხელები მოუდუნდა. ყურის ბიბილოს ფრთხილად ჩაავლო კბილები, მერე კი მაისურიდან ხელები გამოაძვრინა. 
-ზეთი დაგეწვა. -უთხრა როცა მის სხეულს მოშორდა და თვალებში ჭინკებ ათამაშებულმა ვნებისგან გაბრუებულს შორიდან შეავლო მზერა. 
ნადეჟდამ გაზი გამორთო და ოთახისკენ წავიდა. 
-წავალ, ჩავიცმევ.  -მიმავალმა მიაძახა. 
არ შეეძლო  ერთდროულად ორი რამის კეთება. ბავშვობიდან ასე იყო. როცა ლაშას ხელები შიშველ სხელზე იგრძო, ისე აივსო სურვილით რომ მზად იყო იქვე   ეგრძნო ის სიამოვნება რასაც რამდენიმე წუთის წინ ლაშას საწოლში აკვნესებული გრძნობდა. 
ჩაცმულს არ გაუჭირდებოდა მამაკაცის ხელების მოგერიება და ვახშმის მომზადებას მშვიდად შეძლებდა.


******
უნდოდა გაეგო რა მოხდა როცა ლაშა და რატი ეთმანეთს შეხვდნენ, რის გამო პატიჟებდა ვახშამზე. ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად კი არაფრის გაკეთბა არ შეეძლოო, რამდენჯერაც სცადა ლაშას ალაპარაკება, იმდენჯერ ალერსით დაადუმა. 
როცა მამაკაცი ეხებოდა ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდა, სხეული ისე ევსებოდა მასთან შეხების სურვილით რომ ხელებს ვეღარ იმორჩილებდა და ვნება მორეული ალერსში ჰყვებოდა.
გემრიელი კერძები მოამზადეს, მაგიდაც ერთად გააწყვეს.  მთელი დღის მოუწესრიგებლები სააბაზანოსკენ წავიდნენ.
-პირველი მე გადავივებ. -შეწუხებულმა გოგონამ მავედრებელი სახით შეხედა მამმაკაცს.  ძალიან აწუხებდა სხეეულში გამჯდარი საჭმლის სუნი. 
-ნწ. -წარბებ ათამაშებული წავიდა ნადეჟდასკენ. გოგონა სააბბაზანოსთან ზრუგით იდგა და უკან-უკან მიდიოდა. 
-შეგასწრებ. -გამხარულებულმა თქვა და სწრაფად გაიქცა. სააბაზანოში შესული კარის დაკეტვას აპირებდა როცა ლაშამ კართან ფეხი გააჩერა და დახურვა არაცადა. 
-ერთად დავიბანთ. 
-ნწ. -როცა წარმოიდგინა ჭავლის ქვეშ როგორ უნდა მდგარიყო სრულიად შიშველი მამაკაცთან ერთად ლოყებ წამოუხურდა. 
ლაშამ წარბები მაღლა აქაჩა, ცალყბად ჩაიღიმა და გოგონას სხეულს ისეთი მზერა მოავლო, თითქოს უკვე გრძნობდა მისი სიშიშვის სიამოვნებას.  კარი გააღო და სააბაზანოში შესული გოგონას ზედას ჩაავოო ხელი. 
ნადეჟდა გაუნძრევლად იდგა და უყურებდა მამაკაცის სახეს რომელიც ზედმეტი ტანსაცმლისგან ანთავისუფლებდა. როცა ჯერი მასზე დადგა, თლილი თითები ლაშას შარვალს მოსდო და ღილი გაუხსნა. სულ მალე აღმოჩნდა სააბაზანოს სტექლოზე აკრული. ჭავლიდან წამსული წყალი ლაშას ზურგზე ეცემოდა და მისგან აცდენილი შხებები კმაყოფილებისგან მინაბულ სახეზე ეცემოდა. ორთქლში გახვეულ სააბაზანოში იმდენი ვნება იიღვრებოდა რომ კმაყოფილებისგან აღტკინებულები ერთმანეთის სხეულებს უფრო მეტი გაშმაგებით ეტანებოდნენ. ნადეჟდა გრძნობდა რა დიდი სიამოვნება იყო ნამდვილ ქალად ყოფნა. როცა ალერსმა პიკს მიაღწია, ანთებული თვალები გაახილა და მამაკაცის აღგზნებულ თვალებს მზერა გაუსწორა. ოდნავ ხმამაღლა ამოიკვნესა, მერე კი მამაკაცის ბაგეებს დაეკონა და სწორედ ისეთი ჟინით უკოცნიდა, როგორი ჟინითაც ლაშა ატკბობდა.
**********
სხეულზე პირსახოც აფარებული შევიდა საძინებელ ოთახში, ნაზი მატერიისგან შეკერილი მწვანე კაბა მოირგო სხეულზე და ბედნიერებისგან გაბრწყინებულმა სარკეში საკუთარ სილუეტს მოავლო თვალი.  წითურ თმებს ნამდვილად უხდებოდა მწვანე ფერი...
როცა ორივე მზად იყვნენ საღამოს დასაწყებად, კარზე ზარის ხმა გაისმა.  სიხარულიძემ გააღოარი. კართან გოგა და რატი იდგნენ. რატის ხელში მძინარე ანა ეჭირა, გოგას კი ხელები სურსათით ჰქონდა დაჭვირთული.  ლაშამ კარი უფრო ფართოდ გააღო სტუმრები რომ  შესულიყვნენ და რატის მძინარე ანა გამოართვა ოთახშ შესაყვანად. 
-ჩემი და სად არის? -როცა ლაშამ ანა თავის ოთახში დააწვინა და საძინებლიდან გამოოვიდა, ინტერესით სავსე რატიმ ჰკითხა. 
-თავის ოთახშია. -უპასუხა მამაკაცმა. 
რატი ნადეჟდას ოთახისენ წავიდა, გოგონა ხორცისფერ ფანქარს იტარებდა ტუჩებზე რატი კარი რომ შეაღო. 
-დღეს ტელეფონი ჩავრთე და იმდენი ზარი იყო გაჭედა. -როგორც კი დის მზერა დაიჭირა, უკკმაყოფილო ტემბრით უთხრა. -ამდენს საყვარლები არ მირეკავენ, რა ბზიკი გჭირდა?
-შე ტელეფონი რისთვს გაქვს? -რატის უვნებელი სახე, რომ დაინახა წამით კმაყოფილს გაებადრა სახე, მეე კი წარბები უკმაყოოფილოდ შეკრა და ძმისკენ წავიდა.
-იმისთვის რომ აბეზარ დაიკოს ვუპასუხო. 
-ხოდა რატომ არმპასუხობდი?
-ზარებისგან შეწუხებული ტელეფონი სწორედ მაშინ გაითიშა როცა უნდა მეპასუხა. -ფართოდ გაიღიმა და დას გადაეხვია. 
-მომიყევი რრა მოხდა გუშინ. 
-გიხდება ეს ფერი. -დის სხეულს მოავლო მზერა და კმაყოფილმა შეუქო მოკლე კაბა. 
-რატი. -მიხვდა რომ თემას ცვლიდა.
-ხომ იცი ცივი საჭმელი არ მიყვარს, გავიდეთ გავსინჯოთ.
-ნუ ცვლი თემას, მაინც მოგიწევს მოყოლა. -მისაღები ოთახისკენ გამავალს მიაძახა. 
სუფრასთან იხსდნენ. ისე გაერთნენ საუბარში თითქოს მათ შორის დაძაბული აურა საერთოდ არ არსებობდა. ნადეჟდას ეგონა ეს ყველაფერი ეჩვენებოდა. სულ რაღაც გასულ ღამეს ლაშა გაბრაზებული გავარდა სახლიდან. ისეთი რისხვა ედგა თვალებში რომ ნადეჟდას ეგონა რატი შემოაკვდებოდა. ახლა კი სუფრასთან ისხდნენ და ისე იყვნენ ბავშვოობის ამბების გახსენებით გართულნი, იფიქრებდით ძალიან დიდი ხანია რაც ერთმანეთს იცნობდნენო.
ნადეჟდა მიხვდა რომ არც ერთი არაფერს არ ეტყოდა. თვთონ მოაგვარრეს ველაფერი და ამაში მას არ ჩარევდნენ. ზდმეტად აღარშეუწუხებია თავი იმაზე  ფიქრით თუ როგორ დლაგდა ყვეაფერი. მთავარი ის იყო, რომ  მ ისი საყვარელი ადამიანები ერთმანეთთან დადებბითად იყვნენ განწყობილი და ამას არც მალავდნენ. 
ანამ მალე გაიღვიძა. ძიძამ საჭმელი მოუმზადა და თავისი სავარძლით მაგიდასთან დასვა. ლაშას და მის შუაში. 

 
კატეგორია: რომანი | დაამატა: ნინო-))
ნანახია: 1951 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar