ის.(I)
19.05.2020, 20:19
ძილბურანში გადავარდნილი ჩემს ვირტუალურ 'ბოიფრენდს' ვემშვიდობები , ტელეფონს ტუმბოზე ვათავსებ და თვალებს ვხუჭავ.. მუცელი პეპლებით მაქვს სავსე, ბედნიერი ვარ რომ ვიპოვე ის ადამიანი , რომელსაც ჩემი ყველაფერი ესმის.. ყველაფერში ერთნაირი გემოვნება გვაქვს. გვიყვარს ერთნაირი მუსიკა, წიგნები, ფილმები.. იშვიათად ვკამათობთ , თუმცა მხოლოდ ერთ თემაზე, მას ჩემთან შეხვედრა უნდა , მე კი.. მე კი არ შემიძლია შევხვდე რადგან მგონია რომ როცა მნახავს , ყველაფერი გაქრება.. ამ ფიქრებით დამძიმებულს მაინც მშვიდად მეძინება..
დილა როგორც ყოველთვის იწყება შეტყობინებით:
-"გაიღვიძე პატარავ , გათენდა"
-"დილამშვიდობისა"-თვალებ ახალ გახელილი ვუბრუნებ პასუხს და მიხარია რომ არსებობს..
-"მზიანი ამინდია, იქნებ გაგვესეირნა?"-უცებ ცხელი ოფლი მასხავს.. თავიდან იწყება და უკვე აღარ ვიცი შემოვირიგებ თუ არა..
ჩხუბი დიდხანს გვიგრძელდება და ბოლოს ის , როგორც ყოველთვის გადაწყვეტს რომ ასეთ ურთიერთობას აზრი არ აქვს და მიდის..
მეც ვუშვებ , ღმერთო რატომ ვერ ვახტები ჩემს უაზრო წიკებს .. უბრალოდ რატომ არ შემიძლია რომ შევხვდე, ძალიან მაგრად ჩავეხუტო და არასდროს გავუშვა..
მოწყენილი ვარ , ვგრძნობ რომ უკვე მართლა დავკარგე და ხასიათი ბოლომდე მიფუჭდება
ჩემი ოთახიდან სირბილით ჩავდივარ რომ გარეთ რაც შეიძლება მალე გავიდე, სახლში უკვე ჰაერი არ მყოფნის.
-გავდივაარ.-ოჯახის წევრებს ვუკივი და თხელ მოსაცმელს ვიცმევ.
დედა სწრაფი ნაბიჯებით მოდის ჩემამდე რომ როგორღაც მომისწროს სანამ გავალ.
-ელენ, საღამოს აგრილდება , თბილად ჩაიცვი.
-არ მცივა დედა.-გაღიზიანებული ვპასუხობ და კარს ვაღებ.
-უკვე 25 წლის ხარ , შენ კი ისევ 16 წლის გოგოსავით იქცევი , რომელიც მუდმივად ყველაზე გაბრაზებულია!-დედაჩემი თითქმის მიყვირის, მე მხოლოდ "დავიღალე" მზერით ვპასუხობ და სახლიდან გავდივარ.
ტელეფონს ვიღებ, რა თქმა უნდა , შეტყობინება არ მხვდება, ის აღარ მომწერს! მნიშვნელობა არ აქვს ხმას გამოვურთავ თუ არა ტელეფონს , უბრალოდ აღარ მომწერს და მორჩა! თვალები მიცრემლიანდება და სამყაროში ჩემს ერთადერთ ნამდვილ მეგობარს ვურეკავ.
-გამოხვალ? ორ წუთში შენს სახლთან ვიქნები.
-ნახევარი საათი მაქვს , სანამ გავალ, შემოიარე.-პირდაპირ ვუთიშავ, მაღაზიაში ნაყინს ვყიდულობ და მასთან ავდივარ.
კარს თავის თავით კმაყოფილი მიღებს და მელოდება რომ ქათინაურებით ავავსო.
-რა ლამაზი ხარ! რისთვის გამოიპრანჭე?
-ჩემი თანამშრომელი ნინია ხომ გახსოვს?
-კი ,მახსოვს.-სამზარეულოსკენ გავდივარ რომ ნაყინი დავაგემოვნო, უკვე ნერწყვები მდის..
-ნინიამ გადაწყვუტა რომ მისი შეყვარებულის ძმაკაცი უნდა გავიცნო, ამბობს რომ კარგი ბიჭია და ერთმანეთს ძალიან მოვუხდებით..
-პირველი შეხვედრისთვის, ზედმეტად გადაპრანჭული ხარ.-სახეზე ვაშტერდები და მეცინება.
-ელენიტა! ყველას მოსწონს მოწესრიგებული გოგოები.-თვალს მიკრავს , თუმცა გახელა უჭირს, იმდები ტუში უსვია წამწამები ერთმანეთზე ეწეპება , მე კი გულიანად მეცინება.
-მოწესრიგებული და გადაშპაკლული განსხვავდება ერთმანეთისგან ჭკუის კოლოფო.-თავში კოვზს ვურტყავ და შემდეგ ნაყინს ვიდებ. ის თავის თავს კმაყოფილი აშტერდება სარკეში.
-რა ხდება შენს იდუმალთან?-ინტერესით მეკითხება და მაგიდასთან მიცუცქდება.
-არაფერი.-ვოცნებობ რომ თემა შეცვალოს.
-ელენ, უკვე 4თვე გავიდა ვფიქრობ უნდა ნახო.-არაფერს ვპასუხობ, ის ისევ განაგრძობს..-ყველაფერი ისე კარგად გაქვთ, ერთმანეთს უგებთ , ერთმანეთი მოგწონთ , რატომ არ გინდა რომ შეხვდე?
-ანნა , გთხოვ.. ამაზე ლაპარაკი არ მინდა , ჩვენ შორის უკვე ყველაფერი დამთავრდა.
-ისევ იმის გამო რომ არ ნახე ხომ?-გამომეტყველებაში სიბრაზე ერევა და მგონია სამზარეულოს დანით ამჩეხავს..
-კი , ისევ მაგის გამო.
-მაგ ბიჭს უყვარხარ ელენ!-თითს გამაფრთხილებლად მიქნევს.-და მხოლოდ შიშის გამო ნუ დაკარგავ.
ისევ არაფერს ვპასუხობ და ისიც ხვდება რომ ამ თემას უნდა შეეშვას.
შემდეგ ისევ მიყვება რა კარგი ბიჭია ნინიას შეყვარებულის ძმაკაცი კოსტა და ათას გეგმას აწყობს, ბოლოს ნახევარი საათიც გადის.
-სახლში ყოფნა თუ არ გინდა , აქ დარჩი, მე ერთ ან მაქსიმუმ ორ საათში მოვალ.-მისი ეგოისტური ხასიათების მიუხედავად , ვგრძნობ რომ მართლა ღელავს ჩემზე და გულში სითბო მეღვრება.
-არა ანნ, გავისეირნებ, ასე მირჩევნია.-ვუღიმი როგორც შემიძლიადა ჩანთას ვიკიდებ.
-კარგი ელენ, როგორც გინდა.-ცვირზე ორ თითს მიჭერს და გარეთ გავდივართ.
ის ახალი ბიჭის გასაცნობად მიდის, მე ქუჩებში ხეტიალს ვიწყებ. ტელეფონს სამ წამში ერთხელ ვამოწმებ, თუმცა ზუსტად ვიცი არაფერი დამხვდება, უბრალოდ ჩვევა მაქვს ასეთი.. ხის სკამზე ვჯდები , ტელეფონს ვიღებ , კამერას ვრთავ და ჯერ კარგად ვაკვირდები საკუთარ თავს, აწეწილ თმას ვივარცხნი, მაიკის საყელოს ვისწორებ, სახეზე მოვარდნილ ბუსუს ვიშორებ და მესიჯის წერას ვიწყებ..
-"ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ, ამ ყველაფრის გამოსწორება მინდა და მზად ვარ შეგხვდე. შენ ისეთი ახლო ხარ ჩემთვის, ვერ დაგკარგავ, ვხვდები რომ მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი , როცა შენ გგრძნობ ჩემთან ახლოს.. თუ ისევ გინდა ჩემთან შეხვედრა, დამირეკე.."-გაგზავნის ღილაკთან მიმაკვს თითი და .. 'ჯანდაბა!' არ შემიძლია.. თვალთან მომდგარ ცრემლებს ხელით უხეშად ვიშორებ, ფეხზე ვდგები და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ სახლისკენ სადაც ისევ იგივე მხვდება..
დედაჩემი სამზარეულოში, მამაჩემი ტელევიზორთან .. ჩემი და როგორც ყოველთვის არც ახლაა სახლში.
დედაჩემი საჭმლის ჭამას მაიძულებს, მე ჯერ უარზე ვარ , ბოლოს ვთანხმდები იმ შემთხვევაში, თუ უფლებას მომცემს ოთახში ვჭამო, ისიც ტყუვდება და მატანს.. გზად ჩემს ფისოს ვიყვან ხელში , ოთახამდე ძალით მივათრევ , თან თვალებით ვანიშნებ "უნდა გაჭამო შე იდიოტო, სად გარბიხარ-მეთქი.." ოთახის კარს ვკეტავ , რობინს ჩემს წილ საჭმელს ვუყრი და ლოგინზე ვწვები.
ცოტახანს ტელეფონს ვაშტერდები , შემდეგ მახსენდება რომ ჩემი ცხოვრება კონსტანტინეს იქითაც არსებობს , ლეპტოპს ვიღებ და სამუშაოს ვასრულებ, თითქოს ცოტათი ვწყდები , თუმცა მაინც ტელეფონისკენ გამირბის თვალი. ერთ საათში სამუშაოს ვმთავრებ და ისევ უაზროდ ვეშვები ლოგინზე, ფიქრებში მეძინება.
ტელეფონის გაუჩერებელი კივილი მაფხიზლება, ანნაა.
-ჰო.-ვპასუხობ ისე რომ პირს არ ვაღებ.
-გეძინა?-ეგრევე ხვდება.. ხმაში სიხარულს ვატყობ.
-ჰო , რა არის?-ვცდილობ ცოტა გამოვფხიზლდე.
-სახლში ხარ?
-კი.
-ამოვალ.
-კაი, მოდი.
ანნა ზუსტად 5 წუთში მოდის , ცოტახანს ქვემოთ დედაჩემს ელაპარაკება და ბოლოს ჩემთანაც ამოდის.
-მოემზადე.-ბედნიერებისგან დაფრინავს..
-მზად ვარ.-მის ბოდიალზე მეცინება და ლოგინზე ვჯდები.
-უმაგრესი ბიჭია! საუკეთესო ვინც კი მინახავს ცხოვრებაში.
-ოოოხ , შენ ყველა ბიჭზე ეგრე ამბობ.-ისევ ვიცინი.
-არა ელენ, ეს სხვა შემთხვევაა. მამაკაცურია, მიმზიდველი, ჭკვიანი, ყურადღებიანი..
-მგონი ვიღაც მოხიბლულიაააა.-ბოლო ასოებს განსაკუთრებით ვწელავ.
-მოხიბლული კი არა , გაგიჟებული ვარ!
-თვითონ?
-ისეთია , დასტოინი, ალბათ არც შეიმჩნია, ნინიამ მომწერა რომ წამოვედით სულ შენზე გვეკითხებოდაო.
-მოიცა ისინი ერთად წავიდნენ და შენ მარტო წამოხვედი?
-არა სულელო, აქ დამტოვეს სამივემ და მერე წავიდნენ.
-და ამდენი კითხვის დასმა 5წუთში როგორ მოასწრო? თან ისე რომ ნინიამ შენც კი გაგაგებინა.-მეცინება ჩემდაუნებურად.
-რა გჭირს? მეც გინდა შენნაირ ხასიათზე დამაყენო? არ შეგიძლია იმ ემოციით მიიღო რა ემოციითაც გიყვები?-ვხვდები რომ მართლა გაბრაზდა , მაგრამ ვერ ვხვდები რაზე..
-ანნა , მიხარია თუ ვინმე ისეთი გაიცანი, ვინც მართლა მოგეწონა , მაგრამ სანამ იმისგანაც ზუსტად იგივეს არ იგრძნობ, არ მინდა ოცნების კოშკები ააგო, რა არის ამაში საწყენი?
-და რატომ გგონია რომ არ მოვეწონე?
-არ ვამბობ რომ არ მოეწონე, უბრალოდ ფაქტებს დაეყრდენი და არა ვარაუდებს.
-და შენზე რას იტყვი ელენ?
-ახლა ჩემზე ვსაუბრობთ?
-ხო , შენზე საუბარი ყოველთვის პრობლემაა!
-ვერ ვხვდები რა გინდა..
-მინდა ჩემს ბედნიერებას იგებდე.
-ანნა , ძალიან გთხოვ, სისულელეების მოსმენის თავი არ მაქვს, მე ძალიან კარგად მესმის შენი ბედნიერება! და შენი ბედნიერებისთვის გეჩიჩინები ამდენს! მაპატიე თუ დებილივით ყველაფერზე თავს არ გიქნევ.
-ჯობს წავიდე.-ფეხზე დგება , თავის ნივთებს იღებს და ვატყობ, მელოდება დარჩენას როდის ვთხოვ. მე კი დავიღალე მუდმივად სხვების დაჭერით და არაფერს ვამბობ, კიდევ რამდენიმე წუთს მიყურებს და მიდის..
დაძინება მიჭირს, ვრთავ ფილმებს , სერიალებს, მუსიკებს და ვერაფერს ვერ ვუდებ გულს..
უკვე ღამის ოთხი საათია და ტელეფონის შეტყობინების ხმა სისხლძარღვებს მიფართოებს, რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ კონსტანტინეა, რომ ისიც ვერ იძინებს ჩემ გარეშე, თუმცა ისე არ ხდება როგორც მგონია.. ანნა, ბოდიშს მიხდის დღევანდელისთვის და თან აყოლებს რომ ნინიამ ურჩია კოსტასთვის მიეწერა , რადგან თვითონ ცოტა გაუბედავია ასეთ საკითხებში, მანაც დაუჯერა, მიწერა და მთელი ღამე საუბარში გაატარეს.. მწერს რომ დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილა და რომ ერთი სული აქვს გათენდეს რომ მას შეხვდეს.. ანნასთან ლაპარაკში მეძინება..
შუადღისკენ ვიღვიძებ, ტელეფონს ვრთავ და .. ისევ არაფერი.
წყალს ვივლებ, ვსაუზმობ, ვმუშაობ, ვხატავ, კატას ვეფერები.. ათას სისულელეს ვაკეთებ რომ ყურადღება გადავიტანო. გარეთ გასვლა რატომღაც არ მინდა, ადამიანების დანახვა მაღიზიანებს. ანნა კოსტას შესახვედრად ამჯერად მარტო წავიდა და პერიოდულად მწერს როგორ კარგადაა ყველაფერი, მეც ბედნიერი ვარ რომ ის როგორც ყოველთვის შეხვდა მისთვის სასურველ მამაკაცს.
დღე უაზროდ, არაფრის კეთებაში გადის.
საღამოს ჩემი და სახლში ბრუნდება და ჩემს ოთახში როგორც ყოველთვის უნებართვოთ შემოდის.
-ბებიაჩვენის ხალათი გაცვია.-დამცინის.-ცუდი დღე გქონდა?-ლოყაზე მკოცნის და თმას მიჩეჩავს.
-ვააა, კარგია პერიოდულად მაინც რომ მოდიხარ სახლში , თორე დაგვავიწყდებოდა როგორი ხარ.-სწერვა ღიმილს ვჩუქნი და ისევ ლეპტოპისკენ ვიხედები.
-შენ მაინც ხო იცი რომ ამ სახლის დაძაბულობას ვერ ვიტან, აქ ვერ ვჩერდები.
-მართლა? არც მე ვარ შეყვარებული დაძაბულობაზე.
-ხოდა ნურც შენ გაჩერდები.-მიცინის და გვერდზე მიწვება.-მომიყევი რა ხდება, როგორ მიდის სამსახურში საქმეები.
-კარგად.
თავიდან გაბრაზებული ვარ, ბოლოს მაინც მირიგებს, მთელი ღამე ვჭორაობთ , ვიცინით და ბოლოს გვეძინება.
დილით ანნას მუჯლუგუნები გვაღვიძებს ორივეს.
-ელენიტააა! ადექიი!-ბოლო ხმაზე მიკივის.
-ამ გოგოს სახლი არ აქვს?-სერიოზული ხმით კითხულობს სესო და ფეხს მთელი ძალით ურტყავს, ანნა კივილს იწყებს და ბოლოს მეც იძულებული ვარ ავდგე.
ხალათს ვიცმევ , ანნას აივანზე ვაგდებ და მეც გავდივარ.
-ამ დილაადრიან რამ მოგიყვანა? ხო კარგად ხარ?-თვალებს ვიფშვნიტავ.
-კოსტას ვთხოვე გაგვესეირნა, ძმაკაცთან ვარ და ვერ დავტოვებ უხერხულიაო, მე ვუთხარი წამოიყვანე , რა პრობლემაა-მეთქი, ხოდა მარტო ხომ არ ვიქნები მაგ ორთან, ჯერ ეგრე ახლოსაც ვერ ვართ და უნდა წამომყვე.-ფრჩხილებს იკვნეტს და "ჩექმებიანი კატის" თვალებით მიყურებს.
-შანსი არაა, ჯერ მეძინება, მერე ვმუშაობ.
-კარგირაა, სულ რამდენიმე საათით და მერე იმუშავე.
რა თქმა უნდა , მის თხოვნებს ბოლოს უკვე ვეღარ ვაიგნორებ და ვთანხმდები.
გარეთ გავდივართ , დებილებივით ვიქცევით და მანქანაც მოდის, მე რა თქმა უნდა, ვერ ვცნობ და ისევ ვაგრძელებ დებილივით მოქცევას , მაგრამ როცა ანნასდალაგებულ და დაწყობილ დგომას ვაწყდები, ვხვდები ვინც უნდა ისხდეს მანქანაში და მეც უხერხულად ვსწორდები. მანქანა ჩერდება , ანნა მისკენ მიდის და მეც უკან მივყვები. მანქანის კარს ვაღებთ , ვსხდებით და საერთო გამარჯობას ვამბობთ..
ისინი ორივე უკან ტრიალდებიან და გამარჯობაზე , გამარჯობით გვპასუხობენ. აი აქ კი , ჩემი პულსაცია , ჩემი გულისცემა ჩერდება და ვგრძნობ რომ გონებას ვკარგაც.. მუშტს ვკრავ და თითებს ისე მაგრად ვუჭერ რომ სადაცაა სისხლი წამსკდება.. რაღაცების ლაპარაკს იწყებენ, მე არაფერი მესმის, ყურები დაგუბებული მაქვს.. მოულოდნელად ხელიდან არა , მაგრამ ცხვირიდან მსკდება სისხლი, ვერც ვამჩნევ , ჯერ კიდევ არ ვარ გონს.. ანნა დაფეთებული იქცევს ხელებში ჩემს თავს და ბოლო ხმაზე კივის, სისხლის ეშინია..
მისი კივილი მაფხიზლებს, უკვე ყველაფერს ვხვდები.. სიტუაციის უფრო დამძიმება არ მინდა, ვცდილობ გონს მოვიდე, ჩანთიდან სალფეტკს ვიღებ და სისხლს ვიწმინდავ , თუმცა ვერ ვაჩერებ, ვხვდები რომ მანქანას ძალიან ვსვრი, კარს ვაღებ და გადავდივარ.
სამივე გადმოდიან და წრეზე მიდგებიან.
ჩემი ცხოვრების დარჩენილ ყველანაირ ძალას ვიკრიბავ და ლაპარაკს ვიწყებ.
-კარგად ვარ , არ ინერვიულოთ, სუსტი კაპილარები მაქვს და ხშირად მისკდება ხოლმე.-იდიოტივით ვიღიმი და სისხლი პირშიც ჩამდის.
-საავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ, მე მგონი სისხლი ისევ არ გიჩერდება.-კოსტა ჩემკენ მოდის , ხელზე ხელს მკიდებს და სახიდან მაშორებს რომ ჩემი მდგომარეობა დაინახოს. ჩემ გარშემო კი ისევ ყველაფერი ტრიალს იწყებს.
-არა , მართლა კარგად ვარ.
ანნა სალფეტკებს მაშველებს და თან საცოდავად წკმუტუნებს თითო-თითო სიტყვას..
ჩემი სისხლდენაც ჩერდება, გონებაში უკვე მილიონჯერ მაინც გავიფიქრე, რომ საუკეთესო აზრი სახლში წასვლა და მათთვის თავის გარიდებაა, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებიან.. "ჩემი კონსტანტინე"... როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, როგორც იქნა ვიგრძენი მისი ხელის სითბო.. როგორც იქნა ჩავხედე თვალებში და მან არც კი იცის ვინ ვარ.. ვერ ვშორდები, ისე მიზიდავს როგორც მაგნიტს რკინა და არ შემიძლია წასვლა.. თავს ამ ერთ დღეს ვპატიობ და ვპირდები რომ სხვა დროს, არასდროს ვნახავ..
მანქანაში ვბრუნდებით, ელენემ ლისზე გასეირნება გადაწყვიტა.
აშკარად ძალიან მოსწონს კოსტა, თვალებიდან ნაპერწკლები სცვივა და ეს მკლავს, მაგიჟებს.. კოსტაც არაა მის მიმართ გულგრილად განწყობილი , ცდილობს ყურადღებიანი იყოს მის მიმართ. მე ბრაზი მახრჩობს, ეჭვიანობისგან კბილები მიწაკწაკებს.
ლისზე ტბასთან ვჩერდებით , მე და ანნა სკამზე ვსხდებით, კოსტა და ტატო ყავის საყიდლად გადიან.
-ხომ მაგარი ბიჭია?-წარბებს მითამაშებს ანნა და მოუთმენლად ელოდება ჩემს პასუხს. მე ენას ვყლაპავ..
-ელეეენ!-ტონს უწევს და ისევ მელოდება.
-კი კარგი ბიჭია.-ძლივს ვამბობ და თვალებს ცაში ვატრიალებ.
ანნა მაკიაჟის შესწორებას იწყებს , მე ტელეფონს ვიღებ დასასქროლად და ყურადღების გადასატანად და შეტყობინების ხმაც ისმის..
ვშეშდები და გაურკვევლობისგან ყბა მივარდება, კოსტაა..
"-ადგილს ვერ ვპულობ, მენატრები ელენ.."
განსაკუთრებული სიჩქარით გამოვდივარ , ტელეფონს ვბლოკავ და სახეს ისე ვმალავ თითქოს ყველაფერი ზედ მაწერია..
ყავით ხელში ბრუნდებიან და ახლა ჩემ მდგომარეობას უხერხულებაც ემატება.
-ელენ, ცოტა ჩაიწიე რა..-მეუბნება ანნა და თან თვალით მანიშნებს რომ კოსტას გვერდზე უნდა დაჯდომა..
-ელენ?-გაოცებული ტრიალდება კონსტანტინე და პირს აღებს..
-უი რა სულელი ვარ, ერთმანეთიც კი არ გაგაცანით.-გულიანად იცინის ანნა და ამ დროს მის მიმართ სიბრალულის გრძნობა მიჩნდება , ვერაფერს რომ ვერ ხვდება..
__________________
კარანტინის დროს წერას თითქოს დავუბრუნდი.. თუ დაგაინტერესებთ გავაგრძელებ და მომდევნო თავებსაც დავწერ, თუ არადა ისევ შევეშვები.. :დ მადლობა ვინც წაიკითხავთ და გამიხარდება თუ აზრებს გამიზიარებთ.❤️
კატეგორია: რომანი | დაამატა: lalalala-12
ნანახია: 371 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar