,, ისტორია პირადი დღიურიდან''
08.05.2018, 18:10
მე ემა ვარ,ერთი ჩვეულებრივი გოგო,რომელიც ძალიან პოზიტიურია,ასე ჩემი მეგობრები თვლიან.ექვსი თვის წინ საცხოვრებლად თელავში გადმოვედით მე და ჩემი მშობლები მანამდე სოფელში ვცხოვრობდით.მე არც ძმა მყავს და არც-და,დედისერთა ვარ,რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის.მომინდება ხოლმე მყავდეს თუნდაც ერთი დედმამიშვილი რადგან,ვფიქრობ,ეს ჩემს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლიდა.მაგრამ,სამწუხაროდ,რეალობაში ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც გვინდა.ეს,ცუდია! მაგრამ არა უშავს.ჩემს ცხოვრებაში ბევრი მიზანი მაქვს და ამის სისრულეში მისაყვანად,ბევრს ვშრომობ.დამამთავრებელ კლასში ვარ,წელს გამოცდები მაქვს,რაც ძალიან მთრგუნავს და ვნერვიულობ,თუმცა ისიც ვიცი,რომ ნერვიულობა არაფერში წამადგება,ამიტომ ბევრს ვმეცადინეობ,იმისათვის,რომ გადავლახო ყველაფერი,მინდა ექიმი გამოვიდე და დიდ წარმატყებას მივაღწიო,ეს სფერო იმიტომ ავირჩიე რომ უკვე დიდი ხანია მამა ცუდად არის ,ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.შესაძლებლობაც არ გვაქვს,რომ ხარჯები დავფაროთ და მამას წამლების ფულიც ვიხადოთ.რამდენიმე თვე ჯერ კიდევ სოფელში ყოფნისას,ჩვენს სახლთან ახლოს დავიწყე მუშაობა,წამლების დასაფარი ფული მაინც რომ მქონოდა.დედასაც არ შეეძლო დატვირთვა,თან მამას მომვლელი სჭირდებოდა და მარტოს ვერ დატოვებდა.ეს რამდენიმე თვე ცოტა ამოვისუნთქეტ,მშობლები წუხდნენ ჩემი დატვირტული რეჟიმის გამო,ამიტომ,ვცდილობდი არაფერი შემემჩნია,ყოველთვის,როდესაც სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი მოციმციმე და ბედნიერი გამომეტყველებით ვეგებებოდი მშობლებს.სწავლით სკოლაში სიარულს მხოლოდ ორი დღე ვასწრებ,მუშაობის გამო,ამიტომ ვცდილობ ჩემით გავართვა თავი ამასაც და მოვერიო ყველაფერს.მეცადინეობით დაღლილს ძილი მომერია და დამეძინა.დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.ვუპასუხე
-გისმენთ.
-ემა,შვილო,ლიდა დეიდა ვარ.შეწუხებული ხმა ჰქონდა.
-გისმენთ,ლიდა დეიდა,როგორ ხართ,ყველაფერი რიგზეა?ვკითხე შეშფოთებულმა,ცოტა ხანს დუმდა შემდეგ კი გააგრძელა საუბარი.მითხრა,რომ თავისი ნარკომანი შვილის გამო მაღაზიის გაყიდვა უწევდა და მე იქ ვეღარ ვიმუშავებდი.ბოდიშს მიხდიდა.ძალიან შევშფოთდი ამაზე,ის რა შუაში იყო.უცებ მამაჩემის ამბავმა ჩამიარა თვალწინ,რმერთო რა ვქნა გამოვცერი კბილებში.ლიდა დეიდამ იცოდა ჩვენი მდგომარეობა,არაფერი შევიტყვე ხმაზე და ვეცადე დამშვიდებული ხმით მესაუბრა.თანაც ,ვუთხარი ჩემზე არ ენერვიულა და მალევე დავემშვიდობე.სასოწარკვეთილს თვალზე ცრემლი მომადგა და გაუნძრევლად ვიჯექი საწოლზე.მერე გონს მოვეგე,ცრემლები შევიმშრალე,სასწრაფოდ გავემზადე და ქვემოთ ჩავირბინე კიბეებზე.მისაღებში დედა და მამა მხიარულად საუბრობდნენ და ერთმანეთს ბედნიერი,სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ,როგორც მათი ქორწინების დრეს გადარებულ მათ ფოტოზე ვნახე,მის დანახვაზე ყოველთვის კმაყოფილება მესახება სახეზე.მივესალმე მშობლებს -გამარჯობა დედა!-გამარჯობა მამა!-ორივე ერთხმად მომესალმა.მოდი შვილო ჩვენთან ჩამოჯექი-მითხრა მამამ.მივედი და მათ შუაში ჩავხტი.ვუთხარი,რომ მათი დანახვისას ის ქორწინების დღე გამახსენდა ორივეს ხელზე ვაკოცე,რომლებიც ჩემს ხელებზე ღრუბელივით დაფენილიყვნენ,მათ თბილად გამიღიმეს,დედამ გულში ჩამიხუტა,მამა კი ნაზად და თბილად მისვამდა თავზე ხელს,როგორც ყოველთვის იცოდა.პატარაობისას სულ მის კალთაში ვიძინებდი ხოლმე,ატირებულს მხოლოდ მისი თბილი ღიღინი და მზრუნველი თბილი ხელის გადასმა მშველიდა.მამამ უცებ გადაიხარხარა.მე და დედა გაოცებულები შევყურებდით,მან ჩვენს სახეებზე შემხედვარე კიდევ უფრო უმატა სიცილს.ჩვენც გაგვეღიმა,მამამ როგორც იქნა დაასრულა სიცილი და აგვიხსნა თუ რა იყო მიზეზი მისი ასეთი მოულოდნელი სიცილისა.მან ის დრე გაიხსენა,როდესაც დედა გაიცნო,თუ როგორი ჯიუტი იყო,მაგრამ ამავე დროს ლამაზიც.ბევრი რამ გაიხსენა იმ დღის შესახებ და ძალიან ვიხალისეთ.
დრო ისე გავიდა ვერ გავიგე,უცებ გამახსენდა რომ სასწრაფოდ წასასვლელი ვიყავი.მშობლებს დავემშვიდობე,ორივეს შუბლზე ვაკოცე და გასასვლელი კარებისკენ წავედი.მშობლებს ჰგონიათ რომ სამსახურში მივდივარ და წარმატებებს მისურვებენ თან თბილ მზერას მაყოლებენ უკან.ვფიქრობდი რა მექნა,გზას მივუყვებოდი და თან ვფიქრობდი.გვერდით ველოსიპედის შლიგინით ორმა გოგონამ ჩამიარა.ყური მოვკარი ,,თელავის კაფეშიო''რაღაცას უყვებოდნენ ერთმანეთს თავიდან ყურადღება არ მივაქციე,შემდეგ კი უცბად თავშ ერთმა აზრმა გამიარა.სასწრაფოდ ავუჩქარე ფეხს და გაჩერებასთან მივედი,გვერდით მოხარხარე ბიჭები ისხდნენ,სიგარეტის კვამლში იხრჩობოდნენ და თან ზედ მომჩერებიან.ყურადღება არ მივაქციე და ჩემთვის ვუცდიდი ტრანსპორტს,როგორც იქნა გამოჩნდა,გაჩერებასთან გაჩერდა და ავედი,ბიჭებიც უკან ამომყვნენ,მთელი გზა არ გაუჩერებიათ ენა,მეგონა ცოტაც და პირი აუქაფდებოდათ.ძალიან აუტანლები იყვნენ,უკნიდან ვგრძნობ რომ თმაზე რაღაც მექაჩება,მივიხედე და რაღაც კი არა ვიღაც შემრჩა,ვინ იქნებოდა ერთ-ერთი ვაჟბატონი ,ტიპებიდან.მოვიხედე და ყურადრება აღარ მიმიქცევია.იგივე კიდევ განმეეორდა ერთი-ორჯერ,არაფერი მითქვამს.კიდევ კარგი შემდეგ უკვე აღარ განმეორდა თორემ ვეღარ შევიკავებდი თავს,უხეში მოპყრობისგან.როგორც იქნა შევედიტ ქალაქშიც,გარსემო ვათვალიერებ მაღაზიებს,აქეთ-იქით ვიყურებოდი,უცებ ტრანსპორტი გაჩერდა, ჩემს წინ სავარძელს მივარტყი თავი,ამ არანორმალურმა ისევ ატეხეს სიცილი.ამათ მეტი ხომ არ უნდოდათ,ავდექი ირონიული სახით შევხედე და სასწრაფოდ ჩამოვედი.შორიახლოს ყველგან გვერდიგვერდ უამრავი მაღაზია იყო,გულს ვიმშვიდებდი,რომ ერთ-ერთში მაინც ამიყვანდნენ.ჩემს წინ დიდი სუპერმარკეტი და აფთიაქი იყო,არ დამიყოვნებია და პირდაპირ შევედი.ვაკვირდებოდი მომსახურებას ამ სუპერმარკეტს მხოლოდ ერთი ქალი მართავდა,უფროსწორედ გოგონა,ისიც ჩემი აღნაგობის იყო,მაღალი,საშუალო სიგრძის შავი თმით,გრძელი წვრილი ცხვირით და ბრიალა შავი თვალებით.ძალიან ლამაზი და საყვარელი შესახედი იყო.მის სახეზე დაღლილობა იკითხებოდა შემეცოდა,კლიენტების შემცირების შემდეგ მასთან მივედი,რიმილით მივესალმე,ისიც ანალოგიურად მოიქცა.მას მეც კლიენტი ვეგონე და მკითხა თუ რას შევიძენდი.
-არა,მე აქ იმიტომ მოვედი,რომ სამუშაოს ვეძებ და ვიფიქრე,აქ დამეწყო მუშაობა თუ ამიყვანდნენ.მან მითხრა,რომ უფროსი მხოლოდ სამშაბათობითა და ხუთშაბათობით მოდის და მაშინ შემეძლო მოვსულიყავი თან დამაიმედა,რომ ამიყვანდნენ და თბილი მზერა გამაყოლა დამშვიდობებისას.მინდოდა ჩემებისთვის სახლში რამე მიმეტანა,ჯიბიდან ხურდები ამოვიღე და რომ გადავითვალე მხოლოდ უკან დასაბრუნებელად მყოფნიდა ფული.ტავჩაქინდრული მივედი მარშუტკასთან,ჩავჯექი,ნელ-ნელა ხალხმაც იმატა და როგორ იქნა შეივსო.გულში იმედი გამჩენოდა,მაგრამ თან ცუდზეც მეფიქრებოდა ვაი,თუ არ ამიყვანონ მეთქი.სოფელში შევედით და გაჩერებაზე ჩამოვედი,ჩქარი ნაბიჯებით სახლისაკენ გავაგრძელე სვლა.შინისაკენ მიმავალს მაღაზიას მოვკარი თვალი სადაც ადრე ვმუშაობდი,სულ დაცარიელებულიყო,მასზე წარწერა ამოვიკითხე ,,იყიდება''.უცბად ლიდა დეიდა გამახსენდა,გადავწყვიტე მომენახულებინა.მისი ეზოს კარი რომ შევაღე,დავინახე,როგორ რწყავდა ყვავილებს,თან გამხმარ ფოტლებს არიდებდა და უმღეროდა სევდანარევი ხმით.მივუახლოვდი და მივესალმე.
-გამარჯობა,ლიდა დეიდა,როგორ ხართ?ძალიან მიყვარს თქვენი ეზო,სულ ასეთი აყვავებული მახსოვს-თან შევუქე.
-შვილო,ემა,მადლობა საყვარელო,ჩემი ხელი ერთ ხელში დაიჭირა და მეორეს ზემოდან მისვამდა თბილად.შინ შემიპატიჟა მითხრა,რომ ახლახანს დააცხო ბლინები და ეწყინებოდა თუ არ გავუსინჯავდი გემოს.ტკბილად ვიჭუკჭუკეთ,ბლინებიც ძალიან გემრიელი იყო.
-ლიდა დეიდა,რაღაც მინდა გთხოვოთ.
-გისმენ,შვილო,მითხარი,თუ შემიძლია დაგეხმარებიო.
-მისმინეთ,ჩემმა მშობლებმა არ იციან,რომ თქვენთან აღარ ვმუშაობ,თხოვნა მექნება ტუ ამას არ ეტყვით მათ,არ მინდა ინერვიულონ.დღეს სამსახურის საშოვნელად ვიყავი და მგონი გამომიჩნდება რამე,შაბათს ან სამსაბათს უნდა გამოვცხადდე,რომ უფროსი ვნახო.
-ღმერთმა დაგლოცოს,შვილო<ღმერთი შენსკენ მლოცავდა და თან მეფერებოდა.
-მე უნდა წავიდე უკვე,ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა,ვუთხარი და გადავეხვიეთ ერთმანეთს.ძალიან თბილი და კეთილი ქალია ლიდა დეიდა,მეცოდებოდა შვილის გამო რამდენ რამეზე უწევდა ტვალის დახუჭვა.სახლშიც მივედი მამას იქვე დივანზე ჩასძინებია,დედა კი თავისთვის ფუსფუსებდა სახლში.დედას მივესალმე და ჩემი მისვლა ვახარე,შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი,წყალი გადავივლე,ჩავიცვი და დაღლილს უგონოდ დამეძინა.
ხმაურმა გამომაღვიძა,ქვემოთ სართულიდან ყვირილის და ამავე დროს ტირილის ხმა ისმოდა.ოთარ!ოთარ! სასწრაფოდ ავდექი და ქვემოთ ჩავირბინე,მამა იატაკზე დამხვდა უგონოდ იწვა,ძალიან შევშინდი,სასწრაფო დახმარებაში დავრეკე.მამასთან მივვარდი,მუხლებზე დავდექი,მისი თავი კალთაშ დავიდე და სახეზე დავუწყე ფერება,ვეხვეწებოდი არ დავეტოვებინე.ჩემი სასოწარკვეთილი ტირილის ხმა და შფოთვა ყველგან ისმოდა.როგორც იქნა სასწრაფო მოვიდა და გადავიყვანეთ თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში,ძალიან ვღელავდი,დედასაც რამე არ დამართნოდა.მამა რეამინაციაში შეიყვანეს,გამოკვლევები ცაუტარეს.ორი დღე იქ ვიყავით.დედას გვერდიდან არ მოვცილებივარ.ველოდებოდიტ მამას გამოჯანმრთელებას.იატაკზე ჩამოცურებულსა და კედელზე მიყუდებულს ჩამეძინა,სიცივემ გამომაღვიზა,სასწრაფოდ წამოვჯექი და მამასკენ წავედი,რომ მენახა,იქ არ დამხვდა,მაშინვე ცუდმა აზრმა გამიარა თავში.ვიფიქრე,რომ დავკარგე,მუხლებში მოვიკეცე და ტირილი მოვრთე,დედას დივანზე ჩაძინებულს ჩემს ხმაზე გამოეღვიძა და სასწრაფოდ შეშინებული მომვარდა.
-რა მოხდა შვილო ემა,სასოწარკვეთილი თვალებით სემომყურებდა და ჩემს სემხედვარე მანაც დაიწყო ტირილი.ცოტა ხანში ექიმი მოვიდა პირღიმილით შემომხედა,ისიც გვერდით დაგვიჯდა ხელი მხარზე დამადო და მითხრა,რომ ყველაფერი კარგადაა,რომ მამა ქვემოთ პალატაში გადაიყვანეს,სიხარულისგან წამოვფრინდი,ექიმს მადლობა გადავუხადე,დედას გადავეხვიე და ჩქარი ნაბიჯებით მამასთან წავედით.პალატის კარები რომ სევაღე,მამა მძინარე დაგვხვდა,მასტან ახლოს მივედი,შუბლზე ვაკოცე და ღმერთს მადლობა გადავუხადე მისი თავი რომ არ წამართვა.დედას ვუთხარი,რომ სოფელში ვაპირებდი წასვლას მამასთვის საჭირო ნივთების წამოსარებად,მან თავი დამიქნია და სიტყვები გამომაყოლა: ფრთხილად იყავი! გავუღიმე და სახლში წავედი პირიდან ღიმილი არ მშორდებოდა.სახლისკენ მიმავალს გამახსენდა,რომ დღეს სამშაბათ იყო და მაღაზიაში უნდა გამოვცხადებულიყავი.მამას ტანსაცმელი ავიღე და ისევ საავადმყოფოში დავბრუნდი.მამა უკვე გამოღვიძებული დახვდა საკმაოდ მხიარულად გრძნობდა თავს,დედა ამას ყოველთვის ახერხებდა მამიკო მომღიმარი რომ ყოფილიყო.ვფიქრობდი,როგორ ამეხსნა წასვლის მიზეზი,რომ არ დაეჭვებულიყვნენ.ამიტომ დედას ვუთხარი,რომ ცოტა ხნით ჰაერზე ვაპირებდი გასვლას და მალე დავბრუნდებოდი.ხვალ უკვე გაწერდნენ მამას.მაღაზიაში მივედი და ის გოგონა დამხვდა, მან სესვლისატანავე მიცნო და ღიმილით მომესალმა,მოკითხვით ვერ მომიკითხა რადგან კლიენტები ბევრი ჰყავდა,მაგრამ ხელით მანიშნა ,რომ იქიტ შევსულიყავი,კარზე დავაკაკუნე,მამაკაცის მკაცრი ხმა გაისმა,სემოდიტ!კარი რთხილად შევაღე თვალებგაფართოვებული და სეშინებული ვიდექი კარებთან.მანდ რას გაცერებულხარ სემოდი მითხრა უფროსმა,გამომაფხიზლა მისმა ხმამ,კარი მივხურე და აუცილებლად მივუახლოვდი მის მაგიდას.
-გამარჯობა,მივესალმე მშვიდი ხმით.
-გამარჯობა!შენ ალბათ ის ხარ,ხომ,თათამ მითხრა შენს სესახებ,სამსახურს ეძებ.
მას ისეთი ღრმა თვალები ჰქონდა,მასში ჩაიძირებოდით,სწორედ ეს დამემართა მეც,ისეთი მამაკაცური ხმის ტემბრი ჰქონდა,კარგი აღნაგობის,ოდნავ მსხვილი თუჩები,ის ისეთი მომხიბვლელი იყო.მის თვალებში ჩავიძირე ბოლოს კი მოვგონდი და თვალი მოვარიდე.
-გთხოვ,ჩამოჯექი,ხელიტ მიმითითა სავარძლისკენ.
-გმადლობთ!-ჩამოვჯექი ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი.მან შემატყო ღელვა,თითებს ერთმანეთის მონაცვლეობით ვაწვალებდი,ასეთი ჩვევა მქონდა.
-ნუ რელავ,-უცბად დაურბილდა ხმა,ამან უფრო მეტად იმოქმედა ჩემზე და გაამძაფრა მის მიმართ ჩემი სიმპათია.
-რა გქვია?
-ემა მქვია.
-მე,დევიდი მქვია,-მიპასუხა ისევ დაბოხილი ხმით.
-რამდენი წლის ხარ?
-თვრამეტის.
-სწავლობ?
-კი წელს ვამთავრებ სკოლას.
-აქ რატომ გადაწყვიტე მუშაობა?
-სამსახური ძალიან მჭირდება,-ვუპასუხე და თვალები ქვემოთ დავხარე.
-გამოცდილება გაქვს?
-კი ადრეც მქონია ასეთი სამუშაო.
-ხელფასს წინასწარ გადაგიხდი დღეიდან დაიწყებ თუ ხვალიდან?
-დრეს არ შემიძლია ,ხვალიდან დავიწყებ.
-კარგი,როგორც გინდა,გამიღიმა,ხელი ცამომართვა და დამემშვიდობა.
-ძალიან დიდი მადლობა,ბატონო დევიდ,ავდექი და წასვლა დავაპირე,მან შემაჩერა და მითხრა,რომ ბატონობით არ მიმემართა მისთვის,-გთხოვ,უბრალოდ დევიდი,კარგი?
-კარგით,დევიდ ნახვამდის და კიდევ ერტხელ დიდი მადლობა რომ ამიყვანეთ სამსახურში,ნახვამდის.
კატეგორია: რომანი | დაამატა: mariami3020
ნანახია: 873 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
საინტერესო დასაწყისია, წარმატებები! smile
avatar
0 Spam
2
ძალიან დიდი მადლობა smile
avatar