,,ისტორია პირადი დღიურიდან" ( ნაწილი 2)
26.09.2018, 16:53
მთხოვა უარი არ მეთქვა.გავყევი,რადგან ისედაც უხეშად მოვიქეცი,მანქანის კარი გამიღო და ჩამსვა,თვითონ კი გვერდით დაჯდა საჭესთან,მთელი გზა ხმა არ ამომიღია,ღრმა ფიქრებს მისცემოდა.როგორც იქნა მივედით,გაკვირვებული ვიყურებოდი გარშემო მანქანიდან გადმოვედით,ხელი ჩამკიდა,გამაჩერა და მითხრა:-მე შენ მაძლევ ძალას შენი არსებობით,მე ასეთი რამ არასდროს განმიცდია.მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი მთელი ჩემი ნახევარი ცხოვრება.ბევრი რამ დავკარგე,თან საუბრობდა,თან სიარული განვაგრძეთ,შენ ჩემზე დღეს გაიგებ ყველაფერს.იმასაც რის გამოც გუშინ ბოდიშებს მიხდიდი.ერთ-ერთ სასაფლაოსთან გავჩერდით,მითხრა,რომ ისინი მისი მშობლები იყვნენ.თვალებიდან ღვიარე ცრემლი სდიოდა,იმდენად განადგურებული იყო შემეცოდა,გული მეწვოდა და მეც მასთან ერთად ავტირდი.-არა,ემა,შენ ნუ ტირი,შენ არ უნდა იტირო,ჩემს გამო,უბრალოდ მომისმინე გთხოვ.მან საუბარი განაგრძო.
-როდესაც ჩვიდმეტი წლის შემისრულდა ჩემი ბიძაშვილი იმ დღისით დაიღუპა,ის ცუდ საქმეში იყო გახვეული.შავ ბანდაში იყო გაწევრიანებული თავისი სურვილით ჩემგან განსხვავებით.
-რაა? შენ,შენც მათთან ერთად?როგორ?რატომ?შევატყვე რომ ხმაში ნაღველი და სიბრაზე შემრეოდა.
-დამაცადე,ემა გთხოვ ბოლომდე მომისმინე.იმ ღამით ჩემს იუბილეს სახლში ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად აღვნიშნავდი,მხოლოდ ჩემს ბიძაშვილს ირაკლის ველოდებოდით.კარზე ზარის ხმა გაისმა,გახარებული გავეშურე კარისკენ.კარი რომ გავაღე ძირს ჩემი იკა დამხვდა,სისხლში ცურავდა,ფეხებში გრძნობა დავკარგე,ძალა გამომეცალა და მუხლებზე დავეცი,სიმწრისგან ყვირილი მოვრთე,ჩემები გამოცვივდნენ,ყველა ისტერიკაში ჩავვარდით მხოლოდ ისღა მოვიფიქრე მაშინ,რომ საავადმტოფოში გადამეყვანა,იკა რეფერალურში წავიყვანე,საშინელი განცდა იყო.მთელი ღამე იქ ვიყავით,მეორე დღეც რომ ჩათავდა და სარამო იყო,გადავწყვიტე ჰაერზე გავსულიყავი თორემ იქ უკვე სული მეხუთებოდა,მართლაც,მესიამოვნა ჰაერზე გასვლა,ცოტა გავიარე და სკვერში ჩამოვჯექი,ისე ჩამოღამდა ,დრო ისე გავიდა,რომ ვერგავიგე.საავადმყოფოში დაბრუნება გადავწყვიტე.გზაში უკან მანქანა ამედევნა,ნელ-ნელა მომყვებოდა და ფარებით მანიშნებდა გავჩერებულიყავი,გავჩერდი და დაველოდე მის მოახლოვებას.ჩემს წინ გაჩერდა.შუშას ჩაუწია,საჭესთან ვინც იჯდა და გაყოლა მთხოვა,ვიფიქრე მთვრალები არიან მეთქი არც სარი მინდოდა და ვუთხარი -ძმაო,მეჩქარება და უნდა წავიდე მეთქი.წასვლა რომ დავაპირე იმ ბიჭმა სიტყვები მომაძახა დამცინავად,იკაკოსთან მიდიხარ?გადაიხარხარა და სხვებიც აყვნენ სიცილში,ვერ ვარჩევდი ვინები იყვნენ მუქი მინები ჰქონდა, -ვაიმე ხო მართლა და როგორ არის ის ახვარი? სიმწარემ მთელ სხეულში დამიარა,მივხვდი ვინც იყვნენ,შევუტრიალდი და სევაგინე,მათ კი ისევ ირონიულად,ჩაჯექი,კაცო,რაც ჩვენ გინება მოგვისმენია,ეგ არაფერიაო,გამწარებული ვიყავი თავს ძლივს ვიკავებდი,მინდოდა იმ წუთას ყველა სათითაოდ მომეკლა,მაგრამ თავი შევიკავე ჩემი ოჯახის გამო.ვკითხე რა უნდოდათ ჩემგან,ან რას ერჩოდნენ იკას. -შენ მაინც არ აპირებგამოყოლას და მაშინ აქვე გეტყვითო.შენმა იკაკომ გადაგვაგდო,ჩვენი მიტოვება უნდოდაო,ამიტომ ის მიიღო რაც ყველა მოღალატეს მოსდისო.შენ კი იმ შუაში ხარ რომ ამ საქმეს შენ მიიყვან ბოლომდეო,დამემუქრნენ თუ იმას არ გავაკეთებდი,რასაც მეტყოდნენ,მაშინ ჩემს დას დაუშავენდნენ რამეს.ვუთხარი,რომ ხვალ შევხვდებოდი და ვნახავდი,პასუხსაც მაშინ ვეტყოდი.სასწრაფოდ წავედი საავადმყოფოში ,ჩემს ძმაკაცს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე.მოსულს ყველაფერი ავუხსენი და ჩემი და გავატანე სხვა ქალაქში აქედან მოშორებით.გული დავიმშვიდე,მეორე დღეს მათთან სესახვედრად არ წავედი.შიში მაინც მქონდა რაღაცის.ბიძაჩემს დავემშვიდობე დედა და მამა სახლში უნდა წამეყვანა მთელი ღამე უძილოდ გამოიარეს.ქვემოთჩავედით დედა მანქანასთან მიმყავდა,მამა კი უკან მოგვდევდა.სროლის ხმა გავიგონე,სასწრაფოდ დედას სევხედე,არაფერი სჭირდა და სიხარულისგან ჩავეხუტე ,მან კი ყვირილი მორთო,მამას სახელს ყვიროდა,შეშინებულმა უკან მივიხედე,მამა ძირს დავარდნილი იყო მასთან მივვარდი ყველაფერი მიკანკალებდა ცემს სხეულს ვეღარ ვაკონტროლებდი .შემდეგ კი მეორედ გაისიმა სროლის ხმა და თან დავარდნის ხმაც მოჰყვა,ამას ხალხის წიოკიც მოჰყვა,აკანკალებულმა გავიხედე მეორე მხარეს,თვალები გამიფარტოვდა ვეღარც ვტიროდი დედა,ანგელოზივით იწვა ძირს.მე,მე არ ვიცი ეს რაიყო,ეს საშინელება იყო,კოშმარი.ეს ჩემი ბრალია ისევ იმეორებდა და ტიროდა,საშინელ მდგომარეობაში იყო,ვცდილობდი დამერწმუნებინა,თავიდან არაფერი გამომდიოდა,ვეუბნებოდი რომ მისი ბრალი არ იყო,ვუთხარი რომ მისი სინდისი სუფთა იყო და სატანების დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აეღო.ბოლოს კი დამშვიდდა,მითხრა,რომ ეს იყო მის შესახებ რაც უნდა მცოდნოდა,ისიც მითხრა,რომ ისინი ისევ არსებობენ და განაგრძობენ მის თვალთვალს.მიყურა,მიყურა,თითქოს ვერ ბედავდა,ბოლოს კი მითხრა რომ ვუყვარდი,მაგრამ ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა და შუბლზე მაკოცა და ძლიერად მომეხვია,შემდეგ კი ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წავედით,ჩავჯექით და იქაურობა დავტოვეთ.გზაში მეუბნებოდა,რომ ჩემი თავისთის მიმეზედა და ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი.მან ხომ ჩემი მის მიმართ გრძნობაზე არაფერი იცოდა არც არაფერი მითქვამს.იმედი მქონდა,მაინც ვნახავდი სადმე.სახლში მიმიყვანა დავემშვიდობე და შინ შევედი.თათას ვეკონტაქტებოდი ხშირად,მკითხულობდა,აინტერესებდა როგორ ვიყავი,მოსული ყოფილა საავადმყოფოში და იქ არ დავხვედრილვარ.ჩვენ სულ გვქონდა კონტაქტი,სამსახური იმის სემდეგ აღარ მქონია და მთელ დროს სწავლას ვანდომებდი.
გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და თბილისში ჯავახიშვილში ჩავირიცხე.მთელი ეს დრო დევიდი არსად გამოჩენილა,ვცდილობდი ყურადღება მხოლოდ სწავლაზე გადამეტანა,მაგრამ მაინც ვერ დავივიწყე,შეუძლებელი იყო მისი გონებიდან და გულიდან ამოშლა.მასზე ფიქრი სულ დამქონდა ყველგან და ყოველთვის,თათას დავურეკე და დევიდზე ვკითხე რამე ხომ არ იცოდა,სად იყო,როგორ იყო,რას აკეტებდა.მითხრა,რომ ერთი კვირის წინ დაეკონტაქტა,საზღვარგარეთ წასულა საცხოვრებლად,ნიუ-იორკში,მითხრა ცხოვრებას აგრძელებსო.თან აქ ვერ ცერდებოდა მიზეზიც ჰქონდა და წავიდაო.ყველაფერი გამოვკითხე,აღმოჩნდა რომ ჩემს გამო წასულა.
ლექციას დავესწარი და სასწრაფოდ აეროპორტში წავედი,საბუთები გავაფორმე,ყველაფერი მოვაწესრიგე მხოლოდ ვიზის ჩარტყმას ველოდებოდი,პასუხი ორ დღეში მივიღე,უნივერსიტეტიდან ნებართვა ავირე და ნიუ-იორკში გავფრინდი.ძემოდან ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო.გზაში გამოვიძინე.როგორც იქნა ჩავფრინდით ხალხი ოვაციებს გამოხატავდა,ზოგი სიხარულისგან ტიროდა,ზოგი კი იცონოდა და ერთმანეთს ულოცავდნენ მშვიდობიან დაფრენას.ჩემს გვერდით მჯდომმა მოხუცმა მხარზე ხელი დამადო და თბილი გამომეტყველებით მომილოცა. რა თქმა უნდა მეც მივულოცე ძალიან გახარებული ვიყავი,რომ მალე დევიდს ვნახავდი,ამ სიხარულისგან აღფრთოვანებულმა სრულიად უცხოს ჩემს გვერდით მჯდომ ბებიას რბილი ლოყებიო დავუკოცნე,მან კი კეთილი და ალალი თვალებით შემომხედა ტკბილად გამიღიმა და მითხრა უფალი გფარავდესო და კამფეთი გამომიწოდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: mariami3020
ნანახია: 249 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
საინტერესოა)) მესამე ნაწილს როდის დადებ? tongue tongue tongue
avatar
0 Spam
2
მოხარული ვარ თუ მოგეწონათ ))ეს არის მესამე ნაწილი,შემეშალა და ვერ გავასწორე,ბოდიში ამის გამო,მეოთხე ნაწილსაც მალე დავდებ smile
avatar