,,ისტორია პირადი დღიურიდან" ( ნაწილი 4)
17.11.2018, 17:19
სასტუმრომდე ტაქსით მივედი,დავბიმავდი,შხაპი მივიღე,ცოტა შევილუკმე და მობილური ჩავრთე კარტას მიღება არ ჰქონდა და სასწრაფოდ ახალი ნომერი ვიყიდე.სასტუმროში დავბრუნდი და თათას დავურეკე,მოვიკითხეთ ერთმანეთი,დედისა და მამის ამბავიც ვიკითხე,მათთან თათა ცხოვრობს მისიდის გამო ოპერაცია სჭირდებოდა და სახლის გაყიდვა მოუწია.ეხლა კარგად არის მისი დაც.მამასაც არაუშავს,მოკლედ ისღა დამრჩენოდა სრული ბედნიერებისთვის რომ დევიდი მენახა.თათას მისამართი გამოვართვი სადაც დევიდი მუშაობდა.მეორე დილით გამოვეწყვე და მასთან წავედი.იქ მისული შორიდან ვუყურებდი,მეღიმებოდა როცა დავინახე როგორი თბილად ეპყრობოდა ცხოველებს.ის წარმატებული ვეტერინარია.გვერდით მოხუცი მედგა ძაღლით ხელში,რომელიც რიგში იდგა.მოხუცს ვთხოვე ძაღლი ჩემთვის მოეცა და მე მივიყვანდი შევატყვე რომ უჭირდა ფეხზე დგომა.საბედნიეროდ კეთილი მოხუცი აღმოჩნდა და ძაღლი მიბოძა .ქაოსი ავტეხე,რამაც დევიდის ყურადღება მიიპყრო.
-ქალბატონო რა ხდება?
ძაღლს რომელსაც სინჯავდა პატრონს მიაწოდა და ჩემსკენ წამოვიდა მკაცრი გამომეტყველებით.მე კი მეცინებოდა,თან თავს ვიკავებდი სერიოზული სახე დავიჭირე.ჩემს წინ დადგა და ისევ გამიმეორა, - რა ხდება ქალბატონო? გთხოვთ თქვენი რიგი დაიკავოთ,თვალებიდან სათვალე მოვიხსენი,ის ცოტათი შეკრთა და უცბად წამოიძახა:_ემა,ჩემი საყვარელი ემა,როგორ ხარ?გადამეხვიადა მერე გაოცებით შემომხედა,როგორ შეცვლლხარ,ძალიან გახარებული იყო.ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა რამდენხანს უნდა ვიცადოთ?ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა,პირველმა მე მივიყვანე ძაღლი,გასინჯა წამლები გამოუწერა და მოხუცს დავუბრუნე,შე საყვარელო მოვეფერე და გამოჯანმრთელება ვუსურვე.დევიდმა გამომძახა საქმეს რომ დავამთავრებ კაფეში წავიდეთო.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.დიდი ხანი არ გასულა,უცბად მორჩა საქმეს,სამუშაო შენობის კარი დაკეტა და ფეხით გავისეირნეთ.
-აქ საიდან გაჩნდი?მეკითხება ღიმილნარევი გამომეტყველებით.ვუთხარი, რომ მას ჩამოვაკითხე.
-რა იცოდი აქ რომ ვიყავი,ან სამსახურის მისამართი.
- ჰმმ,დაგავიწყდათ ვიღაც ვიღაცეების გაფრთხილება რომ რამე არ დასცდენოდათ,ერთად ჩავიცინეთ.
-წამოდი იქ ჩამოვსხდეთ და ნაყინი ვჭამოთ ხელი ერთი კაფისკენ გაიშვირა,რომელიც ლამაზი ხედით და მყუდრო გარემოთი შემოიფარგლებოდა.
-აბა მომიყევი რატომ ჩამოხვედი აქ?
-შენს გამო ჩამოვედი,იმ დღის შემდეგ რაც შენს შესახებ ყველაფერი გავიგე,გაუჩინარდი,მაშინ მე ვერაფერი გითხარი ჩემი გრძნობების შესახებ.იმიტომ რომ ვერ გავბედე მეთქვა თან მეგონა გნახავდი კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს მალევე,სადმე,მაგრამ არსად ჩანდი ამიტომ მერე თათას ვკითხე შენზე რამე ხომ არ იცოდა და ისე გავიგე სად იყავი,გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი.
-კი მაგრამ ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა,რისი თქმა ვერ მოასწარი?
თავმოყვარეობა დავივიწყე,რადგან ძალიან მიყვარდა და აღარ მინდოდა მსიგან შორს ყოფნა,ცოტახანს გავჩუმდი,შემდეგ ვუთხარი,შენ მაშინ იმ მიზეზით წახვედი ჩემგან რა მიზეზითაც მოვედი შენთან.შენზე მაშინაც ვფიქრობდი,როცა გამომიტყდი რასაც ფიქრობდი ჩემზე,შენ აქ ჩემს გამო წამოხვედი,ყველაფერი დატოვე,შენი მიწა-წყალი,შენი დაც და ის ადგილებიც,სადაც გაიზარდე,ამ ყველაფერს მე მოგწყვიტე,ჩემს გამო ხარ ყველაფრისგან შორს,მინდა რომ დაბრუნდე და შენს ქვეყანაში გააგრძელო ცხოვრება,მე კი არაფერი დამიშავდება თუ ჩემს გვერდით იქნები,თან ის ბანდიტები დაუჭერიათ მკვლელობის გამო და მთელი ცხოვრება მიუსაჯეს,ამიტომ ნურაფრის შეგეშინდება,ჩემთან ერთად დაბრუნდი,შენს დას დაუბრუნდი, მე დამიბრუნდი გთხოვ,სამსახურს შენს საყვარელ საქმეს იქაც გააგძელებ.უარს ნუ მეტყვი ხვალვე წავიდეთ აქედან,მიატოვე ყველაფერი და შენს კერაში დაბრუნდი,ცრემლიანი თვალებით მიყურებდა და მადლობას მიხდიდა,მადლობა,რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი,მადლობა ,რომ ჩემს გამო ხარ აქ,იმისათვის რომ ასეთი კარგი ხარ.სკამიდან წამოდგა,ჩემთან მოვიდა და გადამეხვია.მოდი ეხლა სახლში მიგიყვან სად ცხოვრობ?მკითხა ჯერ კიდევ წყლიანი თვალებით ერთ-ერთ სასტუმროში გავჩერდი,მისამართი ვუთხარი და წავედით,მთელი გზა სახიდან ღიმილი არ მოშორებია,თან მეუბნება იცი,რომ მეც იმავე სასტუმროში ვცხოვრობ?
-რა?მართლა?რა მაგარია ერთად ვისაუბრებთკიდევ,თან ყავა დავლიოთ,შევთავაზე.
-კარგი ყავაზე ნამდვილად არ გეტყვი უარს გამიღიმა და ჩემს ნომერში ავედით.
-მე აივანზე გავალ,სიგარეტს მოვწევ და შემოვალ მითხრა ბოხი ხმით დევიდმა.
-კარგი მე მანამდე ყავას მოვადუღებ და მოვალ,ბარემ მანდ ჩამოვხდეთ,სასიამოვნო ჰაერია საღამოობით ვუთხარი და ყავის გაკეთება დავიწყე,აივანზე გვერდიგვერდ ჩამოვსხედით და ცხელ ყავას მივირთმევდით.ვკითხე რას აკეთებდა,როცა ჩამოვიდა,როგორ მოეწყო,როგორ მოხდა,რომ ცხოველების ექიმი გახდა,ან როგორ ძლებდა აქ სრულიად მარტო ყველაფრისგან შორს.მომიყვა თავის შესახებ ყველაფერი,ვიხალისეთ ბევრი.მან ჩემს მსობლებზე მკითხა,როგორ იყვნენ,რას ვაკეთებდი მისი იქ არ ყოფნის პერიოდში,ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა,ბევრი ვისაუბრეთ და შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა.
-ემა,ცოტახნით გავალ ჩემს ნომერში და ახლავე დავბრუნდები/
-კარგი,მიდი,დაგელოდები.
ველოდებოდი,ტან აივნიდან განათებულ New-York-ს ვუყურებდი და ვტკბებოდი მისი სილამაზით.რამოდენიმე წუთი გავიდა,სეაგვიანდა,არადა მითხრა რომ ეხლავე დაბრუნდებოდა.მის ნომერში გავედი კარი ღია დამხვდა,შიგნით შევედი და მის ნომერს ვათვალიერებ,კედელი ფოტოებით ჰქონდა სავსე.ტან ველაპარაკები,დევიდ გელოდებოდი,ცოტა შეგაგვიანდა და გადავწყვიტე აქ გამოვსულიყავი,ძალიან ლამაზად მოგიწყვია აქაურობა,შენი აქ გატარებული ცხოვრების ყველა ეტაპი ამ ფოტოებზეა.აღმოჩნდა,რომ ჩემს თავს ველაპარაკებოდი,მაგრამ რატომრაც გვიან მივხვდი,რომ იქ არ იყო.რადგამ ხმას არ მცემდა,ყველა ოთახი შევამოწმე არსად იყო,შისმა ამიტანა,არც ნომერში იყო,კარიც ღია დამხვდა,სადმე რომ წასულიყო გამაფრთხილებდა,ქვემოთ ჩავედი ვიკითხე სად წავიდა,მითხრეს,რომ არ დაუნახავთ.ღმერთო რა ვქნა,რას აღარ ვფიქრობდი,უკვე გიჟს ვგავდი,ჩემს ნომერში დავბრუნდი სასწრაფოდ მობილური ავირე რომ დავკავშირებოდი,მაგრამ გამახსენდარომ მისი ნომერი არ მქონდა,ძალიან ავნერვიულდი დრო საშინლად ნელა გადიოდა და ეს უფრო მაგიჟებდა.უკვე ერთი საათი გავიდა რაც არ ჩანს ,ნერვიულობისგან თავბრუ დამესხა და აივნის მოაჯირს დავეყრდენი,წონასწორობა დავკარგე,მგრდზნპბელობაც დაკარგული მქონდა ვგრძნობდი რომ წინდაწინ ვიწეოდი სადაცაა გადავვარდებოდი,როგორ მოვწყდი იმ ადგილს ვერ გავიგე გავითიშე,გონს რომ მოვედი დევიდი მეჯდა გვერდით წამოვჯექი სწრაფად და ჩხუბი დავუწყე,სად იყავი საშინელი შიში ვიგრძენი,შენს ნომერში რომ ვერ გნახე არსად არ იყავი,რატომ არ გამაფრთხილე,სად იყავი ამდენ ხანს.ესე შეიძლება?ჩემი გულის გახეთქვა გადაწყვიტე?თუ რა იყო ეს?
-დამშვიდდი მომისმინე,სიგარეტისთვის გავედი ოთახში მაგრამ აღარ მქონია,ამიტომ მაღაზიაში გადავწყვიტე წასვლა.არ მინდოდა შენი შეშინება,მეგონა მალე მოვიდოდი ,მაგრამ მანქანის გასაღები ნომერში დამრჩა,ამიტომ ფეხით მომიწია წასვლა,ეს არის მიზეზი რატომაც დამაგვიანდა
კატეგორია: რომანი | დაამატა: mariami3020
ნანახია: 184 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar