ლურჯის გრადაცია [4 თავი]
12.11.2017, 21:58

...

როგორც იქნა გამოვფხიზლდი. ძალიან მძიმედ წამოვდექი. თითქოს ყოველი მოძრაობა, ჟესტი, თხოვნა, რაც ირეალურ სიზმარში იყო, რელობაში გადმოვიდა...

არასოდეს მისცეთ მოგონებებს უფლება შთაგნთქან და დაგიმონონ. ეს არამარტო სულიერ, არამედ ხორციელ ცხოვრებაზეც ნეგატიურად აისახება.

ათი დაწყებულიყო, მე კი ლექცია მქონდა. ზლაზვნით ჩავიცვი და ნივთები ჩანთაში ჩავალაგე. თავი მისკდებოდა, ძვლები მტკიოდა. ზურგის ტკივილს ვერაფერს ვუხერხებდი. გადავწყვიტე აბაზანა მაინც მიმეღო, ამიტომ ოცი წუთით შევყოვნდი. გრილი წყლის წვეთები მშველოდნენ ხოლმე. არც ამჯერად გავხდი მათი ღალატის მსხვერპლი. მართალია ტკივილი არ გამიყუჩდა, მაგრამ ცოტათი დავმშვიდდი. წყლის ნაკადი გადავკეტე და ხალათი მოვიგდე მხრებზე. აბაზანიდან გამოვედი და მსხვრევის ხმა გავიგონე. ძალიან შემეშინდა და ადგილს მივეყინე. ცივმა ოფლმა დამახსა და ჭიანჭველებმა დალაშქრეს მთელი ჩემი სხეული. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და ცოტა შევიცადე. ხმა არ განმეორებულა და მეც ადგილიდან დავიძარი. საძინებელში იყო მსხვრევის ხმა, ამიტომ იქეთკენ წავედი და ძირს დავარდნილი ჩარჩო შევამჩნიე. დავწვდი, უნებურად წამოვიკივლე და ხელი პირზე ავიფარე. მე, რენა და ის... როგორ ? როგორ გადმოვარდა ნივთი კარადის სიღრმიდან ? წლებია არ შევხებივარ, როგორ ? კანკალმა ამიტანა. რაღაცას ძალიან სურდა გამხსენებოდა ძველი და ჩაფლული... რატომ ? ასეთი რა დავაშავე ? ნაჩქარევად დავდე ჩარჩო თავის ადგილზე, ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი. კარის დაკეტვა გამიჭირდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი, სული მეხუთებოდა. რა ხდებოდა ჩემს თავს ? რამ გამოიწვია ჩემში ეს ფიზიოლოგიური პროცესები....

სირბილით ჩავედი უნივერსიტეტამდე და ტყვიასავით შევვარდი აუდიტორიაში. სტუდენტებმა წამიერი გაკვირვებული მზერით დამაჯილდოეს, შემდეგ კი გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა. ზოგი ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ზოგი ერთმანეთს ესიყვარულებოდა, ზოგიც უაზროდ ლაქლაქებდა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება რა თქმა უნდა დადებითი პროცესია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ათაყვანებს ადამიანებს. ე.წ. „ლომკა“ ინტერნეტის გარეშე ფსიქიკაზე აისახება ცუდად, თავად ტექნოლოგიებისგან მიღებული გამოსხივება ფიზიკურ სხეულს აზიანებს, ამიტომაც არ ვიყენებ, ან ვიყენებ იშვიათად ტექნიკას.

დავჯექი და ცხელი ოფლის წვეთებს ვგრძნობდი კისრიდან რომ ჩადიოდნენ მკერდისკენ. როგორც იქნა ლექცია დაიწყო და მეც შემეძლო ერთი საათით მოვწყვეტოდი იმ მძაფრ განცდებს, რაც ჩემში წარმოიქმნა სურათის გადმოვარდნის შედეგად. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო.... არა რებე, კონცენტრაცია მოახდინე საგანზე. ჰო, აი ასე.

გვერდით ვიღაც მომიჯდა. არ მინდოდა ისევ რეზი დამენახა, ამიტომ არ შევიმჩნიე. ხელი ედო მაგიდაზე და ფანქარს ათამაშებდა. საოცრად გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა, ამასთანავე მოქნილი. ეს არ იყო რეზი, მაგრამ ძალიან ნაცნობ აურას ატარებდა. რას ბოდავ რებე ? რა აურა, რის აურა... უნებურად თვალები მისკენ გამექცა. გაშლილი ფეხებით იჯდა. იდაყვით ეყრდნობოდა სკამს, მეორე ხელით კი ფანქარს აწვალებდა. კაპიუშონი მოეგდო თავზე და ჩუპა-ჩუპსის კანფეტით ტკბებოდა. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ საიდანღაც სილუეტი მეცნობოდა. კვლავ ლექტორის დროული კითხვა და ამ პიროვნების პასუხი. საოცრად ბოხი ხმა ჰქონდა... კაპიუშონი გადაიძრო და მასში რეზისთან მოთამაშე კალათბურთელი ამოვიცანი. მიმზიდველი იყო, ამის არ აღიარება ცოდვა იქნება. მიმზიდველი და ზედმეტად ნაცნობი. შემომხედა და გაიღიმა, მეც არ ჩამოვრჩი და ჩემი აჭარხლებული ღიმილი ვაჩუქე. საკუთარი ფანქარი გამომიწოდა და თვალი ჩამიკრა. გამოვართვი და მზერა ავარიდე. ეგრევე ჩანთაში ჩავაგდე და ლექციის დასრულებას დაველოდე. რა იყო ეს ?

...

აუდიტორიიდან გამოვედი თუ არა რეზის შევეფეთე. ძალიან გაბრაზებული იყო. წარბები შეეკრა და თვალები ჩასისხლიანებოდა. მკლავში მწვდა და გვერდზე გამიყვანა.

- გისმენ. - დაჭექა მან.

- უკაცრავად ? - დავიბენი მე.

- ვინ იყო ის შენთვის ?

- ვერ გავიგე... - მართლა ვერ ვხვდებოდი.

- თავს ნუ ისულელებ, ვინ იყო-მეთქი, გეკითხები. - ღრიალებდა იგი.

- ტონს დაუწიე და წესიერად მელაპარაკე. რა უფლებით ითხოვ რაიმეს ჩემგან, ვინ ხარ საერთოდ ?! - წყობიდან გამოვედი მე. საკუთარი თავი გავაოცე. საიდან ამდენი გამბედაობა რებე ?

- მომისმინე. კიდევ ერთხელ გამოელაპარაკები იმ, იმ ახ*არს და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ! - ისევ დამიღრიალა რეზიმ. ყბადაღებული ვუყურებდი როგორ მიდიოდა და ცოფებს ყრიდა.

რა ხდება ? რა გამოვტოვე ? არაფერი მესმის !

...

ვერაფერს ვხვდები და გაოცებული გავდივარ უნივერსიტეტიდან. ასფალტი სველია, როგორც სჩანს წვიმდა. რაღაცნაირი, სპეციფიკური სურნელი ტრიალებს ირგვლივ. წვიმის ? არ ვიცი... მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სასიამოვნოა. უეცრად ძალიან მინდება წვიმის წვეთების წკაპუნი გავიგონო. თითქოს მელოდიას აღმოვაჩენ მათში... უცნაურია ჩემში ეს ასოციაცია. რა მემართება ? რატომ ვფიქრობ ასე, ასე... ადამიანურად ?

ადამიანურად ?

აქამდე რა ვიყავი ? ნივთი ? ნივთი, რომელსაც საკუთარი ადგილიც კი არ აქვს ? რას ჰგავს ჩემი ცხოვრება ? ჩავაბარებ, გავხდები მაღალანაზღაურებადი ექიმი, გადავარჩენ ადამიანთა სიცოცხლეს, ისინი ხოტბას შემასხამენ და წავლენ. მაგრამ მე რა ? მე ამით რა სარგებელს ვიღებ ? რატომ ვფიქრობ სულ სარგებელზე ? ან ეს რეზის გამოხტომა რა იყო ? ვისზე მელაპარაკებოდა ? ან რა უფლებით ?

ღმერთო, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა. რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში ? იმ ერთადერთმა სიტყვამ შემცვალა ? ნუთუ იმდენად მომხვდა გულზე, რომ რადიკალური ცვლილებებისკენ წავედი ? ვერ ვიტან ცვლილებებს. მაშინებს ცვლილებები. აღარ მინდა მეტკინოს !

ტვინი მიდუღს. აი ასე, მიდუღს ! განტვირთვა მჭირდება. მაგრამ როგორ ?

ლიტ-კაფესკენ მიმიწევს გული და კვლავ წვიმს... შევდივარ კაფეში და არავინ მხვდება. საოცარი სიჩუმეა და იგივე მელოდია... იგივე ბარმენი და იგივე ღიმილი.

- გამარჯობა ! - გულიანად ვესალმები მე და ვუღიმი.

- გაგიმარჯოს. ისევ წვიმს, ისევ ეს მელოდია და ისევ შენ... უცნაური დამთხვევაა.

- ნამდვილად... შეგიძლიათ მითხრათ ვისი კომპოზიციაა ?

- შოპენის „წვიმის ვალსი“. თავისებურია არა ?

- დიახ... - თავს ვუქნევ მე და ვაყურადებ. ის კი თითქოს ხელს არ მიშლის და რამდენიმე წუთით ქრება. მწვანე ჩაით ხელში ბრუნდება უკან და ჩემ წინ ბარის მაგიდას ორივე ხელით ეყრდნობა.

- გისმენ... - მეუბნება და პირდაპირ თვალებში მიყურებს. მე კი ჩაის ორთქლს ვუყურებ და ვიწყებ.

- თქვენ თქვით, რომ რისკზე წასვლა რიგ შემთხვევაში კარგია და სავსებით ნორმალურია...

- ასეა.

- მაგრამ, როცა არაფერი იცი, როცა ეს შენთვის სიახლეა, რომელიც შენს იარებს აწვალებს, მაშინ ? მაშინ რა უნდა ვქნა... - ნაღვლიანად ვეკითხები მე და თვალზე ცრემლი მადგება.

- სიახლის არასოდეს უნდა შეგეშინდეს. მისკენ უნდა ისწრაფვოდე კიდეც. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადადგა ნაბიჯი, რადგან შესაძლოა დადებითი შედეგი გამოიღოს, ან უარყოფითიც, რომელსაც შეუძლია გამოცდილება შეგმატოს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ეძებო პლიუსები. - თქვა მან, ჩაის ჭიქა გვერდზე გასწია და ღვინის ბოკალი დამიდო წინ. - შენ აირჩიე, გინდა თუ არა, რომ ცხოვრებამ დაგტანჯოს თუ დაგათროს. - მეუბნება და ქრება. მე კი ნახევრად სავსე ღვინის ბოკალს შევყურებ, ტუჩებთან მიმაქვს და ვფრთხები. შემდეგ ვფიქრობ „ამის დედაც“ და ბორდოსფერი სითხე შიგნეულობას მიწვავს.

კაფედან ბარბაცით გამოვდივარ და ვხვდები, რომ ალკოჰოლმა ჩემზე იმოქმედა. რა სასაცილოა, ნახევარმა ბოკალმა დამათრო ისე, რომ გზას სახლისკენ ძლივს ვარჩევ. ვხვდები, რომ მუცელში ვულკანმა გაიღვიძა და იმასაც ვხვდები, რომ ეს გრძნობა მომწონს. სულელივით მეღიმება და ლაპარაკის ხასიათზე მოვდივარ. მაღაზიას ვამჩნევ იქვე და ერთ ბოთლ ღვინოს ვყიდულობ. გამყიდველი გაოცებული მიყურებს და ნაყიდს მაწვდის. გასაღებს ძლივს ვარგებ საკეტს, კარს ვაღებ და ღიას ვტოვებ... დივანზე ვეხეთქები და ჟურნალის მაგიდაზე ვდებ ბოთლს. რაღაც მაჩერებს. თითქოს მინდა დალევა, მაგრამ ვერც ვსვამ... ჯანდაბა !

ბოთლს წვალებით ვხსნი და ვიყუდებ. არანაირი ჭიქა არ მჭირდება, მარტო ვარ და სასმელში ვერავინ შემეცილება. შემეცილება ? ჰო...

ღვინის მესამედი ჩავცალე და ისტერიკული სიცილი ამიტყდა. „რას აკეთებ რებეკა სხიერელო ? რა ჯანდაბა ხდება შენს თავს ? რატომ ?“ ვიცინი, ისტერიკულად ვიცინი და კვლავ მესამედს ვათავსებ ორგანიზმში. ვხვდები, რომ საკუთარი თავის კონტროლის უნარი დავკარგე და დინებას მივყევი. აბაზანაში შევედი და იმ სარკის წინ დავდექი. დიდხანს ვუყურებდი საკუთარ თავს თვალებში. მინდოდა მათში რენა ამომეცნო. ჩემი სისხლის და ხორცი, ჩემი რენა... მაგრამ არ გამომდიოდა. ჯანდაბა ! არ გამომდიოდა. ეს მე ვიყავი, მე... რებე და არა რენა. მე ვიყავი, რენა აღარ იყო. ეს ჩემი თვალები იყო, ეს ჩემი სხეული იყო, ეს ჩემი ცხოვრება იყო...

ჩემთვის მოულოდნელად გახდა დავიწყე. სრულიად შიშველი წარვდექი საკუთარი თავის წინაშე და მრცხვენოდა. ჩემი სხეულის, ჩემი არარსებული სულის, ჩემი სინდისის, ჩემი იარების, ჩემი აზროვნების, ჩემი გულის, ჩემი ატომების, ჩემი ზღვისფერი თვალების მრცხვენოდა... მრცხვენოდა, რომ არ შემეძლო მისი გაშვება. მრცხვენოდა, რომ ვერ ვებრძოდი წარსულს, მრცხვენოდა, რომ მე მე აღარ ვიყავი, ღმერთო როგორ მრცხვენოდა....

ერთი ცრემლი, მეორე, მესამე...

ნაკადი იზრდება და ჩემ სილუეტს ვეღარ ვარჩევ. ვსლუკუნებ, ვყვირი, ვლეწავ ყველაფერს, ვბღავი, მტკივა, კვლავ ვყვირი, მუშტებს ვუშენ სარკეს, ის იმსხვრევა და იფანტება... ხელები და მკლავები მეკაწრება, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობ. ერთადერთი რაც მინდა, ესაა გამოვხატო, გამოვხატო ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვკლავდი ჩემში. ის, რაც მიზანმიმართულად იზრდებოდა ყოველი ბრძოლის შემდეგ. ყველაფერი გადავატრიალე, დასამსხვრევი დავამსხვრიე, გასატეხი გავტეხე, რაც ვერ დავაზარალე მოვიქნიე შორს... იქვე იატაკზე მივესვენე და სუნთქვა მიჭირდა, ვერ ვახერხებდი ჩასუნთქვას, ცრემლები კვლავ მისერავდნენ სახეს, ყელში მომდგარი ბურთი მახრჩობდა, ტკივილმა წამიყვანა თავისთან, გამომკეტა ოთხ კედელში და ისრებივით მესობოდა მთელ სხეულზე....

ამჯერად იატაკს შევუტიე, საკუთარი ტანსაცმელი დავხიე და შარვლის უკანა ჯიბიდან ფურცელი ამოვარდა. ეს ეს იყო მის განადგურებასაც ვაპირებდი, რომ მასზე წარწერა შევნიშნე. ნომერი იყო... რეზის ნომერი... მისაღებ ოთახში გავედი, ღვინის ბოთლს დავწვდი და კვლავ ისტერიკულად გამეცინა... რამდენიმე ყლუპი გადავგორე ყელში, ტელეფონს დავწვდი და ნორმერი ავკრიფე.

დავრეკო? თუ არა ? დავრეკავ... ზარი გადის... წამი, ორი, სამი...

- გისმენთ... - რეზის ნამძნარევი ხმა ისმის მეორე მხარეს. ეხლაღა ვუყურებ საათს და ვხვდები, რომ ღამის ორია...

- გამარჯობა ! - მეცინება მე.

- რებე ? - ხმაზე გაოცება ეტყობა.

- ჰო, რებე...

- რა ხდება ?

- არაფერი, მომენატრე..

- ნასვამი ხარ ? - მეკითხება სერიოზული ხმით.

- ჰო, ჰო მე ნასვამი ვარ, არა მე მთვრალი ვარ, რებეკა მთვრალია. - ვიცინი.

- რებე სად ხარ ?

- იცი ? მე ტყუპისცალი მყავდა... - დავიწყე, რატომ დავიწყე ? არ ვიცი...

- გყავდა ?

- ჰო... მყავდა. ახლა აღარ მყავს... ჩემი, ჩემი რენა აღარ მყავს რეზი.... - პირველად მივმართე სახელით და სლუკუნი ამიტყდა.

- დამშვიდდი რებე, მშვიდად... მითხარი სად ხარ.

- თავშესაფარში, თავშესაფარში ის ჭურჭელი მე გამიტყდა, მე... - ვერ ვჩერდებოდი. - მაგრამ რენამ, მან.... ამის გამო ის სიკვდილამდე სცემეს რეზი... ჩემი რენა, ცემაში ამოჰხადეს სული, ჩემ მაგივრად... მე უნდა მოვმკვდარიყავი მაშინ ! რატომ ვარ მე ცოცხალი და ის რატომაა ახლა მიწაში რეზი რატომ ? მე დავაშავე, ჩემი ბრალი იყო, არ დამიჯერეს რეზი. თითოეული დარტყმა, რაც რენამ ვერ აიტანა, მე უნდა მეგრძნო, მე უნდა მტკენოდა, მაგრამ მას ეტკინა ! არ დამიჯერეს, არა. მე არ გამიშვეს რენასთან რეზი. იცი როგორი იყო ? მთელი სხეული ჩალურჯებოდა, მთელი სხეული... ხორცისფერი დაჰკარგვოდა, ტუჩები გაჰხეთქვოდა და ჩაშავებოდა რეზი... - ღვინის ბოთლი მივიყუდე და თითქმის ბოლომდე ჩავცალე.

- გთხოვ რებე, დაწყნარდი, მოვალ, დამშვიდდი, არ გინდა. ოღონდ მითხარი სად ხარ. - მამშვიდებდა რეზი, მე კი ცრემლები გამოვუშვი და გავაგრძელე.

- მისი ზღვისფერები ვეღარ დავინახე, ვეღარასოდეს დავინახავ ჩემი რენას თვალებს. ის ვერასოდეს ვეღარ გამიღიმებს, ვერ გამამხიარულებს, ვეღარ იტირებს, მისი თვალები სამუდამოდ ჩაქრა... ის აღარ ადგება, ვეღარ გაივლის, ვეღარ ჩამეხუტება და მომეხვევა, ვერ მაკოცებს, ვერ იქნება ბედნიერი. იმ ახ*რებმა მომიკლეს ჩემი სული, მას გაჰყვა ჩემი სული რეზი, მან წაიღო თან ყველა ფერი, გამანაცრისფრა, რატომ ? რატომ ? რა დავუშავე... ის იყო ფერადი, ის იყო ჩემი ცისარტყელა, ის იყო ჩემი პალიტრა, მე ვიყავი მისი ფუნჯი. ახლა კი ვეღარ ვეხები საღებავებს.. რატომ გამიხსენი იარა რეზი ჩანადირო, რა დაგიშავე ასეთი... - ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობდი გატაცებით და ვერ ვჩერდებოდი. ავდექი და კვლავ აბაზანისკენ ავიღე გეზი. ნამსხვრევებზე გავიარე და ფეხები დამეკაწრა. წამოვიკივლე და დავეცი.

- რებე ?! რებე რა ხდება მანდ ?! სად ხარ ?! მიპასუხე ! რებეკა ! მიპასუხე, რა ხდება, სად ხარ ?! სად ხარ სხიერელო ?! ფუ შენი... - გაისმა რეზის ხმა და მე გონება დავკარგე...

დილით საზიზღარი თავის ტკივილი მაღვიძებს. საწოლზე წამოვჯექი და ხელი თავისკენ წავიღე. ტკივილისგან დავიკვნესე და ხელს დავხედე. შეხვეული მქონდა. ქვედა კიდურებსაც „ამშვენებდა“ ბინტი. რა მოხდა ? ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხი არ მაქვს. გუშინდელი საღამოს გახსენება მინდა, მაგრამ არ გამომდის. ძალიან შევშინდი. რა ჯანდაბა მოხდა გუშინ საღამოს ?! ნელა ვდგები და შიშველ ფეხებს ვახებ იატაკის გაყინულ ზედაპირს. მაჟრჟოლებს, მაგრამ მაინც ვდგები. მისაღებშ გავდივარ და ღვინის ბოთლს ვხედავ სრულიად ცარიელს. თავის ტკივილს ვაკავშირებ ალკოჰოლთან და ძალიან ვფრთხები, როცა მახსენდება, რომ აბაზანაში საკუთარი ტანსაცმელი დავხიე, ახლა კი პიჟამაში ვარ გამოწყობილი. ფრთხილად შევდივარ აბაზანაში და ყველაფერი საშინელ მდგომარეობაში მხვდება. სარკე დამსხვრეული, ნამსხვრევები კი მთელ მასშტაბზე მიმოფანტული. ნიჟარა გაბზარული, საშხაპე მინა ჩამსხვრეული. ნუთუ ეს ყველაფერი მე ვქენი ?! სასოწარკვეთილი ვდგავარ და ვერაფერს ვხვდები. იქვე დაგდებულ მობილურს დავწვდი და უცხო ნომერზე ნარეკს შევხედე. ვის დავურეკე ? ვინ მოვიდა გუშინ ორზე ჩემთან ? ღამის ორზე ?! თვალები ცრემლით მევსება და მთელი სახლის შემოვლას ვიწყებ. ვერაფერს ვპოულობ ხელმოსაჭიდს. ისეთს, რომელიც მამცნობს ვინ იყო აქ, ვინ შემიხვია ჭრილობები და ვინ ჩამაცვა პიჟამა.

ღრმად ამოვიხვნეშე და მილაგებას შევუდექი. ყველაფერი მოვაწესრიგე და ჩანთას დავწვდი. დაუდევარი მოპყრობის გამო ყველაფერი გადმოცვივდა, მე კი ჩავიფრუტუნე და კვლავ ჩავალაგე ნივთები შიგნით. ბოლოს დივნის ქვეშ შეგორებული ფანქარი შევნიშნე. ჩემი არ იყო. გვერდით კი ვერცხლისფრად ეწერა სახელი „ვაჩე“. გონება დავძაბე და ვცადე გამეხსენებინა ვიცნობდი თუ არა ვინმე ვაჩეს. თუმცა უეცრად გონება გამინათდა და გამახსენდა, რომ ლექციაზე კაპიუშონიანმა მაჩუქა. აჰ, ესეიგი ამ ნაცნობი აურის მფლობელს ვაჩე ჰქვია. ფანქარიც ჩავჩურთე ჩანთაში და კისრისტეხით გავემართე ფსიქოლოგთან.

ძალიან მაგვიანდებოდა, ამიტომ რაც ძალი და ღონე მქონდა მივრბოდი. ჩემ წინ ერთმა შავი ფერის მანქანამ დაამუხრუჭა, მე კი ბორბლებქვეშ მოხვედრას ძლივს გადავრჩი. ძალიან გავბრაზდი და ეს ეს იყო მძღოლის კარგა გვარიანად გამოლანძღვას ვაპირებდი, რომ მანქანის მინა ჩამოიწია და ფანქრის პატრონი დავლანდე. ცალყბად მიღიმოდა და თვალებიჭ მჭამდა. გაბრაზებული იერი მივიღე და ხელები გადავაჯვარედინე.

- გაგიყვან. - მითხრა მან, მე კი სულაც არ მსურდა მანქანაში ჩაჯდომა. მაგრამ მაჯის საათი მიწიოდა „ჩაჯექი, ჩაჯექი, თორემ სეანსზე დააგვიანებ !“ სხვა გზა არ მქონდა. ჩავჯექი და მივესალმე.

- გამარჯობა. - მივმართე მე.

- გაგიმარჯოს. - თქვა მან და სიგარეტი ტუჩებს შორის მოიმწყვდია.

- ნიკოტინი ორგანიზმს ვნებს ! - ჩავიბურტყუნე მე და ღვედი შევიკარი. მას გადავხედე და ღვედი ვერ დავლანდე. - არც ღვედის გაკეთება იქნებოდა ურიგო.

- შენ ყველაზე ასე ზრუნავ თუ მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი ? - მეკითხება სიცილით და ღვედს იკეთებს.

- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს ვაჩე. - სასხვათაშორისოდ ვთქვი მე.

- ანუ ფანქარს დააკვირდი რებე ? - დაცინვით იკითხა მან.

- აჰ, ანუ ჩემზე ინფორმაცია მოიძიე ვაჩე ? - არ ჩამოვრჩი გველობაში. საიდან ამდენი გამბედაობა ? საკუთარი თავის მიკვირს.

- ჰმ, მშვენიერია.

- კონკრეტულად რა ? - ჩავეკითხე.

- არაფერი, და*კიდე. საით ? - მეკითხება და ღრმა ნაფაზს არტყამს, საჭეს მთელი ძალით უჭერს და ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, თითქოს ძალიან დაძაბულია. მიკვირს, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლი შემჩნევას.

- აი ამ მისამართზე. - გავუწოდე ფურცელი და დავდუმდი.

- ფსიქოლოგი ? - მეკითხება და მზის სათვალის ზემოდან მიმზერს.

- შენი საქმე არაა. - უკმეხად ვპასუხობ მე და ვფრუტუნებ.

- კარგი, კარგი. - ხელებს წევს და ეცინება ვაჩეს. სანამ ფსიქოლოგამდე მივედით დუმილი ამშვიდებდა გარემოს ჩვენ ირგვლივ. ძალიან, ძალიან ნაცნობი სურნელი ჰქონდა. ვერ ვიხსენებ სად, ან როდის შევიგრძენი ის. მოგონებებს მიღვიძებდა, ძალიან ბუნდოვან მოგონებებს.

როგორც კი მან დაამუხრუჭა შესაბამის მისამართზე ავტომობილიდან გადმოვედი, მისკენ მივიწიე და ჩავაშტერდი. წარმოდგენაც არა მაქვს რას ვაკეთებდი.

- ჰაჰ, მადლობა უნდა გადამიხადო ? - მეკითხება ის.

- რაღაც ეგრე. - ვპასუხობ მე.

- მოდი მაკოცე. - მეუნება და ლოყას მიშვერს, მე კი დრო ვიხელთე და სიგარეტი ავაცალე.

 

- მადლობა ვაჩე. - ვეუბნები და ნიკოტინის ბუდეს იქვე სანაგვეში ვუჩენ ადგილს. ვაჩეს სულელივით ეღიმება და მანქანას ძრავს.

კატეგორია: რომანი | დაამატა: Yume
ნანახია: 776 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar