ლურჯის გრადაცია [5-6 თავი]
13.11.2017, 22:57

...

შევდივარ ფსიქოლოგთან და ვამჩნევ, რომ ყველა მე მელოდება. სახე მიჭარხლდება და კუთვნილ ადგილას ვჯდები. რეზის პირდაპირ მიწევს დაჯდომა და მთელი სხეული მეწვის მისი მზერისგან. შეხვეული ხელების დაფარვას ვცდილობ, მაგრამ ის თითქოს სპეციალურად მათ აშტერდება და მოსვენებას მიკარგავს.

- აბა დღეს რა თემას განვიხილავთ ? - ისმის მერის წკრიალა ხმა და მეც მომენტალურად ვმშვიდდები. ამ ქალს დამშვიდების საოცარი უნარი აქვს. მხოლოდ მისი ხმაც კი საოცრებებს სჩადის !

- ეჭვიანობა. - წარმოთქვა კოხტად ჩაცმულმა მამაკაცმა. მართლაც საინტერესო თემაა. გავიფიქრე მე.

- მშვენიერია, თქვენი სახელი ?

- გივი.

- სასიამოვნოა ბატონო გივი. თქვენ თქვით ეჭვიანობაო, მაშ რატომ დასვით ეს საკითხი, თვლით, რომ ეს პრობლემაა ?

- დიახ, პრობლემაა, თან სერიოზული. - მძიმედ ამოიხვნეშა გივიმ.

- რაშ გამოიხატება ?

- მუდმივად ეჭვებში ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ვენდობი ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მომგებიანია საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებ, არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად ვიცი თუ არა, რომ ჩემ ხელში ბროლის ლარნაკი არ გატყდება, მე მაინც ვეჭვობ, რომ ეს მოხდება ! მოხდება და ჩამანაცვლებენ... - დანანებით ამბობს გივი და ჯიბიდან კონიაკის მომცრო სათავსი ამოიღო. ეს ეს იყო მიყუდებას აპირებდა, რომ მერიმ შეაჩერა.

- რა აზრი აქვს ბატონო გივი ახლა თქვენს დალევას?

- დარდს გამიქარწყლებს ცოტა ხნით. - სევდიანად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

- მერწმუნეთ ეს ცოტა ხანი არ ღირს შემდეგ ტანჯვად, სჯობს პრობლემის აღმოფხვრის გზები ვეძებოთ და არ ჩავახრჩოთ ჩვენი დარდი ალკოჰოლში. აქ ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ. - თქვა მერიმ და სანდომიანი ღიმილით დააჯილდოვა გივი.

- გმადლობთ. - გაუღიმა გივიმაც.

- რა შეიძლება რომ იყოს ეჭვის მიზეზი ?

- საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. - თქვა სოფიამ.

- მართალია, რა შეიძლება იყოს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მიზეზი ? - იკითხა მერიმ.

- ბავშვობის ტრავმა. - ვთქვი მე.

- ესეც მართალია. მაგალითად როგორი სახის ?

- როცა საკუთარი მშობელი განაცვლებს სხვა ადამიანით. - თქვა რეზიმ.

- როცა მეგობარი განაცვლებს სხვა მეგობრით. - თქვა მეორე ალკოჰოლიკმა და დამწუხრდა.

- იმედგაცრუება კარიერაში, არასწორი ნაბიჯები, რომელთა გამოსწორების შანსი არ გეძლევა...

- აპ ! - წამოიძახა მერიმ და გივის მიმართა. - დაიმახსოვრეთ ! ნებისმიერი საქმის გამოსწორება შეიძლება ! გამოუსწორებადი მხოლოდ სიკვდილია ! თუ თქვენ საქმის მიმართ განწყობილი ხართ ნეგატიურად და მუდამ ელით წაგებას, მაშინ ყოველთვის ისე მოხდება, როგორც თქვენ ფიქრობთ. თუ საქმის კეთებისას ჩვენ არ შევინარჩუნებთ ენთუზიაზმს, თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ცხვირჩამოშვებული ვივლით მხოლოდ ძირს დავარდნილ ნარჩენებს შევამჩნევთ. მაღლა ხის ტოტებზე მყოფ ნაყოფს ვერასოდეს შევწვდებით. ამიტომ დაიმახსოვრეთ ! თქვენი ფიქრები თქვენ ხელთაა, თქვენი სამყარო თქვენ ხელთაა. შეღებეთ იგი იმ ფერებში, რომელთაც თქვენ თვლით საჭიროდ. არ მისცეთ უფლება იმედგაცრუებას შეცვალოს თქვენში არა საკუთარი თავი, არამედ თქვენი განწყობაც კი ! - თქვა მერიმ და დაგვადუმა.

- როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ? - იკითხა რეზიმ. არ მჯერა ! ჯანდაბა, არ მჯერა ! როგორ შეიძლება მუდამ მომღიმარი რეზი ნეგატივისკენ მიდრეკილი იყოს ? უაღრესად ნიჭიერი მსახიობი ყოფილა რეზი ჩანადირი, ბრავო ! არაფერი მეთქმის.

- გავაანალიზოთ სიტუაცია. - მშვიდად მოუგო მერიმ, მაგრამ თითქოს მკრთალი ღიმილი შევამჩნიე მის ტუჩებზე წამით.

- მაგალითად ? - იკითხა გივიმ.

- თქვენ მითხარით, როგორ შეიძლება იმედგაცრუების ჭაობიდან თავის დაღწევა ?

- დავალაგოთ სიტუაციის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. - გამახსენდა ბარმენის ნათქვამი. - ყველაფერს აქვს პლიუსები და მინუსებიც. მინუსებიც კი შეგვიძლია ვაქციოთ პლიუსად.

- რას გულისხმობ ? - მომმართა რეზიმ.

- წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა. - ვთქვი მე. სადღაც გაგონილი მქონდა ეს ფრაზა.

- დიახ ! ფროიდის ფრაზაა. ძალიან მართალი ფრაზა. - თქვა მერიმ და მის თვალებში სიამაყის ამოკითხვაც შევძელი. ვაუ პროგრესია, თვალებში რაღაცის ამოკითხვა საინტერესო ფაქტია.

- ანუ თუ ჩვენ ვიცით თავად პრობლემა და ვაანალიზებთ მის არსს ეს ნიშნავს, რომ...

- ჩვენ საქმის მეორედი უკვე გაკეთებული გვაქვს. - დავასრულე რეზის ფრაზა.

- სრულიად მართალი ბრძანდებით ! - თქვა მერიმ.

...

საკმაოდ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა და ვგონებ საკმაოდ ნაყოფიერიც. ხუთი იყო საათი, მე კი საქმე არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა. ადრე წიგნებშ თავჩარგული დღე და ღამე ვმუშაობდი ახლა კი....

კვლავ ლიტ-კაფისკენ ავიღე გეზი. რა უცნაურია, ჩვევად გადამექცა ამ მიმართულებით სიარული. გამეღიმა და ნაბიჯი გადავდგი.

- გიხდება ღიმილი. - გვერდით რეზი ამომიდგა და მოულოდნელი გამოჩენით შემაშინა.

- შემაშინე ! - გულზე ხელი მივიდე მე.

- მშიშარა. - გაეცინა რეზის.

- არაფერიც. - ტუჩენი დავბერე მე და მზერა ავარიდე.

- გეტყობა. საით ? - სასხვათაშორისოდ მკითხა მან.

- ლიტ-კაფესკენ.

- კითხვა გიყვარს?

- უფრო იქაური ჩაი და ღვინო.

- ღვინო შენზე ცუდად მოქმედებს. - თქვა მან და წარბი შეკრა.

- რა გულისხმ... - სიტყვა გამიწყდა და გუშნდელი ღამე გამახსენდა. ნუთუ რეზის დავურეკე ? ჯანდაბა, საიდან მაქვს მე მისი ნომერი ?

- ჰმ ? - გვერდულად გადმომხედა მან.

- ა-არა, არაფერი. მართალი ხარ... - ჩურჩულით ვუპასუხე მე და თვალები ცრემლით ამევსო. როდის მერე გავხდი ასეთი გულჩვილი ?

ამასობაში ლიტ კაფეს მივადექით და შევედი თუ არა ნაცნობმა არომატმა სასიამოვნოდ გამაბრუა. იგივე ბარმენი და იგივე ღიმილი. ეს ადგილი შემიყვარდა-სავით. ძალიან ჩემეული იყო, ძალიან რებესეული...

- გამარჯობა ! - მომესალმა ბარმენი. - ისევ მოხვედი.

- ჰო... - მკრთალად გავუღიმე მე და ჩემკენ გამოწოდებულ ღვინის ბოკალს დავწვდი. ტუჩები გაუაზრებლად შევახე და რეზიმ გამაჩერა.

- არ გინდა.

- შენ ვინ გეკითხება ? - გავვოცდი მე.

- მერე ისევ სხვისი მოსავლელი დარჩები, ამიტომ არ გინდა. - სერიოზულად მიპასუხა მან და დაბინტულ ხელზე შემეხო. ამ ფრაზით კი უკვე დავრწმუნდი, რომ გუშინ ჩემთან რეზი მოვიდა, რეზიმ შემიხვია ხელები, რეზიმ ჩამაცვა და რეზიმ მიპატრონა. თავი ჩავღუნე და ვუპასუხე.

- ესე იგი შენ.

- მე. - თქვა და ჩემი ღვინო მოსვა. ბარმენი დიდი ინტერესით გვაკვირდებოდა და თან ჭიქებს წმენდდა.

- გმადლობ.

-... - პასუხად დუმილს ვიღებ და ეს დუმილი მეხის გავარდნასავითაა მოწმენდილ ცაზე. გული შემეკუმშა და მუჭი მაგრად შევკარი. ბინტი წითლად შეიღება და ძალიან მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა. რეზი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კაფეს კარი გაიღო და მე ჩემი სახელი გავიგონე.

- რებე ! - თავი სწრაფად მოვაბრუნე და ვაჩე შემრჩა ხელში.

- ვაჩე ?

- ჩემს მანქანაში დაგრჩა. - თქვა მან და ჩემი მობილური ხელში შეათამაშა.

- მის მანქანაში ? - ცალი წარბი ასწია რეზიმ, მე კი შიშის გრძნობა დამეუფლა, ყელში მძიმე ნერწვი გადავაგორე.

- ჰო, ჩემ მანქანაში. - ჩემ მაგივრად უპასუხა ვაჩემ და მობილური გამომიწოდა. ძალიან დაიძაბა ატმოსფერო ამ ორს შორის. ამას მე, უგრძნობი ადამიანიც კი ვამჩნევდი.

- გმადლობ. - ამოვიხავლე მე და მობილურს დავწვდი.

- შეხვედრამდე, მზრუნველო ექიმო ! - თქვა ვაჩემ და დატოვა კაფეს ტერიტორია.

„ღმერთო ოღონდ ახლა რეზისგან გადამარჩინე და მონაზვნად აღვიკვეცები !“

...

ყველა სტიქიურ უბედურებას ველოდი, რომლის არსებობის შესახებ ვიცოდი, მაგრამ რეზის ამგვარ რეაქციას ნამდვილად არა. მისმა რეაგირებამ ბევრად უფრო საშინელი შედეგი გამოიღო ჩემში, ვიდრე ნებისმიერ კატაკლიზმს შეეძლო გამოეწვია. მე ერთდროულად მოვკვდი და ცოცხალი დავრჩი.

არაფერი. არა-ფერი...

საერთოდ არანაირი რეაქცია. გულრილი, ქვასავით გამომეტყველება და აისბერგული სიცივე, რომელიც დუმილში იტევს იმაზე ბევრად მეტს ვიდრე ამბობს. გულგრილად ჩამიარა გვერდით და არაფერი უთქვამს. ღვინო ბოლომდე დალია და გავიდა. ძალიან მძიმე და ნელი ნაბიჯებით გავიდა.

მოკვდა... ჩემში რაღაც მოკვდა. რა უცნაური შეგრძნებაა, დავიწყებული... იმედგაცრუება ? რა იმედებზე შეიძლება საუბარი ადამიანთან, რომელსაც ა - ყავს მეორე ნახევარი, ბ - მხოლოდ რამდენიმეჯერ ვესაუბრე და გ - მნახა ყველაზე უსუსურ და ამაზრზენ მდგომარეობაში, რაც კი დამმართნია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თავი ჩავქინდრე და გარეთ გავედი. ისევ იმ მარკეტს მივაშურე, ისევ იმ ღვინის, ამჯერად უკვე ორი ბოთლი. რას ვაკეთებ ? რას აკეთებ რებეკა ? რატომ ? მერის ნათქვამი გაიხსენე, დარდის ალკოჰოლში ჩახშბა აბსურდია. მაგრამ ეს სიტუაცია პრობლემაა ? არ ვიცი... პრობლემის გადაჭრის გზები ვეძებო ? არც ეს ვიცი.

ჩავუარე მიწისქვეშა გასასვლელს, საიდანაც მუსიკის ყრუ ხმა მკრთალად აღწევდა დადუმებულ ქუჩებში. გადავწყვიტე ჩავსულიყავი. არ მკითხოთ, არც მე ვიცი რას ვაკეთებ, არც მე ვიცი რას გავაკეთებ... გულისამრევი სურნელი ტრიალებს აქ. ალკოჰოლი, ნიკოტინი, სხვადასხვა სახის სუნამო... თავბრუს მიხვევს და მუსიკის რიტმში აყოლას მაიძულებს. წარმოდგენაც არა მაქვს სად მოვხვდი, სავარაუდოდ კლუბია. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟის ადამიანები ირევიან ერთმანეთში, ცეკვავენ, იცინიან, ერთობიან, მაგრამ მათ აქვთ ერთადერთი საერთო - კრემისფერი. არც ერთ მათგანს არ გააჩნია საკუთარი იდენტობა. არც ერთი მათგანი რეალურად არ იცნობს საკუთარ თავს. ზიზღის უსაზღვრო გრძნობა მეუფლება და მიჩნდება სურვილი განვერიდო ყოველივეს. მაგრამ რაღაც მაიძულებს ვიარო წინ და არ შევჩერდე.

ბარის მაგიდასთან მივდივარ და საკუთარ ღვინის ბოთლს ვიყუდებ. ლამის ბოლომდე ვცლი და იქვე ვაგდებ. საცეკვაოდ ვბრუნდები და ვაუ ! ისევ რეზი. რა დამთხვევაა. თან მე მიყურებს. მიყურებს, კალთაში კი გოგო უზის. ვაკვირდები და ვატყობ, რომ ელენე ნამდვილად არაა. ჰა, ანუ რეზი ელენეს ღალატობს. ისტერიკულად მეცინება და ცეკვას ვიწყებ, თუ შეიძლება ამ ბრბოს მოძრაობას ცეკვა ვუწოდოთ. რეზის მზერას ვგრძნობ და ვხვდები, რომ მე ეს მსიამოვნებს. ჰო, მსიამოვნებს ხელები, რომლებიც დაცურავენ ჩემ სხეულზე და იპყრობენ რეზის ყურადღებას. ვერთობი და მეც კრემისფერი ვხდები. საკუთარი ნაცრისფერი ბუნება შორს მოვისროლე და რეზის შევხედე. ძალიან ვნებიანად კოცნიდა მის კალთაში მოთავსებულ გრძელფეხება ლამაზმანს, მთელ სხეულზე ეფერებოდა და სიამოვნებდა კიდეც. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი დეტალი... მისი მზერა კვლავ ჩემკენ იყო მოპყრობილი.

რა საზიზღარია ! ამაზრზენი, მოღალატე ! არის ერთთან, ეთამაშება მერეს და ღალატობს მესამესთან. ნეტა საკუთარი თავი არ ეზიზღება ? მე კი ნამდვილად ვიცი, რომ მთელი არსებით მძულს ასეთი კაცები.

სახეზე ღიმილაკრულს ლოყაზე ცრემლი მიგორდება,

ჩემი გრძნობით ჯვარცმულს გული ყელში მებჯინება.

ტკივილი უფრო მათამამებს, ცრემლები თავდაჯერებას მჩუქნიან და მეც ვეშვები იმ მორევში, სადაც ვერ ვამჩნევ ვერავის საკუთარი თავის გარდა. არც რეზი არსებობს, არც სხვა ვინმე სულიერი, ვარსებობთ მხოლოდ მე და მუსიკა. უგემოვნო მუსიკა, რომელშიც ვიოლონოს გასაღები ვარ მე და რიტმულად ვაცეკვებ ნოტებს. მეცინება, მეცინება და მეტირება, შემდეგ მხოლოდ მეტირება...

გარეთ გამოვდივარ და მთელი ხმით ვბღავი. მადლობა ღმერთს არავინაა, ვისაც შეუძლია გაიგონოს ეს სასოწარკვეთილი ხმა, რომელიც ჩემი ყელიდან რეალობაში ჰპოვებს სასუფეველს. იქვე კედელს ვებჯინები და ვსლუკუნებ. მეორე ბოთლს ვიღებ ჩანთიდან და ნახევარს ვცლი. ცრემლები მდის, მაგრამ ვეღარაფერს ვგრძნობ. ვერ ვფიქრობ, ვერ ვალაგებ აზრს, ვერც კი ვხედავ გარკვევით.

- რებე ! რებე ! - მესმის ჩემი სახელი. - რებე ! - მაღვიძარასავით მომაბეზრებლად და გაბმულად ისმის „რებე, რებე“

- ჯანდაბა, რა რებე აგიტყდა, რა გინდა ? - უხეშად ვამბობ მე და თავს ვწევ. ვაჩეა ! ამ ბიჭს საოცარი უნარი აქვს გაჩნდეს იქ, სადაც საჭიროა.

- მე კი არა, შენ რა გინდა აქ ამ დროს და - ღვინის ნახევრად სავსე ბოთლი მაჩვენა. - აი ამასთან ერთად ? - გაბრაზებული ჩანდა, მაგრამ მეკ*და.

- შენი რა საქმეა ?

- ადექი ! - მკაცრად მპასუხობს იგი.

- არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ ! - ვთქვი, გამოვგლიჯე ღვინის ბოთლი ხელიდან და ჩავიხუტე ჩვილი ბავშვივით. თითქოს ეს ყოფილიყოს ჩემი საუკუნო საუნჯე, რომელსაც მართმევენ.

- რებეკა, დამეყრდენი. - მშვიდად თქვა ვაჩემ, მე კი არაფრის დიდებით არ ვაპირებდი ღვინის ბოთლის გაშვებას და აქედან ადგომას.

- არა.

- უხ შენი, ძველებურად ჯიუტი ხარ. - თქვა მან და მხარზე მომიგდო.

- ახლავე გამიშვი, ვაჩე, დამსვი, გამიშვი, თავი დამანებე, ვინ ხარ საერთოდ ! - ვჩხუბობდი და ხელებს ჰაერში ვისროდი. ვფართხალებდი იმის იმედით, რომ ვაჩეს გავუვარდებოდი, მაგრამ ჩემდა სასიკეთოდ საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. ამასობაში ღვინო დამიცურდა და ასფალტზე მოადინა ზღართანი.

- ჩემი წვენიი ! - პატარა ბავშვივით გავეტირე სასმელს.

- ღმერთო, რა დონეზე მთვრალი უნდა იყო, რომ ღვინო წვენად გეჩვენებოდეს ! - ბურტყუნებდა ვაჩე, მე კი ტირილი ამიტყდა. - კარგი, ჰო, კარგი, გიყიდი, ზუსტად ასეთივეს გიყიდი, ოღონდ ახლა ტვინს ნუ ხნავ. - თქვა ვაჩემ, მე კი ისე დავმშვიდდი თითქოს ატირებულ ბავშვს სათამაშო დაუბრუნეს. მანქანაში ჩამსვა და ღვედი შემიკრა. მე კი საჩვენებელი თითი ავუწიე და ვუთხარი.

- აი ასე, კარგი ბიჭი ხარ ! - გაეცინა, ხმამაღლა და გემრიელად გაეცინა.

- შენ რა გითხარი რებეკა ! - თქვა და საჭეს მიუჯდა. ამასობაში მე ჩამეძინა.

...

დილით თავის ტკივილი მაღვიძებს, რასაც ემატება მაღვიძარას გაბმული წიკ-წიკი და ვხვდები, რომ ასე თუ გაგრძელდა, გავლოთდები. გამიკვირდა... მე ჰომ არასოდეს ვსარგებლობდი მაღვიძარათი, მაშ საიდან ეს ხმა ? მობილურს დავწვდი და იქვე დადებულ ფურცელს მივაგენი.

„ვიფიქრე დილით ადრე იქნებოდი ასადგომი, ამიტომ მძიმე ღამის შემდეგ მეგონა გაგიჭირდებოდა, შესაბამისად მაღვიძარა ჩავრთე. ვაჩე.“

გაგიკვირდებათ და უკლებლივ ყველაფერი მახსოვდა გუშინდელი საღამოდან. ისიც მახსოვდა რეზი რომ ელენეს ღალატობდა, ისიც, რომ ღვინოს წვენი ვუწოდე და ისიც, რომ ვაჩემ მომიყვანა სახლამდე. ვაჩეს ფრაზაც მახსოვდა...

„ძველებურად ჯიუტი...“ ნეტა რას ნიშნავს ძველებურად ?

უსუსურობის მძაფრმა განცდამ შთანმთქა და ჩამიტანა სადღაც ბნელში...

ლექცია გვიან მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე შხაპი მიმეღო და მემეცადინა. აბაზანისკენ გავეშურე და ეხლაღა შევამჩნიე, რომ საშხაპე მინაც ჩამეტეხა მაშინ. გამაჟრჟოლა და ის დღე გამახსენდა ფრაგმენტულად, რეზიც გამახსენდა. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც... ერთხელ ღრმად ამოვიხვნეშე და გავიფიქრე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმედგინა.

საოცარი განტვირთვის საშუალებაა შხაპი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი სხეული გიხურს და გაგრილება ემოციურადაც ჩამოგრეცხავს. მართლაც მოვდუნდი და წყალს გავატანე ის ემოციები, რომელიც დამიგროვდა რამდენიმე დღის განმავლობაში. უნდა ვთქვა, რომ ამდენი სისულელე მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გამიკეთებია, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩავიდინე. თითოეული წყლის წვეთი მაშორებდა ერთ კონკრეტულ განცდას არარსებული სულიდან და მიჰქონდა სადღაც შორს...

გამოვედი თუ არა საშხაპედან მივუჯექი წიგნებს და ლექციამდე თავჩარგული ვიჯექი და ვსწავლობდი მხოლოდ ხალათში გამოწყობილი. რამდენიმე საათის შემდეგ გამომაფხიზლა უკვე ხის ყრუ დაცემამ. წამოვხტი და სამზარეულოს მივაშურე. ტაფას ხელი დავავლე და საბრძლოველად მოვემზადე. სასაცილოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს ერთადერთი იარაღი იყო, რაც სახლში მომეპოვებოდა. ხმა კი კვლავ საძინებლიდან გაისმა. და ჰოპ ! გამოიცანით რა ჩამოვარდა... კვლავ ის სურათი... კვლავ ის მოგონებები. შევყურებდი სამ მომღიმარ ადამიანს და ცრემლები მაიძულებდნენ მესლუკუნა.

უეცრად ჭურჭლის მტვრევის ხმა გაისმა სამზარეულოში. ტაფას კვლავ დავწვდი და ამჯერად დავრწმუნდი, რომ არანაირ ზებუნებრივ ძალას არ ჰქონდა ადგილი ფოტოს გადმოვარდნასთან. ცივმა ოფლმა დამასხა და მუხლები ამიკანკალდა, მაგრამ მაინც უნდა წავსულიყავი და მენახა რა ხდებოდა.

ნაბიჯი... ნაბიჯი... ნაბიჯი...

აი, სამზარეულოში ვარ, მაგრამ ვერავის ვხედავ. სამარისებული სიჩუმეა გამეფებული სახლში. ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმის. სუნთქვის ხმასაც კი მივაყურადე, მაგრამ ამაოდ. დაახლოებით ოცი წუთი ერთ ადგილს მიყინული, დაძაბული ვიდექი და ველოდი... არაფერი მომხდარა, საერთოდ არაფერი.

ეგრევე ჩავიცვი და გადავწყვიტე საკეტის გამოცვლა. დავრეკე და ნაცნობს დავუავშირდი. ის დამპირდა, რომ აუცილებლად შეცვლიდა საკეტს შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. მეც ცოტაოდენ დავმშვიდდი, მაგრამ შინაგან შფოთს ვერაფერი მოვუხერხე.

...

ლექციაზე ყველაფერი არაბუნებრივად მშვიდად მიდის. ნეტა რატომ ? არც რეზია, არც ვაჩე. მეც თავისუფლად შემიძლია მივდიო ჩვეულ საქმიანობას და დავტკბე სამედიცინო ლიტერატურით. მშვენივრად გამომდის და დროც თვალსა და ხელს შუა მეპარება. უკვე საღამოვდება, მე კი შფოთი ვერა და ვერ მოვიშორე და ეს მტკივნეული განცდა, რომელსაც ვერ აღვწერ. ეს განცდა მღრღნის... მონატრებას ჰგავს თითქოს, თითქოს...

ეს ესაა ვაპირებ უნივერსიტეტის დატოვებას, რომ მახსენდება, ბიბლიოთეკაში თუ არ შევირბინე და ერთ-ერთი წიგნი თუ არ წამოვიღე ხვალ კარგი დღე არ მელის. ამიტომ სირბილით გავუყევი დერეფანს და ბიბლიოთეკასთან „დავამუხრუჭე“. მთელ კორპუსში არავინ იყო, მხოლოდ მე და ჩემი ნაბიჯების ხმა ვასრულებდით“წვიმის ვალსის“ მელოდიას... უეცრად ვხვდები, რომ ბარმენი მენატრება და ძალიან მჭირდება მისი რჩევის მოსმენა. „ხვალ აუცილებლად შევივლი მასთან !“

საკმაოდ კარგ ხასიათზე ვარ. წიგნს თაროდან ვიღებ და უკან ვბრუნდები, თუმცა გაურკვეველი ხმა მაჩერებს. ხვნეშა, ოხვრა, კვნესა... რა ჯანდაბა ხდება აქ ? ყურებს ვერ ვუჯერებ და თვალებს ვუხმობ საშველად. შუა ბიბლიოთეკაში ორი უსირცხვილო დაკავებულია სექსით. თვალის გუგები გაოცებისგან მიფართოვდება, როცა ბიჭში რეზის, ხოლო გოგოში ელენეს ვცნობ. წიგნი ხელიდან მივარდება და წყვილი ხმის გაგონებისას ჩერდება. კარი შორსაა, გაქცევას ვერ მოვასწრებ, ამიტომ უნდა დავიმალო. ვეუბნები საკუთარ თავს და ერთ-ერთი წიგნის თაროს უკან ვიმალები, რომელსაც ფარავს მძიმე და სქელი ფარდა.

- არის ვინმე ? - ისმის ელენეს მომხიბვლელი ხმა. ხოლო რეზი პირდაპირ ჩემ თაროსთან ჩერდება. დავარდნილ წიგნს იღებს და მის ადგილს უჩენს.

- არაა. - ამბობს ის ხრინწიანი ხმით.

- სამწუხაროა, უფრო შევიდოდი აზარტში. - თქვა ელენემ.

- რა ძ*კნა ხარ ელე. ზუსტად ამის გამო მიყვარხარ. - ეცინება რეზის. გული სწრაფად მიცემს და შეშინებულ კურდღელს დავმგვანებივარ, ადგილზე ვიკუნტები და ვამჩნევ, რომ ჩემი სამალავიდან მარტივად შემიძლია გავარჩიო მისი შიშველი სხეული. ვხვდები, რომ თვალები ზედ მრჩება, თავს ვერ ვაკონტროლებ და სახე მიჭარხლდება. საკუთარ თავს ვსაყვედურობ და თვალებზე ხელებს ვიფარებ. მაგრამ ცდუნება რის ცდუნებაა ბოლომდე თუ არ შთაგნთქა. თითებს შორის გავხედე და მოზრდილი ნერწყვი გადავგორე ყელში. რეზი ელენეს მიუბრუნდა, რომელიც ბიბლიოთეკარის მაგიდაზე სექსუალურად შემოსკუპებულიყო და რეზის საჩვენებელი თითით უხმობდა. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, თუმცა პროტესტს ვინ ჩიოდა, აქედან გამეღწია შეუმჩნევლად და სათოფეზე არ მივეკარებოდი ჩანადირს.

რამდენიმე წუთიც არაა გასული, რომ ეს ორი კვლავ გაცხარებულად კვნესიან და მეც თავისუფლად შემიძლია სახლში დავბრუნდე. ჯანდაბა, რა იყო ეს ?

...

მეორე დილით შევდივარ ლექციაზე სრულიად მოუმზადებელი და რეზის გვერდით მიწევს დაჯდომა. მოუმზადებლობა არ მყოფნიდა და მის გვერდით ჯდომას, ეკლებზე დავმჯდარიყავი ჯობდა ! მთელი სხეული მიხურდა, თავს ვერ ვაკონტროლებდი და პერიოდულად ბროწეულისფერი დამკრავდა. ამ დროს იძულებული ვიყავი გვერდით გამეხედა, რაზეც რეზი რეაგირებდა და ეცინებოდა.

ჰოი საოცრებავ, მაინც და მაინც დღეს, როცა მოუმზადებელი ვარ ლექტორი მთხოვს ჩავაბარო მასალა. სირცხვილისგან რა გავაკეთო არ ვიცი, მძიმედ ვდგები და ვამჩნევ ჩემკენ გამოცურებულ წიგნს. ის წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკიდან ვერ გამოვიტანე გაურკვეული მიზეზის გამო. და ვინ გამომიცურა წიგნი ? რა თქმა უნდა რეზიმ ! ღმერთო, სად დავიმალო, რა გავაკეთო, მუხლები მიკანკალებს... წიგნის დახმარებით ძლივსძლივობით ვპასუხობ ლექტორის მოთხოვნას და ვჯდები. ერთი სული მაქვს როდის დასრულდება ლექცია, რომ თავი დავაღწიო ამ არაადამიანს.

...

ტყვიასავით გამოვვარდი აუდიტორიიდან და ასე მეგონა თვით ყველაზე სწრაფი ცხოველი, გეპარდიც კი ვერ დამეწეოდა. მაგრამ რეზი გეპარდზე სწრაფი აღმოჩნდა...

გზად ბიბლიოთეკისთვის უნდა ჩამევლო და ის ჩემზე რამდენიმე წამით ადრე აღმოჩნდა იქ. როგორც კი ბიბლიოთეკის კარს გავუსწორდი მკლავში მწვდა და გუშინდელ ჩემ სამალავში მიმიმწყვდია. ღღმად ვსუნთქავდი და რეზის ასევე ღრმა სუნთქვა მეცემოდა სახეზე.

- ჰეი, რებე, რაღაც ჰომ არ დაკარგე ? - დამცინავი ღიმილით მეუბნება რეზი.

- რ-რას გულისხმობ ? - ენა დამება მე.

- აი ამას. - თქვა რეზიმ და წიგნი ამიფრიალა ცხვირთან.

- არაფერი მესმის, გამიშვი. - ვეუბნები და გათავისუფლებას ვცდილობ, ის კი ჩემ მკლავს უფრო მწარედ უჭერს.

- ვიღგზნები, რომ მიძალიანდებიან. - თქვა ეს და ცხვირით ცხვირზე გამეხახუნა. ავფართხალდი და შემეშინდა.

- ჰაჰ, ჩემი აღგზნების სურვილი გაქვს მშიშარა ? რაო, ვაჩემ ვერ დაგვაკმაყოფილა ? - საზიზღრად ცინიკური ტონი აქვს, მე კი თვალები ცრემლებით მევსება. - შენც გინდა ისე, როგორც გუშინ ელენესთან ? - მეუბნება და ცალ ხელს ლოყებზე ისე მიჭერს, რომ ტუჩები გამომებურცოს. - მოდი ჩემთან. - უხეშად ამბობს ის და ტუჩებში ვნებიანად მკოცნის. მის სხეულზე მიკრავს და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. - მოგეწონა არა გუშინდელი სცენა ? შე პატარა ძ*კნა. - ვუძალიანდები, მხრებს ვუკაწრავ, ვუტყამ კიდეც, მაგრამ არ მიშვებს. ბოლოს ტუჩზე ვკბენ და როგორც კი მცილდება ვყვირი.

- რეზი ! - ის კი ცალყბად მიღიმის. მაგრამ როგორც კი ჩემ ცრემლებს ამჩნევს ღიმილი სახეზე ეყინება. წარბებს კრავს და ჩემკენ ნაბიჯს დგამს. - არ მომეკარო ! აღარ გაბედო ჩემთან მოკარება ! ცხოველი ! არაკაცი ხარ ! მატყუარა, მოღალატე, არაადამიანი ! - ვკივი მე. სილას ვაწნი და გავრბივარ.

ო, ღმერთო როგორ მეტკინა.... მისი თითოეული სიტყვა, თითოეული ჟესტი მეტკინა... არაადამიანური ბუნება ჰქონია, იდეალური მსახიობი ყოფილა, ჯანდაბა... ჯანდაბა !

...

მივქროდი უნივერსიტეტის დერეფანში და ყველას ვეჯახებოდი, ლანძღვა არ ამცდენია არც ერთი დაჯახების შემდეგ. უნივერსიტეტის გასასვლელს მივაღწიე და აქაც დავეჯახე ერთ გოგოს. წამიერად თვალი შევავლე და ელენე დავინახე. ზიზღის გრძნობა დამეუფლა და ლამის ხელი ვკარი.

- ჰეი, წინ იყურე ! - შემომბღვირა ელენემ.

- ჰეი, უკან გაიხედე ! - ვეუბნები მე და ჩემ ფეხდაფეხ დინჯი ნაბიჯებით წამოსულ რეზიზე ვანიშნებ.

კვლავ მივრბივარ და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. კისრისტეხით მივრბივარ. სუნთქვა მეკვრის, გული სისხლს გაასმაგებული სიჩქარით ტუმბავს და პულსის დარეგულირება არარეალურ მიზნად მესახება სახლისკენ მიმავალ გზაზე. სისხლი ძარღვებს ასკდება და მათ გახეთქვას ლამობს, მთელი სხეულით ვგრძნობ როგორ მესობა შუბივით თითოეული წვიმის წვეთი და სულამდე ატანს მათი ნაკაწრები. ცელივით მჭრელი ნიავის შესახვედრად მივდივარ, რათა მოვეხვიო და მისი ბასრი ზედაპირი ბოლომდე შევიგრძნო. რომანტიული გარემო იქმნება ჩემსა და ბუნებას შორის, რომელიც აუტანელ ტკივილს მიგუბებს ამომშრალი ტბის ზედაპირზე, რომელსაც ოდესღაც გრძნობათა ტბას ვუწოდებდი ჩემში. შუა გზაზე კვლავ დავეჯახე ადამიანს, რომელიც ვაჩე აღმოჩნდა.

- რებე, ჰეი, რებე რა გჭირს ? - შეცბა ჩემი დანახვისას ვაჩე.

- ა ? არა, არაფერი. გამიშვი, უნდა წავიდე. - ვაუბნებოდი და მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი.

- მომისმინე, გაგიყვან არ გინდა ? - თქვა და მანქანაზე მანიშნა. მე კი გაუაზრებლად დავუქნიე თავი. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მოვშორებულიყავი საზოგადოების არეალს და ჩავკეტილიყავი სახლში. სახლში, სადაც არაფერი მიქმნიდა საფრთხეს. სახლში, სადაც მე ვიყავი ადრინდელი მე და არა ისეთი, როგორიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ციხესიმაგრე, სადაც ვერავინ ვერ მავნებს, იმიტომ რომ არც არავინაა იქ ჩემ გარდა.

ვაჩე პირდაპირ ჩემი სახლის წინ გაჩერდა და გვერდულად გადმომხედა. მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და მანქანიდან გადმოვედი. ის კი მომყვა სახლის კარამდე. აკანკალებული ხელით მოვარგე საკეტს გასაღები, სახე გამებადრა. გამოუცვლიათ ! დავმშვიდდი და შევედი. ვაჩეს გავხედე და თვალით ვანიშნე შემოსულიყო, თუმცა მან უარის ნიშნად თავი გააქნია და გამიღიმა.

- ეს ყველაფერი... - დაიწყო მან გაუბედავად.

- ?

- ეს რაც ახლა გჭირს მისი ბრალია ჰო ? -მეკითხება ვაჩე და გულგრილ იერს იღებს.

- ვაჩე...

- ან კი, ან არა. - უკმეხად მპასუხობს ის.

- ან ! - ვეუბნები და შემოსასვლელ კარს პირდაპირ ცხვირთან ვუჯახუნებ. კარს უკან კი ჩაცინების ხმა მესმის და სიტყვა „გასაგებია“-ც ძალიან მკვეთრად ისმის. რამდენიმე წამში კი კაკუნის ხმა ისმის. ოდნავ ვაღებ კარს და კვლავ მას ვხედავ.

- ჰო, ისა... თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს, დამირეკე. - თქვა მან და თითებით ყურთან მობილურის იმიტაცია გააკეთა.

- არ მაქვს შენი ნომერი. - მობეზრებული ტონით ვპასუხობ მე.

- აბა კარგად ჩაიხედე მობილურში. - ამბობს იგი და თვალს მიკრავს. ნელი ნაბიჯით მიუყვება გზას და მანქანაში ჯდება. მე კი მობილურის ძებნას ვიწყებ და როგორც კი ვაჩეს ნომერს ვაწყდები, მაშინვე მომდის SMS.

„ჰაა, იპოვე ?“

„ჰო.“ - მშრალად ვპასუხობ და ტელეფონს ვთიშავ.

ერთადერთი, რაც ახლა მსურს, ეს შხაპია. ცივი, მკურნალი წვეთები, რომელებიც ზუსტად იმეორებენ ჩემი სხეულის მოყვანილობას და მალამოდ ედებიან არარსებულ სულს, რომელიც გრძნობების იმ ტბაში იძირება, რომელშიც მე და ბუნებამ დავღვარეთ რომანტიკის ცრემლები.

ღამე... სიბნელე, ფიქრები, უძილობა, რეზი, ვაჩე, მერი, ალკოჰოლი, ბარმენი, წიგნები... გემი სახელწოდებით „წყნარი ნავსადგური“... რისკი, სიცივე, რომანტიკა, ძალადობა, მე, რენა, ის... ის !

საწოლიდან ვხტები და უნებურად ვკივი. ჩამთვლიმა, მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩამთვლიმა და კვლავ კოშმარი. მის მაგივრად რეზია, მისი ხელები, მისი ტუჩები, მკლავები, სხეული...

ტანში მტეხს და თითოეული მოლეკულა შიშისგან კანკალებს ჩემში. ყელი მიშრება და ორგანიზმი სითხეს ითხოვს. ძლივსძლივობით ვიტან ჩემი სხეულის სიმძიმეს და გავდივარ სამზარეულოში. ვსვამ წყალს და საძინებელში შემოსვლისთანავე ვეგებები უზარმაზარ სარკეს.

ჯანდაბა... რას დავემგვანე. თვალები ჩასისხლიანებული, თმები აბურძგნული, ტუჩები დახეთქილი, ხელები კი ჯერ არშეხორცებული ნაკაწრებისგან დამახინჯებული. სარკესთან ახლოს მივდივარ და შუბლს ვადებ. მისი ცივი ზედაპირი სიამოვნებას მგვრის და ლამის მთელი ტანით ვეკრობი მას. თვალებში ვუმზერ საკუთარ თავს და ანარეკლს ტუჩებს ვახებ.

მეღიმება... მწარედ მეღიმება...

მაშინ... სულ ბოლოს... რენაც ზუსტად ასეთი ცივი იყო, ცივი და დანგრეული. დასახიჩრებული აი ახლა ჩემი ანარეკლივით.

მე კი მცხელა. ძალიან მცხელა, სრულიად ვშიშვლდები და ფანჯარას ვაღებ. ვიწვი, სუნთქვა მიჭირს, ვიხრჩობი... რა მახრჩობს ? არ ვიცი... ის ვიცი, რომ ვიღაც სასტიკმა, ძალიან სასტიკმა წამოიწყო თამაში სახელწოდებით ცხოვრება და თითოეულ ადამიანს აწამებს. მეც მაწამებს, მე ვერ ვუძლებ...

მაგრამ შენ გაუძლებ ! შენ შეძლებ დაინახო ცხოვრებაში არამარტო სისასტიკე და ტკივილი, არამედ სითბო და პოზიტივიც. ადამიანებმა ვაჩუქროთ ერთმანეთს სითბო და სიყვარული. გაიღიმეთ როცა გადიხართ ქუჩაში, ნუ ჩამოგტირით სახე, ნუ იჭედავთ ტვინს საკუთარი ტანჯვით, იყავით კონცენტრირებული დადებითზე. არ მისცეთ უარყოფითს საშუალება შთაგნთქას !

სააბაზანოსკენ ვიღებ გეზს და თერმომეტრს ვეძებ. როგორც იქნა ვპოულობ რამდენიმე წუთის შემდეგ და... 39,4.

გირჩევთ არ გაგიგრძელდეთ თამაში ბუნებასთან და ემოციებთან.

ვდგები და ყველა კარს თუ ფანჯარას ვრაზავ სახლში. სქელ, სხივგაუმტარ ფარდებს ვაფარებ და საწოლში ვძვრები. სრული სიბნელე და სრული სიჩუმეა ჩემ ირგვლივ. ამ სიჩუმეში კი მე უფრო მკაფიოდ შემიძლია გავიგონო „წვიმის ვალსი“, რომელიც უნებურად ბარმენის ატმოსფეროს სძენს ჩემ სახლს და მეც ძალაუნებურად ვმშვიდდები. საოცარი სიმშვიდის განცდა მეუფლება და მეძინება, ძალიან მეძინება, მაგრამ იმდენად დავიღალე, რომ ვერც კი ვიძინებ... ბურუსში იძირება ჩემი სახლი და მეც ორფეოსთან გასამგზავრელად ბარგს ვალაგებ. მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის და ვხედავ ნაცნობ, ძალიან ნაცნობ შავ თვალებს, რომლებიც პირდაპირ მე მომჩერებიან... ის იღიმის მე კი ძალიან მეშინია, მაგრამ საწოლში განძრევის თავიც კი არ მაქვს. ქუთუთოები ერთმანეთს ეწებებიან, ყურები მიგუბდება და მხოლოდ ერთი სიტყვის გაგონებასღა ვასწრებ... რენა...

...

დილით ვდგები და ვატყობ, რომ სიცხე აღარ მაქვს, თუმცა სისუსტე აღმენიშნება. ძლივსზლივობით ვიცმევ და მივდივარ ლექციაზე. რეზის ვერ ვამჩნევ. სამაგიეროდ ვაჩე აქაა და ჩემ გვერდით ზის. ყურადღებას არ ვაქცევ და არც ის იჩენს ზედმეტს ჩემდამი. ალბათ ატყობს რამდენად დაძაბული და დაღლილი ვარ. ეს კი მახარებს, რადგან დასვენების საშუალება მეძლევა. პერიოდულად ვაპარებ მისკენ მზერას და მის თვალებს ვეჩეხები.

მოულოდნელად ვაჩე კალმის ძებნას იწყებს, მე კი მას მის კუთვნილ ფანქარს ვაწოდებ. სახე ებადრება და მეუბნება.

- არ გადაგიგდია.

- რა თქმა უნდა არა. - ვამბობ მე და მკრთალად ვიღიმი.

- გიხდება ღიმილი. - ამბობს ვაჩე, მე კი რეზის ფრაზა მახსენდება მაშინ სეანსის შემდეგ.

„გიხდება ღიმილი !“

 

- გ-გმადლობ. - ვეუბნები და თავჩაქინდრული ვაგრძელებ ლექტორის მოსმენას. ვაჩე ეჭვიან მზერას მჩუქნის, მაგრამ არაფერს იმჩნევს. მაკვირვებს ეს ბიჭი, საიდან იცის როდის და რა უნდა გააკეთოს ?



...

პ.ს. ორ-ორ თავს დავდებ, თორემ ამგვარი აქტიურობით თქვენც მოგბეზრდებათ ოცი თავი და მეც :დ 

კატეგორია: რომანი | დაამატა: Yume
ნანახია: 854 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar