მაინც შეგიყვარდი ! { თავი 2 }
19.07.2018, 17:04


-რას აკეთებ ემა? - გაკვირვებულმა დახედა ზევიდან ჩადუნელმა ,წარბები შეკრა და ხელები შეუშვა
-მიყვარხარ - ღიმილით ახედა და სუნთქვაშეკრული დაელოდა მის პასუხს..
-----------------

გაოცებული უყურებდა გოგონას ,რომელსაც თვალები გაფართოებოდა და მოუთმენლად ელოდა მის პასუხს ..დაიბნა ,ვერ გაეგო რა მოხდა , შემდეგ გაოცებული სახე სადღაც გაქრა, ემას ყურში ჩასწვდა ჩადუნელის ხმამაღალი სიცილი, თვალები ორჯერ დაახამხამა ,ეგონა ელანდებოდა , მაგრამ არა ,ნიკა იდგა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა ,სიცილისგან სახეზეც აწითლებულიყო..
ემას თვალები წამში დაფარა მარილიანმა სითხემ, მთელი სხეული დაჭიმა და შეეცადა არ ეტირა , საშინლად იგრძნო თავი ,დამცირებულად ,განადგურებულად ..მოთმინებით დაელოდა როდის მორჩებოდა სიცილს ..
ბოლოს როგორც იქნა ინება და მორჩა ..
-ემა მე .. -ბლუყუნით დაიწყო
-შეგიძლია აღარ დაამთავრო,ისედაც გასაგებია
-ვწუხვარ - ოდნავ ჩაეღიმა
-ხო,გეტყობა! -ცივად უთხრა და კიბეებზე ასვლა დაიწყო,თუმცა ნიკას მიერ მაჯაში მოკიდებულმა ხელმა შეაჩერა
-ემა მართლა ,ვწუხვარ რომ..
-უბრალოდ დაივიწყე ,ჩათვალე არ მითქვამს ! - უხეშად მოიშორა მისი ხელი და სწრაფად ავარდა კიბეებზე ,უკან კი ისევ ჩადუნელის სიცილის ხმა დაეწია ..
-იდიოტი ,ნაბი***** ,ნაგავი ,საქონელი, უტვინო ! - ყვირილით შევარდა სახლში, ყველაფერი გაიძრო და უხეშად მოიშორა ,ფარდები ჩამოაფარა ,ტელეფონი გათიშა და სწრაფად შეწვა ლოგინში -დეგენერატი ,ხეპრე !!- თან ცრემლები მოსდიოდა ,თან ნიკას ლანძღავდა ,სიცილი რომ დაიწყო ის ეწყინა ..
ჩადუნელმა მის გრძნობებს დასცინა..
ჯანდაბაშიც წასულა ..
თავი ბალიშში ჩარგო და ემოციებს უფლება მისცა დაცლილიყო..

***სამი დღის შემდეგ ***
-მადლობა ღმერთს გამიღე კარები! - გამწარებული შევარდა სახლში მეგი ,ოთახები მოათვალიერა ,ჩამოფარებული ფარდები გადაწია და ფანჯარა გააღო - საშინელად მძიმე ჰაერია ..დაჯექი ! - წარბშეკრულმა გადახედა დაქალს ,რომელიც ხალათისამარა ,თმაგაპუწული, ჩაწითლებული თვალებით იდგა კარებში და იატაკს მიშტერებოდა ,მის ბრძანებას მალევე დაემირჩილა -ახლა ამიხსენი ,რატომ არ გვენახები სამი დღეა ,რატომ ჩაიკეტე სახლში,რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს და რას გავხარ საერთოდ ! -ნელ-ნელა გაამკაცრა ხმა ,ბოლოს კი ყვირილით დაამთავრა
-აუუ,ნუ ყვირი რა - თავზე ხელი მიიჭირა და დაიჭყანა ,მეგიმ ერთი შეათვალიერა ,ახლოს მივიდა და სახეზე მოკიდა ხელი -რას აკეთებ?
-შენ რა ..ნასვამი ხარ? - უხეშად შეუშვა ხელი და გვერდით მიუჯდა ,ემამ ერთი ამოიოხრა
-ხო..არა,უფრო პახმელიაზე ვარ -თავი სავარძლის საზურგეს მიადო და თვალები დახუჭა
-ადექი!!
-რაა?
-ადექი მეთქი!
-აუუ,ჯერ დაჯექიო,ახლა ადექიო..რა გინდა დამანებე რა თავი
-ახლავე ადგები, წახვალ და დაიბან ! -ტონს არ არბილებდა
-ააუუ არ მინდა ..-დაიჭყანა
-გკითხე გინდა თუ არა? -ხელები გულზე დაიკრიფა - დროზე ,ადექი! - ხელში წვდა და ძალით ააყენა ფეხზე ,შემდეგ აბაზანაში შეაგდო, პირსახოციც მიაწოდა ,კარები მიუკეტა და მშვიდად ჩაესვენა სავარძელში..

-აბა ,გამოფხიზლდი? - ჰკითხა პირსახოცშემოხვეულს
-კიი ,კარგი იყო თბილი წყლის ქვეშ ნებივრობა ,მესიამოვნა - თავი გვერძე გადაატრიალა ,სკამზე წამოსკუპტა ,ფეხები კი მეორე სკამზე შეაწყო
-ხო გეტყობოდა ,ორი საათი იყავი ზუსტად შესული -წინ ყავით სავსე ჭიქა დაუდო -აჰა ,გეამება
-მმ..მომენატრა ეს სუნი - თვალებდახუჭულმა შეისუნთქა ყავის არომატი და მონდომებით მოსვა
-გისმენ ,მოყევი რა მოხდა -წინ ჩამოუჯდა
-ნია არ მოვა ? ბარემ ერთად მოგიყვებოდით
-კი მოვა ,ოღონდ მოგვიანებით, იმ დეგენერატმა შაკომ წაათრია სადღაც
-შაკომ?
-ხო, მოგიყვება თვითონ ..მიდი ახლა მე მომიყევი - კომფორტულად მოთავსდა სკამზე და სმენად იქცა
-მოკლედ ,მაშინ ნიკამ ,რომ წამომიყვანა..ძაან მთვრალი ვიყავი ,ხოდა ..- შეპარვით შეხედა - ვაკოცე ..
-რაა ,აკოცე? - გაოცებულმა დააღო პირი - მერე ?
-მერე ვუთხარი ,რომ მიყვარს..მას კი - ძლიერად გადაყლაპა ნერწყვი -სიცილად არ ეყო ეს ამბავი ,ბოლო ხმაზე დაიწყო ხარხარი- სცადა ისევ არ ეტირა ..მეგი ცოტახანს ჩუმად იჯდა ,როგორც ჩანს ნათქვამს აანალიზებდა ,ბოლოს ყავის ჭიქა უხეშად დადო მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა
-წავედი!
-საად?
-ნიკას კუბო უნდა დავდგა - ჩანთას დაავლო ხელი ,ემაც წამოდგა და მკლავში სწვდა
-არ გაბედო ,ნიკას არფერი უთხრა
-ხომ იცი რომ მოვკლავ ! -კბილებს შორის გამოცრა
-ვიცი,მაგრამ ჩემი ხათრით,არაფერი შეიმჩნიო
-კარგი - ერთი ამოიოხრა ,ისევ სკამზე დაჯდა და ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდაზე -არა რა ,ასე ვერ დავტოვებ მაგ ამბავს - ისევ წამოხტა ფეხზე
-მეგი! - ახლა ემამ დაუყვირა -დაჯექი და არ გაბედო ნიკასთან ,ამ ამბის თუნდაც ირიბად განხილვა !
-კარგი ხო ,რაიყო ,მართლა კიარ მოვკლავ - მშვიდად უთხრა და ისევ დაიკავა თავისი ადგილი
-საერთოდ არ მინდა ამ ამბის ,არც განხილვა ,არც ირიბად თქმა ..ნიკა საერთოდ არ ახსენოთ ..ნიასაც უთხარი
-გასაგებია,ვეტყვი..
-აუუ,საერთოდ რას დავლიე ან რას წამოვაყვანინე თავი რაა..არა არ უნდა მეთქვა ,დებილი ვარ
-ახლა ,რომ მიგარტყმევინებ მაგ თავს კედელზე მერე მართლა დადებილდები -თვალები მოჭუტა და მუქარით გააქნია თავი
-რას მერჩი?
-აბა რა თავს იდანაშაულებ, ძალიან კარგი ქენი რომ უთხარი, დავიტანჯე მთელი წელი შენი საცოდაობით!
-ხო და რომ დამცინა ეგეც კარგია არა? -ირონიით ჩაილაპარაკა
-მაგან შენ კიარა თავის თავს დასცინა..დებილია და რა ქნას
-კაი ,არ მინდა ამაზე საუბარი ,გვეყო.
-კაი და უნივერსიტეტში,როდის მოხვალ?
-არ ვიცი - ამოიოხრა - არ მაქვს თავი,მაგრამ ამდენი გაცდენაც არ მინდა..არვ იმის დანახვა მინდა
-ემა მომისმინე , ხვალვე წამოდი უნივერსიტეტში,ნუ დაანახებ იმ ვირს ,რომ ემალები,ან მისმა რეაქციამ გული გატკინა და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო..საერთოდ არაფერი შეიმჩნიო,ზედაც აღარ შეხედო, ეს იქნება მისთვის გაკვეთილი !
-ხო ვნახოთ..
-ვნახოთ კიარა ,ხვალ წამოხვალ!
-კარგი ბატონო ,წამოვალ ხვალ ..

***
თვალები ნელა გაახილა ,დღეს უნივერსიტეტში უნდა წასულიყო, დილიდანვე მთელს სხეულში საშინელი შეგრძნება ეუფლებოდა იმის გაფიქრებაზეც კი ,რომ ნიკას ნახავდა ..მიუხედავად მისი საზიზღარი რეაქციისა ,მაინც უყვარდა ..ხო უყვარდა ,ძალიან და ეს უარესად სტკენდა გულს ..
,,რატომ არ შეიძლება ,ადამიანის წამში გადაყვარება? ასე ხომ ბევრად ადვილია " -თავისთვის გაიფიქრა ,ზვლაზვნით წამოდგა საწოლიდან და ფარდები გადასწია ..სწრაფად ჩაიცვა ,თმა გაიშალა ,სამზარეულოში შევიდა და ყავა გაიკეთა ,შემდეგ იქვე ჩამოჯდა ..
ფიქრებს მიეცა ..რომ არა ტელეფონის ზარი,ასე იჯდებოდა მთელი დღე
-ხო მეგი
-ჩამოდი დაბლა გელით
-იყოს თვითონ წავალ
-გოგოოო! აქ ვარ უკვე და სადღა წახვალ, ჩამოდი მალე! - სიტყვის თქმა არ დააცადა ისე გაუთიშა ტელეფონი, მეგისთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ,მითუმეტეს თუ ნიაც ემხრობოდა ,ამიტომ სწრაფად წამოდგა,ყავა რომელიც არც კი დაულევია ნიჟარაში ჩაღვარა ,ჩანთა აიღო და კიბეებზე მოწყვეტით დაეშვა..
-მზად ხარ? -წინიდან გამოხედა ნიამ,როცა მანქანაში ჩაჯდა
-კი -ღრმან ჩაისუნთქა -ჯანდაბა ,არა,არ ვარ!
-მაშინ მოემზადე (ნია)
-მეზიზღება
-არ მჯერა
-მეგი მოკეტე ! - შეუღრინა საჭესთან მჯდომს
-უიმეე , რა ხასიათზე ხარ რაიყო
-კაი გეყოს ,არ უნდა ნიკას ნახვა და ნერვიულობს
-ნიკა აღარ ახსენო!
-sorry (ნია)
-დღეს ლექციების შემდეგ რას შვებით?- მეგიმ და ნიამ ერთმანეთს გადახედეს -გოგოებო,რას შვებითთქო
-ისა..ჩვენნ..
-რა თქვენ?
-ჩემთან ვიკრიბებით - ყალბი ღიმილით გახედა ნიამ
-მერე რას მაპარებთ,პირდაპირ გეთქვათ..თუ ჩემი მოტეხვა გინდათ? - სიცილით დაამატა
-ხო ,როგორ მიხვდი? -გაღიზიანებულმა გამოხედა - უბრალოდ გიო და მისიანებიც იქნებიან
-ხოო?..მაშინ მე არ წამოვალ
-ახლა ასე უნდა ქნა? ნიკას შიშით ჩვენთან ერთად არსად არ უნდა იარო? (მეგი)
-არ მინდა მისი ნახვა და რა ვქნა!
-არასწორად იქცევი - თავი გააქნია და მანქანა დააპარკინგა
-შენ რა გესმის ,ცხოვრებაში არავინ გყვარებია - გაღიზიანებულმა მიაძახა და გარეთ გადავიდა
-მართალი გითხრა - სიცილით მიჰკრა ნიამაც ხელი და ემას გადაყვა
-თქვენ რაიცით - მოწყენილმა ჩაიკლაპარაკა ,გასაღები აიღო და გოგონებს შეუართდა..

***
-ეჰ, დამღალა ამ ლექციებმა ,როდის დავისვენებთ რაა - წუწუნით წამოდგა სკამიდან ნია
-არ თქვა ,ზაფხულში აუცილებლად წავალ სადმე
-მე თბილისსში დავრჩები,ხალისი არ მაქვს -მხრები აიჩეჩა ემამ
-თბილისსში კი არ დარჩები, ჩემთან ერთად წამოხვალ წყნეთში ,გასაგებია?!
-მეგიი!!
-არავითარი მეგი, არ მაიძულო შენს მშობლებს დავურეკო და საბერძნეთიდან ჩამოვიყვანო!
-არ გაბედო!
-ხოდა მორჩი დეპრესიობანას ..ახლა წავედით მშია
-მე არ მშია
-წამოდი! - ხელი მოჰკიდა და ძალით წაათრია კაფეტერიისაკენ, ნიაც მათ გაყვა..
როგორცკი შევიდა მაშინვე დაინახა თავის ადგილას მჯდარი ნიკა ,გიორგი და შაკო..გულმა ლამის დაარტყა ,ყელში ამოუჯდა და კარებთან გაჩერდა..ისეთი მხიარული ჩანდა ,უდარდელი, აშკარა იყო საერთოდ არ ანაღვლებდა გოგოს გული რომ მოუკლა,კიდევ უფრო გამწარდა ,მასზე წარმოდგენა სულ შეეცვალა ,გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა დაევიწყებინა ,ამას ნიკას საქციელიც ხელს შეუწყობდა და იქნებ გამოსულიყო რამე ..
გიორგიმ შორიდანვე დაინახა გოგონები, ხელი დაუქნია და მათთან მისვლა შესთავაზა ,ემა წინააღმდეგი იყო ,მაგრამ ბიჭი დაჟინებით ითხოვდა ,ამიტომ დათანხმდა ..კიდევ უფრო დაეჭიმა სხეული ,ნიკას მწველი მზერა ,რომ იგრძნო სახეზე ,სცადა თვალის არიდება ,თუმცა არ გამოუვიდა ,ის კი დაჟინებით უყურებდა თვალებში, სახეზე ირონიული ღიმილი აეკრა ,ხელები გულზე დაეკრიბა და ისე იჯდა ,გვერდს შაკო უმშვენებდა ,ის ნიკასგან განსხვავებით ნიას უმზერდა ..გოგონები მშვიდად ჩამოჯდნენ ბიჭების მოპირდაპირე მხარეს
-აბა ,რას შვებით? (გიო)
-რავი, ძალიან დავიღალეთ, ერთი სული გვაქ როდის დამთავრდება და დავისვენებთ (მეგი)
-თქვე ზარმაცებო - სიცილით გადახედა სამივეს - ემა ,სად იყავი გოგო დაკარგული ჰა?- ახლა ემას შეანათა შავი სფეროები,გოგონამ მხრები აიჩეჩა
-დეპრესიაში იყო ალბათ - ირონიულად ჩაიცინა ნიკამ ..
ნაცრისფერი თვალები განრისხებულმა შეანათა ,ხელები მაგრად მომუშტა და ყველანაირად ეცადა არ აჰყოლოდა
-საქმე მქონდა და ვერ მოვახერხე სიარული - გიორგის გახედა და სცადა გაეღიმა ,ნიკას მზერის მოსაშორებლად ფეხზე წამოდგა - წავალ რამეს ვიყიდი,მომშივდა - ჩანთა აიღო და დახლისაკენ გაემართა ,ნატურალური წვენი და იოგურტი აიღო, შემდეგ რიგში ჩადგა გადასახდელად
-ჯერ ვერ დამივიწყე თუ ,ალკოჰოლთან ერთად გამოვიდა ორგანიზმიდან ჩემს მიმართ გრძნობა? - ნაცნობი ხმა ჩაესმა ყურში ,სწრაფად შეაგება ნაცრისფერი სფეროები თაფლისფერს ,ცოტახანს ჩუმად იყო, შემდეგ თავს ძალა დაატანა და გაიღიმა
-რომელ გრძნობას გულისხმობ? - ბიჭს შავმა ფერმა გადაურბინა სახეზე ,ოღონდ მხოლოდ წამიერად ,შემდეგ ისევ ირონიული ღიმილი აიკრა
-არ გინდა თავის მოკატუნება - თმაზე ჩამოუსვა ხელი
-ნუ მეხები !
-თვითონ მაკოცე დაგავიწყდა?
-არა ,რა დამავიწყებს იმას რაც ყოველ გახსენებაზე გულს მირევს? -კბილებს შორის გამოსცრა და გამყიდველს ფული მიაწოდა
-ანუ ის გირევს გულს ,რომ მაკოცე?-სერიოზული ხმით კითხა
-არა ,ზოგადად რომ შეგეხე ის ,მაგრამ ეგეც -ცივად უთხრა და წასასვლელად მოემზადა
-კარგია ,კარგად გამოგდის
-რა?
-თავის დაძვრენა ..ვითომ სამ დღეში გადაგიყვარდი?
-საერთოდ მიყვარდი? -წარბები ზევით აზიდა და ოდნავ ჩაეღიმა ,უდარდელი იერი ჰქონდა ,სინამდვილეში კი საშინლად სწრაფად უცემდა გული, ცდილობდა სახეზე მღელვარება არ შეტყობოდა
-ნწუ, ახლაც გიყვარვარ, ამიტომ იქცევი ასე - თვალი ჩაუკრა ..
ემა შეტრიალდა ,ბიჭებისკენ წასვლა დააპირა ,ნიკამაც წამში აუწყო ფეხი - მომწონს ასე რომ იქცევი, უფრო სააშკარაოზე გამოგაქვს შენი გრძნობები
-ნიკა მოკეტე !
-სხვათაშორის იმ დღის შემდეგ დავფიქრდი, მერე მივხვდი რატომ წითლდებოდი ხოლმე ჩემთან - სიცილით გახედა .
მორჩა მოთმინების ფილა აევსო , ნაბიჯი შეანელა და წინ აეტუზა
-მომისმინე ჩადუნელო !-კატეგორიული ხმით დაიწყო - შენს მიმართ აღარაფერს ვგრძნობ, ჩემი თავის მიკვირს შენნაირი არსება როგორ მომეწონა საერთოდ ..თუ გგონია, რომ ძალიან სიმპატიური ხარ და ყველა გოგო შენზე აბოდებს ძალიან ცდები ..ერთი ჩვეულებრივი გათავხედებული, მამიკოს ბიჭი ხარ, მეკი ასეთები არ მიზიდავს -ჩადუნელის ღიმილი წამში გაქრა ,რამაც ემას კიდევ უფრო შემატა გამბედაობა - ხო ,იყო რაღაც გრძნობა ,მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი ,რომ არ მიმსახურებ, მე შენზე ბევრად მაღლა ვდგავარ ..შეგიძლია აღარ იფიქრო იმაზე ,რომ ჩემს ძვირფას დროს შენზე ფიქრში დავხარჯავ, ერთი წამითაც კი არ ვიფიქრებ შენზე , აღარ მიყვარხარ, აღარ მიზიდავ და საერთოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან !- ბოლოჯერ შეხედა და ზურგი აქცია ,მაშინვე მაჰრად დააჭირა თვალები ერთმანეთს ,ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეტირა ,გული ლამის ყელამდე ამოუჯდა ,ბავშვებთან აღარ მისულა ,პირდაპირ გასასვლელისაკენ წავიდა ,იმ ოთახში შევიდა სადაც მომდევნო ლექცია უნდა ჩატარებოდათ და იქვე ჩამოჯდა..
გაშტერებული იდგა ჩადუნელი შუა კაფეტერიაში, ჯერ არავინ დალაპარაკებია მას ასე ..,,მამიკოს ბიჭი ხარ "-ზე მთლად დაეჭიმა მთელი სხეული
-რამსიგრძე ენა ჰქონია ამ პატარა გოგოს ..-თავისთვის ჩაილაპარაკა - მაცადე ივანიძე,ვნახოთ როგორ გადამიყვარებ..იმაზე მეტად შეგიყვარდები ვიდრე აქამდე ,მერე დაიმოკლებ მაგ ენას .. -კბილებს შორის გამოსცრა და ბავშვებს მიუახლოვდა

ესეც მეორე თავი..ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მოთხრობასთან დაკავშირებით,გთხოვთ გამიზიარეთ ..
კატეგორია: რომანი | დაამატა: თინეიჯერი
ნანახია: 441 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 13 | რეიტინგი: 2.3/3
სულ კომენტარები: 13
avatar
0 Spam
1
ემათი ვამაყობ რააა ნამდვილად ძალიან მაგარი გოგოა, ვიცი როგროიც არის დამალო გრძნობები.
როდესაც შენს გრძნობას აბუჩად იგდებენ.
მოკლედ მე მიყვარს მეგიი, ნიაა, ემა, გიორგი, შაკო და ბოლოს რა ვქნა ნიკაც მიყვარს.
ხომ გითხარი რაც არ უნდა გველი იყოს მაინც მეყვარება თქო
ბელოდევი შემდეგ თავს ჩემო სიყვარულოო ❤
avatar
0 Spam
2
შენი კომენტარი ,როგორც დედაჩემი იტყოდა სახეს მინათებს biggrin მიხარია ,რომ მოგწონს ...მალე დავდებ
avatar
0 Spam
3
მალეეე მალეეე smile
avatar
0 Spam
4
xoo davdeb male biggrin
avatar
0 Spam
5
აუ ძაან მაგარია და მალე დადე რა
avatar
0 Spam
6
კარგი biggrin
avatar
0 Spam
7
ძალიან მომეწონა კარგად წერ .ნიას ყოჩაღ ვერ ვიტან ასეთ ბიჭებს გოგოს გ4ძნობებს რომ დასცინიან. უფრო დიდი თავები დადე
avatar
0 Spam
8
kargi vecdebi gavadido.. biggrin
avatar
0 Spam
9
სადაა ახალი თავი??
avatar
0 Spam
10
mm...isa...dawerilia mara xval davdeb biggrin
avatar
0 Spam
11
დღეს რატო არა? მოვკვდი ქალი ლოდინით
avatar
0 Spam
12
,გავაგზავნე უკვე biggrin
avatar
0 Spam
13
კარგი იყო! გულები მინდოდა გამეხუთებინა, მაგრამ არ გამომივიდა
avatar