მაინც შეგიყვარდი ! { თავი 3 }
24.07.2018, 10:17


{ თავი 3 }

გაშტერებული იდგა ჩადუნელი შუა კაფეტერიაში, ჯერ არავინ დალაპარაკებია მას ასე ..,,მამიკოს ბიჭი ხარ "-ზე მთლად დაეჭიმა მთელი სხეული
-რამსიგრძე ენა ჰქონია ამ პატარა გოგოს ..-თავისთვის ჩაილაპარაკა - მაცადე ემა ,ვნახოთ როგორ გადამიყვარებ,იმაზე მეტად შეგიყვარდები ვიდრე აქამდე ,მერე დაიმოკლებ მაგ ენას .. -კბილებს შორის გამოსცრა და ბავშვებს მიუახლოვდა..

------------
-სად გაიქცა? - ინტერესით ჰკითხა გიომ ,მას მერე რაც მაგიდას მიუახლოვდა ..ჯერ კიდევ ვერ ამოეგდო თავიდან მისი სიტყვები ,იქვე ჩამოჯდა
-ნიკა ! - ფიქრებიდან გამოარკვია
-ჰა..ხო ,რავიცი მე სადაც უნდა იქ წავიდეს - წარბები შეკრა და წყლით სავსე ბოთლს თავსახური მოხსნა..მეგიმ და ნიამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს ,შემდეგ ნიკას ,ერთი შეუბღვირა ორივემ
-ასეთი რა უთხარი ჩემს დაქალს ,რომ გაიქცა ? (ნია)
-რას ეტყოდა ,ისევ რამე საშინელებას (მეგი)
-თავად ჰკითხეთ !
-მოიცა ,მოიცა რა მოხდა ? -გაკვირვებულმა გადახედა გიორგიმ სამივეს
-ხო რა გჭირთ,დღეს ოთხივე უცნაურად იქცევით -(შაკო)
-არაფერი არ გვჭირს ,მეგი წამო წავედით -გასასვლელისკენ წავიდა ნია და დაქალიც თან გაიყოლა

*****
-ემა ! -როგორცკი ოთახში მჯდომი დაქალი დაინახა მაშინვე შეჰყვირა და მიუახლოვდა ,ემა მოტრიალდა და ორივეს აცრემლებული თვალები მიანათა
-ემა ,გვითხარი რა გჭირს ,რა მოხდა? -გვერდით მოუჯდა ნია
-აუ ,ლექციების მერე გეტყვით თორემ თავს ძლივს ვიკავებ -ხმა აუთრთოლდა ,ნიამ თავზე გადაუსვა ხელი და აცრემლიანებული დაქალი გულზე მიიკრა
-კაი,დამშვიდდი
-დამშვიდდეს კიარა ,უნდა ჩამოუღოს ის სახე !-ბოლთას სცემდა მეგი
-კაი რა (ემა)
-კაი რა..რა კაი რა ..უნდა გაგეშვი რა გუშინ ,უნდა გაგეშვი!!
-სად?
-სად და ლოპოტაზე ..სად უნდა გაგეშვი,ნიკას საცემად ! - იქვე ჩამოჯდა -უფ მეტკინა ფეხები სიარულით
-რას დადიოდი მერე ,დამეხვა თავბრუ! (ნია)
-ხელები მექავება ,ნიკას ცემას მთხოვენ (მეგი)
-მეგი გეყოფა ! -ნიამ შეუბღვირა დაქალს და ემა უფრო ჩაიკრა გულში - დამშვიდდი შენ ,მაგას მოვუწყობთ ჩვენ სასაკლაოს !
-არაფერსაც არ მოუწყობთ ! -თავი წამოსწია - დაანებეთ თავი, საერთოდ ნუღარ ახსენებთ მაგას !
-კიდე იმას იცავ?! (მეგი)
-არ ვიცავ ,მაგრამ არაა საჭირო ეს ცემა და ხაფანგების დაგება ,შეეშვით !
-ეს გადამრევს მე (მეგი)
-მეგი -თვალები დაუბრიალა - შეეშვი თავისი გაჭირვება აქვს
-კაი ხო..ვსო ჩუმად ვარ - ხელები გულზე დაიკრიფა

***
-ბიჭო რა გჭირთ თქვენ ოთხს ,არ იტყვი? -მაინც არ ისვენებდა გიორგი
-არაფერი ვაა ! -მომაბეზრებლად აიქნია ხელი
-ნიკუშ ძმა ,მომისმინე ,ან შენი ნებით იტყვი ან ძალით გათქმევინებთ ( შაკო )
-რაგინდათ ტოო, რა შემ**** ჩემი და ემას საქმეა,რატო ერევით?
-რა ხდება შენსა და ემას შორის ? - ყურები ცქვიტა გიომ
-ვაახ ტოო -ამოიხვნეშა და წვერზე ჩამოისვა ხელი -არ შემეშვებით ხო? -თაფლისფერი თვალები შეანათა ორივეს ,ბიჭებმა ერთდროულად გააქნიეს თავი არაო - ჯანდაბას !.სიყვარული ამიხსნა - თქვა და ორივეს ინტერესით დააკვირდა სახეზე , გამოშტერებული სიფათებით გადახედეს ერთმანეთს
-რაა ბიჭოო? (გიორგი)
-ხო,მაშინ წვეულების მერე რო მივაცილე ,მაკოცა და მიყვარხარო -გაეცინა
-მერე შენ რა უთხარი? (შაკო )
-არაფერი, მე არ მიყვარს და - მხრები აიჩეჩა -მოვუბოდიშე და წამოვედი
-და დღეს რაღატო გავარდა?
-ვერ აიტანა უარი ,რომ ვუთხარი და კოსერზე არ ჩამოვიკიდე- ტუჩის კუთხე ჩატეხა - ეწყინა და გავარდა
-ეგეთი არ არის ! (გიორგი)
-აბა როგორია? ერთი პატარა სულელი გოგოა ,რომელსაც შევუყვარდი და ახლა აღარ იცის რა ქნას
-ნიკა! -გამაფრთხილებლად დაიწყო -მე და შენ ძმაკაცები კი ვართ,მაგრამ იცოდე ემაზე როგორცკი დაიწყებ ლაპარაკს ,მაშინვე გაგახსენდეს რომ დასავითაა ჩემთვის,გულს თუ ატკენ საქმე ჩემთან გექნება - ყავისფერი სფეროები მიანათა,ჩადუნელი ცოტახანს ჩუმად იყო,შემდეგ თავი დაუქნია
-დამშვიდდი, მახსოვს
-ძალიან კარგი! -წარბები შეკრა - წავედით ლექცია გვაქვს

****

სახლის კარები შეაღოთუარა ჩანთა მაშინვე კუთხეში მოისროლა , თმა რეზინით აიწია და სამზარეულოსკენ წავიდა ..გოგოები მისაღებში შევიდნენ და იქვე ტელევიზორის წინ მდგარ დივანზე ჩამოჯდნენ
-აუუუ,ემმააა!! -ბოლოხმაზე დაიყვირა მეგიმ -მშიაა და მაჭამე რამეე
-რა გაყვირებს გვერდით ოთახშია ,ცხრა მთას იქით კიარა
-შენ შაკოს მიხედე რა !
-ვამზადებბ!! -ოთახიდან გამოსძახა
-კაი გოგო ხარ!
-შაკო რა შუაში იყო ახლა? -წარბშეკრულმა გადახედა დაქალს
-ვითომ ვერ ვხვდები ,რომ მოგწონს -თვალები მოჭუტა-ნუ უარყოფ მაინც
-მერე ვინ უარყოფს?
-ხოდა ვერ მომატყუ...მოიცა ჰა -გაკვრვებული მიაშტერდა -მოგწონს და ამას არ უარყოფ?
-არა -თავი გააქნია
-ჰმ..უყურე შენ ამას , რატომ არ უარყოფ ჰა ,რატომ?!
-შენ შვილო თავში რამე მოგხვდა? ჯერ რატომ უარყოფო,ახლა რატომ არაო ,ხო კარგად ხარ!
-ოო, მშია და გონება მაქვს დაბინდული - ხელი მუცელზე დაიდო
-ან რატომ უნდა ვუარყო? -წარბშეკვრით გადახედა ,იქვე ჟურნალის მაგიდაზე დადებული ტელევიზორის პულტი აიღო და ჩართო
-რავი ვერთობოდი ,რომ მალავდი - სიცილით გახედა
-მოვიტანე ჰა - თეფშით ხელში შემოვიდა ემა
-აბა რა გამიკეთე ?- კისერი წაიგრძელა და თეფშ დახედა -რაარი გოგო ძროხა ვარ ,ამ ბალახს რომ მაჭმევ? -წარბშეკრულმა ახედა
-ეს ცეზარია ქალბატონო, ამას ძროხებს არ აჭმევენ (ემა)
-მასწავლის ახლა ,მეც კარგად ვიცი რაცაა , მე გემრიელობები მინდოდა
-ოო ,მაგათი მომზადება მეზარება ,წადი და შენ მოამზადე -ხელი აიქნია და საჭმელად მოკალათდა ,ნიაც გვერდით მიუჯდა
-ჯანდაბა შენს თავს ,წავალ მე გავიკთებ ,ჭამეთ თქვენ ეს - ფეხზე წამოხტა და სამზარეულოსაკენ წავიდა
-რა გიჟია ,ეს ვინ უნდა შეიყვაროს - სიცილით გააყოლა თვალი ნიამ
-სცემს ყველას ,ვინც სიყვარულს აუხსნის
-აუ იცი, ბავშვები რომ ვიყავით ერთ ბიჭს უყვარდა ,ხოდა ამან საქმეების გარჩევა დაუწყო, ისეთები ელაპარაკა ტიპმა სკოლა შეიცვალა - სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა
-ნია გამოვალ მანდ და მაგ სალათს ძალით გადაგაყლაპებ ! -სამზარეულოდან გამოსძახა მეგიმ
-ოო..ემა ,ხომ მოხვედი ხასიათზე?-ღიმილით გადახედა დაქალს ,რომელსაც აშკარად ეტყობოდა სახეზე ხასიათზე მოსვლა
-კი, თქვენს ხელში რა მომაწყენს
-ხო,ჩვენ სუპერ პოზიტივები ვართ -თავი ამაყად გააქნია - მოყვები რა მოხდა?
-მოიცა მეც მოვედი - შემწვარი კარტოფილით სავსე თეფშით შამობანცალდა და ემას წინ დაიკავა ადგილი,თმა მოუხერხებლად აიწია და ჭამას შეუდგა
-ეგ სულ შენ უნდა ჭამო? - ნერწყვი ხმამაღლა გადაყკაპა ემამ და ოქროსფრად დაბრაწულ კარტოფილს ხარბად გადახედა
-თქვენც გინდათ? -ორივემ თავი დაუქნია -აბა ცეზარი ,ცეზარიო? -წარბები შეკრა
-მაჭმევ? - მეგიმ ერთი ამოიოხრა და კარტოფილი თეფშებზე გადაუნაწილა
-ჰე ახლა ,დაიწყე.. - თან ჭამდნენ თან უსმენდნენ ,ბოლოს ემამ მოყოლა დაასრულა ,მეგიმ კი ტაში შემოჰკრა- ძაან კარგად გითქვამს ,ყოჩაღ
-აი რატომ იყო ათი წუთი გაშტერებული (ნია)
-ხოო,ეგრე მოუხდება ,იდიოტი- მხრებში გაიჯგიმა ემა , ცოტახანში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა
-მე გავაღებ -ფეხზე წამოდგა მეგი - ის ნიკა თუ არის ,მივარტყავ რა ცხვირშიი -ხვეწნით გადახედა ემას , მერე გაიცინა და კარებისკენ წავიდა ..
-გამარჯობა -ზღურბლზე ახალგაზრდა ,მაღალი ,შავგვრემანი ბიჭი იდგა ,შავი თვალები უცინოდა,ცალი ხელით კარების ჩარჩოს მიყრდნობოდა ,მეორეთი კი ჟაკეტის კიდეს აწვალებდა
-პრივეტ , რამ შეგაწუხა? -ცივად მიმართა , ბიჭმა ერთი აათვალიერა გოგო ,მის ტუჩებზე ცხიმის კვალი ,რომ შენიშნა გაეცინა - რა გაცინებს ?! -წარბშეკვრით გახედა
-არაფერი -წამში დაუსერიოზულდა სახე
-ჰმ.. აღარ იტყვი რა გინდა,თუ ასე უნდა იდგე ?!
-აა ხო, ისა..მე ახალი მეზობელი ვარ, თქვენს წინ ვცხოვრობ,მიშკა მქვია
-ვაიმეე რა კარგიაა - ირონიულად ჩაილაპარაკა და კარის მიხურვა სცადა
-მოიცა არ დამიმთავრებია -კარებს მოკიდა ხელი და დაკეტვა არ აცადა
-დაამთავრე მერე - მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები
-არ გინდა საღამოს შემოხვიდე?
-ბატონოო?! - შეჰკივლა -თავი ვინ გგონია!-ხელები გულზე დაიკრიფა და კბილი კბილს დააჭირა დასამშვიდებლად ,რომ არ ეგლიჯა სიფათში
-არა ვერ გამიგეთ - დამშვიდება სცადა - კარის მეზობლების გაცნობა მინდა ,სხვებიც დავპატიჟე..შემოხვალთ ?
ერთხელ კიდევ აათვალიერა ბიჭი - არა ! - უხეშად მიახალა და ცხვირწინ მიუჯახუნა კარები
-ვინ იყო? - ინტერესით გადახედა დაქალს
-ერთი ვირი -ხელი აიქნია და ჭამას შეუდგა -ახალი მეზობელი გყავს ემუშ
-ვაა ,ვინაა?
-მერავიცი, ხომ გითხარი ერთი ვირითქო
-ბიჭია -დაასკვნა ნიამ
-რაიცი? (ემა)
-გოგოზე მასე არ ილაპარაკებდა - სიცილი დაიწყო - ხო მოდიხართ დღეს?
-კი.. -ორივემ ერთხმად უპასუხა

****


საღამოს ყველა ნიასთან და გიორგისთან შეიკრიბა ,ბიჭები ფეხბურთზე საუბრობდნენ ,გოგონები სამზარეულოში ყავას აკეთებდნენ ..ემა იმაზე მშვიდად იყო ვიდრე ეგონა ,მაგრამ ხანდახან ნიკას მზერას აწყდებოდა ,რაც თან სიამოვნებდა ,თან არა .. ბიჭების ხმაურს გოგონების ზუზუნი და ტელევიზორის ხმაც ემატებოდა ,კიდევ კარგი საკუთარი სახლი ჰქონდათ თორემ ცხრაჯერ უჩივლებდნენ მეზობლები ..

-ზეგ შაკომ კინოში დამპატიჟა - ჩუმად უთხრა ნიამ გოგოებს ,თან ბარს იქეთ მჯდარ ბიჭებს გადახედა ,რამე ხომ არ გაიგესო
-ვაა მაგარია ,რა ფილმზე მივდივართ ? - დახლზე შამოჯდა მეგი და ფეხების ქნევას მოყვა
-რა მივდივართ გოგო, შენ ვინ გპატიჟებს? - წარბშეკვრით გადახედა დაქალს ,თან ჭიქაში ყავის ჩაყრას შეუდგა
-აბა იმ კლოუნთან ერთად მარტო მიდიხარ ? (მეგი)
-აუ ემა უთხარი ამას რამე !
-მაგიიი..დაანებე თავი პაემანზე მიდის გოგო - წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაიწია ,ჭიქას დასწვდა და ყავის წრუპვას მოყვა
-კაი ხო, ვიხუმრე..რა ფილმზე მიყავხარ ვაჟბატონს ?
-ვინ ვაჟბატონს ,შაკოს?- ცალი წარბი ასწია - არ ვიცი, სურპრიზიაო
-რამე საშინელება იქნება ,დაგსვავს მერე ბოლო რიგში და ..ვაიმეე ,არა მარტო არ გიშვებთ!-თვალები გაუფართოვდა და შეჰკივლა
-მეგი! -დაუყვირა ნიამ და კოვზი ესროლა ,თუმცა ოსტატურად აიაცდინა
-მკლაავ გოგოო?! - სიცილით გადახედა წარბშეკრულს
-აბა რეებს იძახი !
-რაიყო კოცნას არ უპირებ? - ლამის მოკვდა სიცილით აწითლებულ დაქალს რომ გახედა ,ემას უკვე მოესწრო სიცილისგან ტირილი
-ახლა გამასწარი !- დაიღრიალა და სამზარეულოდან გავარდნილ მეგის კივილით მიყვა უკან .. ემა მათ ადევნებდა თვალს და იმდენს იცინოდა ჰაერი არ ყოფნიდა, თუმცა ეს სიცილი სახეზე შეახმა მისკენ მომზირალი ჩადუნელი ,რომ დაინახა ..ერთიანად დაეჭიმა სხეული, უსიამოვნო შეგრძნებამ გასცრა ორგანიზმში,ღრმად ჩაისუნთქა და გოგოებთან წავიდა სწრაფი ნაბიჯებით..
ოთახის კარი ,რომ შეაღო ასეთი სურათი დახვდა : მეგი ნიას საწოლზე იწვა ,თმა ბალიშაფეთქებულივით ქონდა , ზედ ნია აწვა და ბალიშს მთელი ძალით ურტყავდა
-გამიშვი გოგო ,სულ გადაირიეე!! -ბოლო ხმაზე კიოდა მეგი
-ვაკოცო ხოო!! ვაკოცო ხოო!! ახლა მიდი აკოცე ამას! -ნიაც ყვიროდა ,თან იცინოდა და თავის სათამაშო თოჯინას ტუჩებზე ძალით ადებდა
-თოჯინას რატომ უნდა ვაკოცო,მომაშორე ,ყაარსს!!!
-კაით გეყოფათ გოგოებო! -ყვირილით შევარდა ემა და მათ გვერდით ჩამოჯდა
-მან დაიწყო - მხრებში გასწორდა ნია ,მეგის მოშორდა და უფლება მისცა ისიც წამომჯდარიყო ,მის დანახვაზე ორივეს სიცილი აუტყდა
-რა გაცინებთ? -წარბები შეკრა
-თავზე ბუდე გადევს - სიცილით გაიშვირა მისკენ ხელი ემამ,მეგი მაშინვე წამოხტა და სარკეში ჩაიხედა ,სახე ჯერ დაეღრიცა ,შემდეგ სიცილი უატყდა
-ჩიტებიღა მაკლია - ხითხითებდა ,თან ამაოდ ცდილობდა თმის დავარცხნას -ეს რა ძალა გქონია დაქალო,ამას მიმალავდი?
-ჯერ სად ხარ -კუნთების მოზომება დაიწყო ნიამ,შემდეგ ამაყად გაიჯგიმა
-არა მართლა გიჟები ხართ,ეს ვის გადაგეყარეთ -თავი გააქნია ემამ
-აუ,გიჟები კი ვართ მაგრამ მშია - ლოგინზე გადაწვა მეგი და ხელები გაშალა
-რა შუაში იყო ახლა ეს?
-გამახსენდა და ..
-სულ როგორ გშია ,კუჭი გაქ თუ ..რაც -დასასრული ვეღარ მოიფიქრა
-ნუ რა ვქნა ..უი ჭამაზე გამახსენდა 15-ში რას ვშვებით?
-რა ხდება 15-ში ? - ვითომ არახსოვსო ისე იკითხა ნიამ ,ტუჩებდაპრუწულმა ემამ მეგის გადახედა და თვალები გადაატრიალა
-ვითომ არ ახსოოვს !
-არაფერსაც არ ვშვები, მეზარება
-რა გეზარება გოგო, დაბადების დღის გადახდა როგორ გეზარება ?!
-ოო,მეზარება და ვსიო..
-შაკომ დაპატიჟა ალბათ სადღაც - ემამ ნიას გადახედა ,რომელსაც ეშმაკურად გაეღიმა
-დავპატიჟებ მაგას მე სასაფლაოზე - გაბრაზებული ჩამოხტა მეგი და ბიჭებისკენ გაემართა ..
-სად მიდიხარ ?
-შაკოს ტორტის გამაზვას არ შევარჩენ ! -კარების სახელურს დასწვდა
-გაჩერდი არ უთხრა არაფერი-ხელში წვდა ნია
-რატომ? ამდენი თვეა ტორტს ველოდები ,იმ დებილი ბალერინის გამო არ უნდა ვჭამო?
-ვაიმე ,ისე გიყიდი ამ ტორტს ,ოღონდ იქ არაფერი უთხრა!
-აჰ,უყურე ახლა ამას - ემას გადახედა - გოგო,მართლა ტორტში კიარაა საქმე ..ან რატომ არ უნდა ვუთხრა იიქ?
-გიომ ჩვენზე არ იცის ..ჯერ არ გვითქვამს
-ახ..უიმე გიო -თავში იტაკა ხელი -გაგიჟდება !
-ხოო,არ იცი რა ტიპია?
-კაი ხო,მარა მაინც უნდა წავკბინო რამეზე- კარები გამოაღო და კიბეებზე დაეშვა,ემა და ნიაც მას მიყვნენ..

****

ბიჭებთან ჩავიდნენ და გვერდით მიუჯდნენ, ნია შაკოსა და გიოს შორის ჩაჯდა ,მეგი და ემა წინ ორკაციან დივანზე მოკალათდნენ, ნიკა ისედაც პუფზე იჯდა და ტელეფონში იყურებოდა..
-აბა , რაარი ახალი ? - თვალი მოავლო გოგოებს გიომ -რატო დარბოდით?
-ახალი არაფერია და იმიტო დავრბოდით ,რომ შენს დას ჩემი მოკვლა უნდოდა
-კაი კაცო, ამდენი წლის შემდეგ ახლა მიხვდა,რომ მოსაკლავი ხარ ? -სიცილით გადახედა წარბშეკრულს
-ელაპარაკე ახლა ამათ !
-კაი მეგან არ გამიბრაზდე - წინ გადაიწია და ლოყაში ჩააფრინდა ,მეგიმ ერთი დაიჯღანა და უხეშად მოიშორა მისი ხელი -ემა ,შენ რატომ ზიხარ ჩუმად?
-საყვარელი ადამიანების ყურებით ტკბება - თავი არ ამოუყვია ტელეფონიდან ისე თქვა ჩადუნელმა ,ემამ განრისხებული მზერა მიაპყრო
-ხო, სხვათაშორის შენ მათ რიცხვში არ შედიხარ ! -კბილებს შორის გამოსცრა ,ნიკამ ერთი ამოხედა წარბებს ქვევიდან,ტელეფონი გათიშა და ამაყად გაუსწორა მზერა
-როდის აქედან? - ირონიული ღიმილი აეკრა სახეზე
-კარგა ხანია !
-ხოო?
-დიახ!
-არ მიყვარს მატყუარა გოგონები -გაუღიმა ,შემდეგ შაკოს გადახედა და თვალი ჩაუკრა
-მე რას მეპაჭუნები ტო ?- სიცილი აუტყდა ამ უკანასკნელს
-ნაშა ხარ და უნდა დაგკერო -ირონიულად აათვალიერა ძმაკაცი და ისევ ემას მიუბრუნდა - სხვათაშორის მე მხოლოდ ლამაზი გოგონები მომწონს - ნიშნის მოგებით გახედა ემას და მის აწითლებულ და განრისხებულ სახეზე სიცილი ატეხა - შენ რას იტყვი ემა?
-რა უნდა ვთქვა , ზოგადად ცნობილი ფაქტია ,რომ ყველა თავისებურად აღიქვამს სილამაზეს ,ალბათ შენც შენნაირები გგონია ლამაზი
-ჩემნაირებში რას გულისხმობ?
-აი ინდაურებს რომ გვანან და თავი ადამიანები ჰგონიათ - ყველას ერთხმად აუტყდა სიცილი
-მე ვგავარ ინდაურს? -წარბები აზიდა
-ხო,თან გაფხორილ ინდაურს
-წადი ბიჭო კვერცხი დადე -სიცილისგან აწითლებულიყო შაკო
-მოკეტე -შეუღრინა
-კაი გეყოთ ახლა ..-ორივეს გადახედა გიორგიმ
-ამ გოგოს 18 მეტრიანი ენა აქვს !
-ჩემი ენის სიგრძე ტვინი რომ გქონდეს რა გიჭირს !-ენა გამოუყო,ნიკამ ერთი ახედა განრისხებულმა და წამში აარიდა მზერა
-ემუშ ,მიდი რა კოფე გამიკეთე -ხვეწნით გადახედა გიომ, ისიც სამზარეულოსკენ გაემართა,ნიკამ თვალი გააყოლა და თვალები მოჭუტა
-აუ მეც რა -მხარი აუბა შაკომაც
-აჰ,უყურე ამას ,მომინდომა ყავა და სვეცკობა -წარბშეკრულმა გადახედა მეგიმ
-შენთვის ყავა სვეცკობასთან ასოცირდება?
-გამოთქმაა ეგეთი შვილიო..-თვალები აატრიალა
-შენი შვილი რო ვიყო თავს მოვიკლავდი
-ვაიმეე ,მოძველდა ეგ ..გეუბნებით დაბერდა ეს
-ბებერი მხოლოდ შენ ხარ აქ ! შინაბერავ
-შენ დიდი ხანია დაოჯახდი?
-მალე მაინც დავოჯახდები მე ! - ჩუმად გააპარა თვალი აწითლებული ნიასკენ
-ვინ გატანს შე საცოდავო შენ
-მაგაზე შენ ნუ იღელვებ !
-ჩვენ ბალერინებს გოგოებს არ ვატანთ - ხელები გულზე დაიკრიფა ,შაკომ ერთი შეუღრინა და ძარღვებდაბერილი მიაშტერდა მეგის
-მე მოვალ - ფეხზე წამოდგა ნიკა და სამზარეულოსაკენ გაემართა..

****
ყავას ამზადებდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო ზურგსუკან ,ჩათვალა მეგი იყო ,ამიტომ აღარ შებრუნებულა
-გაიგონე რა თქვა ? ნამდვილი..ნამდვილი უტვინო ქათამია..-კბილებში გამოსცრა - ეგ როგორ მიყვარს ,ეგ უტვინო რვაფეხა ეგ .. -ქოთქოთებდა ,უნდა შემობრუნებულიყო წელზე ძლიერი ხელების შემოხვევა რომ იგრძნო, კისერთან მიეფრქვა მისი ჰაერი, მიხვდა რაც ხდებოდა და ერთიანად დაეჭიმა სხეული
-ახლახანს აღიარე რომ გიყვარვარ - ყურთან უჩურჩულა ნიკამ და კისევ უფრო

კატეგორია: რომანი | დაამატა: თინეიჯერი
ნანახია: 436 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
ველოდები გაგრძელებას... smile
avatar
0 Spam
2
davdeb male biggrin
avatar
0 Spam
3
სადაა ახალი თავი შე მოღალატევ?
avatar
0 Spam
4
ძაან ცუდად ვიყავი და ვერ დავწერე..ხვალ დავწერ
avatar
0 Spam
5
ჰეეი
avatar
0 Spam
6
daideba dges biggrin
avatar