მაინც შეგიყვარდი ! { თავი 4 }
06.08.2018, 17:31


მოულოდნელობისაგან შეჰყვირა და კოვზი ხელიდან გაუვარდა ,იმდენად იყო ნიკა მასზე აკრული განძრევითაც ვერ ინძრეოდა ,ერთიანად დაუარა ეკლებმა მთელ სხეულში,გაბრაზება და ამავდროულად სიამოვნების გრძნობა მოაწვა ,თუმცა თვითონაც ხვდებოდა ასე არ შეიძლებოდა..თვალები მაგრად დახუჭა ,ღრმად ჩაისუნთქა და გაბრძოლება სცადა
-ნუ ფართხალებ! - მკაცრი მაგრამ ღიმილნარევი ხმით უთხრა და თვითონ უშვა ხელები, ემაც წამში შეტრიალდა მისკენ ,ავად ახედა
-როგორ ,ბედავ ჩემთან შეხებას ! -კბილებს შორის გამოსცრა ,კისერზე ძარღვები დაეჭიმა
-ახლა არ მითხრა არ მესიამოვნაო - ცალყბად გაიღიმა
-არა ! არ მესიამოვნა ,შენი დამანვაც კი არ მსიამოვნებს ! - გვერდის ავლა სცადა თუმცა იმდენად იყო დახლსა და მის ხელებს შორის მოქცეული ვერანაირად გააღწევდა
-არადა ორი წუთის წინ თქვი ,რომ გიყვარვარ ! - საჩვენებელი თითით სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია , მის დაბნეულ მზერაზე კი გაეცინა
-შენზე არ მითქვამს !
-ხოო?
-დიახ
-ანუ არ გიყვარვარ - ჩაიჩჯრჩულა და სახე ახლოს მიუტანა
-არა ! -მტკიცედ თქვა ,გამბედაობა მოიკრიბა ,ხელები მკერდზე მიაბჯინა და უკან უბიძგა -გაიწიე
-რატომ,თუ არ გიყვარვარ და ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ ,მაშინ არც უნდა გადარდებდეს ასე ახლოს ვიდგები თუ არა შენთან !
-არც მადარდებს ..უბრალოდ ხელს მიშლი -ხელები გულზე დაიკრიბა და ადუღებული წყალი ჭიქებში ჩაასხა
-კარგი თმა გაქვს - ხელზე დაიხვია მისი თმის ბოლოები
-ნიკა შემეშვი
-ასე ცივად რატომ მექცევი ბოლო დროს?
-პასუხი თვითონაც იცი..
-ასე ძალიან გიყვარვარ,რომ ჩემთან ნორმალური ურთიერთობაც არ შეგიძლია?-ჩაეღიმა
-მომისმინე !
-გისმენ -ხელები გულზე დაიკრიფა
-აღარ მიყვარხარ,აღარ მადარდებ ,აღარ მაინტერესებ..ჩემთვის აღარავინ ხარ ,ასე იმიტომ ვიქცევი რომ თავად მოქმედებ ნერვებზე ,თავად მაღიზიანებ,უბრალოდ გთხოვ ,ან მოგთხოვ ,როგორც გინდა გაიგე ,თავი დამანებე ! -კატეგორიული ხმით უთხრა -გადი აქედან -ხელი კარისკენ გაიშვირა და შებრუნდა რომ თავისი საქმე გაეგრძელებინა
-გეწყინა?-ფეხი არ მოუცვლია
-რა?-გაოცებულმა ჰკითხა
-რომ გითხარი არ მიყვარხართქო..გეწყინა? - მისკენ სწრაფად შებრუნდა ,ნაცრისფერი სფეროები თაფლისფერს გაუსწორა ,ცოტახანს ჩუმად იდგა , ის დღე გაახსენდა ,ის საშინელი დღე ,ყელში ბურთი გაეჩხირა ,მთლიანად ამოუტრიალდა გულ -მუცელი,იგრძნო როგორ მოიწევდა ცრემლები თვალებისკენ და სანამ ნიკა ამას შეამჩნევდა უნდა გასცლოდა ..არაფერ უთქვამს ,გვერდის ავლა სცადა ,თუმცა ჩადუნელი მკლავში სწვდა და მისკენ შეაბრუნა ,სერიოზული სახით უყურებდა გოგოს ,ოდნავ აცრემლებული თვალებიც შენიშნა ,მართალია ქალებს იყენებდა და სერიოზული ურთიერთობა არცერთთან ჰქონდა ,მათ აგდებულადაც ალეპარაკებოდა ხოლმე მაგრამ არცისეთი საშინელი ადამიანი იყო ,გული მასაც ჰქონდა ,პატარა ,მაგრამ ხომ ჰქონდა.. მის სახეზე ტკივილი ,რომ დაინახა დაიბნა -ემა..მე..
-ხელი გამიშვი ! - შეუღრინა და ხელში ჩააფრინდა -გამიშვი მეთქი ! -დაიყვირა ,მისი ბრძანება შეასრულა და ხელი უშვა
-ემა მაპატიე - მოულოდნელად წამოსცდა მის ბაგეებს ეს სიტყვები, თვითონაც გაოცდა ,თავიდან ეგონა სხვისი ხმა მოესმა ,რადგან იმწუთას ის არ იყო ნიკა ჩადუნელი,ის რაღაც სხვა ადამიანი გახდა ,რომელსაც ძალიან არ ესიამოვნა მისი მიზეზით სხვას რომ სტკიოდა
-მომისმინე ! მეორედ არ გაბედო და არ გამეკარო, არ გაბედო და არ დამელაპარაკო ,ასე ახლოს მოსვლაც აღარ გაბედო ! საერთოდ ჩათვალე რომ არ ვარსებობ! - გაღიზიანებულმა მიახალა ,ჭიქებს დასწვდა და სამზარეულო დატოვა ..

***
-ხალხო ნიას დაბადების დღეზე რას ვშვებით? -სპეციალურად იკითხა მეგიმ, ჯერ გიორგის გადახედა შემდეგ თვალებმოჭუტულმა შაკოს
-რას უნდა ვშვებოდეთ,ვგულაობთ - მხრები აიჩეჩა გიომ
-არაა ,მე არ მინდა გადახდა - სიკვდილზე დაგდებ თვალებით გახედა ნიამ დაქალს
-რატომ?
-დებილია - ხელები გულზე დაიკრიბა
-მეგი გეყოს ! უბრალოდ არ მინდა და მორჩა !
-კაი თუ არ უნდა რას აძალებთ -ჭიქები შემოიტანა ემამ ,სახეზე საოცრად გაწითლებულიყო ,მას უკან ნიკა მოყვა ..
-ხო ,რავიცი ერთი,რას მაძალებთ ჩემი დაბადების დღეა ,თქვენი ხომ არა
-ემა გირეკავენ - ტელეფონი გადააწოდა ,ემამაც სწრაფად გამოართვა და ნომერს დახედა ,უცხო ნომრიდან რეკავდნენ
-გისმენთ ...დიახ..რომელი ხართ...აა ,გამარჯობა ლუკა ,კი კარგად შენ ? ...-სახეზე ღიმილი გამოესახა - მართლა?აუ როგორ მომენატრე...კარგი..-ტელეფონი გათიშა და ფეხზე წამოდგა
-სად მიდიხარ?
-საქმე მაქვს ,უჩემოდ გააგრძელეთ -ჩანთას ხელი დაავლო
-ღამის ათ საათზე რა საქმე გაქვს ? - ინტერესით გადახედა ჩადუნელმა ,თუმცა გოგომ მისი კითხვა დააიგნორა და კარებისკენ აიღო გეზი
-ლუკა ვინაა ის მაინც გვითხარი - უკან გაყვა მეგი დაქალს
-მერე გეტყვი რა ,წავედი მეჩქარება
-მოიცა ემუშ ,გაგიყვან არ გინდა? - ფეხზე წამოდგა გიო
-არაა,მომაკითხავენ -გაუღიმა ,ხელი დაუქნია ყველას და სახლოდან გავიდა ,ორ წუთში ნიკაც წამოდგა ფეხზე
-შენ საით?
-აივანზე გავალ ,მოვწევ -მხრები აიჩეჩა
-შენ ხომ არ ეწევი -გაკვირვებულმა იკითხა შაკომ
-მაშინ ჰაერს ჩავისუნთქავ - გაღიზიანებულმა უთხრა და აივანზე გავიდა,მოაჯირს დაეყრდნო,ზევიდან უყურებდა როგორ გავიდა ემა ეზოდან ,ცოტახანში ვიღაც ბიჭმაც მოაკითხა .. -ესეიგი ლუკა - თავისთვის ჩაილაპარაკა ,ცოტახანს კიდევ იდგა შემდეგ კი შიგნით შევიდა

***
-მაინც მეტყვი ვინ არის ლუკა -ტელეფონზე ელაპარაკებოდა მეგი დაქალს ,თან ძაღლს ასეირნებდა
-ვინ უნდა იყოს მეგი, ჩემი კლასელია
-როგორი კლასელი?
-ჩვეულებრივი კლასელი,ვმეგობრობთ ბავშვობიდან
-აქამდე რატომ არ ვიცნობდი მაშინ !
-საზღვარგარეთ იყო და გუშინ ჩამოვიდა
-გამაცნობ?
-არა !
-რატომ? - თან თოკს ექაჩებოდა ,მისთვის ბოლო ხანებში რთული გახდა ისეთი ძაღლის სეირნობა როგოროც ჩაპა იყო ,რადგან ძაღლი საოცრად დიდი და მძიმე გახდა
-გააგიჟებ შენ მაგას -სიცილის ხმა გაისმა ტელეფონში
-მოიცა ,რას აკეთებ ! -ერთი შეჰყვირა გოგომ და ძაღლს რომელიც წინ მიათრევდა რაც შეიძლება მაგრად მოქაჩა საყელოში
-რა?
-შენ არა..კაი წავედი დაგირეკავ - სწრაფად მიაყარა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო - ჩაპარა რა საძაგელი ძაღლი ხარ, ან რამსისქე ხარ რაარი, ცოტა უნდა გახდე თორემ გოგოებს არ მოეწონები და ვერც მე გაგასაერნებ ხოლმე -თან ელაპარაკებოდა თან უკან მიყვებოდა ,ამასობაში ძაღლმა ერთი შეყეფა და ისე გავარდა წინ მეგიმ თავი ვერ დაიმორჩილა და დავარდნის საფრთხისგან თავის ასაცილებლად იქვე მდგარ სკამს დაეყრდნო,სამაგიეროდ ძაღლი გაექცა ! ჯანდაბა გაიქცა! რეტიანივით გარკიდა უკან , თან უყვიროდა ,ბოლოს დაინახა მისი უზარმაზარი ჩაპა ვიღაცას ,რომ შეახტა და ძირს დააგდო,შემდეგ ზედ შედგა ,ის ვიღაც კი განწირული ყვიროდა ..სწრაფად მივარდა ,საყელოში გამოქაჩა და უბრძანა გაჩუმებულიყო ,ამასობაში ის ვიღაც ფეხზე წამოდგა,რა თქმა უნდა მაშინვე იცნო,ის ბიჭი იყო მაშინ ემასთან კარზე რომ დააზარუნა ,ახალი მეზობელი ..მოიცა რა ქვია ? ხო მიშკა ..
-ამხელა ძაღლს, რომ ასეირნებ ცოტა ყურადღებით არ უნდა იყო? -გაღიზიანებულმა შეხედა გოგოს
-ჯერ ეს ერთი ძაღლს არა ,ჩაპას ..მერე მეორე მე ძალიან ყურადღებით ვიყავი !
-გეტყობა..შენმა ძაღლმა ,უფრო სწორად ჩაპამ, წამაქცია და მკლავი დამიზიანა
-ვაი შე საწყალო, აუცილებლად დავსჯი სახლში - ვითომ გულმოსულმა ჩაილაპარაკა და ბიჭის შეწუხებულ სახეზე სიცილი აუტყდა
-რა გაცინებს !
-სისხლი მოგდის - სიცილით მიუთითა ხელისკენ
-და რა არის ამაში სასაცილო? - კიდევ უფრო გაღიზიანდა
-მაგაში არაფერი, უბრალოდ გამახსენდა ჩაპა რომ დაგახტა როგორ კიოდი - კიდევ უფრო ახარხარდა
-ჰაჰაჰა..-გამოაჯავრა -საძაგელი ძაღლია
-ჩემს ძაღლზე წესიერად ილაპარაკე..თავი ვინ გგონია ! -წამში დაუსერიოზულდა სახე
-როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ ..დამნაშავე ხარ და კიდე აქეთ მეჩხუბები
-აბა რა ვქნა ჩაპას ვეჩხუბო? ძაღლია ხან შენ შეგახტება ხანაც შენნაირ ტირანოზავრებს ,დიდი ამბავი
-მე ვარ ტინაროზავრი?
-დიახ ..წავედით ჩაპა ,ჩვენ ამასთანა არფერი გვესაქმება - ძაღლს მოქაჩა და კიდევ ერთხელ მიაჩერდა ბიჭს ,,ისე საიდანღაც მეცნობა " თავისთვის გაიფიქრა და გვერდი აუარა
-კარგად ! -უხეშად მიაძახა ბიჭმა და ნატკენ ადგილას დაისვა ხელი
-ყოჩაღ ჩაპა , აქამდე რომ მცოდნოდა იდიოტების დაჭერა გეხერხებოდა პოლიციას მიგაბარებდი - ბიჭის გასაგონად დაუყვირა ძაღლს

****
-მგონი უნდა ვუთხრათ - დივანზე წამოწოლილიყო ნია ,თავი შაკოს კალთაში ჩაედო და ქვევიდან აჰყურებდა
-რომ გაბრაზდეს?
-შენი ძმაა..გვაპატიებს - მხრები აიჩეჩა და თაფლისფერ თვალებს გაუსწორა სფეროები - შენზე როგორ შეიძლება გაბრაზდეს -გაუღიმა და სახეზე დაუწყო თითებით მოფერება
-არვიცი შაკო, მეშინია..გიო ცოტა სხვანაირად უყურებს ასეთ რაღაცეებს - ფეხზე წამოდგა და თავი გულზე მიადო, ბიჭმაც არ დააყოვნა მაგრად მოხვია მკლავები
-ნუ გეშინია..აი ნახავ ,ყველაფერი კარგად იქნება -შუბლზე აკოცა
-რომ არ ვუთხრათ? ჯერ მაინც
-არა ტოო, ძმაკაცია ბოლობოლო ,რომ ვუმალავთ ეგეც მაგრა მიტყდება
-ხოო..მეც
-მე ვეტყვი, შენი დაბადების დღის შემდეგ
-რომ მითხრას დაშორდიო? - შეშინებული თვალებით ახედა
-არ გეტყვის - ბაგეებზე დაეკოსა და თითები თმაში შეუცურა
-მაგრამ ,რომ თქვას
-მე არ დაგშორდები..ყველას მირჩევნიხარ -გაუღიმა,ნიამ ერთი ამოიოხრა და სადღაც ,შორს დაიწყო ყურება
-ბალეტზე მართლა დადიოდი? -მოულოდნელად კითხა
-რაარის ახლა ეს ?- ხელები უშვა და გაბრაზებული მიაშტერდა
-არაფერი, ვიკითხე - თავისთვის ჩაიხითხითა - კაი ხო,რაიყო,მაინც მიყვარხარ -ლოყაზე აკოცა და მაშინვე მოალბო მისი გული
-მაშინ გეტყვი ,რომ ვიოლინოზეც დავდიოდი - თქვა და ნიას ხარხარზე შეხტა
-არ არსებობს - სიცილით ლამის მუცელი ამოუბრუნდა
-ვიხუმრე - ისიც აყვა ,შემდეგ თავისკენ მიიზდა
-შაკოო ! სიმართლე ! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია
-კაი ხო, მხოლოდ სამი თვით,მერე მამაჩემმა გაიგო და გამომიყვანა - გაეცინა
-დედაშენს არ უყვარდი? - სიცილით ჰკითხა
-დედქჩემს უყვარდა ეგეთი რაღაცეები,მაშინ მივხვდი ჩემი უმცროსი ძმა ქსოვაზე რომ შეიყვანა - მხრები აიჩეჩა
-ღადაობ - თავი გასწია და გაოგნებული მიაჩერდა
-შენს თავს ვფიცავარ ნიაკო -გაუცინა
-აუ რა ჯიგარი ქალია..
-აუ ,მეგის არ უთხრა თორემ არასდროს გაპატიებ -გამაფრთხილებლად გადახედა
-არ ვეტყვი ..თუ არ გამაბრაზებ -თვალი ჩაუკრა და დაეჭყანა

****
ორი დღე გავიდა მას მერე რაც ,ნიასთან მოხდა ..ნიკა ყოველ დზღე ხან რითი ეღადავებოდა ხან რითი,ყველაზე მეტად გოგოს დაბნევა მოსწონდა ,ემა კი ძალიან ბრაზდებოდა,უფრო საკუთარ თავზე ,რადგან ეგონა საკმარის წინააღმდეგობას ვერ უწევდა..ახლაც გაბრაზებული მოაბიჯებდა უნივერსიტეტის შენობიდან,დღეს მარტო უწევდა წასვლა ,კარებში კი უკვე მოასწრო ჩადუნელმა ერთი ორი სიტყვის ჩაგდება იმაზე თუ როგორ ვერ მალავს მის გრძნობებს..
-იდიოტი - ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს
-ემა ! - გვერდით გაიხედა და მოტოციკლზე წამომჯდარი ნიკა დალანდა ,აშკარად მას უღიმოდა , სახე კიდევ უფრო გაუმკაცრდა ,ადგილზე შედგა..ჩადუნელმაც გვერდით მიუჩერა -წამო გაგიყვან
-არ მინდა ! - უხეშად უთხრა
-რატომ,გეშინია?
-რა ,შუაშია ,მოტოციკლზე ადრეც ვმჯდარვარ..
-არა ,მე სხვა რამე ვიგულისხმე ..ჩემთან ერთად მგზავრობის გეშინია? -ირონიულად აათვალიერა , გოგომ წინ ჩამოყრილი თმა ხელით გადაიწია უკან და კიდევ უფრო გაბრაზებული მიაჩერდა
-თავი ვინ გგონია? ან შენი რატომ უნდა მეშინოდეს !
-მაშინ დაჯექი გაგიყვან - ხელი მის უკან დაარტყა
-არ მინდა
-ფეხით წასვლა გირჩევნია?
-ფეხით არ მივდივარ ..მომაკითხავენ -უკმეხად მიუგო
-თავის არიდებას ტყუილით ცდილობ? - გაეცინა
-ყველა შენნაირი ნუ გგონია ,წადი ..შენთან ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ - ხელი აუქნია და გზა განაგრძო,ისიც გვერდით მიჰყვა მოტოციკლეტიანად
-კაი რა ,რას ბავშვობ..წამოდი გაგიყვან, არაფერს გეტყვი ისეთს
-არ მინდა !
-ემა - იქვე მდგარი ვერცხლისფერი მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა ,იქნებოდა ასე 24-25 წლის ,შავი თმა გვერდით გადაეწია ,ამავე ფერის თვალები სიხარულისგან უციმციმებდა ,შავი მაისური ,შარვალი და ფეხსაცმელი ეცვა ,კარგი აღნაგობისა იყო,სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ და მაგრად მოეხვია - მაპატიე ,ხომ არ დამაგვიანდა ? - მაგრად მიიხუტა გულზე და თავზე აკოცა
-არაა,ახლა გამოვედი კაკრას - მანაც სიცილითვე ახედა , ნიკამ უნდობლად აათვალიერა პიროვნება ,ალღოთი მიხვდა ეს უნდა ყოფილიყო ლუკა ,რატომღაც მისი აქ ნახვა არ ესიამოვნა,უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-კარგი, რადგან გამოგიჩნდა წამყვანი მე წავალ - მკაცრად გახედა ორივეს და ადგილს მოსწყდა
-ეს ვინ იყო? - მანქანისკენ მიმავალს ჰკითხა ლუკამ
-ნაცნობი - მოკლედ მოუჭრა
-მგონი არ ესიამოვნა ჩვენი ერთად დანახვა - გაუღიმა და თვალი ჩაუკრა
-ნუ სულელობ
-არ ვსულელობ..კაცებსაც გვაქ ,,კაცური ინტუიცია " -ორი თითი ტვინთან მიიდო და მანქანაში მოთავსდა ,ემაც გვერდით მიუჯდა
-ხო, ,,კაცური ინტუიცია " რომელიც ამჯერად ტყუის
-მაგას დრო გვიჩვენებს საყვარელო - მანქანა დაძრა და ადგილს მოსწყდა

***
-კარგია ,რომ მოხვედით,სანამ ნია მოვა საქმე მაქვს ! -ორივე წინ დაისვა გიორგიმ -ემა სადაა?
-საქმეზეა ,მალე მოვა..და ჩემი დაქალი სად გაუშვი?
-შაკოს გავაყოლე,ვთხოვე გაერიდებინა
-კაი ვინმეს გაგიყოლებია -უხალისოდ ჩაილაპარაკა
-სად არის შენი დაქალი ამდენ ხანს !-როგორც იქნა ხმა ამოიღო ჩადუნელმა
-რა შენი საქმეა?
-ვიკითხე უბრალოდ
-შენ არ გაქ ემას უბრალოდ მოკითხვის უფლება - უხეშად უთხრა
-ეგ ემა ,აგვიანებს ..ვისთან ერთად დასეირნობს რომ ვერ მოსწყდა?!-გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა
-ოჰ,შენც საქმიანი არ მყავდე რა ,დრო გაქვს გამოთვლილი..ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს ,ის ვიღაც შენ მაინც გჯობია - მიახალა და მისი გაცოფებული მზერა დააიგნორა
-ამ დაქალებს ენები გაქვთ,არ თქვათ
-ჩვენ ბოდიში შენს უენო ნაშებს ,რომ არ ვგავართ - იქვე ჩამოჯდა ახალშემოსული ემა და ნიკას მკაცრი მზერა ესროლა
-შენ მორჩი პაემნობანას?-ირონიით ჩაეკითხა ჩადუნელი
-გეყოფათ ახლა ! - მკაცრად გადახედა სამივეს გიორგიმ -საქმე მაქვს
-ამოთქვი შენკიდე
-მაცადე ნიკუშ ,ვამბობ..მოკლედ ნიას სურპრიზი უნდა მივუწყო დაბადების დღეზე და უნდა დამეხმაროთ
-ვაა ,რა მაგარია ..რა სურპრიზს?
-რავი მეგ,სახლს მოვრთავ ,ტორტი ,ბუშტები,ხალხი..-მხრები აიჩეჩა
-და ჩვენ რაში უნდა დაგეხმაროთ? - ამჯერად ემამ იკითხა
-შენ და ლუკამ ბუშტები დაბერეთ - ირონიით გადახედა ნიკამ
-რა გინდა ნიკა?! - გაბრაზებული მიაჩერდა
-თქვენ ნია უნდა გაართოთ,რომ რამეს არ მიხვდეს - გიორგიმ დაასწრო პასუხის გაცემა და ემას გადახედა - ხომ დამეხმარებით?
-კი რა პრობლემაა ..აი ემას მეგობარ ლუკასაც უთხარი და
- წავედი მე - გაღიზიანებული წამოდგა ემა -დაგეხმარები გიო არ იდარდო
-სად გარბიხარ გოგო?
-ლუკასთან - მოკლედ მოუჭრა ნიკამ მეგის და ემას ახედა
-ნიკა ,ზედმეტი მოგდის ! - გამაბრთხილებლად გადახედა გიორგიმ,ნიკას არაფერ უთქვამს
-აივანზე გავალ მეგი - თქვა ემამ და აივნიკენ გაემართა ,სიბრაზისგან ხელები ჰქონდა მომუჭული,ჩადუნელი საშინლად უშლიდა ნერვებს ,აღიზიანებდა და მის მიმართ ირონიას არ იშურებდა ,მაგრამ მაინც უყვარდა ,ვერა და ვერ ივიწყებდა ,თავი ამის გამო სულელი ეგონა ,ძალიან ცდილობდა ,ძალიან ,მაგრამ არ გამოდიოდა..
------
აივანს გახედა ,იქვე მოაჯირზე გადამდგარი ემა დალანდა ..ცოტახანს ჩაფიქრებული იჯდა , თვითონაც ვერ გაიგო რატომ გააღიზიანა ასე ვიღაც ლუკას გამოჩენამ, არადა წესით ასეთი რეაქციები არ უნდა ჰქონოდა ..არც ის სიამოვნებდა სულ ემას რომ კბენდა ,მაგრამ თან სხვანაირად ვერ გამოსდიოდა ,ესეც საოცრად აბნევდა ...
-ერთხელაც იქნება და ემას გამო მაგრად გცემ - კბილებს შორის გამოსცრა მეგიმ
-უცებ არ შემაშინო - ორაზეოვნად ჩაილაპარაკა
-ნიკა ,წამო რა საქმე მაქ - გვერდით გაიხმო გიორგიმ - ძაან ზედმეტი მოგდის ბიჭო, რა გჭირს შენ!
-აუ არ ვიცი შეჩემა ,მაგარი ავირიე
-ასე არ შეიძლება ,რას ერჩი ამ გოგოს ..
-არვიცი, უბრაალოდ რომ ვხედავ ..რომ ვხედავ არ შემიძლია რამე არ ვუთხრა,აი..-წვერზე ხელი ჩამოისვა - მინდა რამე ვუთხრა ხოლმე ,მაგრამ იმდენად ცუდად გამომდის რომ სულ ნაწყენი რჩება..არც ვიცი რა მჭირს
-სხვადროს გააკონტროლე თავი..ემას გულს ვერ გატკენინებ ნიკა ,იცოდე ეს! -ჩადუნელმა მხოლოდ თავი დაუქნია და თვალები ემასკენ გააპარა ,გიორგიმაც შეამჩნია მისი მზერა
-ასე დაბნეული ჯერ არ ვყოფილვარ
-ხოარ შეგიყვარდა შეჩემა ?! - ჰკითხა და გაოცებულ სახეზე მიაშტერდა
კატეგორია: რომანი | დაამატა: თინეიჯერი
ნანახია: 414 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
avatar
0 Spam
1
ამ თავის გამო გაპატიებ დაგვიანებას
avatar
0 Spam
2
madloba am tavs biggrin
avatar
0 Spam
3
შემდეგ თავსაც დააგვიანდება თუ არა?
avatar
0 Spam
4
ვინ მე? რასა მკადრებ biggrin biggrin არა , ხვალ დავწერ დილას და დავდებ smile
avatar
0 Spam
5
ველოდები მაშ
avatar
0 Spam
6
ანუ არ აგვიანდება ხო? :@
avatar
0 Spam
7
გავაგზავნე და მათზეა დამოკიდებული როდის დადებენ biggrin
avatar
0 Spam
8
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, "თინეიჯერები" თავგადასავლები, მომწონს და ველოდები გაგრძელებას
avatar