მაინც შეგიყვარდი ! { თავი 5}
10.08.2018, 00:18


გაოცებული უყურებდა ნიკა ძმაკაცს ,შემდეგ დაბნეული სახე მიიღო,ბოლოს კი გაეცინა
-არა შეჩემა რა შემიყვარდა ,ხოარ ღადაობ -სიცილი აუტყდა-უბრალოდ გოგოა რა და ვეხუმრები -მხრები აიჩეჩა,გიორგი ცოტახანს ჩუმად იდგა ,შემდეგ თავი დააქნია
-ხო,აბა რა -მხარზე ხელი დაკრა და მეგისთან დაბრუნდა
****
აივანზე გავიდა ,ხმა არ ამოუღია ისე მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა ,არც მას შეუხედავს ,ჰორიზონტს გაჰყურებდა ,შეიძლება მისი მისვლა ვერც გაიგო ან არ უნდოდა გაეგო..უხმოდ გახედა მანაც სივრცეს ,რამის თქმა უნდოდა ,მაგრამ არ იცოდა რა ეთქვა , ზედმეტები მოსდიოდა ,მაგრამ სხვანაირადაც ვერ იქცეოდა ,ძალიან არეული იყო,მისი ტვინი გამალებით მუშაობდა ,ჰორიზონტს თვალი მოაშორა და ისევ მას გადახედა ,ვერ უარყობდა ნამდვილად ლამაზი იყო,ლამაზი თვალები,ცხვირი,ტუჩები და თმა ჰქონდა , ჭკვიანური გამოხედვა ,ბვაშვური და გულუბრყვილო,მოულოდნელად მოუნდა შეხებოდა ,ვერ გაიგო აქამდე როგორ ვერ შეამჩნია როგორი ლამაზია ემა ,თავისებურად ლამაზი..თვალები დაახამხამა და ისევ წინ გაიხედა ,უცნაურად დაიძაბა
-ლამაზი ხედია არა ? - რაც პირველი მოუვიდა აზრად ის თქვა და გოგოს გახედა ,რომელსაც მიმიკა არ შეცვლია ,ისევ სადღაც იყურებოდა - მე მომწონს ,ალბათ ღამით უფრო ლამაზი იქნება -ისევ თვითონ გააგრძელა ,გაუკვირდა ,ემა საერთოდ არ იმჩნევდა მის იქ ყოფნას -ემა ,შენ გელაპარაკები - მისკენ შეტრიალდა და გაბრაზებული მიაჩერდა ,თუმცა გოგო ხმას არ იღებდა ,მოულოდნელად კარებისკენ შეტრიალდა და ისე დატოვა მისთვის არც შეუხედავს..
დაიბნა ..ძალიან დაიბნა ,თან გაბრაზდა ,თან გაუკვირდა ,ყველა გრძნობა აერია ერთმანეთში,ასე არასდროს არავინ მოქცევია..ზოგადად იმ წვეულების შემდეგ ემა როგორც იქცევა ,ისე არასდროს არავინ არ მოქცევია,უამრავი გოგო ეხვეოდა თავს ,თვალებში შეჰყურებდნენ და მასთან ერთად ერთობოდნენ,არც ის გაკვირვებია ემამ რომ სიყვარული აუხსნა ,თუმცა მისი შემდგომი ქცევები...,,ჯანდაბა რამდენს ფიქრობ მასზე? ერთი თავხედე გოგოა " - გაიფიქრა და ოთახში შევიდა.

****
-ემა ნიკას ყურადღებას ნუ მიაქცევ - ოთახში შესულს უთხრა გიორგიმ
-არ ვაპირებ..მე წავალ საქმე თუ აღარ გაქვს -უხასიათოდ უთხრა და ქურთუკს დასწვდა
-დარჩენილიყავი ნიას მოსვლამდე
-არა გიო,წავალ - ძალით გაუღიმა ,ამდროს ნიკაც შემოვიდა ოთახში ,გოგოს ნაწყენი მზერით გადახედა ,თუმცა ის კვლავ სხვაგან იხედევოდა - კარგი აბა კარგად
-უკვე მიდიხარ? - გაკვირვებულმა გადახედა ჩადუნელმა
-მეგი შენ არ მოდიხარ? - კვლავ დააიგნორა,მისი საქციელით გაკვირვებულმა მეგიმ თავი დაუქნია ,ბიჭებს დაემშვიდობა და მასთან ერთად დატოვა სახლი..
-რა უთხარი?-მკაცრად გადახედა იქვე უძრავად მდგარ ნიკას ,რომელიც ჯერაც იბღვირებოდა
-არაფერი
-ნიკა ხომ გთხოვე -კატეგორიული ხმით უთხრა
-გეფიცები,არაფერი მითქვამს -იქვე სავარძელში მოთავსდა - ეგ გოგო გიჟია -თავისთვის ჩაილაპარაკა და ფიქრებში გადაეშვა

***
-ეს რა იყო? -მთელი გზა სიჩუმეში ყოფნის შემდეგ მაინც დაარღვია დუმილი მეგიმ ,თან მანქანა ემას კორპუსთან გააჩერა
-რა?
-ნიკას კითხვას პასუხი ,რომ არ გაეცი ..მომეჩვენა თუ განგებ დააიგნორე-მოჭუტული თვალებით გახედა
-არ მოგჩვენებია - ამოიხვნეშა და კარები გააღო-ამოხვალ?
-რავი კი ,მანქანას დავაყენებ ლიფტთან დამელოდე -ემამ თავი დაუქნია და სადარბაზოში შეაბიჯა ,მაგიმაც თავის ჩვეულ ადგილას დააპარკინგა მანქანა ..
უკანა სიდენიიდან რაღაცას იღებდა მოულოდნელად გვერითა მინაზე რომ მიუკაკუნეს,გაკვირვებულმა გაიხედა და მომღიმარი მიშკა დალანდა ,რომელსაც წამში გაუქრა სახიდან ღიმილი ..კარები გამოაღო და წინ აესვეტა -ისევ შენ!
-ისევ მე -უხეშად უთხრა ბიჭმა
-ძალიან გამიხარდა შენი ნახვა -ირონიით ჩაილაპარაკა
-მართლა? - ალმაცერად აათვალიერა და გაეღიმა ბიჭსაც
-არა ! -მკვახედ მიახალა -რა ჭირი გინდა?
-ჭირი არა ადგილი მინდა
-რა?
-აქ მე ვაყენებ მანქანას
-კაი ერთი..როდის აქედან ?
-რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად მას შემდეგ
-მეკი ზუსტად 2 წელია აქ ვაყენებ მანქანას და ნამდვილად არ ვაპირებ ადგილის შეცვლას - უხეშად მიუგო და წასასვლელად შეტრიალდა
-გაწიე მანქანა! -ზურგს უკან მიაძახა ბიჭმა
-შემეხვეწე და დავფიქრდები -მხიარულად მიუგო თან სადარბაზოსკენ გაემართა
-გეუბნები აქ მე უნდა დავაყენო -უკან აედევნა ბიჭი
-სხვა ადგილებიც არსებობს
-მე აქ მინდა!
-პატარა ბავშვ გავხარ ,რომელსაც ის უნდა მიიღოს რაც მისი არ არის და რომ ვერ იღებს ჯღავის..მხოლოდ ცრემლები გაკლია
-მაბრაზებ !
-ვაიმეე,მომიტევეთ არც მიფიქრია თქვენი წყობიდან გამოყვანა ,თავისდაუნებურად მოხდა - მხრები აიჩეჩა და გაიცინა
-კარგად ცინიკოსობ
-ტირანოზავრებთან ლაპარაკს მიჩვეული ვარ -სადარბაზოში შეაბიჯა ,მიშკა კი დატოვა გახევებული
-ოდესღაც სამაგიეროს გადაგიხდი ! -მოესმა უკნიდან ნაცნობი ხმა ..პასუხი აღარ გაუცია ,იქვე მდგარ ემას მიუახლოვდა
-ამდენ ხანს რას აკეთებდი?- ლიფტში შეაბიჯა
-ტირანოზავს ვწრთვნიდი
-რა?
-არაფერი ..შენ ის მითხარი იმ კუნთის დედას რატომ აიგნორებ
-ვის? - სიცილი წასკდა გოგოს
-კუნთის დედას..ახლა მომაფიქრდა -მასაც გაეცინა - ნიკა ვიგულისხმე
-დამღალა ...პასუხს რომ ვცემ უარესად მაღიზიანებს ,ამიტომ გადავწყვიტე ცოტახანს თავი მისგან შორს დავიჭირო !
-რა სახე ქონდა დღეს ნეტა განახა -სიცილი წასკდა
-მეგი გთხოვ მასზე ნუ მელაპარაკები - იქედან გამოვიდა და სახლის კარების გაღებას შეუდგა
-კარგი..ისე რას ფიქრობ ,ნიაზე და შაკოზე რომ გაიგოს ,გიოს რა რეაქცია ექნება?
-არვიცი..-ცოტახანს ჩაფიქრდა -მგონი გაბრაზდება ,მაგრამ გადაუვლის
-მეც ეგრე მგონია..-ჩაილაპარაკა და შინ შესულს კუდში მიყვა

****
-მიყვარს აქაურობა - პარკში მისეირნობდა ,თან ხელი შაკოსთვის ჩაეკიდა
-მეც..პირველად აქ გაგიცანი
-მაშინ პატარები ვიყავით
-არც ისე ..გახსოვს ის დღე?
-კი,ფეხბურთს ვთამაშობდი და ბურთი თავში გაგარტყი,შენ მეჩხუბე,მერე გიორგი გეჩხუბა და მაგრად გცემა
-მეც ვურტყავდი,უბრალოდ ის ჩემზე მაღარლი იყო -წარბები შეკრა შაკომ ,ნიას გაეცინა და ჰორიზონტს გახედა
-ისე როგორ მოხდა ,რომ დამეგობრდით?
-ოო ეგ გრძელი ამბავია..ოდესღაც მოგიყვები
-ახლა რატომ არა?
-ასეა საჭირო - სერიოზული ხმით თქვა და ისიც აღარ ჩაეძია
-მოდი ნაყინი ვჭამოთ - იქვე მდგარ ჩამოსასხმელი ნაყინის აპარატს გახედა
-კარგი..აქ დაჯექი მე ვიყიდი და მოვალ - გოგო იქვე ჩამოსვა ,თვითონ კი გზა გადაჭრა..
-ნია? -მოულოდნელად გაისმა ნაცნობი ხმა ,გოგომაც შაკოზე მიშტერებული მზერა მის უკან გადაიტანა და ახალგაზრდა ბიჭს მიუბრუნდა ,რომელიც უცინოდა
-საიდან იცით ვინ ვარ? -დაბნეულმა ჩაილაპარაკა
-ვერ მიცანი?- გოგომ თავი გააქნია
-ნამდვილი ქურციკი ხარ -გაბრაზებულმა დააბრიალა ბიჭმა თვალები,გოგომ ჯერ დაბნეულმა შეხედა ,შემდეგ მისი ბაგე ღიმილმა გააპო, სწრაფად წამოიმართა ფეხზე და მისკენ გაიქცა ,მაგრად მოხვია ხელები კისერზე ,თავი ზედ დაადო
-ბექა ! ჩემო ბექა ,როგორ მომენატრე - ხმამაღლა დაიძახა
-გეტყობა ,ძლივს მიცანი - ნაწყენმა მიიხუტა ბიჭმაც გოგო
-კაი რა ,ამდენი ხანია არ მინახიხარ და -მოშორდა და გაუცინა -აქ რა გინდა ,როდოს ჩამოხვედი, ისევ მიდიხარ? ცოლი ხოარ მოგყავს? ვინ არის კარგი გოგოა? რას საქმიანობ? -სწრაფად მიაყარა კითხვები
-ამოისუნთქე -გადაიხარხარა -გუშინწინ ჩამოვედი,აღარ მივდივარ,ცოლი ჯერ არ მომყავს ,ისე კი კაი გოგოა , იურისტი ვარ - დაასრულა და ლოყაზე უჩქმიტა
-ასე ნუ აკეთებ - დაიჭყანა
-ნია - მოესმა უკნიდან მკაცრი ხმა ,ნიამაც მაშინვე მიიხედა და შაკო დალანდა ,რომელიც გაბრაზებული უმზერდა ორივეს
-შაკო -მორცხვად თქვა ,ისიც მათ მიუახლოვდა - ეს ბექაა გაიცანი, ეს შაკოა -გააცნო ერთმანეთი
-სასიამოვნოა - გაუღიმა ბექამ ,შაკომ მოხლოდ ერთი აათვალიერა და მზერა მოარიდა - კაი ნიაკო,კარგად ,გამოგივლი მერე და გნახავ -ლოყაზე აკოცა და დატოვა ..ნიამ მორცხვად გახედა შაკოს ,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-რაიყო? - მშვიდად კითხა
-რამე გითხარი?-უხეშად უპასუხა შაკომ და სკამზე ჩამოჯდა,ნიაც გვერდით მიუჯდა ,ხმას არცერთი იღებდა -ნიაკო ხო? - ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა შაკომ
-ხო
-მემეგონა შენ არ გიყვარდა ნიაკოს რომ გეძახდნენ
-ბექა..ის..
-ბექას ეპატიება..გასაგებია
-შაკო ეჭვიანობა არ გიხდება
-არც ვეჭვიანობ - ცალყბად გაიღიმა და ისევ გაბრაზებული მიაჩერდა - ჭამე ნაყინი ,დაგიდნება - ხელში მიაჩეჩა შოკოლადის ნაყინი
-რატომ ბრაზობ ?
-არ ვბრაზობ
-კი ბრაზობ
-შენ არ გაბრაზდებოდი ? მე ,რომ ვინმე გოგო ჩამეხუტოს სიხარულით
-გააჩნია ვინ იქნება - მხრები აიჩეჩა
-ეს ვინ იყო -წამოიყვირა უცებ ,შემდეგ დამშვიდდა - ხომ იცი როგორი ეჭვიანი ვარ ნია
-ეს..ბექაა
-ეგ გავიგე !
-ჩემი ბავშვობის მეგობარია
-ეგ არაფერს ცვლის
-რა უნდა შეცვალოს?
-არ მინდა ჩემს გარდა ვინმეს ეხუტებოდე ,უღიმოდე და ელაპარაკებოდე..ნუ გიო გამონაკლისია
-ზედმეტი მოგდის ..მე მყავს ბიჭი მეგობრებიც!-ხმას აუწია -და მეორედ კიდევ ამიკრძალავ რამეს ,საერთოდ არ გაგეკარები ცოდე ! -კატეგორიული ხმით უთხრა
-შენ ისედაც იცი რომ არაფერს გიკრძალავ,ეს თხოვნაა ..მეც ბავშვობიდან გიცნობ ,მაგრამ სანამ არ აგიხსენი სიყვარული მანამდე ასე არ ჩამხუტებიხარ
-ბექა სხვა არაა და არც უბრალო მეგობარია !
-ხო უბრალო რომ არაა მივხვდი-კბილებს შორის გამოსცრა და ერთიანად დაიძაბა
-ნათლიაჩემის შვილია -ფეხზე წამოდგა გაბრაზებული და გზას დაადგა ,შაკოც მალე გაჩნდა მასთან
-ანუ ნათესავია?
-ხო
-მაშინ კარგია
-ჰმ..
-გაბრაზდი?ბოდიში,ზედმეტი მომივიდა
-მოკეტე თორემ ამ ნაყინს სახეზე შეგაზილავ - კბილებს შორის გამოსცრა ,შაკოც დადუმდა..
ასე მიდიოდნენ გვერდიგვერდ, ცოტახანში ხელი დაავლო და მაგრად ჩაიხუტა -ბოდიში! -ჩუმად უჩურჩულა ყურში და ტუჩები საფეთქელზე მიაწეპა..


***
სწრაფი ნაბიჯებით ავარდა კიბეებზე ,დიდი შავი კარების წინ გაჩერდა და მუშტებით დააბრაგუნა ,მანამ აბრაგუნა სანამ ხელი არ დაეჟეჟა ,ბოლოს მიშკამაც გააღო,სახეზე ირონიული ღიმილი გამოსახვოდა
-გელოდებოდი - მშვიდად უთხრა და სახელურს დაეყრდნო -რაიყო მოგენატრე?
-მაგ სიფათს მიგინაყავ იცოდე !-გესლიანად გამოსცრა კბილებს შორის
-კაი ერთი
-გაწიე შენი ჯაბახანა იქედან !
-როგორც შენ იტყვი - თავი გააქნია და კერების მიხურვა დააპირა ,თუმცა შეაჩერა
-მიშკა გასწიე შენი მანქანა !
-ჩემი სახელი დაგიმახსოვრებია ..ყოჩაღ -ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა
-არ მეხუმრება ,იცოდე ბოლოჯერ გაფრთხილებ
-ვერ გავიგე რას გიშლის?
-შენ ,მართლა ვერ ხვდები ხო,პირდაპირ ჩემი მანქანის უკან დააყენე ,რანაირად გამოვიყვანო!
-ბოდიში,ტირანოზავრებს მაგხელა ტვინი არ გვაქ -სიცილი აუტყდა
-ვითომ ღადაობა შენც გცოდნია !
-აბა მარტო ადამიანებმა კიარ იცით
-საძაგელი ერთუჯრედიანი პოლისაქარიდი ხარ ,თუ მონოსაქარიდი,რამნიშვნელობა აქვს მაინც ვერ გაიგებ..ჩამობრძანდი და გაიყვანე შენი ჯაბახანა ,დროზე!
-შენ რა გქვია?- ძალიან მშვიდად ჰკითხა
-მეგი!
-ხოდა მეგი საყვარელო,ახლა ფეხბურთი იწყება ,ვერსად ვერ წამოვალ ,თუ გინდა შემოდი უყურე ჩემთან ერთად ,თუ არადა სულ კარგად მეყოლე - თვალი ჩაუკრა და კარებს დასწვდა
-განანებ იცოდე ! - თითი დაუქნია თუმცა კარები უკვე დაკეტეს..გაბრაზებულმა ამოიხვნეშა ,კიდევ ერთხელ მიარტყა მუშტი კარებს და სწრაფად ამოიღო ტელეფონი ..ცოტახანში მაქანა ამწეთი გადაჰქონდათ
-გოგონა ვინ არის ამ მანქანის პატრონი? - ყვითელ უნიფორმიანმა კაცმა იქვე არხეინად მდგარ მეგის გადახედა
-აქ ცხოვრობს მეხუთზე ,მიშკა ჰქვია
-კარგით, ავალ ჯარიმის ქვითარს ავუტან
-არაა ,თქვენ არ შეწუხდეთ ..მე მივუტან დიდი სიამოვნებით - ქვითარი ხელიდან გამოგლიჯა ,დაელოდა მანქანას როდის წაიყვანდნენ და ღიღინით ავიდა კიბეებზე ,ისევ შავი კარების წინ გაჩერდა და ორჯერ დააკაკუნა
-ისევ შენ ხარ? რაიყო მართლა მოგენატრე?
-რა დებილი ყავხარ გამჩენს
-ხო ეგ ისედაც იცის..შემოდი
-შეგიყვან მე შენ სიკვდილთან მალე - უხეშად უთხრა
-რა თავაზიანი გოგო ხარ ,ნებისმიერ ბიჭს მოთაფლავ შენი ტკბილი ენით
-არავის მოთაფლვა არ მჭირდება მე ,მით უმეტეს ტირანოზავრი ერთუჯრედიანი ინდივიდების
-აქ რამ ამოგიყვანა აბა ,ჩემი სილამაზით უნდა დატკბე?
-რაკარგად ხუმრობ ..სასიხარულო ამბავი მაქვს და რომ არ მეთქვა პირადად არ შემეძლო -გაიკრიჭა
-ღიმილი გიხდება ,ზოროს ცხენს გავხარ - თვალი ჩაუკრა
-შენ ის იკითხე რატომ ვიღიმი
-უი ხო ეგ როგორ დამავიწყდა,რატომ მიღიმი?
-შენ კიარ გიღიმი ჩემს გონიერებაზე მეღიმება ..
-რა გააფუჭე?
-არაფერი..კანონი დავიცავი
-როგორი კანონმორჩილი ყოფილხარ..
-ხო,ქვითარიც მოგიტანე ,შენი მანქანას შეგიძლია აქ მიაკითხო - ქვითარი ღიმილით გაუწოდა ,მიშკამ დაბნეულმა დახედა ქაღალდს ,შემდეგ ქვევიდან ამოხედა გოგოს
-მეგი მოგკლავ !
-აბა შენ იცი ,შიშით ღამე არ დამეძინება
-ჯანდაბა მართლა მოგკლავ ! შენ ნორმალური ხარ ? სად მაქვს ამისი 1500 ლარი
-ნუ რა გიყო,შენ დააყენე საჯარიმო ადგილას მე კიარა..ისე ტირანოზავრ ,მგონი ტარებას რომ სწავლობ უნდა იცოდე სად დააყენო მანქანა და სად არა -თვალი ჩაუკრა და გახარებულმა დატოვა იქაურობა ..
-რა ჭკვიანი ვარ რა ,ნეტა მაგის სახე მანახა 150 ლარის მაგივრად 1500 რომ გადაიხდის..კიდევ კარგი შავი კალამი მქონდა -გაიცინა და ბედნიერმა დაქოქა მანქანა




ბოდიში დაგვიანებისთვის..ისე მოხდა ,რომ ცუდად ვიყავი,Eემდეგ ოპერაცია გავიკეთე და ვეღარ ვწერდი ..ეს თავი ბოლოა რაც თავებად დაიდო,ზეგ სოფელში მივდივარ და დიდი ალბათობით მეტის დადებას ვეღარ მოვახერხებ..თუმცა ამის წერას ჩემთვის მაინც გავაგრძელებ ,თუ გაინტერესებთ და გინდათ გავაგრტძელო დააკომეტარეთ ,თუ დავინახავ რომ ბევრს უნდა ვეცდები სრულად მაინც ავტვირთო ..კიდევ ერთი თხოვნა ,ძალიან მაინტერესებს რომელია თქვენი საყვარელი პერსონაჟი ან წყვილი ამ ისტორიის
კატეგორია: რომანი | დაამატა: თინეიჯერი
ნანახია: 514 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 11 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 11
avatar
0 Spam
1
რას ქვია თუ ბევრი კომენტარი იქნება რა ჩემი კომენტარი არაფერს ნიშნავს? :@
avatar
0 Spam
2
შენია ყველაზე მთავარი biggrin
avatar
0 Spam
3
ხოდა მეთექვსმეტე თავს ველოდები
avatar
0 Spam
4
უი, რა ოპერაცია გაიკეთე, ხომ მშვიდობით
ხარ?
დაისვენე, მომაგრდი და გააგრძელე წერა, ისე, რომ აქაც დადო, გელოდებით, სასიამოვნო წასაკითხია, ნუ გაგვაწბილებ, ისედაც ბევრი დაუმთვრებელი ნაწამოებებია და შენც ნუ მიემატები მათ რიცხვს...
პ. ს. ვფიქრობ, ავტორისთვის ყველაზე ცუდი და არასასიამოვნო, მკითხველის გაწბილებაა...
მალე ამჯანმრელებას და წამატებებს გისურვებ. smile
avatar
0 Spam
6
grdzilebze gavikete operacia ,gamichres da jer kidev amousvleli sibrdznis kbilebi amomiges ..gamamwares rasac qvia ,magram axla kargad var biggrin nel-nela vwer da aucileblad davdeb srulad ,vecdebi male movrche smile
avatar
0 Spam
5
შენი ასაკისთვის საკმაოდ კარგად წერ! ყოჩაღ, ასე გააგრძელე! ველოდებ მოუთმენლად შემდეგ თავებს! 3>
avatar
0 Spam
7
madloba biggrin mixaria tu ase fiqrob
avatar
0 Spam
8
რათქმა უნდა უნდა გააგრძელო , არ მესმის რატომ დასვი ეგ შეკითხვა .როცა წერას იწყებ უნდა დაასრულო ბოლომდე მიუხედავად იმისა მოსწონს თუა რა ეს ვინმეს.
avatar
0 Spam
9
ara gagrdzelebit isedac gavagrdzelebdi da davasrulebdi..aq vikitxe davdo tu ara sruladtqo ,tu aravin kitxulobs tyuilad xoar davdebdi biggrin
avatar
0 Spam
10
კარგია ძალიან არ გაგრძელდებააა
avatar
0 Spam
11
ძალიან კარგი ისტორიაა
avatar