მესამე პირი
12.03.2018, 00:26
(თავი 1)
მშვენიერი დილა გათენდა,ბარბარე საწოლიდან წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა,გარემოს უკვე დატყობოდა მზის ამოსვლა,გოგონას გულში სიხარულის ნაპერწკალმა გაუელვა,თავი მაღლა ასწია,გაიღიმა და უფალს მადლობა უთხრა რომ ძალიან ბედნიერია,შემდეგ აბაზანაში შევიდა თავის მოსაწერიგებლად,როცა დერეფანში გავიდა მაშინვე იგრძნო მისი საყვარელი საჭმლის სურნელი,კიბეები მალე ჩაირბინა და სამზარეულოში შევიდა,იქ დედა ფუსფუსებდა,მამა კი მისაღებში ტელევიზორს უყურებდა,გოგონამ მშობლებს მიესალმა, ორივე თბილად გადაკოცნა და მაგიდაზე თეფშების დალაგება დაიწყო,მალე ლევანიც გამოჩნდა.
-დილამშვიდობისა ძილისგუდა.
უთხრა დას და ლოყაზე უჩქმიტა.
-დილამშვიდობისა ლევან.
გაეღიმა ბარბარეს.
-სად იყავი აქამდე?
-სავარჯიშოდ,ეხა წყალს გადავივლებ და მერე შემოგიერთდებით.
-კარგი ლევან-უპასუხა ბარბარემ.
-მაიკო რას შვები,ძალიან მშია,გამიმზადე რამე და წავალ თორე დავაგვიანებ სამსახურში.
-ჰო,ჰო დემეტრე,რამდენიმე წუთში ყველაფერი მზად იქნება...

საუზმის შემდეგ დემეტრემ ცოლს აკოცა და სამსახურში წავიდა,ლევანმა კი მანქანის გასაღებს დაავლო ხელი
-დე მე ბიჭებთან ერთად მივდივარ რაღაც საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები.
გასძახა ლევანმა მაიას.
ბარბარემ კი სახლის მოწესრიგება დაიწყო, მცირე უსუფთაობასაც ვერ იტანდა.
შუადღე იყო,როცა ლევანი შინ დაბრუნდა და პარკებით რაღაც მოიტანა.
-ბარბარე,ამათ არ შეეხო იცოდე.
-ჰმ,რაა ესენი?
მაგიდაზე დალაგებულ პარკებს ჩახედა და თვალები გაუფართოვდა.
-ფეხბურთს უნდა უყურო?
-უნდა ვუყუროთ!მე,ნიკამ,გეგამ და გიორგიმ.
-კარგი არ შევეხები,მაგრამ მაგას რა გაყურებინებთ?!
ზიზღით წარმოთქვა ბარბარემ.
-შენ რა გესმის ფეხბურთის.
-ნეტა რაა მაგაში კარგი?ამდენი კაცი ერთ ბურთს დასდევს.
-ვაიმეეე,ბარბარეეე,
გამასწარიიიი!!!
-ნწ,ნწ,ნწ თორე რაა?
-განახებ რაც!
ლევანი დას გაეკიდა და ოთახიდან ბარბარეს ყვირილი ისმოდა
-ლევან ნუ მჩქმეეეტ,გაეთრიე!!!
მაგრამ მაინც არ ეშვებოდა ძმა.
-კარგი ბავშვებო გეყოთ!ლევან მოდი რა ეს დივანი გადამადგმევინე დედი.
-შენ მერე მოგივლი!
სიცილით უთხრა ბარბარეს ლევანმა,ოთახიდან კი დის გამაღიზიანებელი ფრაზები ისმოდა.
მოსაღამოვდა თუ არა დემეტრე შინ დაბრუნდა,ლევანმა შესთავაზა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის ყურება,მაგრამ ძალიან დაღლილი იყო და დასაძინებლად არჩია წასვლა,მეუღლეც მას გაყვა,სამზარეულოში ბარბარე დარჩა და თეფშების რეცხვას შეუდგა.
მოგვიანებით კარზე ზარის ხმაც გაისმა და სახლში გეგა,ნიკა და გიორგი შემოვიდა,გიორგის კიდევ ერთი ბიჭი ახლდა
-ლევან გაიცანი ეს ბექაა,ადრე კურსელები ვიყავით,ეხაც ოჯახებით ვმეგობრობთ,დროებით ჩემთან არის,შინ რემონტი აქვს და...
-სასიამოვნოა,შემოდი
დიდი სიხარულით შეიპატიჟა შინ ბექა ლევანმა,ბარბარემაც ძალიან თბილად მიესამლა ბიჭებს.
მალე ფეხბურთიც დაიწყო,მათი ხმა ირგვლივ ყველაფერს აყრუებდა,ბექა თავიდან მორიდებით იჯდა,მაგრამ იმდენად კარგად შეეწყო გიორგის მეგობრებს,რომ მალევე თავისუფლად იგრძნო თავი,პიველი ტაიმის დასრულების შემდეგღა მიხვნდნენ,რომ მარილიანი მიწისთხილისა და ჩიფსების გამო ძლიერ მოსწყურებოდათ.
-ბაბი,წყალი მოგვიტანე რა გთხოვ!
გასძახა ლევანმა დას.
-კი ლევან ახლავე.
ბარბარემ წყალი მაგიდასთან მიიტანა და ჭიქებში ჩაასხა,თუმცა სამზარეულოსკენ წამოსასვლელად რომ შემობრუნდა,შემთხვევით ბექას ხელს გაჰკრა გვერდი და ბიჭს ერთიანად გადაესხა ჭიქით წყალი.
-ვაიმეეე,მაპატიეთ,ძალიან ვწუხვარ!!!
-არაუშავს ეგ არაფერი.
-ძალიან დიდი ბიდიში,მაპატიეთ მართლა უნებლიედ მომივიდა.
-კარგი ნუ ნერვიულობ,გთხოვ რა ყველაფერი რიგზეა-უპასუხა ბექამ
-კაი ბაბი რაც მთავარია ცხელი არ იყო და ცივს არაუშავს,ნუ ღელავ ეგრე.
გაუცინა გიორგიმ
-ბექა მოიცა,ჩემს ტანსაცმელს გათხოვებ.
უთხრა ლევანმა
-არა ლევან არ გინდა გთხოვ,აწი შინაც წავალ,თან უკვე ფეხბურთიც დაიწყება და ვუყუროთ რა.
-კარგი რა ბექა,ესე სველი ხომ არ იჯდები.
-ლევან მართლა არ მინდა დამიჯერე რა
ღიმილით უპასუხა ბექამ და ამის შემდეგ მასპინელმაც აღარ შესთავაზა ტანსაცმლის გამოცვლა,რაგდგან კიდევ იგივეს თქმა ბექას უხერხულად აგრძნობინებდა თავს.
რამდენიმე წუთში მეორე ტაიმიც დაიწყო,ყველა ფეხბურთს უყურებდა,მხლოდ ბექა აკვირდებოდა ღიმილით ბარბარეს,რომელიც სახეგაწითლებული,დიდი ჩვრით წმენდდა იატაკზე დაქცეულ წყალს და თან ჩურჩულებდა
-ეს რა დამემართა,ეს როგორ მომივიდა!!!
ფეხბურთის ყურებას რომ მორჩნენ უკვე გვიანი იყო და ბიჭები ერთმანეთს დაემშვიდობნენ,
ბექამ მადლობა უთხრა ლევანს ასეთი თბილი მიღებისათვის და ბარბარესაც ბედნიერი ღიმილით დაემშვიდობა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 1057 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar