მესამე პირი
13.03.2018, 00:15
(თავი 2)
ორი დღის შემდეგ რეკავს ლევანის მობილური:
-ვა გიო,კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს,ყოველივე საუკეთესოს გისურვებ.
-მადლობა ლევან გაიხარე ძმა,დღეს ჩემთან გეპატიჟებით შენ და ბარბარეს,მართალია უმეტესად ბიჭები მეყოლება სტუმრად,მაგრამ ჩემი დის რამდენიმე მეგობარიც იქნება და ბარბარეს გადაეცი შინ არ დარჩეს,თორე ძალიან მეწყინება.
-კაი გიო გადავცემ.
ლევანს საუბარი არ დაესრულებინა,რომ ბარბარე მისი ოთახიდან გამოვიდა და სააბაზანოსკენ წავიდა
-ბარბარე მოიცა ერთი წუთით!
-რა იყო ლევან?
-გიორგიმ დამირეკა დღეს ხომ იცი დაბადების დღე აქვს და ორივე მიგვიპატიჟა.
-აუ ლევან მე ვერ წამოვალ,ხომ გახსოვს შარშან რაც მოხდა,ვიჯექი და გისმენდით თქვენ,ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი შინ
-ბაბი შარშან მის დას მოულოდნელად მოუწია სამსახურში წასვლა და ეხა მითხრა,რომ ლიზაც იქნება და მისი რამდენიმე მეგობარიც,ხომ იცი ეწყინება რომ არ წამოხვიდე.
-კარგი ლევან მაშინ.
-7-ზე მზად იყავი,არ მალოდინო.
-კარგი.
მოსაღამოვდა და ბარბარემ კარადიდან მისი საყვარელი შინდისფერი კაბა გადმოიღო,ბოლოს ის სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ეცვა,თმები დაისწორა,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა.
კიბეებზე რომ ჩამოდიოდა ლევანმა გააჩერა
-ბაბი მოიცაა,რა ლამაზად ხარ.
-მადლობა
გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ძმას
-ჰო საოცარია,პირველად ვნახე "წიწაკა კაბაში"
ეს თქვა და სიცილი წასკდა ლევანს.
-ოხ,ლევან ეხა მაღლები არ მეცვას განახებდი რა შეუძლია ამ წიწაკას.
ლევანი თავს ვეღარ იკავებდა
-კარგი ვაჟბატონო,გეყოს!წავედით თორე დაგვაგვიანდება.
-კარგი წავიდეთ,სიცილით უპასუხა ლევანმა.
ოთახიდან მაიას ხმა შემოესმათ
-ფრთხილად იყავით,უფალი გფარავდეთ!
-კარგი დე ფრთხილად ვიქნებით!
უპასუხეს ერთხმად.
როდესაც გიორგისთან მივიდნენ სახლი სტუმრებით იყო სავსე,ბარბარეს ძალიან გაუხარდა ლიზას დანახვა,
და-ძმამ გიორგის საჩუქარი გადასცა და ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ყველა მაგიდასთან მიიწვია იუბილარმა.
ბარბარეს არ გამოჰპარვია ვიღაცის დაჟინებული მზერა,ერთი-ორჯერ თვითონაც გახედა ინტერესის ობიექტს და გაუჭირდა ბექას ამოცნობა წვერში.
-აუუ!ესეც აქ ყოფილა,ეხა უნდა ვიჯდე სუნთქვაშეკრული იმ ერთი ჭიქა წყლის გამო-ფიქრობდა ბარბარე.
დროს ყველა კარგად ატარებდა,ლევანს დალევა არ ჰქონდა გადაწყვეტილი,რადგან მანქანით იყო, თუმცა გიორგის დაჟინებული თხოვნით დალია.
მოგვიანებით,ვიდრე ლიზა მის მეგობრებს აცილებდა,ბარბარეს ცოტა ხნით მარტო დარჩენა მოუწია, მოშორებით დივანზე იჯდა,არ იცოდა მარტო რა გაეკეთებინა,მობილური აიღო და სურათების თვალიერება დაიწყო,უეცრად მხარზე ხელის დადება იგრძნო,შემობრუნდა და ბექა დაინახა
-გამარჯობა ბარბარე,გამეხარდა აქ შენი ნახვა,როგორ ხარ?
-გამარჯობათ,კარგად ვარ,თქვენ
ნაზად გაუღიმა გოგონამ
-მეც კარგად,გმადლობ,მოდი უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და თუ წინააღმდეგი არ ხარ ვიმეგობროთ.
-კარგი-უპასუხა ბარბარემ.
-მაშ დავიწყოთ,მე ბექა ერისთავი ვარ,გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, ახლო მეგობრები ვართ ამიტომ მასთან ერთად ხშირად მოგიწევს ჩემი ნახვაც-გაუღიმა ბიჭმა.
-რადგან ესეა,მისგან გეცოდინებათ,რომ მას,ნიკასა და გეგას ბავშვობიდან ვიცნობ,ძმებივით არიან ჩემთვის,ამიტომ ბევრ რამეს მოისმენდით მათგან ჩემზე,ხშირად მახსენებენ,უმეტესად მაშინ როცა ხუმრობენ.
-ჰო,ბევრი რამ მსმენია,მაგალითად ის,რომ ბაბის ნაცვლად "მოფერებით" მწარე წიწაკას გეძახიან.
გაეცინა ორივეს
-ვერ ვიტყვი,რომ ესე მწარე ვარ უბრალოდ ხდება ხოლმე,ზოგჯერ საჭიროა ესეთიც იყო.
-გეთანხმები ბარბარე და გთხოვ თქვენობით ნუღარ მესაუბრები.
-კარგი გავითვალისწინებ.
-ჰოო შენთან გასაუბრება მინდოდა მაგრამ პირველი მიზეზი რის გამოც ეხა აქ მოვედი ის არის,რომ დროა დანაშაული გამოისყიდო?
-რა დანაშაული?-გაოგნდა ბარბარე.
-ის რომ ორი დღის წინ წყალი გადამასხი და ეხა უკვე გრიპის წამლებს ვსვამ.
-მე,მე ეს ძალით არ მინდოდა–გაოცებით პასუხობდა
-ჰო მაგრამ დამაზარალე,ეხა ვინ მომივლის,ისევ შენ ხარ ვალდებული მომიარო,რადგან შენ გამო ვარ ესე,ხომ ხედავ ვერც ვსვამ ბიჭებთან ერთად,ესეც მეორე დანაშაული.
ბარბარეს ამ ნათქვამზე გაეღიმა
-კარგი და რა უნდა გავაკეთო აბაა?
-შენი ნომერი უნდა მომცე.
ბარბარემ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი წასკდა.
-იცი?ესე ცუდად თუ ხარ ექიმის ნომერს მოგცემ?
-ეხა შენ ხარ ჩემი ექიმი-გუღიმა ბექამ
ამ დროს მათთან ლიზა მივიდა
-ბაბი მაპატიე მარტო მომიწია შენი დატოვება.
-რას ამბობ ლიზუ ეგ არაფერი.
-კარგი მე დაგტოვებთ -ღიმილით თქვა ბიჭმა.
მოგვიანებით ბარბარემ მობილურში საათს დახედა
-ოო რა დრო მოსულა!
ლევანთან მივიდა და სახლში წაყოლა თხოვა.
-ჰო ბაბი წავიდეთ უკვე,მიდი ტაქსი გამოიძახე და მეც ამვდგები.
-კარგი.
კარისკენ წავიდა გოგონა და გზაში ბექამ შეაჩერა.
-ბარბარე არ გინდა ტაქსის გამოძახება,მე არ დამილევია და წაგიყვანთ.
-არა,არ არის საჭირო-განაგრძო მობილურში ნომრის აკრეფა.
-ბარბარე არ დარეკო,მოიცადე!
ბექა ლევანთან მივიდა
-ლევან მე წაგიყვანთ ნუღარ გამოიძახებთ ტაქსს.
-აუ მადლობა ბექუ მაგრამ რატომ უნდა შეწუხდე,ტაქს გავყვებით.
-კარგი რა რა შეწუხებაა-გაუღიმა ბიჭმა-აქვე ვიქნები და როცა წასვლას გადაწყვეტთ მითხარი.
-კარგი,მადლობა,გაიხარე.
-რას ამბობ რისი მადლობა.
ბექა ბარბარესთან მივიდა და უთხრა,რომ მას უნდა გაყოლოდნენ.
როცა ლევანი წამოდგა მაშინ უკეთ დაეტყო,რომ ძალინ დამთვრალიყო,და-ძმა ყველას დაემშვიდობა და მალდობა გადაუხადეს გიორგისაც.
ბექა ლევანს ეხმარებოდა მანქანასთან მისვლაში,როცა სახლიდან გიორგის დედამ დაუძახა:
-ბექუ! შვილო! ფრთხილად იარე!
-აუცილებლად ნანა დეიდა-უპასუხა ბიჭმა.
ლევანმა წინ დაჯდომაზე უარი თქვა
-აუ არ მინდა რა უკან წამოვწვები,ღვედის კეთების თავი აღარ მაქ- ბექას გაეღიმა,დათანხმდა და უკანა კარი გააღო.
-ლევან მეც უკან დავჯდები და კალთაში ჩამიდე თავი
-კარგი ბაბი-უპასუხა ძმამ
მანქანის დაქოქვა და ლევანის ჩაძინება ერთი იყო,წინ არც ისე დიდი მანძილი იყო გასავლელი და ბექასაც დრო არ დაუკარგავს
-აბა ბარბარე,როდის გადაწყვეტ დანაშაულის გამოსყიდვას?-გაუღიმა ბიჭმა.
-გითხარი ექიმის ნომერს მოგცემ-მეთქი
-მეც გითხარი რომ შენ ხარ ჩემი ექიმი ეხა.
- მისმინე,როდესაც ჩემთან საუბარი დაიწყე,მეგობრობაზე შევთანხმდით და მოდი ამ ზღვარს ნუ გავცდებით.
-არა ბარბარე,ზღვარს ცხოვრებაში არასოდეს გავცდენილვარ და არც ახლა ვაპირებ გავცდე,უბრალოდ შენი წყალობით ეხა სიცხეც მაქვს და შენ ნომერსაც ვერ იმეტებ,არადა წამში მომარჩენდა-ღიმილით უთხრა ბიჭმა.
-ვინც მოგარჩენს იმის ნომერს გაძლევ და არ მინდაო.
-ჯიუტი ხარ!
-ძალიან!
-მაშინ უნდა იცოდე,რომ მე მეტად ჯიუტი ვარ ასე რომ...
-არ მიცნობ,ამიტომ წინასწარ პროგნოზს ნუ გააკეთებ.
-ანუ არ აპირებ ნომრის მოცემას და ჩემს მორჩენას?
-პასუხი თავადაც იცი,რადგან სიჯიუტე შემამჩნიე.
ამ საუბარში იყვნენ,რომ სახლს მიადგნენ,
ლევანს ღრმად ეძინა და მანქანიდან გადმოსვლა დამოუკიდებლად არ შეეძლო,ბექამ მისი მკლავი კისერზე ჩამოიდო,წელში ხელი მოჰკიდა და სახლისკენ წაიყვანა,ბარბარეც ცდილობდა მიხმარებოდა,შინ რომ შევიდნენ და მაიამ შვილი ესეთი ნასვამი დაინახა ძალიან გაბრაზდა,თუმცა ეცადა,რომ არაფერი ეთქვა იმ დროს ლევანისათვის, დემეტრემ და მაიამ მთელი გულით გადაუხადეს მადლობა ბექას.
ბიჭმა მათ თბილად დაემშვიდობა და მანქანისაკენ წავიდა,უკანა კარი რომ უნდა მიეხურა მთვარის შუქზე მობილური გამოჩნდა,იმ წამსვე აიღო და იცნო,რომ ბარბარესი იყო,გაეღიმა,სწრაფად გადაუსვა ხელი ეკრანს და მის ნომერზე ზარი გაუშვა,შემდეგ გოგონას მობილურიდან მისი ნომერი ამოშალა,ეკრანი გამორთო და უკანვე დააბრუნა,მანქანაში ჯდებოდა,ბარბარე რომ დაინახა,თავ-ქუდმოგლეჯილი მორბოდა და დაცდას თხოვდა
-რა მოხდა ბარბარე?ხომ რიგზეა ყველაფერი?
-კი უბრალოდ მობილური დამრჩა,საათის სანახავად ამოვიღე და საუბარში ვერც კი შევნიშნე,რომ ჩანთაში არ დამიბრუნებია.
-ვა არ ვიცი,არ მინახავს-უპასუხა ბიჭმა.
ბარბარემ მანქანის კარი გააღო,მობილური აიღო და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ,შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ,ბექამ კი კმაყოფილი ღიმილით განაგრძო გზა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 959 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
avatar