მესამე პირი ( თავი 12 )
07.07.2018, 18:41
-როგორ ხართ გოგონებო?-ღიმილიანი სახით შევიდა ბარბარე კაფეში და მრგვალ მაგიდას შემომსხდარ ბაიას,ლიზასა და ნინის მიუჯდა გვერდით.
-კარგად ვართ და შენ რაც დაოჯახდი სულ რატომ მიგვატოვე?გამომცდელად იკითხა ლიზამ.
-რას ამბობ ლიზუ,არ მიმიტოვებიხართ-გაუღიმა და ლოყაზე აკოცა მეგობარს-მესამე თვეა რაც მე და ბექა ცოლ-ქმარი ვართ და გეფიცებით მისი სამსახურის გამო ზოგჯერ თბილისში საერთოდ არ ვართ ხოლმე,ამიტომ ვერ ვახერხებ,თანაც ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.
-რა ამბავი ბაბი? ორსულად ხარ,ასეც ვიცოდი!-აღტაცებით წარმოთქვა ბაიამ
-არა მოიცა ბაი-სიცილი ვერ შეიკავა შარვაშიძემ-სხვა ახალი ამბავი მაქვს,მოკლედ, მოსწავლე ამყავს,უცხო ენა უნდა ვასწავლო,ანანო ქვია,იცით რა საყვარელია?
-რომელ კლასშია ბაბი?
-მეათეშია ნი,ბექასაც ვესაუბრე უკვე და დამთანხმდა.
გოგონებმა სიხარულით მიულოცეს ბარბარეს ახალი საქმის დაწყება.
-ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ მეგონა გვეტყოდი რომ პატარას ელოდებოდი-სევდანარევი ღიმილით შეხედა ბაიამ მეგობარს
-გოგონებო, მეც მინდა რაღაც გითხრათ,მე და ლევანი ველოდებით პატარას-თბილი ღიმილი აღიბეჭდა ნინის სახეზე.
ბარბარემ ლამის იკივლა სიხარულისგან ნინისკენ წავიდა და ჩაეკონა
-ნიიი როგორ გამახარე,რა კარგია,ლევანი ხო წარმომიდგენია როგორი ბედნიერი იქნება.
-კი ძალიან ბაბი.
-ჩვენი პატარა,ნეტავ ბიჭია თუ გოგო-აღფრთოვანებით უსვებდნენ ლიზა და ბაია ხელებს მუცელზე ნინის.
-ბარბარე მალე შენც უნდა გაგვახარო ესეთი ამბით– თვალი ჩაუკრა ლიზამ გოგონას
ბარბარეს მხოლოდ გაეღიმა მის ნათქვამზე და არაფერი უპასუხა.
........
საღამო ხანს შარვაშიძე შინ დაბრუნდა,ახალი ამბით აღტაცებული ლამის ღრუბლებზე დააბიჯებდა,სახლის კარი გააღო და ჩანთა დივანზე დადო,მალევე მეუღლეს დაურეკა,თუმცა ერისთავი ისევ სამსახურში იყო და რამდენიმე საათი აგვიანდებოდა,ბარბარემ გადაწყვიტა რაიმე გემრიელი მოემზადებინა მისთვის, სამზარეულოში შევიდა და ნამცხვრის მომზადებას შეუდგა.
მოგვიანებით ბექაც დაბრუნდა და მისაღებშივე საოცარი სურნელი იგრძნო.
სამზარეულოს კარი ფრთხილად შეაღო და მოფუსფუსე ცოლის დანახვამ ღიმილი მოგვარა,მიუახლოვდა,წელზე ძლიერად შემოხვია ხელები და კისერში ნაზად აკოცა
-მომენატრე ბაბი,დედა და მამა რაც ლონდონში გადავიდნენ ამ სამსახურის გამო სულ ვეღარ ვიცლი შენთვის.
ბარბარე მისკენ შებრუნდა,ყელზე შემოხვია ხელები და თბილად გაუღიმა.
-არაუშავს ბექა,აი აქ მყავხარ-გულზე დაიდო ხელი-და შენგან სიშორეს არ ვგრძნობ,თანაც დედა და მამა მალე დაბრუნდებიან, სულ რაღაც ორი წელი და ყველანი ისევ ერთად ვიქნებით,ახლა კი ნახე რა მოგიმზადე, შენ ხომ ძალიან გიყვარს ეს.
თეფშიდან "ეკლერის" ფართო ნაჭერი აიღო და ბექას გაუწოდა.
-საოცრება ხარ რა ბარბარე,ვგიჟდები ამ ნამცხვარზე.
სწრაფად გამოართვა და დააგემოვნა
-უგემრიელესია!
-მადლობა ბექუ-ლოყაზე აკოცა ერისთავს და მაცივრისკენ გაეშურა წვენის მოსატანად-იცი? დღეს გოგონებს შევხვდი კაფეში და გავიგე,რომ ნინი და ლევანი პატარას ელოდებიან,
ლამის გავგიჟდი სიხარულისგან-ღიმილს ვერ იკავებდა გოგონა.
-მართლა?რა მაგარია ძალიან გამეხარდა,წამო ახლავე წავიდეთ მათთან,თანაც ლევანმა დამირეკა, გიო,ნიკა და გაგაც იქ იქნებიან,ფეხბურთის გამო რა,დალევით არ ვსვამ ამ სამსახურის საქმეების გამო,ასე რომ რამდენიმე საათში დავბრუნდეთ .
-რა კარგია,წავიდეთ,ეგ სპორტი არ მიყვარს,მაგრამ მათთან ერთად მინდა ყოფნა-თვალებში ნაპერწკლები გაუჩნდა შარვაშიძეს, რამდენიმე წუთში მოემზადა და ბექაზე ხელჩაკიდებულმა დატოვა სახლი.
....
ლევანისთან მატჩის საყურებლად ემზადებოდნენ ბიჭები,ბექას და ბარბარეს მისვლამ ყველანი ძალიან გაახარა,დემეტრემ მაცივრიდან ღვინო გამოიღო,მაიამ და ნინიმ კი სწრაფად გაშალეს მაგიდა.
ბიჭებმა თამაშის ყურება დაიწყეს, შიგადაშიგ კი სადღეგრძელოებიც გაისმოდა,უმეტესად ნინისა და ლევანის მისამართით.
"ფეხბურთმოძულე" ქალბატონები კი სამზარეულოში განმარტოვდნენ და ერთმანეთს მონატრებულები უამრავ თემაზე საუბრობდნენ.
-დე შენ და ბექამაც გაგვახარეთ მალე ესეთი ამბით-გაუღიმა შვილს მაიამ.
ბარბარემ კი მხოლოდ ღიმილით უპასუხა ნათქვამს.
მოგვიანებით,როცა უკვე მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა,ქალბატონები მისაღებში გავიდნენ და მეუღლეებს მიუსხდნენ გვერდით,ყველანი კარგ დროს ატარებდნენ ერთად,დემეტრემ ჭიქა აიღო და მორიგი სადღეგრძელოს თქმა დაიწყო,ყველამ მისკენ მიაპყრო ყურადღება,ამ დროს კი ლევანმა ცოლს ხელი მუცელზე დაადო და ღიმილიანი სახით რაღაც ჩასჩურჩულა,ბექამ სევდანარევად გაიღიმა,როცა მათ მოჰკრა თვალი,თუმცა ხასიათი მალევე გამოუკეთდა და საუბარში მხიარულად ჩაერთო,ბარბარეს კი ქმრის ეს უნებლიე მზერა არ გამოჰპარვია.
გვიანი იყო,როცა სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა ბექა და ბარბარე,მანქანაში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა,მას მხოლოდ ერისთავი არღვევდა დროდადრო,როცა გოგონას მოწყენას ატყობდა,თუმცა კი არაფერი გამოსდიოდა,სიჩუმე კვლავ ბატონობდა,ბოლოს ბიჭმა ვეღარ მოითმინა და იკითხა:
–ბარბარე რა გჭირს რატომ ხარ მოწყენილი?
–შენი სევდიანი ღიმილი ბექა,შევამჩნიე ეგ,როცა ლევანს მოჰკარი თვალი,ნინის მუცელზე რომ ეფერებოდა,ვიცი რომ შენც გინდა მის ადგილას ყოფნა და გეფიცები ეგ მეც ძალიან მინდა,უბრალოდ არ ვიცი რატომ არ...გოგონამ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.
–ბარბარე გაჩუმდი გთხოვ–ბიჭი გზიდან გადავიდა და მანქანა გააჩერა–სულ რაღაც სამი თვეა ერთად ვართ,ოჯახი ახლახანს შევქმენით და ყველაფერს თავისი დრო აქვს,რა სულელი მყავხარ,როგორ იფიქრე რომ რამის გამო სევდიანი ვარ,გეფიცები მათი ყურებისას ეგეთი რამ აზრადაც არ მომსვლია,უბრალოდ სულ სხვა რამეზე ჩავფიქრდი,ხომ იცი,რომ ტყუილს არ გეტყვი,შენ ამაზე აღარ იღელვო კარგი?–შარვაშიძე გულზე მიიკრო და ცრემლები მოსწმინდა.
–ხომ აღარ იღელვებ მითხარი.
–ჰო აღარ ვიღელვებ ბექა–მეუღლეს ძლიერად მოეხვია გოგონა.
–ჰოდა ეგრე....ამ თემაზე თუ ნერვიულობდი აქამდე გეთქვა? სამსახურიდან უფრო ადრე მოვიდოდი და შედეგიც ისეთივე იქებოდა,როგორიც ლევანს აქვს–ეშმაკურად იღიმოდა ბიჭი.
– როგორი საზიზღარი ხარ,ვერ გიტან–სასწრაფოდ მოშორდა ბარბარე ერისთავს და გაბუტული სავარძელს აეკრო.
ბექამ სიცილი ვერ შეიკავა გოგონას სახის დანახვისას,მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ძლიერად აკოცა
–ნუ იბუტები თორე მაგ ბრაზისგან გაბერილ ლოყებს მოგაჭამ,რა საყვარელი ხარ,ესეთს რო გხედავ თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ჩაგეხუტო–იცინოდა ბექა–კარგი შემირიგდი ეხა და გავაგრძელოთ გზა.
ბარბარე თავიდან ხმას ისევ არ სცემდა,თუმცა ბრაზმა მალევე გაუარა და ერისთავს გადაეხვია,შინისკენ მიმავალი გზა სიცილსა და ხუმრობაში გაიარეს,სახლში მისულებმა კი "ეკლერის" მცირე ულუფა კვლავ დააგემოვნეს და დასაძინებლად გაემართნენ.
მეორე დილით ადრიანად გაემართა ბექა კომპანიისკენ,მდივანი გააფრთხილა,რომ ბევრი საქმე ჰქონდა და არავის შეეწუხებინა,კაბინეტში არსებულ კომფორტულ სავარძელში მოკალათდა და უამრავ ქაღალდში ჩარგო თავი.
რამდენიმე საბუთის ხელმოწერის შემდეგ ერისთავთან ელზა შევიდა და გადასცა, რომ ვიღაც ქალი დაჟინებით ითხოვნდა მასთან შეხვედრას.
–ელზა ხომ გითხარი რომ ბევრი საქმე მაქვს.
–ვიცი ბატონო ბექა,მაგრამ ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაგესაუბროთ,დაცდა ვთხოვე,მაგრამ რაღაც ფერი არ ადევს სახეზე,ვიფიქრე ცუდად იყო და გადავწყვიტე გადმომეცა თქვენთვის.
–კარგი,უთხარი შემოვიდეს.
მალევე კაბინეტის კარი გაიღო და თეონა გამოჩნდა,ნანერვიულები სახე ჰქონდა და ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა.
–შენ აქ რა გინდა,ახლავე მოშორდი აქედან!
–ბექა,მისმინე,ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ და უამრავი მიზეზი გაქვს ამისთვის,მაგრამ ცუდად ვარ,უნდა მომისმინო მერე კი მართლა აღარ შეგაწუხებ.
–თეონა არ მაინტერესებს როგორ ხარ,ახლავე წადი!
–ბექა კიბო მაქვს–გოგონას ცრემლები გადმოსცვივდა,ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო და ჩაიკეცა.
ამ სიტყვებმა ლამის თავზარი დასცეს ერისთავს,მის გულში თეონასადმი არასდროს განცდილი სიბრალული გაჩნდა,ახლოს მივიდა და წამოყენება სცადა,გოგო კი კიდევ უფრო მეტს ტიროდა და ყელზე ეხვეოდა.
–მოვკვდები ბექა გესმის? ძალიან მალე მოვკვდები და ყველა მოისვენებს,ვისაც კი ტკივილი მივაყენე,ყველაფერი მაპატიე გთხოვ,გემუდარები მაპატიე რომ მიგატოვე,მერე კი ესეც არ ვიკმარე და უამრავი სხვა პრობლემა შეგიქმენი.
ბექა ადგილზე გაიყინა,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო,მხოლოდ ამას იმეორებდა:
–დამშვიდდი თეო,ყველაფერი კარგად იქნება.
ხელში აიყვანა და სავარძელში ჩასვა,ელზას დაუძახა და წყალი მოატანინა.
–არაფერი იქნება კარგად ჩემთვის ბექა,ექიმი ცდილობს გერმანიაში გამაგზავნოს,მაგრამ ვიცი არ აქვს აზრი.
–იმედს ნუ დაკარგავ,უნდა იბრძლო თეონა და გამოჯანმრთელდები.
–რისთვის?შენ სამუდამოდ დაგკარგე,ყველას ნდობა მაქვს დაკარგული,რა აზრი აქვს ბრძოლას.
–იბრძოლე იმისთვის,რომ ახალი ცხოვრება დაიწყო,ახალ ადამიანებთან ერთად.
თეონამ აღარაფერი უპასუხა ამაზე,მხოლოდ ტიროდა და ხელში დაჭერილ ფურცლებს სიმწლისგან მუჭში იქცევდა.
–რა არის ეს,რისი ფურცლებია.
–აქ წერია ჩემი ავადმყოფობის დასკვნა აჰაა ნახე ბექა–ტირილს უფრო უმატა ლილიშვილმა,ერისთავმა ქაღალდები აღარ გამოართვა და გულდამძიმებული მიეყრდნო მაგიდას.
–ერთადერთი სურვილი შემისრულე გთხოვ ბექა,ამის გამო მოვედი შენთან,ვიდრე გერმანიაში წავალ უკანასკნელად შევხვდეთ,მინდა დაგემშვიდობო,გთხოვ,მხოლოდ ამას გევედრები–თვალცრემლიანი შეჰყურებდა გოგონა.
–ვერ დაგპირდები,მაგრამ ვეცდები თეონა,ეხა კი დამშვიდდი.
–არა ბექა,დამპირდი გთხოვ,მხოლოდ დამშვიდობება,განა ისეთი გთხოვე რაიმე, რაც არ შეგიძლია ჩემნაირ მომაკვდავს გაუკეთო?!
ერისთავი შეაძრწუნა მისმა განწირულმა ხმამ და წასვლამდე შეხვედაზე მცირე ჭოჭმანის შემდეგ დასთანხმდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 424 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
საკმაოდ საინტერესო ადგილას შეწყვიტე, მომწონს, ველოდები გაგრძელებას.
avatar