მესამე პირი ( თავი 13 )
05.10.2018, 16:06
ზარის ხმა გაისმა,ბარბარემ კარი გააღო და მომღიმარი ანანოს მისამლებას ღიმილითვე უპასუხა:
-შემოდი საყვარელო,აი აქ დაჯექი და მეც ახლავე მოვალ-მისაღებში მდგარ მაგიდაზე ანიშნა,გოგონამ კი ჩანთიდან ინგლისურის წიგნები ამოალაგა და რვეულში მონიშნულ უამრავ დავალებას ჩახედა.
-ვიდრე მეცადინეობას დავიწყებთ,მითხარი,მოგწონს ეს საგანი?
-კი ძალიან,უფრო მეტიც,მიყვარს.
-ჰოდა ძალიანაც კარგი-გაუღიმა ბარბარემ და მეცადინეობაც დაიწყეს,ორივესთვის სასიამოვნო იყო ეს პროცესი და მოსწავლეც ყოველ ჯერზე მეტი სიბეჯითითა და პოზიტივით აგრძელებდა სწავლას.
კვირის ბოლოს ანანოს ადრიანად მოუხდა ბარბარესთან მისვლა, ზარი დარეკა და მასწავლებელს დაელოდა,თუმცა შარვაშიძის ნაცვლად მისთვის უცხო მწვანეთვალება ბიჭმა გააღო კარი,რომელიც საღამურებში გამოწყობილი იდგა მის წინ.
-გამარჯობა,მე ბარბარე მასწავლებელთან ვარ,ნახევარი საათით ადრე მომიხდა მოსვლა, უკაცრავად.
შინიდან ბარბარეს ხმაც მოისმა.
-ბექუ,ეს არის ანანო,შემო მალე საყვარელო.
ერისთავმა გოგონა შინ შემოუშვა
-მიხარია შენი დანახვა,მე ბექა ერითავი ვარ,ბარბარეს მეუღლე,მოდი დღეიდან ვიმეგობროთ კარგი?-გაუღიმა ბიჭმა.
-სასიამოვნოა,მე ანანო ნიკოლაძე ვარ,დიახ,ვიმეგობროთ-ბედნიერება აღიბეჭდა გოგონას სახეზე,ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,ანანომ მისი კუთვნილი ადგილი დაიჭირა,ბექა კი სამზარეულოსკენ გაემართა,სადაც მოფუსფუსე ცოლი ეგულებოდა
-ბექუ ანანოს ვამეცადინებ და შემდეგ წავიდეთ სასეირნოდ კარგი?ჯერ მაინც ადრეა.
-ჰო ბაბი,მე მანამ ძილს განვაგრძობ, თორე თავი მტკივა ძალიან,ალბათ გადაღლილობის ბრალია.
-კარგი ბექუ-დაეთანხმა ქმარს შარვაშიძე და ტკბილეულით სავსე ლანგარი მისაღებში გაიტანა.
-მიირთვი საყვარელო,შემდეგ კი დავიწყოთ მეცადინეობა.
-გმადლობთ-თავაზიანად მიმართა ნიკოლაძემ.
ბექა მცირე ხნით თვალს ადევნებდა მათ,შემდეგ გაიღიმა და ჩაფიქრებულმა საძინებლის კარი შეაღო,დაძინება სცადა,თუმცა ძილი არ ეკარებოდა,თეონას სიტყვები გონებიდან არ ამოსდიოდა,ებრალებოდა და ყველაფრის მიუხედავად სიკვდილითვის არ ემეტებოდა,მისი თხოვნის შესრულება გულს არ სიამოვნებდა,რადგან არ უნდოდა ყველაფერი ბარბარეს ზურგს უკან გაეკეთებინა,თუმცა სხვა გზა არ რჩებოდა,ბალიში თავზე გადაიფარა და თვალები ძლიერად დახუჭა,რომ როგორმე ფიქრების კორიანტელი გაეფანტა,დიდი წვალების შემდგომ კი როგორც იქნა ჩაეძინა.
მეცადიენეობის შემდეგ ბარბარემ საძინელებლში შეიხედა,მძინარე მეუღლის დანახვამ სახეზე ღიმილი მოგვარა,გადაწყვიტა არ გაეღვიძებინა,რადგან სამსახურისგან გადაღლილ ბექას დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა,მოგვიანებით ერისთავმაც გაიღვიძა,საათს დახედა და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა,რადგან შუადღის პირველი საათი იყო,სწარაფად წამოდგა საწოლიდან და შარვაშიძესთან გავიდა,რომელიც სახლის დასუფთავებით იყო დაკავებული.
-ბარბარე,რატომ არ გამაღვიძე,სასეირნოდ ხომ უნდა გავსულიყავით?
-გადაღლილი ხარ,დასვენება გჭირდება ბექა,თანაც გარეთ ცუდი ამინდია,ნახე როგორ წვიმს-ფარდა სწრაფად გადასწია გოგონამ.
-ცუდია-უკმაყოფილოდ თქვა ბიჭმა-თუმცა სხვა რამის გაკეთებაც შეიძლება-გაიფიქრა და ღიმილი აღებეჭდა სახეზე.
-ბარბარე,როგორ დასვრილხარ-თავი უკმაყოფილოდ გააქნია ერისთავმა.
-ეგეთი დასვრილიც არ ვარ ბექა,მაგრამ ასეც რომ იყოს რა გასაკვირია სახლს ვალაგებ.
-როგორ არ ხარ ბარბარე,ეს ახლავე უნდა გამოვასწოროთ.
შარვაშიძეს ხელი დაავლო, სააბაზანოსკენ წაიყვანა და ჯაკუზის წყლით ავსება იწყო.
-ბექა არც კი გაბედო!-ცდილობდა სერიოზული ყოფილიყო გოგონა,თუმცა არ გამოსდიოდა-არ დამასველო ბექა გთხოვ-მკაცრი მოთხოვნიდან ხვეწნაზე გადავიდა შარვაშიძე.
-ვერ გადამაფიქრებინებ-იცინოდა ერისთავი და თან ბარბარეს ლამაზ ტუჩებს ხარბად ეწაფებოდა,გოგონა ხელში აიტაცა და სწრაფად ჩააწვინა ჯაკუზში,ბარბარეს მოულოდნელობისგან გამოწვეული კივილი სიცილში გადაეზარდა და თავიდან ფეხებამდე სველმა,ერითავის გაწუწვაც დააპირა,რაც კარგად გამოუვიდა კიდეც.
მალევე მობილურმა დარეკა.
ბექამ ცოლს ძლიერად აკოცა და ნახევრად სველი მისაღებში გავიდა,გიორგის ზარზე პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, თუმცა მობილურზე მოსულმა ახალმა შეტყობინებამ დიდი ინტერესი გაუღვივა,გახსნა და უმალვე ბრაზი აღებეჭდა სახეზე,რადგან თეონა წერდა:
"ბექა ვიცი ამას არ უნდა გიგზავნიდე,შენ ხომ მხოლოდ ერთ შეხვედრაზე დამთანხმდი,მაგრამ ძალიან მარტო სულად ვგრძნობ თავს,დამეხმარე გთხოვ,იქნებ შეძლო და მნახო"
-ეს უკვე მეტისმეტია-გაიფიქრა,თუმცა ლილიშვილის სასოწარკვეთილი სახე ამოუტივტივდა გონებაში და შეხვედრაზე დათანხმდა.
აბაზანაში შევიდა,პირსახოცში გახვეულ შარვაშიძეს მოეხვია და უთხრა:
-ბარბარე,რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე მიწევს გასვლა,არ გეწყინოს,ვიცი დაგპირდი დასვენების დღეს რომ შენთან გავატარებდი,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს-თვალს ვერ უსწორებდა ცოლს.
-არაუსშავს ბექუ,მოაგვარე თუ რამ საქმეა,არ მწყინს მართლა-შუბლზე აკოცა ერითავს და საძინებელში გავიდა.
ბექა კარს მიეყრდნო და ჩაიკეცა,ხელები თავზე შემოიწყო და სინდისის ხმის ჩახშობა იწყო
- ვერ ვეტყვი,არ მინდა არაფრის გამო ეტკინოს გული,მხოლოდ ამის გამო ვატყუებ,მხოლოდ ამის გამო...იმეორებდა და მცირედ იმშვიდებდა გულს.
....
ბექამ მანქანა პარკთან ახლოს გააჩერა და თეონას გამოჩენას ელოდა,ძლიერად წვიმდა ამიტომ ძირს არ გადასულა,მალევე ლილიშვილიც გამოჩნდა,წვიმაში ნელა მოაბიჯებდა თითქოს არც დარდობდა დასველებას,ბიჭი ახლა კი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გოგონასთან მივიდა
-თეონა ასე ხომ სველდები?სწრაფად წამოდი ჩემს მანქააში ჩავსხდეთ.
-მადლობა რომ მოხვედი-გაუღიმა და წელზე მოეხვია ერითავს,ბიჭი მალევე მოშორდა მას და მანქანისკენ გაუძღვა.
-თეო მესმის,რომ გიჭირს,მაგრამ ასეთი უიმედო დამოკიდებულებით უარესად იზიანებ თავს.
-შენ არ იცი რა საშინელი შეგრძნებაა როცა იცი,რომ მალე მოკვდები,თავს ვერაფერს ვუხერხებ,შენი დანახვა კი გულწრფელად მაბედნიერებს.
ბექა ცდილობდა გაღიზიანება დაეფარა და ნაძალადევ ღიმილში მალავდა ბრაზს.
-გული მწყდება,რომ სხვას ეკუთვნი,ვერ ვეგუები რომ ბარბარე დგას იმ ადგილას,სადაც მე უნდა ვყოფილიყავი ბექა.
-თეონა ამ ყველაფერზე თავად თქვი უარი,უკანასკნელი იდიოტი გეგონე რომ დამიბრუნებდი?! ამაზე საუბარს აღარ აქვს აზრი,აქ კი მხოლოდ იმიტომ ვარ,რომ მიუხედავად ყველაფრისა,არ მინდა თავს ცუდად გრძნობდე და მკურნალობაზე თქვა უარი,წარსულის გახსენებას შეეშვი და მომავალზე იფიქრე კარგი?
-შენ ხომ ცოლი იმიტომ მოიყვანე, რომ მე დაგევიწყებინე?
-არა თეონა,ბარბარე იმიტომ მოვიყვანე ცოლად,რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და შენც გისურვრბ იმასთან ყოფნას,ვისაც ასე ეყვარები.
-ჩემთან მხოლოდ სიბრალულის გამო ხარ ხომ?
-თეონა შევეშვათ ამ თემებს-სახეზე საუბრისგან გამოწვეული მობეზრება აღებეჭდა ერისთავს.
-მიპასუხე გთხოვ
-აქ იმიტომ ვარ,რომ მინდა გამოჯანმრთელდე და ცხოვრება ახლიდან დაიწყო.
-კარგი,ყველაფრისთვის მადლობას გიხდი ბექა-მანქანის კარი გააღო და გადავიდა.
-რას აკეთებ?-უკან დაედევდა ბიჭი.
-ვერ ვეგუები იმას,რომ სამუდამოდ დაგკარგე და იმის გამო,რომ ვკვდები შენთვის ბრძოლასაც ეკარგება აზრი -ხმამაღალი საუბრითა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ერისთავს- ნუთუ ვერაფერს გრძნობ,როცა თვალებში მიყურებ?-თეონამ თავი ვეღარ შეიკავა და წვიმისგან დასველებულ ბექას ტუჩებს ეამბორა.
ერისთავმა სწრაფად მოიშორა
-მეტისმეტია ეს ყველაფერი, მორჩა!
-მე ისევ ისე მიყვარხარ,ორ დღეში გერმანიაში მივდივარ და იმედი მაქვს, რომ პირობას შეასრულებ.
ბექამ აღარაფედი უპასუხა მანქანისკენ წავიდა და დიდი სიჩქარით გააქნა ავტომობილი.
.....
მთელი ამ დროის მანძილზე ერისთავი გამუდმებით ცდილობდა დაევიწყებინა ყოველივე,თითქოს არაფერი მომხდარაო ისე აგრძელებდა ბარბარესთან ყოფნას,რადგან თეონას მოქმედებაში საკუთარ დანაშაულს არ გრძნობდა,მას ისევ ისე უყვარდა შარვაშიძე,სამყაროს ერჩივნა მის თვალებში ჩახედვა და იმ სიყვარულის შეგრძნება,რაც ასე უბედნიერებდა გულს,ამიტომაც არ უნდოდა ყველაფერი გაეფუჭებინა,თავს იმშვიდებდა,რომ სულ რაღაც ორი დღეც,ბოლო შეხვედრა ლილიშვილთან გამგზავრებამდე და ყველაფერი კვლავინდებურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა,ცოლთან ბედნიერად ატარებდა წუთებს,წამებს,საათებს და თეონაზე ფიქრს ყველა საშუალებით გაურბოდა.
ლილიშვილისთვის ნანატრი დღეც დადგა,ნანატრი იმიტომ,რომ ფიქრობდა,ერისთავი მთელ დღეს მასთან იქნებოდა,თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა და ბექა მხოლოდ საღამოს კაფეში შეხვედრაზე დათანხმდა,ლილიშვილისთვის ესეც ბედნიერების მომტანი იყო და ერისთავის დანახვამ ბრაზი სიხარულით შეუცვალა.
კაფეში თეთრ პერანგში გამოწყობილმა ბექამ შემოაბიჯა,ხელში სიგარეტი ეჭირა და ზურმუხტისფერი თვალები ლილიშვილის მაგიდისკენ მიაპყრო,ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ და პირისპირ დაუჯდა მომღიმარ გოგონას.
-დიდი მადლობა,რომ მოხვედი და პირობა შეასრულე.
-არაფერია სამადლობელი თეონა...-მცირე ხნის პაუზის შემდეგ განაგრძო-რას შვები?ემზადები გასამგზავრებლად?
-ჰო ბექა,ყველაფერი მზად მაქვს,ფსიქოლოგიურადაც მოვემზადე და ეს შენი დამსახურებაა,ბოდიშს გიხდი იმის გამო,რაც ბოლო შეხვედრის დროს გავაკეთე,არ ვიცი რა დამემართა...
-არაუშავს თეონა,ყველაფერი რიგზეა-თავაზიანად შეაწყვეტინა ლილიშვილს საუბარი-ხვალ რა დროს მიემგზავრები?
- შუადღის თორმეტ საათზე უკვე თვითმფრინავში ვიქნები-გაუღიმა გოგონამ-დღეს კი ამ კაფეს გვერდით მდებარე სასტუმროში უნდა დავბინავდე.
-შინ რატომ არ რჩები?
-არ მინდა დედა ვანერვიულო,მე კი ემოიცას ვერ მოვთოკავ,ვუმალავ ჩემი ავადმყოფობის ამბავს,მხოლოდ ის იცის,რომ საქმიანი ვიზიტით მივემგზავრები.
-გასაგებია-სევდიანად წარმოთქვა ერითავმა.
-მინდა,რომ დღეს ბედნიერები ვიყოთ,თითქოს იქ მართლა სამსახურის გამო მივდივარ-ოფიციანტს ანიშნა და სასმელი მოატანინა.
-თეონა შენთვის ალკოჰოლის დალევა არ არის კარგი გადაწყვეტილება,თანაც მე მალე უნდა წავიდე.
-ბექა კარგი რა,გთხოვ მხოლოდ რამდენიმე საათი,ერთხელ დალევაც არაფერს დამიშავებს,ბოლოს და ბოლოს ამ საშინელ პრობლემებს დროებით მაინც დავივიწყებ,სულ რამდენიმე ჭიქა,განა ბევრს გთხოვ?-ლილიშვილს მთელი დიპლობატიის გამოყენაბ მოუხდა, რომ როგორმე ბექა დაეყოლიებინა და მასთან ერთად ეს რამდენიმე საათი ბედნიერად გაეტარებინა.
-კარგი-სიგარეტი ჩააქრო და ღვინით სავსე ჭიქა მცირე სადღეგრძელოს შემდეგ სწრაფად დაცალა ერისთავმა.
ერთ ჭიქას მეორე მოყვა,მეორეს მესამე და ღვინით სავსე რამდენიმე ბოთლიც გამოცალეს.
-ეხა იცი რა კარგად ვარ?საუკეთესოდ ბექა,მადლობა რომ ჩემთან ხარ-ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა ლილიშვილს.
-მიხარია თუ კარგად ხარ,მაგრამ საკმაო დრო გავიდა და ჩემი წასვლის დროა.
-კარგი აღარ შეგაყოვნებ ბექა-მეც წავალ ჩემს ნომერში,თეონა წამოდგა, თუმცა თავი ვეღარ შეიკავა და სავარძელზე მოწყვეტით დაჯდა.
-კარგად ხარ?-ახლოს მივიდა ერისთავი.
-კარგად ვარ ბექა,ღვინის ბრალია,მგონი სიარულს ჩემით ვერ შევძლებ.
-კარგი, ადექი, მიგიყვან სასტუმროს ნომრამდე-უკმაყოფილოდ თქვა ბიჭმა,რაზეც ლილიშვილი სწრაფადვე დათანხმდა,რადგან იცოდა,რომ მარტო ამას ვერ შეძლებდა,ნახევრად სავსე ღვინის ბოთლი აიღო და ბექას წელზე ხელშემოხვეულმა დატოვა კაფე.
ოთახის კარი ფრთხილად შეაღო ერისთავმა,თეონა შიგ შეიყვანა და საწილზე დააწვინა.
-ბექა არ წახვიდე გთხოვ,სულ ცოტა ხნით დარჩი,გემუდარები,შეიძლება ვეღარასდროს გნახო-თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა გოგონას.
-დამშვიდდი რა,კარგად იქნები და ეგეთ სისულელეებზე ნუ ფიქრობ.
-რა ვქნა ბექა,ცხოვრებამ მაიძულა ადრიანად მეფიქრა ამაზე,გთხოვ ცოტა ხნით ჩამოჯექი.
ბექა უკმაყოფილებას ვერ იშორებდა სახიდან,თუმცა მისი დატოვებაც ეძნელებოდა.
ლილიშვილი საწოლზე ბექას გვერდით წამოჯდა და ხელი თმაში შეუცურა.
-ძალიან მომენატრე ბექა,შენი ჩახუტება და დილით შენი მობილურის ზარით გაღვიძება მენატრება-ბოლო სიტყვებმა ღიმილი აუთამაშა ლილიშვილს სახეზე.
-თეონა გეყოს,უკვე ძალიან შეტოპე,მე უნდა წავიდე-ერისთავი ადგა,ღვინისგან გამოწვეულ თავბრუსხვევას ყურადღება არ მიაქცია და კარისკენ გაემართა,როცა თეონას ტირილი მოესმა.
-ახლა შენ მტოვებ ბექა,იცი ეს როგორ მტკენს გულს?უნდა გითხრა რასაც ვგრძნობ,სხვაგვარად არ შემიძლია,რატომ არ გინდა გაიგო, რომ უზომოდ მენატრები და ვნანობ იმ ყველაფერს,რაც წარსულში მოხდა-გოგონას ცრემლები ახრჩობდა.
ბექა მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა.
-ადამიანი,რომელიც არ მიყვარს იმასთან ვერ გავჩერდები,შენ კი ყველა გზას ეძებ ოღონადაც ჩემთან იყო,თავს იტანჯავ ასე,კარგად იცი,რომ ჩემი ცოლი ყველაფერს მირჩევნია და შენი წარსულზე საუბარი,დღეს ჩემთვის, ერთი დიდი ნაბოდვარია.
-ვიცი,ვეღარაფერს შევცვლი,მაშინ დაგკარგე,როცა შენგან ჩემივე ნებით წავედი,მაგრამ მინდა იცოდე,რომ ყოველთვის შენ მიყვარდი და ახლაც ყველაზე მეტად მიყვარხარ.
ლილიშვილი ბექას მიეკრო და ნაზად დაუკოცნა ყელი.
ერისთავმა კვლავ ეცადა მისგან თავის დახსნას,თუმცა სასმელმა თავისი ქნა და ორივე ერთმანეთის ფერებით საწოლში აღმოჩნდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 338 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
Gmerto chemo imdenxan daagvianee, lodinsac gaachniaaa, agar gacelo ra, dade xolmeee, es beqa ver ariss, taanagrznoba daujdeba barbares dakargvis fasadd, idiotii
avatar
0 Spam
2
მომდევნო თავები მალე დაიდება,გმადლობთ,რომ კითხულობთ heart
avatar