მესამე პირი ( თავი 14 )
11.10.2018, 22:02
მეორე დილით,ბექამ გაიღვიძა, თვალები გაახილა და მის წელზე შემოხვეულ ნაზ ხელებს დააკვირდა,გულმა რეჩხი უყო,ქალისკენ შეტრიალდა და ელდა ეცა,როცა თეონას კმაყოფილებით სავსე ღიმილს გადააწყდა,უხეშად მოიშორა და ბრაზისგან სახეანთებულმა ხმის ტონი ვერ შეარჩია.
-დამშვიდდი ბექა,რატომ ღელავ?-მშვიდად მიმართა გოგონამ და მაისური გადაიცვა.
ბექამ ახლაღა მოიძია მობილური,გაუკვირდა,რომ ბარბარესგან დანარეკი არ დახვდა.
-ნუ ნერვიულობ,მან არაფერი იცის,უფრო მეტიც ვერც კი იეჭვებს,შეტყობინება გავუგზავნე,რომ აჩისთან რჩებოდი,სამსახურის საქმეების გამო.
ბექას ჯერ გაოცება,შემდეგ კი სიბრაზე აღებეჭდა სახეზე.
-გეფიცები ბარბარეს რაიმეს ეტყვი და იმ დარჩენილ მცირე დროსაც ჯოჯოხეთად გიქცევ-თავს ვერ იკავებდა მამაკაცი.
-ცოტას?...რატომ მიმოკლებ ცხოვრებას ესეთ სიცოცხლით სავსე ქალს?-ირონია არ შორდებოდა თეონას.
-რას ამბობ?შენ ხომ გერმანიაში მიდიხარ სამკურნალოდ?
-გერმანიაში მივდივარ კი,მაგრამ სამკურნალოდ არა,სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად მხოლოდ-იღიმოდა და სარკეში საყურეებს ისწორებდა ლილიშვილი.
-ნამდვილი კახპა ხარ!ასეთი ტყუილი როგორ მითხარი?-ღრიალებდა ერისთავი.
-მაიძულე ბექა,სხვაგვარად არც კი მომისმინე,მე კი მართლა მიყვარხარ და ვერ დავუშვებდი ბარბარესთან შენს ბედნიერად ყოფნას.
-გეფიცები მას რომ რამე უთხრა გაგანადგურებ!
-შენზეა დამოკიდებული გაიგებს თუ არა,გერმანიიდან როცა დავბრუნდები ჩემს მიერ დანიშნულ შეხვედრებს დათანხმდები,ცოლთან დაშორებას არც გთხოვ,ვითხოვ მხოლოდ,რომ ჩემთან იყო და შენი სითბო არ მომაკლო,უარს მეტყვი?შენი ნებაა,მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბარბარე ამ ფოტოებს ნახავს-კამერა ჩართო და შორიდან აჩვენებდა გადაღებულ სურათებს-ასე რომ ცხოვრება თავად გექცევა ჯოჯოხეთად.
-ჩემს ცოლთან მიახლოებაც კი არ გაბედო!მე საბოლოოდ გაგაბრთხილე თეონა,გეფიცები თუ მომხდარს ბარბარე გაიგებს,დაუდნობლად გაგისწორდები!
-მეც გაბრთხილებ ბექუ-ირონიით გაუღიმა ბიჭს.
-რა გინდა?გინდა ჩემს პირად კახპად იქცე?ხომ იცი,რომ არ მეყვარები!-მიუახლოვდა და ირონიული სახით, თვალებში ჩახედა ლილიშვილს.
-რაც გინდა ის მიწოდე,მიყვარხარ და ბუნებრივია შენთან ყოფნა მინდა,ჩემთვის კი სულერთია ეს რა გზით მოხდება,მჯერა,გავა დრო და გაიხსენებ შენთვის რა კარგი ვიყავი,საყვარელო.-თვალი ჩაუკრა ერისთავს.
ბექამ პიჯაკი აიღო და კარი საშინელი ხმაურით მიიხურა,თეონა კი ღიმილიანი სახით,ხელებგაშლილი გაწვა საწოლზე და ღრმად ამოისუნთქა.
ერისთავი მანქანაში უხმოდ ჩაჯდა,რამდენიმე წუთი ფანჯრიდან ერთ წერტილს გაუნძრევლად უყურებდა,იგრძნო ნელ-ნელა როგორ აევსო თვალები ცრემლებით,რომლებიც ტკივილის,ღალატისა და დიდი შეცდომის შედეგად იყო გამოწვეული,
საკუთარ მოქმედებას ვერაფრით უძებნიდა ახსნას,ან რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ღალატს?ახლა უკვე ცხადად აგონდებოდა თეონასათან გატარებული ღამე, გული კიდევ უფრო აჩქარებით უცემდა სიბრაზისაგან,საკუთარი თავი სძულდა,ვერ პატიობდა,რომ ამოდენა შეცდომა დაუშვა.
ქალი,რომელიც უსაზღვროდ უყვარდა ამ აუზრო,სიბინძურის მომცველი ვნებისა და მისი თავშეუკავებლობის გამო შეიძლებოდა სამუდამოდ დაეკარგა,მხოლოდ ეს აშინებდა,ამაზე მეტად დარდობდა და ცდილობდა როგორმე თავი ხელში აეყვანა,მან ახლაღა გააცნობიერა და პარალელი გაავლო სიყვარულსა და ვნებას შორის,ეს ორი რამ იმდენად განსხვავდებოდა და შორს იყო ერთმანეთისგან,
როგორც ცა და მიწა,მთელი მისი არსება საკუთარი თავისა და თეონას მიმართ ზიზღმა მოიცვა,ეწვოდა სინდისი როგორც არასდროს,როცა აგონდებოდა რომ შინ უნდა მოსულიყო და ცოლისთვის თვალებში ჩაეხედა,აგონდებოდა მოფუსფუსე ბარბარე,რომელიც მზად იყო მისი ბედნიერებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა,ეს კი დანაშაულის გრძნობას კიდევ უფრო უღრმავებდა,ვეღარ უძლებდა ფიქრების ასეთ მძაფრ შემოტევას,საჭეს ხელები შემოხვია და თავი დაადო.
არ შეეძლო შარვაშიძისგან შორს ყოფნა,მაგრამ კარგად ესმოდა,რომ ახლოს ყოფნითაც დაიტანჯებოდა,ებრალებოდა გოგონა ტყუილებისთვის,რომელიც ამ ღალატს მოყვებოდა,მაგრამ ვერ გაძლებდა ბარბარესგან შორს, ამიტომ გადაწყვიტა ცოლისთვის დროებით ყველაფერი დაემალა და თეონას გერმანიიდან დაბრუნებდამდე როგორმე აეხსნა მომხდარი,მანქანა დაქოქა და სახლისკენ ამ ფიქრებში ჩაძირულმა იწყო სვლა.
შინშესვლისთანავე ცოლს დაუძახა,თუმცა იქ არ დახვდა,გაუკვირდა დილა ადრიან სად უნდა ყოფილიყო,მობილური აიღო,რომ დაერეკა,თუმცა მალევე კარი კაიღო და ბარბარე შემოვიდა,ცოლს შეხედა და გული შეუქანდა,ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო,დანაშაულის გრძნობა ბორკავდა და არ აძლევდა საშულებას მისკენ წასულიყო,მოხვეოდა იმ ხელებით და ეკოცნა იმ ტუჩებით,რომლითაც წინა ღამით თეონას ეხვეოდა და კოცნიდა,ბარბარე მისკენ წავიდა და უსაშველოდ დიდი სითბოთი ჩაეხუტა
-ბექა ძალიან მომენატრე!
-მეც მომენატრე ბაბი–თვალებიდან წამოსული ცრემლები სწრაფად მოიშორა-სად იყავი ამ დილა ადრიან?-ძალა მოიკრიბა და გაუღიმა ცოლს.
-ლიზამ მთხოვა გუშინ მასთან დავრჩენილიყავი ბექუ,შინ მარტო იყო,შენთვის მინდოდა თქმა,მაგრამ რომ დაგირეკე გამორთული გქონდა მობილური.
-ჰო,გამორთული იყო-მცირე ხნით თვალებგაშეშებულს კვლავ ფიქრები მოაწვა,თუმცა მალე გამოერკვა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა-ლიზა როგორაა?ეგ რა მშიშარა მყავს მოკლედ-ისევ ნაძალადევად გაიღიმა,რადგან სულში არსებული ტკივილი არ აძლევდა თავისუფლად გაღიმების საშუალებას.
-კარგად არის,სულ შენს ქებაშია-იცინოდა ბარბარე.
-ვა,ნუთუ ლიზას ჩემი ქება ამოსდის პირიდან?
-ოჰ,და მერე როგორ-გაუღიმა ბარბარემ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა მონატრებულ მეუღლეს,შემდეგ კი სამზარეულოსკენ გასწია.
ერისთავს უჭირდა გააზრება იმისა თუ რა იქნებოდა ცხოვრება ბარბარეს გარეშე,კვლავ სცადა ფიქრებისგან თავის დაღწევა და სააბაზანოსკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
შუადე იყო ანანო რომ სამეცადინოდ მივიდა ბარბარესთან, ძალზედ ცუდ ხასიათზე იყო,თუმცა ყველანაირად ცდილობდა მასწავლებელთან ეს არ შეემჩნია,დიდი მცდელობის მიუხედავად თავი ვერ შეიკავა,გულში ტკივილი იგრძნო და მწარედ ატირდა.
-რა გჭირს ანანო?ცუდად ხარ?-მიიხუტა და მაგიდაზე დადებული ჭიქით წყალი დაალევინა გოგონას.
ნიკოლაძე ტირილს ვერ წყვეტდა,ქალი კი მის დამშვიდებას ცდილობდა.
-რა მოხდა ძვირფასო?რა გჭირს?
-მაპატიეთ გთხოვთ,არ მინდოდა ასე მომხდარიყო, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე,პრობლემები მაქვს,რასაც არაფერი ეშვლება.
-რას ამბობ,საყვარელო,ნუ მთხოვ ამის გამო პატიებას,მომიყევი რატომ ხარ ასე,იქნებ შევძლო შენი დახმარება-წიგნი დახურა და დივნისკენ წაიყვანა გოგონა.
-მეგობარი მყავდა,უფრო სწორედ მეგონა,რომ მეგობარი იყო,ძალიან ვაფასებდი,თუმცა ბოლო დროს შეიცვალა,
ვეკითხებოდი მიზეზს,მაგრამ არაფერს მპასუხობდა,იმ გოგონების ჯგუფთან დაიწყო სიარული,რომლებიც წლებია ჩემს მტრობას და დამცირებას ცდილობენ,გუშინ სულელურ თემაზე კამათი მოგვივიდა ყველას წინაშე დამამცირა და განმიცხადა,რომ ჩემთან მეგობრობა აღარ უნდოდა,ჩემი დღიურის ჩანაწერებიც კი მოყვა,სკოლაში მისვლის მრცხვენია,ასე როგორ მომექცა,როცა დებივით ვიზრდებოდით?!
-მესმის შენი გრძნობების,ვიცი რომ ახლა გული ძალიან გტკივა,მაგრამ თავი მაღლა ასწიე და ძალა მოიკრიბე,არ ღირს ცრემლის ღვრა და გულის ტკივილი იმის გამო,ვინც გიღალატა და ასე მარტივად მიგატოვა,რთულია გადაიტანო იმედგაცრუება და ნდობის დაკარგვა,სამწუხაროდ,ზოგჯერ სწორედ ისინი გვექცევიან უმოწყალოდ ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველით,მაგრამ ამას გირჩევ,ბედნიერი იყავი საკუთარი თავით პირველ რიგში,დააფასე ისიც კი კაფეტერიაში მარტოც რომ მოგიწიოს "ჰამბურგერის" ჭამა,აბსოლიტურად ყველაფერში დაინახე ბედნიერება და იცოდე,რომ შემთხვევით არაფერი ხდება.
-მართალი ხართ-თავი მაღლა ასწია და ცრემელბი მოიწმინდა ნიკოლაძემ-მთელს ჩემს ენერგიას სწავლისკენ მივმართავ,აუცილებლად დადგება დრო,როცა რაიმეში დასახმარებლად ჩემამდე მოვა,მაშინ კი შურსაც ვიძიებ.
-არა ანანო,არა! შურისძიებაზე არც კი იფიქრო! ეგ თავად გაგანადგურებს.
-აბა როგორმე ხომ უნდა იგრძნოს როგორ მატკინა გული?!
-იგრძნობს,თანაც აუცილებლად,მაშინ შესაძლოა ეცადოს შენთან მეგობრობის აღდგენას და კვლავ იმეგობრებ თუ არა მასთან ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია,მაგრამ არანაირი შურისძიება,გეუბნები, რომ ყველფერში ბედნიერება დაინახო,შენ კი შურისძიებას მიხსენებ,ამ გრძნობით ვერასდროს იქნები ბედნიერი,სულგრძელი იყავი მუდამ და საკუთარი თავის ღირსება არასდროს დაკარგო.
-მართალი ხართ,დედაც სულ ამას მეუბნება,რომ ღირსება არ დავკარგო.
-ჰოდა დაუჯერე დედას.
-დიდი მადლობა ბარბარე მას.
-მადლობას ნუ მიხდი-ჩაეხუტა გოგონას.
ბექა კი კართან ახლოს კედელს მიყრდნობოდა და ცოლის სიტყვებში საკუთარი თავიც ამოიკითხა,აწყლიანებული თვალები სულ ჩაწითლებოდა,ხელს გულზე იბჯენდა და უნდოდა ტკივილისაგან ეყვირა,უკვე ხვდებოდა, რომ ბარბარე მას არაფერს აპატიებდა და გამოუსწორებელ დანაშაულს საკუთარ თავთან უიმედოდ ინანიებდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 334 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar