მესამე პირი ( თავი 15 )
25.10.2018, 23:43
დღეები გადიოდა,ბექას ძალზე სტანჯავდა ღალატი და მისგან შობილი უამრავი ტყუილი,თუმცა ბარბარესთან მომხდარის ახსნას ყოველთვის მომდევნო დღით გადადებდა ხოლმე,რადგან არ შეეძლო მისი დაკარგვა,დარდს გულში იმწყვევდა,რამაც ხასიათი ძალიან დაუმძიმა...
-ბექუ რა გჭირს,ამ ბოლო ხანს რაღაც ძალიან ნაღვლიანი ხარ?-საწოლზე წამოწოლილ ქმარს მიუახლოვდა ქალი.
-არაფერი ბაბი,კარგად ვარ-გაუღიმა ცოლს.
-თუ რამ გაწუხებს ხომ იცი,რომ გვერდით დაგიდგები,გთხოვ არაფერი დამიმალო.
-ვიცი ბარბარე,ყველაფერი რიგზეა დამიჯერე,უბრალოდ გადაღლილი ვარ ხოლმე ალბათ ამის ბრალია.
-კარგი ბექუ-ოთახიდან გავიდა შარვაშიძე.
ერთი თვეც მიიწურა,ბექა ჩვეულ ტემპში აგრძელებდა ცხოვრებას,ზამთრის ერთ სუსხიან დღეს კი კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში ლილიშვილი შემოვიდა.
-გამარჯობა ბექა,აი მეც დავბრუნდი,მისმინე,
საღამოს თავისუფალი ვარ,ისევ იმ სასტუმროში შევხვდეთ,სადაც ერთი თვის წინ საოცარი ღამე გავატარეთ-იღიმოდა გოგონა.
-კარგი ერთი,კიდევ რას ინებებ?-ცინიკურად გაიცინა ერითავმა-შეხვედრა მე შემიძლია დავუნიშნო შენნაირ ქალს და არა პირიქით.
-კარგი,გაიმეორე მაშინ ჩემი სიტყვები-ღიმილს ვერ იშორებდა ლილიშვილი.
-მე შენთან შეხვედრას არ ვაპირებ-შუბლი შეკრა და ოდნავ მკაცრი,თუმცა ისევ ცინიკური სახით შეხედა გოგონას.
-იცი ამას რაც მოყვება,შენი ოჯახის დანგრევა საკუთარ თავს დააბრალე.
-შენ მე ოჯახს ვერ დამინგრევ თეო და იცი რატომ?აი ამ ქაღალდებს შეხედე,აქ ყველა იმ ადამიანთა სიაა,რომლებსაც ყალბი საბუთებით ქონების ნახევარი წაართვი,ერთ-ერთი დეიდაშენია.
გოგონას თვალები გაუფართოვდა,გულმა სწრაფად უწყო ცემა,ანერვიულებული მივარდა ერისთავს.
-გგონია ამ სისულელეებს ვინმე დაიჯერებს?
-კი თეო დაიჯერებენ-ცინიზმს ზურგს არ აქცევდა ბექა-ჩემს ოჯახს არ გაეკარები,თორე ცხოვრების მშვენიერ წლებს ციხეში გაატარებ.
-ეს ქაღალდები არაფერს ნიშნავს,ყალბია,მე არავისთვის არაფერი წამირთმევია.
-კარგი,რა განერვიულებს თუ ეგრეა?!
-რა გგონია, ციხეში თუ ჩამსვამ,შენი ძვირფასი ცოლი ვერაფერს გაიგებს?!
-თეო,რაღაც ვერ გაიგე იცი?!ამ ქაღალდებს პოლიცია იმ შემთხვევაში ნახავს თუ ბარბარეს რაიმეს ეტყვი,ასე რომ თუ ციხეში არ გინდა წახვიდე,მაშინ კეთილი ინებე და ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრი-კმაყოფილება არ შორდებოდა ერისთავს.
ლილიშვილმა შუბლი შეკრა და სიბრაზისგან სახეალეწილმა ბექას კომპანია დატოვა,ერისთავი სიხარულით გულავსებული ჩაჯდა სავარძელში,არჩილს დაურეკა და გამოძიებული საქმისთვის მადლობა გადაუხადა,საბუთები საქაღალდეში ჩაალაგა და შინისკენ გასწია.
......
ზამთრის ერთი მშვენიერი ღამე იყო,ირგვლივ არე-მარე თოვლს თეთრად გადაეპენტა,ბუხარში ცეცლი გიზგიზებდა და ოთახს მკრთალ შუქს ჰფენდა,ბუხრის წინ ბარბარე იჯდა,ფიქრებში ჩაძირულიყო და ცეცხლს უყურებდა,ერისთავი მიუხლოვდა,წელზე ხელები შემოხვია და კისერში ძლიერად აკოცა.
-რაზე ფიქრობ ბარბარე?
-ჩვენზე ბექა,ამ ბოლო ხანს ისე უხასიათოდ ხარ ხოლმე,ძალიან შეიცვალე.
-ბარბარე,ვიცი გიჭირს ასეთს რომ მხედავ,მაგრამ ყველაფერი რიგზეა,დამიჯერე-ამის თქმის დროს თეონასთან გატარებული ღამე გაახსენდა,სინდისი კვლავ აუხმაურდა,ქალს ძლიერად მოეხვია და საუბარი განაგრძო-მიყვარხარ,იმდენად რომ ალბათ მოვკვდები შენგან შორს რომ ვიყო,საკუთარ თავს ვერ ვიტან ხოლმე,როცა ეს დრო ჩემს გახალისებას ცდილობდი მე კი უხასიათობით კვლავ გულს გტკენდი,მაგრამ ბაბი,უძვირფასესი ხარ ჩემთვის,რაც არ უნდა მოხდეს მინდა იცოდე,რომ უზომოდ მიყვარხარ,დღეიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება,ბევრი რამ შეიცვალა მამა და დედაც ორი წლის ნაცვლად სულ რაღაც რამდენიმე თვეში ჩამოვლენ,საქმესაც მალე მოვრჩები და შენთან კიდევ უფრო მეტ დროს გავატარებ,ამ დღეებს კი გთხოვ ნუღარ გავიხსენებთ.
-მართლა?!მალე ჩამოვლენ?!როგორ გამეხარდა!- შებრუნდა და ძლიერად მოეხვია ქმარს-ბექუ მაპატიე,მეგონა რომ ჩემგან შორს იჭერდი თავს,შენზე ცუდად ვიფიქრე,არადა მთელი დღეები სამსახურში ხარ და ამდენს შრომობ.
-პატიებას ნუ მთხოვ,შენ მე პატიებას არ უნდა მთხოვდე-თვალები აუწყლიანდა ერისთავს,თუმცა მკრთალ შუქზე შარვაშიძემ ეს ვერ შეამჩნია- ბარბარე,ყოველთვის გახსოვდეს,რომ მიყვარხარ და შენზე უკეთესი არავინ მყავს,სამყაროს მირჩევნიხარ ეს არასდროს დაივიწყო-ცოლს აკოცა და გულში ძლიერად ჩაიხუტა.
დიდი ხანი გაატარეს ბუხრის წინ,უამრავ თემაზე ისაუბრეს.
ამ უჩვეულო,ძალზედ ლამაზმა ღამემ მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ დავიწყებას არასოდეს მიეცემოდა.
........
-შენ სულ გათავხედდი ხო?
-დამშვიდდი ბექა,სტუმარი ვარ ბოლო-გაუღიმა ერისთავს.
-ახლავე წადი თეონა,შენთან ჩხუბს არ ვაპირებ,შენთვისვეა უკეთესი მშვიდად დატოვო ეს სახლი.
-სკანდალის მოწყობას არ ვაპირებ,უბრალოდ მინდა დაგელაპარაკო,სულ ცოტა დრო მომეცი,ვიცი შენი ცოლი შინ არ არის ასე,რომ მის მოსვლამდე გეტყვი სათქმელს.
-მალე მორჩი-ხელები ერთმანეთში ჯვარედინად გადახლართა,კედელს ზურგით მიეყრდნო და ისე რომ ლილიშვილისთვის არც შეუხედავს მისი მოსმენა იწყო.
-ბექა...-მცირე ხნის დუმილის შემდეგ განაგრძო-ჩემს ადგილას შეძელი და თავი წარმოიდგინე,ძალა არ მყოფნის ავიტანო რომ შენთვის ისევ ძველებური თეო აღარ ვარ,შენი სითბო ძალიან მაკლია,ცოლთან დაშორებას ხომ არ გთხოვ,მეც გამინაწილე შენი დრო,ბექა,ვიცი გულის სიღრმეში კვლავ მე გიყვარვარ.
ერისთავს ბოლო სიტყვების გამო ღიმილი აუთამაშდა სახეზე,თუმცა თავი ზემოთ არ აუწევია,იატაკის ერთ წერტილს უყურებდა და ხმას არ იღებდა.
-გთხოვ დამიბრუნდი,ამ ქალთან ისეთი ბედნიერი ვერასდროს იქნები როგორც ჩემთან იყავი და მე გპირდები ისევ ისე გაგაბედნიერებ როგორც ადრე.
ერისთავმა ახლა უკვე თავი ვერ შეიკავა,თუმცა სიმშვიდე არ დაუკარგავს და მიუგო:
-ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება და გტოვებს თეონა,მე ჩემი ცოლი მიყვარს და სწორედ ამ სიყვარულის გამო ქვია მას ჩემი მეუღლე,უბედნიერესი ვარ მასთან,რამდენჯერ უნდა გავიმეორო ეს რომ გაიგო?!ახლა კი აქედან წადი,შინ რომ შემოგიშვი ამ ზამთრის სიცივეს უმადლოდე.
-გამოდის მაინც უარზე ხარ?
-ეგრეა!არ ვაპირებ ბარბარეს ზურგს უკან შენთან შეხვედრები დავიწყო,ერთი თვის წინ ჩვენს შორის რაც მოხდა ის დიდი შეცდომა იყო და აღარასდროს განმეორდება!
უეცრად სამზარეულოდან ხმაური გაისმა,ბექას ახლაღა გაახსენდა ქურაზე მოსახარშად დადებული ყავა და სამზარეულოსკენ გაიქცა,ამ დროს თეონამ კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადებული ლანგრის ქვეშ შეაცურა.
-კარგი ბექა მე წავედი,მადლობა რომ მომისმინე.
ერისთავი მისაღებში დაბრუნდა და ლილიშვილი გააცილა,შემდეგ კი ყავის ლაქებით დასვრილი ქურის წმენდა იწყო,რადგან არ სურდა ბარბარეს ეს არეულობა ენახა.
..........
-გამარჯობა ანანო,როგორ ხარ-კაფეტერიაში მაგიდასთან მჯდარ ნიკოლაძეს მიესალმა ბელა.
-გამარჯობა-გაუღიმა გოგონამ
-შეიძლება შენს გვერდით დავჯდე?
-კი, როგორ არა-მომღიმარი სახით ადგილი გაუთავისუფლა ამხანაგს.
-ბოლო ხანია გაკვირდები? მიხარია რომ ბედნიერს გხედავ იმ ამბის მერე...შეცვლილი ხარ თითქოს,აქაც კი მარტო იჯექი მაგრამ მოწყენა არ შეგტყობია.
-ვფიქრობ,არ მაქვს მოწყენის მიზეზი.
-შენს ადგილას მე გაღიმებას ვერ გავბედავდი ალბათ,ყველას აზრს ყურადღებას მივაქცევდი და ეს დამთრგუნავდა ძალიან.
-ადრე მეც ეგრე ვიყავი ბელა,თუმცა ერთი კარგი ადამიანის წყალობით ყველაფრის მიმართ შევიცვალე დამოკიდებულება,მე ნატას გამო არაფერს ვნანობ,რადგან ბავშვობის მეგობრობა თავად დაანგრია და შენც იცი რა გზით.
-გული არ გტკივა?არ გწყინს, რომ ასე დაგტოვა და გადათელა ამდენწლიანი მეგობრობა?
-არა ბელა,აღარ მტკივა,ვერავის აიძულებ შენთან ყოფნას,მე ბედნიერი ვარ,რომ ნატას ნამდვილი სახე დავინახე,მიხარია რომ ჩემს გვერდით აღარ არის ადამიანი, რომელიც თურმე მზად იყო ნებისმიერ დროს მახე დაეგო და გავენადგურებინე,
მას თუ არ ვჭირდები და ისინი ურჩევნია ვისთანაც ახლა პოპულარობას იზიარებს ეს მისი ნებაა,მე კი ყალბი ადამიანებისგან შორს ყოფნით ვარ უზომოდ ბედნიერი.
-ახლა რომ მოვიდეს და პატიება გთხოვოს,აპატიებ?
-არ ვიცი,ამისთვის არ ვარ მზად,დრო გავა და მომხდარი შესაძლოა ვაპატიო კიდეც,მაგრამ მის მიმართ ნდობა არასოდეს დამიბრუნდება.
ამ საუბარში იყვნენ, როცა უკნიდან ხმამაღალი სიცილის ხმა მოესმათ,მიიხედეს და ნატა დაინახეს იმ გოგონებთან ერთად, რომლებიც სიძველისგან გაცრეცილი ფორმის გამო უმოწყალოდ დასცინოდნენ უმცროს კლასელს და მის გვერდით დგომასაც კი უკადრისობდნენ.
ანანო ხედავდა ყოფილი მეგობრის მომღიმარ სახეს,მასში აღარაფერი დარჩენილიყო იმ ძველი გოგონასგან,რომელსაც ასე კარგად იცნობდა,ბრაზი მის მიმართ სიბრალულმა გადაწონა მანამ, სანამ გოგონები მათკენ არ გამოემართნენ.
-გამარჯობა ანანო და ბელა–ყველაზე ამაყმა გოგომ ცინიკურად გადახედა ორთავეს.
-გამარჯობა-უპასუხეს ერთხმად და ორთავემ წვენის წრუპვა ისე განაგრძო თითქოს მათ წინ არც არავინ მდგარა.
-ანანო,სკოლაში მოსვლის ოდნავადაც არ გრცხვენია?მე შენს ადგილას სახლიდან არ გამოვყოფდი თავს.
-მე რატომ უნდა მრცხვენოდეს ემა?სამარცხვინო იმის საქციელია,ვისაც საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია,თუმცა ამას თქვენ ვერ გაიგებთ და არც მინდა დრო დავხარჯო ტყუილა.
-როგორ ბედავ!-სილის გაწნა სცადა ნატამ,თუმცა ანანომ ხელი დაუჭირა და მიმართა:
-ჰო ნატა, სამრცხვინოა ის, რაც შენ გააკეთე,არ ვიცი ასეთი რატომ გახდი,არასდროს გქონია მისწრაფება ასეთი სისულეებისკენ,რასაც დღეს აკეთებ,მაგრამ თუ გგონია, რომ საუკეთესო ხარ გეტყვი რომ ასე არ არის,ვინმეს დამცირებით პოპულარული ვერასდროს გახდები,ასე სულით მდაბიო უფრო გამოგყავთ საკუთარი თავები-ყველას ზიზღით გადახედა ნიკოლაძემ-გმადლობ,რომ შენი ჭეშმარიტად გაცნობის საშუალება მომეცი-გაუღიმა ძველ მეგობარს,შემდეგ კი
ბელას თვალით ანიშნა,რომ დერეფნისკენ წასულიყვნენ და კაფეტერია ორთავემ ბედნიერი გამომეტყველებით დატოვა,გოგონათა ხუთეული კი მომხდარის გამო სახტად დარჩენილიყო,თუმცა ამ დღის შემდეგ ანანოს მიმართ პატივისცემით განიმსჭვალა ირგვლივ მყოფი თითოეული ბავშვი,ბელაც მეტ დროს ატარებდა მასთან,ამ დიდ ცვლილებებს კი ნიკოლაძე მის უსაყვარლეს მასწავლებელს უმადლოდა და სამეცადინო დროს გამუდმებით მოუთმენლად ელოდა,რადგან ბარბარე მისთვის არა მხოლოდ მასწავლებელი,
არამედ ერთგული მეგობარიც გახდა.
.........
ბარბარე შინ საჩუქრის ყუთით ხელში დაბრუნდა,კარი ბექამ გაუღო და ცოლის ბედნიერებისგან ანთებულმა თვალებმა გული გაუხალისა.
შარვაშიძე მისაღებში შევიდა და ბექას ვარდისფერ ლენტებში გაწყობილი ყუთი გაუწოდა,ერისთავს არაფერი უთქვამს,გახსნა და სიხარულით სახეანთებულმა გაიღიმა,ყუთიდან წყვილი,პატარა წინდა ამოიღო და გულში ჩაიკრა.
-შენ, ჩემი დიდი სიხარული რომ ხარ ეს ხომ იცი? და ახლა გინდა მითხრა რომ ამას კიდევ ერთი სიხარული შეემატება?!ტუჩმოკვნეტით გაიღიმა და ცოლის პასუხს დაელოდა ერისთავი.
-ჰო ბექა,მალე მამიკო გახდები-მოჭარბებული ბედნიერებით გაიღიმა და მუცელზე ხელი დაიდო შარვაშიძემ.
ბექამ ბარბარე გულში ჩაიკრა და უსაზღვრო სითბოთი დაუკოცნა მომღიმარი ტუჩები.
-ვერც კი გადმოვცემ ახლა როგორი ბედნიერი ვარ.
სიცილს ვერ წყვეტდა ერისთავი.
ორთავე უზომოდ გახარებული იყო ახალი ამბით,ბექა ბოლომდე ჯერაც ვერ იაზრებდა ამ სიახლის მშვენიერებას და ჩაფიქრებული ოთახში დააბიჯებდა.
მალე ზარის ხმა გაისმა,კარი ერისთავმა გააღო და ანანოს დანახვა ძალიან ესიამოვნა.
-ჩვენი მტრედი მოფრენილა-გაუღიმა და ანიშნა რომ შინ შესულიყო.
-გამარჯობა ბატონო ბექა-ღიმილითვე უპასუხა გოგონამ.
-უპს...ბატონოთი არ მომმართო გთხოვ,ბოლოს და ბოლოს მეგობრები ბართ,ბექა დამიძახე რა...ეხა ეს მითხარი ახალი ამბავი თუ გაიგე?
-რა ამბავი,არაფერი გამიგია-შუბლშეკრულმა ღიმილიანად უპასუხა ბექას კითხვას.
-ეს ბიჭი რომ მალე მამა გახდება ნუთუ არ იცი?-საკუთარ თავზე ანიშნა და თვალი ჩაუკრა ნიკოლაძეს.
-რაა?მართლა?-ლამის იკივლა სიხარულისგან გოგონამ,ბექასკენ ხტუნვა-ხტუნვით გაექანა და ჩაეხუტა,შემგეგ კი აბაზანიდან ახლადგამოსულ შარვაშიძეს შეეგება.
სამივეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან...
მოგვიანებით ერისთავმა სამსახურისკენ გასწია,ბარბარე და ანანო კი მეცადინეობას შეუდგა,შარვაშიძემ ახლაღა შეამჩნია მაგიდაზე დადებული კონვერტი,ლანგრიდან ფრთხილად გამოაცურა, ზედაპირულად შეათვალიერა და გადაწყვიტა,რომ ანანოს წასვლის შემდგომ გაეხნა.
საღამოს,როცა ბექა შინ დაბრუნდა,თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა,რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება ინატრებდა,რომ არასდროს ენახა...
საძინებლიდან ბარბარეს ტირილის ხმა გამოდიოდა,კარი ოდნავ შეაღო და დაინახა მთელს საწოლზე გადაშილი ფოტოები და ის თუ როგორი ტკივილიანი სახით დაჰყურებდა შარვაშიძე მათ,ოთახში შესვლა ვერ გაბედა,თითქოს ფეხები მოეკვეთა,ცუდის მომასწავლებელმა ჟრუანტელმა თავიდან ფეხებამდე დაუარა და თვალები აუწყლიანდა,
ბარბარეს ცრემლნარევი ხმა გულს ნაწილ-ნაწილ უგლეჯდა,მისი არსება მთლიანად შეარყია ცოლის სიტყვებმა "მე ხომ ასე გენდობოდი და მჯეროდა შენი ბექა"-ერისთავი კართან ჩაიკეცა,სახეზე ხელებს იფარებდა და ოცნებობდა ეს ყოველივე სიზმარი ყოფილიყო,თუმცა ყოველი ასეთი მცდელობის მიუხედავად რეალობა კიდევ უფრო მძიმე ეჩვენებოდა,საბოლოოდ ცოლის ტირილის ხმა ვეღარ აიტანა და ოთახში შევიდა,ბარბარემ ბექას დანახვაზე სწრაფად მოიწმინდა ცრემლები,მის გამოხედვაში აქამდე არ ნახულ სისასტიკეს,ტკივილსა და უსაშველო იმედგაცეუებას ხედავდა ერისთავი,რამდენიმე წუთით ხმა ვერც ერთს ამოეღო,ბარბარემ საწოლზე გადაშლილი ფოტოები,რომლებში კარგად ისახებოდა ბექასა და თეონას იმ ღამინდელი ურთიერთობა,
შეაგროვა და ქმარს ზიზღით შეაყარა,თავს ვერ თოკავდა,თითქოს მისი ადგილი სხვა ქალმა დაიკავა,შემდეგ კარადისკენ წავიდა და ტანსაცმლის ჩალაგება იწყო.
-ბარბარე ეს არ გააკეთო გემუდარები-ცოლს მიუახლოვდა და მხარზე ხელი მოკიდა მამაკაცმა.
-ხელი არ დამაკარო-დიდი ტკივილითა და სიბრაზით წარმოთქვა ქალმა-გამიშვი-მეთქი!-ლამის იკივლა.
-ბარბარე,უშენოდ მოვკვდები,გთხოვ მომისმინე-ემუდარებოდა ერითავი,თუმცა მალევე მიხვდა,რომ სიტყვები ზედმეტი იყო,მას ვერაფრით შეაკავებდა.
შარვაშიძე ჩემოდნით ხელში ტაქსში ჩაჯდა და ერისთავების სახლი დატოვა,გული იმდენად გაეყინა,რომ ცრემლიც აღარ მოსდიოდა,ეს კი მეტად უმძიმებდა სულს,მის არსებაში სითბო და სიყვარული საშინელმა გრძნობებმა გადაფარა,სასტუმროში ნომერი აიღო და კუთვნილი ოთახისკენ გაემართა.
საწოლზე კლდიდან მოწყვეტილი ლოდივით დაეცა და აქამდე შეკავებულმა ცრემლებმა მისით იწყეს თვალთაგან დენა.

რამდენიმე კვირა გავიდა ბარბარესგან კვლავ არაფერი ისმოდა,ერისთავი კი მთელი ეს დრო ყველგან დაეძებდა ცოლს,შარვაშიძე სასტუმროში დიდხანს არ დაყოვნებულა,
ქალაქთან ახლოს, ლამაზ ეზოში მდგარ სახლში დაბინავდა,რომელიც მის ბებოს ეკუთვნოდა,სახლში წლებია აღარავინ ცხოვრობდა,თუმცა ბარბარესთვის ეს მეტად ხელსაყრელი იყო,სურდა მოსცილებოდა ყველასა და ყველაფერს,ყველაზე მეტად კი ბექას დანახვა აღარ უნდოდა.
დამჭკნარი ბალახით მოფენილი ეზო,რომელსაც უამრავი,ზამთრისგან გაშიშვლებული ხე ამშვენებდა,საუკეთესო არჩევანი იყო ქალისთვის,ხეებში ჩაფლული პატარა სახლი კი,რომელიც სულ ოთხი ოთახისაგან შედგებოდა მეტად დიდ სიმყუდროვეს ქმნიდა,რაც ასე უყვარდა შარვაშიძეს,გადაწყვიტა ამ სახლში გაეტარებინა მისთვის უმნიშვნელოვანესი ცხრა თვე,თუმცა რაც არ ასვენებდა ეს მისი ოჯახი იყო,იცოდა,რომ მშობლები ძალზედ იღელვებდნენ მისი გაუჩინარებით ამიტომ გადაწყვიტა მათთან მისულიყო და ყველაფერი აეხსნა.
ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს შარვაშიძე მშობლებთან მივიდა,მდგომარეობა ზუსტად ისე იყო,როგორც წარმოედგინა,დემეტრე კაბინეტიდან არ გამოდიოდა და ნერვიულობისგან აკანკალებული ხელებით შვილის ბავშვობის ფოტოებს ათვალიერებდა,მაია თვალცრემლიანი აკეთებდა საჭმელს,რომელიც კვლავ გადასაყრელად იყო განწირული.
ბარბარეს დანახვამ ისინი ძალზე გააოცა,მათ წინ იდგა ქალი,რომლის თვალებსა და ხმაში უდიდესი სევდა და იმდგაცრუება სუფევდა,მონატრებულ გოგონას ორივენი გადაეხვივნენ და მის დამშვიდებას ყოველ სიტყვაში ცდილობდნენ.
ერთმანეთის ფერებით რომ გული იჯერეს დივანზე ჩამოსხდნენ...
-ასე როგორ შეიძლება ბარბარე,ორი კვირაა არც კი გვითხარი როგორ იყავი.
-ვიცი დედა,მაპატიეთ რომ განერვიულეთ,უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა.
-იმ გარეწარს არ გასაუბრებიხარ?-შუბლშეკრულმა გახედა შვილს.
ბარბარემ თავი დახარა,თვალები ოდნავ აუწყლიანდა,თუმცა ძალა მოიკრიბა პასუხისათვის.
-მამა,მესმის რომ ბექაზე ძალიან ხარ გაბრაზებული,ჩემი გულის ტკენის გამო მისი დანახვაც აღარ გინდა,მაგრამ გთხოვ რაც არ უნდა იყოს ის ჯერ კიდევ ჩემი მეუღლეა და ასე ნუ მოიხსენიებ,მიხარია რომ ლევანი და ნინი ბათუმში არიან,არ მინდა მათ რამე იცოდნენ მომხარზე,დროებით მაინც, ვიდრე პატარა შემეძინება...
მამა-მცირე ხნით პაუზის შემდეგ განაგრძო-როგორც არ უნდა მოქცეულიყო ბექა,ნუ დაივიწყებ იმ ძველ დროს,როცა მისი სტუმრობა ძალიან გახარებდა,გემუდარები დამპირდი,რომ არ შეიძულებ.
-ტყუილად მთხოვ ბარბარე,შენ რა მასთან შერიგებას აპირებ?ამის უფლებას არ მოგცემ კარგად იცი!-სიმკაცრე ჩადგა დემეტრეს ხმაში.
-არ მითქვამს,რომ ამას ვაპირებ,მაგრამ უხეშად ნუ ჩაერევი ჩვენს ურთიერთობაში,ის რაც მოხდა მხოლოდ მე და ბექას გვეხება და მამა გემუდარები ეს თხოვნა შემისრულე.
დემეტრემ აღარაფერი უპასუხა,სიგარეტს მოუკიდა და აივანზე გავიდა.
-მე დაველაპარაკები,შენ არ ინერვიულო შვილო,პატარას გაუბრთხილდი.
-მადლობა დე-ერთმანეთს დიდი სითბოთი გადაეხვივნენ.
-ბაბი,ჩვენთან გადმოდი,აქ იყავი,დემეტრეც გახალისდება შენი დანახვით,მე კი ყოველ დღე გემრიელ კერძებს მოგიმზადებ-თვალცრემლიანმა გაუღიმა შვილს.
-არა დედა,კარგად ვარ მართლა,მარტო მინდა ყოფნა ეს დრო,ასე უკეთ ვარ დამიჯერე.
-მაგრამ შვილო,სასტუმროში როდემდე იქნები?
-არ ვარ სასტუმროში,მხოლოდ ამის თქმა შემიძლია,კარგი ახლა უნდა წავიდე დე,ყოველ დღე დაგირეკავთ ხოლმე,ჩემზე არ ინერვიულოთ-თბილად გაუღიმეს ერთმანეთს,შარვაშიძე კი ბებოს კუთვნილი სახლისკენ გაემართა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 363 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
2 Spam
1
ძალიან ცუდია რომ ბექამ ეს გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა.არ ვიცი როგორ შემოაბრუნებ სიტუაციას მაგ.იმედი მაქვს შეძლებ რომ აპატიოს ბარბარემ შვილის გამო მაინც.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.ძალიან კარგი გოგო ხარ.
avatar
1 Spam
2
უღრმესი მადლობა <3
avatar
1 Spam
3
hands hands hands kargia
avatar