მესამე პირი ( თავი 16 )
08.11.2018, 01:00
სამსახურიდან ერისთავი სახლისკენ გაემართა,კარი შეაღო თუ არა ცოლის წასვლით გამოწვეულმა სიცარიელემ დაუსერა გული,ვეღარ ძლებდა უმისოდ,უზომოდ ენატრებოდა მისი ხმა,ღიმილი და მასთან შეხება,საძინებლის კარამდეც ვერ მოახერხა მისვლა,იატაკზე მოწყვეტით ჩაიჩოქა და უსაშველო ტკივილით ღრიალებდა,ცრემლებმა კი ერთიანად დაუსველეს სახე,ძალა მოიკრიბა,საძინებელში შევიდა,კარადის კარი გამოაღო იმედით,რომ ბარბარეს რომელიმე ტანსაცმელს მაინც ნახავდა,მისდასაბედნიეროდ შარფს წააწყდა,რომელსაც ღრმად შერჩენოდა მეუღლის ჩვეული სურნელი,გულში ჩაიკრა და სათუთად ეფერებოდა,თვალთაგან კი ცრემლი არ უწყდებოდა,საშინელ ტკივილს გრძნობდა,შვებას ვერაფერში პოულობდა,ბარბარე მისთვის შეუცვლელ "ნარკოტიკად" იქცა,ვერ უძლებდა მისგან სიშორეს,სამზარეულოში გავიდა,დანა აიღო და მაჯას მიუბჯინა,უნდოდა გადაესერა და შეეწყვიტა მისივე ხელით დანგრეული ცხოვრება,მაგრამ უეცრად შეამჩნია როგორ ფეთქავდა ძარღვებში სისხლი,როგორ შრომობდა მისი გული,ტკივილის მიუხედავად,რომ ეცოცხლებინა სხეული,არ ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ღმერთისგან ჯილდოდ ნაბოძები სიცოცხლე,ცრემლმა კვლავ გაუპო სახე,მეორე ხელს დახედა,რომელშიც ბარბარეს შარფი ეჭირა,თვალწინ წარმოუდგა შავებში შემოსილი მგლოვიარე ცოლი,გონება კი თითქოს კვლავ ჩასძახებდა,რომ შეეწყვიტა ეს უმიზნო არსებობა,თუმცა გულმა ყველაფერი გადაწყვიტა,დანა ხელიდან გააგდო და საძინებელში დაბრუნდა,საწოლზე გაწვა და ცოლის შარფი ჩაიხუტა,დიდი ხანი გაატარა ამ მდგომარეობაში,მოგვიანებით კი ტირილისგან თვალებაწითლებულს ჩაეძინა.
დილის ოთხ საათზე გაეღვიძა,ვერაფრით იძინებდა,გათენებამდე ფიქრობდა სად შეიძლებოდა წასულიყო ბარბარე,უეცრად ანანო მოაგონდა,სიხარულისგან გაეღიმა,რადგან მისი დახმარებით შეძლებდა ცოლის პოვნას,თუმცაღა სიბრთხილე უნდა გამოეჩინა,კარგად იცოდა ნიკოლაძე მას რომ არაფერს მოუყვებოდა,ამიტომ გადაწყვიტა ადევნებოდა და მისგან უჩუმრად მიეგნო შარვაშიძის საცხოვრებლისთვის.
დილა ადრიანად მოემზადა, გასაღები აიღო და როგორც კი კარი გააღო წინ ლიზა და ზარის დასარეკად ხელმომარჯვებული გიორგი დახვდა,ხმის ამოუღებლად ორთავე შინ შეიყვანა და მაგიდასთან ჩამოსხდნენ.
სიტყვის წარმოთქმისგან სამივე იკავებდა თავს ,თითქოს ყველამ იცოდა რა იქნებოდა სასაუბრო თემა,თუმცა გიორგის მოთმინება არ ეყო და სიჩუმე დაარღვია:
-ყოჩაღ ბექა,ნამდვილი მეგობარი ხარ,მე კი ნამდვილი მეჯვარე,ყველაზე ბოლოს ვიგებ მომხდარს,უკვე რომ ვერაფერს შეცვლის კაცი,მე შენ გაბრთხილებდი,გთხოვდი,გემუდარებოდი მოგეშორებინა თეონა,შენ კი რა გააკეთე ბიჭო,მე რა გამიკეთე ტო?!ამის ღირსი ვიყავი,რომ არაფერი გეთქვა?! რა გაგიკეთა იმ კახპამ ეგეთი, ამდენი ამბის შემდეგ რომ მასთან კვლავ გადაწყვიტე დაწოლა? როგორ მეგონა რომ ბარბარეს გაუბრთხილდებოდი,როგორ მეგონა, რომ გულს არ ატკენდი,შენ მარტო მას კი არა მეც მიღალატე!-ღრიალებდა გიორგი.
-გიორგი დამშვიდდი,წესიერად გავარკვიოთ ჯერ რა მოხდა! ბექუ,ძმასავით ხარ ჩემთვის ხომ იცი?მე კი ის ვიცი,რომ ბარბარეს ასე არ მოექცეოდი,რა მოხდა მოგვიყევი-თვალცრემლიანმა გოგონამ ხელი ხელზე დაადო ერისთავს.
-არც კი ვიცი რა ვთქვა ლიზა,მხოლოდ მინდა ჩემს ცოლს დაველაპარაკო,ნაძირალა გგონივარ და ვარ კიდეც გიორგი,მე შენს მეგობრობას არ ვიმსახურებ,ხომ ხედავ ვდგავარ და გისმენ,არაფერს ვამბობ რადგან ვიცი,რომ დავაშავე, ამიტომ ვიმსახურებ იმას,რასაც მეუბნები,იდიოტივით მოვიქეცი,ხომ ვიცნობდი ვინც იყო,მაგრამ როცა მითხრა რომ თითქოს კიბო ქონდა არ ვიცი რა დამემართა,შემეცოდა და ამ შეცოდების გამო მასთან ვიზიტს ვთანხმდებოდი ხოლმე,თავს ვიიმედებდი გერმანიაში წავა და ყველაფერი მორჩებათქო,ნასვამი ვიყავი როცა ეგ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი,ვიცი ეს არ მამართლებს,უბრალოდ რაც იყო იმას ვყვები,საბოლოოდ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა მე კი მის თამაშში გავები,ახლა რასაც ვნატრობ ბარბარესთან საუბარია,პირველ რიგში კი უნდა მოვძებნო,სხვა არაფერი მაინტერესებს.
გიორგის თავზარი დაეცა,თეონას მოქმედებამ თითქოს ერთიანად გაუყინა ძარღვებში სისხლი,რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა მის მიერ წარმოდგენილისგან,ახლაღა მიხვდა,რომ ზედმეტად გაბრაზდა მეგობარზე.
-რას ამბობ ტო,მოგატყუა რომ კიბო ქონდა?
-ჰო,სხვაგვარად შენც იცი, რომ მას არც კი მოვუსმენდი,მანაც იცოდა ეგ ამიტომ მოიფიქრა ამოდენა ტყუილი.
-მესმის,მაგრამ ეგ ღალატს მაინც არ ამართლებს ბექა-ბრაზი ერეოდა კვაშალს.
-ვიცი გიო,ვიცი რომ არაფერი მამართლებს,არ იმსახურებდა ბარბარე ჩემგან ამას,გული მტკივა,რომ იმედები გავუცრუე,მარტო მას კიარა ყველას.
-ბექუ ყველაფერი მოგვარდება-მოეხვია ლიზა.
-ღმერთმა ქნას ლიზუ-თბილად გაუღიმა გოგონას.
-კარგი გიო,წავიდეთ ჩვენ,ბექა მგონი საქმეზე გადიოდა-ხელი ჩაავლო ძმას,გიორგი ადგილიდან ვერ იძვროდა,უნდოდა დაემშვიდებინა მეგობარი,მაგრამ ბარბარეს ნატკენი გული არ აძლევდა საშუალებას მისთვის სანუგეშო სიტყვა ეთქვა,ამიტომ უხმოდ გაყვა დას,კართან იდგა ერისთავმა რომ დაუძახა.
-გიო,მაპატიე,რომ არაფერი გითხარი.
კვაშალმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თავდახრილმა მიიხურა კარი.
...............
ბექამ ანანოს სახლთან გააჩერა მანქანა და მის გამოსვლას დაელოდა,სულ რაღაც ერთი საათი გავიდა და ნიკოლაძეც გამოჩნდა,ნელა მიაბიჯებდა მასწავლებლისკენ ღრმად ჩაფიქრებული,არ დაუნახავს ერისთავი,თუ როგორ მიყვებოდა უკან,ბექას რცხვენოდა მისი საქციელის მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა,დიდი ხნით სიარულის შემდეგ გოგონა ხეებში ჩაფლულ ეზოს მიადგა,სახლამდე მისასვლელი ბილიკიც გაიარა და კარზე დააკაკუნა,ერისთავი სულმოუთქმელად ელოდა ბარბარეს გამოჩენას,მისი დანახვა ყველაფერს ერჩივნა,ცოტა ხანში შარვაშიძე მართლაც გამოჩნდა,ძველებური ბევშვურობა სახეზე აღარ ეტყობოდა მაგრამ მისმა ნახვამ ბექას გული უზომოდ გაახალისა,ფეხით გაუყვა ანანოს სახლისაკენ მიმავალ გზას და ერთობ ბედნიერი ჩაჯდა მანქანაში,სამსახურამდე მთელი გზა მხოლოდ ბარბარეზე ფიქრობდა,სული ელეოდა როცა მასთან შეხვედრას წარმოიდგენდა,სამსახურში მივიდა და შებინდებას მოუთმენლად დაელოდა.
..............
მოსაღამოვდა,მთვარე მკრთალ შუქს ჰფენდა არე-მარეს, ბუნება თეთრ სამოსში გახვეულიყო,შენობებს
კი ყინულის ლოლოები ამშვენებდა,მათგან წამოსული წყლის წვეთები,მიწას ნაზად ეცემოდა და დამახასიათებელი ჟღერადობით ალამაზებდა ზამთრის სუსხიან საღამოს...

ბექამ ზარი დარეკა და ცოლს დაელოდა,თუმცა ამაოდ,კარს თავი მიადო,თვალები დახუჭა და კვლავ განაგრძო ზარის რეკვა.
-გემუდარები ბარბარე გამიღე-ევედრებოდა ქალს.
რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამუდამლდ უწურავდა ერისთავს ცოლის ნახვის იმედს.
-აქ რას აკეთებ?!-უკნიდან შემოესმა მკაცრი, მაგრამ ამავე დროს სევდანარევი ხმა,მობრუნდა და ბოსტნეულის პარკებით ხელში თბილად ჩაცმული ცოლის დანახვამ მისდაუნებურად ღიმილი აუთამაშა სახეზე.
-როგორ ხარ ბარბარე?
შარვაშიძე ლამის შეიშალა,როცა ბექას შეხედა,ასეთი არასდროს ენახა,თმა არეული,
წვერმოზრდილი,სიგარეტის სურნელი აშკარად ფარავდა მისი სუნამოს სუნს,თუმცა მიუხედავად ამისა სიბრალული არ შეტყობია და მკაცრად განუვრცო კითხვა:
-აქ როგორ მომაგენი?ანანომ გითხრა ხომ?
-არა ბარბარე,ვიცოდი რომ არაფერს მეტყოდა,ამიტომ ჩუმად უკან გამოყოლა მომიწია.
-ჰო,გეხერხება შენ ზურგს უკან რაღაცეების კეთება-შუბლშეკრულმა უპასუხა მამაკაცს.
ბექამ,დანაშაულის ნიშნად,თავი დახარა,ღრმად ჩაისუნთქა და ძალა მოიკრიბა.
-მათქმევინე აქ რის გამოც ვარ გთხოვ.
შარვაშიძემ თვალით ანიშნა ერისთავს,რომ გვერდზე გააწეულიყო,ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარი გააღო და შინ შევიდა,ბექაც უმალვე გაყვა უკან.
-ვისია ეს სახლი ბარბარე?
-რა მნიშვნელობა აქვს ვისია?ახლა მე ვცხოვრობ როგორც ხედავ.
ერითავს გაეღიმა ცოლის უხეშ ნათქვამზე,ასე არასდროს დალაპარაკებია.
შარვაშიძემ პარკებიდან პროდუქტები ამოალაგა და დამზადება დაიწყო.
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო,ეს დრო სულ იმაზე ვფიქრობდი რას გეტყოდი როცა გნახავდი ახლა კი ხმასაც ვერ ვიღებ,საოცრებაა რა-გაეღიმა მამაკაცს-ბარბარე, ცუდად მოგექეცი,თავს ვერაფრით გავიმართლებ,უზომოდ მტკივა უშენობა,მინდა გევედრო,რომ დამიბრუნდე, მაგრამ ისიც ვიცი რას გრძნობ და რომ ეს თითქმის შეუძლებელია,ვნანობ ჩემს საქციელს,მთელი ცხოვრება გამყვება ეს ტკივილად,როგორ მინდა შენი ღიმილიანი სახის დანახვა,როგორ მენატრები ნეტავ იცოდე-ერისთავს ხმა შეეცვალა და ცრემლები წვეთობით ჩამოუგორდა სახეზე,ცოლის წინ დაიჩოქა და პატიება მთელი გულით სთხოვა.
-ბექა ახლავე ადექი,ნუ იქცევი ასე,გთხოვ.
ერისთავი ნელა წამოდგა
- მითხარი რა გავაკეთო, რომ მაპატიო?
-მარტო ყოფნის საშუალება მომეცი,მინდა ყველაფერი გადავხარშო,დრო მინდა გავიდეს.
ერისთავი ქალს მიუახლოვდა,თვალებში ჩახედა და ხელები სახეზე შემოხვია
-არა ბარბარე,ერთი საზიზღარი ჩვევა გვაქვს ადამიანებს,ვეჩვევით აბსოლიტურად ყველაფერს და მე შენ ვერ მოგცემ საშუალებას ჩემს გარეშე ყოფნას შეეგუო,დამიბრუნდი ჩვენი სიყვარულის გამო,გევედრები.
-არ შემიძლია!-ქმრის ხელები მოიშორა ბარბარემ და მისგან შორს დადგა-რატომ არ გესმის,რომ აქაც ამის გამო გადმვოვედი,არ მინდა შენი დანახვა,გიყურებ და ის ღალატი მახსენდება, ადრე თუ შენი სახელის გაგონებაც მაბედნიერებდა დღეს ტკივილს მაყენებს,რატომ არ დააფასე რაც გაგაჩნდა,თუ ასეთი ძვირფასი ვიყავი შენთვის რატომ არ გაგახსენდი მაშინ ვიდრე მიღალატებდი?
-გიღალატე ხო ამის დედაც...თავის მოკვლა მინდა ამის გამო,მეც მტკივა,მეც მეზიზღება საკუთარი არსებობა ამ დედამიწაზე,ჩემთვის ადვილია გგონია სიცოცხლე თქვენ ორის გარეშე?-ღრიალებდა ერისთავი და თან სახე უსველდებოდა ცრემლებით.
-ამ კითხვაზე მიპასუხე მხოლოდ,შენ მე იგივეს მაპატიებდი?
ბექამ ხმა ვერ ამოიღო,თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა და საუბრის უნარი დააკარგვინა,სკამზე მძიმედ ჩამოჯდა და ხელებქვეშ მოიქცია თავი.
შარვაშიძეს ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა,ებრალებოდა მეუღლე მაგრამ ვერ პატიობდა მომხდარს.
-არასდროს მაპატიებ ხომ? -ცოლისთვის არ შეუხედავს ისე იკითხა ერისთავმა.
-ვერ გაპატიებ,შენ მე ყველაფერი დამაკარგვინე,მიყვარდი უზომოდ და დღეს ტკივილის მეტს არაფერს ვგრძნობ,არ მინდა შენი დანახვა,გიკრძალავ კვლავ აქ მოსვლას,ვიდრე ჩვენი პატარა არ დაიბადება,მეზიზღება ის დღე როცა გაგიცანი,ნეტავ საერთოდ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში-ნერვებს აყოლილი შარვაშიძე ერთიანად თრთოდა,შემდეგ კედელს მიეყრდნო და აცრემლებული ერთ კუთხეში ჩაიმუხლა.
ერისთავი წამოდგა და ახლოს მივიდა.
-შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება,მაპატიე რომ ასე აგაღელვა ჩემმა გამოჩენამ,მიდი საწოლზე დაწექი გთხოვ,მე წავალ ვსო,ოღონდ შენ დამშვიდდი.
კარისკენ წავიდა და ამ სიტყვებით დაემშვიდობა:
-ბავშვს გაუბრთხილდი ბარბარე.
ამ დღის შემდეგ ერთი თვე გავიდა ბექა კი აღარ გამოჩენილა.
......
-დედი რა კარგია,რომ ჩვენთან მოხვედი, დღეს საღამოს ლევანი და ნინი ჩამოვლენ და ყველანი ერთად შევიკრიბებით-სიხარულით მიმართა მაიამ შვილს.
-დღეს ჩამოდიან?-აფორიაქება დაეტყო ქალს.
-ჰო შვილო,არ ინერვიულო,მე და დემეტრე მათ არაფერს ვეტყვით.
-სამუდამოდ ხომ ვერ დავუმალავ,ადრე თუ გვიან მომიწევს ამაზე ლევანთან საუბარი.
-ჰო დე,რაც მალე ეტყვი,ვფიქრობ უკეთესია.
.......
-ჩემი ბაბიტა,მომენატრე საყვარელო-თბილად გადაეხვია ნინი ქალს.
-მეც მომენატრე ნი,ჩემი "ღიპუცა" გოგო-ღიმილით შეეგება რძალს,შემდეგ მონატრებულ ძმას გადაეხვია და ყველანი შინ ბედნიერებით სავსენი შევიდნენ.
-შენ როგორ ხარ ბაბი?
-რავი კარგად,მშვენივრად ვგრძნობ თავს-გაუღიმა ქალმა.
-დაი ბექა სად არის?დიდი ხანია აღარ შემხმიანებია.
შარვაშიძემ მშობლებს გადახედა,მათი სევდიანი თვალები მოსვენებას უკარგავდა,გამბედაობა მოიკრიბა,ძმას მიუბრუნდა და უთხრა:
-მე და ბექა დავშორდით.
ამ სიტყვების გაგონებისას ლევანს გაოცებისგან წვენით სავსე ჭიქა გაუვარდა ხელიდან.
-მეღადავები ხო?
ბარბარემ არაფერი უპასუხა,ხელით ანიშნა,რომ არ ეხუმრებოდა და საძინებლისკენ წავიდა,ძალა არ ქონდა აეხსნა ძმისთვის მომხდარი,რადგან ცრემლები ახრჩობდა.
-ბარბარე,ახლავე დაბრუნდი და ამიხსენი რა მოხდა თქვენს შორის!-ღრიალებდა ლევანი.
ამ დროს ოთახში გიორგიმ შემოაბიჯა და ნინი გადაკოცნა.
-შენ ეს ყველაფერი იცოდი და დამიმალე ხომ?-მიუბრუნდა მეგობარს შარვაშიძე.
- აქ სწორედ ამიტომ ვარ,გავიდეთ სალაპარაკო მაქვს შენთან.
ლევანი უხმოდ გაყვა კვაშალს მისი მანქანისაკენ.
............
-ჩემთვის სულერთია რა მოხდა გიორგი,მას მე ჩემი დის დამცირებას არ ვაპტიებ,ბარბარეს ახლოსაც აღარ გაეკაროს,თორე ჩემი ხელით დავახრჩობ.
-ლევან თავად მოაგვარებენ,ნუ ჩაერევი რა.
-მათ შორის ურთიერთობა არ მოგვარდება,ეგ გამორიცხე-კვაშალი განცვიფრებული უყურებდა მეგობარს,ლევანი ასეთი არასდროს ენახა.
მალევე შარვაშიძის მობილურმა დარეკა.
-ჰო ნინი,გისმენ.
-ლევან, მგონი მშობიარობა დამეწყო,გემუდარები მალე მოდი ჩემთან-ნინის ხმა უთრთოდა ნერვიულობისგან.
სულ რაღაც ხუთ წუთში გაჩნდა შარვაშიძე მასთან და სამშობიაროსკენ გაემართნენ.
ბარბარე დერეფანში ბოლთას სცემდა,გიორგი და ლევანი მეათე ღერი სიგარეტის მოწევაზე გადავიდნენ,როცა ექიმი გამოჩნდა.
-გილოცავ ლევან,ბიჭის მამა გახდი-ლევანი სიხარულს ვერ მალავდა,სახე ბედნიერებით უნათებდა,ყველანი მას გადაეხვივნენ და მიულოცეს პატარას დაბადება.
მალე შარვაშიძე ნინის სანახავად შევიდა,ცოლს მოეხვია და დიდი სითბოთი დაუკოცნა სახე.

ბარბარეს ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა პატარას,გული დიდი ბედნიერებით ევსებოდა,როცა წარმოიდგენდა,რომ მასაც უნდა გაევლო ახალი სიცოცხლოს დაბადებით გამოწვეული საოცარად დიდებული დღეები,თუმცა ამ ბედნიერებას სრულყოფილებისთვის რაღაც დიდი ნაწილი აკლდა,მის გვერდით აღარ იყო კაცი,რომელიც სამყაროში ყველას ერჩივნა,ტკივილი ემატებოდა,როცა წარმოიდგენდა,რომ აღარ ეყოლებოდა ადამიანი,რომელთანაც ამ წუთებს გაიზიარებდა,ყელში სიმძიმე იგრძნო,ხვდებოდა,რომ ნელ-ნელა ცრემლებით ევსებოდა სახე ამიტომ იქაურობას გაშორდა,კიბეებს ჩაუყვა და დერეფნის კუთხეში მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
რამდენიმე წუთი გავიდა ამ მდგომარეობაში,როცა ნაცნობი ხმები მოესმა:
-აქვე ვიყავი და რომ მითხარი ლევანს ბავშვი შეეძინაო ვერ მოვითმინე და შემოვიარე,ძალიან მიხარია,მილოცვა გადაეცი ჩემგან.
-ჰო პატარა ვაჟკაცის მამაა უკვე,არ ამოხვალ ზემოთ?
-არა გიორგი,არ მინდა ბარბარემ დამინახოს ასე,ვხედავ რომ უფრო და უფრო ვაღიზიანებ,მისთვის კი სიმშვიდეა საჭირო.
გიორგის ტკიოდა მეგობრების ერთმანეთისგან სიშორე,დარდს კი სიგარეტის მოწევაში იკლავდა.
-ახლა არც ლევანის ნახვას გირჩევ ისე,ძალიან არის შენზე გაბრაზებული.
-არ მიკვირს თუ ესეა,კარგი გიო მე წავალ,მილოცვა გადაეცი ჩემგან მაინც.
-კარგი ბექა.
ერისთავი გარეთ გადიოდა ლევანმა რომ დაუძახა,მისკენ შებრუნდა და დაელოდა.
-გავიდეთ რა,საუბარი მინდა შენთან-მთელი სერიოზულობით წარმოთქვა შარვაშიძემ.
-წავიდეთ.
სამივენი გასასვლელი კარისკენ გაემართნენ,ბარბარემ ცრემლები სწრაფად მოიშორა და მალულად უკან გაყვა მათ.
ლევანი მთელი ძალით ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,თუმცა ამაოდ.
–გისმენ ლევან–სერიოზულად წარმოთქვა ერისთავმა.
- მგონი იცი რაზეც უნდა გელაპარაკო,როგორ გთხოვე,რომ მისთვის გული არ გეტკინა,კაცი მეგონე და არაკაცად რამ გაქცია მიპასუხე?!-ხმას ვერ იმორჩილებდა შარვაშიძე.
-კარგი ლევან დამშვიდდი-ახლოს მივიდა გიორგი მეგობართან.
-რა დავმშვიდდე ბიჭო?!–ბექას მივარდა და მაისურში ძლიერად მოკიდა ხელი.
ერისთავი არაფერს ამბობდა,გრძნობდა მის დანაშაულს და სინდისი თავის მართლების საშუალებას არ აძლევდა.
შარვაშიძე კი თავს ვეღარ თოკავდა,უნდოდა მისთვისაც ის ტკივილი მიეყენებინა, რასაც მისი და განიცდიდა,ხელის მტევანი მუშტად შეკრა და ბექასთვის დააპირა დარტყმა,როცა ბარბარეს განწირული ხმა მოესმა:
–ლევან რას აკეთებ?!–სწარაფად მივიდა მათთან და გიორგისთან ერთად დიდი ძალისხმევით ჩამოაშორა ერისთავს ძმა.
–ახლავე შეეშვი,ამით ორმაგად მტკენ გულს!–ატირებული მოეხვია ძმას.
– ამაზე მეტს აღარაფერს გეტყვი ბექა,ერთი იცოდე,რომ ბარბარე სამუდამოდ დაკარგე,არ გაბედო მასთან მიახლოება,აღარასოდეს!
ბექას პასუხს არ დალოდებია,ბარბარეზე ხელმოხვეული სამშობიარო სახლში შევიდა და ცოლის პალატისაკენ გასწია.
ერისთავი ერთ ადგილას გაშეშებული დაჰყურებდა მიწას,ერჩივნდა ლევანს სილა გაეწნა მისთვის ვიდრე ეს სიტყვები ეთქვა,საშინლად სტკიოდა გული,რომ მათი ნდობის დაბრუნებას ვეღარასოდეს შეძლებდა.
მანქანის კარი გააღო ,გიორგის დაემშვიდობა და უმისამართოდ დაადგა გზას.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 426 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
surprised
avatar
1 Spam
2
მიუხედავათ იმისა ძალიან ცუდათ მოიქცა ბექა მაინც ძალიან მეცოდება და არ მინდა დაცილდნენ ერთმანეთს.ყოჩაღ** ჩემო გოგო ღირდა ლოდინად.
avatar
0 Spam
3
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა :-*
avatar