მესამე პირი (თავი 17 )
29.11.2018, 13:15
არე-მარე მწვანედ აბიბინდა,ზამთრისგან მიძინებულმა ბუნებამ ნელ-ნელა იწყო გამოცოცხლება,
ხეები ნაზი ფოთლებით შეიმოსნენ,ჰაერში კი დაბერილი კვირტებისგან გადმოშლილი პატარა ყვავილების სურნელი ტრიალებდა.
ბარბარე ეზოში ჩამომჯდარიყო და ღრმად ისუნთქავდა ჰაერში გაფანტულ საამურ სურნელს,იმ დღიდან,რაც ბექა ბოლოს ნახა ერთი თვე გავიდა,მთელი ამ დროის მანძილზე გამუდმებით გაურბოდა მასზე ფიქრებს,მაშინაც კი,როცა ლიზასთან რჩებოდა სულ თხოვდა გოგონას რომ ერისთავზე სიტყვა არ დასცდენოდა,დღეს კი ეზოში მჯდომს და ამ სასიამოვნო პეიზაჟის ყურებით დამტკბარს მისდაუნებურად გონებაში ამოუტივტივდა ქმრის ღიმილიანი სახე,მოაგონდა ის დღე,როცა ახარა, რომ მალე მამა გახდებოდა,ახსენდებოდა ის ბედნიერი წუთები და თვალები სითხით ევსებოდა,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარ თავთან პირობა დადო,ვერ ახერხებდა მეუღლეზე ფიქრისას არ ენერვიულა და ბრაზი არ მოსწოლოდა,თუმცა იცოდა ამით ბავშვს დააზიანებდა და ყოველმხრივ ცდილობდა დადებითი გრძნობებით დაეტვირთა თავი,ჩვეულებრივზე მეტი სიხშირით იწყო ხატვა,ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მას,ამ ხნის მანძილზე ოცამდე ნამუშევარი შეაგროვა და გადაწყვიტა ძველი ნახატები ახლებთან ერთად გამოეფინა.
ამ ფიქრებში იყო გართული, როცა კვაშალმა დაურეკა
-ბაბიტა, დღეს დარჩი რა ჩემთან,ჩემები ბორჯომში მიდიან მამიდასთან,გთხოვ,
გთხოვ,გთხოვ!-დაჟინებით ევედრებოდა დარჩენას.
-შენ რატომ არ მიდიხარ ლიზუ?
-სამსახურის გამო ვერ მივდივარ არადა ჩემი სული და გული იქაა ახლა.
ბარბარეს გაეღიმა ლიზას წუწუნზე და მალევე დასთანხმდა თხოვნას.
საღამოხანს შარვაშიძე ლიზასთან მივიდა
-ჩემი ბაბიტა-ჩაეკონა მეგობარს-ფრთხილად მოდი ახლახანს მოვწმინდე იატაკი,აი აქ მოკალათდი-კომპიუტერის წინ მდგარ რბილ სავარძელზე მიუთითა.
შარვაშიძე ღიმილიანი სახით გაჰყურებდა მოფუსფუსე მეგობარს.
-ბაბი,მოდი რამე მოვამზადოთ თან დროსაც ხალისიანად გავიყვანთ.
-თანახმა ვარ-სიხარულით დაეთანხმა შარვაშიძე.
მცირე ხნის სჯა-ბაასის შემდეგ ერთხმად გადაწყვიტეს ნამცხვარი გამოეცხოთ.
-ვფიქრობ,კარგი არჩევანია-იღიმოდა კვაშალი-მოდი მე ახლა მაღაზიაში წავალ,შესქელებულ რძესა და მიწისთხილს ვიყიდი,სხვა საჭირო ინგრედიენტები მაცივარში დევს-ლოყაზე აკოცა ბარბარეს და სამზარეულოდან საძინებელში გაიქცა.
-დაგელოდო თუ დავიწყო მომზადება?-გასძახა ქალმა.
-დამავიწყდა მეთქვა,ჩვენს ქვემოთ მაღაზია დროებით დახურეს ამიტომ 20-წუთის სავალზე მორიგ "მარკეტში" წავალ,შენ დაიწყე და მეც შემოგიერთები-უმალვე უპასუხა კვაშალმა.
ბარბარე ნამცხვრის მომზადებას შეუდგა.
ლიზამ სწრაფად გამოიცვალა და მაღაზიისაკენ გასწია.
შარვაშიძემ ნამცხვრის ერთი ფენა ღუმელში მოათავსა მისაღებიდან კარის ხმა რომ მოესმა.
ოთახში გავიდა და ერისთავის დანახვამ შეაძრწუნა,მაშინვე ლიზაზე გაბრაზდა,რადგან ეგონა ეს ყოველივე მისი მოწყობილი იყო,ერისთავმა ცოლის სახეს რომ მოჰკრა თვალი მაშინ უფრო მძაფრად იგრძნო მის მიმართ მონატრება,შემდეგ მუცელზე დახედა,ვარდისფერ ზედაში მკაფიოდ იყო გამოხატული თუ როგორ გაზრდოდა ბარბარეს მუცელი,ბექას მისდაუნებურად გაეღიმა ყოველთვის ოცნებობდა ესეთი ენახა ცოლი.
შარვაშიძე სიბრაზის გამო ვერ იღებდა ხმას,ერისთავი კი,ბარბარეს დანახვით გამოწვეულმა სასიამოვნო გაოცებამ დაადუმა.
ქალმა ვერ აიტანა ბექას დაჟინებული ცქერა და წარმოთქვა:
-ეს ყველაფერი,ლიზამ მოაწყო ხომ?
-სიმართლე გითხრა აქ გიორგის სანახავად მოვედი,კვირებია არ მინახავს არც ერთი,მობილური კი აღარ მაქვს,რომ ასე მაინც გამსაუბრებოდა.
ბარბარემ ბოლო სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და პასუხის გასაცემად უმალ მოიკრიბა ძალა.
-გიორგი ბორჯომშია,ორ დღეში დაბრუნდება,ასე რომ ტყუილად მოგიწია მოსვლა-ბექას სიბრაზით გახედა და ნამცხვრის ცხობაში მოლოდინე კომპიუტერთან ჩამოჯდა ფილმის ასარჩევად.
ერისთავს არაფერი უთქვამს,გადაწყვიტა ლიზას დალოდებოდა,ფანჯარა გამოაღო და სიგარეტის მოწევა იწყო,ვერ მოითმინა და ცოტა ხანში ბარბარესკენ შეტრიალდა,
დაჟინებით აკვირდებოდა მონატრებულ მეუღლეს,შეამჩნია,რომ ქალი ჯვრისწერის ბეჭედს კვლავ ატარებდა,ამან ღიმილი მოგვარა,თვალს ვერ წყვეტდა,განსაკუთრებულ სიხარულს კი მაშინ გრძნობდა,როცა მის მუცელს ხედავდა,ამ ხნის მანძილზე შარვაშიძე კვლავინდებურად ლამაზად გამოიყურებოდა, სწორი წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოეშალა,ვარდისფერი ზედა სახეზე საოცარ ელფერს სძენდა,
უაბრალოება არა მხოლოდ ხასიათს არამედ მის გარეგნობასაც დასტყობოდა,ნაზი ხელებით ეხებოდა მუცელს და ღიმილი უთამაშებდა სახეზე,როცა ბავშვის მოძრაობას გრძნობდა,ამ სანახაობით სასიამოვნოდ გაოცებულ ერისთავს სიგარეტი ლამის ხელში ჩაეწვა,ბარბარეს ახლაღა გაახსენდა ღუმელში გამოსაცხობად მოთავსებული ნამცხვრის ფენა,სამზარეულოსკენ დააპირა წასვლა ბექას დაჟინებულ მზერას რომ გადააწყდა,ბრაზი მოერია და წარბშეკრულმა უხმოდ გააგრძელა გზა.
ერისთავმა სიგარეტი ჩააქრო და უმალვე გაჰყვა უკან.
-გთხოვ ბარბარე უფლება მომეცი შორიდან მაინც შევძლო თქვენი დანახვა-უეცრად შეჩერდა-ბარბარე შენ რა ტირი?!
გთხოვ რა დამშვიდდი,ქალისკენ წავიდა რომ მოხვეოდა-ეს,ისე გაუაზრებლად გააკეთა, შედეგზე არც კი დაფიქრებულა.
-არ მომეკარო ბექა-ქმრისგან შორს დაიჭირა თავი და სკამზე ჩამოჯდა.
-მთელი ამ დროის განმავლობაში არ გამოვჩენილვარ იმის გამო,რომ ჩემს დანახვაზე ასე ბრაზდები და ღელავ,არ მინდა ნერვიულობდე,ბარბარე ვიცი საშინლად მოგექეცი, რომ გიღალატე,ძალიან ვნანობ ამას დამიჯერე.
-მხოლოდ ღალატს ვერ გპატიობ ასე გგონია?იცი რას ვერ გპატიობ ამაზე მეტად?ერთ თვეზე მეტხანს რომ მატყუებდი თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და თითქოს,რომ არაფერი მომხდარა,როგორ შეგეძლო ჩემთვის თვალებში ჩაგეხედა იმის მერე რაც გააკეთე?ღალატი ერთია და ეს ტყუილი მეორე,რასაც ვერ გპატიობ,ასეთი რამ როგორ გამიკეთე?შენ მე ცხოვრების საუკეთესო დღეები გამინადგურე-გულამოსკვნით ტიროდა ქალი, მალევე ხელიდან ბეჭედი მოიძრო და ერისთავს გაუწოდა.
-გამომართვი,ამას ვეღარ ვატარებ.
ბექა ახლოს მივიდა, ცოლის წინ ჩაიმუხლა და ბეჭედი გამოართვა.
-ვიცი რომ ვერ მაპატიებ,ისიც ვიცი,რომ ვერც შენი და ვერც შენების ნდობას და სიყვარულს ვეღარასდროს დავიბრუნებ,მაგრამ მხოლოდ მინდა იცოდე,რომ მომხდარს ძალიან ვნანობ,სიმართლე ვერ გითხარი,შენი დაკარგვის შემეშინდა,ვიცი შეურაცხყოფილად გრძნობ თავს,სიტყვებსაც კი ვერ ვიპოვი ალბათ,რომ შენი მდგომარეობა აღვწერო და ბუნებრივიცაა ჩემი დანახვა, რომ არ გსურს,მე გავაცნობიერე ის ,რომ ვეღარასდროს დავიბრუნებ შენს თავს,ისეთს როგორიც ადრე იყავი.
მხოლოდ გთხოვ იცოდე როგორ ძალიან მიყვარხარ,შენ აფერადებდი ჩემს ცხოვრებას,შენ სძენდი აზრს და მხოლოდ შენ დამანახე რა არის ნამდვილი ბედნიერება,ჩემთვის ერთადერთი იქნები მუდამ,შინ ვერ ვჩერდები,უკვე ერთი თვეა იქ არ მივსულვარ,ყველაფერი შენს თავს მახსენებს და ვერ ვუძლებ,არც დავბრუნდები მე იქ შენს გარეშე,და რადგანაც ვერასოდეს ვეღარ დაგიბრუნებ არც არასდროს შევაბიჯებ იმ სახლში.
ბარბარემ შეამჩნია როგორ ჩამოუგორდა ბექას სახეზე ცრემლი,სურდა მოხვეოდა და ეთქვა, რომ ყველაფერი აპატია,მაგრამ რაღაც არ აძლევდა ამის უფლებას,მისი გულის დიდ ნაწილს არ ქონდა ძალა ღალატის და ტყუილის პატიებისა.
ერისთავი ცოლის მუცელს შეეხო
-ძალიან მენატრებით,მე ეს დრო გამოვტოვე ბარბარე,რამდენიმე თვეც და ეს პატარა ამ ქვეყანას მოევლინება,მე კი ვერ ვაგრძნობინე,რომ მუდამ დავიცავ და მეყვარება,ამ დაკარგულ დროს ხომ ვეღარავინ დამიბრუნებს,არადა სულ სხვაგვარად წარმომედგინა ეს ყველაფერი,რამდენი რამ გამოვტოვე,ძალიან მტკივა გული,მაგრამ არც შენ იმსახურებ მოღალატე ქმარს და არც ეს პატარა ასეთ მამას,გპირდები აღარ მოგიწევს ჩემი დანახვით გამოწვეული ბრაზის და ტკივილის ატანა,მაპატიე,რომ შენი უზომოდ გაბედნიერება მინდოდა და ტკივილის მეტი ვერაფერი გაგრძნობინე,არჩილი ახლა საქართველოში არ არის,როგორც კი დაბრუნდება განქორწინების საბუთებსაც მოვაგვარებინებ.

ბექა ფრთხილად წამოდგა და
უსიტყვოდ მიიხურა კარი.
შარვაშიძე ცრემლებს ვერ იკავებდა,არ სურდა სამუდამოდ გამქრალიყო ერისთავი მისი ცხოვრებიდან,თუმცა არც პატიება შეეძლო,არ ჰქონდა ძალა ძველებურად ყოფილიყო მასთან,გულში უზომო ტკივილს განიცდიდა, ამან კი მარტოობის შეგრძნება კიდევ უფრო გაუღრმავა.
ერისთავი კიბეებს მიუყვებოდა ლიზას რომ შეხვდა.
-ბექუ!-გაოცებით წარმოთქვა გოგონამ-შენ რა...-კარისკენ გაიხედა და შემდეგ ისევ ერისთავს მიუბრუნდა.
-ჰო ლიზა,სრულიან შემთხვევით ვნახე ბარბარე და მგონი ძალიან ავანერვიულე ჩემი გამოჩენით,გთხოვ მიდი რა რამე ხომ არ სჭირდება.
-მოიცა არ წახვიდე გთხოვ.
-არა ლიზუ მეჩქარება,გიორგის სანახავად მოვედი,გადაეცი მას გთხოვ,რომ რაღაც დროით ქალაქიდან გავდივარ,მობილურიც არ მექნება და ნუ მომიძევს აქ.
-სად მიდიხარ ბექა.
-სადმე შორს-გაეღიმა,ლიზას შუბლზე აკოცა და დაემშვიდობა.
-ბექა არ წახვიდე რა გთხოვ-გასძახა კვაშალმა.
თუმცა ერისთავს ეს აღარ გაუგია.
ლიზამ ჩქარი ნაბიჯით აიარა კიბეები.
-ბაბი ხომ კარგად ხარ-სამზარეულოში შევარდა.
-არა ლიზა,არ ვარ კარგად.
-წამოდი საწოლზე დაწექი,გთხოვ ნუ ტირი,დამშვიდდი რა გემუდარები.
მოეხვია მეგობარს,შარვაშიძე კი ვერაფრით მშვიდდებოდა.
.....
დრო გადიოდა,ერისთავი კი აღარ ჩანდა ბარბარეს ცხოვრებაში,თითქოს მიწამ ჩაყლაპაო,შარვაშიძისთვის ახლა უფრო მტკივნეული გახდა მეუღლეზე ფიქრები,
გამუდმებით გონებაში უტივტივებდა მისი სიტყვები რაც ორი თვის წინ,ლიზასთან ყოფნის დროს უთხრა,უკვე ძლიერად გრძნობდა მის მიმართ მონატრებას,კვლავინდებურად უყვარდა მეუღლე,თუმცა ღალატის დავიწყებაც არ შეეძლო,როგორც კი ის ფოტოები ახსენდებოდა,ბრაზი ერეოდა და თავს ვერაფერს უხერხებდა,განა მხოლოდ ბრაზი? ბარბარეს ყველაზე მეტად იმედგაცრუება ანადგურებდა,მის გულში უამრავი გრძნობა უცვლიდა ერთმანეთს ადგილს ერისთავზე ფიქრის დროს,ერთხელაც აივანზე მჯდომს და საამური პეიზაჟით დამტკბარს მოაგონდა როგორ თხოვდა ბექა მას დაეხატა შემოდგომის ფოთოლცვენა.
შარვაშიძემ ფუნჯები შეაგროვა და მოლბერტზე გამზადებულ ტილოზე იწყო ხატვა,უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა.
ქალი კარის გასაღებად ფრთხილად ადგა და მის წინ მოწყენილი ქეთის დანახვამ ძლიერ გააოცა.
- ქეთი რა მოხდა, ხომ რიგზეა ყველაფერი?
-წინა კვირას რომ ვიყავი შენს სანახავად მოსული იმ დღის საღამოს ბექა შინ გვესტუმრა,სამსახურში არ დადის,მხოლოდ წევს და სვამს,რა არ ვუთხარი მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო,ამის გამო კამათი მოგვივიდა და იმ დღის შემდეგ საერთოდ გაქრა,მობილური გამორთული აქვს,მე და რატი სად არ ვეძებდით მაგრამ არსად ჩანს,მაკას და ვახოს ვერაფერს ვაგებინებ,თქვენი ამბავი რომ გაიგეს ისე ნერვიულობენ და ბექას გაუჩინარებას ვეღარ გავუმხელ-ქალს ტირილი აუარდა ნერვიულობისგან.
-რას ამბობ ქეთი,სად უნდა წასულიყო,პოლიციაში რატომ არ განაცხადეთ?
-ვაპირებდი კიდეც, მაგრამ ამ დილით რაღაც მომაგონდა,ადრე, მოზარდობის ასაკში,შინ რომ კამათი მოუვიდოდა ჩვენი სახლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მიტოვებული საცხოვრებელია და იქ მიდიოდა,დღეს მანდ გავედი და მისი მანქანა შევამჩნიე,თუმცა სახლში აღარ შევედი,შენი დახმარება მჭირდება ბარბარე გემუდარები,მჯერა შენ მეტად დაგიჯერებს,გთხოვ წამომყევი და დაელაპარაკე.
- არ შემიძლია გამიგე,აზრი არ აქვს,ბოლოს ერთმანეთი რომ ვნახეთ განქორწინებაზეც ვისაუბრეთ.
-ბარბარე,არ იფიქრო,რომ შენი არ მესმის,შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი,მაგრამ თქვენი განქორწინება შეუძლებელია,შენ და ბექას ისეთი დიდი სიყვარული გაკავშირებთ,რომ ეს არასდროს ჩაბარდება წარსულს,ან როგორ შეიძლება ვთქვათ,რომ სიყვარული ქრება,ვიცი ახლა მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი გინდა,მაგრამ როცა ბექას ასეთს ვხედავ და ვერ ვეხმარები ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს,ჩემი ან ბავშვის გამო კი არა,საყვარელო,გთხოვ,შენი და ჩემი ძმის სიყვარულის გამო გამომყევი,რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს არ დასრულებულა და არც არასდროს დასრულდება-ქეთის ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე.
-ნუ ტირი გთხოვ ქეთი,მართალი ხარ, მე ის ძალიან მიყვარს,მაგრამ ვერ ვპატიობ, ეს ჩემს ძალებს აღემატება.
-არ გთხოვ, რომ აპატიო, მხოლოდ იმას გეხვეწები,რომ დაელაპარაკე,ერთმანეთის სატკივარი გაარკვიეთ,არ შეიძლება დუმილი,როცა პრობლემა არსებობს,სჯობს ისაუბროთ,თორემ ასე ორივენი დაზარალდებით.
-არ ვიცი აქვს თუ არა ამას აზრი,ბოლოს ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს,რომ შეიძლება არც სურდეს ჩემი მოსმენა.
-ვცადოთ გთხოვ რა ბაბი,გეხვეწები რამე გავაკეთოთ.
-კარგი,წამოგყვები,
ახლავე წავიდეთ-ფიქრების კორიანტელით თავდასხმულმა ძლივს წარმოთქვა.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ,ერთ მიტოვებულ სახლს მიადგნენ,ბექას მანქანა იქვე ეზოში იყო,სახლს მკაფიოდ ეტყობოდა,რომ მასში დიდი ხანია არავინ ცხოვრობდა,სიძველისგან ჩამოცრეცილი საღებავები და ნახევრად ჩამსხვრეული ფანჯრები მეტად მოქუფრულ გამომეტყველებას სძენდა მას.
ბარბარე და ქეთა გაოცებას ვერ მალავდა.
-აქ როგორ რჩება?ლამის გავგიჟდე?!-სახეს იხოკდა ერისთავი.
ამ სანახაობის შემყურე შარვაშიძეს აეტირა, როცა წარმოიდგინა რა სულიერ ტკივილს განიცდიდა მისი მეუღლე.
-ბარბარე,გთხოვ ცრემლები მოიწმინდე,დამშვიდდი საყვარელო-ახლოს მივიდა ქეთა და მოეხვია ქალს-ბაბი,ჯერ შენ შედი და დაელაპარაკე კარგი?
-კარგი-ღრმად ჩაისუნთქა
შარვაშიძემ და კარისკენ მიმავალი ბილიკი გაიარა.
კარი შეაღო,ოთახში სიცივე და სიბნელე სუფევდა,მისი ყურადღება მალევე მიიპყრო მარცენა მხარეს, კედელთან ახლოს მდგარმა დივანმა,რომელზეც წითელ ზეწარში გახვეული ბექა იწვა და ეძინა,მასთან ახლოს ღვინის ცარიელი ბოთლები ეყარა,მაგიდაზე პარკში გახვეული პური და ძეხვის რამდენიმე ნაჭერი იდო.
ბარბარე თითქოს ადგილზე გაქვავდა,როცა ეს ყველაფერი ნახა,თუმცა ეცადა მალე მოსულიყო გონს,მძინარე ერითავისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა და ფრთხილად ჩამოუჯდა გვერდზე.
აკვირდებოდა ბექას და ასეთი არასდროს ენახა მეუღლე,ფერდაკარგული,თვალებ შეშუპებული,დიდ წვერში იმალებოდა მისი ლამაზი ტუჩები და ნიკაპის ჭრილი,რომელიც ასე მოსწონდა ქალს.
ერისთავისკენ ფრთხილად წაიღო ხელი და ღიმილიანი სახით, შუბლიდან თმა გადაუწია.
ბექას გაეღვიძა,ბარბარეს დანახვით გაოცებული უეცრად შეტორტმანდა,თვალები რამდენჯერმე ძლიერად დახუჭა,რადგან ეგონა სიზმარში იყო,შარვაშიძემ ხელი ხელზე დაადო და ახლაღა მიხვდა,რომ მისი ცოლი რეალურად მის წინ იჯდა.
-შენ აქ რა გინდა ბარბარე?!-წარბშეკვრით მიმართა და ღვინის ბოთლის ასაღებად დაიხარა.
-შეეშვი მაგას-ხელი გააშვებინა ქალმა.
ერითავმა კი ჯიუტად კვლავ სცადა ბოთლის აღება.
-ვერ ხედავ რომ თავს იკლავ ასე?შეეშვი-მეთქი ამ სასმელს-მკაცრად მიუგო შარვაშიძემ.
-აქ არ უნდა მოსულიყავი,შენს გვერდით ჩემი ადგილი არ არის,ახლავე წადი აქედან,აღარც მე მინდა ჩვენი ერთად ყოფნა,რადგან ვიცი ამას არ ვიმსახურებ.
-არ მინდა ასეთს გხედავდე,ჩვენი პატარას გამო მაინც მოდი გონს და დაუბრუნდი ადამიანურ ცხოვრებას.
-ჩემი ბოლო ეს არის ბარბარე,ვსო,არაფრის შეცვლას არ ვაპირებ,არ მინდა იმის გამოსწორებაზე ვიბრძოლო,რაც ისედაც ვიცი,აღარასდროს გამოსწორდება,გამუდმებით ვფიქრობ კითხვაზე,რაც იმ დღეს დამისვი,მე ვერ გაპატიებდი იგივეს,ვერა გესმის? და არც შენ ხარ ვალდებული აქ იჯდე და ადამინურ ცხოვრებაზე მელაპარაკებოდე!მე უკვე ფსკერზე დავეშვი და ეს აღარ შეიცვლება!
-არ ხარ სწორი, როცა ამას ამბობ,ნუთუ ეს პატარა მაინც არ იმსახურებს მამა ყავდეს გვერდით?-ერისთავის ხელი მუცელზე დაიდო ქალმა,მაშინ იგრძნო ბექამ ბავშვის მოძრაობა, ჟრუანტელმა ერთიანად დაუარა სხეულში და როგორც შეეძლო სწრაფად მოშორდა ცოლს.
-ახლავე წადი ბარბარე-ბრაზისგან თავის შეკავება უჭირდა.
-არსად წასვლას არ ვაპირებ შენს გარეშე.
-რატომ არ გესმის?მტკივა ის,რომ ამდენი დრო დავკარგე და საკუთარი შვილის გულის ცემაც კი არ გამიგია აქამდე,საუკეთესო დრო გამოვტოვე,შენი კარგად მესმის,მაგრამ ჩემს თავს ვერ ვპატიობ,ამიტომ ახლა აქ ყოფნის საშუალება მომეცი.
-ეს პატარა რომ დაიბადება მინდა გვერდით მყავდე ბექა,მაგრამ ასეთი არა,რა მაგალითი უნდა მისცე შვილს,როცა თავად ვერ უმკლავდები პრობლემებს?მეტად ძლიერი წარმომედგინა რომ იყავი,ახლა კი არ ვიცი ვინ დგას ჩემ წინ,მე ეს პერიოდი მარტო ყოფნისთვის მჭირდებოდა,ამბობ რომ დრო გამოტოვე,მაგრამ განა ახლა არის გვიან ჩვენი პატარა გაიცნო? არ მინდა ასე მარტივად ნებდებოდე სირთულეებს.
-შენგან სიშორეს ვერ ვუძლებდი ბარბარე,ვიდრე მქონდა იმედი რაიმეს გამოსწორების არ დავნებებულვარ,მაგრამ როცა იმ დღეს მკითხე შევძლებდი თუ არა შენთვის იგივეს პატიებას და ბოლოს,როცა ბეჭედიც დამიბრუნე, მაშინ მივხვდი რომ ბრძოლა უნდა შემეწყვიტა,რადგან ძველებურად ღირსეული ვერასდროს დავბრუნებოდი შენთან,გახსოვს გითხარი ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით-მეთქი,ასეცაა, იმდენად შევეჩვიე უშენობის ტკივილს,ბედნიერებისკენ სწრაფვის სურვილი აღარ მაქვს.
-ასე ნუ მეუბნები გთხოვ,ვხედავ როგორ ნანობ ყველაფერს და მე მინდა ვცადო,რომ გაპატიო-ცრემლებით აევსო შარვაშიძეს თვალები.
-როგორ დაგინგრიე ცხოვრება,როგორ გაგწირე ამოდენა ტკივილისათვის,შენ ჩემ გამო ცრემლს არ უნდა ღვრიდე,ახლავე წადი აქედან ბარბარე,მე ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებ!
შარვაშიძე ადგა და ფანჯარასთან მივიდა,რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული გაჰყურებდა ეზოს.
-ზუსტად ორ კვირაში ჩემი ნახატების გამოფენას ვაპირებ,
გამეხარდება თუ გამოფენის საღამოს დაესწრები.
-გავითვალისწინებ,
თუმცა ვერ შეგპირდები.
ბარბარე ერისთავისკენ შეტრიალდა და აცრემლებულმა მიმართა:
-მენატრები ბექა.
ერისთავი შინაგანად ნატრობდა მასაც იგივე ეპასუხა,მოხვეოდა და გულში ჩაეკრა ცოლი,ეს დრო გამუდმებით ამ სიტყვების გაგონებაზე ოცნებობდა,თუმცა ვერ დაბრუნდებოდა მასთან ამ მდგომარეობაში,სინდისის ქენჯნა და ბარბარეს ნატკენი გული საშუალებას არ აძლევდა კვლავინდებურად მასთან ყოფილიყო,ყველაზე მეტად კი ის ტკიოდა, რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა.
საკუთარი თავის მიმართ ძლიერი სიბრაზე იგრძნო.
-წადი-მეთქი ბარბარე-ზეწარი გადაიფარა და მისგან ზურგით დაწვა.
შარვაშიძემ ტკივილიანი თვალებით შეხედა მეუღლეს და აცრემლებულმა დატოვა სახლი.
ეზოში ქეთი შეხვდა
-რა მოხდა ბარბარე?
-ყველაფერი დამთავრდა,უკვე ვხვდები,რომ სამუდამოდ დავკარგეთ ერთმანეთი.
-დამშვიდდი ბაბი,ყველაფერი კარგად იქნება.
ქეთი ბრაზმა აიტანა, სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა და ოთახში შესვლისთანავე ბექას მივარდა.
-რას აკეთებ,სულ შეიშალე ხომ?
-ახლა ყველაფერი გასაგებია,შენი თხოვნით მოვიდა ბარბარე აქ და არა იმიტომ, რომ მართლა უნდა პატიება.
-ცდები,საშინლად ცდები და აღარ ვიცი რა მოგიხერხო,შენი და თეონას გამო ბარბარე არ უნდა იტანჯებოდეს,არა!-ცარიელი ბოთლი აიღო და კედელზე მიამსხვრია ქალმა.
-თეონა-გაეღიმა ერითავს-ხომ არ გგონია რომ მას ეს ყველაფერი შერჩება?ბარბარე ტანჯვას არ იმსახურებს მართალი ხარ,მაგრამ ლილიშვილი მალე ჩემზე მეტად დაიტანჯება.
-ახლავე ჩენთან ერთად წამოხვალ ბექა,დედა და მამა ღელავს შენზე,ნიკა ყოველ დღე გახსენებს,ადექი გთხოვ-ძმასთან მივიდა და მკლავში ჩაებღაუჭა.
-ქეთი,მაინცა და მაინც გინდა გული გატკინო? გეუბნები შემეშვი,არსად წამოსვლას არ ვაპირებ გაიგე!
-რა საზიზღარი ხარ,ნუთუ ბარბარე არ გეცოდება?ბავშვის გამო მაინც წამოდი შინ,აქ როგორ რჩები?!
-შენს ოჯახს მიხედე და მე თავი დამანებე!-ლამის იყვირა ერისთავმა.
ქეთი სახტად დატოვა ძმის სიტყვებმა,თითქოს ყელში ძაფის გორგალი გაეჭედა.
-ყველაფერს უარესად აფუჭებ,
ბაბუსთან ადი სიღნაღში,იქნებ მან მაინც შეძლოს შენი აზრზე მოყვანა.
დანანდებით შეხედა ძმას,სევდიანად გაუყვა ეზოს და ბარბარესთან ერთად ქალაქისკენ გამოემართა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 229 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
იმდენად ემოციებში ვარ აზრის გამოთქმა არ შემიძლია.თითქოს ყინული დაიძრა მაგ.ვნახოთ ახლა ყველაფერი ბექაზეა დამოკიდებული "მივა გამოფენაზე"??
avatar
0 Spam
2
გმადლობთ,რომ კითხულობთ, ვეცდები მომდევნო თავი მალე დავდო და ამით თქვენს კითხვასაც გავცე პასუხი .... smile heart heart heart
avatar