მესამე პირი (თავი 18 )
17.12.2018, 16:21
ბექას გული ძალინ გაუსასტიკდა,ზოგჯერ ხდება ხოლმე ადამიანი საკუთარი თავის მიმართაც კი შეუბრალებელი,როდესაც მძიმე რეალობას ვერ ცვლის,სწორედ ამას განიცდიდა ერისთავი,მისი სული ძალზედ დამძიმებულიყო და სრულებით დაეკარგა ბრძოლის უნარი. დღეები გადიოდა,გამოფენის საღამოც ახლოვდებოდა,თუმცა ბექა ნაბიჯის გადადგმასაც არ აპირებდა.
გაზაფხულის წვიმამ აახმაურა გარემო,წვიმის წვეთების ხმა სევდას ჰგვრიდა ერისთავს,დივანზე ზეწარში გახვეული ჭერზე ერთ წერტილს შეჰყურებდა,მალე იგრძნო როგორ ჩამოუგორდა თვალიდან ცრემლი,გარეთ ჭექა-ქუხილის ხმამ კიდევ უფრო იმატა, ახლა უკვე ჩამსხვრეულ ფანჯარაშიც შეძლეს წვიმის ნაზმა წვეთებმა შეღწევა და ერისთავის თავლთაგან წამოსულ ცრემლებს შეუერთდნენ,
მამაკაცი სწრაფად წამოდგა, სახე მოიწმინდა,ხელის გულები ძლიერად მიიბჯინა შუბლზე,მცირე ხნით ასე დაჰყო,შემდეგ ნაღვლიანად ოთახს გადაავლო თვალი,გაეღიმა,რადგან რაღაც მომენტში ამ სახლს შეადარა თავი,მის სულშიც სიცარიელე სუფევდა,ძველი საღებავივით ჩამოსცრეცოდა თავზე ფიქრები,რომელბიც მოსვენებას უკარგავდა,მასშიც ისევე როგორც ამ სახლში აღარ იყო სიცოცხლე,ხალისი,სინათლე,რომელსაც შეეძლო სულში არსებული სიბნელის გაფანტვა და სადღაც, სულის ერთ მონაკვეთში,ტიროდა გული,რომელსაც ამ სახლში,ერთ კუნჭულში მყოფი ერისთავივით,დავიწყებული ჰქონდა ბედნიერება.
გაიაზრა ყოველივე ეს და უკვე საკუთარი თავიც შეებრალა,ყველა აზრი ერთად შეკრიბა და მიხვდა,რომ უფსკრულში იყო მისივე ნებით,რადგან ყველა,ვისაც მისთვის დახმარების გაწევა სურდა,თავიდან მოიშორა,ისეთებიც კი,რომელთაც მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო.
ერისთავისთვის უკვე აუტანელი გახდა ეს რეალობა,ასე უმიზნოდ ვეღარ შეძლებდა ყოფნას,უეცრად დის სიტყვები მოაგონდა და გადაწყვიტა სიღნაღში ნინასა და გოგასთან წასულიყო.
დიდი ხნით იჭოჭმანა,ბოლოს კი გასაღები აიღო და სიღნაღისკენ დააპირა წასვლა,თუმცა მანამდე არჩილს,რომელიც სულ რამდენიმე დღის ჩამოსული იყო თბილისში,დაურეკა და საბუთები გადასცა.
....
შარვაშიძეს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს ,საგამოფენო დარბაზი ზუსტად მისი გემოვნებით მორთეს და ოცამდე ნახატს მიუჩინეს კედლებზე ადგილი,ბარბარესთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენა იყო და ძალზედ ღელავდა,ყველაზე უფრო მაშინ ნერვიულობდა, როცა აგონდებოდა, რომ გამოფენამდე სულ რაღაც ერთი დღეღა რჩებოდა,დიდი აღტაცებით შეხვდა მეგობრების ნახელავს და უზომო მადლიერება გამოხატა მათ მიმართ.
დარჩენილი საქმე ერთად მოაგვარეს,შემდგომ კი ქალმა შინისკენ გასწია,რათა დაესვენა,ვინაიდან წინ დამღლელი და ემოციებით სავსე დღე ელოდა.
.....
საღამო იყო ერისთავი სიღნაღში რომ ჩავიდა,ნელი ნაბიჯით გაიარა ეზო და კარზე დააკაკუნა.
კარი ნინამ გაუღო და მონატრებული შვილიშვილი გულში ჩაიკრა,გოგასაც ძალიან გაეხარდა მისი დანახვა,ორთავემ გემრიელი კერძებით სავსე მაგიდაზე მიიწვიეს ბექა,და შეთანხმდნენ,რომ დროებით სიტვას არ დაძრავდნენ ბარბარეზე მასთან,ერისთავი ხელს არაფერს ჰკიდებდა,სულ გაჰქრობოდა ჭამის მადა,თუმცა ბებოს და ბაბუს დაჟინებული თხოვნით მცირედით მაინც დაინაყრა თავი.
მოგვიანებით ნინა ოთახში გავიდა,რომ ბექასთვის საწოლი გაეშალა.
ბუხრის წინ კი ორივე ერისთავი ისხდა და ხმას არ იღებდა,თუმცა დუმილი გოგამ მალევე დაარღვია
-რატომ მოექეცი ისე ცუდად ქეთას და ბარბარეს ორი კვირის წინ?
-მხოლოდ ორი კვირის წინ?თვეებია ყველას ცუდად ვექცევი და ეს შენც კარგად იცი.
-ჰოდა სწორედ ეგ მაკვირვებს.
-ვერაფერი დავაფასე რაც გამაჩნდა და ვიმკი იმას,რაც დავიმსახურე,საკუთარ ცოლს გავუცრუე იმედები და დავუკარგე ჩემს მიმართ ნდობა.
გოგა მცირე ხნით ჩაფიქრდა,შემდგომ სათვალე დინჯად შეისწორა და შვილიშვილს მიუგო
-ეს სიტყვები შენთვის ალბათ იმ დღეს უნდა მეთქვა,როცა ჯვრისწერის შემდგომ აქ მოხვედით.
-რა უნდა გეთქვა?
-ის რომ ცოლი ყველაზე დიდი და ფასდაუდებელი საჩუქარია,რაც კი კაცს ღმერთისაგან ეძლევა და ნუ მეტყვი,რომ რამე არსებობს ამ სიყვარულზე დიდებული,სამწუხაროდ,რაც დრო გადის გვავიწყდება,რომ როცა კაცი ცოლს ირთავს ამით დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე,ქალი ოჯახს ტოვებს შენს გამო,იმ ოჯახს,რომელშიც წლების მანძილზე ცხოვრობდა და შენ ვალდებული ხარ მისთვის საყრდენად იქცე და საკუთარ თავზე მეტად გაუფრთხილდე.
-ნამდვილად გვიანია გოგა ამაზე საუბარი,არაფერი მამართლებს და ბარბარესგან პატიებას აღარ ველოდები დიდი ხანია,ვიცი არ ვიმსახურებ და უკვე ვეგუები კიდეც ასე ცხოვრებას.
-ღალატის გამართლება ნამდვილად არ შეიძლება,თუმცა ვხედავ ის გაგაჩნია,რითაც შეძლებ ყველაფრის გამოსწორებას,ეს სინანულია,ამ გრძნობას კი ყველაზე დაცემული ადამიანის ფეხზე დაყენება ძალუძს,ყველაფერს და მათ შორის თვითგვემასაც აქვს საზღვარი,სინანული მხოლოდ მაშინაა ნაყოფიერი,როცა მას მომავლისა და ყველაფრის ახლიდან დაწყების იმედი ახლავს თან,ის მდგომარეობა კი რაშიც შენ იმყოფები უკვე სასოწარკვეთილებაა და მას არავინ ჩაგითვლის ღირსეულ საქციელად,არასდროს დაუშვა შენს თავში ის ფაქტი,რომ თითქოს არ იმსახურებ პატიებას, გამუდმებით, დაუღალავად უნდა ითხოვო მიტევება,გაპატიებენ თუ არა ეს მხოლოდ იმათ ხელშია ვისაც შენდობას თხოვ.
-რატომ არ გესმის ბაბუ,რომ იმ ტკივილს ვეღარაფერი გადაფარავს,წარსული მუდამ შეგვახსენებს თავს ორივეს-ერისთავმა ხელები სახეზე მიიბჯინა და გოგასგან უჩუმრად მოიწმინდა აწყლიანებული თვალები.
-ცდები შვილო,სწორედ შენმა სინანულმა და მისმა პატიებამ უნდა გადაფაროს ეს ტკივილები,თქვენმა სიყვარულმა უნდა დაგავიწყოთ მომხდარი,
და კიდევ,საკუთარი გამოცდილებით მინდა გითხრა,რომ ცხოვრება არასდროს იქნება ტკივილებისა და იმედგაცრუებების გარეშე,მეტიც,ეს საჭიროც კია,ამით სწავლობ ბრძოლას,სხვა თვალით ხედავ ყველაფერს,ითვისებ სიბრძნეს და ასე ნელ-ნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ ახერხებ "მყარად სიარულს",მხოლოდ მთავარია იცოდე,რომ არ უნდა დანებდე და ყოველი დაცემის შემდეგ კვლავ შეძლო და ფეხზე მყარად დადგე-
უფროსი ერისთავი ფრთხილად წამოდგა,სათვალე მაგიდაზე დადო და შვილიშვილს გამხნევების ნიშნად მხარზე ხელი დაადო.
-ახლა დაისვენე შვილო,დილით კი შენგან ახალ გადაწყვეტილებას ველოდები...
ნინა სამზარეულოდან უსმენდა საუბარს და ცრემლად იღვრებოდა,არ სურდა იქ შესულიყო და მათთვის ხელი შეეშალა,მოხუცი საძინებლოსკენ გაეშურა და ცოლთან ერთად ფრთხილად შეაღო ოთახის კარი.
ერისთავი კვლავ ბუხრის წინ,ცეცხლის პირას იჯდა,გოგას სიტყვებზე ფიქრობდა და ცრემლები ერთიანად უსველებდა სახეს.
გვიან ღამით დასაწოლად წავიდა,თუმცა ფიქრებით დახუნძლულს თვალი ვერ მოეხუჭა.
დილა ადრიან ჩიტების ჟღურტული ჩაესმა,სწრაფად ჩაიცვა და აივანზე გავიდა,მათი საგალობელის მოსმენამ კარგ განწყობაზე დააყენა,სიგარეტს მოუკიდა და სასიამოვნო ჟღერადობას უგდო ყური.
მოგვიანებით აივანზე გოგა და ნინაც გამოჩნდა,ბექა საუზმეზე მიიწვიეს,მამაკაცსაც აღარ უთქვამს უარი და სამზარეულოში გაჰყვა მათ.
შუადღის საათებში ერისთავი ორთავეს დაემშვიდობა,პირობა დადო მათთან,რომ ეცდებოდა რაიმეს შეცვლას,შემდგომ კი თბილისისაკენ გამოემართა.
ბექამ კვლავ ძველ საცხოვრებელს მიაშურა,სახლში შესვლამე კარზე მიკრული,თეთრ კონვერტში შეფუთული წერილი ჩამოხსნა და კითხვა დაიწყო,როგორც გაირკვა ის წინა საღამოს დაეტოვებინა გიორგის,ერისთავს ეღიმებოდა მეგობრის სიტყვებზე თუ როგორ დაეძებდა ყველგან და რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ქეთი დაასწრებდა მის პოვნას,წერილის ბოლოს ეწერა,რომ ერისთავი ოც აპრილს ქორწილში იყო მიწვეული,კვაშალს მკაფიოდ მიენიშნებინა დრო, ადგილი და ის თუ როგორ გაახარებდა ბექას დანახვა მისთვის ამ უმნიშვნელოვანეს და სიხარულით სავსე დღეს.
ერისთავს უსაზღვროდ გაეხარდა გიორგისა და მარის ბედნიერება,სურდა იმ დღესვე წასულიყო მეგობართან,თუმცა მოაგონდა,რომ მასთან აუცილებლად იქნებოდა ნიკა,გეგა და რაც მთავარია ლევანი,სწორედ ამიტომ გადაიფიქრა,სიძველისგან დაზიანებული სახლის კარი შეაღო,დივანზე დაწვა და ფიქრებს მიეცა.
.....
დღეები გადიოდა,ლილიშვილი ლაღად ატარებდა დროს,როცა ბექაზე ფიქრობდა გამუდმებით სიამოვნების ღიმილი უთამაშებდა სახეზე,რადგან იცოდა,რომ ბარბარეს დაბრუნებას ვეღარასოდეს შეძლებდა, ეს კი თეონასთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო.
საღამოს მეგობრებთან ერთად კლუბში ერთობოდა,როცა მობილური აწკრიალდა.
-გისმენ დიანა.
-სად ხარ?-ანერვიულება ეტობოდა გოგონას ხმაზე.
-კლუბში ვარ,რა ოყო,მოხდა რამე?
-ახლახანს პოლიცია იყო შინ,შენ გკითხულობდნენ.
-რას ამბობ,ჩემგან რა უნდათ?
-ზუსტად არ ვიცი,მაგრამ მგონი შენს დაკავებას აპირებენ.
თეონა ხმას ვერ იღებდა,შიშისგან სხეული ერთიანად უთრთოდა.
-გარკვეული პერიოდი არ გამოჩნდე სჯობს,ვიდრე მე და გაგა ყველაფერს არ გავარკვევთ.
-კარგი-მხოლოდ ამის თქმა მოასწრო დისთვის,როცა მობილური ხელიდან გაუარდა და ნაწილებად დაიშალა.
-რა გჭირს თეო?-სწრაფად ჰკითხა ლილემ.
-ყველაფერი მისი ბრალია,მან გადასცა პოლიციას ის ქაღალდები-თვალებგაშეშებული ამ სიტყვებს იმეორებდა.
-რა ქაღალდები?-გაკვირვებით კვლავ კითხვას სვამდა გოგონა.
-ისეთი არაფერი,მე უნდა წავიდე-გაუღიმა მეგობრებს და ჩქარი ნაბიჯით გავიდა კლუბიდან.
გზაში უამრავ რამეზე ფიქრობდა,თუ სად დამალულიყო,ან რა ელოდა რომ დაეკავებინათ,განსაკუთებით მაინც ის აკვირვებდა როგორ შეძლო ერისთავმა ყოველივე ეს,რადგან თვეების წინ მისმა ადვოკატმა დაარწმუნა ქალი,რომ ერისთავს საკმარისი სამხილები ვერაფრით ექნებოდა და რომ პატიმრობა არ დაემუქრებოდა.
ლილიშვილი დროებით მეგობრის სახლში დაბინავდა და დიანასგან ინფორმაციის მიღებას იქ დაელოდა.
.....
გამოფენის საღამოც დადგა,დარბაზში უამრავი სტუმარი შეიკრიბა,ყველა სასიამოვნოდ გაოცებული იყო ბარბარეს ნამუშევრებით,მალე ლევანი, ნინი და ანანო გამოჩნდა ,რომელთაც უკან მოჰყვებოდა ლიზა,მარი და გიორგი,მოგვიანებით ქეთა და რატიც მივიდა გამოფენაზე პატარა ნიკასთან ერთად, ბარბარეს ძალიან გაეხარდა მათი დანახვა.
-უნიჭიერესი ხარ,ულამაზესი ნამუშევრებია ბარბარე-მკლავში ხელი გამოსდო მარიმ ქალს.
-მადლობა მარ-გაუღიმა გოგონას.
-ვამაყობ შენით-ღიმილიანი სახით ჩაეკონა ნინი მას.
ყველამ მიულოცა ესოდენ დიდი წარმატება შარვაშიძეს.
-ჩემი მხატვარი რძალუკა-მოეხვია და დიდი სიყვარულით გადაკოცნა შარვაშიძე ქეთიმ.
სტუმრებით სავსე დარბაზი და მათი აღტაცებული სახეები აბედნიერებდა ბარბარეს,თუმცა მოუთმენლად ელოდა ბექას გამოჩენას,კარისკენ ჰქონდა გამუდმებით თვალები მიპყრობილი და ჯიუტად არ ჰკარგავდა მეუღლის გამოჩენის იმედს.
გამოფენის საღამო დასასრულს უახლოვდებოდა,შარვაშიძე ნახატის წინ დამდგარიყო და თვალებაწყლიანებული შეჰყურებდა შემოდგომის პეიზაჟს,რომელიც ერისთავისთვის დახატა,უმალვე უკნიდან ხმა შემოესმა.
-ძალიან მინდა ეს ნახატი შევიძინო,უარს კი არ მივიღებ.
ქალი მისკენ შეტრიალდა და ასაკოვანი ქალბატონის ამ სიტყვებმა მცირედ ააფორიაქა.
-მაგრამ ეს ნახატი არ იყიდება,შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა აირჩიოთ რომელიც მოგეწონებათ.
მოხუცის დაჟინებულ თხოვნას ქალი თავაზიანი უარით პასუხობდა.
მაშინ კი,როცა გაიგო,რომ ქალბატონს ტილო მისი მეუღლისთვის სურდა დაბადების დღის საჩუქრად,სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
საღამო დასრულდა,შარვაშიძე კედელთან მდგარ გრძელ სკამზე სევდიანი ჩამომჯდარიყო,რადგან ბექამ კვლავ გაუცრუა მოლოდინი.
ლევანი მისკენ წავიდა და უთხრა
-ბაბი დღეს ჩვენთან დარჩი,დედას და მამას ძალიან მოენატრე.
-კარგი ლევან-მშვიდად დაეთანხმა ძმას.
მანქანაში ჩასხდნენ და სახლისაკენ გასწიეს.
შინ შესვლისთანავე მაიამ და დემეტრემ მიულოცეს შვილს წარმატება,ნინიმ კი ოთახიდან ახლადგაღვიძებული ლუკა გამოიყვანა,რომელსაც ერთიანად გაწითლებოდა ღაწვები და ფუმფულა ხელებს აქეთ-იქეთ ამოძრავებდა.
-ჩემი სიხარულიიი!-ბარბარემ სწრაფად გამოართვა ნინის ბავშვი და მასთან თამაშით გართულს დაღლილობა სულ გადაავიწყდა.
.......
ოცი აპრილის დილა გათენდა,მზემ სითბო მოჰგვარა არე-მარეს,გიორგიმ და მარიმ ჯვრისწერის შემდგომ მეჯვარეებთან და მეგობრებთან ერთად ლამის მთელი თბილისი მოიარეს და გამორჩეულ ადგილებში ფოტოსესიას მართავდნენ,დღე სასიამოვნოდ გაატარეს,საღამოს კი სტუმრებით სავსე რესტორნისაკენ გამოემართნენ.
....
შარვაშიძე ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილიყო,რომელიც მუხლამდე სწვდებოდა,მსუბუქი მაკიაჟით კიდევ უფრო დამშვენებულს სწორი და ბოლოებში დახვეული თმა მხრებზე ჩამოეშალა,კაბაში ლამაზად გამოკვეთილი მუცელი კი ორმაგად საოცარ შესახედაობას სძენდა,ქალი თავისმოწესრიგებას მორჩა,დასვენების მიზნით სავარძელში მოკალათდა და ლევანის, ნინისა და მშობლების გამოჩენას დაელოდა.
მოგვიანებით ისინიც გამოჩნდნენ.
-რა ლამაზი ხარ ბარბარე-აღტაცებით მიმართა ქალს ნინიმ
-შენ კი ულამაზესი ხარ ნი-გაუღიმა გოგონას.
მანქანაში მოკალათდა და ერთად გაემართნენ რესტორნისაკენ.
გვიან საღამოს სტუმრებით სავსე დარბაზში შევიდა გიორგი და მარი,ყველანი ოვაციებითა და მილოცვებით შეეგება მათ,კვაშალი უბედნიერესად გრძნობდა თავს,თუმცა ბექაზე ფიქრი არ შორდებოდა,ძალიან აკლდა ის და სრულყოფილი ბედნიერებისთვის ერისთავის გამოჩენა სჭირდებოდა,მარტო მდგომ ბარბარეს რომ მოჰკრა თვალი გულმა რეჩხი უყო,რაც დრო გადიოდა კიდევ უფრო ეწურებოდა მეგობრის გამოჩენის იმედი.
შარვაშიძე ლიზასთან ერთად იჯდა მაგიდასთან და უამრავ თემაზე საუბრობდნენ ერთად,ბარბარეც ისევე,როგორც გიორგი,თავდაპირველად ნატრობდა ბექას გამოჩენას, თუმცა გამოფენის საღამოს მისგან მიღებულმა იმედგაცრუებამ ეს მოლოდინი სრულად გაუქრო.
ყველა ბედნიერად ატარებდა დროს,ახალგაზრდები ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ,მალე უმშვენიერესი სიმღერის ხმაც გაისმა,ეს იმდენად საოცარი მოსასმენი იყო,რომ ყველამ მომღერლისაკენ მიაპყრო ყურადღება.
შარვაშიძეს ეცნო ეს სასიამოვნო ხმა,უკან მიიხედა და მეუღლის დანახვის დროს ლამის გონება დაკარგა,მონატრებამ,მისი დანხვით გამოწვეულმა სიხარულმა და ამ წუთების მშვენიერებამ გულისცემა გაუხშირა,სახეზე კი ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა,თვალს არ წყვეტდა ქალი ერისთავს,ახლა უფრო ჩანდა როგორ შეცვილიყო იგი,თმა და წვერი შეეკრიჭა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ძალზედ ლამაზად გამოიყურებოდა,ბარბარეს ყურადღება ბექას თვალებმა მიიპყრო,მათში აშკარად შეინიშნებოდა ძველი სევდა.
ლიზასა და გიორგის მეგობრის დანახვა ისე გაეხარდა,რომ ემოციებს ვეღარ ფარავდნენ.
მხოლოდ ლევანისთვის იყო გამაღიზიანებელი მისი გამოჩენა,დემეტრე კი უკვე აღარაფერს ამბობდა,რადგან ხედავდა შვილს თუ რა ბედნიერი შეჰყურებდა ქმარს.
ერისთავმა სიმღერა დაასრულა,ხალხი მას ტაშისკვრით შეხვდა და კიდევ თხოვდა ემღერა,მამაკაცმა გიორგისა და მარის ბედნიერება მიულოცა და მათი თხოვნით ერთი სიმღერაც შეასრულა,შემდეგ კი ბარბარესკენ გასწია,მასთან ახლოს მივიდა,თუმცა მცირე ხნით ვერც ერთი ბედავდა ერთმანეთზე შეხებას,ბექამ ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია ცოლი,ლევანი ბრაზისაგან აენთო,ვერ ხვდებიდა რა სჭირდა,თავშეუკავებელი ქცევა მას არასდროს ახასიათებდა,თუმცა ამ მომენტში რაღავ ამოუცნობი ხდებოდა მის გულში,მათკენ დააპირა წასვლა,თუმცა ნინიმ გააჩერა,ძლიერად მოეხვია ქმარს და თხოვდა ეს არ გაეკეთებინა,ლევანი დაშოშმინდა და მეუღლის თხოვნას დასჯერდა.
ერისთავმა მონატრებულ ცოლს წელზე შემოჰხვია ხელები და თავისკენ მიიზიდა,ბარბარემ თვალებში ჩახედა მამაკაცს,ნაზად და უზომო ბედნიერებით გაუღიმა და ჩაეხუტა,ორივემ იგრძნეს როგორ მონატრებოდათ ერთმანეთი,დიდი ხანი გაატარეს ამ მდგომარეობაში,ბექამ ცოლს მუცელზე დახედა და მოჭარბებული სიხარულით ღიმილი აუთამაშდა სახეზე,კიდევ უფრო ძლიერად ჩაიხუტა ქალი და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა
-მომენატრეთ.
-ჩვენც ძალიან მოგვენატრე-მიუგო ბარბარემ.
მალე სიმღერაც დასრულდა და ირგვლივ,დროებით ყველამ შეწყვიტა ცეკვა.
შარვაშიძემ ბექას ანიშნა,რომ გვერდზე გაეხედა,ერისთავმა შეხედა მაგიდასთან მჯდომ დას,რომელიც მათ სიხარულით ანთებული თვალებითა და ღიმილიანი სახით შეჰყურებდა,თუმცა როცა ერისთავმა მისკენ მიმართა მზერა ქეთა უეცრად გამოერკვა,ბრაზით შეიჭმუხნა შუბლი და ძმას ზურგი შეაქცია.
მამაკაცს გაეღიმა დის ასეთ ქცევაზე.
-მიდი დაელაპარაკე და ბოდიში მოუხადე იმ სიტყვების გამო, რაც ბოლოს უთხარი.
ერისთავი დაეთანხმა ცოლს და მასზე ხელჩაკიდებული წავიდა ქეთისკენ,რატის მოეხვია,ნიკა კი დიდი სითბოთი ჩაიკრა გულში,ბოლოს ჯერი ქეთიზე მიდგა.
-ქეთუშ,შენ არ მომცემ საშუალებას ჩაგეხუტო?-ღიმილიანი სახით დააკვირდა დას.
ქეთიმ ბრაზით გახედა ბექას,შემდეგ კი ხელები ერთმანეთში ჯვარედინად გადახლართა და ბრაზის ნიშნათ ტუჩები დაბერა.
-ქეეთ კაი რა,მაპატიე,ვიცი ცუდად მოვიქეცი და ძალიან ვნანობ, რაც გითხარი.
ქალმა ისევ მას შეხედა, მაგრამ კვლავ არაფერი უპასუხა.
ბექას კვლავ გაეღიმა მის საქციელზე,ვეღარ მოითმინა და სულ დაუკოცნა სახე.
ქეთის გაეღიმა,ძმას მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულა
-გამეხარდა რომ მოხვედი.
-მეც-გაუღიმა და კიდევ უფრო ძლიერად მოეხვია მონატრებულ დას.
მოგვიანებით რატი და ქეთი პატარა ნიკასთან ერთად საცეკვაოდ გაემართნენ,ერისთავი და შარვაშიძე კი იქვე ახლოს ჩამოსხდა,ბექას ძალზედ სურდა დემეტრესა და ლევანის ნახვაც,დააპირა კიდეც მათკენ წასვლა შარვაშიძესთან ერთად,თუმცა ბარბარემ შეაჩერა,შიშისაგან ხელი მხარზე ძლიერად მოუჭირა და ძლივს აღმოხდა.
-ძალიან მტკივა-ქმარს მიეკრო და ცდილობდა სტუმრებთან არაფერი შეემჩნია.
-რა გჭირს?-შეშფოთებით იკითხა ბექამ.
შარვაშიძემ მუცელზე ხელი დაიდო-მგონი მშობიარობა მეწყება,გთხვ აქედან წამიყვანე,მაგრამ ისე,რომ არავინ არაფერი გაიგოს,არ მინდა გიორგის და მარის ეს დღე ჩავუშალო-შიშისგან გაფართოებული თვალებით შეხედა ქმარს.
ბექა მას დათანხმდა და დარბაზიდან გაიყვანა,მანქანაში ბრთხილად ჩააჯინა და სწრაფად გაექანა სამშობიარო სახლისკენ.
ქალი სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს,ბექა დერეფანში ბოლთას სცემდა და ლოცულობდა,რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო,რამდენიმე საათში ექიმიც მივიდა მასთან და ქალიშვილის დაბადება ახარა.
-ბავშვს რას დაარქმევთ?-უკნიდან მოესმა თეთრ ხალათში გამოწყობილი ექთნის ხმა.
მცირე ხნით სიტყვა ვერ დაძრა,მოაგონდა ქორწინების პირველი თვეები,მისი და ბარბარეს ბჭობა ბავშვის სახელებთან დაკავშირებით და უეცრად წარმოთქვა
-ელენე,მას ელენე ერქმევა!-ღიმილით უპასუხა და ემოციებით გადატვირთული დერეფანში მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 360 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
როგორ გამახარე ძალიან მოუთმენლად გელოდებოდი.გამეხარდა ბექას და ბარბარეს შერიგება
avatar
1 Spam
2
ბედნიერი ყოფილიყოს შენთვის ახალი 2019 წელი
avatar
0 Spam
3
დიდი მადლობა heart
თქვენთვისაც ბედნიერი ყოფილიყოს 2019-წელი heart
avatar