მესამე პირი (თავი 19 )
29.03.2019, 12:36
მიმღების კარი ერთად შეაღო ლიზამ და გიორგიმ,კვაშალს მეუღლეც თან ახლდა,მოგვიანებით მათ ლევანი,დემეტრე და მაიაც მოყვნენ,და-ძმა ერისთავისკენ გაექანა,რომელსაც სიხარულით გადახვეოდა ქეთი და პატარა ელენეს დაბადებას ულოცავდა,ყველანი ბედნიერი სახეებით შეეგებნენ ბექას და გულითადად მიულოცეს გოგონას შეძენა,მასთან მხოლოდ ბარბარეს ოჯახის წევრები არ მისულან,პირველი ნაბიჯი ნინიმ გადადგა და ბედნიერი ღიმილით მოეხვია ერისთავს,მას მაია და დემეტრე მიჰყვა,ამ უკანასკნელის მილოცვა ბევრად განსხვავდებოდა სხვებისგან,ლევანის დუმილი კი მეტად უკლავდა გულს ბექას,თუმცა ცდილობდა ის სიხარული, რაც შვილის დაბადებამ მოუტანა არ გამქრალიყო მასში,სურდა მათთვისაც აეხსნა ყველაფერი,თუ როგორ ნანობდა ადრე მომხდარს და როგორ გულმოდგინედ სურდა ცხოვრების ახლიდან დაწყება,თუმცა კარგად იცოდა,რომ ამაზე საუბარის ადგილი და დრო არ იყო.
უფროსი შარვაშიძე მეუღლესთან ერთად ლევანისკენ გაემართა,რომელიც მოშორებით მდგომ სკამზე იჯდა,მალე მისკენ ცოლიც წავიდა და გვერდით მიუჯდა.
-ლევან,ესე არ შეიძლება,შვილი შეეძინა,უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის,
გთხოვ მიდი მასთან.
-ნინი შემეშვი!-ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა მამაკაცი.
ლევანისთვისაც მძიმე სატარებელი იყო ეს ტვირთი,უმძიმდა ასე ცხოვრება,სურდა ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო,ნატრობდა იმ დროს,როცა ყველანი ერთად ბედნიერად ატარებდნენ დროს,მაგრამ როცა რეალობას უსწორებდა თვალს უკვე შეუძლებლად წარმოედგინა ყოველივე ამის დაბრუნება.
-ახლა მასთან საუბარს აზრი არა აქვს შვილო-მხარზე ხელი დაადო რძალს და მისი დამშვიდება სცადა დემეტრემ.
-მართალი ხარ დემეტრე,მაგრამ ვგრძნობ როგორ ტკივა თავადაც მას ეს,ვეღარ ვცნობ,ძალიან შეიცვალა იმ ამბის მერე,ბარბარემაც ბევრჯერ ესაუბრა,მაგრამ ბექას მიმართ ისევ გულგრილი რჩება-ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
-ნინი,დამშვიდდი შვილო-ახლოს მივიდა მაია და გულში ჩაიკრა ქალი-ყველაფერი მოგვარდება,ლევანი ესეთია,უჭირს ნდობის დაბრუნება და ამოდენა დანაშაულის პატიება,თუმცა ვიმედოვნებ ჩვენი დახმარებით შეიცვლის ბექას მიმართ დამოკიდებულებას.

მალე ლევანიც დაბრუნდა და აცრემლებული ცოლის დანახვამ სულში ძლიერი ტკივილი დაუტოვა,რადგან ეს მისი უხეში სიტყვებით იყო გამოწვეული და ცხოვრებაში ალბათ არასდროს დაავიწყდებოდა მამის მზერა,მასში მის მიმართ იმედგაცრუება ამოიკითხა შარვაშიძემ,ცოლს გვერდზე მიუჯდა და ხელი ხელზე დაადო
-ნიი,დამშვიდდი რა-უჩურჩულა,თუმცა საუბარი აღარ გააგრძელა,როცა ქალმა სწრაფად მოიშორა მისი ხელი,მამაკაცი სკამს მიეკრო და მძიმედ ამოისუნთქა.
უეცრად მისაღებში ექთანი შემოვიდა და ბექას უფლება მისცა ცოლთან ასულიყო.
ერისთავმა სწრაფად აიარა კიბის რამდენიმე საფეხური,პალატის კარი შეაღო და ფრთხილი ნაბიჯით მომღიმარი მიუახლოვდა ცოლს,
მის სულში ძლიერი ცვლილება მოხდა,როცა მეუღლის მკერდზე მიწვენილ პატარა არსებას მოჰკრა თვალი.
შარვაშიძემ გაუღიმა და ქმარს მიმართა
-აიყვან?
ერისთავი გაკვირვებული უყურებდა ჯერ ბარბარეს,შემდეგ ბავშვს და პირიქით,მალევე გამოერკვა და სახეანთებულმა წარმოთქვა
-ვცდი.
ფრთხილად აიყვანა ხელში ბავშვი და გულზე მიიხუტა,ბექას ესმოდა პატარას მშვიდი სუნთქვა და ბედნიერებისგან ლამის ჭკუიდან იშლებოდა,ნაზად ეფერებოდა სამყაროში მისთვის ყველაზე ძვირფასს და სიხარულის ღიმილი არ შორდებოდა სახიდან,მცირე ხნის შემდეგ ბარბარეს თხოვნით ბავშვი ახლოსმდგარ პატარა საწოლში ჩააწვინა,თავად კი მეუღლეს მიუბრუნდა და გულში ჩაიკრა ქალი
-ჩემი სიცოცხლე ხარ ბარბარე,ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება!-იგრძნო თვალები როგორ აუწყლიანდა-მიყვარხარ,გეფიცები უზომოდ მიყვარხარ და მაპატიე,
გთხოვ ასე ძალიან რომ გატკინე გული,ვიცი ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს,მაგრამ მინდა იცოდე როგორ ვიტანჯებოდი ეს დრო ამის გამო,დანახვის დღიდან ძვირფასი ხარ ჩემთვის,გეფიცები დაგიმტკიცებ ამ სიყვარულს,გეფიცები ყველაფერს გამოვასწორებ!-სახე დაუსველეს ცრემლებმა.
ბარბარე უფრო ძლიერად მიეკრო მას და ნაზად ჩასჩურჩულა.
-მიყვარხარ! წარსულის მაგ მომენტს კი ნუღარასდროს გავიხსენებთ-აცრემლებული თვალებით შეხედეს და გაუღიმეს ერთმანეთს,ერისთავმა მონატრებულ ვარდისფერ ტუჩებს ნაზად ეამბორა,მალე კი პატარას ტირილის ხმაც მოისმა.
-მომიყვანე რა ბექა,ალბათ ისევ შია-ღიმილით უთხრა ქმარს.
მამაკაცმა ბავშვი ფრთხილად ამოიყვანა და ბარბარეს მკლავებში ჩააწვინა.
სიხარულით სავსე თვალებით შეჰყურებდა ორთავეს და გული უზომო ბედნიერებით უცემდა.
ამ დღემ სრულიან შეცვალა ერისთავი,კიდევ უფრო მეტად მზრუნველი და თბილი გახდა.
პატარა ელენეს დანახვამ ამოუცნობი,მაგრამ უზომოდ სასიამოვნო გრძნობები გაუჩინა გულში.
მოგვიანებით ექთნის თხოვნით ორთავეს დროებით დაემშვიდობა და მიმღებში ჩავიდა მეგობრებთან.
გოგონებმა სასწრაფოდ მობილური გამოართვეს და გადაღებული ფოტოების თვალიერებას შეუდგნენ სიტყვებით
-რა სიცოცხლეა,შემოგევლე შენ,ჩვენი პატარა "კნომკა".
ფოტოების თვალიერებას რომ მორჩნენ ლევანი მიმღებში დაბრუნდა და ნინისა და მშობლებს შინ წასვლა სთხოვა,მალევე მართლაც ჩასხდნენ მანქანაში და სახლისაკენ გამოემართნენ,რადგან მომდევნო დღემდე ვერ შეძლებნენ ბარბარესა და ბავშვის ნახვას.
სახლში მისვლისთანავე ნინიმ ლუკა მოიკითხა,ძიძას გასამრჯელო გადაუხადა და ბავშვი საძინებელი ოთახისაკენ აიყვანა.
ლევანიც მალევე ავიდა მათთან.
პატარა საწოლში მოკალათებულ მძინარე ლუკას ღიმილით დახედა და მეუღეს მოეხვია წელზე.
-მაპატიე ნი,გთხოვ,ძალიან ცუდად მოვიქეცი ისე უხეშად რომ გიპასუხე სამშობიაროში.
-მხოლოდ ეგ არ არის პრობლემა ლევან,ამ ბოლო ხანს რომ ძალიან შეიცვალე ვერ გრძნობ?გგონია სწორი იყო ის რასაც დღეს აკეთებდი?ბარბარეს უყვარს ბექა და ამას უნდა შეეგუო,გესმოდა თითქმის ერთი წელი როგორ იტანჯებოდა და მეტი რა გააკეთოს მითხარი,რომ დაგანახოს როგორ ტკივა თავადაც მომხარი?
-არ გესმის ნინი,ყველაფერს მარტივად უყურებ-სიმკაცრე ჩადგა ლევანის ხმაში-ამდენ ტყუილს და ამოდენა ღალატს არ ვაპატიებ.
-და გგონია ამით ბარაბრეს ბედნიერს გახდი?კარგად ვიცნობ მას და ვიცი ბექაში რომ ძლიერი სინანული არ დაენახა არასდროს აპატიებდა მომხდარს,თავადაც იცი რა თავხედია ის გოგო ვინც ეს ყველაფერი მოაწყო,მაგრამ მაინც შენსას აგრძელებ,საკუთარ ეგოიზმს აყენებ ყველაზე წინ,აი ამ პატარაზე წინაც-მობილური აიღო და ელენეს ფოტო აჩვენა ქმარს-ხედავ რა სიცოცხლეა?მის სიყვარულსაც დაკარგავ,თუ მაგ ღვარძლსა და სიბრაზეს არ მოიშორებ,შემდეგ კი საეჭვოა ჩემმა სიტყვებმა მოგილბოს გული-ქმარს მოშორდა და საწოლში დაწვა.
ლევანს თვალი არ მოეხუჭა,მეუღლის სიტყვებზე ფიქრობდა,თუმცა უჭირდა აღიარება იმისა რომ ნინი მართალი იყო.
......
გოგონების სამშობიაროდან გაწერის დღეც დადგა,მეგობრები თუ ნათესავები,ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ ერისთავის სახლში,სტუმართა სიას მხოლოდ დემეტრე და ლევან შარვაშიძეები აკლდნენ.
ერისთავი მანქანიდან გადმოვიდა ბარბარესთან და ბავშვთან ერთად და ამ ხნის შემდგომ პირველად შეაბიჯა კუთვნილ სახლში,პირველი რაც მათ შინ შესვლისთანავე დაინახეს,კარს უკან მდგარი მაკა და ვახო იყო,მონატრებული მშობლები თვალცრემლიანი გადაეხვივნენ სამივეს,მაკა განსაკუთრებით ბარბარეს იკრავდა გულში,რომ მისი წყალობით კვლავ გაერთიანდა და სიყვარულით შეერთდა ერისთავების ოჯახი.
ყველა უზომო სიხარულით მიუსხდა მაგიდას და პატარა ელენიკოს დაბადება თითოეულმა ერთხმად მიულოცა მშობლებს.
ერისთავს გულში რეჩხად რჩებოდა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მის გვერდით ვერ ხედავდა დემეტრესა და ლევანს,გადაწყვიტა მათთან წასულიყო და რადაც არ უნდა დასჯდომოდა ყველაფერი აეხსნა.
მართლაც,გასაღები აიღო და მანქანისკენ გაემართა.

ლევანის სახლთან გაჩერდა,მალევე გადავიდა მანქანიდან და ზედმეტი ფიქრის გარეშე კარზე დააკაკუნა.
კარი დემეტრემ გაუღო და გაოცებული შეჰყურებდა მას.
-შეიძლება შემოვიდე?
შარვაშიძემ თვალით ანიშნა რომ ნებას რთავდა,ბექასაც არ უყოყმანია,
შინშესვლისთანავე ოთახიდან ახლადგამოსულ ლევანს მოჰკრა თვალი.
მამაკაცმა სიბრაზით შეხედა,თითქოს იცოდა ბექას ვიზიტის მიზეზი.
ერისთავმა უკმაყოფილოდ ჩაისუნთქა და ორთავეს მშვიდად მიმართა:
-აქ იმის ახსნას თუ რა საშინელება ჩავიდინე არ დავიწყებ,სამივემ კარგად ვიცით ეს,მხოლოდ მინდა აგიხსნათ როგორ ვნანობ და მტკივა მომხდარი,თუმცა არ გთხოვთ რომ მაპატიოთ,ყველაფრის ძალიან კარგად მესმის,თქვენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.
-თუ ასე გესმის აქ არ უნდა მოსულიყავი,რადგან აზრი არ აქვს ახლა შენს საუბარს-მკაცრად მიუგო ლევანმა.
-აქ მხოლოდ იმის გამო ვარ,რომ გითხრათ ნუ დაკარგავთ ბარბარეს და ელენეს სიყვარულს,რამდენიმე დღის წინ მეც გავხდი მამა-დემეტრეს შეხედა და განაგრძო-და ალბათ ჩემი ხელით დავახრჩობ მას ვინც ჩემს შვილს აწყენინებს და გულს ატკენს,მე ბოლომდე მესმის თქვენი,ვიცი დავკარგე და ვერასდროს დავიბრუნებ თქვენგან პატივისცემას,თუმცა ელენე იმსახურებს იგრძნოს ბაბუას და ბიძის სიყვარული,ამის გამო ვარ აქ,როცა მას ნახავ დემეტრე თავადაც დარწმუნდები ჩემი სიტყვების უტყუარობაში და კიდევ ერთი,ბარბარე,ის არ იმსახურებს თქვენგან ზურგის შექცევას,მას მე ვუყვარავარ და მეც მის გამო მზად ვარ სიცოცხლე დავთმო,ეს თქვენთვის არასდროს მითქვამს,მაგრამ ახლა გეტყვით,ვინაიდან დღეს ათასჯერ უკეთ ვაფასებ ყველაფერს,რომ ბარბარეს მუდამ გავუფრთხილდები და თქვენ მის თვალებზე ვეღარასოდეს შეამჩნევთ სევდით გამოწვეულ ცრემლს.
ჩვენი სიხარული არ იქნება სრულყოფილი თქვენ ორის გარეშე,ამიტომ გთხოვთ ჩვენი გვერდში დგომით გაიზიარეთ ეს ბედნიერება.
ამ სიტყვების შემდგომ სიჩუმე ჩამოვარდა,დემეტრე ფანჯრისკენ შეტრიალდა რომ ცრემლებით ავსებული თვალები დაემალა,მასაც ძალიან უნდოდა შვილისა და შვილიშვილის გულში ჩაკვრა და ბექას ამ სიტყვებმა საბოლოოდ მოულბო გული.
ლევანი კი შუბლშეკრული იდგა,მასზეც იმოქმედა ერისთავის გულწრფელობამ, თუმცა გარეგნულად ამას არ იმჩნევდა.
ბექა მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა,ბოლოს მათ მადობა გადაუხადა და შინისკენ გამოემართა.
-გინდა რომ ამდენი ტყუილი აპატიო?
-ბექა აქ არაფერ შუაშია ახლა ლევან,ის რაც თქვა სწორია,განა ბარაბრე იმსახურებს ჩენგან ასეთ დამოკიდებულებას?ან ელენიკო,რომელიც ჯერ არც კი გვინახავს?ეს უკვე ზედმეტია,ასე არ შეიძლება.
-ის შეიძლება, რომ ყველას გვიღალატა და ახლა ვითო არაფერი მომხდარა ეგრე მივიღო და სახლშიც ვესტუმრო?მე ვერ ვაპატიებ,შენი საქმე კი შენ იცი.
დემეტრემ ლევანის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, გასაღებს დაავლო ხელი და ერისთავებისკენ გაემართა.
კარზე ზარი დარეკა თუ არა მის წინ ვახო გაჩნდა,დანანებული სახით შეხედა ორთავემ ერთმანეთს შემდგომ კი გადაეხვივნენ,ბარბარემ მამა რომ დაინახა მისი სახე ერთიანად აენთო სიხარულისგან,
მისკენ წავიდა და ძლიერად მოეხვია,
ჯერ კარს არ ხურავდა ქალი,თითქოს ელოდა ლევანის შინ შემობიჯებას.
-არ მოვა ბაბი,ნუ ელოდები-სევდიანად გაუღიმა მამამ.
მალე ოთახიდან ბექამ ელენე გამოიყვანა,დემეტრემ ბრთხილად გამოართვა მას ბავშვი და თვალცრემლიანმა გულში ჩაიკრა.

........

ამ დღის შემდგომ სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა,ელენე წამოიზარდა,
ერისთავს სამსახურიდან სახლამდე სული ელეოდა ოღონდაც მათთან მისულიყო და ორთავეს ჩახუტებოდა,ზოგჯერ რომ დაფიქრდებოდა სიხარულის ცრემლებით აუბრჭყვიალლდებოდა თვალები თუ რა ლამაზი,რა სათუთი იყო ოჯახი,საოცრად თბილი გრძნობები აკავშირებდა ამ ერთობ ღრმა სიტყვასთან,სამყაროში ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი გააჩნდა:ბარბარე და ელენე,ორივესთვის მზად იყო სიცოცხლე გაეწირა...
სამსახურიდან სახლში,სახლიდან სამსახურში მხოლოდ ამ ორზე ფიქრობდა და ყოველი ახალი დღის დაწყება მისთვის უამრავჯერ მეტი სიხარულის მომტანი იყო.
შემოდგომის ბოლო თვის დასაწყისი დგებოდა,ერისთავი ჩვეულებრივ შინ ბრუნდებოდა კვაშალმა რომ დაურეკა
-ბექუ,გამო რა ჩემთან,მაგარი მატჩია,თანაც ხინკალზე გეპატიჟები.
-ვა,რამდენიმე წუთში მანდ ვარ-ღიმილით უპასუხა მეგობარს და მისი სახლისკენ გასწია.
გზაში მალევე შენიშნა შავი, "აუდის"მარკის მანქანა,რომელიც აშკარად მას მიყვებოდა უკან,თუმცა მაღაზიასთან შეყოვნებამ ეჭვები გაუქარწყლა,საეჭვო მანქანიდან შავთმიანი,ნაკლებად მიმზიდველი ტანსაცმლით მოსილი ქალი გადმოვიდა,რომელიც გზის მოპირდაპირე აფთიაქში შევიდა.
რამდენიმე წუთში ერისთავმა გზა განაგრძო,ახლა უკვე აღარავის დადევნება აღარ უეჭვია,გიორგის სახლთან გაჩერდა და ლუდით ხელდამშვენებულმა კარზე ზარი დარეკა.
გიორგიმ სიხარულით შეიპატიჟა ის შინ.
-ბარბარე და ელენე როგორ არ წამოიყვანე ბექა-მოწყენით თქვა ლიზამ.
ერისთავს გაეღიმა მის ნათქვამზე და უპასუხა
-ისინი მეორე დღეა დემეტრესთან და ლევანთან არიან,ცოტა ხნით მათთან გადაწყვიტა ბარბარემ დარჩენა.
-ლევანი? ნუთუ შეიცვალა შენს მიმართ დამოკიდებულება?
-ჩემს მიმართ არა-გაუღიმა ბექამ და დივანზე ჩამოჯდა გიორგისთან ერთად.
დაძაბული მატჩის მიწურულს,სამსახურით დაღლილმა ერისთავმა შინ დაბრუნება გადაწყვიტა.
-გიუშ მე წავალ უკვე,დავიღალე დღეს ძალიან, თანაც კარგად შებინდებულა,მობილური მანქანაში დამრჩენია,შეიძლება ბარბარეს დანარეკიც აქვს.
-კაი ძმა-ერისთავი გოგონებს დაემშვიდობა,გიორგი კი გასაცილებლად გაჰყვა,ბექამ მანქანის დაქოქვა სცადა,თუმცა ამაოდ,რამდენიმე საათიანმა უშეგო მცდელობამ მოთმინება ამოუწურა და გიორგის თხოვა ტაქსი გამოეძახებინა.
-ო,რა ტაქსი ტო,მოიცა ჩემი მანქანით წავიდეთ.
-არა რა გიორგი,არ გინდა-მობილური ამოიღო მანქანიდან და ნომრის აკრება იწყო.
-ბექუ,მეწყინება იცოდე არ დარეკო თორე,მოიცა რა-თავისი მანქანისკენ გაეშურა გიორგი-მააარ!-ასძახა მეუღლეს-ბექუს მივიყვან შინ და მალე დავბრუნდები!
-კარგი გიო-მალევე მიიღო პასუხი.
მეგობრები გზას დაადგნენ,ერისთავმა ტელეფონში ფონად არჩეული ფოტო კვაშალს დაანახა,ზედ ბარბარე და ხუთი თვის ელენე იყო გამოსახული.
-რა საყვარლები არიან,როგორ გაგიმართლა ბექა რომ მაგ ორი ადამიანი გყავს გვერდით.
-ნამდვილად გიო,მაგრამ იცი? ბოლო დროს ამ ფოტოს შეხედვისას შიში მიჩნდება.
-შიში?!
-ჰო.
-კი მაგრამ რისი?
-ამათი დაკარგვის.
-კაი რეებს ბაზრობ,ეცადე არ იფიქრო ეგეთ სისულელეებზე.
ეს თქვა თუ არა ერისთავმა ისევ შეამჩნია ის საეჭვო მანქანა,უკვე უჭირდა დაჯერება,რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო,კვაშალს სიჩქარის გაზრდა თხოვა,რაზეც უცნობმა ანალოგიურად უპასუხა.
ბიჭებს მანქანებისგან თავისუფალ გზაზე მოუხდათ გასვლა,გზის ირგვლივ რაღაც მონაკვეთში ტრიალი მინდორი ჩანდა,ადევნებულმა მანქანამ სიჩქარეს საგრძნობლად უმატა.
-სულ შეიშალა ეს ვიღაც?ესე სწრაფად სვლა აქ როგორ შეიძლება?!-გაოცებას ვერ მალავდა გიორგი.
ბექა თითქოს მიხვდა რაშიც იყო საქმე,თუმცა კვაშალის ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში ძლიერმა შეჯახებამ ორთავეს გონება დააკარგვინა,მანქანამ რამდენიმე ბრუნი გააკეთა ჰაერში და შემდგომ მინდორში მდგარ უზარმაზარ ხეს შეეჯახა.

........
მკითხველებს ბოდიშს გიხდით დაგვიანებისათვის.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 346 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
კარგი რაააა. ამას დაგვიანებაც აგარ ჰქვიააა. მე მეგონა შეწყვიტეტ წერააა. იმედია ახალ თავს მაინც დადებ მალეეე
avatar
0 Spam
2
მომდევნო თავი მალე დაიდება heart
avatar