მესამე პირი (თავი 20 დასასრული)
11.04.2019, 10:12
ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა,გზის მოაჯირთან ახლოს ვრცელ მინდორს გადაჰყურებდა ქალი,რომლის მიზეზითაც იქნა ავარია გამოწვეული და კმაყოფილი იღიმოდა,შავ თმებსა და გრძელ მოსასხამში გამოწყობილ ლილიშვილს ვიზუალი სრულებით შეეცვალა, მისი შინაგანი სამყარო კი ბევრად უფრო მოეცვა ბოროტებას,რამდენიმე წუთი გაჰყურებდა ხეზე "ინერციით მიკრულ" მანქანას და მხოლოდ მაშინ დატოვა იქაურობა,როცა შეამჩნია როგორ დაიწყო ცეცხლმა ავტომობილის შიგნით გაჩენა.

გიორგი გონს რომ მოეგო და ირგვლივ მიმოიხედა ღვედი მოიხსნა და ბექასკენ ზლაზვნით გადაიხარა
-ბექა,ძმაო,თვალი გაახილე!-ამაოდ მიმართავდა მას.
ბევრი წვალებით თავი გაითავისუფლა და მანქანიდან გადავიდა, შეამჩნია როგორ წვეთავდა ავზიდან საწვავი,ენერგია მოიკრიბა,ბექას მივარდა და მისი მანქანიდან დადმოყვანა სცადა,რაც წარმატებით გამოუვიდა კიდეც,მალევე შეხედა როგორ გაჩნდა ცეცხლი ავტომობილში და მთელი ძალ-ღონით შორს "გაათრია" ერისთავი,ისე რომ არც კი შეუმოწმებია სიცოცხლის ნიშან-წყალი,მთავარი იყო აფეთქებისგან ეხსნა მეგობარი,რამდენიმე წუთიც და აფეთქების ხმამ იქუხა,მანქანა ცეცხლის ალში მოექცა,გიორგიმ ნერვიულობისგან წაშლილი სახით სიცოცხლის ნიშნები შეუმოწმა ბექას,გული გაიშვიათებით,მძიმედ უცემდა,პირიდან გადმოსული სისხლი მოსწმინდა და ხმაჩამწყდარმა ვედრებით წარმოთქვა.
-თვალი გაახილე ძმაო,არ გაბედო და არ მიგვატოვო!
რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარება და პოლიციაც გამოჩნდა,სწრაფად გადაიყვანეს ორთავე საავადმყოფოში,კვაშალი სახეგაშეშებული სულ ერთ წინადადებას იმეორებდა გზაში.
-ბექა როგორ არის?
თუმცა მის კითხვას არავინ სცემდა პასუხს.
საავადმყოფოში მისვლისას, როცა ექიმმა გიორგიზეც მიუთითა სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეთო,მხოლოდ მაშინ, გაკვირვებულმა დახედა ფეხს,რომელიც ლითონის მახვილ ნაჭერს ძალზედ ღრმად გაეჭრა,მომხდარის გამო ტკივილს ვერ გრძნობდა,თავადაც განცვიფრდა,ამ სურათის შემხედვარე.
მეგობრები საოპერაციოში შეიყვანეს,რამდენემე საათში გიორგი პალატაში მოათავსეს და ცოლთან დარეკვის უფლებაც მისცეს.
-გოგონავ!-პალატაში შესულ ექთანს მიმართა კვაშალმა.
-დიახ,გისმენთ.
-ჩემთან ერთად ბიჭი შემოიყვანეს,ბექა ერისთავი,გთხოვთ გამაგებინეთ როგორ არის?
-ჯერ ოპერაცია არ დასრულებულა,როგორც კი სიახლე იქნება აუცილებლად გაცნობებთ-მიუგო ქალმა.
კვაშალი იმედს არ კარგავდა,რომ ყველაფერი კარგად დასრულდბოდა,ახლა ყველაფერზე ერთად დაფიქრდა და გონებაში ამოუტივტივდა მანქანა,რომლითაც ვიღაც დიდი მონდომებით ცდილობდა მათ დაზიანებას,მოაგონდა რომ ის სხვაგანაც ჰყავდა ნანახი,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როცა ბექასთნ ერთად უხდებოდა ყოფნა,ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა და ლამის იყვირა გაოცებულმა
-თეონა!!!
ეს თქვა თუ არა პალატის კარი გაიღო და მარი ბარბარესთან ერთად შემოვიდა
-გიო როგორ ხარ?-ქმართან მივარდა მარიამი და მოეხვია.
-მე უკვე არამიშავს,მაგრამ...
-ბექა?!-სასოწარკვეთილი ხმით იკითხა შარვაშიძემ.
-ჯერაც საოპერაციოშია-ნერვიულად მიუგო კვაშალმა.
-როგორ მოხდა ეს ყველაფერი გიო?
-ავარია თეონამ გამოიწვია-ცოლის კითხვას თითქოს ყურადღება არ მიაქცია და ბარბარეს შეხედა.
-რას ამბობ გიორგი?!-შარვაშიძეს ბრაზი დაედო სახესა და ხმაში-შემდეგ მოწყვეტით დაიჩოქა და თვალებგაშეშებული იმეორებდა-არ შევარჩენ,ეს ყველაფერი მას არ შერჩება!-
მალე არჩილის ნომერი ამოკრიბა მობილურში და გარეთ გავიდა სასაუბროდ.
გვიან ღამით დერეფანში ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ,მაკა და ვახო ბოლთას სცემდა,ბარბარე კი თითქოს ყინულმა მოიცვა,კედელზე მიყრდნობილი იატაკის ერთ წერტილს შეჰყურებდა.

წამიერად ყველამ შეწყვიტა ნერვიულობა და დაძაბული შეჰყურებდნენ საოპერაციო ბლოკიდან ახლადგამოსულ ექიმს.
-პირველ რიგში ძალიან გთხოვთ ძალა მოიკრიბოთ-მძიმედ წარმოთქვამდა მამაკაცი-ერისთავის ოპერაციამ კარგად ჩაიარა,მაგრამ მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა,ამიტომ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება,რამდენიმე საათში მისთვის უახლოეს ორ ადამიანს ნახვის უფლებას მივცემ,იცოდეთ,
რომ ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად.
ბარბარე მწარედ ატირდა,მისთვის შიშის მომგვრელი გახდა მეუღლის მდგომარეობა.
რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ექიმის ნებართვით ჯერ ბარბარე შევიდა ბექას სანახავად.
ქალი მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ერისთავს,ნანახმა შეაძრწუნა,სახე და ხელები სულ ნაკაწრებით ჰქონდა ბექას სავსე,თვალები დაეხუჭა და აპარატის დახმარებით ახერხებდა სუნთქვას.
ბარბარე მას ნაზად შეეხო,ყოველთვის თბილი ხელები ახლა სიცივეს მოეცვა,მიუახლოვდა და შუბლზე აცრემლებული ეამბორა.
-გთხოვ არ მიმატოვო ბექა,კიდევ ნუღარ დავშორდებით ერთმანეთს,ამას ვეღარ გავუძლებ,შენ ხომ დაგვპირდი მე და ელენეს,რომ მუდამ იზრუნებდი ჩვენზე!-შეუჩერებლად ტიროდა და ამ სიტყვებს ძალის გამოცლამდე იმეორებდა.
ბექას ხელს იხუტებდა და ჭრილობებზე ნაზად ეფერებოდა.
დიდი ხანი გაგრძელდა ასე,შემდეგ კი მაკა შემოვიდა და ბარბარე შეცვალა.
დერეფანში გასვლისას შარვაშიძის მობილურმა დარეკა და ლამის თავქუდმოგლეჯილმა დატოვა საავადმყოფო,საჭეს სწრაფად მიუჯდა და მანქანა გააქანა.
....
ბინასთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო,მალე პოლიციამ ხელბორკილით გამოიყვანა ლილიშვილი საცხოვრებლიდან,ქალმა არემარეს თვალი მოავლო და ბარბარეს კმაყოფილი ღიმილის დანახვისას ბრაზისგან აენთო,მისკენ გაიწია და ღვარძლიანად მიუგო.
-ბექას ფერფლი უკვე დამარხე? მინდოდა ხელში ჩაგკვდომოდა, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ!-ჩვეული ცინიკურობით გაიღიმა.
შარვაშიძე თავს მაქსიმალურად აკონტროლებდა, თუმცა ბოლომდე ეს არ გამოუვიდა და ლილიშვილს ისეთი მწარე სილა გააწნა,რომ თეონამ თვალის გახელა ძლივს შეძლო.
-ბექა კარგად იქნება,მცდარი ინფორმაციებით ნუ ირთობ თავს,აი შენ კი ციხეში ამოლპები ამის პირობას მე გაძლევ!
თეონამ სიტყვა ვეღარ დაძრა, ბოროტი თვალებით უმზერდა შარვაშიძეს და უკვირდა მისი ასეთი ცვლილება.
პოლიციამ სწრაფად ჩასვა ქალი მანქანაში და საპატიმროსკენ აიღეს გეზი.
შარვაშიძე საავადმყოფოში დაბრუნდა და ბექას გამოჯანმრთელების ლოდინში ატარებდა დროს.
....
რამდენიმე დღე გავიდა,გიორგი შინ გაწერეს ბექასთვის კი წინსვლა იმით გამოიხატებოდა,რომ სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს,რადგან უკვე დამოუკიდებლადაც შეეძლო ამის კეთება.
ერთ დღესაც,როცა მასთან ბარბარე და გიორგი იყო თვალი
გაახილა და მათი დანახვისას სიხარულით გაიღიმა.
ბარბარესა და გიორგის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა,ბექას დაბრუნებამ კვლავ იმედიანი და სიხარულით სავსე გახადა მათი ცხოვრება.
ერისთავმა ყველა მოიკითხა,განსაკუთრებით პატარა ელენე.
-ჩვენ ყველანი კარგად ვართ,შენს დაბრუნებას მოუთმენლად ველოდით ძმაო-ფეხზე ხელი დაადო და ღიმილით წარმოთქვა კვაშალმა.
ბექას იმის მაგივრად რომ გაღიმებოდა სახე უეცრად შეეცვალა,სევდიანი გაუხდა
-რა ოყო ბექა რამე ხომ არ გატკინე?-გაკვირვებით იკითხა კვაშალმა და მის ფეხს შეხედა.
-მატკინე კი არა ისევ დამადე ფეხზე ხელი.
გიორგიმ იგივე ახლა უფრო ძლიერად გაიმეორა.
-ოღონდ ეს არა-ძლივს წარმოთქვა ერისთავმა.
-რა მოხდა ბექა?-შიშნარევი ხმით იკითხა ბარბარემ
-ახლავე ექიმს დაუძახე გთხოვ.
მკურნალი სწრაფად შევიდა ერისთავთან და გიორგისა და ბარბარეს გარეთ გასვლა თხოვა.
მოგვიანებით კი როცა ერისთავი გულდასმით გასინჯა დიაგნოზიც დასვა.
ბექას ქვედა კიდურების მგრძნობელობა მთლიანად ჰქონდა დაკარგული,უკვე ნათელი იყო, რომ მას წინ ელოდა მრავალი მცდელობა ფეხის თავიდან ადგმისა,თუმცა ექიმს უჭირდა თქმა ოდესმე ის კვლავ შეძლებდა თუ არა გავლას.
რამდენიმე წუთიანი სიხარული მალევე შეცვალა ყინულივით ცივმა სევდამ.
ერისთავს არ სურდა წარმოედგინა რა იქნებოდა მისი არსებობა ამ დღის შემდგომ,ძლიერმა გულგატეხილობამ დარია ხელი და მხოლოდ სხვების გამო თუ გაიღიმებდა ისიც იშვიათად,თითქოს თავისი სამყარო შექმნა ირგვლივ,რომელში თვით მის უსაყვარლეს მეუღლესაც კი არ უშვებდა.
საავადმყოფოდან გაწერის დღეს,როცა გიორგის დახმარებით ეტლში მოთავსდა,ასეთივე სევდიანი სახით გაუყვა გზას,შინ შევიდა თუ არა კვლავ მეგობრის დახმარებით დივანზე დაწვა და ხმას არ იღებდა.
ბარბარემ ოთახიდან პატარა ელენე გამოიყვანა და ბექას ჩამოუჯდა გვერდზე.
ერისთავმა მხოლოდ ახლა გადაიტანა მზერა ადამიანებზე,მისდაუნებურად გაიღიმა მონატრებული შვილის დანახვისას და ხელზე ნახად მოეფერა მას.
-მაინც მიაღწია მისას,საბოლოოდ დამინგრია ცხოვრება-დანანებით წარმოთქვა.
ბექას "ამ სამყაროში" დაბრუნება წამიერი აღმოჩნდა,კვლავ ჩაფიქრდა და სხვებს ყურადღებას აღარ აქცევდა.
კვაშალმა მისი ასეთი მდგომარეობა ვერ აიტანა და გარეთ გავიდა აცრემლებული.
გვიან საღამოს ბარბარეს დახმარებით საწოლზე მოთავსდა ერისთავი,ელენეს უკვე ტკბილად ეძინა მის საწოლში.
-ბექა,მთელი ის დრო,როცა სიკვდილს ებრძოდი,სულ იმას ვლოცულობდი,რომ დამბრუნებოდი და შენი ხმა კვლავ გამეგო,მუდამ ამას გიმეორებდი საწოლის თავთან,რომ არ მიგეტოვებინეთ მე და ელენე.
-ვიცი,მესმოდა რასაც ამბობდი.
-ვით უფრო თუ გესმოდა,დღეს ფიზიკურად ჩვენთან ხარ,მაგრამ ისე იქცევი თითქოს არც ვარსებობდეთ,ვიცი რომ გიჭირს ამ განსაცდელის ატანა,მაგრამ ასე საკუთარ ჯანმრთელობას უფრო ინადგურებ და მე ამას მშვიდად ვერ ვუყურებ.
-გთხოვ ნუ ტირი რა,რაც დრო გავა ტვირთად ვიქცევი თქვენთვის და ამის ატანა არ შემიძლია,ვერ გაგიწევ სათანადო მეუღლეობას,ელენეს კიდე მამობას,ჩვენი შვილის აღზრდაშიც ვერ შევიტან დიდ წვლილს,ვერ ვეთამაშები,ვერც სკოლიდან გამოვიყვან,მხოლოდ ცხოვრებას გაგირთულებთ ორივეს,სწორედ ამის გამო ვარ ასე.
-ბექა, ეგ აღარასოდეს გაიმეორო!შენ ჩემთვის ტვირთად არასდროს იქცევი,მინდა გვერდით ვედგეთ ერთმანეთს,მხოლოდ გთხოვ ამის საშუალება მომეცი და ხელს ნუ მკრავ შენი ასეთი ქცევებით,ოდნავ მაინც ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი,შენც ეცადე იგრძნო ის,რასაც მე განვიცდი-ატირებული მოეხვია ერისთავს-ძალიან მიყვარხარ ბექა,ჩემსა და ელენეს თავს გაფიცებ ეგ აღარასდროს გაიმეორო.
-კარგი,დამშვიდდი.
-დაიფიცე!
-გეფიცები!შენსა და ელენეს თავს ვფიცავარ აღარასოდეს გავიმეორებ ამას.
ძლიერად მოეხვივნენ ერთმანეთს,ბარბარეს ძალისხმევით მხიარულ თემებზე ისაუბრეს და გვიან ღამემდე ასე ბედნიერად ატარებდნენ დროს.
დილით ადრიანად ჩაესმა ელენეს "ღუღუნის" ხმა ერისთავს,ბარბარესაც მალევე გაეღვიძა,ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა და მასსა და ბექას შორის ჩააწვინა.
ერისთავს ამდენი არც ოდესმე უკოცნია და არც მოფერებია ელენეს როგორც ამ დილით,გულში იკრავდა ბავშვს,როცა მის გაღიმებულ სახეს ხედავდა,ელენეც მამის ხმაზე კიდევ უფრო და უფრო მეტს იღიმოდა,რაც ბექას აგიჟებდა.
-ბარბარე წაიყვანე თორე შემომეჭმება-სიცილით იძახდა ერისთავი და კვლავ აგრძელებდა მონატრებულ შვილთან თამაშს.
ბარბარემ ორთავეს დიდი სიყვარულით მოეხვია და მათთან ერთად განაგრძო თამაში.
....
გადიოდა თვეები,ბარბარეს შრომა ემატებოდა,ელენე კი იზრდებოდა,როცა ერისთავი ცოლის დაღლილ სახეს ხედავდა,მძიმედ ამოისუნთქავდა,საკუთარ თავს დააკვირდებოდა და უკმაყოფილოდ თავს გადააქნევდა.
შარვაშიძე არასდროს აგრძნობინებდა ერისთავს დაღლილობას,ბედნიერად უღიმოდა და გამოდმებით დიდი სითბოთი უვლიდა მას.
.........
ერთ დღესაც როცა ბექა და ბარბარე სტუმრად იყვნენ მიწვეულები გიორგისთან,წასვლამდე ელენე მამას ეთამაშებოდა ბურთს,ბოლოს ელენეს ისე უმისამართოდ გამოუვიდა სროლა,რომ ერისთავმა დაჭერა ვერ მოახერხა და მასთან ახლოს გაგორდა ბურთი.
-ისლოლე მამიკო,მესლოლე ჩქალა!-ბედნიერად უმეორებდა ბავშვი სიტყვებს.
ბექას ცრემლები მოაწვა,ამ დროს აბაზანიდან ბარბარე გამოვიდა,ამ სცენის დანახვისას სწრაფად გაექანა მათკენ,ბურთი აიღო და ელენეს დაუბრუნა.
-ელე,მორჩი თამაშს დე,შენი ლამაზი კაბა ჩავიცვათ კარგი?და ბიძია გიორგისთან წავიდეთ.
-კალქი-სწრაფად მიუგო დედას.
ბარბარემ ბექას აკოცა
-ბექუ...
-ბაბი მიხედე ელენეს არ დაგაგვიანდეთ.
-არ დაგვაგვიანდეს?შენ რა წამოსვლას არ აპირებ?
-რაღაც შეუძლოდ ვარ,ვერ შევძლებ.
-შენს გარეშე არსად არ წავალ.
-გიორგის ეწყინება ხომ იცი?-გაუღუმა ცოლს-მარტოც არაფერი მიშავს,აი დივანზე წამოწოლაში მომეხმარე და სულ ეგაა.
-ბექა არა-მეთქი,მარტო არ დაგტოვებ.
-ბარბარე,მეტს აღარ გავიმეორებ,შინ არ დარჩები,გთხოვ ნუ მალაპარაკებ ამდენს,ელენე წაიყვანე და წადი,ოღონდ არ დააგვიანოთ შინ დაბრუნება-თვალი ჩაუკრა და კვლავ,თუმცა ნაძალადევად გაუღიმა ქალს.
-დედა,ცამაცი ცალა-მოისმა ელენეს ხმა.
ბექამ თვალით ანიშნა შარვაშიძეს რომ ამდგარიყო,ორივენი სწრაფად მოემზადნენ,ბარბარემ დივანზე დაწოლაში მიეხმარა ქმარს,ჩვეული სითბოთი მოეხვია მას და ელენეზე ხელჩაკიდებული კარისკენ წავიდა.
-საუკეთესოები ხართ-ღიმილით მიმართა ორთავეს ერისთავმა.
შარვაშიძეს არ სურდა ბექას მარტო დატოვება,ვითუფრო მომხდარის გამო,რადგან იცოდა რა მძიმედ იმოქმედა ამან ერისთავზე,თუმცა გიორგისა და ლიზასაც ვერ უთხრა მიწვევაზე უარი,თანაც არც ბექა დაუშვებდა მათ შინ დარჩენას,ამიტომ ქმრის სიტყვებს ღმილით უპასუხა და კარი გაიხურა.
...
ღამით,როცა გიორგიმ ელენე და ბარბარე შინ მიიყვანა,შარვაშიძემ მძინარე ბავშვი საძინებელში შეიყვანა და საწოლზე მოათავსა.
-ბექა,ძმაო,რატომ არ წამოხვედი დღეს?ხომ დამპირდი მოვალო?-კარებთან მგომმა დაუძახა მეგობარს.
-ბექუ...-კვლავ გაიმეორა მისი სახელი.
ამ დროს ბარბარეც გამოჩნდა
-სძინავს მგონი.
ახლოს მივიდა ქმართან და როცა მისი გადასერილი მაჯები დაინახა მისდაუნებურად განადგურებულმა შეიკივლა.
გიორგი და ბარბარე უშედეგოდ ცდილობდა მის აზრზე მოყვანას,მალე სასწრაფო დახმარებაც გამოჩნდა, თუმცა უკვე გვიანი იყო,ბექას გულის ცემა სამუდამოდ შეწყვეტილიყო.
შარვაშიძე მომხდარს საკუთარ თავს აბრალიდა და უიმედოდ ატირებული დაჰყურებდა ქმარს.
-ასე როგორ მოგვექეცი,ეს რა გააკეთე?!-ძლიერად ჩახუტებოდა ერისთავს ქალი.
ძლივს შეძლეს,რომ ბარბარე მისთვის მოეშორებინათ.
-ბექა!-ხმაგამწყდარმა მთელი ძალით დაიყვირა-არ უნდა მიმატოვო,არ უნდა წახვიდე!-კვლავ იმეორებდა-ლიზა,ნინი და მარი კი ცდილობდნენ როგორმე დაემშვიდებინათ ის.
მის უგრძნობ სხეულთან მწარედ ქვითინებდა გიორგი,მალე მაკა და ვახოც გამოჩნდა
-მეგონა ყველაფერი კარგად იყო,მეგონა დარდს საბოლოოდ აგარიდე,თუმცა არა,შენ მაინც გტკიოდა ეს,თურმე როგორ დარდობდი და განიცდიდი ყველაფერს,მეკი არ მაგრძნობინებდი ამას-უნუგეშოდ დასტიროდა შარვაშიძე მამაკაცს.
თითოეული იქ მყოფის გლოვის სიტყვები უეცრად ერთმანეთთან შეერთდა და ძლიერ,აუტანელ,გულის გამგმირავ ხმად გარდაიქმნა,რომელიც ირგვლივ არემარეს აყრუებდა,ყველას უნდოდა გაქცეოდა რეალობას ან რეალობა გარდაექმნათ ლამაზ ოცნებად.
უეცრად გაისმა სიტყვები:
-თვალი გაახილე,ბექუ გთხოვ,თვალი გაახილე გემუდარები!-ეს ხმა ყველა იმ ხმისაგან განსხვავდებოდა,რაც იმ ოთახში ასე აუტანლად ჟღერდა,ის თბილი,ნაზი და სასიამოვნო იყო,ამ რეალობით გატანჯული ადამიანი უთუოდ გაჰყვებოდა ასეთი მშვენიერი ჟღერადობის სიტყვებს,რადგან მათში იმედის ნაპერწკალი ღვიოდა,იმ უიმედო ხმებისგან განსხვავებით.სწორედ ასე მოიქცა ერთ-ერთი,მართლაც გაჰყვა ამ ლამაზ ხმას და უეცრად სიბნელიდან,ჭაობივით მოსაწყენი და აუტანელი გარემოდან სინათლეში გადაინაცვლა,აქ უფრო და უფრო ძლიერდებოდა ამ იმედიანი ხმის ჟღერადობა,კიდევ უფრო და უფრო ღრმად გასწია უცნობმა სინათლისაკენ,თეთრი ნათება ნელ-ნელა საგნებად იქცეოდა,ასეთი რამ უკვე ჰქონდა უცნობს ნანახი,თუმცაღა ბუნდოვნად ახსოვდა,ახლა უკვე სხვისი სხმაც გაისმა.
-გეყოფა რა,გაიღვიძე ძმაო!
ორივე ხმა იმდენად ნაცნობი და ისეთი საოცარი ვედრებით წარმოთქმული იყო,რომ არ შეიძლებოდა მისთვის არ მოგესმინა ადამიანს,საგნები კიდევ უფრო მკაფიო გახდა,ახლა უკვე კარგად იგრძნობდა ადამინი შეხებასაც და მართლაც,მხარზე ვიღაცას თავი ჩამოედო,ჯერ ბუნდოვნად ჩანდა მისი სახე,შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა,ამ სახის დანახვა სრულებით საკმარისი იყო რეალობაში გადმონაცვლებისა,ოღონდ არა ძველ,არამედ ახალ რეალობაში.
-ბარბარე-ნაწყვეტ-ნატყვეტ ძლივს წარმოთქვა მამაკაცმა.
ფანჯარაში მომზირალი კვაშალი უეცრად მეგობრისაკენ შეტრიალდა,შარვაშიძემაც ბექას მხარიდან თავი ასწია და ქმრის მიერ წამოთქმული სიტყვის გაგონებისას სიხარულით ლამის ცას ეწია.
-ჩემო ძვირფასო,ბექუნა შენ დაგვიბრუნდი,ჩვენთან ხარ ამდენი დღის შემდეგ!-უსაზღვრო სითბოთი მოეხვია ქმარს.
-ბექუ,ძმაო,რა ბედნიერებაა,რომ კარგად ხარ!-სიხარულს ვერ ფარავდა გიორგი.
ერისთავმა ხელები ასწია და მაჯებს დააკვირდა,არანაირი ჭრილობა არ ეტყობოდა,გაოცდა
-გიო,ფეხზე დამადე მიდი ხელი.
გიორგიმ თხოვნა შეუსრულა.
-უფრო ძლიერად ძმაო,მიჩკმიტე.
-რა ვქნა?
-მიდი რა მალე.
გიორგიმ მეგობარს გაოცებისგან ძლიერად უჩქმიტა.
-კაი,კაი ვსო,საკმარისია!-სიცილით თქვა ერისთავმა.
-კარგად ხარ?რეებს მაკეთებინებ ტო?-სიცილითვე კითხა კვაშალმა
-დაუჯერებელია,
რამდენი ხანია აქ ვწევარ?
-მეოთხე დღეა,მთელი ეს დრო უგონოდ იყავი-მიუგო გიორგიმ.
-ვააა ამოვისუნთქე,რა საშინელება ვნახე რომ იცოდეთ.
-რა ნახე?
-ოდესმე აუცილებლად მოგიყვები ბარბარე,ახლა კი ჩამეხუტე.
.....
ერთი წელიც გავიდა,ახალი წლის წინა დღე იყო,ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა,მის გვერდზე მდგარი ნაძვის ხეზე კი ნათურები უჩეულოდ ლამაზად ანათებნენ, ბარბარე სამზარეულოში ფუსფუსებდა,პატარა ელენეს კი ბექა ოთახში დაატარებდა და მისი ღუღუნის გაგონებისას ღიმილი უთამაშებდა სახეზე.
მალე მაკა და ვახოც გამოჩნდა საჩუქრებით ხელში.
მაკა ბარბარესთან სამზარეულოში შევიდა დასახმარებლად,ვახო კი ელენეს გაეთამაშა, რომ მისი ლამაზი ღიმილისათვის კვლავ შეეხედა.
მაგიდაც გაშალეს და სულ რამდენიმე საათში სტუმრებმაც შემოაღეს კარი,ქეთა რატისა და ნიკასთან ერთად,გიორგი ლიზასთან და მარისთან ერთად გამოჩნდა,სტუმართა რიცხვს არც ბარბარეს ნათესავები აკლდნენ,მხოლოდ და მხოლოდ ლევანი არ ჩანდა.
-ლეო ისევ არ მოვა ალბათ-სამზარეულოში მარტო დარჩენილ ცოლს უთხრა ბექამ.
-ჰო,ალბათ,მაგრამ საავადმყოფოში ყოფნისას ყოველ დღე მოდიოდა და შენს ამბავს კითხულობდა.
-მართლა?!-სიხარულით აენთო ბექას თვალები.
-ჰო-გაუღიმა ბარბარემ-უხარია რომ კარგად ხარ,მაგრამ მაინც არ მგონა აქ მოვიდეს.
-მეც ეგრე მგონია.

თორმეტი საათიც შესრულდა,ყველა ერთმანეთს ულოცავდა ახალი წლის დადგომას,მოგვიანებით სუფრასაც მიუსხდნენ,ერთად ხუმრობნენ და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მაგიდასთან მჯდომი ერისთავის მხარზე მალევე ჩაეძინა,ხმაურისაგან შეწუხებულ პატარა ელენეს,ფუმფულა ხელი მოეხვია მის კისერზე და არხეინად ეძინა.
ბარბარემ ბავშვი აიყვანა და საძინებელი ოთახის კუთხეში მდგარ პატარა საწოლში ჩააწვინა.
მალევე ზარის ხმა გაისმა,ერისთავმა კარი გააღო და გაიღიმა.
-მიხარია შენი დანახვა ლევან.
-მეც მიხარია,რომ კარგად ხარ,ახალ წელს გილოცავ.
-მეც გილოცავ-ლევანისკენ წავიდა და ძლიერად მოეხვია-გელოდებოდი,იმედი მქონდა, რომ მოხვიდოდი-მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა-მაპატიე ლევან,მართლა გულით გთხოვ და კვლავ ძმობას გთავაზობ-ხელი გაუწოდა მამააკაცს.
ლევანმა ღიმილიანი სახით შეხედა და ხელი ჩამოართვა ერისთავს.
შემდეგ კი ორივე ხელიხელ გადახვეულები შევიდნენ შინ.
მოულოდნელი და სასიხარულო იყო ნინასა და გოგას სტუმრობაც,ბებოს და ბაბუს ბექამ მაგიდასთან საპატიო ადგილი უბოძა.
სასიამოვნოდ საოცარი იყო ეს დღე,ყველასთვის,გამორჩეული,
ერთობ ლამაზი და დასამახსოვრებელი.
ამ დღის ბედნიერება მომავალი წლების ყველა დღეს გადაედო,ბარბარესა და ბექას სიყვარული კი კიდევ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

..........
ვიმედოვნებ მოგეწონათ,დიდი მადლობა ყველას,ვინც დროს უთმობდით და კითხულობდით ამ ნაწარმოებს.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 197 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar