მესამე პირი (თავი 3)
13.03.2018, 16:57
ბარბარე სააბაზანოში შევიდა,თავი მოიწესრიგა და დაწვა,დაბადების დღეზე ძალიან დაიღალა და მალევე ჩაეძინა,დილით კი სმს-ის ხმამ გააღვიძა
-დილა მშვიდობისა ბარბარე,დღეს 38.5 მაქვს სიცხე,მომეცი ისევ იმ ექიმის ნომერი,სმს-ს თან ღიმილიანი სტიკერები ერთო.
ბარბარე შეცბა,საწოლიდან სწრაფად წამოდგა და რამდენჯერმე კიდევ გადაიკითხა ტექსტი.
-ჩემი ნომერი საიდან აქვს?ბიჭებისგან რომ ნდომოდა გაგება მე ნომერს არ მთხოვდა,ან იქნებ მათ მობილურში ნახა?ან კიდევ ოოო, არააა?მომატყუა?და მანქანასთან ჩემს მისვლამდე ნახა მობილური.
ბარბარეს ფიქრებისგან ლამის თავი ასტკივდა,გადაწყვიტა ბექასთვის ეკითხა და ბიჭსაც აღარ დაუმალავს სიმართლე.
-რატომ მომატყუე?როგორ მომატყუე?ამის მერე ჩემთან საუბარი არ გაბედო!
-კარგი ვაღიარებ,მოგატყუე,რომ თითქოს მობილური არ ვიცოდი მანქანაში იყო თუ არა,მაგრამ ბარბარე მაინც გავიგებდი,თუ რამე მინდა იმისთვის ბოლომდე ვიხარჯები.
-გაგეგო როგორც გინდოდა,სულელად რომ გამომიყვანე!
-არ არის ეგრე,უბრალოდ დაღლილი იყავი და ეგ რომ მეთქვა დიდი ხნით მოგვიწევდა გუშინ ამ ყველაფერზე საუბარი,შემეცოდე,გვიანი იყო და ახლა ამიტომ გწერ.
ერთმანეთისთვის მეტი აღარაფერი მიუწერიათ.
საღამოს კი ბარბარეს მობილურზე ისევ სმს მიუვიდა.
-ბარბარე,შენი სულელად ჩათვლა არც მიფიქრია,მაგრამ რადგან ესე მიიღე ჩემი საქციელი ბოდიში,უბრალოდ კარგი საშუალება მომეცა და გამოვიყენე,ეს იყო და ეს,ნომერს კი ისედაც გავიგებდი ეს რომც არ მომხდარიყო.
ბარბარეს არაფერი მიუწერია,გარდა ამ სიტყვებისა
-ბოდიში მიღებულია,მაგრამ მეტის არაფრის მოწერას აღარ ვაპირებ და ნუ შეიწუხებ ამაზე მეტად თავს.
-კარგი ბარბარე,გამიხარდება თუ ჩემს ამბავს გაიგებ მაინც,ისე ხვალ ექიმთან მივდივარ რომ იცოდე,აბა დროებით,ველოდები შენგან მოკითხვას?
-ჰმ,ველოდები შენგან მოკითხვასო, სულელი,მელოდე!-ბრაზით წარმოთქვა გოგონამ.
მეორე დღის საღამო ისე მოვიდა,რომ ბარბარეს ბექაზე არაფერი გაუგია,მიუხედავად იმისა,რომ მისი მდგომარეობა ძალიან აინტერესებდა,მიწერას არ აპირებდა,შემდეგ მობილური აიღო და გიორგისთან დარეკვა გადაწყვიტა,თუმცა გადაიფიქრა,რადგან ის შემდეგ თავს არ დაანებებდა,ყველა დეტალს გამოკითხავდა და ლევანისაც ჩააყენებდა საქმის კურსში,უბრალო ამბის გაგების გამო კი ამდენი ადამიანის ესე შეწუხება და თანაც მათგან მასზე და ბექაზე არასწორი შეხედულების ჩამოყალიბება არ უნდოდა,სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სიჯიუტე ცოტა ხნით დაევიწყებინა და ბექას მისწერა
-გამარჯობა ბექა,როგორ ხარ?რა გითხრა ექიმმა?
პასუხმა არ დააყოვნა
-მადლობა ბარბარე,კარგად ვარ,ცოტა რაღაც წამლები გამომიწერა,რამდენიმე დღეში უკეთ ვიქნები,შენ როგორ ხარ?
-მიხარია თუ ესეა,მე კარგად ვარ,მადლობა,კარგი ბექა მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.
-დიდი მადლობა,ბარბარე როცა უკეთ ვიქნებით იქნებ სადმე წავსულიყავით და აღგვენიშნა ჩემი გამოჯანმრთელება?
სმს–სს ისევ ღიმილიანი სტიკერები ერთო.
-არა,გმადლობ,ძალიან დაკავებული ვარ.-პასუხად მხოლოდ ეს მიიღო,ბექას გაეღიმა,მაგრამ მეტად აღარ სთხოვა იგივე და სხვა დროისთვის გადადო.
-კარგი ბარბარე-მხოლოდ ეს უპასუხა...
მომდევნო დღეებში ბექასგან მოწერილ შეტყობინებებს ბარბარე აღარ პასუხობდა...
.......
-მოგწონს?
-მის მიმართ რასაც ვგრძნობ,
მოწონებაზე მეტია-გაუღიმა ბექამ.
-ბიჭო,ამდენ გოგოსთან გქონდა ურთიერთობა,მაინც და მაინც ბარბარე რატომ ამოირჩიე?-ღიმილით კითხა გიორგიმ
-სხვანაირია,
ყველასგან გამორჩეული,ძალიან კარგია,მისი მწარე ენის მიღმა თბილი ადამიანი იმალება ვიცი,ვხედავ ამას,უფრო მეტიც ვგრძნობ.
-არა გოგო ნამდვილად კარგია-იღიმოდა გიორგი.-მაგრამ მაინც და მაინც ის რატომ?!ლევანს რა ვუთხრა?არადა ვერც დავუმალავ,ძმაა ჩემთვის ბიჭო,ესეთი რამე როგორ არ ვუთხრა?!
-შენ არა მე ვეტყვი,მაგრამ ჯერ არა,გიორგი მეც შენი მეგობარი ვარ ასე რომ...-ღიმილით მოუჭრა ბექამ.
-არა რააა,ორ ცეცხლსშუა ვარ!-ყვიროდა გიორგი.
-ო გიო გაჩერდი-გაუცინა ბექამ-მე ვეტყვი ყველაფერს ოღონდ ჯერ მინდა ბარბარეს უფრო დავუახლოვდე,აი ისე რომ ლევანთან როცა მივალ ამაზე სასაუბროდ ბარბარესგანაც მქონდეს თანხმობა.
-მერე როგორ არის საქმე?რას ფიქრობ?უახლოვდები?
-შენ რა ჩემში ეჭვი გეპარება?-ეშმაკური ღილიმით იკითხა ბექამ.
-ეჭვი არ მეპარება მაგრამ,ბარბარეს ბავშვობიდან მოყოლებული ვიცნობ და არ არის მარტივად მოსაპოვებელი,ბევრი შრომა მოგიწევს.
-ვიცი,მაგრამ ყველაფერი გამოვა,შენ კი ლევანისთან და ვითუფრო ბარბარესთან არაფერი შეიმჩნიო.
-ბექა ამას დიდხანს ვერ დავუმალავ ლევანს ხომ გესმის ეს არ იქნება ჩემგან სწორი საქციელი.
-ვიცი გიორგი მხოლოდ 1-თვე მომეცი და ყველაფერს მე თვითონ ვეტვი.
–მოიცა დააა თეონაზე რას იტყვი?
–მაგ გოგოს ნუ მახსენებ რა,იცი როგორც ვიყავი მასთან,მომხდარის შემდეგ ვეღარც ბედავს ჩემამდე მოსვლას.
–ბექა მას მეც ვიცნობ და ამიტომ გეკითხები,არ მინდა ბარბარეს ვინმესგან გული ეტკინოს.
–გიორგი ეგ მეც არ მინდა და არც ეტკინება დამიჯერე.
-კარგი ბექა გენდობი და დროის ათვლა დაწყებული მაქვს-გაუღიმა ბიჭს-ისე შენთვის ერთი რამის გაკეთება კი შემიძლია.
-რისი?
-მაგას მალე ნახავ-თვალი ჩაუკრა მეგობარს...

იმავე დღის საღამოს გიორგიმ მეგობრები თავისთან მიიწვია,ლუდი იყიდა და როგორც ყოველთვის ახლაც ფეხბურთს "ჩაუჯდნენ"
ტაიმებს შორის შესვენებისას დრო იხელთა და თქვა:
-აუ ბიჭებო,რა მაგარი აზრი მომივიდა,მოდი ექსკურსია მოვაწყოთ ,აბაა რას იტყვით?
-ექსკურსია კარგია,მაგრამ სად?-იკითხა ნიკამ
-აუ ყაზბეგი ან სვანეთი მაგარი იქნება-თქვა გეგამ.
ბექა ჩუმად იჯდა და ხმა არ გაუღია.
-ჰო ცუდი აზრი არ არის,მაგრამ ჩვენ ხუთი რომ წავიდეთ "მუღამი" არ ექნება.
-მართალი ხარ ლევან-დაეთანხმა ნიკა.
-მაშინ ჩვენს და-ძმებსაც ვუთხრათ! ყველა ერთად კარგ დროს გავატარებთ-თქვა გეგამ.
-კარგი მოდი,სხვების აზრიც გავიგოთ და შემდეგ ავირჩიოთ ადგილიც-დაამატა გიორგიმ.
ლევანიმ და ნიკამ მობილურები მოიმარჯვეს და დებს დაურეკეს,გეგა მის ძმას დაუკავშირდა,ლიზა კი იქვე იყო და სიხარულით განაცხადა თანხმობა,საბოლოოდ ყველა ერთ აზრზე შეჯერდა და საექსკურსიოდ სვანეთი აირჩიეს.
-ბექა შენ არ დარეკავ შენს დასთან?-კითხა ნიკამ
-რავი ნიკა,ჩემი და დაოჯახებულია,შვილიც ყავს უკვე,რადგან ორ დღიანზე ვაპირებთ წასვლას ბავშვს ვერავის დაუტოვებს,ღამე არავისთან რჩება მის გარდა,ასე რომ არ მგონია წამოვიდეს,თუმცა მაინც ვეტყვი მოგვიანებით.
-კარგი იქნება თუ შეძლებს და წამოვა-უთხრა ნიკამ
-გაიხარე ნიკუშ-გაუღიმა ბექამ.
.......
მზიანი დღე გათენდა,ექსკურსიისთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ,სულ 9-ადამიანი შეიკრიაბა,მეათე კი ბიჭების ნაცნობი მძღოლი იყო,ბექას დამ წამოსვლა ვერ შეძლო,თუმცა ყველას მადლობა გადასცა მიწვევისათვის.
მგზავრობა დილით ადრიანად დაიწყეს,წინ დიდი მანძილი ჰქონდათ გასავლელი,გოგონები ერთად დასხდნენ და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ,მალე მძღოლმა სიმღერები ხმამაღალზე ჩართო,ფანჯრებზე ფარდები ჩამოაფარეს და მგზავრებმა ცეკვა დაიწყეს,მხოლოდ ბექა და ბარბარე არ ცეკვავდა,თუმცა ლიზამ და გიორგიმ ბექა მალე აიყოლიეს,ბარბარე კი უარს აცხადებდა, რადგან მგზავრობის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდა.
სვანეთში ჩასვლის შემდეგ დაღამებამდე რაც მოახერხეს ირგვლივ ყველაფერი დაათვალიერეს, შემდეგ კი საოჯახო სასტუმრო დაიქირავეს,ზედა სართულზე გოგონები მოეწყვნენ,ქვემოთ კი ბიჭები დაბინავდნენ,ძალიან ბევრი ისაუბრეს და სვანეთის სილამაზით განცვიფრებულები განცდებს ერთმანეთს უზიარებდნენ,შემდეგ კი მალევე ჩაეძინათ.
გვიან ღამით ბარბარეს გაეღვიძა თავი შეუძლოდ იგრძნო,იფიქრა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავო,გარეთ გავიდა და კიბეებზე ჩამოჯდა,მალე ვიღაცის ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა,ოდნავ მოშორებით კაცის სილუეტი შენიშნა,რომელიც მისკენ გამოემართა
-რას შვები ბარბარე,ცუდად ხომ არ ხარ?
-ცოტა შეუძლოდ ვარ,მგზავრობა ესე მიშვება,სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ და კარგად ვიქნები,შენ რატომ არ გძინავს?
-რავი გამეღვიძა და სიგარეტის მოსაწევად გამოვედი.
-ოოო!ეგ არ არის კარგი ჩვევა-უკმაყოფილოდ თქვა ბარბარემ.
-ვიცი,მაგრამ თავის დანებებაც რთულია-ეს თქვა და გვერდით ჩამოუჯდა გოგონას.
-მესმის,მაგრამ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია.
ბექამ გაიღიმა და სიგარეტზე საუბარი აღარ გაუგრძელა,რადგან იცოდა, რომ ბარბარე მართალი იყო.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი მოულოდნელად იკითხა ბიჭმა:
-სმს–ზე პასუხს რატომ აღარ მწერდი?
-შენ ყველაფერი სხვა კუთხით მიგყავს და ამიტომ.
-მაინც რა კუთხით ბარბარე?
-როგორც მეგობარს ისე არ მიყურებ და შენგან შორს მირჩევნია დავიჭირო თავი.
- რატომ უნდა დაიჭირო შორს თავი?
-არ მინდა ასეთი ურთიერთობა ნუ ჯერ მაინც,არავის ვენდობი,უფრო სწორედ მიჭირს ვინმეს ვენდო,ჩემი ეჭვიანობით კი მეც შევიწუხებ თავს და სხვასაც მოვაბეზრებ ყველაფერს,თანაც შენ ჩემს ძმასთან მეგობრობ და ეს სწორად არ მიმაჩნია.
-ადამიანის ნდობა რომ რთულია ეს ვიცი და გეთანხმები მაგრამ,რაც ლევანს შეეხება ჩვენ მეგობრები არ ვართ,ახლახანს გავიცანით ერთმანეთი კარგად იცი და გიორგის სახით უბრალოდ საერთო მეგობარი გვყავს,არასწორს რომ რამეს ვაკეთებდე ამით,დარწმუნებული იყავი,რომ დღეს ეხა აქ არ ვიჯდებოდი და შენთან ამ თემაზე არ ვისაუბრებდი.-ბარბარემ თავი დახარა და არაფერი უპასუხა,მაშინ ბექამ განაგრძო:
-მართალი ხარ სხვა კუთხით მიმყავს უერთიერთობა შენთან,მოდი ყველაფერს გეტყვი,არ მივეკუთვნები ისეთი ბიჭების კატეგორიას გოგოს რომ შორიდან ეტრფიან...შენს მიმართ რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ,გაცნობის დღიდან ჩემთვის სხვა ხარ,ყველასგან გამორჩეული,მიყვარხათქო არ გეტყვი,მაგრამ ყველა გოგოზე მეტად გცემ პატივს,როცა შენ გიყურებ ჩემი ნაწილი მგონიხარ,იმ სიცარიელეს ავსებ ჩემში რისი შევსებაც ვერც ერთმა სხვამ ვერ შეძლო,არ ვიცი ეს რატომ ხდება,მაგრამ გეფიცები არ გატყუებ და ესეა,მგონია ცხოვრება შენით დავიწყე და აქამდე არც მიცხოვრია.
ბარბარე თავდახრილი უსმენდა ბექას,შემდეგ კი უთხრა:
-ვაფასებ იმას რაც მითხარი,მაგრამ ეხა უნდა წავიდე.
-კარგი ბარბარე წადი,გვიანიცაა,ეცადე დაიძინო.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავთავიანთი ოთახებისაკენ გაემართნენ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 911 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar