მესამე პირი ( თავი 4 )
16.03.2018, 01:30
ექსკურსიის მეორე დღე პირველზე უკეთესი აღმოჩნდა,პირველი იმიტომ რომ ბიჭებმა დილით მაკიაჟით გაიღვიძეს გოგონების წყალობით,მერე კი სააბაზანოში თავის მოსაწერიგებლად ყველა ერთმნანეთს ასწრებდა...მალევე ისაუზმეს და სვანეთის ღირსშესანიშნაობების სანახავად გაემართნენ, ემოციას ვერც ერთი მალავდა,გასაკუთრებით სვანური კოშკების ნახვამ განაცვიფრა თითოეული,სვანეთის ნახვით აღფრთოვანებულებს თბილისში დაბრუნება აღარ სურდათ.
მთელი ამ დროის განმავლობაში ბარბარე ცდილობდა ბექასაგან შედარებით შორს დაეჭირა თავი,რაც წინა დღეს საუბრით იყო გამოწვეული,როცა რაიმეს თქმა მოუხდებოდა, მისკენ გახედვის გარეშე ეტყოდა სათქმელს და მალევე ჩამოშორდებოდა,ბექას ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს, ჩაფიქრებული დააბიჯებდა და მხოლოდ გიორგი თუ მიხვებოდა ვინ იყო ამის მიზეზი, ლევანი,ლიზა,ბარბარე და გეგა როცა ფოტოების გადაღებით იყვნენ დაკავებულნი ბექა იქვე ამაღლებულ ბორცვზე ჩამოჯდა, შორიდან უცქერდა ბარბარეს და საკუთარ თავს ესაუბრებოდა.
-რა გჭირს ბექა,რა გემართება?რატომ ვერაფერს ახერხებ ამ გოგოსთან მაშინ,როცა ეს შენთვის არასდროს წარმოადგენდა პრობლემას?ამ პატარა გოგომ როგორ უნდა გაჯობოს,უბრალოდ ჯიუტია თორე მერე ისიც ნაზი და თბილი გახდება,მთავარია მოარღვიო მისი სიამაყის გალავანი ირგვლივ რომ აქვს შემოკრული-ფიქრობდა და თან ამ ყველაფერზე ეღიმებოდა,მართლაც არადროს უჭირდა გოგონებთან საერთო ენის პოვნა,ყოველთვის მარტივად "შეაბამდა" ხან ერთს ხანაც მეორეს,ყოფილ სპორტსმენს ტანადობა და ქარიზმა შენარჩუნებული ჰქონდა,რაც ლამაზმანების მიზიდვას მეტად უწყობდა ხელს,მაგრამ ბარბარესთან არაფერი გამოსდიოდა, ის სულ სხვაგვარი იყო,არ ცდილობდა მისთვის თავი მოეწონებინა,როგორც ამას სხვა გოგონები აკეთებდნენ,თავისუფალი იყო,ყველასთან უბრალო,ბექას კი სწორედ ეს აკვირვებდა...
სვანეთში უამრავი ფოტო გადაიღეს,ამ ბედნიერი დღით კმაყოფილები ჩასხდნენ მარშუტში და დედაქალაქისკენ გამოემართნენ,გზაში ცეკვის ენერგია არც ერთს აღარ ჰქონდა,გიორგი მძღოლს მიუჯდა გვერდით დაველაპარაკები
და არ ჩაეძინებაო,დანარჩენები კი ერთად საუბრობდნენ:
- ბექა შენ რა ტიპი იყავი დილით მაკიაჟით რო გაიღვიძე
-კი ნიკუშ შენც გიხდებოდა წამწამებზე ტუში
-ლევანის თმაზე რამდენიმე "კიკინა" არ დამავიწყდება არასდროს-თავს ვერ იკავებდა გეგა.
ლევანი მის დას მიუბრუნდა და სიცილით ჰკითხა:
-ბაბი გაფიცებ,ეს "კიკინები" ვინ გამიკეთა ბოლოს და ბოლოს თმა მაინც არ მაქ დიდი?
ბარბარე ლამის "ჩაბჟირდა" და ძლივსღა უპასუხა:
-წინა ორი ლიზამ და უკანა ორი ბაიამ-ამის თქმა და გეგა მარშუტის უკანა სკამებზე გაწვა
-ხალხო!!! ნუღარ მაცინებთ,მუცელი მტკივა უკვე,აღარ შემიძლია,ძლივს "მოითქვა სული" და ბოლოს დაამატა
-არა გოგონები კარგი ვიზაჟისტები გამოდგნენ,ფოტოები რომელს გაქვთ ჩვენი რომ ვიცოდე,ჩუმად მივეპარო და ამოვშალო?!
-უჰ აბა კი,თუ არ მოისვენებ ეხავე დავდებ სოციალურ ქსელში
-აჰაა ბაია ესეიგი შენ გაქვს,იცოდე თვალ-ყურს გადევნებ,ნიკასაც ვეტყვი და აქ თუ ვერ გამომივიდა რამე,ის ამოგიშლის შინ რომ მიხვალთ-გაუცინა გეგამ.
-აუ ჩემს ძმას როგორ უხდებოდა წითელი პომადა აღიარეთ-ამას ამბობდა და სიცილისგან ატკივებულ ლოყებს იზელდა ლიზა.
-გადაგიხდი ამის სამაგიეროს
შორიდან ღიმილით დაუძახა გიორგიმ დას.
-ეგრე თუა ჩემი ძმაც მაგარი იყო ტონალურში,მაგრამ სახის ფერთან ვერ შეგიხამებიათ,კისერი თეთრი ჰქონდა სახე კი კარგად გარუჯული გეგონებოდა-იძახდა გეგა და თან მუცელზე იდება ხელს
-აუ ტო,მაგ რა ყოფილა ძლივს მოვიშორე,პირი რომ დავიბანე და ვიმშრალებდი პირსახოცი სულ დასვრილი იყო-გაკვირვებული და სიცილიანი ხმით ამბობდა დათო.
გოგონები კი თავს ვეღარ იკავებდნენ და ბიჭებს თხოვდნენ სხვა თემაზე ესაუბრათ.
თბილისში მხიარულად ჩავიდნენ,ერთმანეთს დაემშვიდობნენ, დილით კი ბიჭების ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბაიამ,ყველა კმაყოფილი დატოვა ამ სიხარულით სავსე დღემ და გადაწყვიტეს კიდევ ხშირად შეკრებილიყვნენ ერთად.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 876 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar