მესამე პირი ( თავი 6 )
18.03.2018, 17:42
გათენდა,მზის სხივებმა ფანჯარაში შემოაღწია და ბარბარეს სახეს დაუწყეს თამაში,გოგონას გაეღვიძა,საწოლიდან წამოდგა, ოთახს გადაავლო თვალი და მძინარე ბაიასა და ლიზას დანახვამ სახეზე ღიმილი მოჰგვარა,სწრაფად წამოდგა,სააბაზანოში შევიდა და თავი მოიწესრიგა,შემდეგ ქვემოთ ჩაუყვა კიბეებს და სამზარეულოს კარი ფრთხილად შეაღო,მაცივრიდან წყალი გამოიღო და ცივი ყავის კეთებას შეუდგა როცა უეცრად ხმა მოესმა
-ერთი მეც გამიკეთე რა.
შემობრუნდა და ბექას გაბადრული სახის დანახვისას იგრძნო როგორ აუჩქაედა გული,სისხლმა სწრაფად იწყო მის სხეულში მოძრაობა,სახე აუწითლდა და ბიჭისათვის რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო კარადისკენ შეტრიალდა,საიდანაც მეორე ჭიქა გადმოიღო,უკან მოხედვის გარეშე უთხრა ბექას რომ დამჯდარიყო და ყავას მალე მოუმზადებდა.
ერისთავი სკამზე ჩამოჯდა და მაგიდაზე დადებულ საფერფლეს თითის წრიული მოძრაობით უსვებდა ხელს,ბარბარესთვის არ შეუხედავს ისე წარმოთქვა ღიმილით სიტყვები
-როგორ გეძინა?
-რა ვიცი კარგად.
-კარგია,მეც,იცი ბარბარე რაზე ვფიქრობდი დაძინებამდე?
-რაზე?
-არ ვიცოდი თუ შესაძლებელი იყო ადამიანისთვის გულწრფელი სიტყვები გეთქვა და მას მაინც თვითკმაყოფილ ნაძირალად ჩაეთვალე
-რას გულისხმობ?
-არაფერს ისეთს,როგორიც ვგონივარ ზოგიერთს იმას ვამბობ,თვითკმაყოფილი,საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე მაგარი ბიჭი.
ბარბარე გაშრა,გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა ამის გაგონებაზე,ხელი აუკანკალდა და წყალი,რომელიც ჭიქაში უნდა ჩაესხა მაგიდაზე დაეღვარა
-მოიცა შენ რა? მე...-საშინლად დაიბნა და არ იცოდა რა ეთქვა,მაშინ ბექამ განაგრძო
-მე არ მინდა რომ კარგ ადამიანად წარმოგიჩინო თავი,არც ისეთი მინდა გეგონო რასაც ფიქრობ ჩემზე,მხოლოდ ის მინდა ნამდვილად გამიცნო და მაშინ დაინახავ,რომ არც თვითკმაყოფილი მაგარი ბიჭი ვარ და არც წმინდანი,ჩვეულებრივი ვარ ბარბარე,ადამიანური ნაკლით სავსე,მე შენ რაც სვანეთში ყოფნის დროს გითხარი იცოდე, რომ ეს გულწრფელი სიტყვები იყო და რადგან მაინც ეგეთად აღმიქვი, რასაც ჩემზე გუშინ ამბობდი,მერწმუნე არ შეგაწუხებ მეტად,მხოლოდ ეს იცოდე რომ გაგაცნობ თავს როგორიც ვარ და მიხვდები,რომ ჩემს შეფასებაში შეცდი.
საუბარი დაამთავრა თუ არა,ბარბარეს ხელიდან ყავის ჭიქა გამოართვა,მოსვა და ღიმილით უთხრა:
-გემრიელია,გაუმართლა მას,ვისი ცოლიც გერქმევა-თვალი ჩაუკრა და ყავის წრუპვით გავიდა სამზარეულოდან.
ბარბარე რამდენიმე ხნით გაუნძრევლად იდგა,გრძნობდა როგორ ტოკავდა მის სხეულში ყველა ნერვი,ტუჩებს იკვნეტდა და თითქოს დანაშაულში ამხილესო, სირცხვილისგან აწითლებულ სახეზე ისვებდა ხელს,ყავის დალევის სურვილი აღარ ჰქონდა და ლევანთან დააპირა გასვლა,რათა დაბადების დღე მიელოცა,ძალა მოიკრიბა მაგიდას დაეყრდნო მცირე ხნით და ამაყად გავიდა მისაღებში,ლევანი უკვე ამდგარიყო,ბექა გადახვეოდა და დაბადების დღეს ულოცავდა,იუბილარმა დის დანახვაზე გაიღიმა,ბარბარეც მისკენ გაეშურა,ჩაეხუტა და ბექასთვის რომ არ შეეხედა თვალებდახუჭულმა უთხრა ძმას
-გილოცავ ლევან,მინდა სულ ესე ბედნიერს გხედავდე.
-მადლობა ბაბი-კისერში აკოცა დას.
-ლევან დღეს ნინიც მოვიწვიოთ კარგი?დიდი ხანია არ მინახავს ძალიან მომენატრა.
-აუცილებლად ბაბი-გაუღიმა გოგონას-რა გჭირს შენ ფერი არ გადევს ხომ კარგად ხარ?
-კი ლევან კარგად ვარ,უბრალოდ ცუდად მეძინა და ალბათ ამის ბრალია.
-კარგი ბაბი,ეხა სააბაზანოში შევალ,თავს მოვიწესრიგებ და მერე ნინისაც ვნახავ.
-კარგი-დაეთანხმა ბარბარე.
ლევანი სააბაზანოში შევიდა და მისაღებში ბექა დარჩა ბარბარესთან ერთად.
-აბა კარგად მეძინა გუშინო-გაუღიმა გოგონას,ბარბარემ წარბი ასწია,ამაყად გახედა და სამზარეულოსკენ ნაზი ნაბიჯებით გაემართა,ბექა კი ღიმილით აკვირდებოდა მის თითოეულ ნაკვთს.
ლევანს დაბადების დღე დანარჩენებმაც მიულოცეს დიდი სიხარულით,საღამოსთვის კი გოგონებმა სამზარეულოში ფუსფუსი განაახლეს.
-ბაბი შენ ხომ იცი პიცის გამოცხობა
-კი ბაიკო
-ჰოდა მე და ლიზა ინგრედიენტებს მოგიმზადებთ შენ კი დანარჩენი მოაგვარე
-კარგით გოგონებო-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა მათ.
სამზარეულოდან გამოსული გემრიელი სურნელი მთელს სახლში ვრცელდებოდა,ბექამ მობილური გვერდზე გადადო,ეშმაკურად გაიღიმა და გოგონებისკენ გასწია
-ვინ ამზადებს ესეთ გემრიელ კერძებს,ნერწყვი მომადგა-ლიზასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა.
-ვინ და ბარბარე,ჩვენ კი ვეხმარებით-თვალი ჩაუკრა ლიზამ ბიჭს
-მის ნიჭიერებაში ეჭვი არ მეპარება,ყოჩაღ ბარბარე და თქვენც გოგონებო,რესტორანი არ მაქვს თორემ შეფ მზარეულებად დაგნიშნავდით
-დიახაც,შენ გემო უნდა ნახო როგორი აქვს ამ ყველაფერს-ენა გამოუყო ბექას ლიზამ და გულიანად გაუცინა.
ბარბარე ამჩნევდა ბექას დაჟინებულ მზერას და იქ გაჩერება აღარ შეეძლო,ერთი მხრივ,წინა დღით ბექაზე ნათქვამი მისი სიტყვები უწვავდა სინდისს,მეორეს მხრივ კი ძალა აღარ ჰყოფნიდა როცა მის მზერას გრძნობდა.
-გოგონებო,მოდი ერთი აზარტული თამაში ვითამაშოთ,თქვენს მენიუს რომ გადავხედოთ სამი კერძი დაგრჩათ მოსამზადებელი,თითოეული თითომ მოამზადეთ,მაგალითად ერთმა ხბოს ხორცის შნიცელი გააკეთოს,მეორემ ხორცის სალათი,მესამემ კი აი ეს ჩიზქეიქი,საღამოს კი ბიჭები დავაგემოვნებთ ანუ ჟიური და ვინც გაიმარჯვებს იმას პრიზი გადავცეთ-ღიმილით ამბობდა ბიჭი.
-და პრიზი რა იქნება?-თვალები დააწვრილა და ოდნავ ცინიკური ღიმილით იკითხა ბარბარემ
-პრიზის მოფიქრება მარტივია ბარბარე,მე ხომ პოპულარული ბიჭი ვარ ჰოდა ვინც მოიგებს ამ მაგარი ბიჭის კოცნას დაიმსახურებს,ამაზე უკეთესი საჩუქარი რა გვინდა?-თვალი ჩაუკრა და ცალგვერდად გაუღიმა გოგონას.
ბარბარეს ღიმილი შეაშრა,სახე მოეღრუბლა და მთელი ძალით შეებრძოლა თავს რომ ბრაზისგან ცრემლი არ წამოსვლოდა.
-კარგი ვსო ვიხუმრე-გაიცინა ბექამ-ვინც გაიმარჯვებს მის იუბილეზე პირადად მე ვიტრიალებ სამზარეულოში და სწორედ იმ კერძს მოვამზადებ რომლითაც გამარჯვებულს გამოვავლენთ-თვალი ჩაუკრა ლიზას.
-კარგი ეგრე იყოს- სიხარულით დაეთანხმა ბაია და ლიზა ბიჭს.
-ბაბი შენ რას იტყვი იყოს ესე?-იკითხა ბაიამ.
-ჩემთვის სულერთია-ბექასკენ არც გაუხედავს ისე წარმოთქვა სიტყვები.
-ძალიანაც კარგი,სამი ერთის წინააღმდეგ ვართ მაინც, ასე რომ პრიზად ეს დავთქვათ-ხელები გამარჯვების ნიშნად მაღლა ასწია ბიჭმა.
ბარბარემ სიბრაზე ვერ ბოთოკა და საცხობი,რომელშიც პიცა იდო სწრაფად გამოაღო,სიჩქარეში კი გახურებულ ლანგარზე მოუხვდა ხელი და თითებზე ფართო წითელი ზოლი დააჩნდა,ტკივილისგან იკივლა და აქამდე ძლივს შეკავებულმა ცრემლებმა თავისით იწყეს თაფლისფერი თვალებიდან დენა.
გოგონები სკამებიდან სწრაფად წამოდგნენ,ბარბარესთან მივარდნენ და დამშვიდება დაუწყეს,ლიზამ ხან ცივ წყალს დაავლო ხელი ხანაც ჩანთას,რომ იქნებ რამე მოეძებნა და ბარბარესთვის ტკივილი შეემსუბუქებინა
-ლიზა მიდი აფთიაქში ჩაირბინე დამწვრობის მალამო ამოიტანე,საფულე კარადაზე მიდევს-სწრაფად და ნერვიულად წარმოთქვა ბექამ
-ლიზამ თითქოს ბოლო სიტყვები ვერც კი გაიგონა და საკუთარ ჩანთასთან ერთად გავარდა გარეთ.
ბექა ბარბარესთან მივიდა,წელზე ხელის მოხვევით მიიყვანა ონკანამდე და ცივ წყალს შეუშვირა გოგონას ნაზი ხელი.
ბარბარე ისევ ტიროდა ეხა უფრო სიბრაზისგან.
-ისევ ძალიან გტკივა?
მშვიდ და ისეთი დაბალ ტონზე ჰკითხა რომ შარვაშიძეს ჟრუანტელმა დაუარა ტანში,არაფერი უპასუხა მხოლოდ მიმიკით ანიშნა რომ ტკიოდა და მეორე ხელით ცრემლების მოწმენდა იწყო,ბაია სახიდან თმებს უწევდა და ცდილობდა დაემშვიდებინა,მალე ლიზაც მოვიდა მალამო მოიტანა და დამწვარ ხელზე ისევ ბექამ გადაუსვა წამალი გოგონას.
ბარბარეს ანცვიფრებდა მისი ქმედება თუ როგორ შეეძლო ადამიანს,რომელიც თვითკმაყოფილი და ეგოისტი ეგონა ესეთი მზრუნველობა გამოეჩინა,თუმცა თავს იმით იმშვიდებდა და ფიქრობდა რომ სხვა გოგონებთანაც ესე მოიქცეოდა თავის მოწინების მიზნით და ამას მზეუნველობის გამო სულაც არ აკეთებდა.
ბარბარეს ტკივილი დაუამდა და პიცის ცხობა განაგრძო,ბექა კი მათთან აღარ შესულა,მოგვიანებით ბიჭებიც მოვიდნენ,ლევანს ნინიც მოჰყვა,გოგონას ბარბარეს დანახვაზე სახე თითქოს აენთო მისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა და ერთმანეთს ძლიერად გადაეხვივნენ.
-როგორ მომენატრე ნეტავ იცოდე ბაბი
-მეც ნი ძალიან,რაც აქეთ გადმოხვედი სულ ხომ ვეღარ გნახულობ.
ლევანმა ბექასაც გააცნო ნინი და შემდეგ გოგონებს მაგიდის გაშლა სთხოვა.
ახლა უკვე ოთხივე გოგონამ განაგრძო ფუსფუსი,მაგიდა სწრადაფ გაშალეს და ბიჭები მიიწვიეს, დასხდომისთანავე ბექამ ბიჭებს გოგონებთან შეთანხმებულ შეჯიბრზე უამბო და სამივე კერძი აჩვენა რომლითაც გამარჯვებულს გამოავლენდნენ,ბარბარეს,ბაიასა და ლიზას გარდა არც ერთმა არ იცოდა ვინ რომელი კერძი მოამზადა,ბიჭები დაგემოვნებას შეუდგნენ და გეგამ, გიორგიმ და ლევანმა ჩიზქეიქი მოიწონეს,ხოლო ბექამ,დათომ და ნიკამ ხბოს ხორცის შნიცელი,გამარჯვებულის გამოვლენა ნინის პასუხისმგებლობად იქცა,სამივე კერძი დააგემოვნა და არჩევანი ხბოს ხორცის შნიცელზე გააკეთა,ამის შემდეგ გაირკვა, რომ ის ბარბარეს მომზადებული იყო.
-გილოცავ ბარბარე,საჩუქარი ჩემზე იყოს-ღიმილით წარმოთქვა ბექამ.
საღამო ბედნიერად გაატარეს,ლევანმა ნინი შინ გააცილა და და როცა დაბრუნდა გოგონებს ყველაფერი დასუფთავებული დაეტოვებინათ თავად კი დასაწოლად წასულიყვნენ,ბიჭმა საძინებლის კარი შეაღო, ნიკას გვერდით მდგარ საწოლში დაწვა და ძილს მიეცა.
მეორე დღით ბიჭები ბახუსისგან გამოწვეულმა ძლიერმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა,გოგონებმა კი გემრიელი წვნიანი დაახვედრეს მომზადებული,შუადღის საათები სასტუმროში გაატარეს სხვადასხვა თემებზე საუბრით,საღამოხანს კი ზღვაზე გასვლა გადაწყვიტეს და
ლევანის მანქანით სანაპირომდე მივიდნენ.
ზღვა ხარბად გადაწოლილიყო ხმელეთზე,მისი სურნელი კი ჰაერში ტრიალებდა,იმდენად მშვიდი იყო რომ ტალღების ხმაც კი სუსტად იგრძნობოდა,გოგონებმა შიშველი ფეხით გაიარეს სხვადასხვა ზომის კენჭებით სავსე სანაპირო და წყალში შეცურეს,მალე ბიჭებიც შეუერთდა მათ,ბარბარე ნაპირთან ახლოს ჩამოჯდა და ახლად მოსულ ტალღას ნაზად გადაუსვამდა ხოლმე ხელს.
-ბაბი წამო უფრო შორს გავიდეთ-დაუძახა ბაიამ და ლიზამ.
-არა გოგონებო არ მინდა აქ ვიქნები-უპასუხა მათ და ტალღებთან "თამაში"
განაგრძო.
-ბარბარე ჩემთან ხომ არ გეშინია,ხელს არ გაგიშვებ დაი წამო აქ მარტო ხომ არ იჯდები.
-ლევან არ მინდა მართლა ხომ იცი,გთხოვ ნუ დამაძალებ რა.
-კარგი ბაბი-ლოყაზე აკოცა და ნინისკენ გაცურა ბიჭმა.
რამდენიმე წუთში ბარბარემ დაიძახა
-ლევან,ლევან მოდი ჩქარა გირეკავენ.
-ვინ არის ბაბი,მიდი უპასუხე.
-შენი უფროსია, მოდი რა მალე.
-კარგი მოვდივარ-სწრაფი ცურვით მივიდა ნაპირამდე, მობილური აიღო და სანაპიროს გაუყვა საუბრით.
გოგო-ბიჭებმა ცურვით რომ გული იჯერეს წყლიდან ამოვიდნენ და შეზლონგებზე გაწვნენ.
მალე ლევანიც მათთან მივიდა,ოდნავ მოწყენილობა დასტყობოდა.
-რა მოხდა ლევან ხომ რიგზეა ყველაფერი?
-კი ნი,უბრალოდ დღეს თბილისში მიწევს დაბრუნება,სამსახურის საქმეა რა.
-აუ არა რაა-მოწყენილი ხმით თქვა ნინიმ და ლევანს მკლავზე მოეხვია.
-ხვალ საღამოს ჩამოვალ,დაიკოს და შეყვარებულს გაბარებთ ბიჭებო,თვალი ჩაუკრა მეგობრებს და მანქანისკენ გაემართა.
–ჩვენი იმედი გქონდეს–ღიმილით უპასუხეს მეგობრებმა
ნინი და ბარბარეც მას გაყვნენ.
-ლევან მეც წამოვალ რა და დავრჩები თბილისში.
-რას ამბობ ბარბარე ხვალ ჩამოვალ რა იყო რამე პრობლემაა?რის გამოც არ გინდა დარჩენა?
-არა არანაირი უბრალოდ...
-ჰოდა მაშინ დარჩი ბარბარე,მე ხვალ საღამოს ჩამოვალ და მერე ყველა ერთად წავიდეთ თბილისში.
დას აკოცა,ნინის ძლიაერად გადაეხვია და ჯერ სასტუმროსაკენ გაემართა ,შემდეგ კი თბილისს მიაშურა.
ნინი და ბარბარე დანარჩენებთან მივიდნენ და საღამო ერთად დაგეგმეს.
-ნი დარჩი რა დღეს ჩვენთან ერთად
-არა ბაბი სახლში ინერვიულებენ და გამიბრაზდებინ-მოწყენით წარმოთქვა და მეგობარს ჩაეხუტა.
-კარგი მაშინ გაგაცილებ სახლამდე,იქედან კი ტაქს გამოვყვები მომენატრა შენთან საუბარი.
-ლიზა და ბაია მაინცა და მაინც ეხა არ არინ შინ, იქედან მარტო როგორ გამოგიშვა
-მარტო არ ვიქნები ტაქს გამოვყვები ნუ ღელავ მიდი წავიდეთ ჭამონ მათ პარკში ნაყინი ნუ შევუშლით ხელს-გაუღიმა გოგონას.
გზა უამრავ თემაზე საუბრით გაიარეს,სასაუბრო თემა არ ელეოდათ იმდენად მონატრებული ჰყავდათ ერთმანეთი.
ნინიმ სახლში შეიპატიჟა ბარბარე,დიდი სიხარულით გადაეხვია გოგონას მშობლებსა და დას შემდეგ კი მალევე წამოვიდა შინ.
-ბაბი იცოდე შინ რომ მიხვალ გამაგებინე,მამა ნასვამია თორემ მას წავაყვანინებდი შინამდე შენს თავს.
-მოგწერ როგორც კი შინ მივალ ნი-ერთმანეთს გადაეხვივნენ და ბარბარემ განათებულ ქუჩებში იწყო გზის გაგრძელება,ღამე სეირნობა ძალიან უყვარდა,თანაც სასტუმრომდე ნახევარი საათის სავლაზე იყო და ტაქსი აღარ გამოუძახებია, ბათუმის ჰაერს ხარბად ისუნთქავდა,ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედავდა ხოლმე და გზაზე ბედნიერად დააბიჯებდა რომ უეცრად ბიჭების ხმა მოესმა
-ჰეი ლამაზო საით გაგიწვია-უსტვენდნენ და სიცილით ერთმანეთს უმეორებდნენ კარგ "ნადავლს" გადავაწყდითო.
ბარბარე რამდენიმე წამს შიშისგან თითქოს გაიყინა,გულმა ცუდი უგრძნო,ნაბიჯს მოუმატა და ათრთოლებული ჩაუარა რამდენიმე საცხოვრებელს,უცხოებიც იგივე ტემპით აგრძელებსნენ სიარულს,გოგონას გული ლამის საგულედან ამოვარდა,აღარ იცოდა რა ექნა, ნანობდა რომ ტაქს არ გაყვა თუმცა უკვე გვინი იყო,გზა ორად იყოფოდა, ჩიხით მოკლედ გადავიდოდა სასტუმრომე მაგრამ იქ მეტი შანსი იყო თავდასხმისა ამიტომ ლამპიონებით განათებულ გრძელ ქუჩას გაუყვა,ხელის მტევნები მკლავებზე შემოეხვია,ბეჭები ოდნავ მაღლა აეწია და ფერდაკარგული ცდილობდა როგორმე სწრაფად მისულიყო შინამდე.
თუმცა რამდენიმე ლამპიონის გავლისას იგრძნო,რომ ბიჭები ძალიან მოახლოვებოდნენ, რადგან მეტად მკაფიოდ ესმოდა მათი ხმა,უეცრად მკლავზე ხელის შეხებაც იგრძნო,ვიღაცამ სწრაფად შეაჩერა და თავისკენ მიიზიდა,ბარბარე არც კი დაფირებულა სილა ისე გააწნა უცნობს.
-ენასთან ერთად ხელიც მწარე გქონია.
გოგონას ხმა ეცნო,თვალებიდან თავისით მოგორავდა ცრემლები და "თვითკმაყოფილ" ბექას ისე ძლიერად ჩაეხუტა რომ ხელს ალბათ ქვეყნის ზურგზე ვერავინ გააშვებინებდა.
ახლა მხოლოდ ის ყავდა,ბიჭი,რომელსაც წინა დღით აუგად იხსენიებდა,დღეს მის ერთადერთ იმედად იქცა,ხმას არ იღებდა, მხოლოდ ძლერად ეხვეოდა და ცრებლებით უნებლიედ უსველებდა თეთრ მაისურს.
-დამშვიდდი,ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად არის-დაბალი ხმით ყურში ჩასჩურჩულებდა გოგონას.
-გთხოვ წავიდეთ აქედან-უპასუხა ბარბარემ, ათრთოლებული ხელები აიღო ბექას გვერდებიდან და ცრემლები მოიწმინდა.
ბექამ ბარბარეს ხელი გადახვია და გზა განაგრძეს,როგორც კი მოსახვევს გაცდნენ ბიჭმა გოგონას ბეჭებიდან ხელი აიღო და უთხრა:
-ბოდიში,თამამად გამოვიდა ცოტა მაგრამ უნდა ეგრძნო იმათ რომ ჩემი იყავი,სხვა შემთხვევაში თავს არ დაგანებებდნენ,გოგოს თანდასწრებით ჩხუბი კი ჩემი სტილი არ არის.
-ვიცი,მადლობა,
ძალიან დიდი.
-ამ დროს გარეთ გასვლას მოერიდე,რა უნდა გვეთქვა ბარბარე შენი ძმისთვის რამე რომ მომხდარიყო,რატომ არც ერთი არ გაგვაფრთხილე სად იაყავი.
-არ მინდოდა თქვენთვის ხელი შემეშალა,პარკში ერთობოდით და ეგ რომ მეთქვა ხომ ყველა შემთხვევაში ჩემს გამოყოლას გადაწყვეტდით,უბრალოდ არ მინდოდა რომ გართობა ჩამეშალა თქვენთვის-ამ სიტყვებს ისეთი გულწრფელობით წარმოთქვამდა ბარბარე,რომ ბექას მოუნდა გულში ჩაეკრა,თუმცა ძალა მოიკრიბა და მკაცრად წარმოთქვა.
-კარგი ეხა შინ შედი
-შენ სად მიდიხარ?
-საქმე მაქვს რაღაც,დანარჩენებს არაფერი უთხრა ინერვიულებენ იმის გამო რაც თავს გადაგხდა.
-კარგი-ნაზად იპასუხა ბარბარემ,ბიჭმა კი ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გზას სწრაფი ნაბიჯით გაუყვა.
გვიან ღამით როცა ყველას ეძინა ბექა ისევ არ ჩანდა,ბარბარე მისაღებში ჩამოვიდა,ვერაფრით ისვენებდა,ოთახში ბოლთას სცემდა და ფიქრობდა:
-ნეტავ ხომ კარგად არის,სად წავიდა,ასეთი რა საქმე ჰქომნდა?ღმერთო დაიფარე გთხოვ- ხელებს ერთმანეთში ისრესდა და კანკალებდა,ნერვიულობისგან პირის სიმშრალე იგრძნო, წყლის დასალევად სამზარეულოში შევიდა რომ კარის ხმა გაიგონა,ჭიქით ხელში გავიდა და ბექა რომ დაინახა სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა.
-ხომ რიგზე გაქვს ყველაფერი?-სწრაფად ჰკითხა.
-კი ყველაფერი კარგადაა.
-წყალი ხომ არ გინდა
-არა მადლობა ბარბარე,დაიძინე, რატომ არ გძინავს ესეთ დროს?
-წყალი მომწყურდა და ამიტომ ჩამოვედი-იცრუა გოგონამ.
ბექა სავარძელში ჯდებოდა,როცა ბარბარემ შეამჩნია ორივე ხელიდან როგორ გადმოსდიოდა სისხლი.
-ეს რა არის,ბექა რა გჭირს?
-არაფერია ისეთი გთხოვ ახლავე ადი და დაიძინე.
-სად ავიდე ვერ ხედავ ხელები რა დღეში გაქვს?
-მივხედავ თავად-მკაცრად უპასუხა ერისთავმა.
ბარბარემ მის შეუვალ ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია,ჯერ ხელები საპნით დააბანინა,შემდეგ კი საგულდაგულოდ დაუმუშავა ხსნარით და შეუხვია.
-გმადლობ-მხოლდ ეს უპასუხა ერსთავმა
- რა სამადლობელი ეგ კია.
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ გოგონამ დაამატა
-ბექა,რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ-თავი არც აუწევია ისე უპასუხა.
-იმ დღეს რაც შენზე ვთქვი თუ შეგიძლია მაპატიე,ადამიანის აუგად მოხსენიება არ მიყვარს და ამას ყოველთვის ვარიდებ თავს,შეცდომა დავუშვი რომ შენზე ესე ვთქვი,როგორც არ უნდა მეფიქრა სხებთან არ უნდა გამექილიკე.
-კარგი ბარბარე,მაგაზე აღარ ინერვიულო-ურეაქციოდ უპასუხა ერისთავმა.
-მითხარი ხელზე რა მოგივიდა?
-ბარბარე არ გინდა ეხა კარგი?
-იმათ ეჩხუბე?მე შინ მომიყვანე რომ ეს არ მენახა შენ კი იქ წახვედი თანაც მარტო-ძალიან დიდი მადლობა რაც ჩემთვის დღეს გააკეთე.
-სამადლიბელი არაფერია.
-არის ბექა,შენ რომ არა მე არც კი ვიცი...
-ბარბარე არ გინდა გთხოვ,ცუდზე ნუღარ ფიქრობ,ყველაფერი კარგად არის რაც მთავარია,ეხა ადი და დაისვენე,კარგი?
-კარგი,ძილინებისა.
-ძილინებისა ბარბარე.
შარვაშიძე ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეებს.
ბექამაც შეაღო საძინელბლის კარი და ბიჭებთან ოთახში შევიდა,მის ადგილას მოკალათდა და მალევე ღრმად ჩაეძინა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: natianarchemia
ნანახია: 953 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
საინტერესო ამბები დაიწყო, ველოდები გაგრძელებას
avatar
0 Spam
2
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და ინტერესდებით,ვერც კი წარმოიდგენთ რაოდენ დიდი სტიმულია ეს ჩემთვის <3 <3 ... მომდევნო თავებიც მალე დაიდება <3
avatar
0 Spam
3
ძალიან მომწონს.კარგი და გამართული რომანია.სასიამოვნო წასაკითხი.ყოჩაღ**
avatar
0 Spam
4
უღრმესი მადლობა <3
avatar