მეტამორფოზული თეორია ნაწილი 1
17.02.2018, 01:31

-სიყვარული როგორი წარმოგიდენია იგი ?
-
სიყვარული არსებობს კი დღეს ? ამ ვითომ შეყვარებულმა თაობამ სიყვარული გათელეს,გააბანალურეს და ძირი გამოაცალეს... ამიტომ არ მჯერა არავის ,რადგან ვიცი ,რომ ისინიც ისეთები არიან..
-
როგორები ?
-დამახინჯებული გრძნობის მატარებლები მათ გარყვნეს ეს გრძნობა და აქციეს გამომშრალ სიტყვებად ,რომელიც დღეს დღეისობით ისეთივე საცოდავია ,როგორიც თავად ქვეყანა...
-მაგრამ შენ ხომ გიყვარს ?
-რათქმაუნდა მიყვარს ,მაგრამ არა ადამიანი,არამედ ის გრძნობა ,რომელიც მას მივუძღვენი
-თავად ადამიანზე რას იტყვი?
-ის დარჩა ჩენში ლამაზად მოგონებათ,რომელმაც ინდენად მატკინა ,რომ ვეღარ შევძელი ვზიარებოდი ამ საოცარ გრძნობას
-გასაგებია დღევანდელი სიანსი დასრულებულია ანდრია...

-ექიმო თქვენ თუ გყვარებიათ ?
-რათქმაუნდა
-როგორ შეგიძლიათ გამიხატოთ ამ გრძნობის სიმსუბუქე და სიმძიმე ერთად ?
ექიმი წამიერად დაფიქრდა შემდეგ მაგიდაზე დადებულ ფოტოს გახედა და ხელის ნელი მოძრაობით ანდრიასკენ შეაბრუნა.
-ეს არის ჩემი სიყვარულის სიმსუბუქე ,რომლის სიმძიმეც არასდროს მიგრძვნია.ფოტოზე ნერსეს ორი პატარა გოგონა იყო გამოსახული,რომელთაც წაბლისფერი თმა უმშვენებდათ მხრებს.
ანდრია ჩაეღიმა ექიმს დიდი ჭაობისფერი თვალები გაუსწორა
-ბედნიერი კაცი ხარ ექიმო ნერსე ბედნიერი
-მერწმუნე მთავარია გწამდეს ამ გრძნობის სხვა დანარჩენი თავისთავად მოვა ნერსემ ანდრეას წრფელი ღიმილით გაუღიმა .ანდრია წამოდგა ნერსეს ხელი ჩამოართვა მარცხენა ხელით თმა გაისწორა და კარებთან მისული გაუჩინარდა...
ანდრია ქალდანი ცხრამეტი წლის მაღალი ბიჭია ,გრძელით თმით ჭაობისფერი თვალებით მუდამ ინტერეს სავსე გამოხედვით. მას ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ იყოს ბედნიერი ,მაგრამ მან უმთავრესი გრძნობა დაკარგა.რითაც მოწყდა დღევანდელ რეალობას და დარჩა მოგონებებით სავსე ბუკეტი.სახლში მისული არც არავის დალაპარაკებია მისი ოთახისკენ აიღო გეზი. ოთახში შესვლისთანავე წყნარი მუსიკა ჩართო და საწოლზე დაეშვა.

ანდრეა გადაეშვა სიზმრების სამყაროში,რომელშიც ის მუდმივად ანასტასიასთან ერთად იყო.მისი ცხოვრება იმ დღიდან,როდესაც ანასტასია გაიცნო იწყებოდა და მთავრდებოდა ანასტასიათი და მის გარეშე არ წარმოედგინა არცერთი წამი.სამწუხაროდ ყველაფერი ყოველთვის ისე არ არის ,როგორ ჩვენ გვსურს.ასე მოხდა ანდრეას შემთხვევებშიც და ანასტასია მხოლოდ ლამაზ სიზმრად იქცა მისთვის.

სიზმრებში ჩაშვებულს არც კი გაუგია თუ ,როგორ შემოვიდა მის ოთახში მისი და ბელა,რომელსაც ლუციფერსაც კი ადრიდა,რადგან სისხლს უშრობდა დაუსრულებელი ოინებით.ოთახში შემოსვლისთანავე ბელამ ფრთხილად დაიწყო მოქმედება,რადგან არ სურდა ანდრიას გაღვიძება.ფრთხილად მივიდა მის საწლოთან და ანდრიას საწოლთან მდარ მაგიდიდის უჯრიდან საპარსი ქაფი ამოიღო.გოგონას ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა თვალებზე და ისედაც თაფლისფერთვალებს უფრო მეტ ეშმაკობას სძენდა.ფრთხილად აუწია მაიკა და საპარსი ქაფით ანდრიას ზურგზე ნადვილი ხელოვნების ნიმუში შექმნა.საკუთარი თავით კმაყოფილმდა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო გადაუღო და ოთახიდან სასწრაფო წესით გავიდა.

 

მზე თავის ბოლო სხივებით ათბობდა არემარეს ჩასვლის წინ ანდრეამ ჯერ ერთი თვალი გაახილა შემდეგ მეორე და საათს დახედა.მალევე მიხვდა,რომ ძილის დრო აღარ იყო და წამოდგა. მისი წამოდგომა და ბელას სიცოცხლის ხელყოფის პირობა ერთი იყო. ბიჭი მგელივით გამოვარდა ოთახიდან სწრაფადვე შევარდა ბელას ოთახში,სადაც კიდევ ერთი მახე ელოდა ,როგორც კი ოთახში შევიდა,მის განრისხებულ სახეს ბელამ სურათი გადაუღო და იმპროვიზაციული ნიჭით სავსემ ჩაისისინა

-ჩემი საყვარელი ძამიკო ეპილაციის პროცესში

-იცოდე ცოცხალი ვერ გადამირჩები დაემუქრა ანდერა და მისკენ გაიქცა ბელასთვის ანდრეა საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა და პატარა ჩიტივით მიმწყვდეულმა კატის თვალებით შეეცადე ძმის რისხვას გადარჩენილიყო

-გთხოვ რა მეტს აღარ ვიზავ გეფიცები თქვა და დიდი თაფლისფერი თვალები ჩექმემიანი კატასავით აათამაშა

-ადრე გშველოდა ჩემო საყვარელო დაო ასეთები ,მაგრამ ახლა ? ჰმმ არამგონია

ანდრეა ბელას ხელი დაავლო ზურგზე მოიგდო და საპირფარეშოში შეიყვანა დიდი ჯაკუზში ჩასვა და წყალი მოუშვა ბელამ რამდენჯერმე გაიბრძოლა კიდეც,მაგრამ მალევე დანებდა და განრისხებული თვალები ძმას მიაპყრო.ანდრეა გამარჯვებული სახით იდგა და დას ცინიკური გამომეტყველებით დაყურებდა

-ვის უნდაო ჭუპა-ჭუპაო 17 წლის გოგომ ვერ უნდა ვისწავლოთო ბანაობაო თან ხმას იწვრილებდა და ბელას რეაქციებზე ხარხარებდა

-აუცილებლად დაგიბრუნებ პასუხს გპირდები იმდენად სერიოზული სახით თქვა ბელამ საკუთარი თავის თვითონაც გაუკვირდა.რათქმაუნდა ანდრეა არ აქცევდა მის მუქარას ყურადღებას და როცა ბელას წვალებით გული იჯერა წყალი გამორთო და სააბაზანოდან დიდი გამარჯვებული ნაბიჯებით გავიდა.

ბელა ,რომ სააბაზანოდან გამოვიდა ანდრეა უკვე პირველ სართულზე სამზარეულოში იჯდა და მწვანე ვაშლს გემრიელად შეექცეოდა.ბელა ნადმვილ პანტერას გავდა ავი თაფლისფერი თვალებით გირჩისფერი თმით რომელიც უსწორმასწოროთ იყო გაბნეული ყველგან და კატის ნაბიჯებით მოდიოდა.

-აბა,როგორ მოგეწონა დაიკო ბანაობა ? არ მოეშვა ანდრეა და ცინიკური კითხვა არ დააყოვნა

ბელამ ანდრეას მომაკვდინებელი მზერა ესროლა შემდეგ ცინიკურადვე გაუღიმა და უთხრა

-სორრი ბევრისგან განსხვავებით ვიცი ადამიანს ,როგორ მოვექცე ,რომ არ გამექცეს და გიჟივით ფსიქოლოგთან არ ვიარო როგორც კი დაასრულა გოგონამ წინადადება მაშინვე ტუჩზე იკბინა იცოდა ,რომ მტკივნეულ თემას შეეხო ეს ანდრეას სახეზეც აიბეჭდა ვაშლი იქვე მაგიდაზე დადო და უთქმელად ფანჯარის მინაში გაიხედა სადაც უკიდეგანო სივრცე ფიქრის სურვილს უძლიერებდა.

ბელა რამდენიმე წუთი გაყინული იდგა ერთ ადგილზე შემდეგ მივიდა ანდრიასთან და წინ დაუდგა ისე ,როგორც ბავშვობაში ,როდესაც რაიმე მზაკვრულ გეგმას აასრულებდა და სთხოვდა ,რომ ანდრეას საკუთარ თავზე აეღო დანაშაული

-ანდრეა ბოდიში თქვა და თავი დახარა

ანდრეამ ერთხანს უყურა ბელას და შემდეგ გაუღიმა ზანტად წამოდგა და დისკენ ნელი ნაბიჯებით წასული გირჩისფერ თმებში ჩააფრინდა ხელში აიყვანა და დაატრიალა ამ მომენტში ბელა ნამდვილად იცინოდა ზედმეტი დაფარვის გარეშე.

-იცი დღეს ჩემი გოგოები მოდიან თქვა ბოლოს ჯერ კიდევ ჰაერში მყოფმა ანდრეას ბელას სადაქალო ყოველთვის მოსწონდა,რადგან ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ გამოვლილი ერთად.

ანდრეა და ბელა დიდ 2 სართულიან სახლში ცხოვრობდნენ ქალაქ კატალინას ცენტრისგან ოდნავ მოშორებით.უკვე 2 წელია ,რაც მარტო ცხოვრობენ,რადგან მათი მამა ზურა გასვიანი ბიზნესმენია და სამუშაოდ ევროპის ქვეყნებში მთელი ძალისხმევით მუშაობს .ხოლო დედა ელენა ჯაფარიძე სამოდელო სააგენტოს განაგებს მილანში.შესაბამისად და-ძმას მარტოს უწევთ ცხოვრება.

მზე უკვე ჩასულიყო ,როცა ბელას უდიდესი მოთხოვნით ანდრეამ თავი მოიწესრიგა და კაცს დაემსგავსა,როგორც ბელა იტყოდა.

-კაი რა პირველად მნახავენ შენი დაქალები სახლის ფორმაში თუ მეორედ ?

-სამაგიეროდ დღეს კიდევ ერთ დაქალს გაგაცნობ

-ბელაა! ხმა გაიმკაცრა ანდრეამ - ხომ იცი ,რომ უცხო ხალხის მოყვანა აკრძალული გაქ თქვა და გოგონას შავი თვალები დაუბრიალა

-არ არის უცხო და ნუ ავარდები სვანი ხისთავიანივით.თქვა ბელამ და თვალები გადაატრიალა მაშინვე გაეცალა ანდრეას და კარადიდან ჯამი ჩამოდგა მასში კი სხვადასხვა სასუსნავები აურია და ტელევიზორთან მდგარ მაგიდაზე დადგა

-აბა ვინ არის თქვენის ნებართვით

-ტასოს ნათესავია გუშინწინ გავიცანი,ძალიან საყვარელი გოგოა სოფლიდან ახლახანს ჩამოვიდა და ტასოს არ უნდა ,რომ მარტომ იგრძნოს თავი.ამიტომ ცდილობს ჩვენთან ერთად ამყოფოს .ისე ნამდვილი ლუციფერია ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემზე მაგარი ოინების მოფიქრება ვინმეს თუ შეეძლო სხაპასხუპით თქვა და დაასრულა დაელოდა რა რეაქცია ექნებოდა ანდრეას .

-ოჰ კიდევ ერთი ლუციფერი ? არა გმადლობთ თქვა ანდრეამ და დააყოლა -მე ჩემს ოთახში ვიქნები და ღმერთი არავის გაუწყრეს და ლუციფრებმა რაიმე არ მოიფიქრონ თორემ ჯერ ერთს მოვისვრი სოფელში შემდეგ მეორეს ზედ მივაყოლებ დაასრულა ანდრიამ გამოსვლა და თავის ოთახში ავიდა.

გაუსაძლისი გახდა ოთახში ყოფნა და ანდრეამ გადაწყვიტა ქვევით ჩასულიყო ცოტა მოეშხამა ყველა და შემდეგ გამარჯვებული ოთახში დაბრუნებულიყო.კიბეებზე ჩასვლისას რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა პარკეტამდე,როცა ვიღაცისგან ძლიერი შეჯახება იგრძნო,როცა დაინახა ,რომ გოგონა უკვე ეცემოდა სწრაფი მანევრი ხელები წელზე შემოსჭიდა და თავისკენ მიიზიდა

-არ ვიცოდი ჩემს დას თუ ჩემთვის პატარა სურპრიზის გაკეთება სურდა შენ გამოგზავნა ? თქვა შემდეგ შავითვალები მწვანეთვალებას შეანათა და საუბარი განაგრძო

-დიდი ვერაფერი უკეთეს ველოდი ანდრეა ასეთივე ცინიკას ელოდა გოგოსგანაც რომელსაც ერთ მომენტში უცოდველი კრავის სახე ჰქონდა,მაგრამ მალევე შეიცვალა მისი სახის გამომეტყველება ახლოს მიიზიდა ანდრეა მილიმეტრები აშორებდა მათ ტუჩებს გოგონა კი თავბრუსდამსხმელი სურნელით და თითების მოძრაობით აბრუებდა ბიჭს...

-არასდროს გააკეთო დასკვნა ძალიან ადრე პატარა ლამაზო ბიჭო თორემ ისეთივე მოტყუებული დარჩები,როგორიც ეხლა ხარ თქვა გამარჯვებული სახით გოგონამ და განაგრძო - 1-0 და ძალიან გთხოვ დორბლი მოიწმინდე დაასრულა აცდა ანდრეა რომელიც ჯერ კიდევ გაბრუებული იდგა კიბეებთან და საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა.

ანდრეა სიბნელეში იდგა და ლომივით ელოდა მსხვერპლს ,რომელიც ამ შემთხვევაში გოგონა იყო. გოგონა მალევე გამოვიდა ბელას ოთახიდან ანდრეა მას უკან გაჰყვა ხელის სწრაფი მოძრაობით ხელები დაუჭირა და სახით კედლისკენ განამწესა.

-იცი არსებობს გამოთქმა სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო,შენ ჩემს სამფლობელოში ხარ და შეეცადე მოთოკო თავი. თქვა ანდრეამ და გოგოს წელზე მედგრად აათამაშა თითები ,რომელიც უფრო და უფრო მაღლა ადიოდა და გოგონაში ეიფორიას და დაბნეულობას იწვევდა ბიჭი ვერ ძღებოდა გოგონას შეხებით შემდეგ თავისკენ მიიზიდა ისე ,რომ არც კი მისცა შემობრუნები საშუალება და ვნებიანი კოცნა დაუტოვა ლავიწზე გოგონა ითმენდა ,მაგრამ ვეღარ გაუძლო ანდრეას საქციელს და ამოიგმინა ანდრეამ ეშმაკურად აათამაშა შავი თვალები და წარმოთქვა

- 1-1 პატარავ !!!

-მალევე ელოდე შურისძიებას თქვა გოგონამ და ბიჭს თვალებში ჩახედა შემდეგ წამით შეჩერდა და კიბეების საშუალებით გაუჩინარდა

კატეგორია: რომანი | დაამატა: GodeMarr
ნანახია: 795 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ზედმეტად ბევრი გრამატიკული შეცდომაა.
avatar
0 Spam
2
შევეცდები შემდეგში გამოვასწორო <3
avatar