ნაბიჯი
08.11.2017, 00:53
შენ დგახარ,ცახცახებ,გინდა მაგრამ როდესაც წარმოსახვაში ეს ასი ათასჯერ მაინც გააკეთე,რთულია რეალურად უბრალოდ ნაბიჯი გადადგა და...
სურვილი ამ ყველაფრის დასრულების,მონდომებაზე დიდია,ეგოიზმიც თავს იჩენს და რომ არა შენ,რა მოუვათ მათ?!
მათ ეტკინებათ,ეწყინებათ,იტირებენ...ეს ყველაფერი არ არის,რადგან ზუსტად ამ დროს შენი გონება გადარჩენაზე ფიქრობს და ათასნაირ ტყუილს გაჯერებს,იმედს გაძლევს...დიახ,ზუსტად შენი გონება გაძლევს წარმოსახვით იმედს,რეალურად იმედი არ არსებობს.გტენის ათასნაირი სისულელით,მას გადარჩენა უნდა.
მათ გაუხარდებათ,იცინებენ,საცოდავად მოგიხსენიებენ,დაგვიწყებენ.ზუსტადაც რომ დაგივიწყებენ და შენ მათ ხომ არ მისცემ გახარების უფლებას?! მაგრამ რელობა ასეთია,შენ დაიღალე.წამით,წუთით ან თუნდაც საათით ზიხარ და ფიქრობ,რა გააკეთო...მისცე ნება მათ რო გათავისუფლდნენ შენგან ანუ მისცე ნება შენს თავს რომ გათავისუფლდეს ყველაფრისგან თუ ხელახლა დაეჯახოს კედელს,რომელიც შენი მძიმე ხასიათითა და წარსულის შეცდომებით არის აშენებული.
გადის დრო,დგახარ,საცოდავი შენი გული ცოტაც და ამ ადრენალინს ვეღარ გაუძლებს,ნუღარ ტანჯავო ეუბნები შენს თავს,შენივე საკუთარ გულზე,შენივე საკუთარ გონებაში და ნაბიჯს დგამ,ისევ და ისევ წარმოსახვაში.ტირი,ტირი შეუჩერებლად...იცლები,მშვიდდები,თავი გეზიზღება და წვიმს.ფიქრობ რომ ყველაზე დრამატული მომენტი იქნება ეს,შენი ცხოვრების ისტორიაში თუ შენი ცხოვრება ზუსტად აქ,ზუსტად ახლა დამთავრდება...
დაბიჯს დგამ ისევ წარმოსახვაში და არ იცი რა ქნა,რომელ კედელს ურტყა თავი.შენი მძიმე ხასიათითა და წარსულის შეცდომებით რომ არის აშენებული თუ იმას,რომელთანაც ყველაზე ახლოს ხარ?!
გინდა არა,ყველაფერი სხვანაირად იყოს,გინდა რომ შენზე ფილმს იღებდეს ვინმე,ისე რომ არ იცოდე,მაგრამ ყველაზე რეალური რაც გინდა,ეს ის არის რაზეც ამდენი ხანია ყოყმანობ.ამდენიხანია შენი სურვილებიდან ერთადერთის განხორციელება შეგიძლია,მაგრამ ისევ არაფერს აკეთებ...
მითხარი,არა,შენს თავს უთხარი რამდენი სასტიკი რამ გინახავს ადამიანებისგან,თქვი რომ არ გეზიზღება შენი თავი რომ ადამიანი ხარ ამის შემდეგ...თქვი სიმართლე,იტირე და მიხვდი,რომ დროა...ხვდები,ყველაფერს კარგად ხვდები.
მაგრამ იმედი,არც სიყვარული არც ღმერთი არც ოცნება,არც სიმართლე...არა,იმედი არის ის რაც გაკავებს,მას ისე მაგრად უკიდია შენი ხელი რომ შეიძლება მოგაგლიჯოს მაჯა.მაჯა.რომელის ასი ათასჯერ მაინც,გადაისერე...
რამდენი ცუდი რამ გააკეთე ასიათასჯერ,მაგრამ რამდენს გაიხსენებ კარგს?!
კარგის გახსენება გვიმარტივდება,ადამიანებს როდესაც საქმე ჩვენ გვეხება,ვაი თუ ეს კარგი ვერ გაიხსენე...ეს კარგი რომელიც,შენ გააკეთე..."პასაჟირი" ხარ,ნაბიჯის გადადგმის.
შენ ქუთუთოები ჩამოწელილი გაქვს,გაცრეცილი და გაგანიერებული თვალები ჩაგილაგებია შიგნით და ქვითინებ.ვიცი,მე კარგად ვიცი შენს შესახებ,ისე როგორც საკუთარ თავზე ვიცი,ისე გხედავ ახლა როგორ დგახარ და ოხრავ,არა,ქაოსს ქმნი თავში,როგორც ჩემს თავს დავინახავდი სარკეში.შენ ქმნი ამ ყველაფერს,შენი ბრალია,შენ ხარ ის ვინც ამძიმებს ყველაფერს,თავის თავშიც,სხვაშიც და ჩემშიც...იცი რატომ ამძიმებ ჩემში ყველაფერს?!
შენ ჩემი დადებითობა მოიპარე და მაიძულე შენზე დამეწერა თუ როგორ იყურები მეთექვსმეტე სართულის სახურავიდან დაბლა...შენ არავის ჭირდები...
იცი ვინ ვარ მე?! არავინ.დიახ მე არავინ ვარ,შენზე არავინ წერს,არც არავინ იღებს კინოს,არც არავინ იტირებს შენს გამო.ეს შენი გონებაა...წადი.
შენ ქუთუთოები ჩამოწელილი გაქვს,გაცრეცილი და გაგანიერებული თვალები ჩაგილაგებია შიგნით და ქვითინებ,გინდა რომ მორჩეს ეს ყველაფერი,უკვე დამღალე მეც და მკითხველიც,შენც დაღლილი ხარ.
ნაბიჯს დგამ...
ნუთუ გითხარი რომ ეს შენს გონებაში ხდება?! არა! შენ ნაბიჯი გადადგი წინ.იქ სადაც არ არის მიწა,სადაც არც წყალია,რომ გაცურო,იქ სადაც არაფერია.
ნაბიჯი გადადგი,მე კი შენზე ვწერ,ვიღაც ცოტახანში შენს გამო იტირებს კიდეც,მე კიდევ უბრალოდ ვწერ.
შენი სურვილები ამ ნაბიჯის შემდეგ იმდენად გააქტიურდნენ რომ უკვე იმაზეც ოცნებობ,რომ გიჟი იყო,ოღონდ იყო და სხვა არაფერი გაინტერესებს,არ გაინტრესებს ვინ იქნები.მაგრამ შენ გიჟი ხარ,ეს უბრალოდ აღარაფერში დაგჭირდება.
მოკლედ მორჩა... ხოდა მეც მალე მოვრჩები შენზე წერას,ხოდა ისინიც მალევე დაგივიწყებენ.განსაკუთრებული არაფერი.
შენგან ერთადერთი რაც არის დარჩენილი,ის ცრემლის წვეთია,რომელიც ჯერ არ გამშრალა,შენმა ცრემლის წვეთმა უფრო დიდხანს გაძლო ამ უწმინდურ და დაუნდობელ სამყაროში ვიდრე შენ.სირცხვილი...

დიახ,მე დავწერე შენზე,მაგრამ რა?!
მოენატრები ბევრს,მაგრამ რა?!
საბოლოოდ...საბოლოოდ რა?!
მე თავი მოიკალი,მოკვდი,მე შენზე დავწერე,სხვა შენს საფლავზე იტირებს,ის კი არა,გეტყვი რომ ბევრსაც იტირებს...მაგრამ...მაგრამ რა?! ამით რა გინდოდა შენ რომ მიგეღო? ბოლო წამს მაინც ვერ იგრძენი ის სულიერი სიმშვიდე რაც გინდოდა.ან მე რა მინდოდა ეს რომ დავწერე?! უკვე ვასრულებ შენზე წერას და მაინც ვერ ვიგრძენი ის სულიერი სიმშვიდე რაც მინდოდა.და ვერც ის იგრძნობს ვინც იტირებს,ის კი არა,ისიც ვერ იგრძნობს ვინც ბევრს იტირებს.მაგრამ ერთი რაც ცხოვრებაში სწორი გიქნია,ისევ და ისევ შენი თავისთვის,ეს თავის მოკვლა იყო.მერე რა თუ ვერ იპოვნე სიმშვიდე,სამაგიეროდ შენ ვერც ამ ქაოსს ვეღარ იგრძნობ,ვეღარასდროს...იმ ქაოსს რომელიც ახლა,ჩემს თავშია...ნახვამდის
კატეგორია: რომანი | დაამატა: i_eteria
ნანახია: 797 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar