ფერების შემგროვებელი /2/
25.05.2019, 00:07

ყოველი დღე წესით უნდა იყოს ჩემი შანსი, იმისა რომ რაღაც ახალს, საკუთარი თავისთვისაც გასაოცარს გავაკეთებ, თუმცა წინა ღამით ორსაათიანი ფიქრის დროს დალაგებული აზრები დილით სადღაც უსასრულობაში იფანტებიან. მერე კი დღეს დაზეპირებული ქცევებით ვიწყებ. საწოლიდან ვდგები, თავს ვიწესრიგებ და ნახევარი საათი დავრბივარ სარკესა და გარდერობს შორის, ისე რომ სადმე ფეხი არ ამიცურდეს. თუ ბედი გამიღიმებს ვსაუზმობ, მერე გაჩერებისკენ დაღმართზე ჩავრბივარ და ვცდილობ ავტობუსს მივუსწრო. უფრო მონდომებული, რომ ვიყო  არ შმეშინდებოდა და ფეხითაც ვივილიდი ქუსლებზე შემდგარი, თუმცა დილის ძილს ვერაფრით ვერ ვთმობ, მით უფრო მაშინ როდესაც ათას რამეზე ფიქრს ძილს ვატეხინებ. ფიქრებით გატენილი თავით ავტობუსს ველი, მეზიზღება ყვითელი ავტობუსით მგზავრობა და ხალხი რომლებიც ამ პატარა ყუთში დილას, საღამოსა თუ შუა დღეზე შემოძრომას და ცალფეხზე დგომას ლამობს.

****

13:30 - ისევ შესვენებაზე ვარ,  დღეს მზე ისეთი მცხუნვარებით გამოირჩევა გეგონება გუშინ თავსხმა წვიმა არ ყოფილიყო. ისევ იასამნის ხესთან ახლოს ვზივარ და ჩემს წინ მოკალათებულ ბებია - შვილიშვილს (რატომ გადავწყვიტე მათი ასე დანათესავება არ ვიცი) შევყურებ. ორივე უცნაურად დუმს. ბიჭუნას ფეხები სკამზე აქვს აკეცილი და ეხვევა, მარჯვენა ლოყას მუხლებს ადებს და გასუსული იყურება პარკის სიღრმისკენ. ქალი გულხელდაკრეფილი, ფერდაკარგული ზის, ბავშვს ზედაც არ უყურებს და დროდადრო ცრემლებს იწმენდს. მალე მობილური ურეკავს,  გარკვევით არ მესმის რას ლაპარაკობს, მაგრამ ცრემლები უფრო აწვება, ტელეფონზე მოსაუბრეს რაღაცაზე თანხმდება და მობილურს თიშავს.  ცრემლებს იმშრალებს, რამდენიმე წამი ასე ზის და ბიჭუნას თავზე კოცნის, დგება და ხელს უწვდის. ბიჭუნა თითქოს ყოყმანობს მისთვის ხელის ჩაჭიდებას, თუმცა მალევე მძლავრად ავლებს თითებს მის მტევანს და უღიმის.  ნელა მიაბიჯებენ ფილებზე, ხელიხელჩაკიდებულები და ღმერთმა უწყის რა ხდება მათ თავს. მათ გვერდით ფერების შემგროვებელი ჩნდება,  ისევ ისე მონარნარებს, როგორც ყოველთვის. დღეს  წითელი კაბა აცვია, წელზე წვრილი ქამრით, შავი ჩანთის წვრილ ზორტს როგორც სჩვევია ისე აწვალებს ცერა თითით. პარკის შუა გულში ჩერდება, იასამნის ქვეშ მდგომ სკამს თვალებით ამოწმებს და მზერა ჩამქვრალი გვერდს მივლის. დღეს რომელიღაც წყვილი ასწრებს და მის საყვარელ ადგილს იკავებს. ორივენი ბედნიერებით შესციცინებენ ერთმანეთს და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ვიღაცას მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცნობიერებლად  წაართვეს.

ფერების შემგროვებელი დღეს იმაზე სევდიანი მეჩვენება, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩემს წინაშე. სკვერის შუა გულში,  მზისგან კარგად გამთბარ სკამზე ჯდება, ფეხებს იკეცავს და ჩანთიდან არც თუ ისე მომცრო, ჩემთვის კარგად ნაცნობ ბლოკნოტს გაჭირვებით აძვრენს. ისევ სწრაფად ფურცლავს ფურცლებს და მგონი  კითხვას იწყებს. დროდადრო თავს სწევს, ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებს და კულულებს მარჯვენა ყურზე იწევს, მობილურის ზარი თითქოს აფხიზლებს. მისი შენელებული მოქმედებები სწრაფდება და ტელეფონს იღებს თუ არა ფეხზე დგება. ბლოკნოტი კალთიდან სკამზე ცურდება, ის კი ჩანთას სწრაფად ავლებს ხელს და სკვერიდან თითქმის გარბის. საერთოდ ვერ ვიგებ მისი ხმის ინტონაციას და ვერც იმას ვამჩნევ, სიხარულისგან აფორიაქდა ასე თუ შიშისაგან დაზაფრული გაიქცა. ერთადერთი, რაც მაწუხებს და ოდნავ მახარებს, სკამზე დარჩენილი ბლოკნოტია, რომელიც თავისკენ მიზიდავს. მძაფრი სურვილი მიძვრება სხეულში, და სწრაფად ვდგები ფეხზე, ხალხს თვალს ვავლებ, თითქოს არ მინდა ვინმემ ფაქტზე წამასწროს და დაინახოს, რასაც ვაპირებ. მალევე ვუახლოვდები სკამს და ბლოკნოტს სწრაფად ვავლებ ხელს, ვიღებ, ზედ არც კი ვუყურებ რატომღაც მეშინია კიდეც მისი ამ ადგილას გადაშლის. მერე კი მაგრად ვიკრავ გულზე და სამსახურისკენ თავაწეული, მტკიცე ნაბიჯებით მივდივარ. არ ვიცი რა ინფორმაციას ინახავს ეს ფურცლები ან რამდენად ღირებულია პატრონისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცი ვერ შევაკავებ სურვილს, რომელმაც ჩემი სულის ღღრნა უკვე დაიწყო და ერთი სული აქვს როდის შეეხება ფურცლებს, რომლებიც რაღაც ისეთს აჩვენებენ რაც ნამდვილად არ იქნება მისი საქმე. თუმცა ცნობისმოყვარეობა ხომ სრულიად მოიცავს ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც კი გადაწყვეტს მის სამსახურში ჩადგომას. მოიცავს სრულად და თავის სურვილებს ყოველგვარი რიდისა და კრძალვის გარეშე წამში დაიკმაყოფილებს, თავს კი უსაზღვრო ინტერესით გაიმართლებს თუ კი დასჭირდება. ვიცოდი ფერების შემგროვებელს მხოლოდ ასე თუ დავუკავშირდებოდი და დანარჩენი ფაქტორები აზრს კარგავდნენ.

ჩემმა მოთმინების უნარმა გამაოცა. სამსახურში ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ცხოვრების ნაწილს ვზიარებულიყავი. თუმცა ნამდვილად არ ვიცი საბუთები როგორ მოვაწესრიგე, ყურადღება სულ მეფანტებოდა და გულაჩქარებული გადავხედავდი ხოლმე მაგიდის კუთხეში დადებულ ბლოკნოტს.

--------------

სახლში მისულს  ტანზე არც კი გამომიცვლია. ჭიქა ღვინით ხელში, ფეხმორთხმით ჩავჯექი სავაძელში და ათრთოლებული თითები შევახე ყდას. პირველ გვერდიდან ფერების შემგროვებელი მიმზერდა,  უფრო ლაღი და ბავშვური იყო, რა თქმა უნდა ჭრელ ფერებში გამოწყობილი. მეორე გვერდზე ისევ თავად იყო, თუმცა ნახევარი ტანით მასზე მიყრდნობილი ბიჭის პროფილიც ჩანდა, რომელიც მასთან შედარებით ზედმეტად უფერულად გამოიყურებოდა, თუმცა მისი თვალები, ზედმეტად ფერადი და ანციც კი მეჩვენა, რაც ჯაბნიდა კიდეც მის  ცოტაოდენ ფერმკრთალებას. თითქმის ბლოკნოტის ნახევარი მათ ფოტოებს ეკავა და ზედმეტად ბევრი სიხარული სცვიოდა ფურცლებს, მანამ სანამ ბოლო ფოტომდე არ მივაღწიე, რომელიც მხოლოდ ფერების შემგროვებელს ეკუთნოდა. თარიღის მიხედვით სამი წლის წინ გადაეღო ოდნავ მოპუტკუნებულს, მარჯვენა ხელი კი ოდნავ გამობზეკილ მუცელზე ედო, სევდა ჩასდგომოდა თვალებში და ფოტოგრაფს მკრთალი ღიმითილ უმზერდა. შემდეგ კი ქრებოდა ყველა ფოტო და იწყებოდა ისტორიის თხრობა, ლურჯი კალმით, რომელიც მე ახლა არუნდა წამეკითხა. ვიგრძენი, რომ ის ტკივილი რომელიც ამ ფურცლებზე ცხოვრებას სწავლობდა, მე არ უნდა გადმომეტანა აწმყოში მარტოს, მე არ უნდა შემეხედა მისთვის მხოლოდ ჩემი თვალებით და უნდა დამეცადა მისთვის ვინსაც ჰქონდა უფლება ჩემთვის გაენდო თავისი ცხოვრება, რადგან მჯეროდა რომ შემთხვევთ არასოდეს ხდება რამე და თუ ეს ბლოკნოტი ახლა ჩემს ხელებში აღმოჩნდა, მაშინ მეც მქონია რაღაც როლი ფერების შემგროვებლის არც თუ ისე ფერად ცხოვრებაში.

******

13:30 - ჩვევას არ ვუღალატე და  ყავით ხელში გადავედი სკვერში. იასამნის ხის ქვეშ რომ დავინახე ცოტა გამიკვირდა. დღეს მის მოსვლას არ ველოდი, როგორც ჩანს მან უღალატა თავის ჩვევებს. ჩემზე ადრე მოვიდა დასვენების დღე რომ ჰქონდა არაფრად ჩააგდო. ამჯერად ყავისფერი კაბა ეცვა, შავი წინწკლებით. ფეხი ფეხზე გადაედო, მარცხენა ხელში პასტა ეჭირა და ათამაშებდა, წამითაც არ აშორებდა თვალს ბავშვებს, რომლებიც დღეს მრავლად იყვენენ სკვერში. პირდაპირ მისკენ წავედი და გვერდით დავჯექი. არც მივსალმებივარ და არც მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი დამიწყია.

  • არ მეგონა დღესაც თუ გნახავდი, თორემ შენს ბლოკნოტს აუცილებლად წამოვიღებდი
  • ჰოო, დღეს უჩვეულო დღეა...  ვიცოდი შენ რომ აიღებდი
  • მერე არ შეგეშინდა, სრულიად უცხო ადამიანი რომ შეიფარებდა შენი ცხოვრების ნაწილს?
  •  ნუთუ შენი უნდა მეშინოდეს? - რაღაც არამგონია. სამყარო თავზე მეტად არ დამენგრეოდა თუ წაიკითხავდი
  • სიმართლე გითხრა, ვერ შევძელი მისი წაკითხვა. თუმცა ფოტოები ვნახე...
  • ნახე და წარმოდგენაც შეგექმნა იმაზე თუ რა შეიძლება ეწეროს ხო? სიმართლე გითხრა გამიკვირდა რომ არ წაიკითხე. რა მოხდა მზამზარეული ინფორმაციის დანახვამ დაგაფრთხო და უკან დაგხია? ზედმეტად ირონიულიც კი იყო მისი ხმა.
  • არ ვიცი, შეიძლება ასეც არის. უბრალოდ ვიფიქრე რომ ყველაფერს შენ მომიყვებოდი.
  • საინტერესოა, და რამ გაფიქრებინა ეს?
  • არ ვიცი. შეიძლება იმან, რომ ყველაფერ იმას რაც შენ გაწუხებს მარტო ფურცლები ვერ დაიტევენ და ვინმეს უნდა მოუყვე, რათა განთავისუფლდე.
  • განვთავისუფლდე? წარსულისგან ვერასოდეს განთავისუფლდები, ვერც დაივიწყებ და ვერც გააქრობ რეალობიდან.
  • განთავისუფლება არ ნიშნავს დავიწყებას, უბრალოდ უნდა მიიღო ის რაც არის და მასთან ერთად უნდა ისწავლო ცხოვრება. მაპატიე მაგრამ ახლა უნდა წავიდე. ჩემი შესვენება ამოიწურა.
  • კიდევ შევხვდებით
  • დროებით...

პირველად დავარღვიეთ ამდენხნიანი ტრადიცია და მე დავტოვე სკვერში. მე გამოვეცალე ყველას და ყველაფერს. შესვენებასთან ერთად ჩვენი საუბრის ლიმიტიც ამოწურულიყო. ზუსტად ვიცოდი დღეს ამაზე მეტ ხანს არ უნდა მესაუბრა მასთან, უნდა გამომეზოგა და ნელ-ნელა უნდა მიმეღო ინფორმაცია.  

*****

მეორე დღეს ამინდი ისევ აირია, ცა მთლიანად გაშავდა და მსხვილი წვეთები დაუშვა ძირს. ამაჟამად ქოლგის გაშლა არ დამზარებია და გზაზეც ფრთხილად გადავედი. ნამდვილად არ მაწყობდა მანქანასგავეტანე ჯერ ხომ ამბები მქონდა გასაგები. ბლოკნოტს მთელი ძალით ვიხუტებდი გულზე, მეშინოდა წვიმის წვეთები არ დასცემოდა და გაეფუჭებინა მისი ფურცლები. იმდენად ვჩქარობდი ყავის ყიდვა გადამავიწყდა კიდეც და ჩქარი ნაბიჯებით წავედი, ყვითელ ქოლგიანი ფერადი გოგოსკენ, იასამნის ხესთან რომ იდგა და ხან მარჯვენა, ხან კიდე მარცხენა ფეხს ეყრდნობოდა.

  • შენი ბლოკნოტი მოგიტანე
  • მადლობა და შეხვედრამდე.
  • მოიცა, არაფერს მომიყვები?
  • არ მინდა ვინმეს ამ ყველაფრზე ვესაუბრო თანაც უცხოს
  • ხანდახან იმაზე დიდი ძალა აქვს უცხოსთან გულახდილობას, რომ ვერც კი წარმოიდგენ
  • შიძლება, მაგრამ ამ ამინდში გულის გადაშლის ყოველგვარი სურვილი მიკვდება
  • ანუ ოდესმე მომიყვები?
  • არ ვიცი ასე რამ დაგაინტერესა, მაგრამ ალბათ მოგიყვები. ოდესმე...
კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 267 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar