ფერების შემგროვებელი /3/
26.05.2019, 00:43

****

ჩვენი დიალოგიდან თითქმის ორი თვე იწურებოდა, მე ჩემს რუტინულ ცხოვრებას წამითაც არ ვღალატობდი. დღეს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო სკვერში, განსაკუთრებით კი ბევრი ბავში თამაშობდა სათამშო მოედანზე,  ყველაზე მეტად მათი მოსმენით ვერთობოდი ხოლმე. ჩემი დაკვირვების ობიექტები კი ნელ-ნელა იცვლებოდნენ, თითქოს მხოლოდ მე ვეზრდებოდი ამ ადგილს დანარჩენები კი მიდიოდნენ, მიდიოდნენ ისე როგორც ფერების შემგროვებელი წავიდა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ. დღეგამოშვებით ველი მას, მაგრამ ის ყველა ტრადიციას ღალატობს და ვეღარ ვხედავ მის სიფერადეს.

მე კი ასეთ დროს მგონია, რომ დიდი სისულელეა სხვინს კანში ძვრებოდე და სრულიად განსხვავებულ ისტორიებში იქექებოდე, მაშინ როდესაც შენი ცხოვრება არც თუ ისე პროგრესულია. წესით მეტი სადარდებელი უნდა მქონდეს, ვოდრე სხვისი არეული ცხოვრებაა,  უნდა ვცდილობდე საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე ფიქრს, თუმცა ეს ნაკლებად გამომდის, ცნობისმოყვარეობა იმდენად მიპყრობს, რომ მთელი გულით მინდა ყველაფერი ვიცოდე, თუმცა არ ვიცი ამით რას მოვიგებ ან ის რა სარგებელს ნახავს.

 

-როდესაც პირველად მას შევხვდი ზუსტად ვიცოდი თავიდან ვერასოდეს მოვიშორებდი.

-აქ საიდან გაჩნდი? მოულოდნელად დაჯდა ჩემს გვერდით. ისევ ჭრელ კაბაში იყო გამოწყობილი, თმები ალაგ-ალაგ ეყარა სახეზე და სადღაც შორს იყურებოდა.

-მომინდა ვინმეს გავუზიარო ჩემი მოგონებები.... იცი,  ყოველი შეხვდერისას იმაზე მეტ ემოციას ვუზიარებდით ერთმანეთს ვიდრე წარმოსადგენი იყო. არც-ერთს არ მოგვიქცევია ერთმანეთი რაღაც ჩარჩოებში, ჩემთვის უახლოესი მეგობარი და სასურველი მეორე ნახევარი იყო. ხანდახან მეგონა რომ ყველაფერს გადაჭარბებულად აღვიქავდი, მაგრამ დღესაც ვერ ვაძლევ თავს უფლებას სხვაგვარად ვიფიქრო, ყველაფრის მიუხედავად... მაშინ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები, თუმცა ამას ახლა ვხვდები... დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჯერ ნიშნობა უნდა გვქონოდა და ქორწილს ჩემს დაბადების დღეზე ვგეგმავდით, როდესაც 18 წელი შემისრულდებოდა, მანდამდე კი ერთი წელი გვქონდა წინ. რომელიც წესით ბედნიერებით და გამოცდილებებით სავსე უნდა ყოფილიყო. ღმერთო ახლა ძალიან მარტივად ვყვები... სიხარულის და ეიფორიის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას მაშინ ბევრი სირთულე სდევდა თან და ისეთი ბედნირება ვერ შევიგრძენით როგორიც გვინოდა. ჩემს დასანიშნად, რომ მოვიდა, ჩემმა მშობლებმა არაფრად ჩააგდეს. მათ სერიოზულად არ მიაჩნდათ ჩვენი სიყვარული, კარგად იცოდნენ შეყვარებულები, რომ ვიყავით, თუმცა ჩემს მორიგ ბავშვურ გატაცებად ასაღებდნენ. მის გაცნობამდე ძალიან ბევრი ბიჭი მომწონდა... უბრალოდ მომწონდნენ და სხვა არაფერი. ჩემი მშობლებიშთვის სიყვარულს საუკუნეების მომცველი სტაჟი სჭირდებოდა და არ შეიძლებოდა ასე მალე ამხელა პასუხისმგებლობა მოგვეკიდებინა ზურგზე და წელში მოხრილებს გვევლო. პრინციპში ამაში ახლა ნამდვილად ვეთანხმები მათ. თუმცა მასთან ერთად ყველანაირი პასუხისმგებლობის ზიდვა გაიოლებული იყო. რადგან, ზედმეტად ჩვეულებრივიც კი იყო და თითქოს იტანდა ჩვენი მისამართით ნათქვამ ყველა უსამართლო რეპლიკას, ჩვენს გრძნობებში შეპარულ უსაფუძვლო ეჭვებს, ჩემს ცრემლიან თვალებს და ყველანაირ შეურაცხყოფას, მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა ყოველთვის იციან როდის, ვინ და როგორ უნდა უყვარდეს შვილს. იგი კიდევ დიდხანს აიტანდა ამ ყველაფერს, თუმცა ამის საშუალება მე აღარ მივეცი. სახლიდან გამოვიქეცი და მასთან გადავედი საცხოვრებლად. მგონი ზედმეტად ეგოისტურადაც კი მოვიქეცი. თუმცა მაშინ ეს არ მადარდებდა, მთავარი მის გვერდით ყოფნა იყო, სხვა არაფერი. მართალია დავკარგე ერთი ოჯახი, თუმცა მეორეს ვქმნიდით. უფრო მყარს, სიყვარულით, ვნებით და იმედით სავსეს, აი ეს იყო მნიშვნელვანი და ღირებული ჩემთვის, სხვა დანარჩენს კი არა. მაშინ მისი სახლის ზღურბლთან რომ დამინახა ძალიან გაუკვირდა. სიმართლე გითხრა მისაყვედურა კიდეც, მშობლებს გული ატკინე და ამას მარტო შენ ინანებ, ისინი კი ვერასოდეს მიხვდებიან რა ჩაიდინესო.  მაგრამ მაშინ არც-ერთმა არ ვიცოდით რისი ჩადენა შეეძლო გაბოროტებულ მშობელს, თუმცა დღემდე არ ვიცი რა იყო ამხელა ბოროტების და ზიზღის გამჩენი. დანარჩენი რვა თვე, სამოთხეში ცხოვრებას ჰგავდა. ვიყავით მხოლოდ მე და ის, უკიდეგანოდ გაეგოისტებულნი. არ გვადარდებდა არც ერთი პრობლემა, ყველაფერი ისეთი ნათელი და ფერადი ჩანდა რომ ხანდახან თვალებიც მტკივდებოდა. ალბათ უნდა ამტკიებოდა კიდეც, უნდა შემშინებოდა და ასეთი ბედნიერების უფლება არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის... ჩვენი ცხოვრება ნაწილობრივი რუტინითაც გრძელდებოდა, ორივე ვაკეთებდით ჩვენს საქმეს, რაც იმ დროს გვევალებოდა. მე ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა და ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება დამეწყო ის კი უნივერსიტეტს ამთავრებდა, თან მუშაობდა, ჩვენს პატარა ოჯახზე ზრუნავდა და ყველა ფინანსურ პრობლემას გაჭირვებით აგვარებდა.

ერთ საშინელ საღამოს ისეთი აუტანელი სიცხე იყო, რომ სუნთქვა მიჭირდა,მაგრამ დაწყებული საქმის დასრულება მინდოდა და გვიანომამდე შემოვრჩი სამეცადინოდ. ბოლოს მახსოსვ ფეხზე წამოვდექი და საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი. გონს მოსულს კი სასწრაფოს ექიმი მედგა თავს. ვერასოდეს გავქრობ ჩემი მეხსიერებიდან ანდროს შეშინებულ სახეს, რომელიც იმდენად უსუსური და შეშინებული იყო, რომ ვუყურებდი ტანში მცრიდა. თუმცა ეს შეგრძნებები სრულიად ამოტრიალდა და გაქრა, როდესაც ექიმის ვარაუდი მოვისმინეთ ჩემი ორსულობის შესახებ. პუტკუნა ქალბატონმა  ბედნიერი სახით დასვენება და დილით სისხლის ანალიზის გაკეთება მირჩია, შემდეგ კი კარი ხმაურით გაიკეტა. ჩვენ კი ფიქრების გროვა დაგვაყარა თავზე, რომლიდანაც ვერ გამოვაღწიეთ და დავიკარგეთ კიდეც. სიმართლე გითხრა მაშინ პირველად განვიცადე ნამდვილი შიში. ღრმერთო საშინლად შემეშინდა და ეს ემოცია იმდენად გამიჯდა ძვალ-რბილში რომ სხვა ემოციები სრულიად გაყინა. ზედმეტად პრაქტიკული აზროვნება ჩამერთო, ყველანაირი ემოცია დაშრა ჩემთვის და გავქვავდი. არც მე და არც ანდრო არ ვიყავით ახლა ბავშვისთვის მზად. ანდრომაც მშვენივრად იცოდა ეს, მაგრამ საკუთარ უსუსურ მხარეს აჯობა და სიხარულგამკრთალი თვალებით მიყურებდა, ჩემს ხელის მტევნებს ებღაუჭებოდა და მთელი გულით უნდოდა ის ენერგია მიეღო რასაც შვილჩასახულ ქალს აქვს ხოლმე. მაგრამ ჩემგარ ვერანაირ ენერგიას და ვერანაირ ემოციას ვერ იღებდა იმ წამს. სიხარულის სხივი მალევე გაუქრა და იმედგცრუებამ ჩანაცვლა იგი. თუმცა ჩემთვის ხელი არ გაუშვია, პირიქით გულში ჩამიკრა და ცდილობდა ჩემს დარწმუნებს, რომ ყველაფრს შევძლებდით. ვიქნებოდით ნორმალურთან მიახლოებული მშობლები და ბავშვს ვასწავლიდით ძალიან ბევრს მაგარ რაღაცას. უბრალოდ მთხოვდა არ მეკრა მისთვის ხელი, არ შემეძულებინა, არ შევხვედროდი მის არსებობას გულცივად და მეგრძნო ის რასაც ახალი სიცოცხლის შექმნისას გრძნობენ. მე კი გაშეშებული ვეყრდნობოდი მას, არ ვიცოდი ეს როგორ უნდა მეგრძნო, არც კი მეგონა ჩემს იმდროინდელ გრძნობებს რაიმე მნიშვნელობა თუ ჰქონდა. მერე, როდესაც მისი გულისცემა მოვისმინე ძალიან ვინანე, ასეთი საშინელი  რომ ვიყავი და დედა უნდა მრქმევოდა. მაგრამ ძალიან გვიანი იყო სინანულისთვის. მე ის თავის დროზე უპირობოდ არ მივიღე და ყოველი ჩემი მცდელობა გავმხდარიყავი ბედნიერი დედა ისეთი ხელოვნური მეჩვენებოდა, რომ საკუთრ თავზე მერეოდა გული.



 

კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 164 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar