ფერების შემგროვებელი /4/
29.05.2019, 08:47

ცრემლით უსველდებოდა მთელი სახე ფერად გოგონას რომელის ცხოვრებაც არც ისე ფერადი აღმოაჩნდა და მე იმდენად მონუსხული ვისმენდი მისი ამბის თხრობას, რომ ყველაფერი დამავიწყდა, ან ყველაფერი დავივიწყე იმ წუთებში

- თუ გინდა ყველაფერს ახლა ნუ მოყვები

  • არა, რახან მოყოლა დავიწყე დავამთავრებ კიდეც და მერე... მერე არ ვიცი რას ვიგრძნობ.  
  • კარგი, რა მოხდა შემდეგ?
  • შემდეგ? შემდეგ მივეჩვიე, პირველ რიგში იმას რომ მე მქონდა ქალის როლი, რომელიც ძალიან მაგრად უნდა მეთამაშა, მერე კი შევიძინე დედის როლიც, რომელსაც თავისი სიყვარულის ნაყოფი სიგიჟმდე უნდა ჰყვარებოდა. მიყვარდა კიდეც, მე ის არ მძულდა, უბრალოდ ამას ვერ შევძლებდი. მისი არსებობისთანავე შემიყვარდა, მაგრამ ჩემმა შიშმა სიყვარულის გარდა ყველაფერი დამანახა. მე მეშინოდა რომ ვიქნებდი გამოუცდელი და ცუდი დედა, თუმცა ამ შიშს ანდროსთან ერთად ვერეოდი. რამდენიმე თვე ისე გავიდა რომ თავდაპირველი ბედნიერების ჩრდილი მოგვყვებოდა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. ჩემს დაბადების დღეზე ხელი მოვაწერეთ, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდით და მომავალს ვგეგმავდით, როდესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ. ზედმეტად დიდი დოზით გამოხატავდნენ სიხარულს, თუმცა მე დავიჯერე რომ ჩემი ბედნიერება უხაროდათ. რატომღაც ფიქრი დავიწყე როგორც დედამ და არა როგორც შვილმა. მეგონა რომ როგორც მე ვცდილობდი ჩემს არდაბადებულ შვილთან დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, ისე ცდილობდა დედაჩემიც ჩემი სიხარულის გაზიარებას. შეიძლება თავიდან ასეც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე მათგანში წესების დამცველმა ოფირებმა უფრო გაიღვიძეს ვიდრე მოსიყვარულე მშობლებმა. შენ გგონია ამ ისტორიის ყველაზე ემოციური და საშინელი ნაწილი უკვე მოისმინე? სულაც არა. ყველაზე დიდი ტრაგედია რაც შეიძლება ადამიანს თავს დაატყდეს საშინელი იმედგაცრუებაა.

სინამდვილეში მე ჩემი ანდროს ერთი სახის გაცნობა დამვიწყებია, ან შეიძლება ვერც კი შევამჩნიე, ან სულაც თავი დავიბრმავე გამიზნულად და ჩემ აღქმულ ბედნიერებას მოვეჭიდე მთელი ძალებით. ანდროსთვის არასდროს შემიხედავს ეჭვის თვალით, ყოველთვის ჩემს თავზე მეტად ვენდობოდი და სწორედ აქ დავუშვი ალბათ შეცდომა, პირველ რიგში საკუთარ თავს არ უნდა ენდო არა თუ სხვას, არ აქვს მნიშვნელობა მას საკუთარ თავზე წინ აყენებ თუ არა. ღმერთო როგორი საზიზღარი გემო ჰქონდა იმედგაცრუებას. როგორი საშინელება ყოფილა იმის გაცნობიერება რომ ყოველ დღეს აღამებდი და ათენებდი ადამიანთან, რომელსაც სინამდვილეში არაერთი საიდუმლო ჰქონია, შენ კი სულელს წარმოდგენაც არ გქონდა ამაზე.

 არადა დიდი ხანი მეგონა საკუთარი თავი ისეთი უსუსური და მშიშარა, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა  ანდროს მხრებს უკან ამოფარება. თავად ის კი, თურმე ძალას ნარტიკში ჰპოულობდა. საბოლოოდ კი იმხელა ენერგია მიიღო, რომ შეიწირა კიდეც. ის დღე, როდესაც ანდრო ვიპოვე აბაზანის იატაკზე ჩაკეცილი ერთ-ერთი იყო იმ საშინელი დღეებიდან რომლებიც გადამიატანია. იმ დღეს მე დავკარგე ადამიანი რომელიც მთელი გულით მიყვარდა, მეამაყებოდა და რომელსაც მთელი ჩემი არსებით ვენდობოდი. მე დავკარგე ჩემი საყრდენი, ჩემი ერთადერთი იმედი და შევეჯახე ძალიან მწარე რეალობას, სადაც მე ისევ ისე თუ არა მეტად მიყვარს, მენატრება და ამავე დროს მძულს კიდეც იმის გამო რაც მის სიკვდილს მოჰყვა.

მაშინ არ ვიცოდი მასთან ერთად ნაწილობრივ ჩემს თავსაც თუ დავმარხავდი მიწაში. მერე კი მეორე საშინელება თავს დასაფლავების დღეს დამატყდა. ანდროსავით ჩვეულებრივ დღეს დავკრძალეთ იგი. არც შავი ღრუბელი ფარავდა ცას და არც წვიმასა და ჭექა-ქუხილს შეუძრავს ქვეყნიერება მისი სიკვდილის გამო. მაშინ როდესაც ცრემლები ისედაც მახრჩობდნენ და ამოსუნთვის საშუალებას არ მაძლევდნენ მუცლის ტკივილიც დამეწყო. დამეწყო და ვერც დედის მხარდაჭერამ და ვერც მისმა სითბომ ვერ მიშველა, ტკივილი ვერ გამიყუჩა და საავადმყოფოში სასწრაფოდ წამიყვანეს. თუ კი ტკივილთან ხშირი კავშირი გაქვს მისი სიმძაფრე იზრდება უსაზღვროდ, და ყოველი შემდეგი ტკივილი გადაფარავს წინამორბედს, მოიცავს შენს სულს და ხორცს, გამოგჭამს შიგნიდან და ამის მიუხედავად მაინც დატოვებს რამდეინიმე ლუკმას მომდევნო მასზე ძლიერი ტკივილის გამოსაკვებად.    ოდნავ გონება შერჩენილი გაჭირვებით ვახერხებდი ყველაფერი სტრესისთვის, უძილობისთვის და შესაბამისად გადღლილობისთვის დამებრალებინა. მეგონა რომ წოლით რეჟიმს დამინიშნავდნენ და შემდეგ ჩვეულებრივ გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაშინ მავიწყბოდა რომ ჩემი თავის და ჩემი პატარას პატრონი ამიერიდან მხოლოდ მე ვიყავი, თუმცა ისეთ მარტივ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი როგორსაც მე მოველოდი. უნდა გამეჩინა ბავშვი, რომელიც ჯერ მხოლოდ ექვსი თვის იყო, ძალიან პატარა და უსუსური. უნდა გაგამეჩინა ჩემი პატარა და დარწმუნებით ვერავინ ვერ მეუბნებოდა რომ გადარჩებოდა. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, რა გამეკეთებინა, ვისთვის ან როგორ მეთხოვა დახმარება. აქ ხომ მე და ჩემი პატარა ვიყავით მოქმედი გმირები, რომლებსაც საბრძოლველი ძალა თითქმის გამოგვლეოდა. ყოველთვის, როდესაც მეგონა რომ ყველაზე ღრმა შიში მოვათვინიერე და მისი ყველა შეფერილობა გავიცანი, აღმოჩნებოდა, რომ თვალზე მოხვეული სახვევებიდან მხოლოდ ერთი სახვევი მძვრებოდა, დანარჩენები კი ურცხვად აგრძელებდა ჩემთვის თვალის ახვევას.

ანესთეზიიდან შვილის ნახვის მძაფრმა სურვილმა გამომიყვანა, ერთი სული მქონდა შევხებოდი ჩემს ერთადერთ შემორჩენილ იმედს, რომელიც ჩემი და ანდრუშას ნაწილი იყო. ჩვენი გაგრძელება და მაინც ორივესაგან განსხვავებული. ერთი სული მქონდა შემეგრძნო მისი სურნელი და ტუჩები მიმეკრო მისი ვარდიფერი კანისთვის. თუმცა ყურადღებიანი ექთნის ნაცვლად დედაჩემის სახეს გადავეყარე, რომელიც თვალცრემლიანი მიკოცნიდა სახეს და ათასგვარ თბილ სიტყვას მეჩურჩულებოდა. მე კი ერთი სული მქონდა როდის მომაშორებდა ხელებს, როდის შეწყვეტდა ქვითინს და გაჩუმდებოდა, რადგან მე ვერაფერი ვიგრძენი მისგან გარდა მისი ცრემლებისა, რომლებიც ჩემს თმებზე მოურიდებლად ცვიოდნენ. ეს მომენტი მძაფრად მახსენდებდა ჩემს პირვანდელ რეაქციას ბავშვის არსებობის გაგებისას რომ მქონდა. ნეტა თუ იგძნო თქო ჩემმა პატარამ ჩემი ემოციები. ფიქრების ბილიკებს ვეღარ გავყევი, რამდენიმე სიტყვით შემაჯახა დედაჩემმა რეალობას და მე არ ვიცოდი რას დასტიროდა იგი. გაუბედურებულ შვილს, თუ გარდაცვლილ შვილიშვილს. ჰო, დედაჩემმა ქვითინით მამცნო შენი შვილი იმდენად უსუსური და ჩამოუყალიბებელი იყო ვერ გაუძლო ამ ქვეყნად მოვლინებას და გარდაიცვალაო. თან უსირცხვილოდ მამშვიდებდა, არ ინერვიულო დედიკო შვილები კიდევ გეყოლებაო. ასეთ დროს ადამიანი რითი უნდა დაამშვიდო, ან როგორ უნდა გაბედო და ეცადო მის დამშვიდებას? სისულელეა, ყველაზე დიდი სისულელე შვილმკვდარი დედის სიტყვებით ნუგეში. ღმერთმა იცის როგორ არ მინდოდა დედაჩემის მოსმენა, ამ სიტყვების მოსმენა განსაკუთრებით. მე სხვა შვილი არასოდეს მეყოლებოდა, მე ვერ ჩავანაცვლებდი ანდრუშას ვინმე სხვა კაცით, მე ვერ გავბედავდი მსგავსი აზრის გავლებასაც კი... ვეღარც ვუსმენდი მის სულელურ მოსაზრებებს, თითქოს ყურებს ავუკძალე მისი ხმის გაგონება. მხოლოდ ბავშვისთან ვიყავი ფიქრებით, მისი ნახვა მინდოდა, მხოლოდ ის მიდოდა და მეტი არავინ, არც ის ვიცოდი გოგო იყო თუ ბიჭი. არც ის ვიცოდი, რამდენი კილო დაიბადა, საერთოდ ცოცხალი გავაჩინე, თუ მკვდარი. არაფერი არ ვიცოდი და ეს კიდევ უფრო მეტად მაგდებდა ცეცხლის ალში, რომელიც მწვავდა და მდაგავდა.  არ ვიცი რამდენჯერ უნდა მოვეკალი ამ ბავშვს, რამდენი იარა უნდა დაეტოვებინა ჩემს სხეულზე და სულზე, რომ საბოლოოდ მოეღო ჩემი ტანჯვისთვის ბოლო, მაგრამ ყველაზე დიდ სიურპრიზს ღმერთთან ერთად მიმზადებდა თურმე.

კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 289 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar