სანამ შემიყვარებ.[11]
26.01.2019, 18:45
დიდი ხნის თამაშის შემდეგ, ელია დაიღალა, გუნებაც შეეცვალა, ამიტომ მატილდამ ის დასაძინებლად წაიყვანა.
ბავშვი დააწვინა, მაკიაჟი და ტანისამოსი შეისწორა და თავად ისევ მონატრებულ მამაკაცს დაუბრუნდა.
იოანმა იცოდა, რომ წასვლის დრო იყო, თუმცა საყვარელ ქალთან ასე მარტივად განშორება არ შეეძლო, ამიტომ დაძაბული იჯდა სავარძელში და უხერხულებისგან თითებს ათამაშებდა.
-ყავას არ დალევ?-თავისდაუნებურად იკითხა მატილდამ და გონებაში მაშინვე საკუთარი თავის კრიტიკას მოჰყვა.
-კი, სიამოვნებით.-ღიმილნარევი ხმით უპასუხა და შვებით ამოისუნთქა. ახლა უკვე ჰქონდა დარჩენის მიზეზი... მთავარია მიზეზი ჰქონდა და რა მნიშვნელობა აქვს ეს ყავა იყო თუ სხვა რაიმე..
-ახლავე მოვიტან.-თითქმის სირბილით გავიდა სამზარეულომდე.
ჩაიდანს მაშინვე შეუნთო და სკამზე მოთავსდა.
ვერაფრით უმკლავდებოდა იმ მიზიდულობას, რაც იოანის მიმართ ჰქონდა..
ყოველ წამს უკითხავდა საკუთარ თავს ლექციებს, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა, რადგან იოანის ერთი მზერა და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა..

ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და თავად სავარძელზე, მამაკაცისგან ოდნავ მოშორებით მოთავსდა.
-ბავშვები როგორ არიან?-უხერხული სიჩუმისგან თავის ასარიდებლად იკითხა მატილდამ, თუმცა მარტო ესეც არ იყო, გულრწფელად ღელავდა ტანიასა და ლისენიაზე.
-კარგად, მე მგონი კარგად..-დაეჭვებით უპასუხა იოანმა და ნაძალადევად გაიღიმა.
-ელიაზე უთხარი?
-ლისენია ამას საერთოდ ვერ გაიგებს.. ამიტომ რა თქმა უნდა არც მითქვამს. ტანიამ იცის რომ აქ პატარა ძმა ჰყავს, თუმცა ამის არ სჯერა.-ხმით ჩაიცინა იოანმა.
-არაუშავს, ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებენ.. იმხელა სტრესი გამოიარეს, ჟრუანტელი მივლის რომ მახსენდება.. თუმცა მათ შენ ჰყავხარ, მე კი დარწმუნებული ვარ რომ შენ მათ ცხოვრებას გააფერადებ.-მატილდა არ წყვეტდა საუბარს, ათას დაგროვილ სიტყვას არახუნებდა ერთმანეთზე, თუმცა იოანი მას პირველი ორი წინადადების შემდეგ საერთოდ აღარ უსმენდა.

ორივე თვალით მიშტერებოდა მატილდას მკერდს და მისი თვალებიდან გადმოსული ცეცხლით წვავდა ქალბატონის სიშიშვლეს..
გონებაში გაუჩერებლად უტრიალებდა მატილდას აბრეშუმივით კანზე შეხება და ხმის ამოღებას საერთოდ ვეღარ ახერხებდა.. მხოლოდ ნერწყვს ყლაპავდა მიყოლებით, დახრჩობამდე..
მატილდა იოანის მზერამ მოულოდნელად დაადუმა, თავადაც იგრძნო, რომ მამაკაცი მის ერთ სიტყვასაც კი ვერ იგებდა და გაჩუმდა, გაიყინა.. იოანის განცდებს, რა თქმა უნდა, მიხვდა, საკმაოდ კარგად იცნობდა მამაკაცს. დაიბნა და თვალების ცეცებას მოჰყვა.
კიდევ უფრო მიიზიდა იოანმა, მის თვალებში კითხულობდა ვნების ნაპერწკლებს და ეს აგიჟებდა, ამას ჭკუიდან გადაჰყავდა.
სიცხე იგრძნო, ეგონა ოფლში იწურებოდა.. გაშლილი, გრძელი თმა ხელით აიწია მაღლა და მამაკაცის მზერისგან დამწვარი სხეულის გაგრილებას შეუდგა.. იოანი კიდევ უფრო გაამხეცა ამ სანახაობამ.
უნდოდა გრძელი თითები ჩაევლო მატილდას თხელი, მაღალი კისრისთვის, თავი მისკენ დაეხრევინებინა და ტუჩებზე ტუჩებით შეხებოდა..
ხელის გულები ისევ გაუოფლიანდა მამაკაცს, შარვალზე შეიწმინდა მოურიდებლად და ისევ წარმოდგენილ სანახაობას მიუბრუნდა ტუჩების ლოკვით..

ამ წუთებში ისინი სრულ აღმაფრენას გრძნობდნენ, მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთთან შეხებას ვერ ბედავდნენ, ერთმანეთისთვის ყურებაც საკმარისი იყო მათთვის..

იოანის ტელეფონი აწკრიალდა, რამდენიმე წამი ყურადღებას არცერთი აქცევდა, ბოლოს ორივე გამოფხიზლდა, იოანმა ხელი ჯიბისგენ წაიღო და არც დაუხედავს ისე უპასუხა ზარს. თვალები კი ისევ მატილდასთან დარჩა..
-გისმენთ.-ამდენხნიანი სიჩუმისა და ვნებისგან ხმა ჩაუწყდა, ამიტომ რამდენჯერმე დაახველა და გამოსწორებას შეეცადა.
-იოან, თეონა ვარ..-ღიმილნარევი ხმით დაიწყო გოგონამ საუბარი.
-ხო, თეონა, გისმენ.-ასევე კეთილგანწყობით უპასუხა იოანმა.

მატილდას სახეზე ალმური მოედო.. ამ სახელის გაგონებაზე ყელში ბურთი გაეჩხირა.. გაახსენდა რომ იოანს სახლში სწორედ თეონა ელოდა.. ისიც გაახსენდა კატიამ რომ უთხრა, თუ ერთმანეთი მოეწონათ, მშვენიერი წყვილიაო.. ეჭვიანობამ ისე აიტანა, მზად იყო იოანისთვის თვალები დაეთხარა გრძელი ფრჩხილებით.. მიმიკებს კონტროლს ვერ უწევდა, თავის დასამშვიდებლად ყავა აიტაცა ხელში და მთლიანად გადაკრა..

-გოგონებმა გაიღვიძეს, ლისენია ისევ მივაძინე, ბოლომდე არც იყო გამოფხიზლებული და მგონი ვერც მიხვდა ვინც ვიყავი.-ხმით ჩაიცინა თეონამ.-ტანია კი ადგა, შევთავაზე შენთან დარეკვა, მაგრამ არ მინდაო, მგონი გაბრაზდა სახლში მხოლოდ მე რომ დავხვდი..
-ესეიგი მაინც გამიბრაზდა.-იოანმაც სიცილით დაიწყო ლაპარაკი.
-კი, განაწყენებულია.
-20 წუთში მოვალ, თუ რამე შეიცვალა დამირეკე.
-კარგი, გელოდებით.-კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი, ერთი სული ჰქონდა იოანი სახლში დაბრუნებულიყო..

-უნდა გავიდე.-მაშინვე წასასვლელად წამოიმართა იოანი.
-წადი.-მატილდამ ფეხები სავარძელზე აალაგა, იდაყვებით დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო და ისე უპასუხა, ზედაც არ შეუხედავს მისთვის.
-რამე მოხდა?-თავი მის თავთან ახლოს მიიტანა, ეცადა თვალებში შეეხედა.
-რა უნდა მომხდარიყო? წადი, გელოდება თეონა.-ხელით კარისკენ მიუთითა და თავი უკან გასწია მისი სუნი ასე მძაფრად რომ არ ეგრძნო.
იოანმა საპასუხოდ მხოლოდ გაიცინა.
-რა გაცინებს?-ამაზე უფრო აენთო მატილდა.
-მეცინება, ისევ რომ ეჭვიანობ, პატარა ბავშვივით.
-ვეჭვიანობ?-მატილდამაც ხმამაღალი სიცილი ატეხა.-ალბათ ძალიან გინდა რომ ეგრე იყოს.
-იცი მე რა მინდა?-სერიოზული სახით ჰკითხა იოანმა და თვალი მის ტუჩებს მიაშტერა.
-რა გინდა?-გაღიზიანებულმა იკითხა მატილდამ..
იოანი მისკენ დაიხარა, მისი თავი ხელში მოიქცია და მოწყურებული დააცხრა მატილდას სველ ბაგეებს..
თავს ვერ აკონტროლებდა, ამდენი ხნის სურვილის შემდეგ, ისევ იგრძნო საყვარელი ტუჩების გემო, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, ხელები წელზე შემოხვია და თავისკენ კიდევ უფრო მიიზიდა..
მატილდას ტკივილნარევი სიამოვნებისგან რამდენჯერმე აღმოხდა ხმამაღალი კვნესა, თავიდან ბოლომდე მიენდო იოანს, თანახმა იყო ის მომხდარიყო, რასაც მამაკაცი ისურვებდა..
მოულოდნელად იოანი გაჩერდა.. ჯერ ტუჩები მოაშორა მატილდას, შემდეგ ხელები, ოდნავ უკანაც დაიხია..
ტუჩიდან ახლად წამოსული სისხლი ხელით შეუმშრალა სასურველ ქალს და წელში გასწორდა.
მატილდა გაოცებული უყურებდა იოანს,კიდევ უფრო დაბერილი ტუჩებით.. ვერაფრით ხვდებოდა რატომ გაჩერდა შუა გზაში, თავს დამცირებულადაც კი გრძნობდა.

-ასე ერთხელ უკვე დაიწყო..-ხმა ჩახრენწილმა, ძლივს ამოიღო ხმა იოანმა და სახით მატილდასკენ შეტრიალდა.-მაგრამ არ გაამართლა.. სექსი არ გვექნება, იქამდე , სანამ არ მეტყვი რომ გიყვარვარ.-ხმით ჩაიცინა და მატილდას გააფთრებული სახის გამხიარულებას შეეცადა ნიკაპზე რამდენიმე სულელური შეხებით.
-ამას არასდროს გეტყვი!-თავის თავში დარწმუნებულმა უპასუხა მატილდამ, თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა.
-მაშინ არასდროს გვექნება სექსი და ამ ვნების შენში ჩაკვლა მოგიწევს.-ისევ გაიცინა..
-რომელი ვნების? შენ მართლა გგონია რომ შენ მიმართ რაიმე გრძნობა დამრჩა?-ირონიულად უპასუხა მატილდამ.
-მაშინ რატომ მაკოცე?
-მე გაკოცე? შენ თვითონ მომახტი.-ფეხზე გაცოფებული წამოხტა მატილდა.
-და შენ უარი მითხარი?-იოანიც წამოდგა და მატილდასთან ძალიან ახლოს დადგა.
-ჯობს წახვიდე, თეონა არ ალოდინო.
-მივდივარ.-ტანსაცმელი შეისწორა იოანმა და კარისკენ დაიძრა.
-ელიას ხვალ გამოვუვლი.-მატილდასკენ არც შეტრიალებულა , თავისთვის ჩაილაპარაკა. მხოლოდ კარის გამოღებამდე მობრუნდა , კიდევ ერთხელ შეათვალიერა წითელ კაბაში გამოწყობილი მატილდა და კარი გამოაღო.
-გოგოებს აკოცე ჩემგან, განსაკუთრებით თეონას.-ჯიჯღინი კიბეებზე დააწია , კარი მიიჯახუნა და სახლში გულანთებული შებრუნდა.
ცოტახანს გაშეშებული იჯდა, შემდეგ კი ტელეფონი მოიმარჯვა....

-კატია!
-მძინავს, მერე დაგირეკავ.-ძლივს ამოილუღლუღა კატიამ.
-რა დროს ძილია შენ ხო არ გაგიჟდი?
-მეძინება და მძინავს მატილდა, რა ჯანდაბა გინდა?-საბოლოოდ მაინც გამოფხიზლდა..
-იოანი იყო ჩემთან.-მორიდებულმა თქვა მატილდამ და ლოყები აუწითლდა.
-უკვე??? მოიცა მთელი დღე მეძინა?-ლოგინზე წამოჯდა კატია.
-თეონასთან წავიდა..
-მაგის სათქმელად გამაღვიძე?
-ღმერთო კატია კიდევ უფრო სიმპატიურია!
-ამის სათქმელად მირეკავ?-ყურებს არ უჯერებდა გაცოფებული კატია.
-გამოფხიზლდი ძროხა!!! ვერ გაიგე რას გეუბნები??? -ხმას აუწია მატილდამ.-კიდევ უფრო სიმპატიური იოანი, ჩემი იოანი, ჩემი ელიას მამა ჩემთან მოვიდა, დორბლები მადინა და მხოლოდ იმიტომ რომ ბოლოს თეონასთან წასულიყო, ახლა გაიგეე???
-მატილდა თეონასთან არა, თავის სახლში წავიდა, თავის შვილებთან!
-იმ მახინჯმა დაურეკა! ყველაფერი კარგად იყო სანამ ის არ დარეკავდა.
-გთხოვ ამდენ სისულელეს ნუ მასმენინებ, ძილს ვიბრუნებ, რომ გავიღვიძებ დაგირეკავ.
კატიამ ტელეფონი გათიშა.. იმედგაცრუებულმა მატილდამ აღარ იცოდა ვისზე ეყარა ჯავრი, ხან ტელეფონს მიადგა, ხან სკამებს, სავარძლებს..
ბოლოს ძლივს დაიბრუნა სიმშვიდე და ელიას მიუწვა..

*
-საჭმელს არ შეჭამ?-შინაურულად იკითხა თეონამ და იოანს გვერდით მიუჯდა.
-არა, არ მშია, მადლობა.-მზრუნველობა ესიამოვნა მამაკაცს, თბილად გადახედა ახალგაზრდა ქალბატონს და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.
-გამიხარდა გოგონებმა რომ თბილად მიმიღეს.. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, დიდი სტიმულია.-ლაპარაკის წამოწყებას შეეცადა თეონა.
-მეც მიხარია.-მოკლედ უპასუხა იოანმა.
-მინდოდა გოგოები სადმე წამეყვანა, მაგრამ დღეს დაღლილები არიან.. იქნებ ხვალ გავასეირნო? აქაურობა დავათვალიერებინო. რას იტყვი?-თეთრი კბილები მიანათა უფროსს.
-კი შეიძლება, ოღონდ პირველ ეტაპზე მარტო ვერ გაგიშვებთ , სწორად გამიგე.. არ ვენდობი ამ ქალაქს.
თეონას თვალები გაუბრწყინდა სიხარულისგან, ყველაზე მეტად სწორედ ამის გაგება უნდოდა.. სულ რამდენიმე წამში წარმოიდგინა როგორ სეირნობდნენ ოთხივე ერთად , სანახაობამ დიდი სიხარული მოჰგვარა. გული გამალებით უცემდა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
-ძალიან კარგი! მიხარია შენც თუ წამოხვალ.-ემოციები ბოლომდე მაინც ვერ დამალა.

**
იოანი დილით ტანიას მოუსვენრობამ გააღვიძა. თუმცა დიდხანს არ უძინია, სულ რამდენიმე საათით..
ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ტანიასთან ერთად გავიდა სამზარეულოში, სადაც თეონა გაღიზიანებულ ლისენიას აჭმევდა.

-გამარჯობა.-თბილად მიესალმა თეონას, ლისენიას კი მიუახლოვდა და ოქროსფერ თმაზე თბილად აკოცა.
-დილამშვიდობის.-დარცხვენილად უპასუხა თეონამ და ხალათის შესწორებას მოჰყვა.-ტანსაცმლის ჩაცმა ვერ მოვასწარი.
-ის გეცვას რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.. მე ვაჭმევ, როგორც ჩანს ვერ არის ხასითზე.
ხელიდან ჯერ კიდევ თბილი ფაფა გამოართვა და პატარას მიუჯდა.
თეონა ტანიასთვის საჭმლის მომზადებას შეუდგა.

-მა, დღეს სადმე წავალთ?-ტუჩგადმობრუნებულმა იკითხა ტანიამ.
-კი მა, ვისაუზმოთ, მოვწესრიგდეთ და წავიდეთ.
-სად წავალთ?-ბედნიერმა გოგონამ ტაში შემოკრა და მამას მკლავზე დაეკიდა.
-ჯერ ელიას გავუვლით, შემდეგ სადმე გავისეირნებთ, იქ სადაც შენ მოგინდება.-ლოყაზე კბენით აკოცა და ლისენიას მიუბრუნდა.
ელიას გაგონებაზე თეონამ ყურები დაიგრძელა, მან მატილდასა და იოანის ურთიერთობაზე საერთოდ არაფერი იცოდა, ამიტომ ვერც ელია ახსნა გონებაში, კითხვის დასმა უნდოდა, თუმცა ვერ გაბედა, არ უნდოდა უზრდელად ჩაეთვალა იოანს.

*
-ბავშვი გაამზადე, ნახევარ საათში მოვალ და წავიყვან.
-სად წაიყვან?
-გოგოები მიმყავს სასეირნოდ, ელიასაც წავიყვან მათთან ერთად. იმედია წინააღმდეგი არ ხარ.
-აა.. არა.. წაიყვანე..-ენის ბორძიკით უპასუხა მატილდამ.
-კარგი.

ტელეფონი კომოდზე მოათავსა, ელიას რამდენჯერმე აკოცა და მისთვის ტანსაცმლის მომზადებას შეუდგა.
მალევე შეურჩია პატარას ტანისამოსი.
დარწმუნებული იყო რომ იოანი მასაც სთხოვდა წაყოლას, ამიტომ როგორც კი ელიას გამზადება დაასრულა, ახლა თავისი თავის მოწესრიგებას შეუდგა..
როგორც ყოველთვის ახლაც მომხიბლავად გამოეწყო, და კარზე ზარის ხმაც გაისმა..

სტუმრების რაოდენობამ, მოლოდინს გადააჭარბა.

ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი მომღიმარი გოგონები, რომლებსაც გვერდს სპორტული აღნაგობის მამაკაცი უმშვენებდათ, ხოლო მამაკაცის გვერდით ახალგაზრდა გოგონა იდგა, თავის თავში დარწმუნებული და კმაყოფილი...

-მობრძანდით.-ძალდატანებით თქვა მატილდამ და კარს მოშორდა.
პირველი , რა თქმა უნდა, ბავშვები შეცვივდნენ და მათ უფროსებიც მიჰყვნენ.

თეონა მატილდასკენ დამცინავი, აფერისტული ღიმილით გაემართა, წელზე ხელები შემოხვია და ისე ჩაეხუტა, თითქოს სამყაროში ერთადერთი იყო, ვინც უყვარდა..
-მატიი.. როგორ მომენატრე!!! ძალიან გამიხარდა შენი და იოანის ამბავი.
-რა ამბავი?-წარბაზედილმა იკითხა მატილდამ.
-თქვენი შვილის ამბავი.-დაბნეულმა უპასუხა თეონამ.

-თეონამ მითხრა რომ კარგად იცნობთ ერთმანეთს, გამიხარდა. რატომ არ მითხარი გუშინ?-საუბარში იოანი ჩაერთო, რომელიც ცდილობდა სამი ბავშვისთვის გაენაწილებინა ყურადღება და ეს ძალიან სასაცილოდ გამოსდიოდა.
-საიდან უნდა მცოდნოდა რომ თეონასთან გაქვს რაიმე შეხება? ამ ქალაქში უამრავი თეონაა.-გაღიზიანებისგან კანკალებდა მატილდა.

-კარგი, ჩვენ წავალთ, თორემ ესენი სახლში არ გაჩერდებიან.
-ყველა მიდიხართ?-თვალებში ცრემლები მოაწვა მატილდას იმედგაცრუებისგან.
-ხო , მივდივართ.-მოკლედ უპასუხა იოანმა და ელია ხელში აიყვანა.
-შეიძლება ერთი წუთით ცალკე დაგელაპარაკო?
-კი, რა თქმა უნდა.-იოანი მატილდას სამზარეულოსკენ გაყვა. თეონა კი ცოფებს ყრიდა , ვერ ეგუებოდა რომ მათ ლაპარაკს გამოტოვებდა.. თუმცა იოანის სიტყვები რომ მასსა და მატილდას შორის არაფერი ხდება , ამშვიდებდა და აგულიანებდა..
მისმა ინტერესმა იოანის მიმართ კიდევ უფრო იმატა.. მატილდას გამწარება მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობა იყო და ძალიან უხაროდა რომ ერთი გასროლით, ორ კურდღელს მოკლავდა..

-გისმენ.-მაგიდას მიეყრდნო იოანი და მატილდას თვალებში ჩააშტერდა.
-არ მინდა ეს გოგო შეეხოს ჩემს შვილს!-თითქმის იკივლა მატილდამ!
-გააფრინე?-სამზარეულოს კარი მიკეტა იოანმა და ისევ გაცოფებულ მატილდას მიუბრუნდა.
-ვეზიზღები! ვერ მიტანს! ყველაფერს ჩემს გასამწარებლად აკეთებს!-სიბრაზეს ვერ მალავდა მატილდა.
გაოცებულმა იოანმა ტუჩებზე ხელები ააფარა.
-გონებას მოუხმე! და წესიერად ილაპარაკე ადამიანზე , რომელიც გვერდზე ოთახშია!-მკაცრად უპასუხა და სახიდან ხელი მოაშორა, მატილდას ეს კიდევ უფრო ეწყინა..

-ჩემი არ გჯერა?
-რისი უნდა მჯეროდეს? რომ თეონას ეზიზღები? მსგავსი არაფერი შემიმჩნევია მატილდა! პირიქით, იმას უფრო ვამჩნევ რომ შენ გეზიზღება! ახლა კი თუ შეიძლება წავალ, არ მინდა ბავშვები ვალოდინო. და მსგავსი სცენები აღარ გამიბედო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და უხეშად მოშორდა..

მატილდამ თვალზე მომდგარი ცრემლები გადაყლაპა, ძალები მოიკრიბა და მისაღებში გავიდა..
ტანიასა და ლისენიას თბილი ჩახუტებით დაემშვიდობა, ელიას ბევრჯერ აკოცა..
თეონასა და იოანისთვის კი ხმა არ გაუცია, ისე გაააცილა..

თავს ძალიან დამცირებულად გრძნობდა, ჩანთასა და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და კატიასთან გაემართა.

-შემოდი.-კარი ხალათში გამოწყობილმა კატიამ გაუღო.
-მარტო ხარ?
-ხო, ლაშა რაღაც საქმეზე გავარდა დილიდან. წაიყვანა იოანმა ელია?
-კი..-ხვნეშით უპასუხა მატილდამ.
-შენ რატომ არ წახვედი?
-ჰაჰ.. მე?-სიცილით უთხრა და კატიას წვენი მოსვა.
-ხო შენ..
-ვიღას ვახსოვარ მე?? მე მგონია ბიჭი ჩემზე დარდით გაილია რუსეთში მეთქი, და ეს კიდე ისე მექცევა , თითქოს მე დამეშავებინოს რამე!
-წესიერად მოყევი.
-დამადგა თავის თეონასთან ერთად! წაიყვანა ბავშვი და წავიდა. ვუთხარი არ მინდა ეს გოგო ჩემს შვილს შეეხოს , ვერ მიტანს, ვეზიზღები -მეთქი, და აქით გეზიზღება , მსგავსი არაფერი შემიმჩნევიაო! ის კუდიანი გამოიყვანა ანგელოზი, და მე ისე მელაპარაკა...
-კარგი მატი, დამშვიდდი! ემოციებს ყვები უაზროდ.. ასეც ვიცოდი რომ ეჭვიანობა ბოლოს მოგიღებდა..-ჩაიცინა კატიამ.
-ეჭვიანობა?-ახლა მას დააცხრა თავზე..-რა ეჭვიანობა? რა შუაშია ეჭვიანობა?
-ხო კარგი.. კარგი..-აკაკანდა კატია..

-შენ რა ქენი ბოლოს და ბოლოს? აღარ აპირებ ტესტის გაკეთებას?
-დღეს ღამე მე და ლაშა საზეიმო ვითარებაში გავიკეთებთ ტესტს.-ისევ განაგრძო სიცილი კატიამ.
-ჯერ შენ გენახა..
-ლაშას უნდა რომ დაესწროს ამ ცერემონიას.
-აი ზუსტად ვიცი რომ ორსულად ხარ! თვალები გაუშტერდა სიხარულისგან მატილდას.. ყველა ტესტზე ჭკვიანი ვარ მე, ხო იცი.

გოგოებმა ბევრი იჭორავეს , მატილდამაც გული მოიფხანა ლაპარაკით.. ცოტა დამშვიდდა, ახლა უკვე ცივი გონებით აფასებდა მოვლენებს.

-სად ხარ?
-კატიასთან. უკვე მოდიხართ?
-სახლთან გელოდები.
-წინასწარ რატომ არ დამირეკე?-უცებ დაფეთდა მატილდა.-ელია ხომ კარგად არის?
-კარგად არის მატილდა. წამოდი , გელოდებით.

-უნდა წავიდე, მოუყვანია უკვე..
-აბა შენ იცი!-მხარზე ხელი სიცილით მიარტყა.
მატილდა ორ წუთში უკვე კარებთან იდგა.
-კატია, ღამის სამი საათიც რომ იყოს, დამირეკე და ტესტის პაახუხი მითხარი.
-ვიცი ჩემო გოგო, დაგირეკავ აბა რას ვიზამ..

სადარბაზოსთან მოსეირნე მამა-შვილი მანქანიდანვე შენიშნა მატილდამ.
მათკენ სირბილით გაექანა..
ელია დედის დანახვამ ძალიან გაამხიარულა, მაშინვე სიცილს მოჰყვა..
-მოენატრე..-მათ შემხედვარეს თბილად გაეღიმა იოანს.
-ხშირად არ უწევს ჩემ გარეშე ყოფნა, მიჩვეული არ არის.. კარგი წავალთ ჩვენ.-ბავშვის ნივთები გამოართვა და კიბესკენ დაიძრა.
-დავემშვიდობები..
იოანმა ელია თბილად ჩაიხუტა, რამდენჯერმე აკოცა ფრთხილად და ისევ დედას დაუბრუნა.
მატილდასთან დამშვიდობებასაც აპირებდა, უნდოდა მაგრად მოეხვია საყვარელი ქალისთვის ხელები, თუმცა თეონას შემოჭრამ გაშვერილი ხელები ჰაერშივე გაუყინა..
-იოოო..-ბავშვური სიბრაზით მიეხუტა იოანს და ტუჩები დაბრიცა.
-გისმენ თეონა.
-მალე წავიდეთ რა.. დაიღალნენ გოგოები, ვეღარ ვაჩერებ მანქანაში.. მეც დავიღალე..
-ხო, წავიდეთ... კარგად მატი, ხვალაც მოვალ, ცოტახნით მაინც ვნახავ ელიას.
-კარგად იოან! ხვალ თუ გინდა აღარ მოხვიდე, ოთხი ბავშვი შენთვისაც კი ზედმეტია..-ხმამაღლა გაიცინა , თეონა ფეხებიდან თმის ღერამდე აათვალიერ -ჩაათვალიერა და სადარბაზოში შევიდა.
თეონას დამშვიდობება და მისი ქუსლების კაკუნის ხმა, ლამის სახლის კარამდე გაყვა..

____________________
დაგიბრუნდით..❤️
ბოდიში ყველას ვინც ამდენხანს ელოდა გაგრძელებას..❤️
იმედია მოგეწონათ, აზრები გამიზიარეთ.❤️
კატეგორია: რომანი | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 299 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
Zalian agvianebb. Male dade ra
avatar
0 Spam
2
მადლობა რომ კითხულობთ.. დავდებ მალე❤️
avatar