სასიყვარულო გზები
02.09.2018, 17:56
თოვდა... ღამე იყო, ლამპიონები ძლივს ანათებდნენ იქვე მახლობლად კი იდგა ბიჭი, რომელსაც გაყინული ხელები ჩაეწყო ჯიბეში. მის გვერდით იდგა გოგო რომელიც აკვირდებოდა ბიჭს, თითქოსდა უნდოდა გაეცნო გაეგო მის შესახებ თუ რატომ იდგა დამწუხრებული ქუჩაში, მაგრამ ბიჭი შებრუნდა და გაუყვა გზას.. გოგონა გაყვა სახლამდე, ცოტა ხანში მიუახლოვდა მის ფანჯარას და დაინახა მისი წერილები თუ როგორ წერდა დედამისს რომ არავის მოსწონდა ლეიკემიით დაავადებული, დედამისი კი ამშვიდებდა რომ უმკურნალებდა და გამოჯანმრთელდებოდა.. (როგორც გოგონა მიხვდა დედა იტალიაში იყო)
ექიმებმა იცოდნენ რომ 2 თვე იცოცხლებდა ეს ბიჭი მაგრამ არ უთხრეს რადგან ინერვიულებდნენ. ერთ დღეს ბიჭი მიდის კაფეში სადაც ეს გოგო დადის ყოველდღე, ამ დროს გოგონა ყავით ხელში შემთხვევით დაეჯახა ბიჭს, და გადააქცია ყავა, გოგონა ცდილობდა სიტუაცია გამოესწორებინა და ბიჭმა უთხრა: ნუ წუხარ არაუშავს.. გოგონამ ღიმილით შეხედა და სახლში დაბრუნდა. მეორე დღეს ისევ შეხვდნენ მაღაზიაში და ბიჭმა შესთავაზა რომ დაეპატიჟა კაფეში, გოგო დათანხმდა და საღამოს შეხვდნენ კაფეში და აქ გაიცნეს ერთმანეთი, ბიჭმა მოუყვა თავისზე რომ მას ლეიკემია ჰქონდა,ამაზე გოგოს რეაქცია არ ჰქონდა რადგან მან უკვე იცოდა ეს ამბავი,შემდეგ უთხრა რომ მამა გარდაცვლილი ყავდა, რომ ომში დაეღუპა და დარჩა მარტო, გოგომაც უამბო თავის შესახებ რომ მისი მშობლები გაშორებულები იყვნენ და ასე გაგრძელდა დიალოგი დიდხანს... ისხდნენ გათენებამდე და იმ დღის შემდეგ ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი, გადიოდა წამი,წუთი,დრო და ამასობაში გავიდა ერთი თვე გავიდა ორი თვე. (მეორე თვემდე ორი დღით ადრე) ახლა გოგო და ბიჭი არიან ერთ პატარა მყუდრო კაფეში და საუბრობენ სიყვარულზე, ამ დროს ბიჭმა უთხრა მე რომ მოვკვდე ნეტავ რა იქნება ნეტავ რა შეიცვლება შემდეგ ნეტავ ვის ეწყინება? გოგონას არ უნდოდა მისი დაკარგვა და აჩუმებდა სულ.(გაგრძელება....) დღე მეორე გოგონა მიდის ბიჭთან და დაინახავს მის ნაწერებს.. შედის მის სახლში.. ათვალიერებს მის ოთახს.. და ბოლოს...
ხედავს რომ მის ოთახში საცოდავად გდია ძირს.. გოგონას თვალები უცრემლდება ტირის მთელი გულით, მივიდა, მოეფერა, დაჯდა და მთელი დღე იქ გაატარა მთელი დღე ტიროდა.... გამთენიისას თოვდა, რომ გავიდა სახლიდან გზაზე გადადიოდა და შემთხვევით ფეხი დაუცდა ყინულზე და მანქანამ გაიტანა ასე დასრულდა სასიყვარულო გზები...
კატეგორია: რომანი | დაამატა: Crazy
ნანახია: 214 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.3/3
სულ კომენტარები: 0
avatar