Scared of being lonely (1)
03.08.2017, 23:35
შემიძლია დავიფიცო, ვერ იტანდა ზაფხულს. იმ სიცხიან დღეებს, სეზონის განმავლობაში რომ ემალებოდა. სახლში გამოიკეტებოდა და შემდეგ, მისი ადგილიდან დაძვრა ძალიან რთული იყო. სახლში უაზროდ ყოფნამაც კი დაღალა, ხან ერთი სერიალის გამო მთელ ღამეს გაათენებდა, ხან კი ლეპტოპში „უორდის“ ფაილს გახსნიდა და ცდიდა რამე დაეწერა, მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა. ჯერ კიდევ ტრამვირებული იყო და ვერაფერს უხერხებდა განვლილ წლებს. აღარც მუზა ჰყავდა და აღარც ის სიტყვები დაფრინავდნენ მის გონებაში, ერთ დროს ქაოსურად რომ მოძრაობდნენ.
შემდეგ, ვერაფერს რომ გახდებოდა, წიგნს დასწვდებოდა და კითხვით გაჰქონდა დრო. დრო, რომელიც ისე გაწელილიყო, ხუთ ზაფხულს ერთად უდრიდა.
-ჯო, საუზმე მზადაა, ჩამოდი. - დილაადრიან დის ძახილმა გამოაღვიძა. თვალები რომ ჭყიტა, ერთი კი გაიზმორა, თავი მოიწესრიგა და სირბილით ჩაუყვა თხუთმეტ საფეხურიან კიბეს.
-დილა მშვიდობისა, -მიესალმა და მაშინვე მაგიდას მიუჯდა.
დღეს მხოლოდ ორნი იყვნენ.
-სემი ადრე წავიდა? -ჰკითხა, თან შემწვარ კვერცხს დასწვდა და თეფშზე გადმოიღო.
-არც მოსულა, -მშრალი პასუხო მიიღო.
სადაცაა პირველი ლუკმა პირთან უნდა მიეტანა, დის პასუხმა ყურადღება რომ გადაატანინა.
-რა მოხდა?-ლამის პირი ღია დარჩა. მიხვდა, მათ შორის რაღაც რიგზე ვერ იყო.
არაფერიო, ერთი კი თქვა შერილმა, მაგრამ ვინ დაუჯერა!
-იკამათეთ?
-არა.
-შერილ!
-ჯო!
-მიპასუხე, -ჩააცივდა.
-კარგი, -შერილმა ამოიოხრა, დანა-ჩანგალს თავი მიანება და ჯოს შეხედა, -მგონი ვიღაც ჰყავს, -პასუხთან ერთად ამოიოხრა და მაშინვე დანაღვლიანდა.
-ვის? სემს? -ჯოს ლამის სიცილი წასკდა, მაგრამ დის სერიოზულ სახეს რომ შეეჩეხა, დასერიოზულდა. -ვაუ, მეგონა ლუზერი იყო, -სრული სერიოზულობით დაამატა და საუზმეს მიუბრუნდა.
-ჯო!
-კარგი, კარგი, -დანებების ნიშნად ხელები მაღლა აღაპყრო. -მაგრამ მართლა ლუზერი მეგონა, -გულწრფელად უპასუხა.
სემი და შერილი სამი წლის განმავლობაში იყვნენ ერთად, ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, ბევრს რომ შეშურდებოდა, ახლა კი... ახლა კი რაღაც ძაფი გაწყდა. ჯოს თქმით, შერილიც და სემიც, ორივენი ლუზერები იყვნენ, ვერ წარმოედგინა სამი წლის განმავლობაში ერთ ადამიანთან ცხოვრება. ჯოს ერთი კვირის მანძილზე ხან ერთი მოსწონდა, ხან მეორე და ასევე მისი თქმით, შინაბერა დარჩენა ერჩივნა ერთ ადამიანთან მთელი ცხოვრების გატარებას.
-შერ, არა მგონია სემს ვინმე ჰყავდეს, დაელაპარაკე და გაარკვიეთ, და თუ ვინმე ჰყავს, დამიჯერე, შენი ღალატისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება, -თვალის ჩაკვრით დაასრულა და როგორც იქნა, საუზმობას რომ მორჩა, იდაყვები მაგიდაზე დაალაგა და დას მიაჩერდა.
როგორც უკვე ვახსენე, სიყვარულის გურუ არ იყო, მაგრამ ის მაინც არ მოსწონდა, დის სახეზე ღიმილი რომ გამქრალიყო. უფროს დაზე ისე ღელავდა, როგორც არასდროს არავინ. ჯერ კიდევ მაშინ, შერილი მეხუთე კლასში რომ გადავიდა და ჯო კი პირველში შევიდა, იქიდანვე გამოუჩნდა უმცროს დას საზრუნავი. შერილს არავისი მზრუნველობა სჭირდებოდა, მით უმეტეს, უმცროსი დის, მაგრამ ჯოს გონებაში ისე ჰქონდა გამჯდარი მზრუნველი ხასიათი, რომ შეცვლის გზას ვერ პოულობდა. ყველაფერი ჯოს კისერზე გადადიოდა, მიუხედავად იმისა, უფროსი და მის დაცვას რომ ცდილობდა, მაინც ჯო რჩებოდა ბოლოს ტრამვირებული, მაგრამ ერთი შეხედვით ისეთი უდარდელი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვერც კი იფიქრებდით, ამ გოგონას ტირილი საერთოდ შეეძლო თუ არა.
მაგიდა რომ აალაგეს, უსაქმურობისაგან არც კი იცოდნენ რა ექნათ და სწორედ მაშინ, ფილმის ყურება რომ გადაწყვიტეს, კარზე ზარის ხმა გაისმა.
-გავაღებ, -თქვა ჯომ და მაშინვე წამოდგა.
ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედა, როგორც იქნაო, თქვა და კარი ჩვეული ღიმილით გაუღო.
-გამარჯობა, ჯო, -სემმა ღიმილით გადაკოცნა შეყვარებულის და და შეუპატიჟებლად შევიდა.
-იქნებ ოდესმე მაცადო შემოპატიჟება, -წარბაწევით გასძახა უკვე მისაღებ ოთახში გასულ სემის და კარი ხმაურიანად მიხურა.
მათ რომ შეუერთდა, რომელიმესთვის რამის თქმას აზრი არ ჰქონდა, თავისი საქმე გასჭირვებოდათ, ჯოს საყვედურები კი არა.
-გავისეირნებ, თუ დამაგვიანდა, არ იღელვოთ, -სანამ კარიდან გავიდოდა, კი დაიბარა, მაგრამ სემი და შერილი უკვე კამათში გადასულიყვნენ და ჯოს აზრი აღარ ჰქონდათ. -კარგი, -ირონიული ღიმილით გადაავლო თვალი და სახლიდან გავიდა.
უფროსი და ზოგჯერ პატარა ბავშვს აგონებდა. ისეთ უაზრობებზე შეეძლო ეკამათა, ეგ კი არა, ის უკვირდა, სემი როგორ უძლებდა პატარა ბავშვის წუწუნს. ერთი დღით გადაიკარგა და მაშინვე ეჭვიანობამ შემოუტია.
გარეთ რომ გავიდა, მცხუნვარე მზემ ხასიათი გაუფუჭა. სხვა გზა არ ჰქონდა, ისინი მარტო უნდა დაეტოვებინა, თორემ სხვა მხრივ ასეთ ამინდში გარეთ თითსაც ვერ გააყოფინებდით.
-კაფეში ხარ? -მეგობარმა ყურმილი როგორც კი აიღო, მისალმების გარეშე ჰკითხა.
-კი.
-ათ წუთში მანდ ვიქნები, -ახარა თუ არა, მაშინვე გამორთო და ნაბიჯებს აუჩქარა.
ამანდას კაფე მისი მეორე სახლი იყო. ზოგჯერ იმასაც კი ეჭვობდა, რომ ამ კაფეში უფრო მყუდროდ იყო, ვიდრე სახლში!
-კეთილი იყოს ჩემი მობრძანება, -კაფეში რომ შევიდა ხმამაღლა წამოიძახა და კლიენტების გაკვირვებული მზერა რომ შეამჩნია, ჩაიცინა და ბართან მდგომ მეგობარს მიუხოვდა.
-ოდესმე დასერიოზულდები? -სიცილით გადაეხვია მეგობარი.
-სერიოზულობა არ მაკლია, უბრალოდ სიტუაციას გააჩნია. -თვალი ჩაუკრა და ბარის სკამზე ჩამოჯდა.
-ნიიკ, -ბარის უფროსსა და ამავდროულად მათ საერთო მეგობარს რომ მოჰკრა თვალი, ხელის ქნევით მიესალმა.
-საგიჟეთიდან გამოქცეულიც მოსულა, -ღიმილით წამოვიდა ნიკი და ჯო გადაკოცნა. -მიკვირს, ასეთ დროს აქ რომ გხედავ, -ამანდას გვერდით ამოუდგა და ბარის მაგიდას დაეყრდნო.
-ფაქტობრივად სახლიდან გამომაგდეს, -თვალები აატრიალა ჯომ და ნიკის მიერ გამოწვდომილ კოქტეილს დასწვდა.
-არ მიკვირს, -ეშმაკურად აათამაშა ამანდამ წარბები, შემდეგ კი შეკვეთის ჩასაწერად იმ წამს შემოსული კლიენტისაკენ წავიდა.
-დღეს ღამით გცალია? -ჰკითხა ნიკმა და გოგონას მიაჩერდა.
კარგი მეგობრები იყვნენ, ზედმეტად კარგიც კი.
-პასუხების მოლოდინში ჩემი ყოველი დღე უსაქმურობითაა გაჟღენთილი, ამიტომ კი, მცალია.
-მგონი იჭრები, -იხუმრა ნიკმა, რაზეც საპასუხოდ მხაზე მუშტი მიიღო. -ვხუმრობ, -ჯოს რეაქციაზე გაეცინა. -დღეს ღამით მეგობრები ვიკრიბებით, ამანდასთან. მე, შენ, შერილი, სემი, სემის მეგობარი და ამანდა, რა თქმა უნდა. კარგ დროს გავატარებთ.
-სემის მეგობარი? -დაეჭვდა ჯო.
-ხო, კარგი ტიპია, მოგეწონება.
-მეეჭვება, სემის ყველა მეგობარი ლუზერია. მე კი ლუზერები არ მომწონს. -მხრების ჩეჩვით მიუგო, რაზეც ნიკს ჩაეცინა, დროებით დაემშვიდობა და შიდა სამზარეულოში სიტუაციის შესამოწმებლად გავიდა.
-იმედია ბეკონის ბუტერბროდი გექნება, - დაბრუნებულ ამანდას გამაფრთხილებელი ტონით მიმართა, რა ექნა, უყვარდა!
*
საღამოს რვა საათზე შერილი და ჯო უკვე ამანდასთან იყვნენ. შერილი და ამანდა ბუტერბროდებსა და სასუსნავებს ამზადებდნენ, ჯო კი მათი დაგემოვნების გარდა არაფერს აკეთებდა. მისი საშუალო სიგრძის ქერა, წაბლისფერში გარდამავალი თმა მაღლა აეწია და საქმიანი გამომეტყველებით დადიოდა ოთახში. დივანს მინიმუმ ოთხჯერ მაინც შემოუარა, მოუსვენრობისაგან. ის კი ვერ გაეგო რამ დააკარგვინა მოსვენება, მაგრამ ფაქტი იყო, ადგილს ვერ პოულობდა.
-ჯოოო, ეს უკვე მესამე ბუტერბროდია, -საყვედურით გასძახა შერილმა, "მოპარულ" ბუტერბროდზე და ჯოს უცოდველი ხმა რომ გაიგო, რომელიც გაიძახოდა, ჩემგან რა გინდა, ადგილიდან არ გავნძრეულვარო, ორივეს ჩაეცინათ.
ბეკონის ბუტერბროდზე გიჟდებოდა და რამდენიც უნდა ეჭამა, არაფერი ეტყობოდა. ერთ ჭამაზე ალბათ ხუთს მაინც შეჭამდა. მსუნაგი იყო და ამის გამო შენიშვნასაც იღებდა, მაგრამ ვის ადარდებდა!
-მე გავაღებ, -ზარის ხმა რომ გაისმა, წამოიძახა და ლამის ხტუნვა-ხტუნვით გავარდა კარისკენ.
-საღამო მშვიდობისა, -ნიკი მიესალმა და მაშინვე შემოვიდა.
შეამჩნია სემის გვერდით მდგომი უცნობი. სემისგან განსხვავებით საშუალო სიმაღლის და საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი. ერთი წამით მზერა კი გაუშეშდა, შემდეგ კი, მობრძანდითო თქვა თუ არა, მაშინვე ზურგი აქცია და მისაღებში გავიდა.
-გოგოები სად არიან? -ნიკმა იკითხა.
-სამზარეულოში, -უპასუხა თუ არა, დინავზე ჩაეშვა და თითქოს გადაღლილმა თავი საზურგეს მიადო.
-არ შეირეგბულხართ? - მისაღებ ოთახში გაჩერებული სემი რომ შეამჩნია, დაწვრილებული თვალებით შეხედა.
-კი, მაგრამ...
-ლუზერი ხარ, -წინადადება არ დაასრულებინა ისე მოუჭრა.
სემის მეგობარს ჯოს ნათქვამზე გაეცინა, რის გამოც სემის მკაცრი მზერა დაიმსახურა.
-ხო ისე, მე დინი ვარ, -ჯოს ყურადღება რომ მიიპყრო, მაშინვე გამოიყენა შანსი და გაეცნო.
-ჯო, -ღიმილით მიუგო.
-მშვენიერია, ერთმანეთს გაუგებთ, -თვალების ტრიალით წამოდგა სემი და მარტო დატოვა.
-შენ თუ იტყვი, -უპასუხად არ დატოვა და სანამ თვალს მიეფარებოდა, მაინც მიაძახა.
მთელი სამი წლის მანძილზე ასე იყვნენ. ერთმანეთის კბენითა და გაწვალებით. გულის სიღრმეში კი უყვარდათ ერთურთი, მაინც მომავალი სასიძო და საცოლის და იყვნენ, ერთმანეთის შეგუების გარდა სხვა გზა არ დარჩენოდათ. სემი ცუდი ბიჭი არც იყო, უბრალოდ, მას და ჯოს განსხვავებული შეხედულებები და მიზნები ჰქონდათ. ყველაფერზე განსხვავებული აზრი და ამას ყოველთვის კამათი მოჰყვებოდა და ალბათ, სხვანაირი ურთიერთობა ვერც წარმოედგინათ. სემი, შერილი, ჯო, ამანდა და ნიკი ერთი დიდი ოჯახივით იყვნენ, ხო, რა თქმა უნდა, შემდეგ კი დინიც, მალე ისიც შეუერთდებოდა მათ დიდ ოჯახს, ოღონდ როგორი სტატუსით, ეგ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. დინსა და ჯოს არაფერზე უსაუბრიათ. სემის გასვლის შემდეგ ჯო საუბრის ასაცილებლად ტელეფონს დასწვდა და რაღაცების თვალიერებით გაიყვანა დრო. არც დინს უცდია დიდად, ერთი წამითაც არ დაუკვეხნია. საუბარი თუ არ უნდოდა, რატომ უნდა დაეძალებინა. ყველაფერი თავის დროზე მოგვარდებოდა.
-თამაშის დროა, -მისაღები ოთახი სასუსნავებითა და სასმელებით რომ გაავსეს, ამანდამ წამოიძახა და ჯოს მობეზრებულ სახეს რომ შეეჩეხა, გაეცინა. ჯო უკვე მიმხვდარიყო რომელ თამაშზეც იყო საუბარი და ვერ იტანდა.
-სიმართლე თუ მოქმედება? - ნიკმა გააგრძელა საუბარი, ბოთლი კი შერილმა მოიტანა და მათი წრეზე დასხდომის შემდეგ შუაში ჩადო.
-ვერ ვიტან ამ თამაშს, -თავისთვის ამოიბუტბუტა ჯომ.
-მართლა? ვერც მე. - მხარი აუბა დინმა და ეს მათი პირველი საერთო თვისება იყო. ის კი არ იცოდნენ, კიდევ რამდენი მსგავსების აღმოჩენა ელოდათ.
-მაგარია, -სარკასტულად ჩაილაპარა ჯომ და თვალები აატრიალა.
-ასე ხშირად ნუ ატრიალებ, შეიძლება ამოგიცვივდეს. -არც დინმა დააკლო და რომ არა მათ შორის ჩამდგარი სემი, რომელიც აცნობებდა რომ თამაში უკვე დაწყებულიყო, მესამე მსოფლიო ომი თუ ვერა, ცივი ომი მაინც გაჩაღდებოდა.
-შერილმა შენ გამო რომ იყიდა ის ბიკინი მოგეწონა? -ალმაცერად გახედა ამანდამ სემს. პირველი დატრიალება და მის ხახაში ჩავარდგინილი პირველი მსხვერპლი. შერილს ლუდი ლამის გადასცდა ამანდას კითხვაზე. -მე ავარჩევინე, -სანამ პასუხს მიიღებდა, თვალის ჩაკვრით დაამატა და ოდნავ შორს გაჩოჩდა, შერილის ხელი რომ არ მოჰხვედროდა.
-ნუ, -სემი დაიბნა. ასეთ კითხვას არ მოელოდა, თუმცა ეს ამანდა იყო და თავიდანვე მზად უნდა ყოფილიყო. -კი, მომეწონა. -ლამის ჭარხალივით წითელი გახდა სასიძო და ალბათ ამანდას მადლობელი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათ შორის დასადგურებული გაურკვეველი სიტუაცია თითო-თითო ღიმილით გააქრეს.
-სერიოზულად? -შეწუხებულმა გახედა ჯომ შერილს.
-რატომ, ბიკინი კარგია, მომწონს, -დინიც ჩაერია საუბარში და კმაყოფილს გაეღიმა გასული ღამის წარმოდგენით.
-სემ, მართალია ლუზერი ხარ, მაგრამ თუ მას ბორდელში ერთხელ მაინც წაიყვან, მასაც გაახარებ და მეც. -მეგობრულად დაჰკრა ჯომ სემს ხელი.
ესეც მეორე მსგავსება. სარკაზმი მათი ცხოვრების ნაწილი იყო და ამის დამალვას სულაც არ ცდილობდნენ. შორიდან კი სასაცილო იყო მათი ყურება, მაგრამ მერწმუნეთ, ჯობდა დროულად შეეჩერებინათ ისინი და შეაჩერეს კიდევაც. დინი კი დარჩა გაწბილებული, პასუხის გაცემა რომ ვერ მოასწრო, სამაგიეროდ ჯო გამხიარულდა და ეს უაზრო თამაშიც კი ძალიან მოეწონა. საბედნიეროდ ჯოს ძალიან უმართლებდა. უკვე მეცხრედ დაატრიალეს, მას კი ყველა ასცდა.
-ის ამ ბოთლზე აცრილია? -ბოლოს დინმა მოსვენება რომ დაკარგა, ბოთლის წვერის მასზე შეჩერების მოლოდინში, ხმამაღლა იკითხა.
-გინდა გამომიჭირო? -სიცილით ჰკითხა ჯომ და კომფორტულად მოკალათდა.
-შესაძლოა.
-მაპატიე საყვარელო, მაგრამ ამას ვერასდროს შეძლებ. -თვალი ჩაუკრა.
ერთხელ შეხვედრა. შემდეგ ჩაღიმება, თვალის ჩაკვრა და უკვე დინის ფეხებთან იყვნენ გოგონები, მაგრამ მას იმის იმედი თუ ჰქონდა, რომ ჯო პირველივე მცდელობაზე დაიკერებოდა, სამწუხაროდ გაწბილებული დარჩებოდა. თავდაპირველად, სემისგან რომ გაიგო, მის შეყვარებულს და ჰყავდა, იფიქრა, იმედია სექსუალური იქნებაო. სემმა კი უთხრა, შანსი არ გაქვსო, მაგრამ ვინ დაიჯერებდა რომ დინის შარმს ვინმე გაექცეოდა. სექსუალური კი აღმოჩნდა შერილის და, მაგრამ არც თუ ისე მარტივი ხასიათის. არც დანებებულა დინი. მასთან დაკავშირებული გეგმა უკვე მიზნად ჰქონდა დასახული, უკვე იმ წამიდან, სემს მისი ბორდელში წაყვანა რომ შესთავაზა. მოარჯულებდა და შემდეგ რა? ეგონა ყველაფერი ასე მარტივად იქნებოდა? დიახ, ასე ეგონა, მაგრამ ზოგჯერ თვით თავდაჯერებულობაც კი ცდებოდა.
-აღარ ვთამაშობ, აზრი არ აქვს, ბოთლის წვერი ჩემზე მაინც არ ჩერდება. -ჯო წამოდგა და ბუტერბროდს დასწვდა.
-შეგვიძლია ოცი კითხვა ვითამაშოთ, მე და შენ. -შესთავაზა დინმა.
-მაცდურად ჟღერს, მაგრამ არა, -ღიმილით მიახალა უარი. სკამზე გემრიელად მოკალათდა და უგემრიელესი ბუტერბროდი ჩაკბიჩა.
-და რატომ? რამეს მალავ? -დინიც გამოეთიშა თამაშს. ახლა ის აინტერესებდა, რატომ ცდილობდა კითხვებისთვის თავის არიდებას. გაიფიქრა, ალბათ იყო დრო, როდესაც ბავშვური წიკები აწუხებდა და ეშინია რომელიმე მათგანის გამხელა არ მოუწიოსო. მისი ფიქრები ჯოს რომ გაეგო, ერთი გემრიელად დასცინებდა, როგორი იდიოტური აზრებით იჭედავო ტვინს და კიდევ კარგი გონებაში შეღწევა არ შეეძლო.
-სიმართლე რომ გითხრა, კი, ვმალავ, -თითქოს დანებებულმა სრული სერიოზულობით შეხედა მის გვერდი მჯდომს. ბუტერბროდს შეეშვა და სახე დაუსევდიანდა.
დინი დაინტერესდა, ასე მალე როგორ გატყდაო, მაგრამ ამას არ მიაქცია ყურადღება და მოსასმენად მოემზადა.
-მეგობარი ბიჭი გავაუპატიურე და ამას ძალიან განვიცდი, -სიცილით უპასუხა და საჭმელს დაუბრუნდა. დინის სახე უნდა გენახათ, სრული სერიოზულობით უსმენდა და ბოლოს, დღეს უკვე მერამდენედ დარჩა გაწბილებული. სახის ნაკვთებს ვერ აკონტროლებდა. ხან ჩაეცინებოდა, ხან კი წარბშეკრული მიაჩერდებოდა. ბოლოს კი დანებდა, მიხვდა, მასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნებოდა. იმ დღით იმედგაცრუებულმა ბუტერბროდს დასწვდა და ჯოს მხარი აუბა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: uranus
ნანახია: 1087 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
avatar
0
1
გითხარი, მაგრამ ახლაც გეუბნები;
წერის სტილი გაქვს ძალიან განსხვავებული, ნაზი და ძალიან ახლო მკითხველთან.
მართლა ძალიან ახლოს არის ყოველი სიტყვა... წერ გამართულად, უშეცდომოდ, შენებურად და ვინტაჟური სტილით. წვიმის დროს რომ წაიკითხავ ან მშვიდ მელოდიას რომ დაადებ საუნდტრეკად.
ჯერ მხოლოდ ერთი თავი წავიკითხე და არ ყოფილა მომენტი რომ შეწყვეტაზე მეფიქრა, პირიქით, უფრო და უფრო მაინტერესებდა და მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა. ისეთი აღწერა აქვს, კითხვას რომ არ მოგაბეზრებს. არც ძალიან დეტალურია და არც მოკლე და არაფრის მთქმელი. არის ის, რაც უნდა იყოს! bb
პერსონაჟები; - ერთმანეთისგან განსხვავებულები,საერთოს რომ ვერ იპოვნი, თან თითქოს ძალიან არიან უარყოფითი თვისებებით გატენილები, მაგრამ მაინც მოგეწონება, ისეთები არიან... ნუ ჯოზე და დინიზე არ ვამბობ... ჯერ ისიც არ ვიცით, დინი რამდენად მთავარია, მაგრამ ფაქტია ძალიან ერთნაირები არიან! ვგიჟდები ჯოზე, მევასება ეგეთი თავდაჯერებული გოგოები, სატირას რომ ქმნიან! B) სარკაზმის დედოფალია!:დდდ _3
ხოდაა, დინი ჯერ-ჯერობით ვერ გადამიწყვეტია მომწონს თუ არა... ჯოს ცუდად გადაეკიდა ეგ! მაგრაააამ რა დროს დინია ხალხოოოო, ისე დაიწყე ისტორიაააააააა, ისე დაიწყეეეე, ინტერესით ვკვდები!
გელოდებიიიიი!
პ.ს პირველი თავია და ასეთი დაულაგებელი, პატარა და ისედაც რომ იცი, ისეთი კომენტარი მეპატიება :დ შეჩვევის პერიოდი მაქვს ჯერ :დდ
B)
avatar
1 Spam
2
პირველივე თავზე ასე მანებივრებ და მეტი არ მინდა, გადამაჩვიო! :დ ძალიან დიდი მადლობა, მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა. ერთადერთი ის შემიძლია გითხრა, მიხარია შენ რომ კითხულობ ამას! 3o 3o ხოლო დინს რაც შეეხება,მოგეწონება, ყოველ შემთხვევაში, უნდა მოგეწონოს! _3
avatar
0 Spam
3
რარაცნაირი განსხვავებული და საინტერესო წერის სტილი გაქვს 3o
მომეწონა, მართლა ძალიან და ველი შემდეგს 3o 3o
avatar
0 Spam
4
მიხარია, რომ მოგეწონა! love love
avatar
0 Spam
5
როგორ მომწონს ასეთი თავისუფალი ნაწერები..მიჩვეული ვარ უცხოურ სახელებს თან :D განსხვავებულია ძალიან ყოჩაღ 3o 3o
როდის დადებ გაგრძელებას?
avatar
0 Spam
6
ძალიან დიდი მადლობა 3o 3o ვეცდები დღეს ღამით დავდო.
avatar