Scared of being lonely (2)
07.08.2017, 22:18
2.
მეორე დილით რომ გამოეღვიძა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ღამით ერთი წვეთი არ დაულევია, თავი ოდნავ სტკიოდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თავი მოიწესრიგა და მთქნარებით ჩაუყვა კიბის საფეხურებს.
-დილა მშვიდობის, -არც შეუხედავს მდივანზე მჯდომისთვის, ისე მიესალმა და წყლის დასალევად სამზარეულოში გასვლა დააპირა,.
-დილა მშვიდობის, -ღიმილიანი სახით მიესალმა დინი და ტელევიზორის ყურება გააგრძელა.
-რა, -გაკვირვებულმა გაიხედა მისკენ. გაიფიქრა, აქ რა ჯანდაბა უნდაო და ოდნავ მიუახლოვდა. -და აქ ას აკეთებ? -ხელები წელზე დოინჯად დაილაგა და პასუხის მოლოდინში ფეხი ოდნავ ააბაკუნა.
-წუხელ შენ რომ დაგეძინა, ჩვენ გვიანობამდე ვსაუბრობდით, შემდეგ სემმა დარჩენა ჩემომთავაზა და აქ ვარ.-კმაყოფილმა აღუწერა სიტუაცია. ფეხი ფეხზე გადაიდო და რომელიღაც ფილმს მიუბრუნდა, რომელიც სულაც არ ეცნობოდა ჯოს.
-კარგი, - ტუჩებაბზუებულმა დაუქნია თავი და სამზარეულოში გავიდა. ცივი წყალი რომ მოსვლა, სიამოვნებისგან ჩაეღიმა. ჭიქა იქვე დადო და მისაღებ ოთახს დაუბრუნდა. დინი ისევ იმ ფილმს უყურებდა. ჯო დივანს მიუახლოვდა და ხელებით კიდეს დაეყრდნო.
-რა ფილმია? -დაინტერესდა ჯო.
-სტივენ კინგის “ის”, -ტელევიზორისთვის მზერა არ მოუშორებია.
-სერიოზულად, -ახლა ფილმით უფრო დაინტერესდა, -მეგონა საშიშ ფილმებს ღამით უყურებდნენ. უფრო სწირად, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვაკეთებ, ამას აქვს მუღამი. -დინს გვერდით მიუჯდა.
რამდენიმე მილიმეტრი იყო მათ შორის.
-ხო, უბრალოდ სხვა უკეთესი არ გადის და ჯერი ამაზე შევაჩერე.
-კარგი გემოვნება გაქვს. -გულწრფელად შეაქო ჯომ.
-გმადლობ, -გარკვირვებულმა, ჩვეული მიმიკებით უთხრა დინმა. რამდენიმე წუთით ჯოს აკვირდებოდა, შემეგ კი ფილმს დაუბრუნდა, მაგრამ კონცენტრაცია ვერ მოახდინა.
ჯოს კი დილანდელი თავისტკივილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ შეეძლო მოთმენა, ამიტომ წამითაც არ დაუკვნესია. ბოლოს, თითქოს თავში სარკე გაიბზარაო და ჯომაც ხელი უცებ შუბლზე მიიდო.
-რა მოხდა? -მოულოდნელობისგან მაშინვე ჰკითხა დინმა და ჯოსკენ ოდნავ გაიწია.
-არაფერი, კარგად ვარ, -მაშინვე “მოიშორა” ჯომ. -უბრალოდ, უნდა წავიდე. -უთხრა თუ არა, წამოდგა და წასვლა სცადა, მაგრამ მისი ერთი ნაბიჯიც და რომ არა დინის სხარტი მოძრაობა, ახლა იატაკზე იქნებოდა.
*
წამლების სპეციფიკურმა სუნმა გამოაღვიძა ჯო და თვალები რომ გაახილა, ამოიოხრა და მობეზრებულმა მოავლო საავადმყოფოს პალატას თვალი.
-შერილ, - მისი გაღვიძება დას ამცნო, -რატომ მომიყვანეთ აქ? -დას მისი გაღვიძებით გამოწვეული სიხარული არ აცადა და მაშინვე ჰკითხა.
-დიდი ხანია რაც ტკივილები დაგიბრუნდა? -მისი კითხვა უგულვებელყო შერილმა და მკაცრად ჰკითხა.
-დღეს დილით უეცრად დამატყდა, -თვალების ტრიალით უპასუხა ჯომ. ონდავ წამოიწია და ახლა, სუფთა გამოსახულებით მიაჩერდა დას.
-ღმერთო, -შერილმა ხელით შუბლი მოისრისა და ჩაფიქრდა.
-და რა მოხდა? -მიუხედავად იმისა, რომ პასუხი უკვე იცოდა, მაინც ჰკითხა. და დისგან რამდენიმე წუთის მანძილზე პასუხი რომ ვერ მიიღო, ნემსები მოიშორა და წამის მეასედებში ჩაცმას შეუდგა.
-არ უნდა ადგე ჯო, ცოტა ხნით უნდა დარჩე. - შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ არც მოუსმინა, ისე ჩაიცვა.
-ხომ იცი რომ აქ ვერ გამაჩერებ? -ღიმილით ჰკითხა, შემდეგ გვერდი აუარა და პალატიდან გავიდა. კორიდორის რაღაც ნაწილი რომ გაიარა, კუთხეში მდგომი დინი და სემი შეამჩნია. არც მათ მიაქცია ყურადღება და ელვის სისწრაფით ჩაუქროლა.
-ჯო, - სემი მაშინვე აედევნა, მაგრამ შემდეგ შერილს რომ მოჰრა თვალი, მიხვდა რომ ჯოსთვის დადევნებას აზრი არ ჰქონდა და შერილთან მივიდა.
-რატომ ადგა, მისთვის ჯერ ხომ არ შეიძლება, -გაოგნებულმა სწაფად მიაყარა და ჯერ კიდევ კორიდორის ბოლოში მიმავალ ჯოს გააყოლა თვალი.
-ხო, მაგრამ ჯოს ხომ იცნობ, -ამოიოხრა და სალაროში გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ სამივენი ჯოს გზას დაადგნენ.
დინმა ჯერ კიდევ მაშინ მოისმინა ჯოს თავის ტკივილის მიზეზი, მას რომ გათიშულს ეძინა. და ცოტა არ იყოს, ოდნავ გაოგნებულიც კი იყო.
მანქანაშიც ხმის ამოუღებლად მიუჯდა სემის. უკანა ხედვის სარკიდან ხედავდა ჯოს სახეს. ჯოს სახის არც ერთი მიმიკა არ შესცვლია. წარბი არც ერთი წამითაც არ შეუხრია და მით უმეტეს, ხმაც არ ამოუღია.
იცოდა, რომ მისი დაავადება ასე მარტივად არ გაქრებოდა. ამიტომ, შესაძლო შედეგისთვის ისე იყო მზად, როგორც ჯარისკაცი ომისთვის. არც ტირილს აპირებდა და რა თმა უნდა, არც ცხოვრების შეწყვეტას. ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა და რადგანაც ეს ჯომ მშვენივრად იცოდა, ოთახში შესვლისთანავე საავადმყოფოს ამაზრზენი სული რომ მოეშრებინა, შხაპი გადაივლო. შემდეგ, სველი თმები შეიმშრალა და სარაფნით ჩამონარნარდა.
-ღმერთო, საშინლად მშია, -სამზარეულოში შესვლისთანავე ამოიოხრა ჯომ.
-დღეს სპაგეტი გვაქვს, -აუჩქარებელი ხმის ტემბრით მიუგო შერილმა.
არ გაჰკვირვებია დის ასეთი რეაქცია. იცოდა, მიუხედავად ამ ამბისა, ჯოს თვალებიდან ცრემლის ერთ წვეთიც კი არ ჩამოგორდებოდა, ამიტომ, ისიც აჰყვა თამაშში და დღე ისე გააგრძელეს, თითქოს არაფერი მომხდარიყო.
-ბიჭები წავიდნენ? -სპაგეტი რომ დააგემოვნა, ნასიამოვნებმა, თვალებდახუჭულმა ჰკითხა დას.
-ხო, წავიდნენ. -ლამის ამოიოხრა შერილმა.
კიდევ კარგიო, ამოისუნთქა ჯომ. არ უნდოდა მათი სახეების დანახვა. ხელახლა ტკივილებს კი, მაგრამ იდიოტურ გამოხედვას, რომელშიც სიცოდვილი ამოიკითხებოდა, ვერ გაუძლებდა. ვერ იტანდა სენტიმენტალურობას. ძალიან ვწუხვარო, ვინმეს რომ ეთქვა, ალბათ შუაზე გახევდა. არავინ არ წუხდა მის გამო, გარდა შერილისა, ამიტომ არ უნდოდა ვინმეს მოეტყუებინა.
-ჯო, -დიდხნიანი ფიქრის შემდეგ შერილმა გადაწყვიტა, რომ ამაზე უნდა ესაუბრათ.
-გისმენ, -პირგამოტენილმა ამოილუღლუღა და შერილის სერიოზული სახე რომ შენიშნა, პირსახოცით პირი მოიწმინდა და სპაგეტისაც შეეშვა.
-მისმინე, ჯო, მესმის რომ აღარ გინდა თერაპიები, მოგბეზრდა, იმედი აღარ გაქვს, მაგრამ ხომ ხვდები რომ მაინც უნდა ვცადოთ?
-მესმის შენი, -გაუღიმა, -მაგრამ არ ვაპირებ დარჩენილი დრო რაღაც გამოუსადეგარი თერაპიებისთვის ვხარჯო. -ღიმილითვე დახურა თემა.
-ასე ნუ ამბობ! -შერილი დანებებას არ აპირებდა. -რაღაც აუცილებლად გამოჩნდება. -დაამატა, წინსაფარი მოიხსნა და უმცროსი და მარტო დატოვა.
გამხეცებული მადა წამებში გაუქრა ჯოს. იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და სამზარეულოს კარს მიაჩერდა, საიდანაც რამდენიმე წამის წინ შერილი გავიდა. მისი და ზედმეტად ემოციური იყო და ალბათ, ახლა თავის ოთახში იქნებოდა და ტირილისაგან თვალებს დაისიებდა. ჯო კი სამზარეულოს სკამზე იჯდა და უხმაუროდ იმზირებოდა სივრცეში.
უგულო არ იყო, ეს ხომ მას ეხებოდა, მაგრამ მობეზრდა ამდენი ბრძოლა და დანებდა. დარჩენილ დროს მის ოჯახთან ყოფნაში გაატარებდა, გაერთობოდა და ღიმილიანი სახით დატოვებდა წუთისოფელს, მაგრამ იმას იმდენად ვერ ხვდებოდა, რომ მისი ოჯახის წევრები, მასზე ძალიან განცდიდნენ.
*
*
*
ვიცი, ძალიან პატარა თავია, მაგრამ გარკვეული პრობემების გამო მეტი ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, მესამე თავში ამას ავანაზღაურებ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: uranus
ნანახია: 965 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
avatar
0
1
როგორც იქნაა დადე და როგორც იქნააააა წავიკითხე uu
ძალიან კარგი ხარ!
მართალია პატარა თავი იყო და ორ წამში წავიკითხე, მაგრამ მაინც ძაილან მომეწონა.
რაღაცნაირად მელანქოლიურია და რაღაცნაირად „სხვაა“. აი, როგორ გითხრა არ ვიცი, უბრალოდ არ გავს სხვა ისტორიებს.
განსხვავებული და ნაზია... 3o
მესამე მინდა. bb
avatar
0 Spam
3
დიიიიდი მადლობა 3o 3o
avatar
0 Spam
2
დავიწყე კითხვა, ბედნიერი სახით ვკითხულობდი და უცებ დამთვრდა :D :D :D :D ნუ რა დღეში გყავს მკითხველი?
იმედია შემდეგი მალე იქნება და დიდი თავი,
გელ'ი'ოდები მთელი ემოციებით 3o bb bb
avatar
0 Spam
4
ხო, ძალიან პატარა თავი გამოვიდა, მაგრამ მესამე თავში ავანაზღაურებ, აი სვიარ! :D 3o 3o
avatar
0 Spam
5
მეც ეგრე დამემართა :D რომ დამთავრდა თავიდან შემოვედი ვიფიქრე ტელეფონის ბრალიათქო :D :D
როგორ მომწონს ჯო 3o უცნაური და განსხვავებული გოგოა და უფრო მეტი მინდა გავიგო მის შესახებ და საერთოდ მეტი ჯო მინდა..... love love
avatar
0 Spam
6
ახალ თავზე უკვე ვმუშაობ და ვეცდები ეს პატარა თავი ავანაზღაურო. მადლობა რომ კითხულობ 3o 3o
avatar
0 Spam
7
oo rogori maagri gogoxar 3o love
avatar